შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირობა მეორე ნაწილი 1თავი


18-10-2019, 14:12
ავტორი LurjTvala demoni
ნანახია 1 301

- ხომ გეუბნებოდი შეურიგდი- თქო? შერიგებოდი ახლა აქ ხომ არ იქნებოდი?
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
- გავიგე დაიჭირესო.
- რას ამბობ მართლა?
- ხო. მეგობარს გაჭირვებაში ხომ არ მივატოვებდი?
- მე არ ვარ შენი მეგობარი.
- მე ვარ.
- არ მჭირდება შენი მეგობრობა. სულ მალე ისედაც გამოვალ.
- ცხრა წელში.
- უფრო ნაკლებში.
- დარწმუნებული ხარ? უკვე ორი წელია აქ ხარ.
- არაუშავს.
- შეიცვალე.
- კარგისკენ თუ ცუდისკენ? _ რკინის მაგიდას თავი ჩამოადო.
- ცუდისკენ. ის გოგო ბარში, რომ გავიცანი ახლა აქ არ არის. მის სხეულში ვიღაც უსუსური ჩასახლებულა.მისი თვალები ადრე სიყვარულით ანათებდა, ახლა კი იქ სიცარიელეა. ამაყი გოგოს ნაცვლად უსუსური საბრალო გახდი. რომელიც ვიღაცის დახმარებას ელოდება, თუმცა ის ვიღაც მის დახმარებას არც კი სცდილობს. ის კაცი ახლა, რომ პრეზიდენტის სავარძელში ზის, შენი დამსახურებით ის არ დაგეხმარება.
- შენ რა იცი? _ თავი არც კი აუწევია ისე ეუბნება.
- მამაჩემს ჩემზე კარგად არავინ იცნობს.
- ცდები._ ცრემლი ჩამოუგორდა გოგოს. თავი წამოსწია, ხელის გულით შეიმშრალა და ამაყად გაიღიმა. - მე ჩადუნელი ვარ და არავის დახმარება არ მჭირდება, მითუმეტეს პრეზიდენტის. მის დახმარებას არც ველი.
- დღეს მივემგზავრები.
- ძალიან კარგი, იმედი მაქვს ვეღარასოდეს გნახავ.
- საერთოდ არ მოგწონვარ?
- უნდა მომწონდე?
- იმედი მქონდა.
- სულ ტყუილად. _ ფეხზე წამოდგა ბიჭი, გასასვლელად მოემზადა. წამით შეჩერდა, საბოლოოდ შეათვალიერა დარო, გაუღიმა.
- სიმართლე გითხრა ძალიან მომენატრები.
- მე არა.
- მიყვარხარ. _ კარი გამოაღო და სანამ ჩადუნელი მის სიტყვებს გაანალიზებდა, იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა.
- ყოჩაღ დაო. _ უკნიდან მოესმა მაშოს ხმა. - გახსოვს ჩემი სიტყვები? გაგაფრთხილე, მაგრამ არ დამიჯერე. ეს სწორედ ის ბიჭია ვისზეც გეუბნებოდი.
- სიყვარულზე აღარასოდეს დამელაპარაკო, სწორედ მან მიმიყვანა ამ მდგომარეობამდე.
- შენ ერეკლე არასოდეს გყვარებია. სად არის ახლა ის? როგორც კი დაგიჭირეს ქვეყნიდან წავიდა. რატომ? რომ ყვარებოდი დარჩებოდა, მაგრამ არა. წავიდა შორს, შენსგან შორს.


ორი წლის წინ წინ.

- დარო შენს წინააღმდეგ სარჩელი შემოიტანეს. _ დაკითხვის ოთახში მყოფს თავზე ადგება იკა. - იმ კრუელას მკვლელობაში გადანაშაულებენ.
- მე მოვკალი იკა. ამ იარაღით მოვკალი. _ ჩანთიდან იარაღი ამოიღო და წინ დაუდო. - შეგიძლია დამაპატიმრო, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. არც გაქცევას ვაპირებ. ხომ იცი? გაქცევა არ მჩვევია. კრუელა მე მოვკალი, შანსი, რომ მქონდეს ისევ მოვკლავდი, ყოველ დღე მოვკლავდი.
- მე დაგეხმარები.
- როგორ? შენ დაიბრალებ. არა იკუშ, ის მე მოვკალი და მე დავისჯები. შენ ნიკას მიხედე, წადი მასთან.
- დარო ხვდები, რომ ყველანი შენგან შორს გაუშვი? სულ მარტო დარჩი. შენს გვერდით აღარავინ აღარ არის. ყველანი მოიშორე, ასე არ შეიძლება. მე არ მივატოვებ ჩემს ერთადერთ მეგობარს გასაჭირში. რომც გამაგდო მაინც დავრჩები, არსად წავალ დარო. ვიბრძოლებ, შენს გადასარჩენად ბოლომდე ვიბრძოლებ. არსად წავალ, სიცოცხლის ბოლომდე შენთან დავრჩები.
- იკუშ დაიტანჯები, ჩემს გვერდით ყველანი იტანჯებიან. შენც დაიტანჯები მეგობარო. შენ ყველანაირი უფლება გაქვს, წახვიდე. შეიყვარე იკუშ, ვინმე შეიყვარე. ოჯახი შექმენი, შვილები იყოლიე. შენ ამას იმსახურებ, მაშოს გაუხარდება. _ ცრემლიანი თვალები მიანათა ბიჭს.
- არ შემიძლია. მაშოს გარდა არავის შეყვარება არ შემიძლია. ხოლოდ მაშო, სხვა არავინ მჭირდება. შენ სჯობს დაფიქრდე და გადაწყვიტო, ვინ გინდა დაგიცვას სასამართლო პროცესზე.
- არავინ არ მჭირდება. თავის დაცვას არც ვაპორებ.
- დარო.
- არანაირი დარო, თავს არ დავიცავ.



- ცხრა წელი? ღადაობთ ხო? დეიდაჩემი იმ ნაბი***რი კრუელას მკელობის, გამო ცხრა წელი უნდა იჯდეს? არა, რა ეს რაღაც აფსურდია. დარო ამას არ გააკეთებდა, არ აღიარებდა. თავს დაიცავდა. რაღაცას მოიმოქმედებდა, მაგრამ მან სხვა რაღაც ჩაიფიქრა. ის თავს ისჯის, იტანჯავს. დედას გამო აკეთებს ამას. ის ჯერ კიდევ საკუთარ თავს ადანაშაულებს. ჰგონია თუ ციხეში იქნება, ამით მაშოს სიკვდილის გამო დაისჯება. ის თავს კრუელას გამო არ ისჯის, ამით მაშოს წინაშე ვალს იხდის. თუმცა ვერ ხვდება ამით რამხელა შეცდომას უშვებს. მამა იღონე რამე დარო იქედან უნდა გამოვიყვანოთ. _ წინ და უკან მოუსვენრად დადის ნიკა.
- ყველაფერი გავაკეთე შვილო. ვინ არ ჩავრიე, მაგრამ ვერაფერს ვერ გავხდი.
- ჯანდაბა ამის დედაც. დეიდაჩემი იქ საბოლოოთ გაგიჟდება.


- დარო რას გავხარ?
- არაფერია იკუშ. აბაზანაში ფეხი ამიცდა.
- მაბოლებ? ვიმ გცემა მითხარი?
- არაფერია. უბრალოთ დავეცი.
- დარო.
- იკუშ უნდა გესმოდეს, მე ყოფილი ადვოკატი ვარ. ციხეში და ციხის გარეთ უამრავი მტერი მყავს, მაგრამ აქ უფრო მეტი. _ იღიმის და მოტეხილ ხელზე ხელს ისვამს.- აქ უამრავლესობა ჩემი წყალობით მოხვდა, ახლა კი სამაგიეროს გადახდა უნდათ.
- დარო ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მოგკლან, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
- ნუ ნერვიულობ, არაფერი მოხდება. რასაც დასთესავ იმას მოიმკი. მითხარი შენ როგორ ხარ? ნიკო როგორ არის?
- კარგად არის. შენზე ძალიან ნერვიულობს, ძალიან გაიზარდა და შეიცვალა. ჩამოსვლა უნდა, მაგრამ არ ვაძლევ უფლებას.
- არა, არა. _ წამოიყვირა გოგომ. - იყოს იქ. აქ არ ჩამოვიდეს, საშიშია.
- ყველას ძალიან გვენატრები.
- მეც, მეც ძალიან მენატრებით, მაგრამ. შვიდი წელიც და გამოვალ.

ოთხი წლის შემდეგ.
- როგორი სიამაყით და სიყვარულით ამბობდი. მე დარო ვარ ლაშხი ადვოკატი. მიდი ახლაც თქვი, თუ აღარ ამაყობ? სასამართლო პროცესზე შენი წესებით თამაშობდი, მაგრამ ეს ის ადგილია სადაც შენი წესები არ ჭრის.
- საუკეთესო გადაწყვეტილება იყო შენი აქ გამოკეტვა. შენს ნაბი****ან ერთად. ხო მართლა ის სად არის? წაგართვეს? ძალიან მიხარია.
- შენ მე უსამართლოდ მომექეცი.
- ნუ მაცინებ. _ ფეხზე წამოდგა გოგო. - შენ ის მიიღე რაც დაიმსახურე. რა გეგონა ახალგაზრდა ბიჭის სიკვდილი შეგრჩებოდა? ნაბი****ბს რაც ეკუთვნით სწორებ ის მიიღე შენც.
- მოკეტე ბ**ო. _ ხელი მოუქნია გოგოს. თავის შეკავება ვერ მოახერხა, საწოლის კუთხეს თავი ჩამოარტყა და ძირს დავარდა. - თქვი, მოდი თქვი. თქვი როგორც ყოლევთვის ამბობდი. _ თმებში წვდა ჩადუნელს.
- მე დარო ჩადუნელი ვარ ადვოკატი, ბ**ო. _ სახეში შაფურთხა გოგოს.
- შენ ნაბი**** ი ხარ. ლაშხო. _ მარჯვენა მხარეს თვალის ოდნავ ქვემოთ დანა ჩამოუსვა გოგოს. - აი ვინ ხარ შენ სინამდვილეში. ერთი უსისური ნაბო**** რომელიც ყოველთვის უდანაშაულოებს სჯიდა. ახლა კი შენი დრო მოვიდა, ნუ გექნება იმედი, რომ აქედან გახვალ. შენ აქ დალპები, როგორც ლეში.


- რა დაგემართა?
- არაფერი.
- ეს რა შრამია აბა? შენით გაიკეთე?
- ხომ მითხარი მივდივარო? მეგონა ვეღარასოდეს გნახავდი.
- მომენატრე. მინდოდა მენახე და გამეგო როგორ ხარ?
- მშვენივრად.
- რა დაგემართა?
- არაფერი. ყველაფერი იმაზე კარგად არის ვიდრე საჭიროა.
- შემიძლია რამით შენი დახმარება?
- მხოლოდ იმით დამეხმარები, თუ თავს ჩემგან შორს დაიჭერ. არ მინდა კიდევ ვინმეს შევუქმნა საფრთხე ჩემი არსებობით.
- შენ არასოდეს გახდები საშიში ჩემთვის.
- არასოდეს სთქვა არასოდეს.
- ეს შენთვის არის. _ წერილი მიაწოდა გოგოს. - მისგან. _ თავდახრილი ამბობს.
- კარგი. _ იღიმის. - ველოდი.

- მაპატიე ვერ დაგიცავი, ვერ გაპატიე. არა შენ კი არა, ჩემს თავს ვერ ვაპატიე. ჩემი არაკაცური საქციელი. შენ ყველაფერს კარგს იმსახურებ, მაგრამ ამისთვის არ იბრძვი. ყოველთვის დაბრკოლობებს ეძებ. მაპატიე ახლა მაქ, რომ არ ვარ. მაპატიე, რომ ასეთი არაკ**ი ვარ. მაპატიე, რომ გვერდით არ დაგიდექი. ჩემი შენდამი სიყვარულის მიუხედავად მე მაინც წავედი. იბრძოლე დარო, იბრძოლე ნიკას გამო, დედას გამო, დაროს გამო და რაც მთავარია შენი თავის გამო. შენ იმსახურებ იყო ბედნიერი, მაგრამ ჩემთან ვერ იქნები. მე ვერ მოგცემ იმ ყოველივეს რასაც შენ იმსახურებ. ჩვენ ერთად დავიტანჯებით. მიყვარხარ დარ. ამას არასოდეს გატყუებდი, არასოდეს მომიტყუებია შენთვის ჩემი სიყვარულის შესახებ. შენ ხარ ქალი რომელიც მაბედნიერებს, მაგრამ მაინც უარი ვთქვი შენზე, იმის გამო, რომ შემეშინდა. ხო მშიშარა ვარ, მშიშარა ნაბი***რი რომელსაც სიყვარულის და რაც მთავარია შენი შეეშინდა.









№1 სტუმარი მარუსაა

ძაან მაგარიაა ❤ გააგრძელე რაა

 


№2  offline მოდერი LurjTvala demoni

მარუსაა
ძაან მაგარიაა ❤ გააგრძელე რაა


რა თქმა უნდა ❤️

 


№3  offline წევრი naniko mindia

Kairgi istoria rodis dadeb axals? ????
--------------------
lomidze

 


№4  offline მოდერი LurjTvala demoni

naniko mindia
Kairgi istoria rodis dadeb axals? ????


მუზას ველოდები :დდ ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამ

შეემდეეგ თაავს როდიის დადებთ დამაინტერესაა ამ მოთხრობაამ

 


№6  offline მოდერი LurjTvala demoni

სტუმარი მარიამ
შეემდეეგ თაავს როდიის დადებთ დამაინტერესაა ამ მოთხრობაამ


ისტორიას სამწუხაროდ ჯერ-კერობით ვერ ვაგრძელებ. დაწერილი, გამზადებული დასადებად Ძველ ტელეფონში Ჩარჩა ეომელიც გამიტყდა. იმედია ოდესმე დავდებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent