შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვისფერი შურისძიება(1)


16-10-2019, 16:52
ავტორი daddys gurl
ნანახია 1 526

ყრუ გმინვა, ისევ მძაფრი ტკივილი, აცრემლებული თვალები და გამაყრუებელი კივილი. მართალია, სიზმარს უკვე მე-11 წელია ვერ ხედავდა ქეთათო, მაგრამ ხმა რომელიც ძილშიც ჩაესმოდა და მძაფრი ტკივილის განცდა, ძილშიც არ ტოვებდა.
-ქეთო - დაბალი, შავებში ჩაცმული ქალი მიუახლოვდა საწოლს, გოგონას კუპრივით შავ თმებს ხელი გადაუსვა და ყურში ჩასჩურჩულა.
-წავიდა დე, წავიდა. - გოგონამ ზღვისფერი თვალები გაახილა და დედას შეხედა.
-დედა, რომელი საათია? - ლოგინიდან შიშველი ფეხები გამოყო, ქალს შუბლზე აკოცა და ლოგინიდან ფეხშიშველი აბაზანაში შევარდა. ათი წუთი დასჭირდა მომზადებას და მეორე სართულიდან ქემოთ ჩამოვიდა. მამასთან მივიდა, ლოყაზე აკოცა და დაეჭყანა, სანდროს წარბიც არ შეუხრია. თითქოს ოთახში არავინ შემოსულაო, თითქოს არც არავინ შეხებია, მითუმეტეს მისი საყვარელი ქალიშვილი.
-რამდენი წელი უნდა იყო გაბრაზებული მამა? - თავი გადახარა და თავის ბეჭს გაუსვა.
-იქამდე სანამ ყველაფერს არ გადათქვამ. - ყავა მოსვა და მაგიდაზე ხმაურით დადგა ჭიქა.
-სანდრო, უკვე ათასჯერ ვთქვი.
-ოჯახში მთავარ სათქმელს მე ვამბობ, რა თქვი და რაარა არ მაინტერესებს, ფეხს არსად არ გაადგამ.- წარბები შეჭმუხნა კაცმა. გოგონამ დანა ხელში დაატრიალა და მერე ხის მაგიდაზე, მოქნევით დაარჭო.
-შენ თუ ფეხებზე გკიდია, მე არ ის ნაბი*ვრები. გესმის?ხომ გესმის სანდრო? რომ დამჭირდეს, ყელს გამოვჭრი სისხლს სულ გამოვუშვებ მათი სხეულებიდან და მათსავე სისხლში ვიბანავებ გაიგე? ძალიან კარგად იცი, რომ ვერვიტან შენთან ხმის ამაღლებას, ან ასეთი სიტყვების ძახილს მაგრამ, გაიგე, ჯერ ეგერთი დიდი გოგო ვარ, მერე მეორეც ჩემი ნადას და ბებიის წაბილწვას კი არა სიკვდილსაც არ შევარჩენ იმ ღორებს. რომ წავიდე რას იზამ? თუ მთელი ცხოვრება არ აპირებ გამიშვა სახლიდან? თუ მთელი ცხოვრება ამიკრძალავ კომპიუტერთან მიახლოვებას? მითხარი სანდრო, ხომ ყველაფერი იყო ის ქალები შენთვის? აღიარე შვიდი წლის მე, რომ გამომტყავე იქედან თვითონ ხომ ბღაოდი? შეიგნე, მივდივარ. - სახეზე ხელები ჩამოისვა და დედას გახედა რომელიც ჩუმად ქვითინებდა.- დედა მორჩი, გთხოვ.
-კარს იქეთ გახვალ და მორე შვილსაც დავკარგავ. - სანდრომ ტკივილიანი ხმით ჩაილაპარაკა და აცრემლებული თვალები რომ დაემალა სახე შეატრიალა.
-სანდრექს, რა კაცი ხარ. ხანდახან მგონია, მეც იმათთან ერთად მიმაყარე მიწა. დედა, მივდივარ და ოღონდაც ტირილი არ დაიწყო. 11 კვირაში მოგწერ ან დაგირეკავ.
-შე უტვინო გოგო, რატომ არ გესმის რომ საშიშია ეს დედა მო*ყნული? რა ვერ გაგაგებინეთ რომ იქ წათრევა დაგღუპავს? შენც მიგაკლავენ და მერე ამ დედაშენს მე მივცემ ცხოვრების ძალას? მითხარი მე არ დაგყვები ზედ, შენ სხეულს რომ მომისვენებენ? მარტო შენს თავზე რომ ფიქრობ, რას ფიქრობ ნადა ჩემთვის არაფერი იყო? მე არ დავმარხე ჩემი ნადასეული სიყვარული მასთან ერთად? ან რას ფიქრობ, ჩემი გამზრდელი დედა ჩემზე მეტად გიყვარს? მე არ მინდოდა მათ გამო შური მეძია? მაგრამ თქვენ მყავდით და თქვენ გამო გავჩერდი, შენ ამდენს ვერ ხვდები.. არ გინდა გაიგო. წადი და გადაგცემენ ისევე, როგორც სხვა გადასცეს იმ დედა მოტ*ნულ მთავრობას. - ქეთათომ გაიღიმა.
-დაწყნარდი მამილო, ჩემი იმდენად ეშინიათ მოკვლასაც ვერ გამიბედავენ და მითუმეტეს ვინმესთვის გადაცემას. -თვალი ჩაუკრა და ისე გაუჩინარდა სახლიდან თითქოს იქ არც ყოფილაო.
-რა ჯანდაბა გავაკეთო, როგორ გავაჩერო ეს გოგო- ხელი მაგიდას დაარტყა და მერე იქვე ჩამოდო თავი. - შავებში ჩაცმული, ლამაზი, ახალგაზრდა ცოლი კალთაში ჩაუჯდა ხელები სახეზე მოხვია და მარჯვენა თვალში ნაზად აკოცა. 40 წლის ქალი, დროს და ტკივილს დაებერებინა, მაგრამ ძველი სილამაზე არ დაუკარგავს.
-ვერ მოისვენებს სანამ შურს არ იძიებს.
-შურისძიების მერეც ვერ მოისვენებს ნორა. -ყრუდ ჩაილაპარაკა კაცმა.
-ეს შენ ვერ მოისვენე სანდრო, მისთვის შურისძიება ყველაფერია. 11 წელია ნადას და ბებიას განწირული კივილი არ ტოვებს. თავს დამნაშავედ გრძნობს. ნადამ დაუბარა, მოკალი ეს ღორები და ჩემი სული დაამშვიდე-ო, რას ფიქრობ ამ სურვილს არ აასრულებს? ნადას, რომელისთვისაც ადამიანი წმინდა იყო, და სიგიჟის ბოლო ზღვარზე ეს სიტყვები თქვა, როგორ გაამწარებდნენ ხვდები? მე რა ჭირად მოვასწარი იმ კომპიუტერის გამორთვა? მაგრამ შემეშინდა...
-მაგრამ..
-არც შენთვის, და არც ჩემთვის შვიდი წლის ბავშვს არ უთქვამს რა მოხდა იქ. ხმა არ ამოუღია და თვითონ იტანს ამ ტკივილს. ბებია როგორ უყვარდა? სიკვდილი რა მძიმეა ჩვენთვის და ქეთათოსთვის ამის დანახვა წარმოიდგინე რა იქნებოდა. გაუგე. ჩემი შვილი მკვლელი გახდება, მაგრამ ჩემთვის ეს სტატუსი არაფერია, გაუგე სანდრო, გაუგე. -აქვითინდა ქალი, ხელები კეფაზე შემოაჭდო, სახე ყელში ჩამალა და ცისფერი თვალები მაგრად დახუჭა.
***
-მწყობრში! -იყვირა ერთ ერთმა და 18-19 წლის ახალგაზრდები ერთმანეთის მიყოლებით, სიმაღლის მიხედვით დადგნენ.
-კურსზე რამდენი არიან გიგი? - გადაულაპარაკა ახალგაზრდა ბიჭმა გვერდით მდგომს.
-ოცდაორნი სერ, ერთი გოგოა, დანარჩენი ბიჭი. ზევიდან ბრძანებაა, ამ გოგოს ყველაზე მკაცრად მიუდექით-ო. - ჩუმად გადაულაპარაკა ახალგზარდას გიგიმ.
-რა ჰქვია?-უცხო ინტერესმა შეიბყრო თაფლისფერთვალება
-ქეთათო გაწერელია.
-ქეთათო ვინ?- უცნაურად აღელდა ბიჭი გვარის გაგებისას.
-გაწერელია. - ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, სახეზე ხელი დაისვა და სუნთქვა შეიკავა.
-სად ცხოვრობს?
-თბილისელი გოგოა, დედისერთა, ეტყობა მამიკოს გოგოა.
-დედისერთა?
-კი
-ანუ და ან ძმა არ ჰყოლია?
-არა, დედისერთა მეთქი.
-ქეთათო გაწერელია გამოვიდეს წინ- მაღალ ხმაზე მიმართა ახალგაზრდამ და მალევე შენიშნა, საშუალო სიმაღლის შავთმიანი, ზღვისფერთვალება გოგო. ფიქრებს თავს ვერ უყრიდა. მიუახლოვდა, დაათვალიერა, თითოეულ ნაკვთს ზედმიწევნით აკვირდებოდადა და სწავლობდა. მაგრამ ამ ყველაფერს ისეთი გულგრილი სახით აკეთებდა, თითქოს არც კი აკვირდება და ფიქრებით სხვაგანააო. გოგონას ცალყბა ღიმილს, რომ შეეჩეხა უკან დაბრუნდა. ჩანდა ტყუილად აღელდა, ოდნავადაც კი არ ეცნო გოგო.
-იცით ალბათ სად მობრძანდით. აქ არ ვარჩევთ, არც ქალს, არც კაცს.- ხმამაღლა, გამოკვეთილად საუბრებდა ოფიცერი. - არავითარი წუწუნი, ვერ ავიტან, არ შემიძლია ან მსგავსს გავიგებ და გაგაგდებთ აქედან. ლაზარეთში ნებისმიერი, სამი ვიზიტის შემდეგ ავტომატიურად წაბრძანდებით სახლებში. ბალეტისტებს არ აგიტანთ, დატოვეთ თქვენი ნაზი მე და თქვენი ურჩხული გამოუშვით, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ვერ გაჩერდებით. 11 კვირიანი კარანტინში იქნებით, ვერ ისარგებლებთ ტელეფონით, ნებისმიერ დროს გაგიტყდებათ ძილი, მოგიწევთ ხოხვა, ტალახის ზელა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ატანა. გეკრძალებათ გასვლა, ზედმეტი საუბარი, ტელეფონის გამოყენება, ბასრი საგნების ქონა, ოფიცერთან ენის ტლიკინი, ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო, სექსი, ბანქო და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ მოგიწევთ უინკერთა ბანაკის დატოვება. კითხვა გაქვთ რომელიმეს?- ყურადღებით დააკვირდა მოსწავლეებს და წააწყდა კიდეც ერთ - ერთის აწეულ ხელს.-გისმენ
-ბატონო ოფიცერო, სწავლის პროცესს როდის დავიწყებთ?- გაუბედავად იკითხა ბიჭმა
-კარანტინის დასრულების შემდეგ დაისვენებთ ორი დღით. წახვალთ სახლებში. დაბრუნებისას კი, მალევე შეუდგებით სწავლას. არის კიდევ კითხვები? - ისევ გადახედა ფეხზე მდგომებს. ქეთათოს აწეულ ხელი, რომ დაინახა დაინტერესდა. ამ გოგოს დაჟინებულ მზერას, ლაპარაკის დროსაც იჭერდა და თავს შებოჭილად გრძნობდა. ქეთათოს კითხვას ისე ელოდებოდა, ისე ააღელვა ამ მომენტმა თავი უხერხულად იგრძნო, შეირხა. თხელ განიერ ყბაზე თითები გადაიტარა, საჩვენებელი თითი ტუჩზე ორჯერ ნაზად დაირტყა. ასე იქცეოდა როცა ღელავდა და საკუთარმა თავმა გააოგნა, არასდროს ნერვიულობდა როცა კითხვას უსვამდნენ ახლა კი რა სჭირდა, ვერ გაიგო. - თქვი - ხმადაბლა, დაბოხებული ინტონაციით ჩაილაპარაკა. ქეთათომ ერთი ნაბიჯით წინ გადმოდგა, ცალყბად ჩაიღიმა და ამოილაპარაკა.
-სერ, ც გვეკრძალება სერ? - ინტერესით მიაპყრო კითხვის გაგებისას უარესად ანერვიულებულ ოფიცერს მზერა და უკან დაიხია. მის კითხვას სიცილი და აჟიოტაჟიც მოჰყვა, თვითონ ახალგაზრდა ოფიცერი და გიგი ამ კითხვამ გააოგნა. მაგრამ ოფიცერმა გონზე მოსვლა მოასწრო.
-არა, თითიც თქვენია, სხეულიც და გონებაც. უბრალოდ გააჩნია მასტურბაციის დრო გონება ვისკენ წავა. -კმაყოფილი ღიმილით უპასუხა ოფიცერმა, მაგრამ შინაგან ღელვას და დახორკლილ, დაძაბულ სხეულს ვერაფერს უხერხებდა. შებრუნდა გასვლა უნდოდა, ოთახში ჰაერი არ ყოფნიდა, რატომ არიცოდა, გასვლა სურდა მაგრამ ქეთათოს ხმამ ისევ გააჩერა.
-თუ თქვენზე ვიფიქრეთ სერ? - აშკარად ხმაშიშესული ცინიზმით იკითხა ქეთათომ. კაცი შედგა, თვალები დახუჭა, ღრმად ამოისუნთქა. არ უნდოდა მღელვარება დასტყობოდა.
-თქვენ იფიქრეთ, მთავარია ბიჭებმა არა. ქეთათო თქვენ საწოლ ოთხაში დაბრუნდით- ხმამაღლა მიმართა მან გოგონას.
-ჩემ ოთახში ვარ სერ -ბიჭმა გაკვირვებული გახედა გიგის დათვალებით ანიშნა გაჰყოლოდა.
-ვინ არის ეს გოგო? ასე თავხედი რატომ მყავს გუნდში, ან რატომ არ აქვს ცალკე საწოლი ქალს?
-ასეთი ბრძანებაა ლუკა, ზევიდან რაც დაგვაბარეს ესაა და ვერ გადავალთ ხომ იცი?
-რას ქვია ბრძანებაა, 11 კვირა ჰორმონებ აშლილ 21 ბიჭთან ერთად უნდა იწვეს ოთახში?
-ასეა. თვითგადარჩენა უნდა ისწავლოსო ასე გვითხრეს ჩვენც გაგვიკვირდა და. -ლუკამ სახეზე ხელები ჩამოისვა, დაიბნა ვერ მიხვდა რა ხდებოდა.
-კიდევ რა თქვეს? - იკითხა ინტერესით.
-კომპიუტერს ნუ მისცემთ და თუ მისცემთ ყურადღების ქვეშ გყავდეთ, არავითარი დანდობა და უკიდურსი დასჯის მეთოდი გამოიყენეთ, არავითარი ლაზარეთი და რაც არ უნდა დააშაოს გაგდება არ გაიფიქროთ, თორემ თქვენ დაგხსნით სამსახურიდან, დააკვირდებით, მოარჯულებთ და რეჟიმში ჩააყენებთ თუ არა და გაგიშვებთ პოსტებიდან-ო. კიდევ არ მახსოვს რას ამბობდნენ, ძალიან დაღლილი ვიყავი და აღარ მომისმენია. სად მქონდა კიდევ ერთი ჩვეულებრივი, შტერი გოგოს თავი, რომელმაც კარგი მომავალი დაკარგა...- საუბარის დასრულება არ დასცალდა, წითლად განათდა ოთახი და გამაყრუებელი ხმა გაჟღერდა ოთახში.
-ბატონო ლუკა შეყილაძე, თქვენს ბლოკში ჩხუბია, სასწრაფოდ გამოცხადდით.-ორივე სწრაფად გაიქცა იმ ოთახისკენ სადაც ახალგაზრდები დატოვეს. მაგრამ უკვე დაეგვიანებინათ. ქეთათოს საწოლთან, სამი ნაცემი ბიჭი ეგდო. სამივეს სისხლი სდიოდა და ერთი მაისურით იყვნენ გაკოჭილები. ყველა გაოგნებული იყურებოდა, ქეთათო იწვა მშვიდად და რაღაცას ღიღინებდა.
-ექიმები ჩქარა მოიყვანეთ, ვინ სცემა ესენი?-რისხვით გადახედა ყველას ლუკამ. ქეთათომ თვალები გაახილა და ჯერ ღრმად ჩააკვირდა მერე ამოილაპარაკა.
-თავხედმა გაწერელიამ სერ! სამწუხაროდ, იგი უგუნურისა და შტერის მოდგმას, ანუ კაცებს დაუცველი ქალი ეგონათ, რომელსაც იხმარდნენ და მიაგდებენ. ასევე სამწუხარო გამოდგა ფაქტი,რომ ამ უგუნურებისა და შტერების მოდგმაში ერთი არ აღმოჩნდა ცოტათი ნორმალურად მოაზროვნე და ყველამ თვალები დახუჭა ამაზე. და რათქმაუნდა, მე როგორც ერთად-ერთმა საღად მოაზროვნემ მათ ლექცია ჩავუტარე, რომ ქალები დაუცველები არ არიან და მათაც შეუძლიათ მუშტების ქნევა- ბოლო სიტყვაზე ქეთათო საწოლიდან ადგა და მათ გახედა. -როგორც ჩანს მათთვის, პირველივე დღე წარუმატებელი გამოდგა.
-ქეთათო ცალკე ოთახში გადაიყვანეთ, ესენი ლაზარეთში და ამ სამის გარიცხვის ოქმებიც მოამზადეთ. -ხვალ ქალბატონო, ჭამის მერე ჩემთან შემოდი.
***
შემთხვევით არ იყო, გოგონამ ის კითხვა რომ დასვა.
ჯერ აინტერსებდა ააღელვებდა თუ არა მისი კითხვა ოფიცერს. მეორეც უნდა მიეცა საბაბი ბიჭებისთვის, რომ ჩხუბზე წამოეკიდა. რადგან ერთი-ორის გარიცხვის მიზეზი უნდა ყოფილიყო, პირველივე დღეს უნდა დაემტკიცებინა ყველასთვის და მითუმეტეს უფროსობისთვის სინამდვილეში აქ ვინ იყო უფროსი.
მაგრამ არაფრად აწყობდა ლუკა შეყილაძის აქ ყოფნა. ნუთუ კაცმა ვერ იცნო. მისთვის უკეთესი იყო, პირველი ეტაპისთვის ასე აწყობდა, მიხვდა შეყილაძე არც ტყუილად გამოუგზავნიათ მასთან, არც ტყუილად დაუმალავთ მისი ვინაობა ბიჭისთვის.
ახსოვდა ლუკას ნერვიულობა, ბავშვობაშიც ნერვიულობის დროს საჩვენებელ თითს ბაგეზე ორჯერ ნაზად დაარტყამდა ხოლმე და მძიმედ ამოიოხრებდა. სწორედ ამ დროს შეამჩნია ლუკას დაზაგრულ არათითზე საქორწინო ბეჭედის კვალი. ჩანდა ცოლიც მოეყვანა და გაშორებაც მოესწრო.
- დავიჯერო ვერ გამიხსენე შეყილაძევ? კარგი მე ვერა, მაგრამ ნადა დაივიწყე შე დამპალო? - ქეთათოს გვიან ჩაეძინა, ფანჯრიდან მთვარეს უყურებდა და ჩუმად ჩაილაპარაკა.
- ,,ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი, საიდუმლოს ვერ მომტაცების -კაცის- ხვევნა და ალერსი"
***
იმ წამს როცა გაწერელიამ თვალები დახუჭა, შეყილაძემ თვალები გაახილა გულში ჭვალისმაგვარი ტკივილი იგრძნო და მოიხარა.
-ვერ იქნება ის ქეთათო, სანდრო ჯარში არ გაუშვებდა, ის ქეთათო, ნაზი ბავშვი ვერ იქნება. საერთოდ იმ დღეს ნადასთან ერთად იყოო, გადარჩებოდა კი? ის თუა, რა ლამაზი ქალი დამდგარა, ღმერთო. არ შეიძლება პატარა ქეთო იყოს. - თვალები მაგრად დახუჭა და 12 წლის უკანდელი ამბავი ამოუტივტივდა გონებაში.
შავ ზღვას, რომ მიუყვებოდნენ ის, ნადა და ქეთათო. ქეთათოზე 10 წლით დიდი იყო უკვე. უკან მიყვებოდნენ დაუღალავ პატარა ბავშვს, თვითონ კი, თავები დიდები ეგონათ, მთელი 16 წელი იცხოვრეს უკვე და სიყვარულიც კი იპოვეს, განა სიდიდე არაა? ქეთათო უკვე მეასედ უყვებოდა ლექსს საკუთარ თავს.
-ზღვისფერი მაქვს თვალები და თავად ვგავარ ზღავს. -თავიდან დაიწყო ქეთათომ გამოთქმით კითხვა.
-თუ არ შემიყვარდები და მივსთხოვდები სხვას ...
-ქეთო მორჩი რა, შეგიყვარდება, დაწყნარდი.- მობეზრებულად უთხრა.
-ეი, მიჯნურო იცი შენ მე ვინ ვარ?
-ვინ? -გაიკვირვა ბიჭმა და დაეჭყანა.
-მეგრელი ამორძალი..- ცალი წარბი აწია პატარამ, თავი მედიდურად დაიჭირა და ყურადღება არ მიაქცია ლუკას გადახარხარებას.
-კაი კაცო, რას მელაპარაკები? -სიცილი ატეხა ლუკამ. ქეთათო ყოველთვის გამოირჩეოდა სხვაგვარი ბუნებით, მითუმეტეს მეოცნებე იყო ბავშვი და წარმოსახვის უნარსაც არ უჩიოდა.
-რას გელაპარაკები და თუ მეორედ ქეთოს დამიძახებ, ჩემ ხმალს ამოვიღებ და ენას მოგაჭრი.
-სად გაქ ქალბატონო შენ ხმალი?- მაშინვე ჩაერთო ლაპარაკში ნადა, რომელმაც ხმლის გაგონებაზე მიხვდა, რომ ქეთათოს ისევ მამას ჯიბის დანა მოეპარა ოთახიდან.
-იფ, ხო არ განახო კიდეც ნადა? მერე მიდი დედასთან და ჩამიშვი. შენც მოგჭრი მერე მაგ ენას. წამართმევ მამას ჯაყვას და პურის საჭრელი დანა იცი რამდენი გვაქ? უუჰ, ისე სიდან გეცოდინება სამზარეულოში არ გიშვებენ დაა.
-ქეთო დანა მიეცი ნადას რა - ყველამ იცოდა უმცროსი გაწერელიას დანის ტრიალის ამბავი და ლუკა შეწუხდა.
-აუფ, აუფ. შენ ჯერ სიძე არ გამხდარხარ და რამდენს მეტლიკინები ა?
-ქეთათო, ქალს ზრდილობა მოეთხოვება. -უსაყვედურა ნადამ
-ბოდიში. მაგრამ დანაზე საუბარს თუ არ შეწყვეტთ, წყალში შევალ- იცოდა ნადას ამბავი, როგორ ეშინოდა უფროს დას წყლის, ამიტომ თვალი ჩაუკრა და წინ გააგრძელა გზა.
-ხომ იცი, ლუკა მაინც გამოგათრევს -ნადა ბოლო იმედს ჩაებღაუჭა.
-კი, კი. ცოტა დიდი ხალხივით ხომ არ ლაპარაკობთ? ეგ თბილისელი გამომათრევს წლიდან? ექვსი წლის ვარ და ენაში უკვე გიგებთ, ცოტა მეტი ეცადეთ, რომ მომიგოთ.
-ეს პატარა ქალბატონი რა მანიპულატორია თუ უყურებთ? -გაუკვირდა შეყილაძეს.
-რას ნიშნავს მანიპულატორი?
-დანის ტრიალის მაგივრად სხვა რამ ისწავლე და გეცოდინება. -ნიშნისმოგებით უპასუხა.
-მე ახლა ძალიან ადვილად შემიძლია, ამოვიღო დანა, ჩემზე ათი წლით უფროსი გცემო, მერე გათქმევინო რას ნიშნავს სიტყვა და მეორედ მსგავსს ვერ გამიბედავ. რას ფიქრობ, რომელი უფრო მომგებიანია? -წარბი ასწია ქეთათომ და თმები უკან გადაიყარა. შეტრიალდა და ისე ამოილაპარაკა.
-ქეთო მხოლოდ ჩემმა სიყვარულმა უნდა დამიძახოს... ზღვისფერი მაქვს თვალები და თავად ვგავარ ზღავს...
შეყილაძემ თვალები გაახილა ახლოს იგრძნო ზღვის სურნლი. ნათლად დაინახა ულამაზესი ნადა და... და ქეთო.



№1  offline წევრი Maia G.

დამაინტრიგე,კარგია ძალიან,ყოჩაღ❤❣❤

 


№2  offline წევრი Gemini mood

Dzaan momwons qeto ukve miyvars da moutmenlad velodebi shemdeg tavs❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი მაია

საინტერესოა. გააგრძელეთ და უფრო მეტი დადეთ

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

გამართულად ნაწერი ისტორიაა, სიუჟეტიც საინტერესოა, მაგრამ...აი, რომ წარმოვიდგენე ქეთოსნაირი ბავშვი, მერე უკვე ზრდასრული ადამიანი ბუნებაში არსებობს, ზიზღისგან თუ რისგან არ ვიცი ლამის გული შემიწუხდა. თითქოს უნდა მოგეწონოს ისტორია და ამ დროს ყველაფერს აფუჭებს.

 


№5 სტუმარი სტუმარი ქეთი

საინტერესოა. ნაფიქრი და ნააზრევი ნაწერია. დასაწყისი მომეწონა. ქეთოს შესაძლებლობებმა ცოტა შემაშინა. ბავშვიც კაი გაქნილი ყოფილა.
ალბათ ხშირ-ხშირად დაიდება და შუა გზაში არ შეწყდება.

 


№6  offline წევრი daddys gurl

grafo
გამართულად ნაწერი ისტორიაა, სიუჟეტიც საინტერესოა, მაგრამ...აი, რომ წარმოვიდგენე ქეთოსნაირი ბავშვი, მერე უკვე ზრდასრული ადამიანი ბუნებაში არსებობს, ზიზღისგან თუ რისგან არ ვიცი ლამის გული შემიწუხდა. თითქოს უნდა მოგეწონოს ისტორია და ამ დროს ყველაფერს აფუჭებს.

ალბათ მომავალში იმედებს გაგიმართლებთ. რატომღაც ვფიქრობ, მისი უკიდეგანო ზიზღი, პატარა გოგონას კონტრასტული გუნება, მძაფრად აღსაქმელი იქნებოდა და სწორადაც გამიგებდით რისკენ ვუმიზნებ. დაველოდოთ აბა, მოვლენების განვითარებას.

სტუმარი ქეთი
საინტერესოა. ნაფიქრი და ნააზრევი ნაწერია. დასაწყისი მომეწონა. ქეთოს შესაძლებლობებმა ცოტა შემაშინა. ბავშვიც კაი გაქნილი ყოფილა.
ალბათ ხშირ-ხშირად დაიდება და შუა გზაში არ შეწყდება.

კი, ხშირ-ხშირად დავდებ.

 


№7  offline წევრი Rania

Zqlian sainteresoa. Kargadac certt. Imedia ar daagvianebt
--------------------
Q.qimucadze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent