შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქორწილო კაბა (5 თავი)


16-10-2019, 09:08
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 047

მანქანას გიჟივით მიაქროლებდა ცარიელ ტრასაზე მაგრამ რატომღაც შიშის გრძნობა არ გამჩენია, იმისმიუხედავად რომ სისწრაფე არ მიყვარს, ორივე ჩუმად ვისხედით კარგახანს
-სად უნდა წავიდეთ ის მაინც მითხარი-მკითხა ისე რომ ჩემსკენ არ მობრუნებულა
-წყნეთში-ჩავიბურტყუნე და მას შევხედე, რატომღაც მომინდა რომ შემეხედა, სულ ერთი წამით და უმალ მკითხა
-ასე რატომ მიყურებ?-მაინც არ გამოუხედია ჩემსკენ და რატომღაც გავბრაზდი, ალბათ მივეჩვიე მის მარადიულ თაყვანისმცემლობას,
-გეჩვენება-ვუთხარი უხეშათ და საქარე მინას გავუშტერე თვალი, კარგახანს ხმა არ ამოუღია, ეტყობა ცდილობდა რომ გადაეხარშა ჩემი ნათქვამი, მე ფიქრმა წამიღო, მასზე ფიქრმა, იმაზე ფიქრმა რომ ის მილიონერი პრემიერმინისტრის შვილია, რომ აქვს ყველაფერი რაც უნდა და როცა უნდა, აქვს იმხელა გავლენა მის ოჯახს რომ ჩვენს ოჯახზე ზეწოლით ცდილობენ რომ მე სანდროსი გავხდე, ყველა გზა გადაგვიჭრეს და თავს მოგვახვიეს თავიაანთი ძალაუფლება, რომლის დემონსტრირებითაც ცდილობენ ჩემს დამორჩილებას, და ამიტომაც მძულს ისინი, სანდროც და მისი ოჯახიც ძლუფლებით და გავლენით სარგებლობენ და კუთხეში მიიმწყვდიეს ჩემი ოჯახი, და მე მაიძულებენ ოჯახის გამო ვიყო სანდროსთან, თორნიკე? თორნიმე ვინაა მათთან? ერთი უბრალო ბიჭია, დედის და დის მეტი არავინ ყავს და ბანკის ოპერატორია, ამიტომაა რომ ჩემი ოჯახი უფლებას არ მაძლევს ვიყო მასთან ვისთანაც ბედნიერი ვარ, და მაიძულებენ ფულისს გამო ვიყო მასთან ვინც არ მიყვარს...
-რაზე ფიქრობ?-სანდროს ხმამ შემაკრთო და დამაბნია
-არაფერზე-ვუთხარი არეული ხმით
-ფიქრი კარგია, შეგიძლია იყო იქ სადაც გინდა და ვისთან ერთადაც გინდა და შეგიძლია სულ ცოტახნით მაინც იყო ბედნიერი... ჩემს ფიქრებში მუდამ შენ ხარ, ყველგან შენხარ, სულ ჩემთან ხარ, მაგრამ ეს არაა საკმარისი!-შემომხედა და გაეცინა, მე კი დავიძაბე, ძალიან ავღელდი, -ეს არ კმარა ჩემთვის, ბედნიერებისთვის! -ისევ მე მიყურებდა დ შიგადაშიგ ტრასასაც გახედავდა ხოლმე, მე ისევ საქარე მინას მივჩერებოდი, ხმას ვერ ვიღებდი -ნეტა ასე ძლიერ არ შემყვარებოდი-თქვა დაღვრემილმა და ახლა კი შევხედე და თვალი გავუსწორე
-ეს სიყვარული კიარა აკვიატებაა -მივახლე ემოციებით გაბრუებულს და მის სახეს დავაკვირდი რომელიც უმალ აიჭრა და აირია
-ჯანდაბა ამის დედაც-ისე დაიღრიალა რომ შევხტი მოულოდნელობისგან, მკვეთრი დმუხრუჭებისგამო კი თავით შევასკდი კარის ჩარჩოს და უმალ გადმოვხტი მანქანიდან და ფეხით გავაგრძელე გზა
-მარიამ-უკან მომდევდა სანდრო-მაპტიე არ მინდოდა შენთვის რამის ტკენა-რომ არ გავჩერდი და გზას განვაგრძობდი მკლავში მტაცა ხელი და თავისკენ მიმატრიალა უხეშათ, მე თავი ვერშევიმგრე და შევასკდი მის გახირებულ სხეულს ,თავისუფალი ხელი შუბლზე მედო ისევ
-მაჩვენე-ხელი ჩამომაწავინა და სისხლი რომ შენიშნა მაშინვე მაკოცა ნატკენზე, მე დავფრთხი და უკან დავიხიე, ხელი გამიშვა და მწარედ გაეცინა
-ჩემი გეშინია?-მაჯებში წამვლო ხელი და თავისკენ მომქაჩა -გეშინია? მიპასუხე!-იღრიალა ჩემს დუმილზე, მე შიშის ბრაზის თუ უსუსურობისგან ცრემლები მომაწვა და ხმას ვერ ვიღებდი, არმინდოდა მისგამო მეტირა -გგონია რამეს დაგიშავებ? გგონია ძალით შეგეხები? გგონია რომ ამას გავაკეთებ? მე ეს ყოველთვის შემიძლია გავაკეთო, ყოველთვის მეყოფა ძალა იმაზე რომ შენ ჩემი გახდე, მაგრამ ამას არასოდეს ვიზავ, არასოდეს გაიძულებ გახდე ჩემი, ძალას არ გამოვიყენებ იმიტომ კი არა რომ თავმოყვარეობას ვერ გადავაბიჯებ იმიტომ რომ ძლიან მიყვარხარ, იმიტომ რომ მე შენი სულიც მიიყვარს და მინდა შენ გახდე ჩემი და არა მე დაგიჩემო-ყვიროდა გაგოჟებული, მთელი ამ დროის მანძილზე რაც არ უთქვია და უკეთებია ახლა ამოხეთქა ერთად ყველაფერმა, ვიდექი და ვუყურებდი მის გაგიჟებას და არვიცოდი რა მექნა ან მეთქვა რომ დამეშოშმინებინა, ასეთი სანდრო არასოდეს მინახავს, ჩემს ყველა უხეშობას და გამოხტომას ატარებდა ჩუმათ და ღიმილით დღეს ახლა ამ წამს გაგიჟდა უბრალოდ, -კიდევ რა უნდა გავაკეთო რომ გაიგო როგორ მიყვარხარ !რა გინდა რომ გვაკეთო? ვიცი ასე რატომ მექცევი, ვიცი ის ნაბიჭ...რომ გიყვარს, დარწმუნებული ვარ რომ ასეა, ასე ამიტო. მექცევი, მაგრამ იცოდე არც ჩემი არ იქნები და არც სხვისი, უფლებას არ მოგცემ სხვასთან იყო ბედნიერი-იღრიალა ბოლოს და მანქანისკენ წავიდა, მე ერთ ადგილას მიყინული ვიდექი და მის თვითოეულ მოძრაობას ვაკვირდებოდი დაძაბული, მანქანის ცხვირს მიეყრდნო და სიგარეტი ამოიღო, კარგა ხნის წვალების მერე მოუკიდა აკანკალებული თითებით, რამდენიმე ღერი რომ მოწია დამშვიდდა
-წავედით-ისე გამომძახა თითქოს არაფერი მომხდარა, მე ადგილიდან არ დავძრულვარ ამიტომ მანქანა მომაყენა ფეხებთან და კარი გააღო ისე რომ საჭედან არ ამდგარა
-დაჯდები თუ ჩაგტენო წეღანდელივით?-გამომხედა ღია კარში
-შემეშვი-დავუღრინე და კარი მივუჯახუნე, სანდრო გადმოვიდა მანქანიდნ და ისევ გააღო კარი
-დაჯექი-მიმითითა მკაცრი ტონით წინა სავარძელზე, მე ისევ კარი მივუჯახუნე და ამღვრეულ თვალებში ჩავაცქერდი -შენს მოტაცებას არ ვაპირებ ნუ გეშინია-ირონია გაერია ხმაში -ისე კარგი იდეაა მაგრამ შენ რა გაგიძლებს მენანება ჩემი თავი-თქვა სიცილით და კარი გააღო ძალით შემაგდო წინ სავარძელზე და საჭეს მიუჯდა, მე დაბნეული მივჩერებოდი მას -ზუსტი მისამართი მჭირდრბა-ამის მეტი არაფერი უთქვამს საერთოდ,მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია, ვისხედით ჩუმად გაზღიზიანებულები და დაძაბულები. სახლთან რომ მივედით სადაც ვფიქრობდი რომ ლუკა უნდა ყოფილიყო, გული ამიჩქარდა და ავფორიაქდი, მითუმეტეს ეზოს კარი ღია დაგვიხვდა და სახლისაც შეღებული რის გამოც სანდრომ იარაღი გააძრო და პირველი შევიდა ჩაბნელებულ სახლში, მე შიშმა ამიტანა, მაგრამ გარეთ დარჩენას სანდროსთან ყოფნა ვარჩიე და მას მივყვებოდი ფეხდაფეხ, ეს სახლი ბებოს ძმას ეკუთნოდა რომელიც სომხეთში ცხოვრობდა ოჯახით და აქეთ წლებია არ ყოფილან, ლუკა ადრეც აქ დაიმალა, მამამ რომ სცემა პირველად... მეორე სართულზე ავედით ფეხაკრეფით და ოთახების თვალიერება დავიწყეთ როცა ერთერთ ოთახში ლუკას გადავაწყდით, რომელიც უგონო მდგომარეობაში იატაკზე იყო გაშხლართული ავკივლდი.
აკაკი პირველი შევიდა სახლში და მართას მიაჩეჩა მოსაცმელი
-ვისკი კაბინეტში ყინულით-მოუგდო სიტყვა მსახურს და შეიკეტა კაბინეტის კარი
-მეც მართა-მაკამ თავისი ნივთებიც შეაჩეჩა ქალს და კაბინეტში შევიდა
-რა გინდა?-სახე დაებრიცა აკაკის -შემეშვი რა
-იმ ოჯახს რატო გადაეკიდე? -მაკა თავზე წამოადგა სავარძელში მჯდომს
-სანდროს გამო გადავეკიდე-განნუმარტა დეტალურად
-არა მატყუებ-იყვირა მაკამ -სხვა მიზანი გაქვს, ვიცი, სანდრო კარგი მიზეზია თავის გასამართლებლად
-გაეთრიე აქედან-დაიღრიალა მწყობრიდან გამოსულმა ცოლს
-ხომარ გავიწყდება რომ რაც გაქ მამაჩემის წყალობით გაქვს-უკივლა მაკამ -მამაჩემი რომ არა ესევ საწყობის ყარაული იქნებოდი-ამ სიყტვების გაგონებისთანავე წამოვარდა აკაკი მაკას ეცა და დააჯანჯღარა
-არ დამვიწყებია!არც დამავიწყდება რადგან თქვენ უფლებას არ მომცემთ დავივიწყო! სულ ყოველ დღე ყოველ წამს ამას არ მახსენებთ მამა თუ შვილი?!
-ცოლადაც ამიტომ მომოყვანე, ფულის გამო ასე არაა? -ახედა მაკამ ქმარს აცრემლიანებულიბ თვალებით -არასოდეს გყვარებივარ ვიცი-აკაკიმ ხელი გაუშვა და სავარძელში დაჯდა -მხოლოდ ფულის და ძალაუფლებისგამო გადადგი ეს ნაბიჯი, მეკი მიყვარდი, სიგიჟემდე შემიყვარდი და შენ ამით ისარგებლე
-შეწყვიტე საკმარისია
-არაა საკმარისი- მაკამ მოწოლილი ცრემლების შეჩერება სცადა მაგრამ ნაინც გადმოსცვივდა -მე სულ გელოდი, ველოდი იმ დღეს როცა შემამჩნევდი, იმის მიუხედავად რომ შენი ცოლი ვიყავი, მაინც ვერ მხედავდი, ვერ მამაჩნევდი, არ მიმჩნევდი, მე კი ისიც მყოფნიდა ბედნიერებისთვის რონ ერთ სახლში ვცხოვრობდით-მაკამ ცრემლები მოიწმინდა და კაკუნზე კარი გააღო, მართას ვისკის ორივე ჭიქა ააცალა სინიდან და დალია
-გადი-უყვირა აკაკიმ დაბნეულ ქალს
-სანდროს გინდა ცოლათ ის მოაყვაინო ვინც უნდა მას, გინდა შენსავით უბედური არ იყვეს, არ გინდა დაიტანჯოს შენსავით უსიყვარულოთ არა? არ გინდა მასთან დაბერდეს შენსავით ვინც არ ეყვარება, იცი საკუთარი გამოცდილებით რა ძნელი იცხოვრო ქალთან რომელიც ფეხებზე გკიდია-ამოიტირა მაკამ და ჭიქა კედელს შეახეთქა -გინდა რომ შენსავით უბედური არ იყვეს-იკივლა მაკამ და მაგიდიდან ნივთები გსდმოყარა, დაფეთებული აკაკი ფეხზე წამოვარდა
-გაგიჟდი?-იყვირა ცოლს და დააჯანჯღარა
-მას უყურებდი და თვალები გიბრწყინავდა, დავინახე რა ბედნიერი იყავი, შენს თვალებში სითბი და სიყვარული დავინახე,
-რას ბოდავ
-ის ქალი გიყვარს, გოგას ცოლი...-მაკას სახეში გაარტყა წონასწორობა დაკარგულმა აკაკიმ, ქალს ისტერიული სიცილი აიტყდა.
სანდრო მარიამის გვერდით იჯდა საავადმყოფოში და ექიმის გამოსვლას ელოდა როცა მისი ტელეფონი აწკრიალდა ტელეფონს რომ დახედა გაუკვირდა მსახურის ნომერი რომ დაეწერა და სწრაფათ უპასუხა
-გისმენ მართა დეიდა
-სანდრო შვილო სწრაფად მოდი სახლში, მაკამ დალია და ცოტა შეკამათდნენე ის და მამაშენი
-კარგი მოვდივარ
-მარიამ სასწრაფოთ უნდა წავიდე მაგრამ როგორცკი შევძლებ მოვალ
-წადი-მხრები აიჩეჩა მარიამმა
-რამე ხომარ გინდა?
-არა წადი-სანდრო სწრაფი ნაბიჯით დაეშვა კიბეზე და უმალ საჭეს მიუჯდა.
სახლში შევარდა აფორიაქებული და ყველაფერი რომ დალეწილი დახვდა გული აუჩქარდა მღელვარებისგან
-ხო თათიას გამო იქცევი ასე- მოესმა დედამისის კივილი -ის ქალი გიყვარს და ცდილობ ის ოჯახი კუთხეში მიიმწყვდი,რომ ის ქალი დაიმორჩილო და არა მარიამი, ამას შენგამო აკეთებ და არ შვილის გამო-ამ სიტყვების გაგონებაზე სანდრო გაოგნდა და რამდენიმე წამს ასე იდგა ვერ იჯერებდა მოსმენილს რომ მამამისი ასე მარიამის დედის ხელში ჩასაგდებად რომ იქცევა და არ მისგამო



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

საინტერესოა, მაგრამ პატარაა და უფრო მალ-მალე რომ დებდე, უკეთესია. ვიცი, ზოგჯერ მუზა მიფრინავს, მაგრამ ჩვენც დაგვინდე ???????? წარმატებეი და ველი ახალ თავს

საინტერესოა, მაგრამ პატარაა და უფრო მალ-მალე რომ დებდე, უკეთესია. ვიცი, ზოგჯერ მუზა მიფრინავს, მაგრამ ჩვენც დაგვინდე ???????? წარმატებები და ველი ახალ თავს

 


№2  offline მოდერი ნეაკო

ყველას დიდ მადლობას გიხდით დადებითი ემოციების გამოხატვისა და კომენტარებისთვის

ძალიან მამხნევებთ და ძალას მმატებთ დადებითი ემოციებით

სტუმარი მაკო
საინტერესოა, მაგრამ პატარაა და უფრო მალ-მალე რომ დებდე, უკეთესია. ვიცი, ზოგჯერ მუზა მიფრინავს, მაგრამ ჩვენც დაგვინდე ???????? წარმატებეი და ველი ახალ თავს

საინტერესოა, მაგრამ პატარაა და უფრო მალ-მალე რომ დებდე, უკეთესია. ვიცი, ზოგჯერ მუზა მიფრინავს, მაგრამ ჩვენც დაგვინდე ???????? წარმატებები და ველი ახალ თავს

ვეცდები მალე დავდო ხოლმე ახალი თავები, მიხარია ძალიან რომ მოგეწონათ

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

Აი თურმე რა ხდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent