რომ არა შენ... VII
ძველ რუტინას დაუბრუნდა დადვანი. თორმეტის ნახევარზე, სახლიდან გავიდა და ბექას დაურეკა. დილიდან თავის ტკივილი არ ასვენებდა, მაგრამ ცდილობდა ყურადღება არ მიექცია. შენობაში შევიდა თუ არა მაშინვე მიიქცია ყველას ყურადღება, ამაყად გაუყვა დერეფანს, -გამარჯობა, ბატონი ბექა კაბინეტში გელოდება, შეგიძლია შეხვიდე. - მოკედ და უხეშად უთხრა მასთან მისულმა გოგონამ, როგორც ჩანს ასისტენტი იყო, ევას უნდოდა მალე შეესრულებინა მისი მოვალეობა და სახლში წასულიყო, ამიტომ ყურადღება აღარ მიაქცია, პირდაპირ ბექასთან შევიდა. -ოჰ, რა დიდებული ქალბატონი გვეწვია. - ხარბად აათვალიერა გოგონა. რომელსაც სულ არ აინტერესებდა მისი კომპლიმენტები. -გამარჯობა, როგორც ვხედავ მიცნობთ. -როგორც მითხრეს, არაჩვეულებრივი ხართ. -კარგი იქნება საქმეზე თუ ვისაუბრებთ. მაპატიეთ, მაგრამ ამდენი დრო არ მაქვს. -კარგი, მაგრამ თქვენობით მიმართვები აღარ არის საჭირო. -ვწუხვარ, მაგრამ ვერ შევთანხმდებით. სამსახურში, სამსახურეობრივი მოვალეობის გარდა არაფერს ვასრულებ, მითუმეტეს უფროსის შემოთავაზებებს. - ძალით გაუღიმა და ისევ დასერიოზულდა. -გასაგებია, ჩამოჯექით. - თავი დამცირებულად იგრძნო ბატომნა ბექამ, შემდეგ კი ბრაზი მოერია. საქმის დეტალებს განიხილავდნენ და გამოსავალისათვის ალტერნატიულ გზებზე მსჯელობდნენ, როცა ევას ტელეფონმა დარეკა. ტელეფონს დახედა და უცხო ნომრის დანახვაზე ზარის ხმა გამორთო. -გავაგრძელოთ. - უთხრა უკვე „უფროსს“. ტელეფონი კი რეკვას არ წყვეტდა. -დაახლოებით ვიცით როგორც მოვაგვარებთ ამ პრობლემას, - ფეხზე წამოდგა ევა, - უცებ დერეფანში ხმაური გაისმა. -რა ხდება? -ბექა ევასთან მივიდა და დერეფანს გახედა. დათოს დანახვაზე ორივეს ფერი ეცვალა, ბექას ჯერ გული აუჩქარდა, მერე სახეზე გაფითრდა, მაგრამ ნერვიულობის დასამალად ირონიულად იღიმოდა, ოთახში შემოვარდნილი დავითი პირდაპირ ბექასთან მივარდა. -დათო, გაჩერდი. - ბიჭის გამოწევას ცდილობდა, მაგრამ ამ ჯორს როგორ მოერეოდა ერთი ციცქნა ევა. -შე ნა******, როგორ ბედავ. - დათო ღრიალს და გინებას არ წყვეტდა. ბექა კი მისი ღიმილით კიდევ უფრო აღიზიანებდა. ბექას საყელოში ჩაავლო ხელი და მაგიდას მიახეთქა. -გეფიცები, ჩემი ხელით მოგკლავ. დაგახრჩობ... -დათო დამშვიდდი. - კიდევ უფრო უშლიდა ნერვებს, ბექას ღლიცინი. -შენი ... კიდევ ხმას იღებ შე ს*** ? არაკაცო, დამპალო ნაძირალა... -დავიღალე, ამას ვეღარ ავიტან... - ევამ სკამს ფეხი დაარტყა, ჩანთა აიღო და ოთახიდან გავიდა. -რაიყო დათო კიდევ გოგონების გამო ჩხუბობ? უსიტყვოდ დაარტყა მუშტი სახეში და შეაგინა, თავს ვეღარ იკავებდა და მის ცემას არ წყვეტდა, ბოლოს დაცვა შემოვიდა და ძლივს მოაშორესსაცოდავს დათო, ოთახიდან გამოიყვანეს, - ხელები გაწიეთ. - ხელი აუქნია ბიჭებს და ბექას გახედა, ის იდიოტი კიდევ იცინოდა. -ავადმყოფი. - თქვა დათომ და დინჯად წავიდა გასასვლელისკენ. გაბრაზებული ევა ტაქსის მოლოდინში კიდევ უფრო გაცოფებულიყო. შენობიდან სამ მეტრში იდგა და თავისთვის ლაპარაკობდა, უფრო სწორად ილანძღებოდა. -დეგენერატი, როგორ მოვიდა, რატომ მოვიდა. რა უნდა? ამხელა აყლაყუდაა და ტვინი საერთოდ არ აქვს?! -ევა. მკაცრი ტონი და ნაცნობი ხმა მოესმა და პირდაპირ წავიდა, ჩქარი ნაბიჯებით გაუყვა ტროტუარს და ყურადღება არ მიაქცია ბიჭს. -ევა. გაჩერდი. ახლა უფრო გაბრაზებული და ბოხი ხმა, რომ გაიგო გოგოს ფეხები გაეყინა და საბრალო სახით დაელოდა მომავალ ქარიშხალს, დიდი ჭექა-ქუხილით. -შენ არ გესმის, რომ გეძახი? - მკლავზე მოუჭირა და შემოატრიალა. -რა გინდა? -ეს შენ რა გინდა? ვერ ვხვდები რის მიღწევას ცდილობ. -დათო შენ რა გააფრინე? გაგიჟდი? რა გააკეთე ხვდები? კაცს იმის გამო ეჩხუბე, რომ ვიღაც გოგო მივიდა მასთან სამუშაოდ? -ვიღაც გოგო, რომ მისულიყო არ მივიდოდი. და მე შენ გაგაფრთხლე, რომ არ მისულიყავი მასთან, გითხარი, რომ არ არის ნორმალური. ეგ ადამიანი ავადმყოფია. ევა გაგონილით ერთდროულად ნასიამოვნები და დაბლეული დარჩა, მაგრამ ეცადა არ შეემჩნია. -შენ რა იცი დათო. შენ საიდან იცი რომ ავადმყოფია. -ჩემი ნახევარძმაა. - გამწარებულმა დათომ თავი ვეღარ შეიკავა და იყვირა. ხელები კი ჰაერში აიქნია. -რაა? -ჰოო, ახლა გაიგე? შენ ხომ ყოველთვის ყველაფერი კარგად იცი, ხომ არავის არაფერს არ უჯერებ. მიდი მაინც შენი გააკეთე. ყველა არაფრად ჩააგდე და როგორც შენ თვლი სწორად ისე მოიქეცი. - დათოს თვალებში ცეცხლი ელავდა, ასეთს პირველად ხედავდა გოგო, შეშინებული ევას დანახვაზე, გული შეეკუმშა ბიჭს, მაგრამ უკან ვერ დაიხევდა. -მე შენი რჩევა გავითავისე. - ამოილუღლუღა და მერე საკუთარ თავზე გაბრაზდა. არ იცოდა რა ეთქვა და პირველი რაც გაიფიქრა ის უთხრა. -მაპატიე, რომ გიყვირე. - ბოხი ხმითა და შეუცვლელი ტონით უთხრა, შემდეგ კი მოტრიალდა და წამოვიდა. მანქანასთან მისულმა ევას გახედა, ხელები გადაეჯვარედინებინა და გზას უყურებდა. სულში სითბო ეღვრებოდა ასე გაბუტულს რომ ხედავდა, ეს გოგო გულში შეუძვრა და მთელ გულს დაეპატრონა. ისეთ რაღაცეებს აკეთებდა რაც მის ბობოქარ ხასიათს არ შეეფერებოდა, პატიება გოგოსთვის დიდი ხანია არ უთხოვია. მითუმეტეს როცა აფეთქებამდე გაბრაზებული იყო. -წამოდი, მე წაგიყვან. - წარბშეკრულმა უთხრა და მის პასუხს დაელოდა. -ტაქსი გამოვიძახე... -არაუშავს გააუქმებ. - მოკლედ მოუჭრა და მანქანაში დაჯდა. პირდაპირ თვალებში უყურებდა გოგოს, მის ასეთ მზერაზე დატუქსული ბავშვივით, მაგრამ მაინც ქალურად, ამაყად მივიდა მანქანასთან და დათოს გვერდით მოკალათდა. ღვედი გაიკეთა და უსიტყვოდ გაიხედა ფანჯარაში. ხარატი თავს ვეღარ იკავებდა, უნდოდა მისი სურნელი შეეგრძნო, მისით დამტკბარიყო, მაგრამ დაგროვილი ბრაზი მაინც თავისას შვებოდა. ნერვიც არ შეუტოკებია გოგოს, დათორკენ არც მოუხედავს, იცოდა, რომ ძალიან აწყენინა დათო, მაგრამ არ აღიარებდა. მისი ჯიუტი ქცევები, დათოს კიდევ და კიდევ ითრევდა მისი მორევისკენ. მთელი გზა დაძაბულობა იგრძნობოდა, მხოლოდ მისამართის გამო დაილაპარაკეს ისიც ორი სიტყვით. სახლთან მანქანა გააჩერა დათომ და გადმოვიდა. -რა ხდება? - ჰკითხა გაკვირვებულმა ევამ. -მამაშენი გვიყურებს. -ფანჯარას გახედა ბიჭმა, მერე ისევ ევას შეხედა -როგორ ფიქრობ არ იფიქრებს ვინ არისო? -მერე რა, ვეტყვი... -მე თვითონ ევა, ჩვენ კაცები უკეთესად გავიცნობთ ერთმანეთს. - არ დაასრულებინა გოგოს, თან შეეშინდა ბოლო სიტყვის, თან არ უნდოდა ყველაფრის ახლა გადაწყვეტა. -გამარჯობა. - სერიოზულიად და თავდაჯერებულად მიესალმა ბატონი თემური. -გამარჯობა, მე დავით ახვლედიანი ვარ. - კარებთან მივიდა ბიჭი და კაცს ხელი გაუწოდა. -შემოდი. - დათოს საქციელით კმაყოფილმა თემურმა სახლში შემოიპატიჟა სტუმარი. -მამა... -დაიწყო ევამ, მაგრამ მამის გამოხედვის შემდეგ სიტყვა აღარ უთქვამს. სახლში შევიდნენ, სასტუმრო ოთახში დასხდნენ და გაცნობა დაიწყეს. -ევა, შვილო ყავა მოგვიდუღე, თუ არ შეწუხდები. -კარგი. - უთხრა და ღიმილით გავიდა სამზარეულოში, თან შეუმჩნევლად ისმენდა მათ საუბარს. ყავის ჭიქები ლანგარზე დააწყო და ბუტბუტით წამოვიდა - ეს რას ნიშნავს ვერ გავიგე, რა საჭირო იყო... -მადლობა. - უთხრა დათომ ევას. დადვანი სკამზე ჩამოჯდა და ლანგარი კალთაზე დაიდო. იჯდა და აკონტროლებდა დათოს თითოეულ სიტყვას. მერე რაღაც უაზრო ლაპარაკი დაიწყეს და გაურკვევლობაში ჩავარდა. ბოლოს დათო წამოდგა. -მაპატიეთ, უნდა წავიდე, რაღაც საქმეები მაქვს. -კარგი, კარგი არაუშავს. -მე გავაცილებ. - თქვა ევამ და მამას თავის დაქნევის შემდეგ დათოს გაჰყვა. -ეს საუბარი რას ნიშნავდა? -იმას რასაც შენ ვერ მიხვდები. - კარებში მდგარ ევას გვერდი აუარა და ნელა გავიდა. გოგოს გულმა კიდევ უფრო სწრაფად დაიწყო ფეთქვა, სუნთქვა კი გაუჩერდა. დათომ ტუჩის კუთხე ჩატეხა და მანქანისკენ წავიდა. -ისუნთქე, ისუნთქე. - ჩუმად უთხრა და თეატრალურად აჩვენა როგორ ხდებოდა ეს. ევამ უსიტყვოდ დახურა კარი და მერე გაეღიმა. -მამა მე ცოტა ცუდად ვარ, ცოტა ხნით წამოვწვები. - უთხრა და ოთახისკენ წავიდა. -რა ხდება ევა? - წამოდაგა თემური. -არაფერი მა, უბრალოდ თავი მტკივა. ცოტა ხნით დავიძინებ და კარგად გავხდები. ლიზასა და გიორგის შორის სამწუხაროდ არაფერი იცვლება, რაც გოგოს ნამდვილად აღიზიანებს, ზოგჯერ გიორგიზე ბრაზდება, და ასეთ არეულობაში ერთმანეთს თავს არიდებენ. სახლში გვიან დაბრუნებული დათო, ფიზიკურად და ემოციურად დაღლილი სავარძელს მიესვენა. „-მინდა დავილაპარაკოთ.“ - შეტყობინება გაუგზავნა ევას და სავარძელს ზურგით მიეყრდნო. პასუხის მოლოდინში ტელეფონს თვალს არ აშორებდა. სამი წუთი სამ საუკუნედ გაიწელა... ევა სააბაზანოდან გამოვიდა და ტანსაცმელი ჩაიცვა, მერე საბუთები გადაათვალიერა, ბოლოს ტელლეფონი აიღო რაღაცის გადასამოწმებლად და შეტყობინების დანახვაზე რომელსაც -დათო- ეწერა, გულში რაღაცამ მაგრად გაჰკრა. „-ვეცდები დრო გამოვნახო.“ - მაინც გამოჰკრა კბილი. „-ნუ შეწუხდები, მე გამოგინახავ.“ -არ დააყოვნა დათომ. „-შენ?“ „-ჰო,“ „-სამსახური მაქვს ხვალ, ამიტომ ნუ დაიმედდები.“ ღრმად ამოისუნთქა ხარატმა და შუბლი დაიზილა. „-მართალი ხარ, დღეს ცოტა მოხვდა, წადი და კიდევ დავუმატებ.“ „გინდა გავიკითხავ კარგ ექიმს. ჩემი ნაცნობი ფსიქიატრიულში მუშაობს.“ „-ახლა გასაგებია. მე არ გამაცნო ეგ ნაცნობები კარგი? „ „გავიცინო?“ “-ახლა შენი ღიმილი დამანახა და რას არ გავაკეთებდი.“ -დათომ იცოდა, რომ ევა არაფერს უპასუხებდა, ამიტომ ტელეფონი გადადო, უკვე ფიქრებში გართულს ტელეფონის ხმა მოესმა, ზოზინით გახსნა ტელეფონი და ევას სახელის დანახვაზე ეს მთა კაცი ჩამოდნა. უცებ ჩაახველა და დასერიოზულდა. „-ვინ იცის იქნებ ნახო.“ - ხმამაღლა წაიკითხა და ჩაფიქრდა. მიხვდა, რომ ამ სიტყვებით გოგონა ბევრ რამეს გულისხმობდა. გონება დაძაბა... „-შენთან მოვდივარ.“ - მოსასხამი აიღო და კარი გადაკეტა. ჯიბიდან მანქანის გასაღები აიღო და მანქანაში ჩაჯდა. -კარგი რაა, ევა რა გინდოდა? ხომ იცი, რომ ვერ არის ეგ ადამიანი, რატომ იგდებ თავს ექსტრემალურ სიტუაციებში? - ოთახში სიარული დაიწყო გოგომ. -თემო. - უცებ წამოიყვირა. - თემო იმედია გძინავს. - ოთახიდან გავიდა და სახლი დაზვერა. მამას ოთახში მშვიდად ეძინა, ნიკა კი სახლში არ იყო. ამით ცოტა დამშვიდდა, მაგრამ მაინც ანერვიულებული იყო, მოზღვავებული ემოციებისგან ცახცახებდა. სანამ დათო სახლთან მოვიდოდა მანამდე გადაწყვიტა დაერეკა. -გისმენ, ევა. -დათო, სახლში ვერ შემოხვალ, - მოკლედ მოუჭრა - სახლთან ვერ ვისაუბრებთ... -მაშინ ცოტახნით გაგიტაცებ. -არ დაასრულებინა დადვანს, უთხრა და გაუთიშა. ფანჯარასთან იდგა და უკვე ჩაცმული ელოდებოდა დათოს გამოჩენას, როგორც კი დაინახა მისი მანქანა მაშინვე მიცუნცულდა კარებთან და ნელი, ჩუმი ნაბიჯებით გავიდა სახლიდან, მანქანაში სწრაფად ჩაჯდა და ღვედი შეიკრა. -წავედით. - უცებ უთხრა და დათოს დააკვირდა. -რანაირი ხარ, მაოცებ ევა, მაოცებ... -მანქანა დაქოქა და გზას გაუყვა. -მოიცა მოიცა, თმა სველი გაქვს? -ჰო, ცოტა ხანში გაშრება. -გაცივდები ევა, გაცივდები. მოდი ჩემთან წავიდეთ და... -არა. - ისე მკაცრად და კორექცულად უთხრა, ბიჭს ხმა აღარ ამოუღია. - სად მივდივართ? -სადაც შენ მოისურვებ. -მნიშვნელობა არ აქვს. -კარგი, მაშინ ასე ვისეირნოთ. ევას აღარაფერი უთქვამს. მოსალოდნელი საუბრისათვის უფრო კამათისთვის მოემზადა და ფანჯარაში უკმაყოფილოდ გაიხედა. -ევა არ მომწონს ეს სიტუაცია. - პირველი ნაბიჯი ისევ დათომ გადადგა და საუბარი დაიწყო. -მე შენი ქცევები არ მომწონს, ბოლო დროის. - დაამატა ბოლოს. -სულ რატომ ცდილობ აგრესია ჩემზე გადმოიტანო? შენი მწარე სიტყვებით რაღაცას ხელს აფარებ. შენი გაგება თანდათან უფრო მირთულდება. -მანქანა გააჩერე და ისე ვილაპარაკოთ. - უცებ დაიძაბა ევა. -გთხოვ. -კარგად ხარ? - დათოს გაუკვირდა ევას მშვიდი ტონი და თქოვნა მითუმეტეს. -კი. -უთხრა და სახეზე ხელები ჩამოისვა. -თუ ცუდად ხარ... -არა დათო, კარგად ვარ, ხომ გითხარი უკვე. უბრალოდ არ მიყვარს მანქანით ღამე სიარული. არ არის უსაფრთხო. -აი... აი რაშია პრობლემა. მე არ ვიცი შენ რა გიყვარს და რა არა. -მანქანა გააჩერა და ევას შეხედა. -ეს პრობლემა მარტო მე არ მეხება სხვათაშორის. -რაცარუნდა იყოს არცერთ ადამიანს არ მოეწონებოდა შენი საქციელი. -კარგი, დათო. -ბოლოს დანებდა დადვანი. - გავიგე, მართალი ხარ. ცუდად მოვიქეცი. -შენთვის რომ მასე გაეკეთებინათ თავს როგორ იგრძნობდი? -მაპატიე. - გვერდით გაიხედა დარცხვენილმა გოგომ. დათო კი ამაყად უყურებდა და მისდამი სიყვარულით კიდევ უფრო თვრებოდა. -ასე აღარ მომექცე კარგი. როგორც გინდა ისე გამაბრაზე, მაგრამ ასე არა. პატარა ბავშვივით თავი დაუქნია, მაგრამ მისკენ ისევ არ გაუხედავს. დათომ თავი ვეღარ შეიკავა და თმაზე მოეფერა... -იმ დამპალთან, რომ დაგინახე -გაჩერდა და ღრმად ჩაისუნთქა - მეგონა ადგილზე მოვკლავდი. -მაკვირვებ... ყოველ შენს მოქმედებაში ახალ დათოს აღმოვაჩენ, რაც მაკვირვებს... - ჩაფიქრებულმა შეხედა. -მინდა ყოველთვის ვუყურებდე ასეთ ღრმა თვალებს. გადაშლილი წიგნივით შემეძლოს მათი წაკითხვა და სიტყვების გარეშე გავიგო ყველაფერი. - თმიდან სახეზე გადაიტანა ხელი და ლოყაზე მოეფერა. ევა გატრუნული უსმენდა, მისი ხელის გულის სითბოს სადღაც სხვა სამყაროში გადაეყვანა. -ხვალ მაინც წავალ სამსახურში. - თვალებ დახუჭულმა და განაბულმა ამოიტიტინა უცებ ისე, რომ ნერვი არ შეტოკებია. დათო უყურებდა და აკვირდებოდა, ამჯერად უცებ აღარ აფეთქდა. -შემომხედე. -იძულებული ვარ წავიდე, ხომ გესმის... ხელი მოაშორა ევას და საჭეს დაარტყა -არ მესმის ევა. არ მინდა, რომ მესმოდეს. წამოდი და ჩემთან იმუშავე. -ასე გესმის არა?! ასე კითხულობ? - შედარებით ხმამაღლა დაიწყო საუბარი ევამ - კონტრაქტი იდიოტო, ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე და ამიტომ ვერ წამოვალ ასე უცებ, უმიზეზოდ. - ნაწყენი უყურებდა დათოს ისე, რომ თვალსაც არ ახამხამებდა. -ერთი მაგ კონტრაქტისიც რა. გაა***ს მისი კონტრაქტიანად. მაგის... - დათო რა გინდა? ვერ ვხვდები რა გინდა ბექასგან? -ბექასგან, არა **ისგან, მაგის სახელი აღარ მიხსენო იცოდე... -იცოდე, რა იცოდე რას გააკეთებ, -უკვე სასოწარკვეთილი უყურებდა გოგო და ემოციებს ვერ იკავებდა. -არაფერი არ გითხარი, არ გკითხე, ვიფიქრე რთული თემაა და თვითონ მომიყვება დროს მივცემ თქო. შენ კიდევ უარესად ამძაფრებ სიტუაციას. ბექას ისეთი არაფერი... -კიდე ბექაო, ბექაო, მაგის დედა შე***ი. - კიდევ დაარტყა მუშტი საჭეს და ევას შეხედა. -მაგ ნა****რმა ჩემი ქორწილის დღეს... - ვეღარ გააგრძელა თქმა და მანქანიდან გადმოვიდა. ევა დაიბნა და ნათქვამის მიხედვით ცდილობდა მომხდალის გაგებას. ბოლოს ისიც გადავიდა მანქანიდან და დათოსთან მივიდა. დათო აქეთ-იქით დადიოდა და სიგარეტს ეწეოდა. ევა მანქანას მიეყრდნო. დათოს უყურებდა და ცდილობდა სიტყვების შეკრებას და რამის თქმას. ხარატი ისევ იგინებოდა და გამწარებულს ძარღვები ეჭიმებოდა. -დათო... -ძლივს ამოღერღა დადვანმა, მაგრამ ბიჭი მაინც არ აქცევდა ყურადღებას. მასთან მივიდა და წინ აესვეტა. ხელებთ სახე დაუჭირა და თვალებში ჩახედა. - სცადე... -ცერა თითებით მოეფერა. - რაც არ უნდა გაეკეთებინა... -მასთან იწვა. - მოკლედ და პირდაპირ, განადგურებულმა, სრულიად უემოციოდ უთხრა. ევამ ამოიხვნეშა და ხარატი გულში ჩაიკრა. დევივით კაცი პატარა ბავშვივით გაიტრუნა გოგოს მკლავებში. ღრმად ისუნთქავდა მის სურნელს და მშვიდდებოდა. -არასდროს, არ დამავიწყდება. ოთახში ჩემი შერჩეული კაბა როგორ იყო მიგდებული. ევა მიღებული შოკისგან ხმას ვეღარ იღებდა. ეს ერთი ადამიანი ამდენს როგორ იტევდა... არ იცოდა რა უნდა ეთქვა, უნდა დაემშვიდებინა, გაემხნევებინა თუ... ჯერ კიდევ ხარშავდა მისი ტვინი მიღებულ ინფორმაციას. ასეთი დათოს დანახვაზე კი კიდევ უფრო იბნეოდა, ორი წუთის წინ კაცი ყველაფერს დაანგრევდა, ადამიანს მოკლავდა, ახლა კი მის მკლავებში უსუსური, მიჩუმებული და სულნატკენი იყო. ყველაფერთან ერთად სასწაულად მონატრებია ბიჭი, მიხვდა როგორი გამოფიტული და ცარიელი იყო მის გარეშე. მონატრებას გული ბურუსში გაეხვია და ვერ ხვდებოდა. თურმე რა აკლდა ამდენ ხანს... -დამშვიდდი, -თმაზე მოეფერა, გულში ჩაკრულს - უნდა გაუშვა. ასე ნაკლებად გაგიჭირდება. ოდესღაც უნდა დაასრულო. მე აქ ვარ. შენთან ვარ, გესმის?! - ძლივს დაალაგა სიტყვები. -ჩემი მალამო ხარ ევა დადვანო. - ნელა გაუშვა გოგოს ხელები და უკან დაიხია. -ჩემთან ხარ, - თვალებში ჩახედა - ჩემი ხარ. - ჩუმად ამოილაპარაკა და გაუღიმა, ევამ კი თვალები დახარა და დაიმორცხვა. -ასე, რომ აკეთებ თავს ვეღარ ვიკავებ გეფიცები, და მინდა, რომ... - დათო ისევ იღიმოდა და ახლოს მიდიოდა დადვანთან. -უკვე გვიანია. წავიდეთ. მამა, რომ მიხვდეს მომკლავს... - წელზე მოხვეული დათოს ხელები მოიშორა, ნერწყვი გადაყლაპა და უკან დაიხია. -არაუშავს ვეტყვი, რომ ჩემთან ერთად იყავი... - მაინც არ ნებდებოდა ბიჭი. -ერთჯერ გითხარი და წესით საკმარისი უნდა იყოს. -ხომ იცი, რომ მაინც ვერ გამექცევი, წადი ირბინე, ირბინე... ბოლოს მაინც ჩემთან მოირბენ. - დათო გამომწვევი ღიმილით მიდიოდა დადვანთან, ის კი კიდევ უფრო ღელავდა. - ეს უფრო მიწვევს. ამიტომ დანებდი ევა. -ნუ მებოდიალები რაღაცეებს. -როგორი გულმავიწყი ხარ გოგო. ასე არ შეიძლებაა... - მისი სუნთქვა ევას უღიტინებდა სახეზე. -დათო გაჩერდი. - რაც უფრო ახლოს მიდიოდა ბიჭი, უფრო უწყდებოდა ხმა დადვანს და სიტყვებიც კი ავიწყდებოდა. ხარატი დასწვდა მის ტუჩებს და გოგო ბოლომდე გადაიყვანა ჭკუიდან. კოსმოსში გაფრინდა ქალბატონი სიჯიუტე და მოსწყდა ამ სამყაროს. ისე ჩაიძირა სიამოვნების მორევში, რომ საერთოდ არ შეწინააღმდეგებია. სუნთქვააჩქარებულები მოშორდნენ ერთმანეთს, დათომ ევას ტუჩთან ახლოს მოწყვეტით აკოცა. მათი ცხვირები კიდევ ეხებოდნენ ერთმანეთს. დათომ შუბლი დაადო ევას და ღიმილით ამოილაპარაკა. - ახლა აღარ დაგავიწყდება ჩემო ქალბატონო. -შენ... -ამოიბუტბუტა ძლივს გამოფხიზლებულმა ევამ. -ისე კარგია თანდათან დაუშვი ფრთები. -საზიზღარო. - ტუჩის კუთხე ჩატეხა და ქვედატუჩი ოდნავ მოიკვნიტა. -კიდევ მიწვევ? - ჩვეული სერიოზული სახით შეხედა გოგოს. მისკენ გაწეულს მკერდზე ხელი დაადო ევამ და უკან გაწია. - წავედით. - კატეგორიულად უთხრა და მანქანაში დაჯდა. -გადამრევს ეს გოგო. -ჩაილაპარაკა და გაიღიმა. მთელი გზა არცერთს აღარ ამოუღია ხმა. შიგადაშიგ ევა გადაისვავდა თითებს ტუჩებზე, ეს კი არცერთჯერ არ გამორჩენია ხარატს. სახლთან გააჩერა ბიჭმა მანქანა. -ასე თუ გამშვიდებს, არ არის პრობლემა, ყოველდღე გამოვნახავ დროს... - ჩაიცინა დათომ. -ნწ, წნ, ნწ... ცანცარა. - ჩაილაპარაკა და მანქანიდან გადავიდა. უკან არც მოუხედავს, ნელ-ნელა, ჩუმად ავიდა ოთახში. ტანსაცმელი გამოიცვალა და საღამურები ჩაიცვა. საწოლზე ჩამოჯდა და ტელეფონს დახედა. -ძილინებისა. - უკვე მოწერილი დახვდა, ამაზე კი თბილად გაეღიმა და ისევ გადაისვა თითები ტუჩებზე. მერე თბილად მოკალათდა საწოლში და ფიქრებში გადაეშვა. ერთიდან მეორეზე ისე გადადიოდა თვითონაც უკვირდა, ბოლოს ტკბილად ჩაეძინა. მზის სხივები თვალებზე დასთამაშებდნენ, პირველად ინანა, რომ ღამის ფარდების გადაწევა დაავიწყდა. ცოტახნით საწოლში ინებივრა,ბოლოს უცებ წამოხტა და პენუარზე თხელი ხალათი მოისხა. იცოდა, რომ თემო გასული იქნებოდა მეგობრებთან, დღეს შაბათი იყო და შესაბამისად ნიკაც გაგუდული იქნებოდა საწოლში. რაღაც საუბრის ხმა კი შემოესმა, მაგრამ მაინც გააგრძელა გზა და დღეს უკვე მეორედ ინანა. სავარძელში მოკალათებული თემო და დათო მშვენივრად მუსაიფობდნენ. -ევა, კარგად ხარ? - სერიოზული ხმით ჰკითხა, უფრო უსაყვედურა მამამ. -დღეს შაბათია, და შენ ხომ მეგობრებ... -შუა ლაპარაკის დროს შენიშნა როგორ უყურებდა დათო და ხალათი შეიკრა. -ბატონო თემო ესეიგი წავიდეთ. - ჩვეულებრივად და უფრო მხიარულად გააგრძელა დათომ. -რათქმაუნდა. ახლავე მოსასხამს ავიღებ... - წამოდგა და ევასთან ახლოს მისულმა ისე შეხედა გოგო ადგილზე გაიყინა. თავდახრილი იდგა მანამ სანამ კარის დახურვის ხმა არ გაიგო. სამზარეულოში გავიდა და წყალი დალია. ჭიქა იქვე დატოვა გამოსულმა დათოს შეეფეთა. თემო უკვე გასული იყო და დათოც მას მიყვებოდა, მაგრამ გაჩერდა, ევასთან ახლოს მივიდა და ხალათი შეუსწორა -გიხდება. -ჩაიცინა და თვალი ჩაუკრა, მოწყვეტით აკოცა და ჩქარა გავიდა. P.s - მოკლედ, ჩემო კარგებო, როცა წერა დავიწყე, ყოველ თავში მთელი დღის ემოციებს ვდებდი. როცა დავიწყე ისტორიის კიდევ ერთხელ დდება არ მიფიქრია როგორ მიიღებდით და შეაფასებდით. სამწუხაროდ თქვენი პასიურობა მთრგუნავს. მეგონა ისეთივე ადვილი ინებოდა როგორც პირველი ისტორიის დროს. ძალიან მაკლია კრიტიკაც, შეფასებაც... მინდა რომ თქვენი აზრი გავიგო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.