მეოცნებე ბავშვი
მახსოვს როგორ იჯდა მეოცნებე ბავშვი თავის მინდორზე და თავისავე მზეს გასცქეროდა.. და თავიც დედის კალთაში ედო... საკუთარი დედის... მე ხომ მესაკუთრე ბავშვი ვიყავი... პატარა მესაკუთრე ბავშვი... -დე ცისარტყელა როგორიაი -ჰმ... როგორი? როგორი და ფერადი.. აი... როგორც... -როგორც რაი -აი როგორც შენ.. -კი მაგრამ დე.. მე ხომ ჩვეულებრილივი ბავშვი ვარი! -დე! არ ხარ შენ ჩვეულებრივი... შენ ჩემი ცისარტყელა ხარ.. რომელიც ყოველთვის არის მიწეპებული ჩემს მოღრუბლულ ცაზე.. -დე... მე ფერადი არ ვარ...! აბა ერთი კარგად შემომხედე ! -აბა ერთი სულში ჩაიხედე ?! ჩემო პატარა გოგონავ! ჩემო ბავშვო... შენ ხომ ჯერ არ იცი... ჯერ ხომ სულ პაწია ბავშვი ხარ... -დე..! მე უკვე გავიზარდე... -არა დე ! შენ ჩემთვის ის პატარა ლაწირაკი ხარ... ჩემი პატარა ცისარტყელა...! შვიდფერა გოგონავ ! ჩემო ყველაზე შუქიანო... -დე... შუქიანი რა ნათურა ხო არ ვარ ?! -ეჰ დე... მე სხვა შუქზე გეუბნები... ალბათ რომ გაიზრდები გაიგებ.. ჩემო სულელო გოგონავ ! -არა დე.. მე უკვე გავიზარდე... მე დიდი ვარ ! - კარგი დე ! იყავი დიდი ! ოღონდ არასდროს 1 არსდროს დაივიწყო ის დედიკო რომლისთვისაც... შენ ცისარტყელა ხარ ! შვიდფერა ცისარტყელა ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.