საქორწილო კაბა (6 თავი)
სანდრო კარგა ხანს იდგა გაოგნებული და დაბნეული ერთ ადგილას მიყინული, ბოლოს ძალა მოიკრიბა ნაბიჯი ეადგა წინ და ისწვ მაკას ხმა შემოესმა -ყველა შეურწყოფას უსიტყვოდ ვიტანდი მაგრამ ამას ვეღარ ავიტან, ამაზე არ გავჩუმდები უფლაბას არ მოგცემ ასე დამამცირო! -ამ ისტერიკას თუ არ შეწყვეტ ხომ იცი რასაც გიზავ? ეტყობა მოგენატრა ფსიქიატრიული-დაუყვირა აკაკიმ ატირებულ ქალს, სანდრო ადგილზე გაშეშდა, ბოლო ერთი სიტყვა მისთვის ზარივით გაისმა, და განუწყვეტლივ მეორდებოდა, დაუსრულებლად, უწყვეტად ხმამაღლა, იმდენად ძლიერად იმოქმედა მასზე ამ სიტყვამ რომ ყურებზე ხელი მიიფარა და იყვირა -კმარა კმარა გაჩუმდი! -მაგრამ ისევ აკაკი ჩაყვიროდა ყურში ,,ფსიქიატრიული" დაუსრულებლად, სანდროს ყვირილზე მეორე სართულის მოაჯირთან მიცვივდნენ მაკა და აკაკი -სანდრო-ამოიტირა მაკამ და კიბეზე დაეშვა, შვილს ხელები ჩამოაწავინა და გულში ჩაიკრა, სანდროს გაყინული სხეული წამში გაუთბა და ნელნელა მიღებული შოკიდან გამოვიდა, დედას დახედა რომელსაც ტირილისგან თვალები ქონდა დასიებული და დაწითლებული -შენს თვითოეულ ცრემლზე პასუხს მივთხოვ-დაიღრინა სანდრომ და კიბეზე ავარდა -სანდრო დაწყნარდი-აკაკიმ უკან დაიხია როცა გაგიჟებულ სანდროს შეხედა -ესეიგი დედას ფსიქიატრიულში აწვენდი მეკი მთელი ბავშვობა მატყუებდი რომ დედას არ ვუყვარდი ისე როგორც სხვა დედებს უყვართ თავიაანთი ბავშვები, რომ დედა თვეობით ამიტომ ქრებოდა ჩემი ცხოვრებიდან რომ მოვწყინდი და გართობა უნდოდა, რომ ჩემს თავს მეგობრები ერჩია და მათთან ყოფნა, მთელი ბავშვობა მატყუებდი, ათასი სისულელით მიჭედავდი ტვინს, გინდოდა დედა შემძულებოდა და მხოლოდ შენ მყვარებოდი დამეჯერებინა რომ შენ საუკეთესო მამა ხარ-სანდრო მამას მიუახლოვდა და თვალებში ჩასცქეროდა, ნაცრისფერ, უღიმღამო, უემოციო, ცივ უსიცოცხლო თვალებში -მთელი ოცდახუთი წელი ვცდილობდი ამ თვალებში სიყვარული დამენახა, მთელი ოცდახუთი წელი ველოდი რომ ოდესმე გულში ჩამიკრავდი, მთელი ეს წლები მამას ლოდინში გავატარე და მაიძულე დედას ლოდინშიც გამეტარებინა, მამობა არ გამიწიე და დედაც წამგლიჯე -ისეთი დაიღრიალა სანდრომ რომ აკაკი ადგილზე შეხტა მოულოდნელობისგან, სანდროს კი ცრემლები გადმოსცვივდა -არა შენ არ გეკუთვნის ეს ცრემლები! -დაუყვირა და უმალ შეიშრო -ეს ცრემლები დაკარგულ ბავშვობას ეკუთვნის, იმ ბავშვს ეკუთვნის ვისაც მშობლები გვერდით ყავდა და მაინც დედას და მამას ნატრობდა, იმ სანდროს ეკუთვნის რომელიც ობოლივით გაიზარდა საკუთარ სახლში საკუთარ მშობლებთან-სანდრომ მამამის თავი ჩაარტყა სახეში, აკაკიმ ტკივილისგან გაღიზიანებულმა სათვალე მოისროლა და ცხვირზე წაივლო ხელი -დღეიდან არ გაბედო ჩვენთან მოახლოება! არც ეცადო! არც იფიქრო- სანდრო მოტრიალდა დედას ხელი ჩაავლო რომელიც მის იკან იდგა და ცრემლებად იღვრებოდა -შენ რაიცი მე რისი გადატანა მომიწია-დაუყვირა მიმავალთ აკაკიმ -რაიცი მე რამდენი რამ გავიღე მსხვერპლად რომ ეს ყველაფერი გვქონოდა -სანდრო მიბრუნდა, მაკა კი ისევე გაიყინა ადგილზე როგორც იდგა, სანდროზე ხელჩაკიდებული. აკაკიმ ცხვირიდან სისხლი მოიწმინდა -მე ერთი ლოთი კაცის შვილი ვიყავი, დედას რომ სულ ამცირებდა და სცემდა, მე არ შემეძლო ამ ყველაფრის შეჩერება რადგან ძალა არ მქონდა, რომ გავიზარდე და მივხვდი ძალა მეყოფოდა დედას რომ ცემდა მივვარდი და იქამდე ვცემე სანამ გონება არ დაკარგა, მეცხრე კლასში ვიყავი დედა რომ მოკვდა, მეათეში მამა რომ მოკვდა...ობოლი ბიჭი შემიბრალეს და უნივერსიტეტში ჩამრიცხეს რადგან საუკეთესო მოსწავლე ვიყავი, გოგონა შემიყვარდა, ისე როგორც შენ გიყვარს მარიამი, ან უფრო მეტადაც, მაგრამ მან ზურგი მაქცია, დამამცირა ყველას თვალწინ მირთმეული ყვავილები სახეში მომაყარა და მიმითითა რო ჯერ ჯობდა დახეული ფეხსაცმელი შემეცვალა, მეყიდა ახალი და მერე ვარდები, იმ ვარდების ფულს მთელი კვირა ვაგროვებდი, მერე გავიცანი მაკა, საერთო მეგობრის წრეში, მივხვდი რომ მოვეწონე და ამით ვისარგებლე, მამაისსაც მივეწობე და უნივერსიტეტი რომ დავამთავრე თავისთან დამაწყებინა მუშაობა, მერე საზღვარგარეთ გამგზავნა, ეს დედაშენმა გააკეთა, რომ თათია დამეკარგა, და მართლა ვეღარ მივაგენი მის კვალს რომ ჩამოვედი, მაოძულეს რომ მათი მარიონეტი ვყოფილიყავი, რა მეჭამა იმასაც ესენი მიწყვეტავდნენ, ვერ მივხვდი როგორ დამიმორჩილეს, დედაშენი არასოდეს მყვარები, არც შევიყვარებ, არც მიცდია და არც მინდა ვცადო! იმიტომ რომ მუდამ მახსენებდა ვინ ვიყაბი და ვისი წყალობოთ ვიქეცი კაცად, ამიტომ შევიძულე და ვსჯიდი იმის გამო რომ მას ყველაფერი ქონდა ცხოვრებაში, მეკი მიაგან მქონდა ყველაფერი, ვსჯიდი რომ მის გარეშე ვერაფერს მივახწიე და მისით ვიყავი ის ვინც ვარ დღეს, მძულდა იმიტომ რომ ასე ძლიერ ვუყვარდი, მეკი არ შემეძლო მასავით მყვარებოდა, მძულდა იმიტომ რომ მშობლებმა ყველაფერი გაუკეთეს მას, მეკი მშობლებმა სიცოცხლე გამიწამეს -და დედას სჯიდი იმის გამო რომ შენ საკუთარი თავის ფლობა ვერ შეძელი, დედას მოსთხოვე პასუხი დაკარგული ბავშვობისთვოს, დედა დასაჯე ემიტომ რომ თათიამ ზურგი გაქცია და ის ვერ დაინახე რომ მისი დახმარებით გყავდა ოჯახი და გქონდა ყველაფერი -იცი რა გრძნობაა როცა ყველაფერი არაფერია?- დაუღრიალა აკაკიმ -ვიცი შენ მასწავლე- დაუღრინა სანდრომ -კმარა წავიდეთ აქედან-მაკა სანდროს დაებღაუჭა -წაეთრიეთ ჩემი სახლიდან-აყვირდა აკაკი -დედა აქამდე რატომ არ გაშორდი მამას-დედას მიუბრუნდა სანდრო -იმიყომ რომ მე არ ვაძლევდი უფლებას სწასულიყო -რატომ შენხომ ის გძულდა? -იმიტომ რომ მას სჭირდებოდა ის ვისაც დასჯიდა ყველა დანაშაულისთვის რაც ცხოვრებამ ჩაიდინა მისადმი-მაკამ ქმარს შეხედა და ზიზღის გრძნობამ ერთიანად დაურბინა სხეულში -წადით წაეთრიეთ უკვე არავინ მჭირდება-აკაკიმ ზურგიუკვე აქცია მათ და ოთახში შევიდა კარი კი მთელი ძალით მიიჯახუნა. მე ექიმმა საიმედო ვერაფერი მითხრა, რადგან ლუკას ძლინ ბევრი წამალი ქონდა დალეული და დიდიხანი იყო მოწამლულ მდგომარეობაში, -ძლიერი ორგანიზმი აქვს, იმედი არ გაკარგოთ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ-დამაიმედა ექიმმა -ასე რამდენხანს შეიძლება იყოს? -ზუსტად ვერ გეტყვით, საბედნიეროდ დროზე მოიყვანეთ და შევძელით მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება, მაგრამ ახლა მასზეა დამოკიდებული ყველაფერი, ვიმედოვნებ რომ გონს მოვა ექიმმა გამამხნევა და წავიდა. მე მისაღებში სავარძელზე დავჯექი ფეხებმოკეცილი და თავი სახელუტზე ჩამოვდე, ცრემლები მომეძალა, უკვე მეორეთ დალია წამლები, მაშინაც მე გადავარჩინე, სხვენში ვიპოვე, ჩემი სულელი ბიჭი, მშობლების უსულგულობის გამო ასეთ ნაბიჯებს დგამს, გონია რომ ამ სისულელით რამეს შეცვლის, სიკვდილი რომ გამოსავალი იყოს აქამდე მე დიდიხნოს დავიწყებული ვიქნებოდი. ტელეფონის ხმამ შემაკრთო -გისმენ დედა, ხომ გითხარი ბებოსთან ვართ და არ უნდა არც თქვენი ნახვა და არც ლაპარაკი, ხო მივხედავ, ხო დაგორეკავ თუ რამე დამჭირდა- ტელეფონი გავუთიშე და გამოვრთე საერთოდ,არავისთან ლაპარაკის თავი არ მქონდა, ბებოც გაფრთხილებული იყო რომ მასთან დარეკვისას ეთქვა რომ მასთან ვართ, თან არც მან იცოდა ლუკას ამბავი, მას ახვა რამ მოვატყუე, არ მქონდა მათი ვიშვიშის და ტირილის თავი, ერთი წამითაც არ ვუშვებდი იმას რომ ლუკას რამე დაემართებოდა, ამიტომ დავუმალე ეს ამბვი ყველას. სავარძალში მჯდომს ჩამეძინა, არვიცი რა დრო იყო რომ სასიამოვნო სითბო ვიგრძენი, მთელი სხეული გამითბა და დამეზარა გმოფხიზლება და ისევ მიმეძინა. სასიამოვნო სურნელმა გამაღვიძა და თვალები წვალებით გავახილე მივხვდი რომ ქურთუკი მეფარა და უცბათ გამოვფხიზლდი და ეს სურნელიც ამ ქურთუკიდან მოდიოდა, მიმოვიხედე და სანდრო დავინახე რომელიც მოშორებით სავარძელში იჯდა მძინარე,ავდექი და თავის ქურთუკი მივაფარე, მან უმალ თვალი გაახილა -გათენდა?-სახე დამანჭა და თვალები მოისრისა -როდის მოხვედი? -ვკითხე ინტერესით -სამისკე,შენ უკვე გეძინა -რატომ არ გამაღვიძე-ვკითხე თავ დახრილმა -არ მინდოდა შენი შეწუხება -ექიმს ვნახავ და მოვალ-ისე ვუთხარი რომ ისევ არ შემიხედია -თუ გაწუხებს ჩემი აქ ყოფნა წავალ,უბრალოდ არ მინდოდა მარტო დამეტოვებინე ღამე აქ-მითხრა მიბრუნებულს, მე გავჩერდი და ბევრი გიქრის მერე მოვბრუნდი -დარჩი-ამოვიდუდუნე და უცბათ მივბრუნდი, ექიმმა ისევ არაფერი მითხრა საიმედო და უკან აცრემლებული დავბრუნდი -ნუ ნერვიულობ, რადგან გადარჩა გამოვა მდგომარეობიდან,ძლიერი ბიჭია -სხვა რამეზე ფიქრიც არ მინდა -ხოდა ნუ იფიქრებ-გაეღიმა და მიბრუნადა, მერე მობრუნდა, რაღაცის თქმა დააპირა, აშკარად გადაიფიქრა ხელი ჩაიქნია და მიბრუნდა,მაგრამ ვერ წავიდა და ისევ მობრუნდა -ყავას ხომ არ დალევ? მე უნდა ჩავიდე დავლიო და ვიფიქრე რომ შეიძლება შენც დალიო და თუარ, მოკლეთ წამოხვალ შენც? -ჩამოაყალიბა როგორც იქნა -წამოვალ -ჩავიდუდუნე და წინ წავედი -შენებს რატომ არ აგებინებ? -არ მაქვს მათი თავი, რომ გამოვა მდგომარეობიდან მერე ვეტყვი ყველაფერს -მე მგონია რომ უნდა იცოდნენ, მარტომ რატომ უნდა გადაიტანო ეს ტკივილი, უფლება მიეცი მათაც იგრძნონ პასუხისმგებლობა -დამიჯერე ბრაზის გარდა ვერაფერს იგრძნობენ-შევხედე და ცრემლებ მორეულმა გზა განვაგრძე. კაფეში ერთმანეთის პირისპირ დავჯექით და ხმას არცერთი ვიღებდით -მარიამ დედაშენი როგორი დედაა? -მისმა კითხვამ გამაკვირვა და დამაბნია კიდეც -დედაჩემი, მკაცრი და ამაყი ქალია-თქვა ღიმილით, რადგან დაბნეულობა შემატყო აშკარად -რა პრობლემაც არ უნდა ქონდეს არაფერს ამბობს, გულში იხვევს, ცივია, იშვიათად თუ გაიმეტებდა თბილ სიტყვას, ჩახუტება ხო ზესმეტია, ამიტომ სახლში მყავს ორი ძაღლი და სამი კატა, მათ ვეთამაშები ვეფერები-სიცილი აუტყდა - ბევრ ადამიანს ჯობიან, ბევრზე ერთგულები და თბილები არიან -შემომხედა უცნაურად და გაეცინა -მეგონა მარტო მე გიყვარდი -არვიცი ეს რატომ ვუთხარი, სახე შეეცვალა, აშკარად გავაოცე და სიცილი აუტყდა მეკი გავწითლდი ბრაზისგან -ძლიან ეგოისტი ხარ-მითხრა სერიოზულად და ისევ სიცილი აუტყდა ჩემს შემოხედვაზე -გეყოფა გართობა-გავბრაზდი მე -არ მეგონა საერთოდ თუ გიყვარდა ვინმე ან რამე გამიკვირდა -ვუთხარი ესეთი ტონით რომ ისევ გავაღიზიანე და მხრები ავიჩეჩე -ხანდახან მინდა რომ მოგკლა-ჩაიდუდუნა ჩემს გასაგონათ -მიკიდევ სულ მინდა -ისედაც ყოველდღე მკლავ შენი სიცივით-სახე მოეღუშა, ყავა დალია ისე რომ ხმა აღარ ამოგვიღია, მე კი ვიჯექი ერთ ადგილას მიყინული და მას ვუყურებდი თვალებში -მე წავედი თუ რამე დაგჭირდება დამირეკე -წამოდგა ფეხზე -მაგრამ ვიცი რომ ქვეყანა რომ დაიქცეს ამას არ იზავ და დახმარებას არ მთხოვ -ფული დაყარა მაგიდაზე და წავიდა. რაღაც ჩამწყდა გულში, ალბათ მივხვდი რომ ჩემი აგრესიით და უხეშობით გულს ვტკენდი და ზადმეტად მკარად ვექცეოდი მას ვისაც გულწრფელად ვუყბარდი. თორნიკე საავადმყოფოდან გაიქცა დის საძებნელად, რათქმაუნდა ვერ იპოვა და ამ ნერვიულობამ საერთოდ დაასუსტა, ღამე კი გონი დაკარგა და ქათიმ საავადმყოფოში წაიყვანა, ექიმებმა ქალს საყვესურები დააყარეს -ქალბატონო თქვენს ვაჟს ტვინის შერყევა აქვს გადატანილი წასვლის ნება როგორ მიეცით? არ დამიჯერა -შეიძლება სერიოზული გართულებები მოყვეს დაელაპარაკეთ ხვალ და უთხარით რომ თუ არ დაგვიჯერებს მასზე პასუხისმგებლობა მოვიხსნოთ . დილით ლიკა რომ დაინახა თორნიკემ ლამის გაგიჟდა ადგომას აპირებდა მაგრამ ქეთიმ უბრძანა -ადგილზე დარჩი-თორნიმე დაემორჩილა დედას და დას მიაჩერდა -რამე ხომარ დაგიშავეს იმ არაკაცებმა? -არა არაფერი-თავი დახარა ლიკამ -არ დამიმალო-წამოენთო თორნიკე -არფერი დაუშავებიათ, ზედმეტად არავინ შემხებია, უბრალოდ ძალიან შემეშინდა -როგორ მოხდა მომოყევი ყველაფერი -სკოლიდან რომ მოვდიოდი მანქანა მოვარდა ორნი გადმოვიდნენ და ჩამტენეს, ცოტახანს იარეს და საწყობში შემიყვანეს და ოთახში შემაგდეს, ხელფეხი იმიტომ შემიკრეს ტელეფონით ვიდეო რომ გადაეღოთ, მერე კი გამიშვეს ისევ, ღამე წამომიყვანეს, სულ ესააა რაც შემიძლია გითხრა -მარიამის დასაშანტაჟებლად გააკეთეს ეს-აყვირდა ქეთი-შენც ხომ იცი რომ ეს ასეა, ის ბიჭი გადაეკიდა და არ მოასვენებს, შენკი იმ გოგოს არეშვები, ვერ შეიგნე რომ სახიფათია ეს ყველაფერი, შენთვისაც და შენი ოჯახისთვისაც, შეეშვი იმ გოგოს, რას გადაეკიდე მისგამო ღიირს ამხელა მსხვერპლი? ნუთუ ჩვენი სიცოცხლე მისი სიყვარულის სანაცვლოდ გიღირს -დედა მორჩი -შენ დას შეეხნენ იმ გოგოს გამო, გგონია ამით დამთავრდება ყველაფერი? გგონია ახლა უფლებას მოგქცემენ მასთან იყო? რადგან ამოწურეს ჩვენი ოჯახის წვალება? -დედა შემეშვი -შენ დაზე იფიქრე მე თუ არ განაღვლებ, პატარა გოგო არ დაინდეს და ჩვენ დაგვინდობენ? -შენ გგონია ყველაფერს ასე დავტოვებ? -და რას აპირებ პრემიერ და მის შვილს დაუპირისპირდები? -აბა რას მთავაზობ არაკაცივით დავიმალო? -შენ გინდა მოგკლან ან ციხეში ამოგაყუდონ? -დედა მარიამი მიყვარს გესმის? მიყვარს -ეგ სიყვარული შენც გაგანადგურებს და მასაც, ეს გინდა? -მირჩევნია მოვკვდე ვიდრე ვინმეს დავუთმო მისი თავი გესმის? -და ამ შენს სიყვარულს შენი და და დედა უნდა შესწირო?- თორნიკე დადუმდა და ხმა ღარ ამოუღია, იცოდა დედა მართალი რომ იყო მაგრამ ვერც მარიამზე იტყოდა უარს, ამიტომ გადაწყვიტა რომ დაეცადა და შესაბამის დროს ემოქმედა. გოგას ძალიან გაუკვირდა სანდრო სახლში რომ მიადგა და დაბნეულმა შინშეიპატიჟა -ცალკე უნდა დაგელაპარაკოთ-თათიას შეხედა სანდრომ და გოგას ისე უთხრა -კარგი-გოგა კაბინეტში შეუძღვა, თათია კართან დადგა და სმენად გადაიქცა -ერთს გეტყვით მხოლოდ, უნდა გადადგეთ -არ შემიძლია -გოგა დაფრთხა და სავარძლიდან წამოხტა -მისმინეთ ეს უნდა გააკეთოთ -სანდრო შვილო წადი გთხოვ -გოგა -თათია შევარდა კაბინეტში გოგა ისე შეშინდა რომ შეხტა -რა ხდება?-ძლივს ამოიღო ხმა -საბუთები მოიტანეს -თათიამ მაგიდაზე დაუყარა, გოგამ ისე დახედა თითქოს ატომურ ბომბს უყურებდა -შეიძლება ვიკითხო რა საბუთებია? -გოგამ და თათიამ ერთმანეთს შეხედეს და ორივეს შიში დაეწერა სახეზე, მათ ეგონათ სანდრო მამამისმა გამოგზავნა იმის გადასამოწმებლად მოაწერდა თუარა გოგა ხელს საბუთებს, იმ საბუთებს რომელიც უეჭველად გაანადგურებდა არა მარტო მის კარიერას არამედ პიროვნებას, ეს ის საბუთები იყო რომლითაც იგი მსოფლიო ბანკიდან მოითხოვდა სახელმწიფოს სახელით კრედიტს სამი მილიარდის ოდენობით, ყალბი პროექტის განსახორციელებლად, რომელიც სახელმწუფო დანაშაული იყო და ამისთვის უეჭველად უმკაცრესად დასჯიდნენ, ამის გაკეთება აკაკიმ მოსთხოვა, რადგან მას არც შესაბამისი ცოდნა ქონდა და არც საბუთებთან წვდომა, მანვე შეაგროვა ყველა საბუთი და უთხრა გამოგიგზავნი და ხელი მოაწერე რომ გადავგზავნოო თუ ამას არ გააკეთებდა ციხეში ჩასმით დაემუქრა, ამირომ დაფრთხა ორივე როცა სანდრო დაინახეს მერე კი საბუთები მიიღეს -სანდრო შვილო -გოგას ხმა ჩაუწყდა და იატაკზე უგონოდ დაეცა, თათიამ კივილი მორთო სანდრო ისე დაიბნა არ იცოდა რეომლისთვის მიეხედა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.