შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვისფერი შურისძიება (2)


17-10-2019, 22:10
ავტორი daddys gurl
ნანახია 1 514

- გაწერელია, დაწვა ! -თითქოს ქეთათოს ჯინზე ჩამოიქცა ამ დილით ცა. გიგის ხმა უკვე აღიზიანებდა, მაგრამ არაფრის დიდებით დაკარგავდა თავზე კონტროლს ქალი. თავიდან-ბოლომდე სველი და ტალახიანი გუბურაში ჩაწვა და მძიმდ გააგრძელა აზიდვების კეთება.
-30 აზიდვა ! - გიგიმ მხარზე ფეხი დაადო და ტანი გაასწორებინა!
-წავიდა, ითვალა ! ერთი!
-ერთი!
-გრძნობ შენ სუნთქვას?! გრძნობ, რომ ქალს აქ არაფერი გესაქმება? -თითქოს გიგი განზრახ საუბრობდა ქეთათოს გასაბრაზებლად. გოგონა წვიმაში ვერაფერს ხედავდა, მკერდი უხურდა და ცხელი სუნთქვა აგიჟებდა. თვალები მაგრად დახუჭა 3საათი დაუღალავად ავარჯიშებდა გიგი და ხვდებოდა, წინა ღამის სადამსჯელო ღონიძიებებს ახლა ატარებდნენ.
-ხუთი ! თავიდან არ მომწონს! - გიგიმ ფეხი გამოუდო და ხელი გამოუშალა, ქალი გუბურაში სახით ჩაეშვა. გაყინული ცხვირ-პირი აეწვა, მძიმედ აწია ტანი და გიგის ახედა.
-თავიდან მეთქი გაწერელია, რა იყო ბაღში ხარ? ფაფა მოგიტანოთ? ტირილი არ დაიწყო ოღონდაც -დამცინავად უთხრა კაცმა.
-ერთი სერ! - 3 საათი სხვადასხვა სერჟანტი აკონტროლებდა გაწერელიას, სხვადასხვა იძლეოდა ბრძანებებს და ოც წუთზე დიდხანს არც ერთი გაჩერებულა მასთან. მაგრამ თვითონ შეყილაძე ახლოს არ გაკარებია გოგონას. ქეთათო დაიფიცბდა, რომ მაღალი შენობის ბნელი ოთახიდან იყურებოდა შეყილაძე და თვალს არ აშორებდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა კაცი თვითონ რატომ არ გამოდიოდა გარეთ. ქეთათო მძიმეთ სუნთქვდა, ტუჩები უშრებოდა და გული ორმაგად სწრაფად უცემდა. შეყილაძე, რომ ვერ დაინახა არ მოეწონა, გაბრაზდა კიდეც.
-ორი! -ტუჩზე მწარედ იკბინა გამოსაფხიზლებლად შიმშილისა და დაღლილობისგან, რომ არ გათიშულიყო. ხელები აუკანკალდა და დაცემაც ცოტა აკლდა თავს ისევ შემოუძახა მედგრად დამდგარიყო.
-სამი ! - გიგიმ ფეხი გუბურაში ჩაკრადა კიდევ ერთხელ შეასხა ტალახიანი წყალი და ზევიდან დახედა.
-გაწერელია ქალი ხარ? -,,დედას ვუტირებ შენ უფროსობას მაცადეთ"დაიჩურჩულა ქალმა და აზიდვების კეთება განაგრძო.
-შვიდი! დიახ სერ.
-არ მესმის, ქალი ხარ თქო?
-დიახ სერ!
-არ გეტყობა გაწერელია არა. ადგა!- ქეთათოს გულზე მოეშვა ბოლო ბრძანება რომ გაიგო, მაგრამ თავი შეიკავა სწრაფად ადგომისგან. არ უნდოდა წაბარბაცებულიყო, ჯერ დაჯდა, ხელები მუხლებზე დაიწყო, გიგის გახედა და დროის გასაყვანად ირონიით იკითხა.
-რატომ სერ, ნუთუ დაიღალეთ? - გიგის ამ სიტყვების გაგონებაზე მოუნდა ქეთათოს ვარჯში გაეგრძელებინა. გააღიზიანა ქალის მედიდურმა, ირონიულმა საუბარმა. თანაც ვერ იჯერებდა ქალი კიდევ, რომ დაუღალავად და ამაყად იჭერდა თავს. მაგრამ ლუკას ბრძანებას ვერ დაივიწყებდა, ვერ გააგრძელებდა ქეთათოს დასჯას.
-რა იყო, გაწერელია ვერ დგები და საუბრით გინდა გადაირჩინო თავი? - არც გიგიმ დაანება.
-ქალბატონი დაურთეთ წინ სერ-გადაიკისკისა გოგონამ- მოდი გავაგრძელოთ და ვინ ვერ ადგება ვნახავთ, ბატონო გიგი გნებავთ? -ფეხზე წამოდგა ქეთათო, როცა მიხვდა თავის შემაგრებას შეძლებდა.
-ოთახში წავედით, დღეს გეყოფა.- ქეთათო წინ წავიდა, სველ დამძიმებულ ფორმას და ბათინკებს ძლივს მიათრევდა, მაგრამ ტანს ისე აყოლებდა სიარულის დროს, ვერც კი იფიქრებდით, რომ სამი საათი გაუჩერებლად, თავსხმა წვიმაში ავარჯიშებდნენ და ახლა ფეხზე ძლივს დგასო.
-ოთახში ადი, გამოიცვალე და სასადილოში შედი. - გიგიმ ლუკას კაბინეტის გზას დაადგა.
-არ შეიძლება სამი საათი და 27 წუთი ქალი ასე დატვირთო მითუმეტეს ასეთ ამინდში და მაინც ქონდეს განძრევის ძალა. მაინც ასეთი ლამაზი, შეუპოვარი და ველური იყოს, რქები ვერ მოტეხო და ვერ დაღალო.
-გიგი რაღაც ხდება.
-ლუკა ამ ბოლო დროს, გგონია რომ ყველაგან რაღაც ხდება. რა უნდა ხდებოდეს? ვიღაც ჯანიანი ქალია. ყველაფერს სხვანაირად უყურებ განქორწინების მერე.
-გიგი, უკვე მომბეზრდა შენი თეორემების მოსმენა. გავიგეთ, რომ რთულად გადამაქვს ყველაფერი, მოკეტე რა.- სახე გაატრიალა შეყილაძემ და იმ ადგილს გახედა სადაც წუთების უკან ქეთათო გაჭირებით მაგრამ ამაყად აკეთებდა აზიდვებს.
-სად წავიდა? -ინტერესით იკითხა, დივანზე გადაწოლილ გიგის გაკვირვებით შეხედა.
-გამოსაცვლელად გავუშვი, შეჭამს და ისევ გავჯორავთ.
-რა სიტყვებია გიგი 18 წლის გოგოზე? -გაცხარდა ლუკა.
-ნუ შეი*ყანი ჩემი ლექსიკა შე' ჩემა რა. -მობეზრებით აიქნია ხელი -ვიღაც პუტანკაა, რომელიმე ჩვენიანი ევასება ეტყობა და მოვიდა. ან გონია გვილხინს აქ სასტავს და მოვიდა გოგო სნაიპერობა მოუნდა, ნახავს რო დედა ეტ*ნება სასტავს და წავა.
-გიგი, სანამ აფრები ამიშვია მოკეტე. შენნაირი ჯარისკაცი უნდა ზუსტად ამ ქვეყანას.
-შენმა გადარევებმა ხომ დამღალა, კაცი ვერ იტყვის შენთან ვინმეზე რამეს. წავედი სხვებიც მისახედია, შენ მაინც და მაინც ნუ გადააჯინდები ამ გოგოს. -შეყილაძემ ხელი მობეზრებულად აუქნია და საბუარი გადაიტანა
-იცოდი საბუთები, რომ არ შემოუტანია ამ გოგოს? მისით რომ ჩარიცხა თავდაცვამ იცოდი?
-რა? -გაუკვირდა გიგის- ვის რად უნდოდა ეს სიფრიფანა გოგო აქ.
-მამამისის სახელი გახსოვს? რა თქვეს გახსოვს? - გაფართოებული თვალებით შეხედა უფროსმა.
-არა, იქნება საბუთებში.
-საქმეც ეგაა, რომ თავდაცვამ საბუთებზე წვდომა შეგვიზღუდა.
-რას ქვია შეზღუდა?
-არ გვაძლევს მაგ გოგოზე არანაირ ცნობას.
-ეგ გოგო ვერ გვეტყვის თვითონ თუ რა?
-არ ვიცი რა -ხუთი წუთი სიჩუმე ჩამოვარდა ორივე ფიქრობდა შესაძლო ვარიანტებზე. ლუკას ტვინი უხურდა, აინტერესებდა უნდოდა გაეგო იყო თუ არა ის ქეთათო, რომელთან ერთადაც სანაპიროზე სეირნებდა. ის ზღვისფერთვალება ბავშვი, რომელიც ახლა ასე ერთბაშად ლამაზ ქალად ქცეულიყო.
-შე ჩემა, ანდროო თუ რაღაცეგეთი თქვეს.
-ანდრო თუ სანდრო გიგი? -ცივმა ოფლმა დაასხა შეყილაძეს, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და მაგიდაზე დადებულ ჭიქას ხელის კანკალით წვდა. ,,რა მანერვიულებ, რა მანერვიულებს " ფიქრობდა იგი, მაგრამ დამშვიდებას ვერ ახერხებდა. .,,არ იქნება ის, რამდენი ანდრო გაწერელია არსებობს, რამდენი სანდრო, მაგრამ ქეთო?"
***
ქეთათო აბაზანაში წლის შხეფების ხმაზე ნაზად ირხეოდა, თმაზე ხელი ჰაეროვნად გადაისვა და სიმღერა დაიწყო. დედა ხშირად ეუბნებოდა, ნოზის ხმა გაქვსო. ბავშვობაში ფილმების ყურებისას მიხვდა ქეთათო რა ხმაზე საუბრობდა დედა, ნაზი, წკრიალა, მშვიდი და მომნუსხველი.
-,,Dance me to your beauty with a burning violin" - წვეთები ტანზე ეხებოდა, ახურებულ ტანს უწვავდა და ყრუ ტკივილს უყუჩებდა. სხეული ტკიოდა მაგრამ, ვერ შეედრებოდა სულის იმ ტკივილს, რასაც 11 წლის უკან ნანახი განაცდევინებდა შურისძიება სისხლს მოულოდნელად უყინავდა, დის გახსენებისას კი ისე აჩქროლდებოდა, თითქოს ადიდებული მდინარე ყოფილიყო, რომელიც კალაპოტში ვეღარ ეტეოდა და სადაციყო ყველაფერს წალეკავდა.
-,,Dance me through the panic till I'm gathered safely in" -ხელი საკუთარ სხეულს გადაატარა, და კვლავ ჩაესმა საკუთარი დის ხმა.
-მოკალი ქეთათო, მოკალი და დაამშვიდე ჩემი სული.
-როცა გეტყვი ი-ს მაშინ გამოდი. -დის გამხნევებას ეცადა, მაგრამ ცრემლებმა გზა გაიკვალეს დაშვებულ ღაწვებზე. თვალები მაგრად დახუჭა და მოულოდნელად მოვარდნილ ზიზღის გრძნობას ვერ აოკებდა. დაჭრილი ფრინველივით შეირხა, მაგრამ ამაოდ.
-ქეთათო, გთხოვ დაამშვიდე ჩემი სული.
-სად არის ეს შენი ქეთათო? -ხარხარი ატეხეს კაცებმა. ნადა ცდილობდა იქვე დაგდებულ დანას მისწვდენოდა.
-მოვა დრო და ყოველივეს გაგახსენებთ, განანებთ თითოეულ მოქმედებას. ბებია, ბებია! მოკალით არა თქვე ღორებო- დანას მისწვდა გოგონა და ხელი მოიქნია, მაგრა ტყუილად ჰაერშივე გაუშეშდა, ერთ-ერთმა მოასწრო გასროლა და უსულოდ დავარდა ნადას სხეული.
-მალე ქალთევზად გადაიქცევი. ეი შენ! გამოსვლას არ აპირებ? -ქეთათომ თვალები გაახილა, სახეზე ხელები ჩამოისვა და რეალობას დაუბრუნდა.
-დიახ ქალბატონო, გამოვალ.
-მალე ქენი, ლუკა შეყილაძე გელოდება. - ქეთათოს ნაზად გაეღიმა, ტანზე პირსახოცი შემოიხვია და ოთახიდან გავიდა.
-რას აკეთებ? -შეიცხადა ქალმა, როცა ნახევრად შიშველი, სველი ქეთათო დერეფანში დაინახა.
-ბატონ ლუკას ხომ არ ვალოდინებ? - გადაიკისკისა და ოთახში დაუკაკუნებლად შეიჭრა. ლუკა გართ იყურებოდა, მძიმდ შემოტრიალდა გიგი ეგონა, მაგრამ ნახევრად შიშვლი ქალის დანახვაზე გაშეშდა. უცნაურმა ტალღამ დაუარა სხეულში დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა.
-აქ რა გინდა გაწერელია? -ქეთათომ სახე თავის მხარს გაუსვა, ენა პირში დაატრიალა გაუღიმა და ჩამოჯდა.
-გიბარებენო სერ, არ დავაგვიანე.
-მითხარი, რომ შიგნით რამე გაცვია.
-განახოთ სერ ? -გამომცდელად შეხედა ქალმა.
-მითხარი მეთქი! -იყვირა ლუკამ
-ღმერთო რა პრიმატები ხართ ეს კაცები!- თვალები აატრიალა გოგონამ
-არ ფიქრობ, რომ ზედმეტი მოგდის? რომ ყველა ნორმას ცდება? არაფერია შენთვის სახელი? ვინ ხარ, ან რაგინდა?- გაცხარდა შეყილაძე
-ცოლი გყავთ ბატონო ლუკა?- არათითზე საჩვენებელი გადაუსვა ქეთათომ.
-და გყავთ ქეთათო? -უკვე ნათლად რწმუნდებოდა, რომ ეს ის გაწერელია ვერ იქნებოდა ვისზეც ფიქრობდა იგი. არ შეიძლებოდა სანდოს შვილი, მსგავსი თავხედი ყოფილიყო. სახეზე შეათვალიერა, და საერთოდ ვერ იცნო ის ქეთათო, რომელსაც წლების წინ იცნობდა. მაგრამ მიხვდა, ვერ იცნო კი არა, საერთოდ არ ახსოვდა. რომც სდომოდა ამ ქალს, იმ პატარა გოგონას ვერ შეადარებდა.
-არა -ცივად უპასუხა და უკან დაჯდა.
-არც არასდროს გყოლია?
-არა - მტრულად უპასუხა ქეთათომ და თავის შეკავებას ეცადა.
-თქვენი მამა, სანდრო გაწერელიაა ერთადერთი ვაჟი ოჯახში.
-მამაჩემს დები ყავდა, ძმაც.
-მატყუებთ ქეთათო?
-რაში მჭირდება სერ?- უნდოდა, უნდოდა დაენახა კავშირი იმ გიჟ ბავშვსა და ამ თავნება ქალს შორის, უყურებდა თვალებში და არაფერი ეცნობოდა არც მისი ზღვისფერი თვალები, არც მისი ღამისფერი თმები, თხელი ღაწვები, სქელი წითელი ტუჩები, მოგრძო ყელი და მითუმტეს სავსე მკერდი. ყელზე და მკერდზე ჯერ კიდევ შერჩენოდა წყლის წვეთები, თითქოს მოურიდებელი ქეთათი, ხელს ისე ხვევდა პირსახოცცს, რომ დაბერილი მკერის თავები არ გამოეჩინა. ლუკას პულსაცია მომენტალურად აუჩქარდა, სხეული აუცახცახდა, თხელი განიერი ყბა დაეჭიმა და მძიმედ ამოისუნთქა
-ოთახში დაბრუნდი- ცივად გასცა ბრძანება შეყილაძემ- ქალს დაემსგავსე და ღირსეულად მოიქეცი. -ქეთათო ფეხზე წამოდგა, მისი გადაწყვეტილება მცდარი გამოდგა. უნდოდა ლუკა ჩამოშორებინა. მისთვის იგი ერთადერთი დაბრკოლება იყო და იფიქრა თუ აცდუნებდა, ადვილი იქნებოდა მისი მოშორება, მაგრამ კაცი არ წამოეგო. თითქოს ეწყინა, მაგრამ გაუხარდა კიდეც შეყილაძის ამგვარი ქცევა. ფეხზე წამოდგა, კარგი გამოაღო და ჩუმად იკითხა.
-ზღვის ფერი მაქვს თვალები და თავად ვგავარ ზღვას? - შეყილაძეს თითქოს ცა ჩამოექცაო თავზე. არ დაუნახია ქეთათო როგორ გავიდა გარეთ, აცახცახდა ხელი გულზე მიიბჯინა.
-რა მჭირს, რა მჭირს. -არაფერი ჩანდა ირგვლივ ხედავდა ნადას, ნადას რომელიც აღარ იყო ცოცხალი და ხედავდა ქეთათოს. ქალს, რომელიც დროს ეძებდა როდის ეცდუნა კაცი და თავიდან მოეშორებინა იგი. მიხვდა იმ წამს მიხვდა ყველაფერს შეყილაძე და მოწყვეტით დაეცა დივანზე.



№1  offline წევრი Rania

Zalian sainteresoaaas
--------------------
Q.qimucadze

 


№2 სტუმარი maco maco

ძალიან მაგარი რამე ჩანს და იმედია ასე გააგრძელებ...

 


№3 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Saintereso chans, megona agar dadebdi dges. Gaagrdzele☺️

 


№4  offline წევრი Maia G.

თანდათან იხლართება სიტუაცია,ძალიან მაგარია,ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე,ჯერ ისევ ვერ დავალაგე რაღაცეები,ლუკასთან რა უნდა ვერ ვიგებ,მისი დის სიკვდილშია დამნაშავე?თუ კიდევ სხვა რამ ხდება?ნუ მოკლედ შემდეგს დაველოდები სხვა გზა არ მაქვს ❤

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

რა ვიცი, მე მგონი შენს მკითხველს ისეთი არაფერი არ დაგვიშავებია (ჯერ მაინც), რომ ასეთი ერთ მოქმედებიანს თავებს გვთავაზობ:)).
ამ თავმა სულ ამრია-დამრია. ასეთი თავხედი ვერ იქნებოდაო გაწერელიას შვილიო, არადა პირველ თავში სწორედ ამ ბავშვის სითავხედემ თუ რაც ჰქვია, გამაღიზიანა სანაპიროზე სეირნობის აღწერისას და ახლა რა გაუკვირდა ვერ მივხვდი.
ახლა 2 კითხვა მაქვს:)). 1. ეს როგორი ისტორია იქნება, მხოლოდ შურისძიებაზეა , რომელიც "ორიგინალურად" დასრულდება თუ სასიყვარულ- შურისძიებაზე იქნება ჰეფი ენდით?
2. აქამდეც წერდი ხომ ისტორიებს საიტზე?

 


№6  offline წევრი daddys gurl

grafo
რა ვიცი, მე მგონი შენს მკითხველს ისეთი არაფერი არ დაგვიშავებია (ჯერ მაინც), რომ ასეთი ერთ მოქმედებიანს თავებს გვთავაზობ:)).
ამ თავმა სულ ამრია-დამრია. ასეთი თავხედი ვერ იქნებოდაო გაწერელიას შვილიო, არადა პირველ თავში სწორედ ამ ბავშვის სითავხედემ თუ რაც ჰქვია, გამაღიზიანა სანაპიროზე სეირნობის აღწერისას და ახლა რა გაუკვირდა ვერ მივხვდი.
ახლა 2 კითხვა მაქვს:)). 1. ეს როგორი ისტორია იქნება, მხოლოდ შურისძიებაზეა , რომელიც "ორიგინალურად" დასრულდება თუ სასიყვარულ- შურისძიებაზე იქნება ჰეფი ენდით?
2. აქამდეც წერდი ხომ ისტორიებს საიტზე?

არაფერი დაგიშავებიათ, უბრალოდ მთაში ვცხოვრობ და ინტერნეტი არ მქონდა, ეს იყო მიზეზი რატომაც ვერ ვდებდი.
კი აქამდე ერთხელ დავწერე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent