ძმები (თავი 21)
ფანჯრიდან კარგად მოჩანდა როგორ ეპარებოდა ჰორიზონტს ნათელი ფრები, მზე ამოსასვლელად ემზადებოდა და იოლად ახერხებდა ღამე დაემარცხებინა, ხალხიც ნელნელა ეწყობოდა ახალი დღის დასაწყებად, ზოგ ბინაში უკვე ანთებულიყო შუქი და გარკვევით ჩანდა სამსახურის მზადებაში გართული ადამიანები. ექვსი საათიც მოსულიყო. ქალაქში ახალი დღე იწყებოდა ლილუს ბინაში კი სამარისებულ სიჩუმეს დაესადგურებინა. რამდენიმე წუთი დასჭირდა გაბრიელს გონდაკარგული ღაჩაღებისთვის ხელ-ბორკილები რომ დაედო. ამ დროის მანძილზე ლილუ ჩუმად უყურებდა თვალებში მის ძმას და თავს არწმუნებდა ხმა რომ ამოვიღო არ ამეტირებაო. მშობლების შემდეგ ერთადერთი ვინც ყავდა სანდრო იყო და მისგანაც ასეთი მწარე გაკვეთილი მიიღო. ეგონა ცხოვრებაში ვეღარავის ნდობას მოახერხებდა, თუმცა გაბრიელმა ეს აზრი შეაცვლევინა. ახლა კი მისი ცხოვრების დანგრევაში მთავარი დამნაშავე მის წინ იდგა, ის კი ჩუმად უყურებდა. -არ ჩამეხუტები?_როგორც იქნა დუმილი დაარღვია სტუმარმა და ისე არხეინად გაშალა ხელები ვითომ გამოქანებული დის ჩახუტებისთვის, რომ გაბრიელმაც კი წარბ აწეულმა ახედა. -აბა რას ვიზამ_კბილებში გამოცრა გოგომ და ისეთი დაჭიმული მუშტებით დაიძრა ადგილიდან მაშინვე მიხვდა გაბრიელი რაც მოხდებოდა. რამდენიმე წუთში იოანემ იარაღ მომარჯვებულმა შეაღო უკვე გატეხილი ბინის კარი, შეშინებულმა მოათვალიერა შესასვლელი და მაშინვე ფრთხილი ნაბიჯებით მისაღებისკენ წავიდა, საიდანაც კბენის, ქშენის, გლეჯვის, ლანძღვის და კიდევ ბევრნაირი ხმა ისმოდა. კართან მისული გაოცებული შედგა და დანახული სურთი იმდენად გაუკვირდა რა გაეკეთებინა უცებ ვერც მოიფიქრა. იატაკზე გაწოლილ მოხარხარე კაცს ზემოდან ლილუ შემოჯდომოდა, ფეხი დაეთრია კაცის და მთელ სხეულზე ხელებს და ფეხებს ერთნაირი სისწრაფით ურტყამდა, თან გამწარებულ გულზე საოცარ, განსხვავებულ ხმებს გამოსცემდა. მის ზემოდან ბიჭმა გაბრიელი გაარჩია, რომელიც მთელი ძალით ცდილობდა გოგო გაეკავებინა და ბიჭზე აეგლიჯა, თუმცა წარუმატებლად. -ღმერთო გადმოგვხედე_ნელა ჩაილაპარაკა იოანემ და ჯერ კიდევ თვალებ გაფართოებულმა განაგრძო ყურება. -გეყოს ლილუ მეღიტინება_ბოლო ხმაზე იცინოდა ქვემოთ მოყოლილი. -ღიტინი არა? შე დამპალო ნაბი*ვარო, ღიტინს მოგანატრებ, თუ ხვდები მაინც რა დამმართე. -როგორც ყოველთვის ყველაზე საინტერესო გამოვტოვე, არა?_იარაღი ბუდეში ჩაიდო იოანემ და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი განცვიფრებულმა ირგვლივ ბუზებივით დაყრილ გათიშულ-გაკოჭილ ნიღბიანებს, -ხალხო რა ჯანდაბა მოხდა თქვენთან? -რა აღარ მოხდა_როგორც იქნა მოახერხა გაბრიელმა ქალის აგლეჯვა ძმის სხეულიდან და წინ გადაუდგა ისევ რომ არ გაქანებულიყო. -ეს ...._ხელი უცხოსკენ გაიშვირა ბიჭმა, რომელიც უკვე ფეხზე წამომდგარიყო. -სანდრო, ლილუს ძმა_ხელი გამოუწოდა ბიჭმა. -ბიძიაც დაბრუნებულა_წყვილს შეავლო თვალი იოანემ და გამოწვდილ ხელს მზერა აარიდა. სრული ქაოსი დატრიალდა განყოფილებაში, ამდენი დაკავებული ერთად თითქმის არასდროს ყოლიათ, დაჩი ამაყი სახით უყურებდა ორივე ტყუპს, როცა ექვს დაკავებულს უკან მოყვნენ და გაკვირვებისგან წარბი ასწია, უკან კიდევ ერთი ბორკილებიანი პირი მოყვებოდათ, თითქოს ფოტოსურათებიდან ეცნო, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არიყო, თუმცა ლილუს სახე მშვენიერ საბუთს წარმოადგენდა. ლამის აპლოდისმენტებით შეხვდათ მთელი განყოფილება, მაგრამ მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო, ნაგაზი თავისუფლას დასეირნობდა, ქალაქში იმყოფებოდა და ახლა ორმაგად ენდომებოდა სამივეს მოშორება. -აბა? აქ რა გვაქვს?_საკნისკენ გააქნია თავი დაჩიმ და ტყუპები აათვალიერა, გაბრიელი საკმაოდ დაბეგვილი ჩანდა, რაზეც მისი მოძრაობისას შეჭმუხნული სახე მოწმობდა. -ეს ექვსი ნაგაზის კაცია, თითი ერთი საკნისკენ გაიშვირა გაბრიელმა -ის მეორე სანდროა, ლილუს ძმა. -სწორად მიფიქრია_თავი გადააქნია დაჩიმ, -რატომ დაიჭირე, გვაქვს ხელთ რამე? -ჩემს თვალწინ კაცი მოკლა. -გასაგებია, მაგრამ ხომ იცი იტყვის დავიცავიო და იქეთ მოითხოვს მადლობას, ისინი კი დაიწყებენ მტკიცებას სახლის გასაქურდად შევედითო და მორჩა. -ეგ ვივარაუდეთ უფროსო_იოანე ჩაერთო ამჯერად, -ამიტომ კარგად გავჩხრიკეთ და რამდენიმე ისეთი ნივთი აღმოვუჩინეთ რაც მხოლოდ გაქურდვას არ ჭირდება, თან მოველაარაკებით, იქნებ გათავისუფლების სანაცვლოდ რამე თქვან. -კარგი, ცოტა ხნით იყვნენ აქ , იფიქრონ კარგად, მანამდე მალხაზიმ თუ იპოვა რამე ის გავიგოთ_კაბინეტისკენ წავიდა თაბაგარი და ბიჭებიც გაიყოლა. ლილუ გაბრიელის ოთახში იჯდა და არეული ფიქრების დალაგებას ცდილობდა. ვერ ხვდებოდა სწორედ ახლა რას ნიშნავდა მისი ძმის დაბრუნება და ამ კითხვას გონებიდან ვერ იგდებდა. იქნებ ნაგაზმა გამოუშვა და სანაცვლოდ თავისუფლებას შეპირდა? იქნებ ამითი მოახერხა სიკვდილს გადარჩენილიყო? თუ მოხდა ის სასწაული რაზეც მუდამ ლოცულობდა და მისი ძმა გონს მოვიდა? ფაქტი ერთი იყო, სანამ რომელიმე ვარიანტში არ დარწმუნდებოდა, სანდროს ნდობა არ შეიძლებოდა. -შეიძლება ვნახო?_შემოსულ გაბრიელს გადახედა გოგომ -წესით რა თქმა უნდა არა, მაგრამ შენ ხომ გამომძიებლის შეყვარებული ხარ_წარბები აუთამაშა ბიჭმა. -ჰმ, რაღაც სასიამოვნოდ ჟღერს_დაძაბული მზერა შეანათა ლილუმ და გულზე მიეხუტა. -როგორ ხარ?_ხმას დაუწია გაბრიელმა -არ ვიცი, ეს ის მომენტია როცა არ ვიცი, მის გამო იმდენი რამ გადავიტანე, მაღლაფერიძეც რომ არ ვახსენო, სამ სიცოცხლეს ეყოფა ადამიანს, მაგრამ მეორე მხრივ ჩემი ძმაა, ერთადერთია ვინც დამრჩა, მის გარდა არავინ მყავს_სახე დამალა ბიჭის გაშლილ მკერდში. -ვიცი, რთულია მესმის, მაგრამ ხომ იცი ვერ ენდობი, არ მინდა ამას გეუბნებოდე, მაგრამ რაღაც საეჭვოდ ემთხვევა მისი გამოჩენა ნაგაზისას. რასაკვირველია ძმაა, ოჯახია, მაგრამ მინდა გახსოვდეს რომ მეც გყავარ, არასოდეს მიგატოვებ და ჩემი იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს_თავი ააწევინა გოგოს და მსუბუქად შეეხო ტუჩებზე. სახეზე ფერებით ცდილობდა მის დამშვიდებას. -ვიცი_მაინც შეძლო გაღიმება გოგომ და წინასწარი დაკავების საკნისკენ წავიდნენ. -ყველაფერი მზად არის_სიგარეტის კვამლში გახვეულ კაცს ძლივს მიწვდა ჩუმად ნათქვამი სიტყვები. მაშინვე წამოდგა და ოთახი დატოვა. ღიმილით გაემართა ცოტა მოშორებით მდგარი შენობისკენ და მოუთმენლად შეაღო კარები. უკუნით სიბნელეს მხოლოდ ერთი პატარა მოქანავე ნათურა ანათებდა, მის ქვეშ კი სკამზე მიებათ ახალგაზრდა ბიჭი. ტუჩი გახეთქვოდა,გატეხილი ცხვირიდან სისხლი ჯერ კიდევ წვეთავდა, მუცელში მიყენებული ჭრილობების გამო გასწორება უჭირდა, ცალი ხელი არაბუნებრივად ჩამოეგდო და მთელი ძალით ცდილობდა სიფხიზლე შეენარჩუნებინა. -მაშ ასეე_წინ დამდგარ სკამზე ჩამოჯდა კაცი, -მოყვები რა მოხდა? -არ ვიცი, გეფიცებით, მე მე ყველაფერი გავაკეთე, ისე როგორც თქვით_ქვითინი და არეული ლაპარაკი ორმაგად ნერვებს უშლიდა კაცს. -არ გაგიკეთებია, ეჭვი მქონდა ჩასაბრებული იქნბოდნენ და ათი კაცის გადაგიხადე, ხომ ასეა? ათი რომ ყოფილიყვნენ ის ძუ*ნა ახლა უკვე მე მეყოლებოდა, მაგრამ შენ იფიქრე ერთ ქალს ამდენი რად უნდაო და ფულის მოტეხვა გადაწყვიტე, თან ვისზე? ჩემზე? ამისთვის კარგადაც მიიღე. -მაპატიეთ, მე მე ჩემი ხარჯებით, მე თვითონ მოგიყვანთ, როცა გინდათ მაშინ, გთხოვთ_უკვე კნავილს გავდა ბიჭის ვედრება. -იცი ნაგაზს რატომ მეძახიან?_ფეხზე წამოდგა კაცი და სკამი გვერდით მოისროლა, ბიჭის თავის გადაქნევაზე კი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და სახესთან მიიწია -ძაღლების გაწვრთნა მიყვარს_საზარლად გაიღიმა და გაისმა კიდევაც სიბნელეში ქოფაკების ღრენა. სისხლზე დაგეშილებმა მალევე მიაგნეს სადაც იჯდა მათი მსხვერპლი და ნელნელა დაუწყეს ღრენით მიახლოება. -არა, ღმერთო რას აკეთებთ, უნდა შეაჭევინოთ ჩემი თავი? არა, არა, მე ხომ მხოლო... ღმერთო ჩემო, ასე არ მოიქცეთ, არააა_უკვე ვედრებაში გადასულ ხმას ღრენა და ყეფა შეერია, კართან მისულ მოცინარი კაცის ყურს კი მალე მიწვდა განწირული ყვირილი. რამდენიმე წუთში კი ორი ნაგაზიც უკან დაბრუნდნენ სისხლიანი ტუჩების ლოკვით. -მალხაზი ისევ გამაგრებულია?_შემოსულ ძმას ახედა გაბრიელმა. -ხო, გამოგვყარა ორი საათი მინდა და მორჩაო, მემგონი რაღაც იპოვა, ყველაფერი გადაკეტილი აქვს და ბოლო ხმაზე გაყვირის მაცადეთო_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და ტელეფონით მომარჯვებული მიუჯდა საკუთარ მაგიდას -ლილუ სადაა? -სანდროსთან შევიდა, დალაპარაკება უნდოდა, ეს ბიჭი მაეჭვებს, რაღაც არ მომწონს_ისევ სივრცეს გახედა გაბრიელმა. -ოჰ, რომელ ბიჭს მოწონს ცოლი ძმა? ჭკვიანად იყავი არ დაგიწუნოს, ბიძიაა ბოლობოლო_ფხუკუნი აუტყდა იოანეს, თუმცა წამში გასწორდა სკამზე -ალო, ნენ რაშვები? -............... -ნაყინზე გავიდეთ რა ჩვენ რომ გვიყვარს ისე, ორი საათი მაქვს. -......... -კი, მაგრამ დღეს ხომ ისვენებ? -.......... -გასაგებია, კარგი._გაბრაზებულმა ლამის ფანჯარაში მოისროლა ტელეფონი და გინებით შესწორდა სკამზე. -არა წარმოგიდგენია? დამიკიდა_აღშფოთებულმა გადახედა ძმას, ის კი ძლივს ცდილობდა სიცილი შეეკავებინა. -უკვე ვჭამე ნაყინი იმ პიდარას*ან ერთად და ახლა ვსეირნობთ არ მცალიაო, ეს ეს რა საქციელია? რას გავს ეს?_ხელების ქნევით დადიოდა ოთახში. -დაკიდებას_სერიოზული სახით დაუქნია თავი ძმამ. -აუ შენი ჭირიმე რაა_უფრო გაცხარდა იოანე. -მოდი იცი რა ვქნათ?_ჩაფიქრდა გაბრიელი. -აბა ჰე რამე კარგი იდეა_მაშინვე მიუცუქდა ბიჭი. -წავიდეთ და ავიყვანოთ ის დედამო***** ბიჭი ვინცაა და დაქალის მოტაცების მცდელობით ვუკრათ თავი_მხოლოდ წინადადების ბოლომდე შეძლო გაბრიელმა სერიოზული სახის შენარჩუნება. იოანეს კი თთქოს ცივი წყალი გადაასხესო ისე წამიერად გასწორდა წელში და სანამ რამეს უპასუხებდა კარში დაჩი გამოჩნდა. -ბიჭებო, მალხაზი გვეძახის_და მაშინვე ისევ გაქრა. ძმებიც უხმოდ წამოდგნენ თავიანთი სკამებიდან და უფროს უკან გაყვნენ. ---------------- იმედია დაგვიანებას ამ დიდი თავით გამოვისყიდი <3 ძალიან მახარებთ თქვენი შეფასებებით <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.