შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თემურ ელიავა - კაცი რომელმაც შეშალა პოეზია


21-09-2015, 22:20
ნანახია 3 516

როცა აივანთან ჩაივლის პროცესია
მე კი აივნიდან ხოშიანად გადმოვაფურთხებ
სიმღერას შეწყვეტენ ისინი ვინც ღმერთი დამაკარგვინა
და უღმერთოს მიწოდებენ
მართლმადიდებლურად დაიბიღმებიან
გზას ლოცვა ლოცვით გაუყვებიან ტაძრისაკენ
აუცილებლად დამიმახსოვრებს ერთ-ერთი მათგანი
რათა მოგვიანებით როგორც კი მარხვა დასრულდება
ყოვლად ბრძენი მამაოს კურთხევით საქმე გამირჩიოს
მაგრამ ჯერ ადრეა ჯერ სამოთხე უნდა გაინაღდო
რამდენი რამ არ იცით ჩემზე
უბრალოდ ეჭვი დაქვთ რომ ღამღამობით კატებს ვკლავ და რქები ამომდის
აქ ჩემი ცოლი არაფერ შუაშია მე იმ ხეპრე პოლიციელისგან განსხვავებით სულ სხვა მიზეზით ამომდის რქები
აიდი ბარათი მაქ აღებული იუსტიციის სახლში
არიქა საქმეს ნუ დაიჭერთ ჩემთან
ჩემი საქმე წასულია
თანამედროვე პოეზიის ანთოლოგიაში კი არა
საარჩევნო სიებშიც არ ვარ
ასე რო არაფერში მიმძღვიდ ბრალი თუ არ ჩავთვლით მამაჩემის უეცარ სიკვდილს
რომელიც ჩემგან გაბსხვავებით არის საარჩევნო სიებში
მე კი ვერლიბრებს ვეჩვევი და სმას თავს ვანებებ
ხომ ვთქვი ჩემი საქმე წასულია მეთქი
ღვაწლმოსილ მწერალს არასოდეს უჩუქნია ჩემთვის კალამი
აღარც დუელანტი ვარ გასული საუკუნის
აღარც კავალერი ვარ რომელიმე ორდენის
ბერეტი და შარფიც კი არ მაქვს
სამაგიეროდ სისხლი მაქვს აზნაურის და
რაიონული სასამართლოს დადგენილება სამართალ დამრღვევ
თემურ ელიავას შესახებ რომელიც მთვრალი შუაღამე ქუჩაში ყეფდა
ზამთარია რახანია მკვდარი ვარ და ახლა როგორც არასდროს რაღაცას წარმოვადგენ
წესი იმ ახალგაზრდა ყმაწვილმა ამიგო ჩემს დასახიჩრებას რომ ლამობდა მარხვის დასრულების თანავე
სასაცილოა იმ სასაფლაოზე დამკრძალეს სადაც კატებს ვკლავდი და ვინ იცის კიდევ რას ჩავდიოდი
მართალია ორდენის კავალერი ვერ გამხადეს მაგრამ შარფი და ბერეტი სულაც არ ყოფილა პრობლემა
უხვად ჩამატანეს პოეზიის ლაწირაკებმა
წინ ღვაწლმოსილი მწერალი მიუძღვოდა პირადი კალმით გულის ჯიბეში
ხომ ვთქვი როგორც არასდროს რაღაცას წარმოვადგენ მეთქი
რაც მთავარია ამომშალეს ნისიების დავთარიდან
და ავტომატურად აღმოვჩნდი საარჩევნო სიებში მამაჩემის სახელის გვერდით

თემურ ელიავა კაცი რომელიც უსტორიას დარჩება
არ შემეძლო რო არ დამედო ვგიჟდები ამ ადამიანზე და მის ლექსებზე იმედია თქვენც მოგეწონათ



№1  offline წევრი DaaDaa

ჩემიგენიოსია ეს!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent