შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება ( 3 თავი)


15-10-2019, 01:13
ავტორი Gimilis gogo
ნანახია 1 988

გამარჯობა ლუკა
-როგორ ხარ? - მეკითხება და თვალებში მიყურებს, უეცრად გულის არეში ტკივილს ვგრძნობ და ვერც ვიაზრებ ისე ვპასუხობ
-მე ძალიან კარგად ვარ ლუკა, ძალიან კარგად - უაზროდ, მაგრამ ნერვიულობისგან მეცინება
-არა, ნამდვილად არ ხარ კარგად, რცა სიცილს შეწყვეტ და დასერიოზულდები მერე შემოვალ - სკამიდან ადგა და კარისკენ წავიდა
-სერიოზულად არა? ახლა მოდიხარ და მეკითხები კარგად ვარ თუ არა ხო? - სიცილს ვწყვეტ, თვალს ერთ წერტილს ვუშტერებ და ვგრძნობ, როგორ მტკივა და როგორ ვიწყებ ტირილს - ამდენი ხნის შემდეგ ბრუნდები და მეკითხები, კარგად ვარ თუ არა, როცა ჩემი ადრინდელი მდგომარეობაც კი არ იცი -ლუკა კართან ზურგით მდგომი ნელ-ნელა ჩემსკენ ბრუნდება - მითხარი რატომ მოხვედი? იმის გამო, რომ ერთხელ შემთხვევით შეგხვდი, ასევე შემთხვევით გაგახსენდი და შემთხვევით ჩემს ავარიას შეესწარი და სინდისის გამო ხარ ახლა აქ? არ გრცხვენია ლუკა? ოდნავი ნამუსიც კი აღარ შეგრჩა ახლა ჩემს წინ, რომ დგახარ?
-ანნა
-რა ანნა? რა ანნა?
-დამშვიდდი გთხოვ
-მთხოვ კიდევაც? საერთოდ აზროვნების უნარიც კი აღარ შეგრჩა? რა უფლებით ჩნდები ჩემს ცხოვრებაში და რა უფლებით მთხოვ? რა უფლებით? - საწოლიდან ვდგები, თავბრუს ხვევას ვაიგნორებ და ლუკას ვუახლოვდები - ერთხელ მაინც, მხოლოდ ერთხელ დაინტერესებულხარ როგორ ვიყავი? რა გადავიტანე? იმ დღის მერე საერთოდ ცოცხალი ვიყავი თუ არა? გადავურჩი თუ არა ნებისმიერი თვითმკვლელობის მცდელობას? რას ვგრძნობდი წარმოგიდგენია მაინც? არა, არც ერთხელ, ყოველდღე პრესაში ხან ერთ ქალთან ერთად ჩნდებოდი, ხან მეორესთან, გეკიდე, ის 3 წელიც გეკიდა, რომელიც ჩემთან ერთად გაატარე, დღემდე ვერ ვხვდები რა გინდოდა საერთოდ ჩემგან? მაგრამ უკვე აღარ მაინტერესებს - ყვირილზე გადავდივარ, ისტერიკაში ვიყავი და გაუაზრებლად ვისროდი სიტყვებს, მაგრამ ყველა ტკივილი ნელ-ნელა მშორდებოდა, თითქოს თავისუფლებისკენ ვისწრაფვოდი - და ის მიზეზი მაინც თუ გიკითხავს რის გამოც დამშორდი? არაა, არაა და არაა, არც ერთხელ არ დაინტერესებულხარ. ის ცოცხალია, შენნაირი ადამიანის გამო ჩემი საკუთარი ნაწილი არ მომიკლავს, მას ვზრდიდი და მეც მასთან ერთაფ ვიზრდებოდი.
-ანნა რას ამბობ? ის... ის, მაშინ დერეფანში, შენს კართან რომ იყო და არ მიდიოდა, ის ჩემიი..
-ის შენი არავინაა, არ გაბედო და ტყუილად არაფერს ეცადო - ცრემლებს ვიშორებ და მის წინაშე ძლიერ ადამიანად ვისახები - ჩემთვის და ანდროსთვის მკვდარი ხარ, როგორც არ უნდა ეცადო, ვერასოდეს შეძლებ უკან დაბრუნებას, შეგიძლია წახვიდე და ყვრლაფერი დაივიწყო, შეგიძლია იფიქრო, რომ არაფერი მომხდარა, ნახვამდის - ახლა უკვე დამშვიდებული საწოლზე ვბრუნდები, რადგან თავს ძალიან სუსტად ვგრძნობ, კარის გაღების და დახურვის ხმას ვიღებ, ვგრძნობ, რომ ამოვისუნთქე, თითქოს დამძიმებული უცებ ჰაერივით მსუბუქი გავხდი, ოთახში დედაჩემი შემოვიდა, აქამდე ვერ იცნო ლუკა, მაგრამ ახლა ყველაფერს მიხვდა, უსიტყვოდ მოვიდა და ჩამეხუტა, ზუსტად იცოდა რაც მიჭირდა და ზუსტად იცოდა როგორც უნდა მოქცეულიყო
-დედაა - ოთახში პატარას ხმა გავიგე
-ანდროო - მისკენ მივდივარ და ჩემს პატარას გულში ვიხუტებ
-ანნა, დაწექი გთხოვ ამდენ ხანს არ შეიძლება ადგომა
ვწვები და ანდროს გვერდით ვიწვენ
-მომენატრე დედიკოს ვაჟკაცო
-მეც მომენატლე და სენთან ელთად ძილი მომენატლა
-მოდი დე მაშინ ერთად დავიძინოთ გინდა?
თავს მიქნევს, მაგრამ სანამ თვალრბს დახუჭავს მეუბნება - დედა, გალეთ ელთი კაცი ვნაქე, გაკვილვებული მიყულებდა და მერე ჩამეხუტა, მე ალ ვიცოდი ლა გამეკეთებინა და სენთან გამოვიქეცი -ამის გაგონებაზე შეშინებული დედაჩემს ვუყურებ, ის კი მამშვიდებს
-ნუ გეშინია დე, ამის მერე სულ ჩემთან იქნები და ვერავინ მოვა შენთან უცხო, მე დაგიცავ
-მიკალქალ, მაგლამ მე უნდა დაგიცვა, იმიტომ ლომ, მე კაცი ვალ
-აბა რა დე, რა თქმა უნდა, ჩემი ბიჭი ხარ შენ
ანდროს ვიხუტებ და მასთან ერთად მეძინება...

რამდენიმე დღეში საავადმყოფოდან გამოვდივარ, დედაჩემი და ანდრო თბილისში ჩემთან გადმოდიან საცხოვრებლად, მინდოდა ანდრო მშვიდ გარემოში და ცოტა სუფთა ჰაერზე ყოფილიყო, მაგრამ ახლა ვხვდებოდი, რომ ანდროსთან სულ მინდოდა ყოფნა, ყოველთვიის. მის ნივთებს ჩემს ოთახში ვათავსებ, სახლში დაბრუნებულდ უამრავი საქმე მხვდება, რომლის ნაწილიც ჩემმა ერთგულმა მეგობარმა თორნიკემ შეასრულა, ეს ის თორნიკეა, რომელმაც იმ საღამოს მიპოვა და დამეხმარა, შემდეგ უბრალოდ შემთხვევით ვიპოვეთ ერთმანეთი და ახლა ჩემი განუყრელი ნაწილია, ჩემი ცხოვრების მანძილზე ასეთი ახლო მეგობარი პირველად მყავს და მე ვამაყობ მისით.
-ყავას ხომ დალევ? - სამზარეულოში შევდივართ სადაც ანდრო გემრიელად მიირთმევს საუზმეს
-კი რა თქმა უნდა
-თოლნიკეე -ანდრო მისკენ მირბის და მასზე სამჯერ მაღალს ზედ ეკიდება
-ჩემო ბიჭო, როგორ მომენატრეე, სულ როგორ უნდა მენატრებოდე? - ხელში აყვანილს ეთამაშება
-ანდრო დაასრულე საჭმელიი დე
-მიხარია ცოცხალს რომ გხედავ ანნა, ბოდიში, რომ როცა გაკოგწერეს მაშინ ვერ მოვედი
-რას ამბობ თორნიკე, კარგი რაა, ისედაც ეს რამდენიმე დღე სულ ჩემს საქმეებს ასრულებდი, აქეთ მაქვს ბოდიშები მოსახდელი, რომ ასე გაწვალე
-ჩემოო გოგოო, ნეტავ იცოდეე როგორ ვინერვიულე, ყოველდღე რომ მოვდიოდი და შენ არ იღვიძებდი, უკვრ ძალიან ცუდს ვფიქრობდი - მის მკლავებში მაქცევს და თავზეე მეფერება, ცოტაც და ამეტირება, მაგრამ უცებ გახუმრებას ვცდილობ
-არა თოკოო ჯერ ასე მალე ვერ მომიშორებთ
ოდნავ ეღიმება, მაგრამ ხელს ისევ არ მიშვებს - ვგიჟდები შენს სურნელზე და ყველაფერზე, საოცრება ხარ
-კარგი რა, ხომ იცი რომ მეც ძალიან მიყვარხარ არა? მეც ვგიჟდები შენზე, მაგრამ ახლა თუ არ გამიშვებ გავიგუდები.
მაგიდას უბრუნდება და მალევე ყავას წინ ვუდგავ, ანდრო სამზარეულოდან გადის და ვცდილობ, თორნიკეს საავადმყოფოში მომხდარი ფრთხილად შევაპარო
-თორნიკე რაღაც მინდა გითხრა
-რა მოხდა? - ყავის ჭიქას მაშინვე მაგიდაზე დებს და თავისი ცისფერი თვალებით ყურადღებით მიყურებს
-აქამდე უბრალოდ ვერ შევძელი რომ მეთქვა, ამის თავი უბრალოდ არ მქონდა და ახლა გეუბნები, საავადმყოფოში, უფრო სწორად ავარიაში რომ მოვყევი ლუკამ მიმიყვანა საავადმყოფომდე და მერე საავადმყოფოშიც კი იყო მოსული და მნახა- სწრაფად ვაყრი სიტყვებს და სუნთქვაშეკრული ველოდები მის პასუხს, ჯერ მიყურევს ვხვდები, რომ გააზრებას ცდილობს, შემდეგ თვალს ერთი წამით მარიდებს და მეუბნება
-რა უნდოდა ? - მისი სიმშვიდე მაოცებს
-მოკითხვა უნდოდა - ჩამეცინა - მე კიდევ ვეღარ მოვითმინე და ყველაფერი პირდაპირ ვუთხარი, და როდესაც საუბარს მოვრჩი, მივხვდი, რომ ამ 4წლის განმავლობაში არაფერი არ გამქრალა, პირიქით,ეს ტკივილი უფრო ძლიერდებოდა, უბრალოდ მე მივმალე სადღაც ბოლოში და მეგონა, რომ დავივიწყე და აღარ მტკიოდა, მაგრამ სინამდვილეში მაშინ ვიგრძენი შვება, როცა ყველაფერი პირდაპირ ვუთხარი
-ანნა, ახლა როგორ გრძნობ თავს?
-თითქოს მშვიდად ვარ, არ ვიცი თითქოს რაღაცისგან გავთავისუფლდი, თითქოს აღარაფერი მაქვს ისეთი, რამაც შეიძლება, რომ ტკივილი მომაყენოს არ ვიცი - თავს დავლა ვხრი და ჩემს თითებს ვუყურებ, ვფიქრობ, ვფიქრობ,თორნიკეს შეხება მაფხიზლებს, მასთან უსიტყვოდ მივდივარ და ვეხუტები, ტირილს ვიწყებ, არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ დიდი ხანია ასე აღარ მტკენია და თან საყვარელი ადამიანის მკლავებში ვარ მოქვეული
-გთხოვ ანნა, ხომ იცი როგორ არ მიყვარს როცა ტირი არა? - თავზე მეფერება და მთელი სხეულით მიკრავს, ვცდილობ დავმშვიდდე, ბოლოს დამშვიდებული, მის მკერდზე თავს ვდებ და ერთ წერტილს ვუყურებ
-ანნა, მის პატიებას ოდესმე შეძლებ? შეძლებდი მის დაბრუნებას შენს ცხოვრებაში?
მეკითხება და ვხვდები, რომ ეს ერთადერთი რამეა რაზეც აქამდე არ მიფიქრია, რა იქნებოდა თუ დაბრუნდებოდა? შევძლებდი მის გვერდით ყოფნას ან მის ისევ სიყვარულს? ვიგრძნობდი მის გვერდით ბედნიერად თავს? ეს ერთადერთი რამ იყო რაზეც კითხვა არ გამაჩნდა...


ესეც მესამე თავი ჩემო მკითხველო, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცი რა მოგწონთ და რა არა, თქვენი აზრი არ ვიცი რადგან არ მიტოვებთ კომენტარებს, ნამდვილად გამიხარდება თუკი თქვენს აზრს დააფიქსირებთ, თუნდაც რეაქციის გამოხატვით.
პ.ს ყოველდღე რომ შემოვდივარ იმ იმედით რომ კოენტარს ვნახავ და სამწუხაროდ არ მხვდება არაფერი ცოტა საწყენია, იმიტომ რომ მკითხველის დამოკიდებულება არ ვიცი... :((



№1 სტუმარი Nino

Gaagrdzele veli shemdeg tavs imedia male atvirtav warmatebebi.

 


№2 სტუმარი სტუმარი მანანა

საინტერესოდ წერთ , სიუჟეტიც კარგია, ველოდები შემდეგ თავს და ლუკას ახსნაც მაინტერესებს.

 


№3 სტუმარი სტუმარი Mmm

ძალიან კარგია აუცილებლად გააგრძელე

 


№4  offline წევრი Gimilis gogo

Nino
Gaagrdzele veli shemdeg tavs imedia male atvirtav warmatebebi.

დიდი მადლობა, აუცილებლად ავტვირთავ, თანაც მალე.

სტუმარი Mmm
ძალიან კარგია აუცილებლად გააგრძელე

ძალიან გამახარა თქვენმა კომენტარებმა, აუცილებლად გავაგრძელებ

სტუმარი მანანა
საინტერესოდ წერთ , სიუჟეტიც კარგია, ველოდები შემდეგ თავს და ლუკას ახსნაც მაინტერესებს.

მადლობა, რომ მოგეწონათ ვეცდები რომ იმედები არ გაგიცრუოთ ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent