შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული დღეს (სრულად)


13-10-2019, 15:41
ავტორი Aleksiii17
ნანახია 7 710

-დრო სიყვარულსაც დაინდობს!-თქვა ბიჭმა.
-რა სისულელეა! დრო არაფერს დაინდობს, მით უმეტეს სიყვარულს!
-უსიყვარულოდ ვერ იცხოვრებ.-იცავდა სიყვარულს ბიჭი.
-ხო, არა?- იკითხა გოგონამ.
-ხომ.-წყნარად უპასუხა საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა ახალგაზრდამ.
-კარგი.მაშინ მიპასუხე, სიყვარული არსებობს?-ნაგლად ჰკითხა გოგონამ მეგობარს.
-კი, რა თქმა უნდა.
-სიყვარული ძლიერია?
-უძლიერესი.
-მაშინ დრომ რატომ უნდა დაინდოს? თუ ის ასეთი ძლიერია, დრო მას უნდა ეკუთვნოდეს, ის უნდა ინდობდეს და არა მას ინდობდნენ.შეიძლება სიყვარული არსებობს, მაგრამ დღეს ის სუსტია. ის ფაქტიურად არ ფუნქციონირებს. მისი დატყვევება მარტივია, მოკვლა კი წამებში შეიძლება.
წამით დუმილი ჩამოვარდა, მერე გოგონამ ისევ ჰკითხა:
-დადებითი არსებობს?
-კი.
უარყოფითიც ხომ?
-ხო.
-სიყვარული და სიძულვილი ანტონიმებია ხო?
-კი.
-სიძულვილს სინონიმები აქვს?
-რა?- დაიბნა ბიჭი
-სიძულვილი, ზიზღი, ბოღმა...
-ააა, ხო.
-სიყვარულს აქვს შემცვლელი სიტყვა?
-არა, იმიტომ, რომ ის უცვლელია, ის ყველგანაა.
-თუ ის უცვლელია, რატომაა დღეს სიძულვილი მეტი?
-არაა მასე!
-მონეტას ორი მხარე აქვსო. შეიქმნა ბიჭი, შეიქმნა გოგო. შეიქმნა შავი, შეიქმნა თეთრი. შეიქმნა ომი, შეიქმნა მშვიდობა. შეიქმნა გრძელი, შეიქმნა მოკლე. კიდევ საჭიროა რამე?
-სიძულვილს არავინ უარყოფს, უბრალოდ სიყვარული მეტია და მალე ის ჩაახშობს მთელ სიძულვილს დედამიწაზე!
-ხო? დარწმუნებული ხარ?-ირონიულად ჰკითხა გოგონამ.
-კი. -ასევე უპასუხა ბიჭმა.
-არ არსებობს ერთი მეორეს გარეშე. გაქრება სიძულვილი, აღარ იარსებებს სიყვარული. გაქრება სიყვარული, აღარ იქნება სიძულვილი. არ არსებობს გამარჯვება, მარცხის გარეშე!
-მაგრამ იარსებებს სიყვარული სიძულვილის გარეშე.
-რწმენა ხშირად უშედეგოა, თუმცა მართალია, უნდა გვჯეროდეს. მაგრამ უნდა გვჯეროდეს ჩუმად, თითოეულს სწორად. ხმამაღლა კი მხოლოდ ფაქტები უნდა გამომჟღავდნენ.
-არ უნდა ჩაიკეტო, არავითარ შემთხვევაში.
-ეს ჩაკეტვა არაა...
-აბა?
-ეს...ეს.. კაცობრიობაა. დღეს ვერ იცოცხლებ ფანტაზიაში. დედამიწას ფაქტები იჭერენ და არა იმედები. შეიძლება სიყვარულმა შეძლოს ამაღლება, მაგრამ ეგ არ მოხდება, სანამ უბრალოდ გვჯერა. თუ გწამს, უნდა აკეთებდე რამეს რომ შენი რწმენა გამართლდეს. არა სიტყვებით, არამედ მოქმედებით!
-შენ არ გჯერა სიყვარულის, მაგრამ გჯერა მისი ამაღლების? -ისევ დაიბნა ბიჭი.
-ხო.
-როგორ თუ ის არ არსებობს?
-16 წლის წინ არც მე ვარსებობდი, მაგრამ ხომ გავჩნდი...
-ეს არგუმენტია?-ვერ მიხვდა.
-ეს ფაქტია! დედამიწას კი, როგორც ვთქვი, ფაქტები იჭერენ და არა იმედები!



№1  offline წევრი წერო:)

მგონია რომ ჩემს ფიქრებს ვკითხულობ innocent
"შენ არ გჯერა სიყვარულის მაგრამ გჯერა მისი ამაღლების?"
დიახაც!
სწორედაც!
ზუსტად!
მომეწონა კარგი იყო

 


№2  offline წევრი liilu

ველოდი, რომ ერთი გრძელი სიყვარულის ისტორია დამხვდებოდა, უბრალოდ გავხსენი და ფაქტმა დამიჭირა. პირველად დავრჩი სასიამოვნოდ გაკვირვებული. თუ გულდასმით წაიკითხავ, ყველა სიტყვაში, წინადადებაში ამოიცნობ მასში ჩამალულ გრძნობას. რაღაც თბილი გრძნობით ამავსო და ღიმილი დამიტოვა...
უნდა წავიდე და რამე დავწერო...
წარმატებები.

 


ძალიან კარგი იყო❤
საინტერესო იყო
ბევრი აზრი იყო ისტორიაში
ბევრი სიმართლე❤❤
დაბოლოს კარგი იყო

liilu
ველოდი, რომ ერთი გრძელი სიყვარულის ისტორია დამხვდებოდა, უბრალოდ გავხსენი და ფაქტმა დამიჭირა. პირველად დავრჩი სასიამოვნოდ გაკვირვებული. თუ გულდასმით წაიკითხავ, ყველა სიტყვაში, წინადადებაში ამოიცნობ მასში ჩამალულ გრძნობას. რაღაც თბილი გრძნობით ამავსო და ღიმილი დამიტოვა...
უნდა წავიდე და რამე დავწერო...
წარმატებები.

მეც ზუსტად ასე გავიფიქრე თავიდან მეთქვი გრძელი ისტორია დამხვებათქო
მაგრამ არა თუმცა არც მინანია ამის ჩართვა და ძალიანაც კი მომეწონა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent