შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ და გოგია (ნაწილი პირველი)


20-10-2019, 21:11
ავტორი laybara
ნანახია 1 334

ერთ განცდაში ვიყავი, ლიბანის ქუჩაზე ავლილ მანქანებს შორის, შკოდა არ აღმოჩენილიყო. მე სკაფანდრი თუ რაღაც ჯანდაბა მეფარა - ხო და ვითომ არაფერი მესმოდა. თუ შემაწუხებდნენ, ჩემი ინსტიქტური რეაქცია გაზი იქნებოდა. მე რვიანებს დავხაზავდი, ვიკაიფებდი, თან როგორ ჩავიცინებდი ჩემს სკაფანდრში და მოპედის სარკის დახმარებით გავხედავდი თითო მანქანას რამდენი მოემატნენ. ისინი ვერასდროს დამიჭერდნენ, იმიტომ რომ მე არაფერი მესმოდა - ტოტიკამ დამაბოლა...

რიანას სიმღერის გაჟღერებისას, გვერდითა ზოლზე მანქანის შუშა დაეშვა და განათებულმა შავგვრემანმა მზერამ სახეზე შემოგვანათა. აბა, რომ გეყვირა, რიანა, რიანაო, არავინ ჩაუწევდა და ჩვენც კიდევ ისე ვქენით რომ სიმღერას პატრონი ეპოვა. რიანას შემყურე კი გვიხაროდა და ვიცინოდით, როცა ჩვენს ხმაზე ლაყბარამ თავი წამოწია, რა ხდებაო? ხოშიანად ჩაახველა და შემდეგ რომ მოიგროვა ერთბაშად მოისროლა. ხომ, მის მერე რიანა მართლაც რომ აღარ გვადარდებდა, ჩვენი წარმოდგენა ხომ უკვე შელახული იყო. ვიდექით ცოტახანი, ასე, ველოდით შუქნიშანს რაც შეიძლება დროულად ემოქმედა ჩვენი სურვილების შესაბამისად, რომ აქაურობას რაც შეიძება დროულად მოვცილებოდით.
თავი წამოვწიე და შიშველი სხეული ნიავს დავუთმე. იმ დროს, მაქვინის საათმა მაუწყა რომ ადრე იყო. დარწმუნებული ვიყავი რომ, ახლა ლაყბარა, იმ პატარა სატვირთოზე იჯდებოდა, რომელიც მაცივრებში გადასცეს, მის მერე დადის ამ ჯეოსტიკებიანი მანქანით, საქმეს დაასრულებს და დაიძახებს - უი, მოვრჩენილვარო!
მგონი რომ, ის დღე როცა მურთფილმებს ვუყურებდი, ახლა დამდგარიყო. თან კიდევ რაფაზე ხომ ბანკა მედო, რომელშიც ბევრი პლანი იყო. ძალიან ბევრი. წამოვდექი და გადავწყვიტე რომ სათავგადასავლო ცხოვრებაში უსაცვლო დვიჟენია არ ივარგებდა. არჩევანი უნდა გამეკეთებინა - ან ენგრი ბირდსი ან ბენ10… გამოვიცვალე და ჩავიცვი ენგრი ბირდსისს - უკეთესი ჩანდა. ლაყბარას დაპირების მიხედვით, მოკლე დროში გოგოებში უნდა წავსულიყავით. არ მინდოდა დამეჯერა რომ რემბოსნაირი სერიოზული ტრუსები არ მქონდა. იქ რამდენიმეცალი დოლარიანი საცვალი აღმოვაჩინე, ერთიც რომელიღაც მურთფილმის.
მოვრჩი გამზადებას და გამოსვლისას, შემოსასვლელის შეღებული კარები შევამჩნიე. ნინძასავით დავდექი და გაფაციცებით დავიწყე ყურება. მხოლოდ იმას ვიაზრებდი რომ ბენ10-ის, ანდა ენგრი ბირდსის საცვალი არ დავიტოვე ზედ. გამართლება მართლა არ მქონდა და ვაპირებდი სერიოზული ვყოფილიყავი. ეს არაა სახუმარო გარნოვიჩ, ეს არაა სახუმარო - ჩემს თავს ვახსენებდი. მახსოვს ადრე უბანში ლაყბარას ტურნიკი უნდა გაეკეთებინა. დავურეკე პლანი მაქ - მეთქი, ისიც ამოვიდა და რომ ამოვიდა, ის ტრუბა რომლითაც ტურნიკი უნდა გაეკეთებინა, იმ დღიდან მოყოლებული ახლაც აქ იდო.
კუს ნაბიჯით შევედი მისაღებ ოთახში. მუხლებს ვხრიდი და ტრუბას ჰაეროვნად ვიქნევდი. არ იყო სახუმარო, აბა რომ ყოფილიყო, ენას გამოვყოფდი და რამდენჯერმე დავატრიალებდი კიდეც, მერე კი იმ ტიპს დავემსგავსებოდი, ტაქსი ფილმში რომ ყველას კაპიტანია. აი, ის დუელში რომ თავის სეკუნდანტსაც მოკლავდა. არაფერი მაგას რომ არ შეეძლო.
მხოლოდ სუნთქვა მესმოდა, ლაყბარას ღრმა და გაძნელებული სუნთქვა. მაგიდასთან გადაკუზულიყო და პირში ტარიანით რაღაცას ცდილობდა. როგორ ისრუტავდა? ველოდი და კედლის საათზე წამებს ვითვლიდი... სულ რაღაც შვიდი წამი. არც მეტი და არც ნაკლები მოანდომა გაევსო ვინსტონის ტარიანი. გაშეშებული ვიდექი, ყურადღებით მისკენ. ლაყბარა რომ აღმოჩნდა - გამიხარდა. აღარ მადარდებდა რომ დოლარიანი საცვლის ამარა ვიდექი და ტრუბა მეჭირა ხელში.
კიდევ ვერ მხედავდა.
გაშტერდა... აეეე - ვფიქრობდი.
რკინას ხელი გავუშვი და რამდენიმე წამში ხმაც გაისმა, წარბი არ შემიტოკებია. უბრალოდ ლაყბარას შემცბარი სახე გამიკვირდა - პირდაღებული მიყურებდა.
- რა იყო, ბიჯოო, რაა... ბარემ წინ მომისაქმე...
- კარგი, ჰოო. ჩემი ბრატუნია ხარ... - მის საპირისპირო მხარეს დავჯექი და იდაყვები მუხლებზე დავილაგე.
არასდროს გამომდიოდა ტარიანის შეკეთება, ამიტომაც ღრიჯაობა უნდა დამეწყო თუ ნამდვილად მინდოდა რომ ის მეც შემხვედრორა. სხვა გზა არ მქონდა.
- არ მაინტერესებს. არ მოგაწევინებ... - გაბუტულივით დამჩხავლა.
შეიძლება არ მელოდა და ფიქრობდა ჩემ გარეშე არა ერთს მოასწრებდა. ვინ იცის, პირველი არც იყო? ყოველ შემთხვევაში მოსაზრებაში თუ ვერ დავრწმუნდი, ის მაინც ვიცოდი რომ იმედები გავუცრუე.
- ბიჭო, შენ რა არის, დილაზე ძროხები გყავს მოსაწველი, თუ რატომ დგები ასე ადრე?
- ეეე!!! - პირი დააღო და შემომცქეროდა.
- კარგი! რა მოხდა? მეც შენნაირად მინდა სულ გარეთ ყოფნა, მაგრამ სახლში ამოსვლისას მიბნედილი ვარ და ძილი მინდება, ვეღარც მურთფილმების ყურებას ვასწრებ.
- ივარჯიშე..! - ბრძენივით თქვა და გაჩუმდა.
- არა, ვივარჯიშო, არა...! ეგ ტარიანი მომაწოდე და გაეწუწე შენივე გაღებული კარები დაკეტე.
დაბნეული ადგა და ტარიანი თან გაიყოლა. ხმა გავიგონე კარების დაკეტვის. მოირბინე და თავის ადგილს დაუბრუნდა. კიდევ არ მაძლევდა, მიყურებდა და მაგიდიდან ასანთს იღებდა.
- ოჰ, ჰო, ახლა მეც დამიტოვე... გეყო...
- ეეე... - დამაკვირდა.
ნერწყვი პირში თანდათან მიგროვდებოდა. ყურადღება უნდა გადამეყანა და რას ვხედავდი - თაბახი, პინცეტი, საჭირო ნივთები იქვე გამზიურებული ჰქონდა. სად ეპოვა? მითუმეტეს ერთ დროს დარწმუნებული ვიყავი, ან გაქრა ანდაც გადავაგდე და ამის შესახებ არაფერი ვიცოდი.
- მე მეძინა და შენ, შენ მთელი ღამე აქ გაატარე?
- არა, ბიჭო! ახლახანს ამოვედი, ცხრა საათი იქნებოდა.
კი, მაგრამ გასაღები? ასე მეგონა მისი თვალები მეუბნებოდნენ - რა გაგიკვირდა, გასაღები მეც მაქო? სინამდვილეში ეს პირველი ნაფაზის ილუზია უფრო იყო, ვიდრე ის რომ წუხელ კარები ღია დამიტოვებია.
წუთიც არ იყო გასული, გამაბრუა და მივხვდი, ეს ის იყო, რაც უზმოზე გვჭირდებოდა. ტარიანი უკან დავუბრუნე, ბოლომდე ჩაკლას და დაამთავროს - მეთქი, მაგრამ უცხოელივით მიქნევდა, თითქოს ვერ მაგებინებდა სიტყვით - მოწიეო. აღარ მინდოდა და „არას“ ნიშნად ორივე ხელი გადავაჯვარედინე. ასეთ სიტუაციებში გადაწოდება უწევდა. მოსახდენი არ მოხდა, როგორც ველოდი - ის ბოლომდე ჩაკლავდა და აღარ დამიტოვებდა. ახლა კიდევ როცა ტარიანი ხელში მეჭირა, ლაყბარას სიჯიუტეს ვერაფრით ვუშველიდი. აბა მომენდომებინა და გადამეგდო - რაღაცას ჩამცხებდა. პოზიტივი ძებნა რომ დავიწყე, მივხვდი ჰიბრიდის გაფუჭების მიზეზი ნამდვილად არ მქონდა, მეც ჩავკალი და ბოლოს ნარჩენსაც საფერფლეში ჩავუძახე.
- ახლა გამაგებინე, ქალებსო თუ ვიღაც გოგოებს მოვიყვანო, შენ არ იყავი?
- ქალები არა დუქნები, ჯერ წადი და ეგ ნიფხავი გამოიცვალე...
- ბიჭო, - ტანი შევათვალიერე. - რა ვქნა? ყველაზე სერიოზული ეს მქონდა.
- აბა, რა არის ეგ დოლარები? თუ გინდა ჩემსას გათხოვებ?
- შანსი არაა! უეჭველი დიდი მექნება...
ჩაფიქრებული ვიყავი საცვლის შემყურე. მერე მან ჩამაფიქრა, რადგან ის ძალისხმიერად ახველებდა. უბანში ვიცოდი კიდეც რასაც იზამდა, ახლაც ირგვლივ იყურებოდა და საეჭვოდ ფიქრობდა. აბა გადაეფურთხა - ტომი და ჯერი გავხდებოდით. თუ მე ვიქნებოდი ის ჭკვიანი ჯერი, აივნიდან ვერ დავძრავდი, მაგრამ მაგის სათითე რომ მომესროლა, დარწმუნებული ვიყავი თავისით გაყვებოდა. სულ თავისით.
ამის შემდეგ, ბიზნესმენივით ამოიღო ის ფურცელი, რომელზეც ნომერი უნდა წერებოდა. მობილური მოიმარჯვა და მერე კაცური კაცივით მოემზადა. არადა, ასეთი გზით კაცური კაცი ვერ გამოდიოდა. რადგან არც მობილური ჰქონდა, და რომ ჰქონოდა, ალბათ არც ანგარიშზეც ექნებოდა.
- ალო..! - როგორღაც მისი ხმა გაისმა. - დალი მინდოდა... - სერიოზული ინტონაციით თქვა.
ვინ დალი? მთელი მისი ლოდინის განმავლობაში ვეჩურჩულებოდი, აღარ ვაპირებ წამოსვლას - მეთქი.
მერე კი ყველაფერი შეიცვალა.
- ლიზა, მე ვარ - ლაყბარა... გახსოვს, კლუბში რომ გნახეთ მე და გოგამ... - მობილურიდან ხმები მომესმა სიცილის. სიცილი არა, უფრო კისკის ჰგავდა.
ვინაა გოგა? ამას კლუბში რა უნდოდა?
მობილურიდან ხმა არ მესმის...
- მოდიხარ ხომ უკვე?
თავი რამდენჯერმე დააქნია და მობილური ნელ-ნელა ჩამოწია. მგონი რომ გაუთიშეს და იმ დალის თუ ალის რაღაც ჩასცხეს.
- მოდიან...! - როგორღაც ხმა ამოიღო. თუმცა, თავის ნათქვამის თვითონვე არ სჯეროდა, ანდაც ეგეთი მოსვლა ამას არ აწყობდა და სულ ეგ იყო.
- რა იყო გამოიბეს?
- არა..! მოდიან მეთქი.
- მერე?
- რაღა მერე, ვნახავთ!
- ვაა..! რა ჯობია მაგას. - შევიცხადე. - და ის, გოგა ვინაა ?
- ჩემი ძმაკაცი. - მტკიცედ თქვა.
სიცილისგან აზრზე ვერ მოვდიოდი. ამას ძმაკაცებიც ჰყოლია და არაფერი ვიცოდი - მეთქი. ვინ გოგასთან ერთად შეიძლებოდა წასულიყო? არადა, მაინც არსებობდა ვიღაც მსგავსი, რადგან თავის წვეულებაზე იმავეს იმეორებდა, მე და გოგა მიცუბიშით უნდა წავიდეთ, მე და გოგამ უნდა ვიცეკოთ… მაშინაც ვერ გამეგო ეს გოგა ვინ იყო?
- სიზმარში გნახეთ, და შენი აზრით იქ რატომ არ ჩანდა კურტანა?
- იმიტომ რომ სოფელში წავიდა…
- მე სიზმარი ვნახე-მეთქი.
- მერე რა… მე გეუბნები სოფელშია-მეთქი.
- რა იცი რომ არ გატყუებს..?
- დამირეკა - მითხრა, ჩიხში ვარ ახლაო.
- ჩიხში?
- ჩიხშიო ეგრე თქვა. წინ ვიყურები, ხოტორა კაცი ძუყნურის მარშუტკასაა მიყურებული და სიგარეტს ისე უფუილებს, მაგარი ტიპი ჰგონია თავიო. უკან კიდე ვერ ვტრიალდები, კაცი ყველის თლითაა დაკავებულიო.
- ვერ ვტრიალდებიო?
- ხომ ძლივს გამაგონა - სულ იცინოდა, ეგ ჩემისა.
- მერე?
- რა მერე? მივხვდი რომ ბალახ-ბულახი არ იქნებოდა ურიგო. ამოვირბინე, გიბრახუნე, იმდენი გიბრახუნე რომ ბოლოს კარები თავისით გაიღო.
- შემოხვედი? - პირი დავაღე.
- შემოვედი აბა რა ვქენი, ?
ვიგრძენი რომ თავი მიხურდა. ტელევიზორისა და მის შემხედვარე ვფქრობდი რომ ის რომ არა, ახლა ჩემთვის ვუყურებდი კატა - თაგვობანას. ის ხომ არ გასვენებს, არ გაცდის ჩაგითრიოს, მერე კი მურთფილმის რაღაც საინტერესოს მიგახვედროს. მურფილმებს კი არ უყურებს, მე ვუყურებ ტელევიზორს, ის კი ჩემზე იცინის თუ როგორ ემოციებს გამოვხატავ. ასეთი გადაწყვეტილებით მას ჰგონია რომ კაცია. მაგიტომაც უნდა ჩაურთო ბოევიკები, სტალონე ან ჟან კლოდი. დაწვრილებით იცის, რის შემდეგ, რა მოდის? სტალონეს ახალგაზრდობა ვარო - ისიც აქვს ნაფიქრდი. ეს კი მისდღემში სულ ფანტაზიად მეჩვენებოდა, იმ ფანტაზიად, ფილმის ყურების შემდეგ რომ დაძინებამდე უნდა იფიქრო, ან კიდევ უნდა იფიქრო და მიდიხარ იმხელა უაზრობასთან რომ, რომ შენ თურმე სტალონეს ახალგაზრდობა ხარ. მე არ წარმომიდგენია, სუპერმენს ვუყურო და საწოლში თვალ დაჭყეტილს ის აზრები მაწუხებდეს რომ მეც სუპერმენის ახალგაზრდობა ვარ. ესეგი, პატარა სუპერმენული შესაძლებლობები უნდა მქონდეს - ნახტომში ხუთი მეტრი ვიყო და ყველა გრუშაზე რეკორდს ვხსნიდე, რაც წარმოუდგენლად მეჩვენება. მე მოვინდომებდი ერთერთი მურთფილმის მთავარი გმირის ახალგაზრდობა ვყოფილიყავი, ნუ მოკლედ, პოტენციური საყვარელი ტიპი. დიდი მქონოდა, რომელიც დროთაგანმავლობაში იზრდება, ისეთ ფორმას იღებს თითქოს ჩემი ს შეფუთვაზე ხალხს ვამუშავებდე.
ყურადღება სპორტული მანქანების ფილმზე გადავიტანე. ის-ის იყო ჩამწკრივებული მანქანების კადრი შეიცვალა და სიმღერის ფონზე შავ თეთრ ზღვის სამოსში, მელიასავით ქალი გამოჩნდა. ამაყად წინ მოემართებოდა და იმ პლედს იხსნიდა, რომელიც ჯერ კიდევ დაბლა მოათრევდა.
- შეხედე, რა ქალია... - გაურკვევლად ვთქვი.
- ახლა ის ძაღლი რომ გადმოვარდეს... - მითხრა, მაგრამ იქ ძაღლი ვერსად დავლანდე. მერე, კადრი როცა შეიცვალა, კაცის უკანა ფონზე, კიბეებზე ასული ორ ფეხა გამოჩნდა. ხომ ის ძაღლი, მაგრამ ის ქალი?
- შენ ბიჭო რა, პიდარასტი ხარ?
- არა, რა პიდარასტი. უბრალოდ დილაა რაა..!
- ვერ გავიგე, დილა რამეს უშლის?
- რას უშლის და დილაობით ლიბიდო არ მაქვს.
ასე სერიოზული სახით დამჩერებოდა. პირი ჰქონდა დაღებული და ხმებს გამოსცემდა - მგონი რომ სიცილს ცდილობდა. ფილმში უკვე ის მომენტი დამდგარიყო, ქალი რომ გრძელ თმიან კაცს იყო მიახლოებული. კაცმა საღეჭი რეზინის ღრჭიალი შეწყვიტა, მგონი - გაშტერდა. ერთმანეთის პირისპირ იდგნენ, არცერთი იღებდა ხმას. ასე მეგონა ისინი შექმნილი სიტუაციით კმაყოფილდებოდნენ.
ყურადღებით ვუყურებდი, ნეტავ მათი ხმის ამოღება რად გამოდგებოდა? თუმცა, მობილურის წკრიალმა ყურადღება გამიფანტა.
- გისმენთ..! - ვუპასუხე და ამ დროს ნატურალურ წვენს დავწვდი. რაღაც ბუნდოვანმა აზრმა დამკრა, რამდენიმეხანი ვარჩევდი ეს აზრი რეალობა იყო თუ სიზმარში მენახა? ბოთლი უმალვე ადგილს დავუბრუნე. მაშინვე იმავე ადგილიდან გაქრა - ამჯერად მე არ ამიღია. ვუყურებდი ალმაცერად როგორ აპირებდა დალევას. თან, საკითხავია, საკუთარი შარდის სუნი იცნო თუ ვერა, მაგრამ ფაქტი იყო, მიხვდა რომ ნატურალური წვენის გარდა შეიძლება ყველაფერი ყოფილიყო.
- თქვე ჩემა, გარეთ გამოიხედეთ... - გონჩას ხმამაღალი ხმა გაისმა.
მისი ხმა თითქოს განკარგულება იყო. არადა, მარტივი შესასრულებელი იყო. ლაყბარა პირდაღებული, მართლაც რომ გაოცებას გამოხატავდა. გადახედვისას დავინახე რომ გონჩა მწვანე მცენარეს ბედნიერი იქნევდა, მეორე ხელი კი ზევით ქვევით მოძრაობდა. ჩემს უემოციო გამომეტყველებაზე, მისი რეაქცია შეიცვალა, სიცილმა სულ გადაუარა, ალბათ ფიქრობდა - რა მოხდაო? ჯერ სიხარული განვიცადე, მაგრამ კაკლები თუ არ ჰქონდა, მაშ საიდან მოიტანა - მეთქი, და მაშინ გამიკვირდა. მერე გონჩაც გამოეხმაურა ჩვენს სიცილს, და იქიდან დათვისებური ხმით იცინოდა.
აქეთ-იქით სიარულში, არ ვიცოდი ახალ გაღვიძებულზე პირველი რა გამეკეთებინა..? პირველად, ხელ-პირი დავიბანე. აბაზანიდან გამოსვლამდე აზრებს ვალაგებდი, რომ გონჩას ახლა არსად ეჩქარებოდა. მე და ლაყბარა ლუკმას გავტეხთ და ისე ჩავალთ ეზოში - მეთქი. როგორც კი გამოვედი, ის არც პლანს ეწეოდა და არც ტელევიზორს უყურებდა. უბანშიც სიცარიელე იყო, არავინ ჩანდა. გონჩასთან ვცადე დარეკვა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ანგარიშზე თანხა არ მქონია.
ლაყბარა მთლად ისეთი გიჟი არ მეგონა რომ დამალობანა ეთამაშა. მგონი რომ ჯობდა ამათ შევეცი ბაზარი გამეკეთებინა. კარები გადამეკეტა და ჩავჯდომოდი მურთფილმებს, ყურსაც არ მოვიფხანდი სანამ დალები თუ ალები არ მოვიდონენ. მაგრამ, მაინც არა… როგორც ჩანდა გადაწყვეტლი იყო, მურთფილმებს ვერ ვუყურებდი, კარგად ვიცოდი ლაყბარას ხელში ფოთლებიც არ დამრჩებოდა. აღარ დამხვდებოდა და ვიფიქრებდი ვიღაცამ კი არ მოწია, შეჭამა - მეთქი. ხელში რაც მომხვდა ამოვიცვი და კიბეებს გავუდექი.
ასეთ დროს თავს პატარა ბავშვივით ვგრძნობდი, დროზე ადრე რომ უნდათ ჩავიდნენ და თავის ტოლებს ერთი ამბით გააგონონ - მეც ჩამოვედიო. ოდნავ შევანელე, და იმ კითხვამ შემაწუხა კარები გადავკეტე თუ არა? იმ დროის განმავლობაში, როცა ვიხსენებდი და თან ვერაფრით ვიხსენებდი, თვალი გავაყოლე, როცა დავინახე - სადარბაზოში ძაღლი ისე ჩუმად შემოვიდა, გეგონებოდა თითის წვერებზე დგასო. ძაღლს ალა შემოყვა. ის ალა, რატომღაც ერთი შეხედვით უცნაურად რომ გამოიყურებოდა. მხრებზე კატა ჰყავდა შემომჯდარი და მგონი რომ ამიტომაც ვამსგავსებდი ბუმბერაზს. გამახსენდა: ადრეც ალა იყო რომ კარები საჭიროსამებრ არ იყო დატოვებული. მაინცდამაინც ისეთი საინტერესო მოსაპარი არაფერი იყო, მაქვინის ხალათისა და ნაკლეინკიანი ტელევიზორის გარდა.
ახლა, ალა და მისი საკუთარი ძაღლი, ან თუნდაც ის კატა, მხრებზე რომ ჰყავდა შემომჯდარი, სულაც არ მადარდებდნენ. კარები შევამოწმე და დაბლა ჩამოვგორდისავით. ვიყურებოდი და ვერ ვხვდებოდი, სად მოუსავლეთში უნდა წასულიყვნენ? კარგი, ლაყბარა გაიქცა - გონჩასთან, მაგრამ გონჩა როგორღა გამოაზომბა? ნეტა, სად წაიყვანა? ან პარკინსონა სად არის - კურტანა...?
პრინციპში, ეგ აქ არაა.
- დილა მშვიდობისაა..! - ფანჯარაში თავგამოყოფილი ფართხალა გამოჩნდა.
ბოლოს კი შენელებული ხელს მიქნევდა, კარგად ვიცოდი, ეს ბოლო მოქმედება იმისა იყო რომ მისალმება არ დავუბრუნე. რომელია მისალმება? ნაძვის ხეს მოვეფარე და დავფიქრდი - თუ რატომ მქონდა გონება გათიშული?
მაცივრებთან, უბნიდან ასეული მეტრის დაშორებით გავეშურე. იქ ნაცნობი სიტუაცია უნდა დამხვედროდა: გონჩა გარაჟში მანქანას აკეთებდა, ლაყბარა თავის ჭკუაში ეხმარებოდა და იქვე, გონჩას ძველი მოტოციკლეტით გაზაობდა… იქ როგორც ყოველთვის წინა საუკუნის სიმღერები იყო გაჩაღებული. გონჩა სიმაღლეს ინარჩუნებდა და ცალი ხელით ბრეზენტის დაფარებას ცდილობდა. სახეზე ეტყობოდა - ან არ გამოსდიოდა ან სულაც არ ცდილობდა მონდომებით. იქვე, ლაყბარა გარინდებულიყო იდგა და ხელში ნაჭერ პლასტმასის პატარა ამოშვერილებზე თითის გულებს იფხანდა. ყურადღება გარაჟში შეყენებულ სტაფილოსფერ ტროიკისკენ გადავიტანე. როგორც ჩანდა, ამჯერად უმოწყალოდ იდგა და ახდილი ჰქონდა ძრავის საფარი. ძირში კი რკინა, რომლის მეშვეობითაც ჰაერში ჩერდებოდა.
რამდენჯერაც მოვიდოდი და პლაკატებს გულდასმით ვათვალიერებდი ხოლმე. ყოველ ჯერზე ეს პლაკატები რაღაცას მეუბნებოდნენ და მეც ყოველ ჯერზე, რა შეიძლება ყოფილიყო ვერ გამეგო? უბრალოდ ძველ ფოტოს ვუყურებდი, რომელზეც შიშველი ქალი, ძველ თვითმფრინავზე იდგა, ისეთზე - წინ პროპელერები რომ ჰქონდა და ყოველ გაფრენაზე ახალი გასაკეთებელი რომ ხდებოდა. მითუმეტეს მხოლოდ მე კი არა, კაცებიც უყურებდნენ, ისე თითქოს ხელით მზეს იჩრდილავდნენ. ასე მეგონა, ეს ქალი ხელოსანი კი არა, გადაღებამდე რამდენი წუთის ადრე მოფრინდა. მოფრინდა და თან როგორ მოფრინდა, ვინ იცის მთელი რუსეთი დაბომბა, ახლა კი ჩემი ჩათვლით ყველა გაშტერებული უყურებდა.
დანარჩენ პლაკატებში, გონჩას სულ დიდ ძუძუს თავიანი ქალები ჰყავდა ამორჩეული, სიმპათიას ოდნავადაც არ ვგრძნობდი, ამიტომაც იქვე, მანქანიდან გადმოთრეულ სიდენიაზე მივესვენე.
- გონჩა, მცენარეები სად შეინახე? - თავი გვერდით გადავწიე, როცა ის უკვე კიბიდან მაკვირდებოდა.
ვიცოდი, ჯერ საქმე უნდა დაესრულებინა. მერე კი ბევრს მოგვაწევინებდა, ძაან ბევრს. მთავარი მაინც ის იყო, რომ მე ვერც გონჩას დაველოდებოდი და ვერც იმას მოვიფიქრებდი, თუ რა შედეგის მომტანი იქნებოდა? ავდექი და ნაცნობი მცენარე, რასაც გონჩა დაბლიდან მიქნევდა, ძებნა დავუწყე. ყველაზე ბევრი ამ გარაჟში თუ ვიპოვიდი. მანქანიდან დავიწყე და ბევრი არც მიწვალია - იქ აღმოჩნდა.
რკინის ჭიქაში გაშრობის შემდეგ ფურცელზე გადმოვყარე და რას ვხედავ? კი არ გავაშრე, საერთოდ დავწვი. ხელახლა, ახალი პორცია ჩავყარე - ისევ გალოვკები. გაზს ოდნავ დავუწიე და ამჯერად მშვენიერი მოხალვა გამომივიდა. ფერიც არ ჰქონდა დაკარგული, ისეთი იყო ისევ, უბრალოდ საცოდავად გამოიყურებოდა…
სიდენიაში ჩავჯექი, და როგორც კი პირში ტარიანი ჩავიდე, შევამჩნიე რომ ისინი უკვე მიყურებდნენ. ვერ გავიგე, ჩუმად ვისაქმიანე და როცა მოვრჩი, მაინცდამაინც კვესის ხმაზე შემამჩნიეს? ლაყბარა რომ მომიახლოვდა, მეც მომაწევინეო - სახეზე ეწერა. მეგონა რომ წამი წამზე, დაუყვირებდნენ - მოდი, მომიტანე ეგ ქანჩი ხელში რომ გიჭირავსო. პრინციპში, რა მადარდებდა? ბევრს ვფიქრობდი და უაზრობა თუ არა, სხვა არაფერი მომაფიქრდებოდა. მშვიდად ვაბოლებდი და ჯერ ვერაფერი გამეგო იმის გარდა რომ, - უმ, პლანი სუნი მართაც აქვს. ნახევარი ლაყბარას მივაწოდე, მან რამდენიმე მოქაჩა და მერე გონჩასაც გადააწოდა.
- გემოს არაუშავს..! - გონჩამ დააგემოვნა. კიბიდან ნელა ჩამოხტა და სადღაც გაუჩინარდა, გარაჟს მოეფარა.
ნიავმა კეფაზე გამიარა, როცა სიდენიას მივაწექი. თვალების ცეცებით ვერ გამეგო საიდან მოდიოდა ეს რამდენიმე წამის სიამოვნება? გვერდითა მხარეს აღმოვაჩინე ამოჭრილი ჟესტი. საპირისპირო მხარეს იმავეს დავუწყე ძებნა, და უკვე დარწმუნებულიც ვიყავი, რომ ერთი ამოჭრილი არ იქნებოდა. საპირისპირო მხარესაც მსგავსი ჭრილი აღმოჩნდა. საკმაოდ დიდი სიმაღლე ეჭირა, მაგრამ რატომღაც მეუცნაურებოდა. თავი გადავწიე-გადმოვწიე, და როგორც ჩანდა ის ჟესტი მხოლოდ გვერდებში და ზედა მხარეს იყო ამოჭრილი, ქვევიდან გადმოწეულიყო და მასზე რაღაც უნდა დებულიყო. შორიდან შევხედე და დავინახე, რომ გამჭირვალე ჭიქაში, მიწა ეყარა - პლანი ჯერ არ ამოსულიყო.
პირი დავაღე და ლაყბარასკენ გავიხედე, ის უკვე მე მიყურებდა და ისეთი სახე მიეღო, მგონი რაღაცის თქმას აპირებდა, თან მისი მომღიმარი სახე, ეგრევე მეუბნებოდა: - დაიბოლაო.
- გამომყევი..! - გარაჟიდან გავედი, ის კი არ მომყვებოდა, ისევ თავის ადგილას იდგა და პირდაღებული მიყურებდა.
გასაკვირი სულაც არ იყო. პლანი საკმარისად თუ ჰქონდა, მაშინ ჯობდა ავიატორი შემეთავაზებინა და გამომყვა კიდეც. წესით და რიგით ტოტიკას კაკლები ისევ ჩემს ჯიბეში უნდა დამხვედროდა, იმიტომ რომ მახსოვდა ერთი თვისს მანძილზე არავის ჰაერში არ დავუკიდებივარ. როცა უკვე დავრწმუნდი რომ კაკლები ადგილზე მქონდა, შემდეგ ეტაპზე გადავედი: ლაყბარას ვუთხარი რომ სახურავზე უნდა ავიდეთ - მეთქი. იქამდე სანამ სადარბაზოს არ მივადექით, ხმა არ გაუღია. ჯიბეებში ხელებს ვაფათურებდი, მაგრამ იქ, რაც ამჟამად გამომადგებოდა მზესუმზირის მარცვლების გარდა ვერაფერს ვპოულობდი. მანეკენა ლიფტში მელოდებოდა და მაძახდა - მალე, მალეო. იქამდე მისასვლელად, სულ რაღაც კიბის არბენა დამრჩენოდა. შევედი და რამდენიმე წამი ვიდექით - ორივე თითქოს ბუზებს ვითვლიდით. ის მე მელოდებოდა, მე კი იმას. რაღას ვიზამდით, გავუდექით კიბეებს.
დროთაგანმავლობაში ვჩერდებოდი, მაგრამ საფინალო ხაზამდე რომ გავიფიქრებდი რამდენიხანი მჭირდებოდა, ვხვდებოდი ასე რამდენხანსაც მოვანდომებდი. რამდენიმე სართულს მაინც ავირბენ - მეთქი. თურმე, ლაყბარაც დაღლილა. მეხუთე სართულზე გადაკუზულიყო და ხმამაღლა სუნთქავდა. დაღლილობის მიუხედავად, მაინც ვაგრძელებდი. ახლა ის აღარ ჩანდა. თუმცა, როლები მალევე შეიცვალა, ერთი სართულით მაღლა გაჩერებულიყო.
ასე მეგონა კენტად დავიწყე თამაში, მე ხომ გამარჯვებულობისთვის სართული არ მეყო? ასეთ დროს, გამარჯვება, ან შეჯიბრი რომელია? ისედაც ვიცოდი არაფერს ეგ არ დამითმობდა, მე ხომ საღადაო მასალას ვეძებდი. მითუმეტეს ხეიბარივით სუსტი და უმაქნისი ვიყავი.
თავის დროზე მეგონა რომ ბოქლომის ან თუნდაც კიბის გამო სახურავზე ვერ ავიდოდით, თუმცა იქ ჩვეულებრივი ხვრელი აღმოჩნდა ბეტონში, არც კლიტე არც რაიმე სხვა დაბრკოლება. ხვრელამდე, მოაჯირებზე უნდა დაგვედგა ფეხი და ნელა ავძვრებოდით, მაგრამ იმ რაღაც რკინის კარებს, ხვრელის გვერდით რომ იყო, რა მისია ეკისრა?
- ახლა როგორც მე ავალ, შენც ისე უნდა ამოხვიდე! - მორიგი გაფრთხილება.
პირ დაღებული მივაჩერდი. უნდა დავკვირვებოდი! მოაჯირზე ფეხის დადგმის შემდეგ, მუცელი ხვრელზე უმალვე დადო. მერე თევზივით გაფართხალდა და ის რკინის კარები, რომელიც თავიდანვე არ მომეწონა, ფეხი გაარტყა - ძაან შემზარავი ხმა გაისმა.
- ხელი მომეცი!
ზევიდან სერიოზული სახით დამჩერებოდა, თან ის გამოწვდილი ხელი. ეს უფრო ვერ მაჩერებდა. მითუმეტეს, ის ფიქრები ჩემს თავში - რა ხელი უნდა მოგცე ჩავიჯვი, ?
- მალე..! ხელი მომეცი...
მის ხელს ჩავებღაუჯე და სახურავზე აღმოვჩნდი… გრძელი კორპუსის ბოლოში გავედით. წვიმის გამო, იქვე პატარა გუბე დაგვხვდა. ჯერ წყალი გამახსენდა, ის წყალი, რომელიც ჭურჭელით უნდა ამოგვეტანა, მაგრამ თვითონვე ეს შეგვეძლო გამოგვეყენა. ლაყბარამ გამჭირვალე ჭიქაში პეშვით გადაასხა. თითქოს მეჯიბრებოდა - აი, ნახე, ჭკუაში გაჯობეო. წყლის დასხმის შემდეგ, სწრაფი ნაბიჯით მზის კუთხისკენ წავიდა. იმ გუბის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვია, თითქოს ის მთლიანი გუბე თავისთვის უნდოდა.
მე სახურავიდან ბაღნარს გადავყურებდი. ბაღნარის იქით, ბევრი კორპუსები მოჩანდა. თითქოს ქალაქის ცენტრი იყო. მის შემდეგ კი აღარაფერი იყო, მთების გარდა. სხვა არაფერი მთების გარდა. მთები იდგნენ თავისთვის, არც სახლები, არაფერი მთების თავზე. შორს წამიღო ფიქრებმა და მივხვდი, რომ ახლა პლანი მინდოდა ან დღეს ხომ არაფერი მიჭამია? ხომ ეს ვარიანტი უკეთესი იყო რომ არაფერი მიჭამია, ხანდახან როცა ორგანიზმი მეტყოდა - ჭამეო, და მე აქეთ ვექაჩებოდი, რომ , არ მაქ და რა ვჭამო - მეთქი. მერე გაბრაზდებოდა და რასაც ჰქვია ლაყბარა გახდებოდა. უაზრო აზრები მომდიოდა თავში, რაც ცუდისკენ მიბიძგებდა, თუმცა მთლად ასეც არ იყო, რადგან როცა შენს გვერდით, ლაყბარა, კურტანა და გონჩა არიან, მაშინ ყველაფერს გკიდია. იმათთაც კიდიათ და სულ ესაა, მეც ესს მგვრის ნეტარებას. რა ჯობია ვინმე პრემიერ მინისტრის მსგავსი წოდების ადამიანს რომ ცხვირზე გაუკუებ და სანამ ის შეგაგინებს, შენ ასწრებდე - გაგეხუმრეო..!
ბეტონზე მიყუდების შემდეგ, მივხვდი რომ აქ პლანი კარგი იდია იქნებოდა, სანამ ერთი ორჯერ არ მიმოვიხედე და მოპირკეთებული ჟესტების დამნახველს, არ ამეკვიატა გადავარადნის შესაძლებლობა.
- ერთხელ ამ ჟესტებზე დავდიოდი..! - ლაყბარამ დაიტრაბახა.
შევხედავდი და თავის საქმით იყო გართული. ამოთხრილ მიწაში კაკალი კი არ ჩააგდო - ჩაუვარდა. მიწა მიაყარა. რამდენიმე წუთი აქეთ-იქით უვლიდა, თან ჭიქასაც ადგილს უცვლიდა და ერთი ამბით ჩითავდა. ჭიქაც მოვიჩოჩე, ჩანჩურა შარვლიდან კაკალი ამოვიძვრინე და როგორც მანეკენმა გათხარა, ისე ვქენი მეც. ჩავაგდე, მიწა მივაყარე და წინ დავიდე. მორჩა, ან ამოვიდოდა ან - არა.
ის ნასიამოვნები სახით გვერდით მომიჯდა. მზისგან ცალ თვალ მოჭუტულებმა ერთმანეთს შევხედეთ და მივხვდით რომ კარგი სასაუბრო ადგილი იყო. იმ დროს, როცა ბეტონს ხარ მიყუდებული და წინ მიწიანი ჭიქებს უყურებ, უფრო უკეთესია აქა-იქ პატარა ნიავს თუ წამოიღებდა.
- , მიხვდი რომ სიგარეტი ადამიანებს აახლოვებს? - პრინციპში რა მნიშვნელობა ჰქონდა თუ ორაზროვნად გამომივიდა? არც ჩემი და არც მისი დაკვირვება არ მადარდებდა. მხოლოდ იმაში ვიყავი დარწმუნებული რომ იმ გამობერილ ჯიბეში ამდგარი არ ექნებოდა.
- გონჩა მივიდოდა ახლა გარაჟში... - დავიწყე მე. - ხო და მიხვდებოდა რომ მანქანა გასაკეთებელია და იცის არავინაა ვინც საუბრით გაართობდა.
- დაბოლილი იყო... - მტკიცებ მითხრა.
რამდენიმე წამი ჩუმად ვიჯექით, ლაყბარას ისეთი სახე მიეღო თითქოს არც მისმენდა. თავის ფანტაზიებში იყო, ახლა რომ იჯდა, ენერგია როგორმე უნდა დაეხარჯა, როგორ? არც მოძრაობდა, იჯდა, მაგრამ ამ დროსაც ჰქონდა გამოსავალი. ენერგიას საუბარით ხარჯავდა, მგონი რომ ახლა მოსაყოლად რაღაცას იგონებდა?
- როდის გაიზრდება ნეტა... - როგორღაც ხმა გაიღო. ოხრავდა და თან დამწუხრებული თავის ჭიქას დაჰყურებდა.
- გაიზრდება? - სიგარეტს ნაფაზი გამოვტყუე. - ეჭვი მეპარება რაიმე მცენარე გავზარდო შენთან ერთად.
გვერდულად გაკვირვებული სახე შემომანათა. რამდენჯერმეც დამიქნია თავი და ვინც იცის გულში გაიფიქრა - ყველაფერს ნახავო, იმასაც იფიქრებდა - აი შენზე უკეთესს გავზრდიო.
- რაღაც არ მგონია, კარგი ადგილი რომ შევარჩიეთ..! - მივუტრიალდი.
ისედაც სეზონი იწყებოდა და მაინც თავში დამკრა, აქ რომ ამოსულიყვნენ პოლიციელები და ეს ვედრე შეემჩნიათ, ხომ დარწმუნებული ვიყავი რომ აღარავინ იქნებოდა უკან მომტანი. იქნებ, მათ კი არა, ვინმე ჩერჩეტს წაეღო მაინც. ისედაც ჩვენი მოსაწევი იქნებოდა ავჭალელის, მაგრამ პოლიცია? პოლიცია რომ კრიმინალურში დაგვდებდა ბრალს, მერე რას ვიზამდით, ქალაქ გარეთ კუნძულის მაგვარ ადგილას დავიდებდით ბინას?
ეს არ ჩანდა მთლად ცუდი ვარიანტი, იმიტომ რომ რაღაც ახალი გვინდოდა ცხოვრებაში გამოგვეცადა. დასწყევლოს ღმერმა - ასე არ იტყოდა ვინმე ფერად კანიანი ამერიკელი? რეებს მივედ მოვედებოდი? კიდევ კარგი ლაყბარასთვის არაფერი მითქვია, არ იყო გამორიცხული დაეჯერებინა. ღრმად ჩავისუნთქე, თითქოს ნიკოტინიანი ფილტვები ჟანგბადით გავწმინდე და ბიჩოკი მოვისროლე. თვალები დავხუჭე და წარმოდგენებს მივეცი თავი, ბიჩოკი როგორ მიფრინავდა, როგორ და რამდენჯერ ტრიალდებოდა სანამ დაეცემოდა. ზუსტადაც, ეს დაცემა იყო საკითხავი. იქნებ ვიღაც პირში წყალს ისხამდა, იქნებ ის ბავშვები ჭოჭინით რომ სეირნობენ ხოლმე. მოკლედ ათასი ვარიანტში, არ ამცდებოდა ერთი გინება.
- მოიცა, ბიჭო, მოიცა, რომელია კარგი თუ ცუდი? ალი და დალი სად უნდა წავიყვანოთ... რამდენი დრო გავიდა, არ ჩანან..!
- შენ ბიჭო ვერა ხარ...! ვერ ხედავ ფეხით ამოვედით? კაპიკი არ მიგდია. ახლა არ თქვა კლუბში წასვლას ვაპირებდიო? - გამეღიმა.
- მოდი და კურტანას მივბაძოთ. - გამოსავალი იპოვა.
- რატომ, რა? - შევიცხადე. - გაწყობს, მაგაგის გარდა ვისაც გინდა იმას მივბაძოთ?
- გახსოვს, რომ გვეკითხებოდა, გოგოს დაბადებისდღეზე მივდივარ და უფულოდ რა ვაჩუქოვო?
- ხომ, იცი მერე ეგ როგორც დამთავრდა? - გახსენებაზე გამეღიმა . - მეზობელს ჭურჭელი გამოვტყუე, ავდექი და მეც ეგ წავიღე საჩუქრადო.
- ვაა! - პირი დააღო. - იქნებ მსგავსი მოგვეფიქრებინა რაიმე?
- აბა, მაინც რა მსგავსი? შემოღობილში ჭერამზე ხომ არ წავიყვანთ..?
- მშვენიერია... - ისე მითხრა თითქოს კითხვას მისვამდა. - და მარილი ჩემზეა. ის ხე კი არსად გაიქცევა, სულ იქ არ დგას?
გონჩა თუ მოიფიქრებდა ისევ რამეს, ეგ ისედაც არ იყო პიდარასტი. როცა მოუნდებოდა, არც ფული უჭირდა. მოიტანდა ხოლმე, უეჭველ კუშს რომ ნერვიულობა უნდოდა, მაგის ფულს სულაც არ ჭირდებოდა. მეხი იყო მოწმენდილ ცაზე მისი ფული. გონჩა, გონჩა იყო, სულ მანქანებში იყო შემძვრალი. ჩვენ კი ამ საქმიანობის არც სწავლა გვინდოდა და არც ის გვინდოდა, საღამოხანს ასანთით საძებნელები გავმხდარიყავით. მაინცდამაინც არც ის აკეთებდა ბევრს, ძირითადად სულ თავის მანქანას უჩხიკინებდა. მანქანას ბოლტს მოაძრობდა და მერე გაყიდიდა - ათი ლარი. მერე გასადავებელი იყო ეგ ფული და მაგიტომ იწყებოდა სულ დავიდარაბა. მე უეჭველი კუშები ვიცოდი, ლაყბარას ავიატორი ევასებოდა, კურტანას პოკერი იზიდავდა. თავად გონჩას კიდე ფოთლები. ღრიჯაობა ვიცოდით, არა - ეს, არა - ეს გაამართლებსო. ათ ლარში ყველაფერი როგორ, არაა? ლომკაც ეს იყო... მაგ დროსაც, გონჩა მეხი იყო ცაზე. მაგის იმედზე ვიყავით, თან მარტო ფულში კი არა? საერთოდაც ყველაფერში. გოგოებში ერთს რომ მოუნდებოდა, მერე ყველას გვინდებოდა და მაგის გამო გონჩას ერთი თვე ვერ მოვუცდიდით, თანაც ცოდო იყო. მახსოვს ერთი მშვენიერი საღამო დღე იყო, დაგვირეკა - ჩემი ტროიკით მოვქრივარ და უკან გოგოები მომყვებიანო. სახლიდან გამოვცვივდით და დაბლა ჩასვლამდე, პადიეზდში თურქული სიმღერების ხმა გავიგონეთ. მერე, ხან მას, ხანაც უკან მომდგარ მანქანას შევხედავდით, საიდანაც გოგოები ყვიროდნენ - სად გააჩერე, , სადო? თურმე, ეს მანქანა ის ფოლცვაგენი იყო, რომელზეც ის საუბრობდა.
ახლა კიდე, სხვა გვარად იყო საქმე: პირადარასტები რომ ვყოფილიყავით, ბიჭებს კი წავიყვანდით ჭერამზე და სადარდებელიც არაფერი გვექნებოდა, მაგრამ არ ვიყავით ასეთები და მოგვწონდა საპირისპირო სქესი, რაც გადაწყვეტილების მიღებაში გვაჭიანურებდა. როცა ფული არ გაქ - ნატრობ რომ შენს გოგოს ის ქონდეს, რაც შენ გჭირდება - ფული, მანქანა და . ის და ისეთი რომელსაც ჰგავხარ, და იმ ვით გივლის. არა, სინამდვილეში ეს მე არ გახლავართ. ეს კურტანაა რომელიც ნატრობს ფულიან გოგოს. კაცი რომ ჩვენს ცხოვრებას დააკვირდეს, ძალიან ბევრი რამეს შეგვარქმევდა. აი მაგალითად: ლაყბარა იქნებოდა - კაპიტანი ამერიკა, კურტანა - მწოველა, გონჩა კიდევ - მაზუთა ანდაც მარხილა. მე არ ვიცი - ისევ გარნოვიჩა ვიქნებოდი. ჩემზე სხვას უნდა დავეკითხო, და არა, ჩემ თავს თავად ვეკითხებოდე.
რას ვშვრებით? - ეს ფიქრი იყო და ლაყბარამ მობილური გამომტაცა. ოპერატორისგან უნდა გაეგო რომ არ გამოუვიდოდა, რასაც ფიქრობდა. თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო, ჩემს ყურებს ზარის ხმა შემოესმა. ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ რანაირად? გაურკვევლობისას ჩემ იღბალს გავიხსენებდი, სულ ღმერთივით თავისთვის რომ იყო, არასდროს მახსენდებოდა, სანამ თავად არ გამახსენებდა თავს და არ მიმახვედრებდა, რომ თურმე არსებობდა და თურმე მჭირდებოდა, იმ დროს როცა მივხვდებოდი შეიძლება სხვის ფულს ჩემს ანგარიშზე ამოეყო თავი, ალბათ ეგეც რომელიმე ციფრის შეცდომის მიზეზად.
ამის შემდეგ, ის რამდენიმე მეტრით მოგვცილდა და მისი ხმა ცხვირში გაჟღერებულად ჩამესმოდა. მე და გონჩა, სიცილით მივაჩერდით ერთმანეთს, მაგრამ მე სხვა რამეზე გამეცინა. თვითონ ის, რა უცნაური იყო, სულ მთლად დასვრილი ტანსაცმელი რომ ეცვა, სპორტული და წითელი მაისური. დიდი გულით მიიწევდა გოგოებისკენ, მაგრამ არ მეჯერებოდა რომ მათ მონახულებას აპირებდა?
- გამოადგით ფეხი..! - ლაყბარამ მოგვძახა და გზა გააგრძელა.
პირველი ნაბიჯი მორცხვად გადავდგი. გონჩას ვუყურებდი, ისიც წამოვიდეს - მეთქი. ის კი უკან გაემართა და გარაჟში გაუჩინარდა. ახალ ვიდექი, ლაყბრას შემყურე, რომ მიწევდა მას დავწეოდი. მისი სახე დაყენებულს უფრო ჰგავდა ვიდრე ბუნებრივს, რადგან ის უფრო სერიოზული იყო. მაცივრებიდან გასვლის შემდეგ, სიარულიც იქ შეწყდა, ახლა აღმართს შევცქეროდი, სულ სწორ ხაზოვანს, ყველაფერი იქ იყო - გოგიტას მაღაზია, მის გასწვრივ კიდე მაღაზია, მაგრამ ამჯერად ამ მაღაზიასაც ჰქონდა სახელი - კვაზნოი, ორი საპირისპირო მხრიდან ჰქონდა შესასვლელი და მაგიტომაც. ჩასახვევში მთლიანი ჩვენი უბანი იყო. თუ წინ გაუყვებოდით გზას, დიდი თუთის ხეს შეამჩნევდი, იმის იქით კი საერთოდ ტრასაზე გახვიდოდი, ზედ გზის იქით რომ პოლიციის შენობაა იყო ამოსულივით.
ამ ტრასიდან პრიუსმა ჩამოუხვია და გზა რომ გააგრძელა, თვალებს შორის ვატყობდი ის ფართოვდებოდა. დიდ ფორმას კი არ იღებდა, მე ვიყავი გაშტერებული და სინამდვილეში გეზი ჩვენსკენ ჰქონდა აღებული. ლაყბარას სახე თანდათან იცვლებოდა. როდის იყო, პრიუსი ასე სწრაფად დადიოდა? მის შემდეგ საერთოდ: - მოახლოებისას ის ტაქსის ნიშანი რომ გამოჩნდა კუთხრეში.
მგონი რაღაც ხდებოდა..! იქიდან არავინ გადმოდიოდა. ლაყბარა სანამ ბუნებრივ იერს მიიღებდა, მანამდე რამდენიმე წამი გამხმარი ხესავით იდგა. უდაოდ, მგრძნობიარე ვით იყო გამხდარი. ის გოგოების მანქანიდან გადმოსვლას ადევნებდა თვალს. მეც მზერა შევცვალე და სახეზე ბუნებრივად გამღრიჯა რომ დავინახე, წინა მხრიდან მაღალი ქერა გოგოს გადმოსვლა. ნაჭრის, მუხლებ ზევით კაბა ეცვა. ძალიან თხელი იყო, იმისათვის რომ მის გადახრაში გამოჩენილიყო ვარდებიანი საცვალი. ასევე მუწუკების რაოდენობა და ცელულიტებიც. მოძრაობისა და გადახრის გარეშე, ცელულიტები ჩანდა მუხლების არეში, ისე რომ მუხლის ძვალი თითქოს გამქრალიყო.
დანარჩენები ერთმანეთს ჰგავდნენ ერთი შეხედვით. შუათანას, ეშხიანი გამოხედვა ჰქონდა. შავი თმები ლამაზ იერს მატებდა. ის ჯინსის შარვალი ბოლომდე რომ ამოეტმასნა, ისიც უხდებოდა. შემდეგი მე მიყურებდა, შუათანასგან მიწოდებულ რაღაც ნივთ კი ხელში თანდათან უჭერდა. არა, ეს თავისებური კი არა. ისეთი შეხედულება ჰქონდა, ასე მეგონა ძალით წამოიყვანეს, იმ პირობით რომ, რაც გაგაჩნია ყველაფერი უნდა დაგაკარგინოთო. აი, მეგობარი, და აი, არა ქალიშვილობაც. არადამ, მას კაცი ტყეში სოკოს დასაკრეფად თუ დაიყენებდა გვერდში, სხვა არ ვიცი, ძალიან შემებრალა.
მათგან დამოუკიდებლად რომ მოდიოდა, ის შუათანაზე შედარებით მაღალი აღმოჩნდა, მხიარულ ჩანდა, ალბათ ყველაფერზე გაიცინებდა, რასაც ლაყბარა მოყვებოდა. გაშლილი თმები, ტანსაცმელი ყველაფერი ფართო ჰქონდა და არაფერი გააჩნდა, არც მკერდი, არც . შუათანასთვის იქნებ მიებაძა რომ ვიწროები ამოეცვა, რომელიც ეს-ესაა გაიხეოდა. მაისურიც პატარა ჰქონდა, და ის რაც ისედაც ოდნავ გააჩნდა უფრო ამუქებდა.
მათ თვალი გავაყოლე, თურმე ისინი მდინარესავით მიედინებოდნენ და გროვდებოდნენ ტბასთან. ლაყბარა ჩემკენ იყურებოდა, ნახევარი ლოყით კი კოცნაობდა. ნახევარი თვალი მეც ზურგისკენ მიმირბოდა. გავშტერდი. თავი გამიხურდა და თვალები ზევით წამივიდა სადღაც. ლაყბარამ, ჩემი თავი გააცნო იმ შუათანას, რომელიც მისთვის ბოლო აღმოჩნდა. სათითაოდ პაცი-პუცი დამიწყეს. გადაკოცნის შემდეგ სახელები ჩამესმოდა. დალი, ლიზა, შევჩენკოვო და გავშეშდი თუ ვინ შევძენკო? ლაყბარას გაღრეჯილი სახე შევამჩნიე. ხომ კარგი - მია იყო ესო, ეს კიდევ - მედეაო. ეს მედეა თურმე ის კაბიანი აღმოჩნდა, რომლისთვისაც ტუჩებში მომივიდა კოცნა, არადა, მე ხომ ლოყა მქონდა ჩანაფიქრში. მისი საშინელი სუნი მომივიდა. რა არ ვიცი, რომ კვირაში ერთხელ ბანაობდა, და დღეებიც თუ არეული მქონდა, მაშინ გამოვიცნობდი და დღეს უეჭველი შაბათი დღე იქნებოდა.
ფიქრით თავი ამტკივდა, ამდენ სახელს ვერაფრით დავიმახსოვრებდი. ჩემებურ სახელებს დავარქმევდი. ეს კაბიანი - სუნიანი იქნებოდა, დაბალი და ვიწრო ზმანით - მინიმენა, ის ძალით სატყნავი კიდევ - ბეკეკა. ვინ დამრჩა? ხომ ის გაფლაშული - ვინიცობაა შეიძლება ზღვაზე კარდაშიანი მიგვექარა, ის ხომ ტანისამოსში ყველაფერს აღიავებდა, რაც ჰქონდა ან საერთოდაც არ ჰქონდა.
ამის შემდეგ, გზას გავუდექით. გოგოები წინ სვლასთან ერთად, უკან მოიხედავდნენ და კარგა ხანი გვაკვირდებოდნენ, ვერაფერს ვკითხულობდი მათ სახეზე, გარდა მიზიდულობისა.
შემოღობილში, ანუ, სადაც ახლა ვიმყოფებოდი, ადმინისტრაციულმა შენობამ შეავიწროვა ეს ადგილი, მის მერე უფრო უკაცრიელის ელფერი დაედო. ადრე, სამეფოში რომ მეფეს შვილი მოუტყნესო, ეგრე დადიოდ ხმები ეს ის შენობაა, რაც გუპკის ქარხანას ეკუთვნისო. თითქოს ეს ამბავი დიდად მნიშვნელოვა იყო, მეფე და მისი შვილი ხმას არ იღებდნენ და ეს ჩუჩელა ხალხი კი ჭორებს ავრცელებდნენ, ისე გამოდიოდა ვითომ არავის არაფერი მოუტყნეს, მეფე და ქალი კი ისევ მამაშვილობდნენ.
ისე კი ეს ადგილი მიძინებული იყო, გველებისთვის, ხვლიკებისთვის და რაღათქმაუნდა უბნის ერთგული ხალხისთვის თუ შემორჩა მხოლოდ. ეს ჭერმის ხეც რომ სამეფოს ეკუთვნოდა, მაგის გამო გართულებული იყო ღობეზე ასვლა და შემდგომ ხეზე გადაბობღება. ერთ მხრივ რთული არაფერი გამოდიოდა, ყველაფერს ხომ ლაყბარა ითავებდა. ხო და ახლაც გაიქცა, ბეტონზე შეხტა, მერე მეორე ნახტომი და უცებ ხეზე აღმოჩნდა. სპაიდერმენი იყო, ნამდვილად სპაიდერმენი. უფრო და უფრო კენწეროზე ადიოდა და ჯიბეებიც ნელ-ნელა ევსებოდა.
ეს ცოტა არ იყოს, ხუმრობით უნდა გამომეხატა, ვიდრე ის ჯიბეებს გაავსებდა. ხუმრობა ყველაფრის გასაღები იყო, ამიტომაც სიტუაციის გამოსწორება ყოველთვის შეგვეძლო. ახლა პრობლემა მხოლოდ ხუმრობა იყო? მე ხომ არაფერი ვიცოდი პლანისა და მურთფილმების გარდა. ნუთუ ისევ გონჩას იმედზე ვყოფილიყავი? არა, რანაირად…! ის ბოლოს რომ ვნახე ისე გამოიყურბოდა, რომ საკუთარი თავის იმედი თავადაც არ ექნებოდა. სართოდ არაფერში.
ზევით ახედვის შემდეგ, ლაყბარას გავაყოლე თვალი, ის კენწეროზე ასულიყო, იფიქრებდი ტოტი მოტყდება და ლაყბარაც ჩამოყვებაო, მაგრამ მაგას სულაც არ ადარდებდა ეგეთები. რამე რომ მოსვლოდა, მაინც მკვდრეთით აღდგებოდა, ისევ ავიდოდა და მაინც თავის საქმეს გააგრძელებდა. ასე მაღლა რახან იყო, უფრო გვიან ჩამოვიდოდა, გვიან ჩამოვიდოდა, მაგრამ ჯერ კიდევ დასაკრეფი ჰქონდა. არადა ერთი სული მქონდა, ჩაკმეჩილი ჭერამი მარილში ამომესვა და რომელიმეს პირისთვის შემეთავაზებინა. თუმცა, მსგავს მოქმედებამდე გოგოც არჩეული უნდა მყოლოდა და აქამდე ცოტა თამამადაც უნდა ვყოფილიყავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირში ჭერმის ჩადება გამომივიდოდა ისე როგორც, - აჰა, ჭამე, დროზეო.
ამასობაში მინიმენას ვამოწმებდი, როგორ ჩამოუშვებდა მკერდზე მიბჯენილ ხელებს, მიიხედ მოიხედებოდა რაღაცას შეამოწმებდა, და ისევ იმავე პოზას შეინარჩუნებდა.
მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა ყველა ერთობლივად ხეზე შერჩენილ ლაყბარას შესცქეროდა, მე მინიმენას ზურგის ფორმას შევცქეროდი. იყო მისი ლურჯ კოელბოეს ჯინსის შარვალში გამომწყვდეული, იყო და რა მოხდა? ლამაზი იყო და წარმოდგენა არ მქონდა, რატომ მიზიდავდა? რა არის - ? ორიცალი ფორმიანი ნაჭერი, რომელიც მიმზიდველია. ხომ და ეს ც იმ ლამაზ ფორმებს მიეკუთვნებოდა, თუმცა ამის შიგნით რა იმალებოდა კაცმა არ იცოდა? თმების გადაწევის შემდეგ მზერა შეიცვალა, - გვერდით გაიხედა და იმავე მიმართულებით მეტი გრადუსით დატრიალდა, პირდაპირ ჩემ მიმართულებით - თვალებში შემომხედა. იერი სერიოზული მეჭირა, ქუთუთოები მოშვებული და ისევ ტანის ცენტრში ვიყურებოდი, ოდნავ მზერაც ზევითკენ აღმეპყრო, იქნება მზერა საჭირო დროს გამეფანტა. თვალები დაბლა გააყოლა და ისევ ადგილს დაუბრუნდა. ახლა რომ ვიდექი, ისევ იმ სთვის მეყურებინა? რაღაც არ მებუნებრივებოდა… ახლა ალბათ ფიქრობდა, იმაზე რაზეც მე ვფიქრობდი, მაგრამ სხვა კუთხიდან. ნუთუ კარგი მაქვს? ნუთუ ჩემი მოეწონა?
მან ლაყბარას დასჩხავლა გაგვასინჯეო.
ახლაც ხეზე იყო, ვერაფრით ივსებდა ჯიბეებს. ჭერამი გამოისროლა და მომაძახა - აჰა დაიჭირეო..! ჰაერში გამოფრენილ ჭერამს თვალი გავაყოლე. ბალახებში გაუჩინარდა. ის ვიცოდი რომ სადღაც ჩემს წინ დაეცა, მაგრამ არაფრით მოვიცვლიდი ფეხს, გაშტერებული ისევ იმ თითებს ერთმანეთზე რომ მქონდა მიდებული უფრო და უფრო ვაწვალებდი.
შევნიშნე სუნიანი როგორ მივიდა - სად დაეცა, სადო? ვუყურებდი ისევ იმ ადგილს, სადაც ჭერამი დაეცა და იმ სუნიანის აქა-იქ ბუზივით ტრიალს - თითქოს ნაკელზე ზრუნავდა. ასე მეგონა განგებით მოხდა, ეს სუნიანი და კაბიანი რომ ჩემს წინ გადახრილი აღმოჩნდა. დღეს არ ვიცი, ალბათ სხვა თუ არაფერი ტრაკების დღე იქნებოდა? ისე მოხდა, აი ფილმებში რომ გადაიკუზებიან, იქნებ ლამაზად გამოჩნდესო, თან ის გოგოც რომ ერთ დროს ეუფლებოდა მსგავს გამოწვევებს.
და ასე, აფათურებდა ხელებს ბალახში, მაგრამ რასაც ეძებდა ვერაფრით პოულობდა. კაბაზე ამოსვირინგებულივით ჰქონდა დუმები, მაგრამ ზედ არაფერი ეტყობოდა. ამის შემყურე თავი მიხურდა, იქამდე სანამ არ მიაგნო. რაღაცას მიაგნო, მაგრამ როგორც მახსოვდა ის არ ეძებდა კაკალს. გადახრას ჩამუხვლა მოჰყვა, ისეთი აი, რამდენჯერმე რომ ჩაიწევი და ამოიწევი, თითქოს ვერაფრით იმუხლებოდა ისე როგორც შენ გინდა. იყო მის შესაფერისად ჩამუხლული, ბარძაყები ერთმანეთზე ჰქონდა მიდებული და ცალი ხელით კიდევ და კიდევ ბალახებს ხელს უსმევდა. რაღაც ამოიღო, მომლოდინე სახით ჩაკმიჩა და სანამ გემო არ გაუგო, იქამდე არ წამოდგა.
ანიშნა გოგოებს, კარგიაო, მართლა კარგიაო, და ეს გამიხარდა კიდეც.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent