შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აქ სიტყვები ზედმეტია (მეორე ნაწილი) I თავი


13-10-2019, 20:43
ავტორი meilin
ნანახია 1 175

როდესაც ბოლო კლიენტი გავაცილე, კაბინეტიდან გამოვედი და სალოს ოთახის კარზე ფრთხილად მივაკაკუნე.
- მობრძანდით.. დაიძახა მინაზებული ხმით.
- სალო მორჩი ? ოთახში თავი შევყავინდა მიმოვიხედე.
- კიი აი ამ ფაილებს დავალაგებ და გავიდეთ ყავა დავლიოთ, დაიცა შენ თავისუფალი ხარ უკვე ?
- კი, ჩემმა კლიენტმა შეხვედრა გადამიდო, და ერთი ახლა გავუშვი.
- მერე არაფერი გეგმა არ გაქვს ? შემომხედა ეშმაკური თვალებით
- დაჩიმ დამირეკა წეღან და ცოტა ხანი ვნახავ, მერე სახლში წავალ თავი მტკივა.
- არაუშავს რამეს გაჭმევს და ყველაფერი გაგივლის. გამეცინა, ჩემი და საჭმლის დამოკიდებულება მგონი ყველასთვის ცნობილია.
- ხო სხვათაშორის მასე მოიპოვა ჩემი სიმპათია, პირველივე ნახვაზე შაურმა მაჭამა.. სალოს მაგიდას დავხედე, ყველა ქაღალდი ერთმანეთში იყო არეული, მაგრამ ამ ქაოსში უცბად პოულობდახოლმე იმას, რაც ჭირდებოდა. ფაილები თაროზე შემოდო და კაბინეტიდან გამოვედით.
- ნიკა წავიდა უკვე ?
- კი დღეს ღამე სადღაც მიფრინავს და ადრე წავიდა. მგონი რაღაც ცვლილებები იგეგმება კომპანიაში.
- რა ცვლილებები? გაკვირვებულმა გავხედე
- ჯერ არავინ არ ვიცით, რო ჩამოვა გაგვარკვევს ალბათ. შენობიდან გამოვედით და მოპირდაპირე მხარეს არსებული კაფისკენ ავიღეთ გეზი. ყავის დალევას ვაპირებდით მაგრამ ახალი შემოთავაზება დაგვხდა წითელ ღვინოსთან დაკავშირებით. ღიმილით გადავხედეთ ერთმანეთს რაც ნიშნავდა იმას, რომ დღეს ორივე მთვრალები მივიდოდით სახლში. ისე ხშირად მსგავსი რაღაცები ჩვენს შემთხვევაში ექსპრომტად ხდებოდა. შეიძლება უცბად დაერტყა თავში "წამო ბათუმში წავიდეთ აჭარული ვჭამოთ" ხოდა წავიდოდით შუაღამისას ბათუმში აჭარულის საჭმელად. დამიჯერეთ, ისეთი დაქალის ყოლას, რომელიც დალევაში მაგრად "გისწორებს" არაფერი ჯობს. ნახევარი საათის შემდეგ აღარც ჩემი თავის ტკივილი და აღარც უგუნებოდ ყოფნა აღარ მახსოვდა. სალომეს სიმთვრალე ისეთია მოყოლას რო აზრი არ აქვს და უბრალოდ შენი თვალით რო უნდა გქონდეს ნანახი. უკვე კარგად შეზარხოშებულები ვიყავით დაჩიმ რომ დამირეკა.
- ხო ჩემო წყვდიადივით ბნელო, ვუპასუხე სიცილით
- აუ შენ კიდე მთვრალი ხარ ?
- არა როგორ გეკადრება რა მთვრალი, ნასვამი ვარ.
- ხო ძაან დიდი განსხვავებაა, სად ხარ მოგაკითხავ.
- კაფეში ვარ
- შენს "პაძელნიკთან" ერთად ?
- დიახ. გამეცინა და სალოს გავხედე.
- 2 წუთში მანდ ვიქნები.
- 2 წუთში დაჩი მოვა.
- ოოჰ ძაან კაი, სხვათაშორისნეგ რო შემპირდა მოტიციკლის ტარებას გასწავლიო არ დამვიწყებია.
- რახან შეგპირდა გასწავლის
- ისე გოგო ბაიკერები არ ყავთ მაგათ ? შემომხედა აციმციმებული თვალებით და წარბები აათამაშა.
- კი ყავთ თან მაგარი გოგოები, თავზეხელაღებული გოგოები. სიცილით ვუპასუხე.. - წამოდინერთხელ და შენთვითონ ნახავ.
- წამოვალ აუცილებლად. კაფეში დაჩი შემოვიდა. შავი დახეული შარვალი და გრძელი ტყავის კურტკა ეცვა. ქურთუკის საყელოდან ნაწილობრიგ მოუჩანდა ყელზე მორიელის ტატუ. შავი თმა წინ უსწორმასწოროდ ჩამოეყარა, საიდანაც წყვდიადივით შავი თვალები უელავდა. ღიმილით მოგვიახლოვდა სალოს მიესალმა, შუბლზე მაკოცა და სკამზე ჩამოჯდა.
- შეიძლება თქვენ სულ მთვრალებს გხედავდეთ ?
- აქედან ყველანი მივდივართ ჩემთან.
- ნეტა ვიცოდე შენ რანაირად მიდიხარ, მჯდომარე ტორიკაობ. მომიახლოვდა და სასიამოვნო სურნელი მომაფრქვია.
- არგინდათ კლუბში წავიდეთ ? გადმოგვხედა ორივეს.
- მე მინდაა, ვუპასუხე ენთუზიაზმით
- მმმ.. არვიცი.. უპასუხა სალომ.
- ბევრი გოგო იქნება, კარგად ინადირებ, ეშმაკურად გახედა.
- მოვდივარ. უპასუხა გადაჭრით და ფეხზე წამოდგა.
- აბა წავედით.. ხელები აღვმართე და კარისკენ გავემართე. დაჩიმ ხელი გადამხვია და შენობიდან გამოვედით. კლუბში უამრავი ხალხი ირეოდა სასმელი შევუკვეთეთ. სალომ ხალხს გადახედა, რამდენიმე "მსხვერპლი" აირჩია, თვალი ჩამიკრა და ღიმილით გაიძურწა. მე და დაჩი დინანიკებისკენ გავემართეთ. ძალიან ძალიან ბევრი ვიცეკვეთ. მიყვარს ცეკვა, არასდროს არ ვიღლები. დაჩიმ ხელები შემომხვია და თავისკენ მიმიზიდა. ხელები კისერზე შემოვხვიე და თვალებში ჩავხედე.
- რამეს ეძებ ?
- რა ?
- ისე მიყურებ თითქოს რაღაცას ეძებ. ალბათ რაღაც ნაცნობს, რაღაც ისეთს, რაც ძალიან მენატრება.
- არა უბრალოდ გიყურებ. გავუღიმე.
- მია, დებილს ვგავარ ?
- არა უბრალოდ მორიელებს კარგი ინტუიცია გაქვთ.
- ხოდა ეგ ინტუიცია არასდროს არ მღალატობს.
- დავიღალე, სახლში მინდა.
- წავიდეთ, ჯერ სალო მოვძებნოთ. ჯერ ქალბატონი მივიყვანეთ სახლში, დავრწმუნდით რა, რომ საკუთარ სახლში მშვიდობით შევიდა, მე და დაჩი ჩემთან წამოვედით.
- დღეს საქმეზე გავდივარ, მითხრა უკვე კართან რომ ვიდექით.
- ამ დროს ?
- პირველი შემთხვევაა ?
- და რამდენად სახიფათოა ეგ საქმე ?
- იმდენად, რომ ნერვიულობად არც ღირს.
- კარგი მაშინ მშვიდად ვარ. ნელა მომიახლოვდა, ძლიერად მაკოცა და წამში გაუჩინარდა. სახლში შევედი თუარა ტანსაცმლიანად გადავეშვი საწოლზე. სიმთვრალეს ერთი კარგი პლიუსი აქვს. სამყარო კი ისევ ისეთია, მაგრამ ამჯერად ყელში მაინც არ გახრჩობს...


ფხიზლად მეძინა, ბევრი სიზმარი ვნახე, ბოლოს წვიმის ხმამ გამომაფხიზლა, მობილური მოვძებნე, უკვე 3 ხდებოდა. 4 გამოტოვებული ზარი დამხვდა სალოსგან, 2 დაჩისგან, დედაჩემისგან და კიდევ 1 უცხო ნომრისგან და 1 მესიჯი დედჩემისგან.
"მია ნუ მანერვიულებ, როგორც კი გაიღვიძებ დამირეკე". ჩემი მშობლები ისევ ამერიკაში ცხოვრობდნენ, ლუკა, ჩემი ძმა უკვე თინეიჯერობის ასაკში იყო, შესაბამისად ქცევებიც ისეთი ჰქონდა, როგორც ჰორმონების აქტივობის ზენიტში მყოფ ადამიანს შეეფერება. ჩემებს აქედან ვატრენინგებდი შეძლებისდაგვარად, გარდატეხის ასაკი ხომ ძალიან რთული თემაა და ფრთხილ, სფეციფიკურ მიდგომას საჭიროებს. დედაჩემი მეხვეწებოდა, რომ მათთან გადავსულიყავი საცხოვრებლად, მე კი ცოცხალი თავით არ ვტოვებდი საქართველოს. სამსახურიდან გამომდინარე ამერიკაში ჩასვლა ხშირად მიწევდა ტრენინგებზე, ასე რომ ჩემებსაც შეძლებისდაგვარად ხშირად ვნახულობდი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ალბათ არც ერთი მშობლისთვის საკმარისი არაა. დედაჩემს გადავურეკე და მისი აღელვება როგორღაც ჩავაცხრე, დაჩის მივწერე რომ გავიღვიძე და კარგად ვარ, შემდეგ სალოს გადავურეკე და მოთმინებით დაველოდე სანამ მიპასუხებდა.
- გოგო სად ხარ ამდენს რო გირეკავ, მიპასუხა აღშფოთებული ხმით.
- დამშვიდდი მეძინა, ახლა გავიღვიძე, რას შვრები ?
- რავი ვგდივარ ლოგინზე, გუშინ ნამეტანი მომივიდა, არაფერი არ მახსოვს, რამე ისეთი ხო არ გავაკეთე ?
- არაფერი ისეთი, რასაც აქამდე არ აკეთებდი, გამეცინა, შევეცადე წინა ღამის კადრები გამეხსენებინა.
- ნიკა ჩამოვიდა, წეღან დამირეკა მიას ვერ ვუკავშირდებიო და ასე გადმოგვცა დღეს 6ზე საკონფერენციოში იყავითო.
- დღეეს ?? რამე ხდება ? შაბათ დღეს, მითუმეტეს წინა ღამის შეუჩერებელი სმისა და ნაბახუსევზე მყოფს სამსახურში წასვლა მაგრად მეზარებოდა.
- ალბათ კომპანიის საქმეებს ეხება.
- აა რაღაც ცვლილებებიო რო თქვი
- ხო, ხოდა გაემზადე და სამსახურში გნახავ.
- ოქეი, წავედი გადავივლო, დროებით.
- დროებით.
მობილური გავთიშე და საწოლზე მივაგდე. სააბაზანოში შევედი, წყალი მოვუშვი თუარა ტანსაცმლიანად ჩავდეგი დუშის ქვეშ, ისე, რომ არც კი დაველოდე წყლის გაცხელებას. სხეულზე საშინელი წვა ვიგრძენი, სიცივისგან ეკალმა დამაყარა, "კარგია, ესეიგი ისევ ცოცხალი ხარ" . ტანსაცმელი გავიხადე და იატაკზე მოვისროლე, წყალი ნელ-ნელა თბებოდა, ძირს ჩამოვჯექი და თავი მუხლებზე დავიდე, თვალები დავხუჭე. შევეცადე ცხადად წარმომედგინა ალექსანდრე. მისი სახე, თვალები, სხეული. წარმოვიდგინე როგორ მომიახლოვდებოდა, წამომაყენებდა, ჩამიკრავდა და მეტყოდა "მია, მე შენთან ვარ", ვხედავდი უფრო ცხადად, ვიდრე ყოველ დილით, მასთან გაღვიძებისას, ვგრძნობდი მის სუნს უფრო მძაფრად, ვიდრე ყოველი ჩახუტებისას, ყოველი წამი, მის გარეშე გატარებული, ეკალივით მესობოდა გულში ისე, რომ მზად ვიყავი საკუთარი ხელებით გადამეხსნა სხეული და გული საერთოდ ამომეგლიჯა. დრო არაფრის მკურნალი არ არის როცა გიყვარს...


შენობაში რომ შევედი ისევ წვიმდა, წვიმის წვეთები დავიფერთხე და მოსაცმელი საკიდზე დავკიდე. ფანჯარაში გავიხედე, სალოს მანქანას მოვკარი თვალი, ვიღაც კაცს გზა გადაუჭრა და კიდე აქეთ უკმაყოფილო რაღაცას ბუტბუტებდა, სავარაუდოდ ილანძღებოდა. სასაცილოდ გამოიყურებოდა, იმედია სექსიზმში არ ჩამომერთმევა მაგრამ ქალი საჭესთან მართლა არ უნდა დასვა (ეს მეც მეხებოდა). საკონფერენციო დარბაზისკენ გავემართე, თითქმის მთელი პერსონალი შეკრებილიყო, სალომ რა თქმა უნდა, დააგვიანა. (როგორც პირველივე ლექციაზე, როდესაც ჩვენ გავიცანით). შეძლებისდაგვარად ჩუმად შემოიძურწა და მოუხერხებლად "გადამიარა", რათა ჩემ გვერდით ადგილი დაეკავებინა ( ისევე როგორც პირველივე ლექციაზე, როცა ერთმანეთი გავიცანით).
- გამაგებინე რა ხდება, გადმომჩურჩულა, თან ცდილობდასკამზე კომფორტულად მოთავსებულიყო.
- ვიღაც ახალი მფლობელი ყავს კომპანიას, შეუსყიდია და შემდეგ შაბათს ბანკეტი იგეგმება.
- ვინ მფლობელი ? ინტერესით გადმომხედა.
- აზრზე არ ვარ, სავარაუდოდ ვიღაც ფულიანი, რომელმაც აღარ იცის ფული სად წაიღოს...
- უიმეე, ესღა გვაკლდა, ახლა ელოდე როდის გაგათავისუფლებენ, უეჭველი თავისიანებს მოიყვანს.
- რაიცი იქნებ ხელფასებს გვიმატებენ, ცუდზე რატომ ფიქრობ ?
- რავი რაღაც ძაან ეჭვი მეპარება.
- თუ კომპეტენტური ადამიანია, წესით არ უნდა აწყობდეს კარგი კადრების გაშვება.
- ხო ეგეც მართალია, ვნახოთ რა იქნება.
როდესაც შეხვედრა დასრულდა, მე და სალო ნიკასკენ გავემართეთ. ნიკა ჩვენი განყოფილების უფროსი იყო, ძალიან საყვარელი, სასიამოვნო და სამართლიანი ადამიანი. ორივეს ეჭვის თვალით გადმოგვხედა და შეგვათვალიერა. წუხანდელი ღამის შემდეგ მაკიაჟიც არ ფარავდა ჩვენს ჩაშავებულ
უპეებს და გამოუძინებელ სახეს.
- იმედი მაქვს ბანკეტზე ასეთ მდგომარეობაში არ გნახავთ.
- ოჰ კაი ერთი, ახალი დირექტორია, პრეზიდენტი ხოარ ჩამოდის ბოლო-ბოლო.
- თავისებური ადამიანია და ყველაფერს ყურადღებას აქცევს. მინდა რომ ყველაფერი იდეალურად იყოს.
- კარგი დამშვიდდი , victoroa's secret- ის მოდელებს შეშურდებათ ისეთ ვიდზე მოვალთ, სალოს გარდერობიდან ავარჩევ რამეს, სალოს კმაყოფილმა გადავხედე. სალომეს თავისი ტანსაცმლისნდა ბიჟუტერიის ხაზი ჰქონდა გარდა პროფესიული საქმიანობისა. ყველაზე უცნაურ, არაორდინალურ მაგრამ გენოვნებიან პროდუქტს ქმნიდა, თან ისეთს, ყველა სიტიაციას რომ მიესადაგება. ჯერ მოდელებს ქმნიდა, ხატავდა, შემდეგ აკერინებდა. ყოველშემთხვევაში მე ჩემი ხასიათიდან, ვიზუალიდან და ტიპაჟიდან გამომდინარე მიქმნიდა ტანსაცმელსა თუ სამკაულს.
- აბა რას ვიზამთ, შენც შეგირჩევ რამეს ნიკა.
- ძალიან დიდი მადლობა, ახლა გავიქეცი საქმე მაქვს, აბა თქვენ იცით.
- მეც გავიქეცი მეჩქარება.
- შემ სადღა მიდიხარ.
- პაემანი მაქვს, თვალი ჩამიკრა სალომ
- რაა ? ვისთან ?
- ერთი გოგო გავიცანი კლუბში და უნდა ვნახო ..
- ოჰოო, ეგ კარგად გახსოვს.
- რაც საჭიროა რატო არა , გაეცინა და გასასვლელისკენ აიღო გეზი
- აბა შენ იცი, ჭკვიანად. მივაძახე უკვე კარში მდგარს. მობილურმა დაიბჟუილა. ისევ ის უცხო ნომერი რეკავდა.
- გისმენთ, შევეცადე სერიოზული ტონით მეპასუხა.
- მია, ჩემს ბარში გელოდები რაც შეიძლება მალე. რამდენიმე წამი დამჭირდა რომ მიმვხვდარიყავი ვინ მესაუბრებოდა, შემდეგ გიჟივით შევყვირე
- ვაიმეეეეეეე გიოოოოოოოო, ღმეერთო არ მჯერააა, ჩამოხვედიიი. ხმაში მღელვარება და ეიფორია შემეტყო.
- კი ჩამოვედი და გელოდები..
- ღმერთო როგორ გამახარე, მათეც აქაა ?
- არაა მათემ ვერ მოახერხა, ვერც დემეტრემ.
- კარგი მოვფრინავ. გავუთიშე და სირბილით გავქანდი ჩემი მანქანისკენ. მთელი გზა ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი, მაგრამ ამაოდ, უფრო დაუფრო მეტად მემატებოდა მღელვარება. ყოველთვის მიხაროდა გიოს, მათეს, განსაკუთრებით დემეტრეს ნახვა, თანაც ალექსანდრეს ასოციაციას იწვევდენ, მათთან ყოფნისას უფრო მეტ დიახლოვეს ვგრძნობდიხოლმე ალექსანდრესთან, შესაბამისად ბიჭებთან ყოფნის არცერთ შანსს არ ვუშვებდი ხელიდან, იმისდამიუხედავად რომ ეს წელიწადში რამდენჯერმე ხდებოდა თავიანთი საქმეების გამო. გარდა მაგისა თითოეულთან რამდენიმეწლიანი მეგობრობა მაკავშირებდა და ყოველი მათგანი ძალიან მიყვარდა. მახსენდებოდა ერთად გატარებული ბედნიერი დღეები. მე, ალექსანდრე, დემეტრე, მარიამი, მათე და გიორგი. შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ყველამ თავის გზა აირჩია, თუმცა რაღაც ძაფები, რაც ადამიანებთან გაკავშირებს ბოლომდე მაინც არ წყდება.. მანქანიდან გადმოვხტი და სირბილით შევვარდი ბარში. შესვლისთანავე მოვკარი თვალი მის ბედნიერ, საყვარელ სახეს, მთელი სისწრაფით გავქანდი და ძლიერად ჩავეხუტე. ხელები შემომხვია და მონატრებული, დიდი ხანი მეხუტებოდა.
- დამენახე, შემოგხედო როგორი გახდი.
- არ მჯერა, რომ გხედავ, ძალიან მომენატრე, ყველანი მომენატრეთ.
- ჩვენც ძალიან, როგორი შეცვლილი ხარ.
- შენ ისევ ისეთი ხარ როგორიც იყავი, სიმპათიური და საყვარელი.
- დაჯექი დავლიოთ რამე, ხო ისევ სვამ ?
- რა თქმა უნდა, ეგ არასდროს არ შეიცვლება.
- იმენა ალკოჰოლიკი ხარ, გაეცინა და თაროდან წითელი ღვინო ჩამოიღო.
- მომიყევი რა ხდება ახალი და კარგი, მათე როგორაა ? ბარის თემებზე ჩამოხვედი ?
- კი რაღაც საქმეები მაქვს, კოდევ ერთი ფილიალის დამატება მინდა. მათე ისევ ისე, არაფერი არ შეცვლილა, ისევ ნერვებს მიშლის თავისი უემოციობით. დანანებით ამოილაპარაკა და საყვარლად სევდიანი სახე მიიღო.
- უიმეე, ხოიცი მაგას მარიამი ცვილის ფიგურას ეძახის.
- ხო ზუსტად შეეფერება, ღვინო ჩამოასხა და ჩემ წინ ადგილი დაიკავა.
- დემეტრე რას შვება ? მომენატრა ეგ დეგენერატი განა მომიკითხავს.
- დემეტრე ისევ თავის საქმეებშია დადის აქეთ-იქით.
- ხო ვიცი, მარიამთან ერთად, ხან რომელ ქვეყანაში არიან ხან რომელში. კარგია, ეგენი მაინც იყონ კარგად.
- ხოო ეგენი მაინც, შენ მეტი არაფერი გაინტერესებს ? ეშმაკურად გამომხედა და წარბები ამითამაშა.
- რაც მაინტერესებდა უკვე გავიგე, თან ღვინო მოვსვი იმ იმედით, რომ ამ თემაზე ლაპარაკს აღარ გამიგრძელებდა.
- "არ შემჩნევა" არც ახლა გამოგდის. შენკენ რა ხდება მომიყევი.
- რავი ვმუშაობ, სიახლეებია სამსახურში, კიდევ შეიძლება ითქვას რომ შეყვარებული მყავს. თვალებში შევხედე.
- რაა ??? მართლაა ??? სახე შეეცვალა, დაუსერიოზულდა..
- ხოო მართლა, რატომაც არა ?
- მმ.. დაბნეულად შემომხედა, ხოო, რატომაც არა.. ვინაა ?
- ერთი ბაიკერია.
- ბაიკერი ? ოდნავ ჩაეღიმა, საინტერესოა, მგონი მიხვდა რატომაც ავირჩიე.. - მითხარი ვინაა, დიდი შანსია ვიცნობდე.
- არამგონია, ეგ თქვენს "სასტავში" არ ყოფილა, თავისთვისაა.
- ვაა, ყოჩაღ მია, დროს არ კარგავ.
- არა ბიჭოს, გულხელდაკრეფილი ვიჯდები, აღარ ვარ პატარა. ხმაში სიბრაზე შემერია. ვერ ვპატიობდი ალექსანდრეს რომ ამდენი ხნით მიმატოვა, მარტო დამტოვა.. გიომ ამოიოხრა.
- უბრალოდ მინდა რომ კარგად იყო. გიოს გავხედე, ხელი ხელზე დავადე და თბილად გავუღიმე.
- ვიქნები, არ ინერვიულო, ახლა რამე კარგზე მელაპარაკე..
მთელი საღამო გიოსთან ერთად გავატარე, ბევრი ვიმხაურელეთ, დავლიეთ და ალექსანდრეს დანაკლისი სულ ოდნავ მაინც შევივსე. იმის მაგივრად რომ ბედნიერი ვყოფილიყავი, სევდას და ტკივილს განვიცდიდი. სახლში რომ მივედი მობილური ამოვიღე და დაჩის გადავურეკე.
- ხო მია, მიპასუხა მშვიდი, აუღელვებელი ტონით.
- დღეს ჩემთან გამოდი, მომენატრე. ურყევი ტონით, სწრაფად მივახლე და მობილური გავთიშე... ბარში დალეულ ღვინოს სახლში ცოტა კიდევ მივამატე. სანამ დაჩი მოვიდოდა სააბაზანოში შევედი და გადავივლე. ჩემი გამოსვლა და ზარის ხმა ერთი იყო, თხელი, თითქმის გამჭვირვალე ხალათი მოვიცვი და კარი გავაღე. დაჩიმ ამხედა, დამხედა და კმაყოფილმა გაიღიმა.
- ოჰოო, უკვე მზად ხარ ? ნელა მომიახლოვდა და ხარბად დაწაფა ჩემს ტუჩებს.
- საქმე გაგიადვილე. ამოვილაპარაკე და საძინებლისკენ ვუბიძგე. ხელში ამიტაცა და ჩემი ფეხები წელზე მჭიდროდ შემომახვევინა.
- მანახე როგორია შენი საბალეტო გამოცდილება. თან სხეულზე ნაზად მკოცნიდა.
- სხვა რამეს განახებ. საწოლზე გადავაგდე და ზემოდან შემოვაჯექი.
- დღეს ძალიან ვნებიანი ხარ, თანაც ნასვამი, მოხდა რამე? მორიელების ინტუიციას რას გამოაპარებ, გავიფიქრე გულში.
- უბრალოდ ძალიან მომენატრე და მინდიხარ. თან მისი სხეულის კოცნა განვაგრძე.
- მოგენატრე თუ მოგენატრა ? ეჭვის თვალით გამომხედა. უცბად გავჩერდი და გაკვირვებით შევხედე.
- რაა ? მეგონა კარგად ვერ გავიაზრე კითხვის არსი...
- ვიცი რომ ისევ გიყვარს, წამოიწია და კედელს მიეყრდნო, ძალიან მშვიდად, უემოციოდ შემომხედა.
- ვერ ვხვდები რაზე მელაპარაკები. აღელვებით ვუპასუხე.
- მია, დიდი ხანია გელოდები, ყველაფერი ვიცი, ალექსანდრესაც ვიცნობ, ვიცნობდი უფრო სწორად, ვიცი რომ ერთად იყავით და ვიცი რომ დღემდე გიყვარს იმისდამიუხედავად რომ ჩემთან ხარ და მე მეხები. ვიცი რომ ჩემით იმიტომ დაინტერესდი, რომ იმას მიმამსგავსე. შოკირებული ვუსმენდი, არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა.
- მაგრამ ერთ გაფრთხილებას მოგცემ. ნელა წამოიწია, მომიახლოვდა, ზემოდან დამხედა მკაცრი, გამყინავი მზერით შემომხედა, ისედაც შავი თვალები უფრო აემღვრა და წყვდიადს დაემსგავსა. - მე არ ვარ ალექსანდრე, მე მე ვარ, და შენ მაგას გაიგებ. მითხრა ცივი, ავისმომასწავებელი ხმით, წამის მეასედში ჩემი სხეულის ზემოთ მოექცა და ხარბად დაეწაფა ჩემს ტუჩებს...



P.S. ბოდიშს გიხდით გრამატიკული შეცდომებისთვის.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

საზიზღარი ალექსანდრე. არაფრის ღირსია :დდ როგორ მესიმპატიურა დაჩიიი

 


№2  offline წევრი meilin

სტუმარი ქეთი
საზიზღარი ალექსანდრე. არაფრის ღირსია :დდ როგორ მესიმპატიურა დაჩიიი

კაი ტიპია :დდ საინტერესო კონკურენციაა :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent