შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ტყვე (I)


15-10-2019, 00:32
ავტორი TakKvaria
ნანახია 9 855

თინა იჯდა და იხსენებდა წარსულს...

ყველაფერი წლების წინ, ძალიან მარტივად დაიწყო. მათი შეხვედრის დღეს არც თოვდა და არც შხაპუნა წვიმა აგრილებდა ჩვენს მიერ ფეხით ნატკეპნ დედამიწას... ჩვეულებრივზე უფრო ჩვეულებრივი დღე იყო. მხოლოდ ერთი გოგონა შეეპყრო უცნაურ ღელვას, განა იოლია მეხუთე კლასში სკოლის გამოცვლა? მითუმეტეს ისეთი გულჩვილი ბავშვისთვის, როგორიც თინა იყო...

ქალი მოგონებების ბურუსიდან კაკუნის ხმამ გამოაფხიზლა, მან მზერა ორსულობის ტესტიდან კარზე გადაიტანა... ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლები მარცხენა მუშტით მოიწმინდა და კარი გააღო. მომლოდინე დედამთილის შეხედა თუ არა თვაბრუსხვევა იგრძნო...

-ისევ არაფერი? მკაცრი ხმით იკითხა თმაშევერცხლილმა ქალმა და რძლის მარჯვენა ხელს დააკვირდა.

გოგომ ოდნავ გააქნია თავი... დედამთილი სუსტი ბიძგით ჩამოიშორა და საძინებლში შევიდა... უღონოდ დაემხო საწოლზე, თავს ნება მისცა ისევ ჩაძირულიყო მოგონებებში, თუმცა სანამ ამას გააკეთებდა მის ყურთასმენას სასტიკი წამოძახილი მისწვდა.

-ბერწი! _ უნდოდა პასუხი გაეცა, თუმცა თვალი დაახამხამა თუ არა გეგის სახება წარმოუდგა თვალწინ. ამის შემდეგ აღარც უფიქრია თვალების გახელა...

თურმე როგორ მონატრებია თერთმეტი წლის გეგის თვალები... ახალ კლასში შესვლის წამიდანვე ამ თვალებს გადააწყდა... მაშინ რა იცოდა თუ რა იყო სიყვარული... თუმცა როცა ეკითხებოდნენ პირველად როდის იგრძენი, რომ გეგი შეგიყვარდაო ყოველთვის ამ დღეს იხსენებდა. მაშინ გეგის არც შეუმჩნევია მორცხვი გოგონა, რომელიც ფეხის კანკალით მიჰყვებოდა დამიგებელს... ამ დღის შემდეგ მრავალმა წელმა განვლო, პატარა გოგონა დაქალიშვილდა, ამ ხნის მანძილზე ბევრჯერ შეეცვალა მის მიმართ დამოკიდებულება, ხან უყვარდა ხანაც ფიქრობდა, რომ დაივიწყა... სეზონურად მიყვარსო, ხუმრობდა ხოლმე ... მეთერთმეტე კლასში განაცხადა, რომ საბოლოოდ დაივიწყა ბავშვობის სიყვარული, მაგრამ მალევე აღმოაჩინა, რომ „ჭრელთვალა დემონი“ (ასე მოიხსენიებდა გეგის, როცა მარტო იყო) სულაც არ იყო მის მიმართ გულგრილი... მიძინებული გრძნობები ისევ გაუღვივდა გოგონას. არ ჩქარობდნენ ურთიერთობის დაწყებას, მთელი ორი წელი ფლირტში გალიეს. თინა ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული გეგის გრძნობების სიწრფელეში... ბანკეტის დღეს კი მორცხვ გოგონას ნატვრა აუხდა, გეგიმ მთელი კლასის წინაშე აუხსნა სიყვარული , ერთ თვეში იქორწინეს კიდეც...

როცა ბიჭს ეკითხებოდნენ „როდის მიხვდი თინა რომ გიყვარდაო“ სწორედ გამოსაშვების დღეს იხსენებდა... ამბობდა, მისი უბრალოება იმდენად მიმზიდველი იყო, ყველასგან გამოარჩევდითო... ამ დღემდე ძალიან მომწონდა, მაგრამ დავინახე თუ არა მივხვდი, რომ მიყვარდაო... (იცოდა კი სიტყვა „სიყვარულის“ მნიშვნელობა? ეს ჯერ კიდევ საკითხავია... ) გეგი არ იყო რომანტიული პიროვნება, ამიტომაც მისი მხრიდან საჯაროდ სიყვარულის ახსნა ნამდვილად დიდი ნაბიჯი იყო. თინა არც დაფიქრებულა ისე მოეხვია გულის სწორს. თუმცა ყოველ წამს როცა ამ ურთიერთობაზე დაფიქრდებოდა უილიამ თეკერის სიტყვები ახსენდებოდა „სიყვარულში ორი მხარე მონაწილეობს, ერთს უყვარს მეორე კი მხოლოდ თავს უყადრებს, რომ უყვარდეთ“. მას გეგი უყვარდა, ეს უკანასკნელი კი მხოლოდ თავს უყადრებდა. გეგის არასდროს ჰქონია სიყვარულით ისე გაცისკროვნებული თვალები, როგორც თინას ჰქონდა. თუმცა ამ ყველაფერს წლების შემდეგ მიხვდა, მაშინ როცა საკურთხეველთან წარმოსთქვა საბედისწერო სიტყვები „თანახმა ვარ“ ეს ცნობილი ფრაზა საერთოდ არ გახსენებია. ახლა საწოლზე იწვა და ნანობდა... ნანობდა იმ უვიცობას, რომელიც უწინ გამოიჩინა.

ქალმა ვერც კი გააცნობიერა როდის ჩაეძინა, მოულოდნელად მხურვალე მკლავების შეხება იგრძნო მოშიშვლებულ წელზე. თვალები არც გაუხელია ისე მიმართა მეუღლეს.

-გეგი ახლა მოხვედი?

-ჰო... საბანი რატომ არ გაფარია? გაცივდები...

-არ მინდოდა დაძინება, წავალ ვახშამს მოგიმზადებ.

-დედამ მაჭამა უკვე...

თინამ ამ სიტყვებმა გამოაფხიზლა, მეუღლის ცისფერ თვალებს შეეჩეხა თუ არა ცრემლები წამოუვიდა...

-წვიმდა დღეს?

-ჰო... არ გაგიგია?

-არა...

-აბა როგორ მიხვდი?

-მხოლოდ წვიმაში გაქვს მაგ ფერის თვალები... დედაშენს ელაპარაკე?

-ჰო...მოკლედ უპასუხა ბიჭმა, მაგრამ იცოდა, რომ მისი დუმილი თინასთვის სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა, ამიტომ სცადა როგორმე ენუგეშებინა... - ნუ ღელავ, აუცილებლად გვეყოლება ბავშვი...

-რომ არ გვეყოლოს? გეგი მერე რა უნდა ვქნათ? უკვე სამი წელია ვცდილობ დავფეხმძიმდე , მაგრამ შედეგი არ არის... იცი დღეს რა მიწოდა?

-ვინ?

-დედაშენმა!

-რაო?!

მითხრა ბერწი ხარო, გესმის? გეგი მეუღლის სიტყვებმა შეაკრთო, ვერაფერი მოიფიქრა... უბრალოდ მეუღლე წამოაყენა და კალთაში მოიქცია, თლილ თითებს მის თმაზე დაასრიალებდა და თან რაღაცას ეჩურჩულებოდა.

-ნუ ღელავ... ხომ იცი დაბერდა და ვეღარ აცნობიერებს რას ამბობს. ხვალვე დაველაპარაკები...

-იქებ მართლა „ბერწი“ ვარ... იქნებ არასდროს მომეცეს იმის საშუალება, რომ შვილი გაგიჩინო?

-ნუ ფიქრობ ამ სისულელეზე...

-მაგრამ შენ ხომ გინდა, რომ მამა გახდე...

-დაიძინე , უკვე გვიანია. გეგიმ ცივად შეუშვა მკლავები, თინა უღონოდ გადაწვა საწოლზე... ტანსაცმლის გახდა აზრადაც არ მოსვლია.

-ამ ჯინსებით ვერ მოისვენებ, გაიძრე და ისე დაიძინე...

-მეზარება...

ბიჭმა უკმაყოფილების ნიშნად თავი გააქნია და მეუღლის შარვალს დასწვდა.

-რას აკეთებ?

-გხდი! ისე დაიღმუვლა, თითქოს ამაზე უფრო სულელური კითხვა ცხოვრებაში არ მოესმინა. ჯერ შარვლისგან გაანთავისუფლა მეუღლე, შემდეგ კი ნარინჯისფერი ბლუზკისგან... მისჩერებოდა თინას სხეულს და ხვდებოდა, რომ მის მიმართ თითქმის აღარ გააჩნდა გრძნობები... ადრე მის ხორბლისფერ კანზე შეხება სისხლს უჩქროლებდა, ახლა კი ვეღარაფერს გრძნობდა... პატივს სცემდა , როგორც ცოლს , მაგრამ ძველი ლტოლვა უკველოდ გამქრალიყო... რატომ გაუცხოვდნენ ასე ერთმანეთისთვის? ალბათ ეს ყველაფერი გაუთავებელმა კამათმა და შეუშრობელმა ცრემლმა გამოიწვია... ის ბავშვური თინა, რომელიც გეგის უყვარდა უკვალოდ გამქრალიყო მისი ადგილი კი ცხოვრებისგან დატანჯულ ქალს დაეკავებინა... იცოდა , რომ ყველაფერში თავად იყო დამნაშავე ამიტომაც გაურბოდა მეუღლეს.

-აქამდე როგორ მოვედით გეგი?_ წლების მანძილზე ამ კითხვის გახმოვანებას ვერც ერთი ბედავდა, ახლა კი ისევ თინამ გადაწყვიტა ყველაფრის გარკვევა.

-ვერ ვხვდები რას გულისხმობ.

-დაფიქრდი და მიხვდები..._ მისი ხმა ისეთი ნაღვლიანი იყო...

-თინა ხომ იცი რომ სულ შენს გვერდით ვიქნები.

-არ მინდა! ვგრძნობ რომ აღარ გიყვარვარ... იქნებ ამიტომაც არ გვიჩნდება ბავშვი, უფალს არ სურს რომ პატარაც ჩვენსავით გავაუბედუროთ. ვიცი, რომ თავი მოგაბეზრე გაუთავებელი წუწუნით და ცრემლის ღვრით, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ ეს უნდა დასრულდეს .

-მიყვარხარ...

-არა გეგი... მე ვიცი როგორია შეყვარებული გეგის თვალები... შენ ახლა სულ სხვანაირი თვალები გაქვს. ვგრძნობ, რომ უბრალოდ გებრალები. ყველაზე ნაკლებად ეს მინდოდა...

-ჩშშ... ბიჭმა კოცნით სცადა მეუღლის დამშვიდება, თითქოს გამოუვიდა კიდეც, მაგრამ თინამ იგრძნო რომ კოცნაც კი აღარ იყო ძველებურად თბილი და ალერსიანი... ეს თითქოს მოვალეობის მოხდას გავდა გრძნობდა რომ მეუღლე მხოლოდ მის დასამშვიდებლად იქცეოდა ასე. ძალა მოიკრიბა და მისი მკლავებისგან განთავისუფლდა. _რა ხდება? იკითხა გეგიმ.

-გავუცხოვდით ძვირფასო მეუღლევ, გავუცხოვდით!

-რას გულისხმობ?

-იმას რომ აღარ გიყვარვარ!

-პარანოიკივით ნუ იქცევი გთხოვ.

-პარანოია არაფერ შუაშია, უბრალოდ აღიარე რომ აღარ გიყვარვარ.

გეგი ელდანაკრავივით წამოხტა საწოლიდან, თინას არც კი უცდია მისი შეჩერება... ფრთხილად წამოდგა საწოლიდან და სარკეს მიუახლოვდა... შესცქეროდა მის ორეულს და ვერ ხვებოდა რა უნდა მოსწონებოდა საკუთარ თავში, მის ტოლ გოგონებს , დიახ გოგონებს (ის მხოლოდ ოცდახუთი წლის იყო) ასეთი პრობლემები არ აწუხებდათ, რამ შეცვალა ასე? რამოდენიმე წლის წინ ძლიერი და თავდაჯერებული გახლდათ, იცოდა რომ მისი გარეგნობით არა მხოლოდ მამაკაცების არამედ ქალბატონების ყურადღებასაც იპყრობდა, ერთი შეხედვით თითქოს არაფერი შეცვლილა... მას ისევ ისეთი გამოკვეთილი წელი, მაღალი მკერდი და სავსე თეძოები ჰქონდა... ქვედა ტუჩი ძველებურად გაბუტვოდა, ზედას კი ისევ ფერი ჰქონდა დაკარგული, ისევ ხშირი და გრძელი წამწამები უმშვენებდა შავ თვალებს... თვალები... ჰო თვალები... ახლა შეამჩნია, აი თურმე როგორ შეცვლილა მისი გამოხედვა, ის სხივი რომელიც ოცი წლის მანძილზე უციმციმებდა თვალებში სადღაც გამქრალიყო და თან წაეყოლა თინას ეშმაკური გამოხედვა, სწორედ ის გამოხედვა გეგის რომ ასე უბნევდა თავგზას. „სასაცილოა არა? მას როგორ უნდა ვუყვარდე როცა მე თვითონაც ვეღარ ვხედავ რაიმე მოსაწონს საკუთარ თავში“ დანანებით ჩაილაპარაკა გოგონამ და თავი დახარა.

გეგი გამთენიისას დაბრუნდა სახლში, სულ სველი იყო... არ უნდოდა თინას გაღვიძება, ცდილობდა ჩუმად ემოძრავა, ის იყო ფეხსაცმელი უნდა გაეხადა რომ თინა გამოვიდა ოთახიდან.

-გაგაღვიძე?

-არც მძინებია, შენ გელოდებოდი...

-მაპატიე.

თინას არაფერი უთქვამს, მეუღლეს მიუახლოვდა და სველი თმა აუჩეჩა... -გაიხადე , არ გაცივდე.

-დამეხმარები? იკითხა გეგიმ და დაბინდული მზერა მიაპყრო მეუღლეს.

-რატომაც არა...

შესცქეროდა მის მკვრივ სხეულს და შიში იპყრობდა, ქვეცნობიერი გამუდმებით ჩასძახოდა რომ გეგის ღირსი არ იყო, შვილიც კი ვერ გაუჩინა... ვერ ივარგა ქალად, ვერც დედად. უცნაურია, მაგრამ ქვეცნობიერი ზუსტად მისი დედამთილის სიტყვებს იმეორებდა, დიახ! სწორედ ამ ულმობელმა ქალმა შთააგონა, რომ არ იყო გეგის ღირსი... თავიდან ეწინააღმდეგებოდა ამ მოსაზრებას, თუმცა დრო გადიოდა და ეს სიტყვები მის გონებაში ილექებოდა...

-რა გჭირს? იკითხა გეგიმ და თინას მოეხვია...

-არაფერი...

-წამოდი დავწვეთ... უჩურჩულა მან და ოთახისკენ გაუძღვა, თინა სულელი ბავშვივით მიჰყვებოდა და თან გულში ათას რამეზე ფიქრობდა, ყველაზე მეტად კი ის გაუხარდა, რომ გეგის არ უხსენებია სიტყვა „დავიძინოთ“, მან უბრალოდ თქვა დავწვეთო... გოგნას უცნაური იმედი ჩაესახა, ამ საღამოსგან ბევრს მოელოდა, იცოდა, რომ რაც შემდეგ მოხდებოდა ორივეს ცხოვრებას შეცვლიდა. თუმცა როგორც აღმოჩნდა გეგის სიტყვა „დაწოლაში“განსაკუთრებული არაფერი უგულისხმია... ბიჭმა შარვალიც გაიძრო და მკვდარივით დაეშვა საწოლზე... თინა გაოცებული უყურებდა ... გრძნობდა რომ ზედმეტი გახლდათ, ეს ცხოვრება მისთვის ნამდვილად არ იყო განკუთვნილი, არ უნდოდა მეუღლე რომელიც ძილის წინ არც კი აკოცებდა, არ უნდოდა ისეთი ადამიანის გვერდით ყოფნა, რომელიც მის გიჟურ სიყვარულს ვერ დაინახავდა, არ უნდოდა იმ მოგონებების გაუფერულება, რომელიც გეგისთან აკავშირებდა, ამიტომ საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო...

გიჟივით მივარდა კარადას და ტანსაცმლის გადმოყრა დაიწყო, საწოლის ქვეშიდან ჩემოდანი გამოაჩოჩა და ჩალაგებას შეუდგა... ამ წუთებში რომ გეკითხათ რას აკეთებო გიპასუხებდათ გავრბივარო, დიახ ის გაურბოდა იმ რეალობას, რომელშიც აღმოჩნდა... გარბოდა, მაგრამ არ იცოდა სად!

რვა საათი იყო ჩალაგებას, რომ მორჩა... ამ სახლში ერთი წუთის გატარებაც აღარ უნდოდა , მაგრამ აუხსნელადაც არ უნდოდა წასულიყო... ვერ იტანდა გაურკვევლობას, ამიტომაც სავარძელში ჩაჯდა და მოთმინებით აღიჭურვა...

-უკვე ადექი? იკითხა გეგიმ, რომელსაც ჯერ მხოლოდ ცალი თვალი გაეხილა.

-უკვე ერთი საათია ფეხზე ვარ...

-რატოომ?!

-მივდივარ...

-სად მიდიხარ ამ დილა ადრიან?

-სახლიდან მივდივარ! მისი ხმა მტკიცე და შეუვალი იყო, თუმცა გეგი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რა მოხდა მის თავს.



№1  offline წევრი Maia G.

ძალიან კარგია,მომეწონა ❤❤

 


№2 სტუმარი Mako

Saintereso chans,siuzeti momewona.ar daagviano dadeba da warmatebebi

 


№3  offline წევრი TakKvaria

მადლობა <3 ერთსა და იმავე პერიოდში დაიდება თავები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent