შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების ხარჯზე... (12 თავი)


20-10-2019, 10:38
ავტორი naattii
ნანახია 1 787

სრულ არეულობას დაესადგურებინა მეორე განყოფილებაში. ოთახში გაშმაგებულ კაცს ვერავინ აკავებდა, შეშინებული დავითი კუთხეში მიმჯდარიყო და ჯერ კიდევ არეული სუნთქვის დალაგებას ცდილობდა. ერთი წლის წინ მორგებული გამბედავი კაცის სახე სადღაც გამქრალიყო და ახლა სანდროს დანახვისაც ეშინოდა.
-არ მოუშვათ, არ მომკლას მაგ შეჩვენებულმა არ მოუშვათ_ჩახლეჩილი ხმით გაიძახდა და ხველებას არ წყვეტდა ყურადღების მიქცევის მიზნით.
-მითხარი სად წაიყვანე, გეფიცები მაგ ენას ხელში დაგაკავებინებ თუარ მეტყვი, ილოცე არაფერი დაემართოს, ილოცე ისეთივე ვიპოვო როგორიც დავტოვე_თითს უქნევდა კაცს და კვლავ მისკენ ცდილობდა გაწევას.
-აქ რა ხდება?_ხმამაღლა დასჭექა ბოხმა ხმამ და ისე გადაკვეთა პატარა ოთახი წამიერად გააშეშა ყველა. კარებში განყოფილების უფროსი დაჩი თაბაგარი გამოჩნდა და წარბშეკრული დააკვირდა აღნიშნულ სიტუაციას.
-პრობლემა გვაქვს უფროსო_ჯერ კიდევ სანდროზე მოხვეულმა გამოსძახა გაბრიელმა.
-ჩემს კაბინეტში, სამივე_თავით კარისკენ ანიშნა და თავადაც გაქრა.
ტყუპებმა ერთად წაათრიეს სანდრო უფროსისკენ, კონსტანტინე ისევ დერეფანში მოჩანდა, ისევ ტელეფონზე იყო დაკიდებული და გვერდულად ანიშნა სანდროს ყველაფერს ვაკეთებო.
-რა მოხდა?_უფრო პატიმრის მიმართ იყო შეკითხვა დასმული.
-მის მეტი სოფიას არავინ მოიტაცებდა_თავი გადააქნია სანდრომ და სახე ხელებში ჩარგო.
-რატომ?
-შურისძიების გამო, იცოდა რომ გიორგის ......._წამიერად გაჩუმდა და ჩაფიქრებულმა ამოსწია სახე ხელებიდან.
-რა? ვინ გიორგი?_გაბრიელიც მაშინვე წამოადგა თავზე.
-არაფერი, ჩემს საქმეზე რა ხდება? არის რამე ახალი?_მოკუმული ტუჩებით გადახედა გამომძიებლებს და ლამის ოცნებად ექცა კონსტანტინეს ნახვა.
-ჯერ არაფერი, თუმცა შენი და ისეთი შემართებით ზის მალხაზთან..
-ჩემი და? ლილუ აქაა? არანორმალური ქალია_სიცილი აუტყდა სანდროს და საბოლოოდ გადაატანინა კაცებს ყურადღება. ახლა მთავარი იყო საჭირო ხალხი შემოეკრიბა.


ძლივს ადგამდა ლილუ ნაბიჯებს ისე მიიწევდა კომპიუტერების ოთახისკენ. კაკუნით შეაღო კარი და ეკრანზე მიშტერებული მალხაზი ჩახველებით გამოაფხიზლა.
-ოჰ, ყიფიანები მობრძანებულან, რით შემიძლია გემსახუროთ?_გაეღიმა კაცს გაბერილი ქალის დანახვაზე.
-სიმართლე რომ გითხრათ პირიქით, თქვენს დასახმარებლად მოვედი, მაპატიეთ რა, არ გეგონოთ არ გენდობით, უბრალოდ ვიცი როგორ მუშაობენ და სანდროსაც ყველაზე კარგად ვიცნობ, იქნებ რაღაც სხვაობა დავიჭიროთ.
-კი ბატონო, რადგან ყველა ასე ხართ ამ ბიჭის უდანაშაულობაში დარწმუნებული, მეც ძალიან მინდა რამე ამოვჩიჩქნო, მკვლელობის მიდეო ისე აქვთ მიწეპებული ვერ დავაცალკავე რომ სხვადასხვა დრო დავამტკიცო, ამიტომ ახლა მსახიობებს ვადარბ_წარბები აათამაშა კაცმა.
რამდენჯერმე უყურა ლილუმ გადახვევით კადრებს და უკვე ათასი პროცენტით დარწმუნდაძმის უდანაშაულობაში.
-ბატონო მალხაზ, არსებობს ისეთი პროგრამა სიმაღლის და წონის, ან რაიმე გარეგნულის გაზომვა რომ შევძლოთ?_თვალებ დაწვრილებული ლილუეკრანს მიშტერებოდა.
-არის, მაგრამ რამდენად იმუშავებს არ ვიცი, რატომ მეკითხები?
-აბა აქ ნახეთ, ფულს რომ იღებს სანდრო სეიფთან მასზე მაღლა დგას და ხელი თითქმის მკერდის ზომაზე აქვს აწეული, აი მეორე კი მკვლელობის შემდეგ რომ ჩაივლის იგივე სეიფთან აშკარააა დაბალია.
-აბა მოიცა, მალხაზიც მიჩოჩდა ქალთან, რამდენჯერმე გადაახვია, შემდეგ მეორე კომპიუტერთან მისრიალდა სკამით და ღილაკების კრებვით რაღაც პროგრამაში ჩააგდო აღნიშნული ვიდეო.
-ამ პროგრამაში გატარებას მოგვიანებით ვაპირებდი, ახლა კადრების დაცალკავებაზე ვწვალობდი, მაგრამ თუ შენი აღმოჩენა ამ პროგრამამაც განამტკიცა, აღარ დამჭირდება ზედმეტი წვალება_ ტაში შემოკრა და გახარებულ გოგოს გამოწვდილ ხელს თავისიც შეაგება.

გამოფხიზლების შემდეგ გიორგიმ ოთახიდან ნელა გაიყვანა სოფია, ისე ფრთხილად ექცეოდა გეგონებოდათ რამე დაუშავდებოდა ოდნავ მკაცრი მოქცევით. უფრო დიდ, ნათელ ოთახში გადაიყვანა და ბინდ შეპარულ ფანჯრებზე გაახედა.
-უკვე ღამდება საყვარელო, აქ ყველაფერი დასაწოლად მოემზადე_თვალების ჟუჟუნით აკოცა ლოყაზე და ოთახი დატოვა.
გაცოფებული მიტრიალდა საწოლისკენ და მასზე დადებულ კრემისფერ პენუარს მოკრა თვალი, საკმაოდ მოღეღილ გულ-მკერდზე თვალები გაუფართოვდა და ხალათის დანახვაზე სულ ოდნავ დამშვიდდა.
-დაწყნარდი სოფია, ახლა მთავარია დაფიქრდე, ჯანდაბა ვერ ვფიქრობ, ნეტა ბებო როგორაა, სანდრო მაინც იყოს გარეთ. არა, ის მკვლელი ნარკომანი აღარაფერში მჭირდება, თავადაც გავუმკლავდები_თავს მობილიზებისკენ შემოუძახა და მომხდარი გაანალიზა.
ფაქტია გიორგი გადამალვით გამოწვეულ ნერვულ აშლილობას განიცდიდა, გონებაში მოვლენები ჰქონდა არეული, თითოეულ გაფაჩუნებაზე ჩამაგრებულ იარაღს სტაცებდა ხელს, სოფიასაც ზედმეტად ნაზად ექცეოდა, ეს კარგიც იყო და ცუდიც. კარგი იმ მხრივ, რომ ტკბილი საუბრით შეძლებდა რაღაცეებზე დაეყოლიებინა, ცუდი კი ის იყო, რომ ოდნავ არასასურველ პასუხზეც წამში გაეყინებოდა გონება.
-საყვარელო, ვახშამი მზადაა_კარზე მოუკაკუნა ჯერ კიდევ ფიქრებში ჩაძირულ გოგოს და გვარიანადაც დააფრთხო.
-ახლავე_განაზებული ხმით დაუბრუნა პასუხი და ღრმად ამოისუნთქა.
მშვიდად ივახშმეს, გიორგი შორიდან უღიმოდა და ეფერებოდა, სოფია კი ლამის დაუღეჭავ ლუკმებს ძლივს ყლაპავდა და ყოველ წამს წყალს აყოლებდა გულზე არ დამეცესო. მშვიდად აალაგა გიორგიმ და ოთახისკენ წასულ გოგოს გაყვა.
-ვიცი ამ მომენტზე ძალიან ნერვიულობთ ხოლმე, მაგრამ დარწმუნებული იყავი არაფერს გატკენ_თბილად ჩაუჩურჩულა გოგოს მასზე აწეპებულმა და ხელები ზურგზე დაუსვა.
-აი ახლა დავიღუპე_ნერვიულად ჩაეცინა გულში სოფიას და ბიჭს ხელებით მიაწვა. -გიორგი, შენ ხომ გინდა ბედნიერი ვიყო?_ეშმაკობას მიმართა ისევ.
-რასაკვირველია, ეგ ყველაზე მეტად მინდა.
-მაშინ გთხოვ, დათქმულ პირობას ნუ დამარღვევინებ, ხატთან დავიფიცე, რომ არ ვიმრუშებდი და ჯვრისწერის გარეშე კაცთან სარეცელს არ გავიყოფდი, გთხოვ გამიგე_სახეზე მოეფერა ბიჭს ხელით და ლოცვა დაიწყო არ გაბრაზდესთქო.
-რა პრობლმაა საყვარელო, შენთვის ყველაფერს შევძლებ,_ღიმილით დაუქნია ბიჭმა თავი და ერთი ნაბიჯით დაიხია უკან, -ხვალვე ავიდეთ ტაძარში_თავისი ბედნიერი ღიმილით სოფიას ჩამოუნგრია იმედები.
-ხვაალ? ახლა ხომ შემოდგომაა?_გაკვირვებულმა ახედა გოგომ
-მერე რა?
-შენ რა არ გახსოვს? მე ხომ ყოველთვის ვიძახდი როგორ ვოცნებობდი გაზაფხულზე დაქორწინებაზე, არც კი გახსოვს_მოჩვენებითი ცრემლები გადმოყარა და ბიჭს გული აუჩუყა -შენ რა ჩემი ხათრით რამდენიმე თვეს ვერ დაიცდი? სულ რამდენიმეს?
-როგორ არა, როგორ დამავიყდა, კარგი საყვარელო, ისე იყოს როგორც შენ გინდა, აქ უზრუნველად ვიცხოვრებთ, ისე მიყვარხარ ჩემს სიყვარულთან რამდენიმე თვის ლოდინი არაფერია_ისევ ლოყაზე აკოცა და ტკბილი ძილის სურვილით დატოვა ოთახი.
-რა მსახიობს კარგავ საქართველოვ_სიმწრით ჩაიცინა სოფიამ და ლოგინსა და კედელს შორის ჩასრიალდა დაპატარავებული.

-ად არის ეს დედამოტ***** კაცი?_ადვოკატს გადახედა ვიტალიმ თვალების ბრიალით და თითქოს მერე შეამჩნია დასაკითხს ოთახში არსებული კამერები.
-არ მიაქციოთ ყურადღება, ადვოკატთან შეხვედრის ჩაწერის უფლება არ აქვთ_თვალი ჩაუკრა პირველმა და კარიც გაიღო. მეორე ადვოკატიც გამოჩნდა და და მთელი შეკვრა ფაილების მოათავსა მაგიდაზე.
-აი ბატონო ვიტალი, აბსოლიტურად ყველა მინდობილობა აქაა თავისი ხელმოწერებით, ნებართვებით, მოკლედ ყველაფერი.
-ანუ?
-ანუ თქვენ არაფერ შუაში ხართ და დიდი დიდი სამი საათი დაგვჭირდეს თქვენს აქედან გაყვანამდე.
-გასაგებია, იცოდეთ არცერთი ფურცელი არ უნდა მაკავშირებდეს მაგ იდიოტთან, ასე აშკარად როგორ მუშაობდა ეგ გამო***ბული.
-თავად რომ თქვას რამე?
-გამორიცხულია, ისე მყავს დაშინებული იცის, ერთი სიტყვაც და სამარეშია.
-კარგით, თუ რამე ბრძანება გექნებათ კიდევ აქ ვართ, ახლა მე თქვენს გაშვებაზე დაველაპარაკები უფროსობას, მამუკა კიდევ თქვენს დაკითხვას დაესწრება_მეორე ადვოკატს გდახედა და მის დასტურზე მაშინვე დაფაცურებული გავარდა გარეთ.


ჯერ კიდევ საუბრობდნენ დაჩის კაბინეტში და სამომავლო გეგმებს განიხილავდნენ დაუკაკუნებლად რომ შეიჭრა ვიღაც, წარბ შეკრულმა გადახედა უფროსმა დაუპატიჟებელ სტუმარს და წარბი აწია.
-მალხაზ ....
-მაპატიეთ ბატონო დაჩი, მაგრამ ეს სასწრაფოა_მაშინვე გადახედა ბიჭებს გამარჯვებული მზერით და თავისი კაბინეტისკენ ანიშნა.
-აბა ვნახოთ_წამოიმართა დაჩიც და ოთახისკენ გაყვა თანამშრომელს. გახარებული ლილუ ადგილზე ვერ ისვენებდა და უკვე მერამდენე მოვლით ტკივილს არ იმჩნევდა ვინ იცის.
-მოკლედ ბატონებო, პროგრამამ ოფიციალურად ცნო, რომ სეიფის ქურდი და ამ გურამის მკვლელი სხვადასხვაა_ამაყი სახი გაიშვირა ხელი ეკრანისკენ, სადაც ვიდეოზე სხვადასხვა მხარეს წასული ისრები, წონის აღმნიშვნელი გამოსახულებები და კიდევ ათასი რამ ციმციმებდა.
-შეიძლება ამის სასამართლოზე გამოყენება?
-რა თქმა უნდა, ამ პროგრამას უკვე წლებია ვიყენებთ, როდესაც განსხვავება ერთი ან ორი სანტიმეტრია პროკურორები ახერხებენ ჩაფარცხონ, მაგრამ მთელი შვიდი სანტიმეტრი გამორიცხულია შეცდომა იყოს, ჩათვალეთ სანდრო უკვე თავისუფალია_ხელი ჩაურტყა გახარებულ ლილუს, რომელიც ნელა წამოიმართა და ქმარს მოეხვია.
-რადგან ჩემი ძმა თავისუფალია, ესეიგი სიტუაცია უკეთაა და შემიძლია ვთქვა რომ მშობიარობა დამეწყო_წარბებ აწეულმა გადახედა გაშეშბულ ქმარს და გაეცინა.
-გაბრიელ, ბავშვი, მანქანა და საავადმყოფო.
-მაგრამ, ჯერ ხომ.... ლილუ რვა თვის ხარ._ხმა გაეყინა კაცს.
-ვიცი, არაუშავს ყველაფერი კარგად იქნება_იქეთ დაიწყო ქმრის დამშვიდება და მორიგი ტკივილი უკვე ჩუმად ვეღარ აიტანა. თითქოს ცოლის განწირულ ხმას ელოდაო, წამებში გამოფხიზლდა გაბრიელიც და ხელში აყვანილი წაიყვანა აკივლებული ქალი მანქანისკენ.
-არა იოანე, _უკან გამოყოლილი ძმა არ მიიკარა -ჯობია საქმე დაასრულო, სანდროს გათავისუფლება გააფორმე, ისინი დაკითხე და გამაგებინე_მაინც ვერ წყვეტდა სამსახურზე ფიქრს, თუმცა ბოლო სიტყვები უკვე გზაზე გასულმა გამოსძახა.

-ჩემი ტელეფონი და მანქანა_ხელები გაიწვდინა სუფთა ჰაერზე გამოსულმა სანდრომ.
-ისინი რას ამბობენ?_დაპატიმრებულებისკენ გაიხედა კონსტანტინემ.
-რასაც ველოდით, დავითს დან*რეული აქვს, ვიტალი კიდე ჩემსავეთ თავისუფალია, ყველაფერი დავითას შე*ენა.
-აბა რას იზამდა, თავი გადაირჩინოს და არ *იდია?
-შენ ახალი რა გაიგე?
-მგონი დავითა არაფერ შუაშია და მართლა იმ *იდარასტ გიორგის ყავს.
-ხოდა ილოცოს იმ საცოდავმა, რომ უკვე გამქრალი იყოს დედამიწიდან_ღვარძლიანად ჩაილაპარაკა სანდრომ და მაღალი სიჩქარით მოწყვიტა მანქანა ადგილს.



№1 სტუმარი სტუმარი gvantsa

ვაა საცოდავი გიორგი :)) დავითმა რაც დაიმსახურა იმას მიიღებს ,მაგრამ ვიტალის ციხიდან გამოსვლა არ მომწონს ????

 


№2 სტუმარი ზვუ

მოუთმემლად ველი ახალ თავსსსს

 


№3 სტუმარი სტუმარი gvantsa

ვაა საცოდავი გიორგი :)) დავითმა რაც დაიმსახურა იმას მიიღებს ,მაგრამ ვიტალის ციხიდან გამოსვლა არ მომწონს ????

 


ვიღაცების საქმე ცუდად არისო :) გიორგის და დავითას დაერხა :) მაგრამ არ მომწონს ის ვიტალი თავისუფალი რომ არუს, ეგ ბევრად საშიში კაცია, დავითი ერთი უბრალო პაიკია, დიდხანს სიცოცხლე არ უწერია მაგ საცოდავს, არც გიორგის, ამიტო სანამ დრო აქვს ჯობია სოფიო დააბრუნოს. სულელი გოგო ეგ სად გარბოდა რომ გარბოდა.
რვა თვისო და ჯერ ადრე არ არის ლილუს მშობიარობა? იმედია ყველაფერი მშვიდობით ჩაივლის და პატარა ყიფიანიც ჯანმრთელი იქნება ❤
არა რა უნდა ვთქვა, ვგიჟდები მე თაბაგარზე და მის ყოველ გამოჩენაზე❤

 


№5  offline წევრი წერო:)

არ მოუშვათ მაგ შეჩვენებული არ მომკლასოოო დდდდ აუ ცუდად ვარ დდდდ
დათიკუნა ბიჭოოო ვითომ კაცი ეს დდდდ

 


№6  offline მოდერი naattii

დიდი მადლობა მიხარია თუ მოგწონთ და ოდნავ მაინც გაგაცინეთ <3

 


№7 სტუმარი დვ

გიორგის ვუთანაგრძნობ მიუხედავად იმისა რო ღირსია რასაც მიიღებს :დ :დ

 


№8  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ყოჩაღ სოფიოს, რა ეკვიანურად იქცევა, ეს გოგო მე უფრო და უფრო მომწონს. დარწმუნებული ვარ ლილუს მშობიარობა კარგად ჩაივლის და სოფიოსაც მალე იპოვის სანდრო. მოკლედ ველი მომდევნო თავს ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent