შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შერვაშიძეები (სრულად)


20-10-2019, 21:46
ავტორი პენელოპე
ნანახია 44 189





შ ე რ ვ ა შ ი ძ ე ე ბ ი

„რაღაც საოცრება იყავი. სხვა სამყაროდან, სხვა რეალობიდან, თითქოს გამოგიგონა ჩემმა გონებამ. არ დავიჯერებდი შენს არსებობის, რომ არა ის.. ის „ჩვენი“. ვიფიქრებდი, რომ არ არსებობდი და მორჩა, - დავისვენებდი. გავთავისუფლდებოდი შენი მარწუხებისგან, რომელიც სუნთქვას მიკრავდა. აღარ ვიცი მომხდარის შემდეგ რა გითხრა. ან კი მეთქმის რამე? ვიცი, არ დამთავრებულა ჩვენთვის. ისიც ვიცი, რომ მელოდები. და მოვალ.
გეძღვნება შენ, ჩემო იო.
მიყვარხარ.“



მის დაკავებას შევესწარი. დაკითხვასა და სასამართლოსაც.
ვიცოდი, რასაც ედავებოდნენ.
მინახავს, როგორ გადაიყვანეს გლდანის ციხეში, როგორ მოათავსეს ავტომობილში ბორკილდადებული.
დედამისსაც ვიცნობდი.
შუახნის დედამისი დამიწყნარებია, დამიმშვიდებია და მისთვის ყავაც მიმირთმევია. მისი მწვანე, ხასხასა თვალები მადლიერებას ასხივებდნენ, მიუხედავად იმ უბედურებისა, რაც საკუთარ შვილს დაატყდა.
დღემდე ყვირის ჩემში დედამისის განწირული ხმა, რომელიც მხოლოდ იმ დღეს ამოიღო, როდესაც მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. ეს ხმა სულში მაქვს. ყოველ ღამე ღრიალებს, წივის, მეძახის და ვერ ვაჩერებ. ვერ ვივიწყებ..
მაშინ ოცდაორი წლის ვიყავი, ის - ოცდახუთის. მამაჩემს, დათოს დავყვებოდი, რომელიც ამ საქმის მოსამართლე იყო. არ ვიცი, რის მიღწევას ვცდილობდი. ეს უბრალო ცნობისმოყვარეობა ნამდვილად არ ყოფილა, მე ის მანიაკური ინტერესით მაინტერესებდა.
ოცდახუთი წლის დამნაშავეს იოანე შერვაშიძე ერქვა. ბრალად მკვლელობა ედებოდა, საკუთარი შეყვარებულის. გოგონა სასტიკად იყო მოკლული. სხეულზე ძალადობის კვალი და დანით მიყენებული უამრავი ჭრილობა ჰქონდა. სადისტურად მოექცნენ.
მაშინ ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი და დათოს ჩემი დაინტერესების მიზეზად ამას ვუსახელებდი, რომელიც შეწუხებული იყო, - ყველგან კუდში ვდევნიდი. განყოფილებაში ყველა მიცნობდა. იცოდნენ, რომ მოსამართლე დავით კაჭარავას ქალიშვილი ვიყავი. ფაქტობრივად, მათ ხელში გავიზარდე. პატარაობიდანვე დავყვებოდი მამას.
მოკლულის ოჯახი მომხდარს ვერ იჯერებდა. არ ესმოდათ, როგორ შეეძლო იოანესნაირ პატიოსან ადამიანს ამის ჩადენა. ერთხმად თანხმდებოდნენ, რომ წყვილს ერთმანეთი ძლიერ უყვარდა, თუმცა ფაქტი ერთი იყო: დანაზე, კარის სახელურზე, სახლის ნივთებზე, - ყველგან იოანეს ანაბეჭდები იქნა აღმოჩენილი. როდესაც პოლიციელები თავზე დაადგნენ(კაცმა არ იცის ვინ შეატყობინა), იოანეს დანა ხელში ეჭირა და გათიშული იწვა თავისი შეყვარებულის, ნიას გულ-მკერდზე.
იოანეს არაფერი უღიარებია, თუმცა თავის დასაცავადაც არაფერს ამბობდა.
მე მის ყველა მოსმენას დავესწარი. როდესაც დაკითხვის ოთახში იმყოფებოდა, სარკიდან ვუყურებდი, როგორ პასუხობდა შეკითხვებს: მშვიდად და წყნარად.
ცუდად მოქმედებდა ჩემზე იქ ყოფნა. ერთი მხრივ ნიას მშობლები, რომლებიც ცრემლიანი თვალებით იოანეს დაჰყურებდნენ და უპასუხოდ დარჩენილი კითხვებისთვის უთქმელად სთხოვდნენ პასუხს, - ისინი შვილზე მეტად იოანეს დასტიროდნენ. ვერ დაეჯერებინათ ეს იმედგაცრუება, ეს აბსურდულობა, ეს სისასტიკე, რაც მან ჩაიდინა. ასმაგად რთული გახდა მათთვის მოსმენებზე სიარული. შვილთან ერთად მომავალი სიძის მშვიდი სახის ყურება სტანჯავდათ ყოფილ ცოლ-ქმარს. გაფითრებულები თვალებს აცეცებდნენ აქეთ-იქით და მამას უხმოდ ევედრებოდნენ, რომ დამნაშავე სხვა ყოფილიყო.
მეორე მხრივ კი იყო ქალბატონი ნაინა, მკვლელის დედა. ქალი თვალს ვერ უსწორებდა ვერავის, მაგრამ ვხედავდი, როგორ არ სჯეროდა პოლიციის, არ სჯეროდა მამაჩემის, რომელიც დანაშაულის მოტივებზე საუბრობდა. ის საკუთარ შვილში დარწმუნებული იყო და ვიცოდი, ამაყად თავსაც კი ასწევდა, უბრალოდ ნიას მშობლების ერიდებოდა, მათ ტკივილს იზიარებდა.
მკვლელსა და მოკლულის ოჯახს შორის გაბმული ძაფი საბოლოოდ მამაჩემმა ხმაურიანად ჩაჭრა. მან ვიდეო კადრი გამოამზეურა. ნიას კორპუსის წინ მდებარე მარკეტის ჩანაწერი იყო, სადაც ნათლად სჩანდა იოანე, რომელიც გაბრაზებული, გაცოფებული მზერით გადმოვიდა ავტომობილიდან და გაგიჟებული სისწრაფით შევიდა სადარბაზოში. ნიას კორპუსის სადარბაზოში, მკვლელობამდე ნახევარი საათით ადრე.
და მაშინ ყველამ დაიჯერა. თითქოს, მხოლოდ ეს იყო საკმარისი. თითქოს, მისი გამხეცებული სახე ადასტურებდა მის ბრალეულობას.
ბიძაჩემი მერაბიც იქვე იდგა, გამომძიებელი. ეს საქმე მას ჩაახუტეს.. მამაჩემზე გაცილებით უმცროსი გახლდათ, ამიტომ ძირითადად მასთან ერთად განვიხილავდი დეტალებს, ვეკითხებოდი, პირს არ ვაჩერებდი და ხანდახან გაკვირვებულ მზერასაც ვიმსახურებდი, როდესაც მცირე დეტალსაც ვუღრმავდებოდი.
-რა დეტექტივი ეზრდება საქართველოს,-ხშირად ამბობდა სიცილით.

როცა მამამ განაჩენი, ათი წლით თავისუფლების აღკვეთა, გამოაცხადა მაშინ გაისმა ნაინას ყურისწამღები, შემზარავი, სასოწარკვეთილი ხმა. ღრიალებდა, ყვიროდა და ბოლოს ხმა ჩამტყდარი მხოლოდ ხრიალს ახერხებდა. ერთს იმეორებდა, ჩემი შვილი მკვლელი არ არისო. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მბრალმდებლები კმაყოფილნი არ ჩანდნენ. პირიქით, მათაც არანაკლებ განიცადეს. ნიას დედას არ ეტყობოდა საღ გონებაზე ყოფნა, იმდენად თეთრი ფერი ედო მის სახეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარება მაშინვე მივარდა, მაჯის სრესა დაუწყეს, თუმცა ის აღარაფერს გრძნობდა. შვილის სიკვდილზე მეტად ეწყინა იოანეს დამნაშავეობა. ჯერ შეგუებული არ ყოფილა. ჯერ ისიც არ ჰქონდა გააზრებული, ნიას მიწაში რომ ეძინა აქ, სააქაო ცხოვრებაში ნიას სიყვარული ცოცხალი რომ გარდაიცვალა მის თვალში.
იოანეს წარბიც არ შერხევია. მთელი გულისყურით მოუსმინა მამაჩემს და თავის დაქნევით მიიღო ეს საშინელი განაჩენი. ორი პოლიციელი გვერდით ამოუდგა, უნდა გაეყვანათ, წაეყვანათ იქ, სადაც უახლოეს ათ წელს გაატარებდა. ნაინა გამოერკვია, ვიღაც გოგონა ედგა გვერდით, რომელიც მუდამ თან დაჰყვებოდა. მან წამოაყენა. ნაინა შვილისკენ გამოექანა და ხელებზე ჩააფრინდა.
-მითხარი, რომ არაფერი დაგიშავებია, იო.-ჩუმად უჩურჩულა დედამ, მაგრამ მაინც ყველამ გაიგო, რადგან დარბაზი წუთით სმენად იქცა. მე ახლოს ვიდექი. ვხედავდი ნაინას მწვანე, აწყ/ლიანებულ თვალებს, სადაც იოანე ირეკლებოდა. მან ბორკილიანი ხელები ლოყაზე ჩამოუსვა დედას, შუბლზე აკოცა და გაუღიმა.
-ჩემში ეჭვი არასოდეს შეგეპაროს, დედა.-ჩახლეჩილი ხმით დაუყვავა, შემდეგ ზემოთხსენებულ გოგოს თავი მსუბუქად დაუკრა და მხოლოდ მაშინ გადმოაგორა ცრემლი, რომელსაც ამდენი ხანი იკავებდა.
გამოსამშვიდობებელი ცრემლი.
ან იქნებ ნიას დასატირებელი? ვინ იცის...
შემდეგ წაიყვანეს.
და მე მთელი სიმძაფრით შევიგრძენი მისი ათწლიანი ციხის ცხოვრება.

ამ დღის შემდეგ ნაინა კარგა ხანი აღარ მინახავს. მერაბი იტყოდა იშვიათად, შერვაშიძის დედა იყოო მოსული განყოფილებაში. ნაინა ელოდა რაღაცას, ისეთს, რაც შვილს იხსნიდა ათწლიანი ტყვეობისგან, მაგრამ არაფერი.
ძიება დასრულებული იყო.
ნია მოკლული.
იოანე დაპატიმრებული.
*
როგორც დაკავებას, მის გათავისუფლებასაც თვალყურს ვადევნებდი.
დროზე ადრე გაათავისუფლეს. მხოლოდ ორი წელი იჯდა ციხეში,რადგან იოანეს უდანაშაულობა დამტკიცდა. მერაბი მთლიანად დაიხარჯა ამ საქმეში. ეჭვის ჭია გულს უღრღნიდა, არ ასვენებდა და ნაინაზე ფიქრობდა, რომელიც ხშირად მოდიოდა განყოფილებაში და სამართალს ითხოვდა.
მერაბმა ხელახლა ჩაატარა გამოძიება. გამოარკვია, ის ვიდეო, რომლითაც მამაჩემმა ბრალდებულს ათი წელი შეუფარდა, სპეციალურად იყო დამონტაჟებული. ვის მიერ, - ეს ვერ გაირკვა. ამ შემთხვევის შემდეგ მერაბი უფრო დაეჭვდა. მიხვდა, რაღაც რიგზე ვერ იყო.
იოანესაც მიაკითხა ციხეში, მაგრამ ის მაინც არაფერს ამბობდა. პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული და სასჯელს მორჩილად ეგუებოდა. მერაბმა ერთხელ თქვა, მგონი საერთოდ გამოსვლაც არ უნდაო.
მერაბმა იოანეს ახლობლები, მეგობრები და ნათესავები ხელახლა დაკითხა, მაგრამ საფუძვლიანს ვერაფერს მიაკვლია, ისევ იგივე იყო ყველაფერი.
მხოლოდ ერთხელ, როდესაც სახლში იყო ჩემთან და ყავას სვამდა, ვიღაცამ დაურეკა შერვაშიძის საქმესთან დაკავშირებით მინდა საუბარიო. ბიძაჩემმა სახლში დაპატიჟა, თან თვალი ჩამიკრა, ვიცი, ინტერესით კვდებიო.
კარი ახალგაზრდა ყმაწვილს გავუღე. თავაზიანად მომესალმა, შემდეგ ბიძაჩემს მოწიწებით ჩამოართვა ხელი და შემოსასვლელში გამოგვყვა. ყავასა და ჩაიზე უარის შემდეგ, განერვიულებულმა მთხოვა:-სიგარეტს მოვწევ, თუ არ გეწყინება.- უარს როგორ ვეტყოდი, ისეთი საწყალი სახე ჰქონდა. ღიმილით დავეთანხმე, ხოლო პირველი ნაფაზის შემდეგ მან მოყოლა დაიწყო.
-სანდრო შერვაშიძე გახლავართ,-რბილი ტონით წამოიწყო.-თქვენ ვიცი, ბატონი მერაბი ბრძანდებით, გამომძიებელი. აი, თქვენ..-მზერა ჩემზე გადმოიტანა და უხერხულად გამიღიმა.
-ნინა კაჭარავა.
-იქნებ ცალკე გველაპარაკა, ბატონო მერაბ?- ანერვიანებულმა ხელები გაასავსავა. ღამენათევის გამომეტყველება ჰქონდა.
-დასამალი არაფერია, შეგიძლიათ ენდოთ.-ბიძაჩემმა თბილად გადმომხედა, შემდეგ კი მანიშნა გვერდით მივჯდომოდი. სანდროს პირისპირ ვისხედით და ველოდებოდით მისგან რამეს, რაც იოანეს ეხებოდა.
-კარგით, რა გაეწყობა.-უკმაყოფილოდ წარმოსთქვა.-ყურადღებით მომისმინეთ!


....

-გამოდის, რომ ბრალდებული შერვაშიძე იმ ღამეს თქვენთან იმყოფებოდა?-მშვიდად იკითხა მამაჩემმა, რომელსაც ორი წლის შემდეგაც ისევ ის მანტია ეცვა, ისევ იმავე სასამართლო დარბაზში.
სანდრომ წამით თავის საუკეთესო მეგობარს, საკუთარ ღვიძლ ბიძაშვილს გადახედა, შემდეგ თავი გადააქნია და იმ ამბის მოყოლა დაიწყო, რაც რამდენიმე დღის წინ გვიამბო მე და ბიძას.
-იმ საღამოს ჩემი დაბადების დღე იყო.-სანდრომ თვალები დახუჭა. ნაინას ფრთხილად გაუღიმა და შემდეგ განაგრძო: - ნიაც ჩვენთან იყო, სხვა მეგობრებიც, მაგრამ ბოლოს მხოლოდ იო დარჩა ჩემთან. ოდნავ ნასვამი იყო, თან მანქანით მოსული და გადაწყვიტა, დარჩენილიყო. ნია სახლში თავისი მანქანით წავიდა. დაახლოებით ღამის ორი საათი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ არ გვეძინა. ვიცინოდით, საჩუქრებს ვათვალიერებდით...მერე იოანეს მობილურმა დარეკა. ნია რეკავდა.
გავფითრდით, ღამის ორ საათზე რა უნდოდა? იოანემ უპასუხა და მეც მესმოდა მისი სასოწარკვეთილი ხმა მობილურიდან.
„იო, ვიღაც ტიპები არიან. . იო, მიშველე. მალე კარს შემოამ..“ და ზარი გაწყდა. იოანე არ დამელოდა, მაშინვე გიჟივით გავარდა. ისეთი გაცოფებული და გამწარებული იყო.. თქვენც ხომ ნახეთ ვიდეოში, როგორი სახით გადმოვიდა ავტომობილიდან და რა სისწრაფითაც შევიდა სადარბაზოში. ნია მარტო ცხოვრობდა.
იოანეს დავედევნე, ოღონდ ტაქსით. ჩემი ავტომობილი ხელოსანთან მყავდა დატოვებული, ამიტომ არ მყავდა და ყოველთვის იოანეს უწევდა ვეტარებინე იქ, სადაც მინდოდა.
გზაში საცობში აღმოვჩნდი. მძღოლი ძლივს მიიზლანზვოდა. ჭკუიდან გადავედი, თან იოანე არ იღებდა, არც ნია. იმის გაფიქრებაზე, რომ ნიას რამე მოუვიდა...-ამ სიტყვებისას მან ქალბატონ ნაინასა და ნიას დედას ,იზას ერთდროულად გადახედა და მე გული მომიკვდა.-რას ვიფიქრებდი ღამის ორ საათზე საცობში თუ მოვხვდებოდი?! თითქოს, ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო. შემდეგ გიჟივით გამოვვარდი და გავიქეცი. როდესაც მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა ისევ უკან დავბრუნდი და დაახლოებით, ერთი საათის შემდეგ უკვე ნიას კართან ვიდექი.
რამდენჯერ ვმდგარვარ იმ კართან.. ყოველთვის მე მიწევდა იოანესგან ნაწყენი ნიას დაწყნარება.-სიმწრისგან გაიცინა. იოანემ თავი დახარა და შუბლით მაგიდას მიეყრდნო. სამჯერ მსუბუქად დაარტყა თავი და ისევ სანდროს შეხედა, გამკიცხავი მზერით.-კარი ღია იყო. შემოსასვლელი სისხლიანი. ზუსტად მაშინ შევედი, როდესაც ნიას თეთრი ზეწარი გადააფარეს. იო ბორკილდადებული კუთხეში ჩამომჯდარიყო და სისხლიან ხელებს სახეზე ისვამდა. გეფიცებით, ის ასეთი არასდროს მინახავს. განადგურებული, გულნატკენი, გატეხილი...
კითხვა არ დამისვამს. მხოლოდ მასთან ჩავჯექი და ერთად ვუყურებდით, როგორ გაჰქონდათ ცხედარი პოლიციელებს.
„მართლა გარდაიცვალა?“ - მხოლოდ ამის კითხვა მოვახერხე და იოანეს გადავხედე. მან წამით შემომხედა, მერე თავისი სისხლიანი ხელები ახლოს მომიტანა და ისეთი ხმით მიპასუხა, ადრე არასდროს არ მომისმენია მისგან: „ხელებში ჩამაკვდა.“

დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. სანდრომ მოყოლა დაამთავრა და ხელებით დახლს დაეყრდნო.
ყველამ დავინახეთ, - ცრემლები სდიოდა.
-ეს ამბავი თავის დროზე რატომ არ მოყევით? ორი წლის წინ თქვენც ხომ იყავით, ამავე დარბაზში, როდესაც მას ათწლიანი პატიმრობა შევუფარდე.-მამაჩემი დაძაბული მზერით იხედებოდა და თვალს ვერ აშორებდა შერვაშიძეების ოჯახს. ის მიხვდა, როგორი მართალი იყო სანდრო შერვაშიძე. დამწუხრებული სახით შეათამაშა საქმის ქაღალდები და ტრაგიკულ ოჯახს თავისი სევდიანი თვალები გაუსწორა.
-მან მთხოვა...-სანდრომ იოანეს მხარეს გაიხედა. ტუჩების მოძრაობით ანიშნა, მაპატიეო, და განაგრძო: - არ უნდოდა სიმართლე ვინმეს სცოდნოდა. როდესაც მის სანახავად მოვედი, დამაფიცა არავისთვის მეთქვა. წარმოიდგინეთ, რას მთხოვდა და მეც რა შევუსრულე.-ისევ ნაინას გადახედა.-მაიძულა, ბიცოლაჩემის ჩამქრალი თვალებისთვის მეყურებინა ყოველდღე. ღმერთო, რა იდიოტი ვარ, როგორ დავუჯერე!-ბოლო სიტყვები უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა.
-ეს რატომ გააკეთა?-მამაჩემმა ორივე შერვაშიძეს გადახედა, თუმცა კითხვა უფრო სანდროსკენ იყო მიმართული. იოანე ხმას არ იღებდა.
-საკუთარი თავი დასაჯა. ამბობდა, რომ მისი ბრალი იყო, ნიას რაც დაემართა.
-ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც გარდაცვლილი ნია გეგეშიძის ბინაში შეიჭრნენ?
-არ ვიცი. არავინ იცის. ნია ისეთი გოგო იყო...სულ სხვანაირი. გულკეთილი, უბოროტო. არ შემიძლია იმის წარმოდგენა, მას მტრები როგორ უნდა ჰყოლოდა.
-თქვენი ოჯახის წევრები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ბრალდებული მკვლელობის ღამეს თქვენთან იმყოფებოდა?-დავითმა მზერა სკამებზე მსხდარ ადამიანებზე გადაიტანა. ნაინას გვერდით სანდროს დედა და ის გოგო იჯდა, განაჩენის გამოტანის დღეს გვერდიდან რომ არ შორდებოდა. მათ თავი დაუქნიეს, ვადასტურებთო.
-როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ ყველგან, სახლის ყველა კუთხეში ბრალდებულის ანაბეჭდია?
-ის ბინაში შევიდა და ბუნებრივია, იქნებოდა სახელურზე მისი ანაბეჭდები. როდესაც ნია ჩააკვდა, იოანე გათიშეს და დანა ხელში ჩაუდეს.-უკმაყოფილოდ გადააქნია სანდრომ თავი,-ეს თქვენი მოვალეობაა, ბატონო დავით. უცნაურად არ გეჩვენებათ, თუ იოანემ თავისი შეყვარებული, თავისი ნომერ პირველი ქალი მოკლა, რატომ არ გაიქცა?! თუ ასეთი ცივსისხლიანი მკვლელია, როგორადაც თქვენ წარმოაჩინეთ, უღირდა კი ათი წელი ამისთვის?!

მამამ არაფერი უპასუხა.
დარბაზი გაჩუმდა.
უეცრად ჩემს წინ მჯდომი ქალბატონი იზა წამოდგა და იოანეს ოდნავ მიუახლოვდა, საკუთარი შვილის „მკვლელთან“ დადგა პირისპირ. იოანე წამოდგა, დიდი მოწიწებით. როგორც ჩანს, პატივს სცემდა ქალბატონ იზას. მათ ერთმანეთს ჩახედეს თვალებში.
-სიმართლე მითხარი,- ჩამწყდარი ხმით წარმოსთქვა ქალმა,-ნიაკო შენ გაიმეტე ასეთი სიკვდილისთვის?
მან თავი გააქნია. - არა. მე არა.
ნაინამ წამოიკივლა. ხელები ზეცისაკენ აღაპყრო და მუხლებზე დაეცა.
-იოანე,-იზამ ნაინას შემხედვარე ტირილს უმატა, შემდეგ იოანეს მიუბრუნდა. სახეზე ჩამოუსვა ხელები და შუბლზე ნაზად აკოცა.-როგორი იყო ის ბოლო წუთებში?
-ლამაზი...თქვენსავით, იზა.-მან ხელები დაუკოცნა ქალს.-მითხრა, მაპატიე, რომ მივდივარო.
ვეღარ გავუძელი.
სასამართლო დარბაზიდან გამოვვარდი. არ შემეძლო მეტის ყურება.
ამ სისასტიკის მოსმენა..
როგორ გაიმეტეს ამდენი ადამიანი?
როგორ გაიმეტეს..



გაათავისუფლეს.
დიდი, რკინის ჟანგიანი კარებიდან როგორც კი გამოვიდა, პირველი ვისაც ჩაეხუტა ეს დედამისი იყო. მანქანაში ვისხედით, აქედან ვაკვირდებოდით მე და მერაბი. მერე ის გოგო, ნაინას გვერდით რომ იყო სულ. შემდეგ ბიცოლა, სანდროს დედა. მანქანაში ჩასხდნენ და სამუდამოდ გაშორდნენ ციხეს,სადაც ყოველთვის დამნაშავეები როდი სხედან.
ჩემი ცხოვრება მხოლოდ იოანეთი არ იყო შემოსაზღვრული. როგორც ზევით აღვნიშნე, მართალია, მისი საქმე და თვითონაც მიზიდავდა,მაგრამ მხოლოდ ამით არ ვსაზრდოობდი.
ჟურნალისტიკა ძალიან საინტერესო სფეროა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. როგორც კი უნივერსიტეტში სწავლა დავამთავრე, სამსახურის ძებნას შევუდექი. საკუთარი ბლოგი მქონდა და შემოსავალიც,მაგრამ არც ისე სახარბიელო. ეკრანებზე გამოსვლა არც ისე მხიბლავდა,თუმცა საკუთარ ჟურნალზე ყოველთვის ვოცნებობდი.
დღეს ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება,სადაც ჟურნალებს,გაზეთებსა და წიგნებს არც თუ ისე ბევრი ადამიანი კითხულობს. ამიტომ,ყოველთვის ასეთი მიზანი მქონდა: შემეთავაზებინა ხალხისთვის ისეთი რამ,რაც ინტერესს აღძრავდა მათში.
დღეს ერთ-ერთი წარმატებული ჟურნალ-გაზეთის რედაქციაში ვმუშაობ. საკუთარში არა,თუმცა მთლად უკმაყოფილოც არა ვარ. საკმაოდ კარგად იხდიან,მეგობრული და სასიამოვნო გარემოა,მეც მეტი რა მინდა? ჯერ მხოლოდ ორი თვეა,რაც ვმუშაობ.
რედაქტორს ძირითადად მოსწონს ჩემი ნაწერები,მაგრამ მაინც წუნკალი კაცია. ალმაცერი მზერით უყურებს ყველას,განსაკუთრებით კი ქალებს,ამიტომ არავის მოსწონს იგი ჩვენთან. ჟურნალისთვის ყველაფერს აკეთებს,ასევე დაუზოგავია თანამშრომლებისთვის, მაგრამ უზრდელი კაცია. კაბინეტში შესვლისას ყოველთვის იმას ანიჭებს უპირატესობას რა გაცვია, როგორ გამოიყურები,გიკეთია თუ არა მაკიაჟი და არა იმას, კარგი ნაწერი მიუტანე თუ არა.
ჩემი სამეგობრო წრე იმაზე ვიწროა,ვიდრე სანაცნობო. ძირითადად უხეში ვარ,მაგრამ უხასიათო არა.
ჩემი მრავალი, მრავალი უარყოფითი თვისებების მიუხედავად, მაინც ვიზიდავ ადამიანებს.
მაგრამ,
თვითონ არავისკენ მქონია ასეთი ლტოლვა. იოანე ისეთი იყო,განსხვავებული. გაიძულებდა მისით გესაზრდოვა. იოანე მკვლელიც მომწონდა,პატიმარიც და უდანაშაულოც. თავისებური ხიბლი ჰქონდა. ნაინას ხასხასა მწვანე თვალები წაბლისფერთან შეზავებული. სწორი ცხვირი უზომოდ უხდებოდა მის სახეს. დაბალზე გადაპარსული თავი უფრო მკაცრ იერს სძენდა.

სახლში მე და მამა ვართ. ერთად ვცხოვრობთ, მე დედის გარეშე, ის - ცოლის. სკოლას რომ ვამთავრებდი, იმ წელს გარდაიცვალა. მეოთხე სტადიის სიმსივნით..
მერაბმა დამირეკა,სახლში თუ ხართ, შემოგივლითო.
მერაბი და მამა ძმების გარდა მეგობრებიც იყვნენ. ჩვენ სამს ისეთი ურთიერთობა გვქონდა... განყოფილებაში გვეუბნებოდნენ ხშირად,სამი მუშკეტერი ხართო,დარტანიანის გარეშე.
-აბა, როგორ ხარ, ნინაჩკა? - კარის ზღურბლს გადმოაბიჯა თუ არა, ბედნიერად აჭიკჭიკდა ბიძაჩემი.
-კარგად,თავად როგორ გიკითხო?-გავუღიმე,თან ფეხსაცმელი დავუდე ჩასაცმელად.
-გარეთ თბილა,მერაბ?-გასძახა მამაჩემმა სამზარეულოდან.
-არც ისე. აპრილს გადავაგორებთ და იქნება მერე სითბო.
დივანზე წამოკალათდა,ჩემი ჟურნალი აიღო და ფეხები გადააჯვარედინა.- რას შვრები,გოგო,შენ? სამსახურში რატომ არ ხარ?
-დღეს ვისვენებ.
-რა სისულელეები გიწერიათ აქ,რა არის? - უკმაყოფილოდ დააგდო მაგიდაზე და გვერდულად გადაწვა.-დათო,ყავა გააკეთე,რა.
-მერაბ,-თბილად გამომხედა. ღრმად ჩავისუნთქე და ვკითხე: - რა ბედი ელის ნიას საქმეს?-ამოიოხრა,წამოდგა და თითების წვალება დაიწყო.
-არ ვიცი,ნინა. მართლა არ ვიცი. - ხელები სახეზე ჩამოისვა.-კაცი ორი წელი ტყუილად ჩავსვით, ვიღაც ნაბო/ზრების გულისთვის.
-წესიერად!-სამზარეულოდან მამაჩემი გამოვიდა, ორი ფინჯანი ყავით ხელში.
-ვინ უნდა ჰყოლოდა მტრად იმ საწყალ გოგოს?-სევდიანად დავილაპარაკე. გულწრფელად მეცოდება მისი ოჯახის წევრები,იზა განსაკუთრებით.
-ან ვის რაში სჭირდებოდა მისი სიკვდილი?-მამამ ყავა მოსვა,შემდეგ თავი გადააქნია და საინფორმაციოს დაუწყო ყურება.

მეორე დღეს სამსახურში წავედი.
ნორმალურად მიდიოდა მუშაობის პროცესი,სანამ ჩემი კატალოგის მენეჯერმა, ლიკამ არ მთხოვა ახალი თანამშრომელი მოდის და დააკვალიანეო. თვითონ არ ეცალა,სასწრაფოდ საბუთებისთვის უნდა გადაეხადა,რაღაც ფინანსებთან დაკავშირებით,ამიტომ მთხოვა მე. მეც საქმე არ მქონდა,ცოტა ხანში ისედაც იწურებოდა ჩემი სამუშაო საათები.
ახალი თანამშრომელი დერეფანში იცდიდა. კიბეები ჩავირბინე და ადგილზე გავშეშდი. ის გოგო... ნაინას ყველგან თან რომ დაჰყავდა. წუთით გაშეშებული ვიდექი,არ ვიცოდი რა მეთქვა და უფრო უარესი,როგორ მოვქცეულიყავი. მან მიცნო. ზუსტად ისეთი გაკვირვებული იყო,როგორიც მე. აუცილებლად შემამჩნევდა, ჩემ მსგავსად მასაც არ გამოუტოვებია არც ერთი სასამართო.
ბოლო საფეხურსაც გადავაბიჯე და ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად. - ნინა კაჭარავა.
ცალი წარბი აწია,თუმცა ხელი მაინც ჩამომართვა და მალევე მომაშორა.-ეკა. ეკა შერვაშიძე.-გვარს მკაფიოდ გაუსვა ხაზი. იოანეს და არ ჰყოლია. მერაბს ვკითხე მის შესახებ წეღან,მითხრა,სანდროს დააო,იოანეს ბიძაშვილი.
თავით კიბეებისკენ ვანიშნე, მორჩილად გამომყვა და ლიკას კაბინეტში შევიყვანე. - რამეს ხომ არ მიირთმევთ?-რაც შემეძლო თავაზიანად ვკითხე,არ მინდოდა მისი გაღიზიანება. ისედაც არ მოვწონდი, იცოდა მამაჩემმა რომ მიუსაჯა ბიძაშვილს ათი წელი.
-დიახ. ჩაის დავლევდი. - მშვიდი ტონით მიპასუხა. მდივანი არ მყავდა,თუმცა გოგოებს ვანიშნე ფანჯრიდან ჩაი შემოეტანათ ჩემთვის.
-ლიკა დაკავებულია,ამიტომ შეგხვდით მე. მთხოვა,დაგხმარებოდით.-არაფერი მიპასუხა,ოდნავ დამიქნია თავი.
ახსნა დავუწყე,თუ რა უნდა გაეკეთებინა,როგორ ემუშავა, დახმარებისთვის ვისთვის უნდა მიემართა და ასე შემდეგ.-აი, იმ ადამიანების მსგავსად,-თითი ფანჯრისკენ ვანიშნე,სადაც კომპიუტერთან მსხდარი თანამშრომლები ჩანდნენ.- თქვენც ღიად მოგიწევთ მუშაობა. ნაწერების გასწორება გევალებათ, იმის,რაც შემოდის ჩვენთან. ბოლო დროს ჩვენი ჟურნალი პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ ნაწერების რაოდენობაც დიდია,თუმცა ბევრი უვარგისია. პირველივე წინადადებაზე მიხვდებით,ამიტომ ბოლომდე წაკითხვა საჭირო არ არის.
-კარგი,გასაგებია.-ჩემკენ გადმოიხარა ოდნავ. რაღაცის თქმა აპირებდა, მაგრამ სუზი შემოვიდა, ჭიქები მაგიდაზე დაგვიტოვა და გავიდა. მან გააგრძელა, - ნიას საქმეზე ახალია რამე?
ეკას კითხვამ დამაბნია. ცოტა ხანი ხმა არ ამომიღია. შემდეგ ვუპასუხე: - მე რატომ მეკითხებით?
-არც ერთი მოსმენა არ გამოგიტოვებია. ყოველთვის იქ იყავი.-წარბები აზიდა მან,ნიშნად „გამოგიჭირე“.
-მამაჩემი იყო მოსამართლე. დაინტერესებული ვიყავი უბრალოდ.-თვალები ავარიდე მას და ლიკას კლავიატურას უაზროდ დავაცქერდი.
-მით უმეტეს,-უხეშად მიპასუხა.-მამაშენმა შეუფარდა ათი წელი იოანეს.
-სხვა გზა ჰქონდა?-თავი ავწიე და არც მე დავაკელი.-თვითონაც არ უარუყვია. ყველა სამხილი მის წინააღმდეგ იყო.
ჩემი ხმამაღალი ტონი მას არ მოეწონა,თუმცა არაფერი უთქვამს. თავი დახარა,თითებს დაუწყო წვალება.-რაღაც დიდი იმალება ამ საქმის უკან,მაგრამ რა,ღმერთმა იცის.-შედარებით რბილი ხმით მომმართა.-კარგი,მართალი ხარ. სხვას რას ვეუბნები,ყველაფერი ჩემი იდიოტი ძმის ბრალია. როდიდან შევძლებ დაწყებას?
-ხვალიდან შეგიძლია.
ეკა და მე ერთად გამოვედით შენობიდან. ორივე ტაქსის ველოდებოდით, გადავწყვიტეთ ერთად წავსულიყავით. ეკა ლამაზი,ახალგაზრდა გოგოა. ნაცრისფერი, კამკამა თვალებით, ქერა თმით, საკმაოდ მაღალი. სანდროსაც წააგავდა რაღაცით, უფრო მანერა ჰქონდა მისნაირი. მე ხომ ორჯერ მოვისმინე ერთი და იმავე ამბავი სანდროს პირიდან.
ტაქსიმ ჯერ ეკა დატოვა, შემდეგ კი მე წამიყვანა. გადასვლისას შეხვედრამდეო მითხრა და შედარებით თბილად დამემშვიდობა.
სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი რატომ ბრაზდებოდა ჩემზე. მართალია, მამაჩემი მოსამართლე იყო და სხვათა შორის, სრულიად საფუძვლიანად მიუსაჯა ათი წელი, მაგრამ ეს ეკას არ აძლევდა იმის საბაბს, რომ დავედანაშაულებინე.
ბოლოს და ბოლოს, მამაჩემმა როგორც ჩასვა, ისევე გაათავისუფლა.
ამ დღის შემდეგ ჩემს ცხოვრებას ცვლილებები დაეტყო. თუ ეს ორი წელი მშვიდად ვცხოვრობდი და არც ერთი შერვაშიძე არ ტრიალებდა გარშემო, ახლა პირიქით. ეკას ხშირად აკითხავდა სანდრო სამსახურში. სახლში მიჰყავდა, მაგრამ მე და ეკა ძირითადად ერთდროულად ვამთავრებდით, ამის გამო ხშირად მიწევდა მათთან შეხვედრა და შესაბამისად, ჩვენი გზებიც იყრებოდა. როდესაც სანდრო პირველად მოვიდა დის წასაყვანად, მომიკითხა. ზრდილობიანი ტონით წაყვანაც შემომთავაზა, თუმცა, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, - არ მჭირდებოდა იძულებითი თავაზიანად.
სანდრო არ იყო ცუდი ბიჭი, თუმცა ვხვდებოდი არ მოვწონდი, ეკას მსგავსად. კომპლექსები მაწუხებდა. რომც არ ეგრძნობინებინა ჩემთვის ვინმეს, რომ ჩემთან ყოფნა არ უნდოდა, მე მაინც ეჭვის ჭია მიღრღნიდა შინაგანს. დიდი სამეგობრო წრით ვერ დავიკვეხნიდი, სწორედ ამიტომ მაწუხებდა უაზრო აზრები. მეგონა, რომ მამას გამო თავს იკავებდნენ, ან ჩემი მუდამ სევდიანი გამომეტყველების შემხედვარეებს არ სურდათ კომუნიკაცია. ყოველთვის მოწყენილი არ ვყოფილვარ, მაგრამ ზედმეტად გართული ვიყავი იოანეს სამყაროთი.

თბილი დღეები დაიწყო და ჩემი სამსახურიც გვიანობამდე გაგრძელდა. დამაწინაურეს, შესაბამისად, - სამუშაო უფრო მომემატა.
ერთ საღამოს, დაახლოებით ცხრა საათამდე დავრჩი. იმდენი ხელნაწერი იყო.. ყველა უნდა გამესწორებინა, უნდა ამეკრიფა და ამომებეჭდა. როგორც კი დავასრულე, შენობიდან გამოვედი. წვიმდა... ისეთი აურა იდგა, აუცილებლად უნდა მომხდარიყო რამე. ასე მიგრძნობდა გული და არც შევმცდარვარ. ძალიან სჭირდებოდა ჩემს უფერულ ცხოვრებას ის საღამო.
შენობასთან ვიდექი, ისევ და ისევ ტაქსის მოლოდინში. უეცრად გვერდით ჩემი რედაქტორი, ბატონი რევაზი დამიდგა. უცნაური მზერა ჰქონდა, ოდნავ ნასვამიც იყო ალბათ. დღეს არ შემხვედრია, ამიტომ მივესალმე და მოუთმენლად დავიწყე ლოდინი, როდის მოვიდოდა გამოძახებული ტაქსი.
-იცით, ნინა,-უეცრად დაიწყო მან. მექანიკურად გავხედე, არც ისე შორს იდგა ჩემგან.-ძალიან მელამაზები.
-გმადლობთ,-რაც შემეძლო თავაზიანად ვუპასუხე, თითქოს დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია ამისთვის.
-ნინა, იქნებ ჩემთან წავსულიყავით?-მისი სიტყვებისგან შოკირებული ადგილზე გავქვავდი. ცოტა ხანი ხმა ვერ ამოვიღე, ეს მან, ალბათ, თანხმობად ჩათვალა და განაგრძო: - წითელი ღვინო.. სანთლები.. მარტო ვცხოვრობ, ხომ ხვდებით... წამობრძანდით.-ხელი გამომიწოდა. ხელზე ხელი გავარტყი და უკან გავიწიე.
-როგორ ბედავთ?-იმდენად ხმამაღლა ვიყვირე, თავსხმა წვიმის მიუხედავად გამვლელებმა გადმოგვხედეს.-თქვენ ჩემი უფროსი ხართ! წესიერად ილაპარაკეთ!-ისევ ავუწიე ხმას და ტაქსის აღარ დავლოდებივარ, სლუკუნ-სლუკუნით გამოვემართე საპირისპირო მხარეს.
ვიცოდი, როგორიც იყო. ვიცოდი, მაგრამ გული მაინც მეტკინა. მე მისთვის მიზეზი არასოდეს მიმიცია, ზედმეტად გამომწვევად არასდროს მისაუბრია მასთან. რით დავიმსახურე?
ქუჩას დავუყევი ტირილ-ტირილით. ჩემზე ასეთი რაღაცები ზედმეტად მოქმედებდა და საერთოდ, თამამ თემებზე საუბრის დროს ვიმორცხვებოდი ბავშვივით. მერჩივნა ჩრდილში ყოფნა, ჩემთვის კომფორტულად სიარული სამსახურში. შარის აკიდება ნამდვილად არ მინდოდა და არც მაწყობდა, მერე მოჰყვებოდა ამას მთელი რიგი დასჯის მეთოდები. სანერვიულოს არ ვეძებდი, არც რაიმე სახის ურთიერთობას, მით უმეტეს მოხუც, მამის ხელა კაცთან. გული გამიტყდა, მართლა. მისი ხასიათის მიუხედავად, მე მაინც პატივს ვცემდი. ახლა თვალი როგორ გამესწორებინა მისთვის?! ან თვითონ არ შერცხვებოდა. მის თვალში სულ ბავშვი ვიყავი, ასეთი რამ როგორ მითხრა? ან რამ მისცა ამის საბაბი და როგორ გაიელვა წამითაც კი, რომ მე ამას დავთანხმდებოდი და რაიმე დოზით შანსი ჰქონდა.
ქუჩაში კანტიკუნტად შეიმჩნეოდა ხალხი. უეცრად ერთ-ერთი კაფეს კარი გაიღო და ორი მამაკაცი გამოვიდა. შელახული სახით თვალი მოვავლე სხეულებს. თავიც კი დავიწყევლე, მაინც და მაინც ასეთ მდგომარეობაში რომ მიხდებოდა ჩემთვის სასურველ ადამიანებთან შეხვედრა.
იოანე იყო...
თხელი, ნაცრისფერი მოსაცმლით და შავი, მუხლთან გახეული შარვლით. ახლად ამოსული წვერი უფრო სიმპათიურს ხდიდა. სანდრო იყო მასთან ერთად. სანდროს შევხედე თვალებში და ოდნავ თავი დავუქნიე, მისალმების ნიშნად. ჩემ პირისპირ იდგენენ ორივე, ამიტომ გვერდის ავლას ვაპირებდი, სანდრომ მკლავზე მომკიდა ხელი და გამაჩერა.
-პრობლემები გაქვს, ნინა?-ისეთი თბილი ხმით მკითხა, უფრო მეტად ამივარდა ტირილი. ცრემლებს ვერ ვიმორჩილებდი. თავი ჩავხარე და გავაქნიე, უარის ნიშნად. იოანე ყურადღებას არ მაქცევდა, არც კი მომსალმებია. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ჩემი ცრემლები უკანასკნელი რამე იყო, რაც ამქვეყნად ადარდებდა. მეწყინა.. ამის გამო უფრო მეტად დავმძიმდი. სანდროს გულუბრყვილო მზერით ავხედე და ვანიშნე, გზა დაეთმო ჩემთვის.
-წამოდი, სახლში წაგიყვანათ.-შემომთავაზა სანდრომ და მისმა მრავლობითმა ტონმა სასიამოვნოდ დამიარა ტანზე. მან ფრთხილად შემიშვა მკლავზე ხელი და იქვე, ახლომახლოს მდგომი მანქანისკენ გაემართა. მეც გავყევი, იოანე უკან მომყვებოდა, ზედმეტად მკაცრი მზერით. არ სიამოვნებდა ჩემი ყოფნა. უკანა კარი უნდა გამომეღო, მაგრამ ისეთი დასუსტებული ვიყავი, ისეთი მოთენთილი, თითებში ძალას ვერ ვგრძნობდი. დახმარებისთვის სანდრო შეწუხებას ვაპირებდი, როდესაც ხელზე გრძელი, ნატიფი თითები შემეხო.
ჟრუანტელმა დამიარა და მან ეს იგრძნო. დავინახე, როგორ გაეღიმა, თან დაუფარავად. კარი გამოაღო. ხელი არ აუღია, ისე მკითხა: - დარწმუნებული ხარ, რომ პრობლემები არ გაქვს?-ისევ ისეთი ხმა ჰქონდა. ასეთი ლამაზი არასოდეს მომისმენია. მისმა ამ უცნაურმა „მზრუნველობამ“ ჩემში გადატრიალება მოახდინა. ხომ არაფერი, მაგრამ პირველად გამომელაპარაკა. შორიდან რომ დამენახა ჩემი თავი, ალბათ, სირცხვილით დავიწვებოდი. ზუსტად ვიცოდი, როგორი საცოდავი სანახავი ვიქნებოდი.
-კი. დარწმუნებული ვარ.-სუსტად წარმოვთქვი და ჩავჯექი. მან კარი ფრთხილად მიხურა და თვითონ სანდროს გვერდით, მგზავრის ადგილას მოთავსდა.
სანდრომ იცოდა ჩემი მისამართი, - ერთხელ უკვე ნამყოფი იყო, ამიტომ არაფერი უკითხავს. სარკიდან ზოგჯერ გადმომხედავდა, იმის შესამოწმებლად ისევ ვტიროდი თუ არა. მეღიმებოდა მის ამ საქციელზე. მართლა კარგი ბიჭია სანდრო. არ მიცნობდა ახლოდან, თუმცა მაინც განიცადა ჩემი ასეთ მდგომარეობაში ნახვა.
-ნინა,-უეცრად მომმართა მან,-ეკა შენთან მუშაობს, ხო?
-დიახ, ერთად ვმუშაობთ.
-როგორი გარემოა? აიჩემა, მაინც და მაინც მანდ მინდაო.-უკმაყოფილოდ წარმოსთქვა მან.
-შენ რატომ ხარ წინააღმდეგი?-იოანე შეეკითხა, მე პასუხი ვერ გავეცი.
-რევაზი, ხო იცი? ჩვენი ლექტორი რომ იყო ადრე,-რევაზის ხსენებაზე ფანჯრიდან გავიხედე და თავი მინას მივადე. იოანემ თავი დაუქნია და წარბები შეჰკრა, გაურკვევლობის ნიშნად.-ჰოდა, ეგ ნაბ...მაპატიე, ნინა.-ისევ გამომხედა,-ნახევარი უნივერსიტეტის გოგოებს დასდევდა ამხელა კაცი, ახლა კიდევ ამათი უფროსია.
-მერე?-გაბრაზდა იოანე,-მანდ როგორ გაუშვი?-თავი უხერხულად ვიგრძენი. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს რამეს ვაშავებდი, რევაზთან მუშაობით.
-რა ვიცი მე. იდიოტი ვარ.-ნერვიულად გაიცინა სანდრომ.-შენ რას იტყვი, ნინა?

ხმა არ ამომიღია. ან კი რა უნდა მეთქვა? რევაზს ნამდვილად ვერ შევაქებდი და ვერც წეღანდელ ამბავს მოვყვებოდი მათთან. ვიფიქრე, თუ ჩუმად ვიქნებოდი, თავს დამანებებდნენ და აღარ ჩამაცივდებოდა სანდრო კითხვების დასმით. არაფერი მითქვამს. იოანემ ჩემკენ გამოიხედა...ცრემლები ისევ წამომივიდა. მისმა მზერამ, მისმა ერთმა უბრალო გამოხედვამ გული უფრო მეტად ამიჩუყა. ბოლო დროს აჩემებული ემოციურობის დამსახურებით, მარილიანი სითხე გაჩერებას არა და არ აპირებდა. ყველაფერი გადმოიღვარა თვალებიდან, ისეთ დღეში ჩავვარდი.
-იმ ნაბო;ზრის გამო ტირი, ხო?-იოანემ ისეთი გაბრაზებული ხმით მკითხა, თავი ხელებში ჩავრგე. უკვე ისტერიკის ნიშნები დამეტყო.
-ნინა? -სანდრომ მანქანა გააჩერა და ჩემკენ გადმოიხარა.-მითხარი და გეფიცები, ძმრად ამოვადენ შენს წყენინებას.
-არაფერია, სანდრო.-ამოვილუღლუღე,-ისედაც გავთავისუფლდები.
იოანემ ამოიოხრა. რაღაცნაირი მზერით შემომხედა, თითქოს...არ ვიცი. მისი გამოცნობა მარტივი არ იყო. სანდრომ ისევ დაქოქა ავტომობილი და ჩემთვის ნაცნობ ქუჩებს გაუყვა.
-უჩივლე,-სიგარეტ მომარჯვებულმა იოანემ ისეთი მზერით გამოხედა სანდროს ამ სიტყვებზე, ძლივს შევიკავე სიცილი.
-რა უჩივლოს, ბიჭო?-გაიცინა,-სად იქნება შენი პოლიცია, სადმე რომ გამოიჭერს, ეგ დედამ...
-კარგი, საკმარისია!-სიტყვა გაუწყდა იოანეს.-რა სიტყვებს იძახი?
-ეკას უნდა დაელაპარაკო.-თემა შეცვალა მან.-აუხსენი, მანდ აღარ მივიდეს.
-შენ გგონია დამიჯერებს?! ჯერ კიდევ გაბრაზებულია შენი ამბის გამო.
-რა ჩემი ამბის?-სიგარეტი სიბნელეში მოისროლა იოანემ. მეღიმებოდა მათ შემხედვარე. ძალიან საყვარლები იყვნენ. თანდათან უკეთ გავხდი. როგორც კი ჩემზე საუბარი შეწყვიტეს, მეც აღარ მიგრძნია თავი ყურადღების ცენტრში.
-სასამართლოში რომ ვთქვი...-სანდრომ ხმადაბლა დააყოლა. ჩემკენ ფრთხილად გამოიხედა.
-დაველაპარაკები,-იოანემ ტელეფონს დახედა. საათის ისრებს მოვკარი თვალი და ის იყო მამაჩემისთვის უნდა დამერეკა, ტელეფონი ამღერდა. ბიძა მირეკავდა.
-ნინაჩკა, სად ხარ ამდენ ხანს? - ძალიან შეწუხებული ტონალობა ჰქონდა.
-გზაში ვარ, მოვალ მალე.-დავინახე, იოანემ რომ გამოიხედა ჩემკენ. უცნაურად მესიამოვნა.-არა, არაფერი.. მართლა. კარგი, რა, მერაბ.-დავასრულე და ის იყო ჯიბეში უნდა ჩამედო, იოანემ მკითხა:
-ბიძაშენია მერაბი?-თავი დავუქნიე,-და მამაშენი დავით კაჭარავა?-ისევ დავუქნიე თავი. მან ირონიულად გაიცინა. მხოლოდ იმიტომ არ მწყენია მისი ირონია, რომ იცოდა ვინც ვიყავი. მნიშვნელობა არ ჰქონდა საიდან, ის უბრალოდ მცნობდა, როცა მეგონა, რომ ჩემი არსებობის შესახებ არც კი იცოდა.
-მთელს ოჯახს ვიცნობ, სან, ხედავ?
-იო, არ გინდა.-მან მავედრებელი მზერით გადახედა ბიძაშვილს. დავიძაბე. რისთვის იყო საჭირო მისი სიტყვები?! არც მერაბს, არც დათოს მისთვის არაფერი დაუშავებიათ, პირიქით - დაეხმარნენ. გამოიყვანეს. ჩირქი არ მოსცხეს მის სახელს და რაც რეალური იყოს, ის გამოააშკარავეს. მან უბრალოდ მაწყენინა. ჩემ გამო იყო გაღიზიანებული მას შემდეგ, რაც მანქანაში ჩაჯდა. თვალში არ ვეჩხირებოდი, თუმცა პირველი ნახვისას ამითვალწუნა.
მერე არაფერი გვითქვამს.
ზუსტად კორპუსის შესასვლელთან გამიჩერა და თბილად მითხრა, აწი აღარ იტირო და დროზე წამოდი სამსახურიდანო. ღიმილით გადავუხადე მადლობა დახმარებისთვის. აღვნიშნე, რომ კარგი ადამიანი იყო და ეკასთვის მოკითხვაც კი დავაბარე.
იოანე ტელეფონში იყურებოდა. მხოლოდ დამშვიდობებისას გამომხედა. კარი მივხურე თუ არა მითხრა:-შენები მომიკითხე, ნინა.


იოანეს მოკითხვა მამასთვის და ბიძიასთვის არ მითქვამს. ტყუილად ინერვიულებდნენ.
ფარულ ქვეტექსტებს დაინახავდნენ და მე ეს ნამდვილად არ მაწყობდა. შემდეგ დაიწყებოდა მუდმივი კონტროლი, ამიტომ საჭიროდ არ ჩავთვალე. მიუხედავად იოანეს უდანაშაულობისა, მათ მასში მაინც შეეპარებოდათ ეჭვი, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული რა მოხდა რეალურად.
სამსახურიდან მეორე დღესვე წამოვედი. განცხადება დავუგდე მაგიდაზე და ვაიძულე ხელი მოეწერა. თავიდან კი ყოყმანობდა, დამემუქრა კიდეც ცუდ დახასიათებას დაგიწერო, მაგრამ მამაჩემის სახელი გამოვიყენე, რაც ძალიან არ მიყვარდა, თუმცა მაშინ სხვა გზა არ მქონდა, ამიტომ ისიც გაჩუმდა და მორჩილად გამათავისუფლა. ბებერი თვალები გამომაყოლა გამოსვლისას და ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. ალბათ, ღმერთს მადლობა შესწირა, რომ პოლიციაში არ განვაცხადე მისი უღირსი საქციელის შესახებ. ღირსი ნამდვილად იყო, უბრალოდ მე არ მქონდა მამას თავი.
ეკა არ მინახავს.
გოგოებმაც თქვეს, არ მოსულაო.
თანამშრომლებთან დამშვიდობება მარტივი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, დიდი ხანი ვიცნობდი თუ არა. კარგი ხალხი იყო. მოსიყვარულე და გუნდური. ცოტა გამიჭირდა, თუმცა სხვა გზა ნამდვილად არ მქონდა და არც სურვილი მანდ მუშაობის. არ იყო ჩემთვის ეს სფერო მას შემდეგ, რაც იოანე გავიცანი. უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემზე. მთლიანად დამიმორჩილა და ყველაფერს ჩამომაშორა, ასაც ადრე ვაკეთებდი. მუდამ სევდიანი, მოწყენილი და ჩაფიქრებული ვიყავი. განვიცდიდი მის მდგომარეობას, ნაინას ხმას მუდამ ვიმეორებდი გულში. მტკიოდა მთელი მათი ტრაგედია. ჩემს თავს ვერ ვცნობდი, ვერც ძველებურ ფორმას ვუბრუნებდი. საშინელ ქაოსში, გაურკვევლობაში და ხმაურში ვიყავი გაჭედილი და ზუსტად ვიცოდი, რომ ერთ დღეს ყვირილი მომიწევდა ამ გაუგებრობის გასაჩერებლად.
ახალი სამსახურის ძებნა დავიწყე, მესამე დღესვე. ზოგი არ მაკმაყოფილებდა, ზოგს კი პირიქით, თვითონ ვერ ვაკმაყოფილებდი. მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება სჭირდებოდათ, რაც მე არ მქონდა.
სახლში თავზე დამადგა მერაბი, რაღაც მიზეზი გექნება შენ ისე არ წამოხვიდოდიო, მაგრამ რობოტივით ერთი და იმავეს ვუმეორებდი: ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა-მეთქი. დათო კი მიჯერებდა, მხოლოდ მერაბი მიცნობდა შემწვარსაც და მოხარშულს, ამიტომ ეპარებოდა ეჭვი.

....

-ქეთი, სადმე გავიდეთ, რა. მომწყინდა სახლში ყოფნა. - ჩემს დაქალს ჩავძახე ტელეფონში.
-დიდება შენს გამოჩენას,-გაიცინა მან.-გამოფენაზე წამოხვალ? საინტერესოა.
-იმედია, სულელური ნაჯღაბნები არ დაგვხვდება.-გაბრაზებულმა უკმაყოფილოდ ვუთხარი.
-რატომ ღიზიანდები? - გაუკვირდა ჩემი ტონი. ღრმად ამოვისუნთქე, დაძაბული ვიყავი დილიდან, ყველაფერი ერთად მოქმედებდა ფსიქიკაზე.
-მაპატიე, არეული ვარ..
-აუ, მიდი, გთხოვ. ჩემი კურსელის გამოფენაა და ძალიან მთხოვა თან ვინმე წამოიყვანეო.
-კარგი, ხო. როდის იქნება?
-ამ საღამოსაა. მანქანით გამოგივლი.

მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვერკვეოდი და არ შემეძლო ნახატის მიღმა ტკივილების აღმოჩენა, ყოველთვის მაინტერესებდა ეს სფერო. მხოლოდ იმიტომ, რომ გამომეცნო იდუმალება. რისთვის შექმნა შემქმნელმა და რატომ აირჩია მაინცდამაინც დახატული პერსონაჟი, ან აღწერილი პეიზაჟი.
მაკიაჟი ოდნავ გავიკეთე. თმა გავისწორე და მხრებზე ჩამოვყარე. შავი, კლასიკური კაბა მოვირგე. როდესაც მამაჩემმა სიგრძე დაინახა, ცალი წარბი გამაფრთხილებლად ამიწია, თუმცა გავიცინე და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე.
-არც ისე მოკლეა, მა.-ეშმაკურად გავუღიმე.
-ქეთის მოვკლავ, თუ რამე მოხდება.-მან თვალი ჩამიკრა.-სხვა არ გქონდა შენც?
-რას უწუნებ ერთი? მშვენიერია..
-ჰო, ჰო. რა თქმა უნდა. აბა, რა.

ქეთი ქვევით მელოდა. ჩემ დანახვაზე ცერები ასწია მოწონების ნიშნად. იოანესა და სანდროსთან შეხვედრის შესახებ გზაში მოვუყევი, ის კი კომენტარებს აკეთებდა და მოყოლას მაწყვეტინებდა. იცოდა ჩემი აკვიატების შესახებ და გულითადად მითანაგრძნობდა, დაიგნორების მსხვერპლი რომ გავხდი.
გამოფენა როგორც კი დაიწყო,მაშინვე ვინანე აქ მოსვლა. ქეთი თავის კურსელს ესაუბრებოდა. მეც გამაცნო,მაგრამ,როდესაც ჩემთვის უინტერესო თემებზე დაიწყეს საუბარი, მათ მოვცილდი და ნახატებს დავუწყე უაზრო თვალიერება.
ერთ-ერთთან გავჩერდი კიდეც. თვალები იყო ასახული. სისხლიანი, წითელი, სევდიანი და განრისხებული ერთდროულად. აი, ზუსტად ისეთი, იოანეს რომ ჰქონდა სასამართლო დარბაზში სანდროს მოსმენისას.
მათ გახსენებაზე გამეღიმა და ნახატთან უფრო ახლოს მივედი.
-საღამო მშვიდობისა, ნინა. - ინსტინქტურად გვერდით მივბრუნდი ხმის მიმართულებით. ისედაც მივხვდი ვინც იყო. იოანე.. ამჯერად გრძელ მკლავიანი, თხელი მაისური ეცვა მარტო და ჯინსის შარვალი. მის სტილზე მეკეტებოდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ჯერ კიდევ ციხეშიც ელეგანტურად ეცვა.
-გამარჯობა, - მორცხვად დავილაპარაკე და ისევ ნახატს გავუსწორე მზერა. არაფერი მითხრა, მიმტანს ორი ჭიქა შამპანური გამოართვა და ერთი მე გამომიწოდა. მეც გამოვართვი, თითები ძლივს დავიმორჩილე, რომ ხელიდან არ გამვარდნოდა.
-წამოხვედი სამსახურიდან?-ჭიქა ჩემსას მიუჭახუნა,-შენ გაგიმარჯოს.
-კი, გავითავისუფლე თავი.-მის მსგავსად მეც ერთი ყლუპი მოვსვი.
-ხატავ?-მისი კითხვები მეუცნაურა. რატომ აინტერესებდა ასეთი რაღაცები, როდესაც ბოლო შეხვედრისას „ფეხებზე მკი.დიხარ“ მზერა ჰქონდა.
-არა. მეგობარმა მთხოვა მოვსულიყავი.
-ეს მოგწონს?-თავით ნახატზე მანიშნა. „სისხლიანი თვალების“ ჩარჩოს თვალი გაუსწორა. ზედმეტად ახლოს მივიდა, თითქოს შიგ ჩაძრომას აპირებდა.
-ვერ ვერკვევი, ამიტომ ვერც იმას ვიტყვი, მომწონს თუ არა.-მხრები ავიჩეჩე. მას რბილად ჩაეღიმა და თავის ადგილს დაუბრუნდა, ჩემ გვერდით.
-უნდა ერკვეოდე, რომ მოგეწონოს?-კიდევ ერთი ყლუპი მოსვა ჭიქიდან.-როცა დაინახე, მაშინ რა გაიფიქრე? - სრულიად ლოგიკური კითხვა დამისვა, მე კი გულში ვუპასუხე: „შენ გაგიფქრე, იო“
-ძალიან მივამსგავსე ვიღაცის თვალებს. - ირიბად გავკარი ენა.
-ვის?
-შენ არ იცნობ.
-მითხარი და მეცოდინება, - გაეღიმა ისევ. მე უკვე ცუდად ვხდებოდი. ორ წუთიანი საუბარიც კი კრუნჩხვაში მაგდებდა, ის კი იღიმოდა და ეს საშინლად მოქმედებდა ჩემს მდგომარეობაზე. არ ვიყავი მზად მასთან დიალოგის გასაგრძელებლად, ბოდიშის მოხდით უნდა გავცლოდი, როცა მკლავზე მომკიდა ხელი და დამქაჩა.
-ნინა,-ჩემკენ გამოიწია და შეცვლილი ხმით მკითხა:-შეგეშინდება რომ გითხრა, გითვალთვალებენ-მეთქი?
-რას ამბობ?-გაკვირვებულმა აქეთ-იქით დავიწყე ყურება.-ვინ უნდა მითვალთვალებდეს?
იოანემ თავით სმოკინგში გამოწყობილ ორ მამაკაცზე მანიშნა. -დიდი ხანია გაკვირდებიან. იცნობ?
-არა, საიდან უნდა ვიცნობდე?-ნერვიულად გავიცინე მე. პირველად ვხედავდი.-გეჩვენება ალბათ.
-არ მეჩვენება, ნინა.-ხმას აუწია.-შენს მეგობარს ხელი მოკიდე და დროზე გაეცალე აქაურობას.

მითხრა თუ არა ისინი ჩემკენ დაიძრნენ. მე შიშისგან იოანეს მივუახლოვდი და მკლავზე გაუაზრებლად მოვკიდე ხელი. მან მხოლოდ გამომხედა, ამ ფაქტისთვის ყურადღება არ მიუქცევია. იმ ორიდან ერთ-ერთმა ალმაცერად ამათვალიერა და ბოლოს მკითხა: - დავითის შვილი არ ხარ?
-კი. ვინ ხართ?-ვუპასუხე, თან ვათვალიერებდი.
-მერე იცის, დროს მკვლელთან ერთად რომ ატარებ?-ამჯერად მეორემ იკითხა. ვიგრძენი, როგორ დაიძაბა იოანე და თვალები დაუსისხლიანდა. გაბრაზდა. დაეჭიმა სხეული, ვენებიც კი გამოეკვეთა თითებზე და მფეთქავი არტერია საგრძნობლად მიეხეთქა კანს. მკლავზე ძლიერად მოვუჭირე ხელი, იმის ნიშნად, რომ დაწყნარებულიყო, მაგრამ ყურადღება არ მომაქცია. მისკენ გაიწია და ის იყო უნდა გაერტყა, მათ შორის ჩავდექი და იოანეს დამნაშავესავით გავუღიმე.
-სახლში წამიყვან?-საწყალი ხმით ვკითხე. წამით თვალები დახუჭა, მერე თავი ოდნავ დამიქნია და მათ გამაფრთხილებელი მზერა ესროლა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს იცნობდა. იცოდა ვინ იყვნენ ის ადამიანები.
დარბაზიდან ისე გამოვედით, ქეთიც არ გამიფრთხილებია. იოანეს მკლავისათვის ხელი არ გამიშვია. ისეთი სისწრაფით მიდიოდა, ძლივს ვედევნებოდი გვერდით. ბოლოს, როდესაც გარეთ გამოვედით და მის მანქანას მივუახლოვდით, შეჩერდა და უფლება მომცა ხელი გამეთავისუფლებინა.
-ნინა, მომისმინე.-საკმარისზე მეტად აუწია ხმას. არ ვიცი, რატომ მიბრაზდებოდა. მომიახლოვდა, თან ნერვიულად ისვამდა სახეზე ხელებს.-მარტო არ იარო, ხოლმე. საერთოდ არ იცი ისინი რისი გამკეთებლები არიან.
-ჩემგან რა უნდათ?-ხმის კანკალით ვკითხე. ეს რაღაც ახალი შარი იყო.
-არაფერი. საერთოდ არაფერი.-მშვიდად მიპასუხა.-ჩემთან ერთად რომ დაგინახეს, ეგაა პრობლემა.
-წესიერად ამიხსენი, იოანე.
-მე არც ისეთი სუფთა ვარ. არც ისეთი უდანაშაულო, როგორიც შენ გგონივარ.-მანქანას მიეყრდნო და სიგარეტი მოიმარჯვა. მათვალიერებდა. მე არაფერი მითქვამს. მივხვდი, იცოდა ჩემი აკვიატების შესახებ. მამჩნევდა სასამართლოში ყოველთვის, თუმცა კი ჩემკენ არც ერთხელ გამოუხედავს. მაგრძნობინა - მე აშკარა გავხდი შერვაშიძეებისთვის. „როგორიც შენ გგონივარ“ ნიშნავდ იმას, რომ მან იცოდა ჩემი ფიქრების, აზრებისა და დამოკიდებულების შესახებ. არც ერთხელ არ უგრძნობინებია, რომ მამჩნევდა, პირიქით სულ იმის მტკიცებაში იყო, რომ როგორმე მეგრძნო როგორ არ ვადარდები, როგორ არ იცოდა ჩემზე, ახლა კი ერთი წინადადებით თავიც გამოააშკარავა და მეც.
იოანემ მანამ მათვალიერა, სანამ სიგარეტი არ ჩაამთავრა და ნამწვს ნაგვის ურნაში არ გადაუძახა. ძლივს ვიდექი ფეხზე. უცნობებიც კი გადამავიწყდა. ბოლოს კი, როგორც იქნა, დაბალ ხმაზე მითხრა, ჩაჯექიო და ჩვენც დავიძარით.
გზაში არ ყოფილა არანაირი საუბრები, არც ზედმეტი და ყურადსაღები გამოხედები და საერთოდ არაფერი.
უ-ყველაფრო იყო ჩვენი ერთად ყოფნა იმ წუთას.
კორპუსის წინ როგორც კი გამიჩერა, მადლობა-მეთქი, ჩუმად ვუთხარი და ის იყო გადასვლას ვაპირებდი, მკითხა: - რატომ გაინტერესებ ასე ძალიან?
ხელი მიმეყინა კარზე. შოკირებულმა გამოვხედე, შემდეგ ოდნავ დავწყნარდი და ფარისევლური უდარდელობით მივუგე:-საიდან მოიტანე?!
-ჩემს დაკითხვებსაც თვალს ადევნებდი, ვიცი.
-საიდან?
-აშკარა ხარ და იქედან.-სავარძელზე გაწვა. თავი ჩემკენ მოატრიალა.
-კარგი,-ღრმად ამოვისუნთქე.-მთავარია, აწი აღარ მომიწიოს.-კარი მივაჯახუნე და სადარბაზოში სირბილით შევვარდი.
არ ვიცი, რატომ ვუთხარი ეს სიტყვები. გაბრაზებული ვიყავი თუ ნაწყენი, დღესაც ვერ გამიგია. ნერვებს მიშლიდა მისი უნდობლობა, მისი ეს უინტერესობა ჩემ მიმართ. პროტესტის გრძნობა მქონდა, როდესაც უაზროდ მიყურებდა, არანაირი ემოცია არ გამოესახებოდა ჩემ დანახვაზე. წარმოდგენაც არ მინდა, როგორია ჩემი სახე, ჩემი თვალები, როდესაც მას ვხვდები, თვითონ კი...
სახლში მისვლისთანავე დავურეკე ქეთის და ავუხსენი, რაც მოხდა. გაკვირვებულმა მითხრა, ეგეთი ტიპები არ შემიმჩნევია, ნეტავ ვინ იყვნენო.
სახლში მარტო ვიყავი, სანამ მერაბი არ დამადგა თავზე. ეს კაცი ყოველთვის უსაქმოდ რატომაა?
მერაბმა მაშინვე შეამჩნია ჩემი უგუნებობა და კარგი ძმაკაცივით დამიჯდა გვერდით, თუმცა არაფერი მკითხა. წამოდგა, ყავა გაამზადა ორივესთვის და შემდეგ ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
-სათქმელი არაფერი გაქვს, ნინ?-თბილი ტონით მკითხა.
-არა, რა უნდა მქონდეს?-თავი საშინლად ვიგრძენი ამდენი ტყუილისგან.
-ხომ იცი,ყველაფერს გავიგებ.-მშვიდად დაიწყო მან.-მე მამაშენი არ ვარ. დათო შესანიშნავია, მაგრამ არა იმდენად, რომ მასთან დაჯდე და ისაუბრო. დარწმუნებული ვარ გაგიგებს, უბრალოდ შენ ხარ ასეთი ცოცხალი თავით არ მოუყვები არაფერს, მხოლოდ იმიტომ, რომ მამაშენია. რაღაც უაზრო იდეალები გაქვს და მაგას არ გადააბიჯებ, ვიცი. ჩვენ ძმაკაცები ვართ, არა?-გაიღიმა.-ახლა კი მომიყევი რატომ ხარ ცუდ ხასიათზე და ერთად მივხედოთ მაგ პრობლემას.

მერაბი ადამიანობის ზენიტში იყო ყოველთვის. მან არ იცოდა არც რევაზის შესახებ და მითუმეტეს, არც იოანეს, ეკასა და სანდროზე. რომ სცოდნოდა, დიდი არაფერი, დათოს მსგავსად თავს არ გაიგიჟებდა. ის გამიგებდა. ჩემი გრძნობების შესახებ რომ სცოდნოდა, შეისმენდა, რასაც მოვუყვებოდი, უბრალოდ დაუმძიმდებოდა გული, რაც არ მინდოდა. მისი დადარდიანება, მისი წყენინება და იმედგაცრუებაც.
-და ჰო,-უცებ გაახსენდა.-სამსახურიდან რატომაც წამოხვედი მაგის მიზეზი ვიცი, ქალბატონო.-თვალები შუბლზე ამივიდა. მართალია, მასთან კომპლექსები არ მაწუხებდა, მაგრამ მაინც მრცხვენოდა ასეთი საკითხები. თან შემეშინდა, რევაზთან არ მისულიყო.
-საიდან?
-ბიძაშენს ეგ გაუჭირდებოდა?-ვითომ შეურაცხყოფილმა ნაწყენი მზერა მომაპყრო.-სანდრო ვნახე შემთხვევით ამას წინად. თურმე მისი და და შენ ერთად მუშაობთ. ესეც არ გითქვამს ჩემთვის, ნინა, მწყინს ხომ იცი. მკითხა, ნინა წამოვიდა სამსახურიდანო? მერე ვაიძულე მოეყოლა.-შეგნებულად არ თქვა ის, რაც მოუყვა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემთვის არ გაეხსენებინა.
-ჰო. ეკა და მე ერთად ვმუშაობდით.-ყავა მოვსვი აწითლებულმა.
-და კიდევ,-მას გავხედე.-ხომ არ იცი სად ცხოვრობს, მაგრად მივბეგვავ-მეთქი, მაგრამ გამაჩერა, მაგაზე ვიზრუნეთო უკვე მე და იოანემ.
-რაო?-ყავა გადამცდა და ხველება ამიტყდა. გულის სიღრმეში ისე მესიამოვნა ბიძაჩემის სიტყვები...
-ჰო, აბა? ტყუილად კი არ ნერვიულობდი იმ ბიჭზე ამდენი ხანი, დაგიფასდა!-სიცილ-სიცილით მიმიხუტა.-ნუ გიტყდება მასეთი რაღაცების თქმა, თორემ იცოდე, მომავალში ვინმესგან რომ გავიგო კიდევ, მაგრად ვიჩხუბებთ.
-ხანდახან მავიწყდება რამდენი წლის ხარ,-მეც სიცილით შევეპასუხე.
-ნუ გადაეკიდე ჩემს ასაკს შენ. მშვენივრად მახვევია ქალის ჯგრო გარშემო.-ამაყად გადაწვა დივანზე და ფეხები გადააჯვარედინა.
-მზიამ არ გაგიგოს იმ ჯგროს შესახებ, თორემ ასაკი კი არა, საკუთარი სახელიც დაგავიწყდება.
-კაი, რა, ნინ. ხო იცი, ერთადერთია ჩემი მზიაკო.-საყვარლად დაბრიცა ტუჩები. ჩასახუტებლად გავიწიე. ჩემმა ტელეფონმა დაიწრიპინა და ხელი შემიშალა სიყვარულის გამოხატვაში.
წერილი გავხსენი და ფერიც გადამივიდა. კიდევ კარგი ზურგით ვიდექი და მერაბმა ვერ დამინახა,თორემ დაიწყებდა ისევ დაკითხვას და ეს ის თემა იყო,რაზეც არ მსურდა საუბარი.
„მაინცდამაინც უნდა შემოაკვდე იოანეს იმ გოგოს მსგავსად, თავი რომ დაანებო?“
„ვინ ხარ?“-პასუხი დავუბრუნე, თან სააბაზანოში გავედი და წყალი მოვუშვი, ხმა რომ არ გასულიყო.
„შენი კეთილისმსურველი“
არაფერი მიმიწერია, მასთან დავრეკე. ვინ ჯანდაბა იყო და ან მე რა შუაში ვიყავი? ყველგან სადაც მივდიოდი, თვითონ მხვდებოდა იოანე.
მესამე ზარზე ტელეფონი აიღო. - ვინ ხარ? - ჩავძახე მაშინვე.
-ნინა,საყვარელო.-სრულიად უცნობი ხმა მომესმა.-ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ.
-ვინ ხარ, თავი დამანებე!
-იქნევ შევხვედროდით ერთმანეთს? ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხებ!
-არ მინდა! შემეშვი!-უკმაყოფილოდ ამოვიოხრე. არა და მინდოდა. ინტერესი მკლავდა ვინ იყო და რატომ გვაერთიანებდა მე და იოანეს ერთად. რატომ გვაკაშირებდა? ჯანდაბა,ერთ დღესაც ჩემი ცნობისმოყვარეობა ბოლოს მომიღებს!
-რად გვინდა ეს თავის დაფასებები?-გავიგონე, როგორ გაიცინა.-ადგილს მოგწერ. მარტო მოდი და გპირდები, დროს სასიამოვნოდ გავატარებთ.

ალბათ, გიჟად შემრაცხავთ რომ გითხრათ, რაც ვქენი. იონემ ჩემს ხასიათთან ერთად შიშის უნარიც შეიწირა და სრულიად გამბედავი და მეამბოხე გამხადა მაშინ, როცა საქმე მას ეხებოდა. თავს ვიღუპავდი ჩემი სისულელეებით. სრულიად უცხო, უცნაური და საშიში ადამიანი სადღაც გადაკარგულში, ქალაქგარეთ მიბარებს და მეც მას მივყვები, ვთანხმდები. რა სულელი ვარ, პირველად ვიაზრებ.
მაშინ საერთოდ არ მიფიქრია შედეგებზე. ჩემთვის მთავარი ინფორმაცი იყო, რომელსაც ის უცნობი ფლობდა. ასეთი ცნობისმოყვარეობა არაფრის მიმართ გამომიჩენია ადრე. თუმცა, ხომ ვთქვი, მე სულ სხვანაირი ვიყავი იოანეს გამოჩენამდე. ახლა კი პირიქით, ისეთ რაღაცებს ჩავდივარ, რასაც სიზმარშიც არ გავაკეთებდი.
უცნობმა სადღაც გადაკარგულში დამიბარა. ნებისმიერი ჭკუათმყოფელი მანდ არ წავიდოდა და მით უმეტეს, - მარტო. მაგრამ მე გიჟი ვიყავი მაშინ. ეშმაკი მეჯდა სხეულში და ჩემ ნაცვლად ის მოქმედებდა, ის იღებდა გადაწყვეტილებებს.
ტაქსით წავედი,საკუთარი ავტომობილი არ მყავდა. მძღოლმა როგორც კი დამსვა,მაშინვე წავიდა და მე სრულიად მარტო დავრჩი მისტიურ გარემოში. უშველებელ, გრძელ ბეტონის გალავანს ტყე ერტყა გარშემო. ჩიტების ჭიკჭიკი საამოდ მოისმოდა. ერთადერთი დამამშვიდებელი მათი გალობა ჩამესმოდა, თორემ სხვა ყველაფერი სასაკლაოს ფიქრებს აღმიძრავდა.
-არის აქ ვინმე?-დავიყვირე. მხოლოდ ექომ მიპასუხა. უკვე სერიოზულად შემეშინდა. რა შარში გავყავი თავი? სენი მჭირს ასეთი, ყველაფერს გვიან ვაანალიზებ.
-რა თქმა უნდა, ძვირფასო.-არსაიდან დაახლოებით ოცდათხუთმეტი-ორმოცი წლის მამაკაცი გამოვიდა. იმ ორ სმოკინგიანთან ერთად მომიახლოვდა. ტანზე უსიამოვნოდ დამიარა რაღაცამ. საფრთხის მოახლოება ვიგრძენი და ჩემში იოანეს გაფრთხილებაც ამოტივტივდა და მხოლოდ ახლა გავაანალიზე, რომ სხვის საქმეებში არ უნდა ჩავრეულიყავი და ასე შორს არ უნდა შემეცურა.
-ვინ ხარ? - ნორმალური ტემბრით ვიკითხე. სმოკინგიანებიდან ერთ-ერთს ჩაეცინა და მეორეს გადახედა. ამ ჟესტს ვერ მივუხვდი და მათ ლიდერს წარბ აწევით გადავხედე.
-ვატო ახვლედიანი,-ხელი გამომიწოდა. პირველად მესმოდა მისი სახელი. მეც დაბნეულმა ცოტა ხნის შემდეგ შევაგებე ჩემი ხელი.-შენ ნინა, ვიცი.
-აბა, გისმენ. რატომ მომიყვანე?-მოუთმენლად დავიწყე წკმუტუნი. იმ წამს იქიდან წასვლის მეტი არაფერი მინდოდა.
-მე არაფერი დამიძალებია, ძვირფასო.-გაიღიმა მან.-უბრალოდ შემოგთავაზე, შენ შეგეძლო არც მოსულიყავი.
-კარგი, გადავიფიქრე.-უცებ მივაყარე,გვერდი უნდა ამევლო მისთვის მკლავზე მომკიდა ხელი და ახლოს მიმიზიდა.
-სამწუხაროდ, ვერ წახვალ.-ბოლო სიტყვა დამიმარცვლა,შემდეგ იარაღი დამანახა და ხელი შემიშვა.-ჩვენი გმირი შერვაშიძე გულში ჩაგივარდა, არა?
-რა სისულელეა!-უმწეოდ წამოვიყვირე.
-ძვირფასო,-ისევ ჩემკენ გამოიწია.-ამ საქმეს შენ, ბიძაშენმა და მამაშენმა თავი უნდა დაანებოთ. საწყალი გეგეშიძე მკვდარია და შენ მას ვერაფერს უშველი,ამიტომ სანამ შენც მისკენ არ გაგისტუმრებენ,მანამდე მოეშვი უაზრო ბოდიალს და სახლში დაეტიე. გასაგებია?!-თავისი ჯმუხი თითები ლოყაზე ჩამომისვა და თმის სურნელი ხარბად შეისუნთქა. გული ამერია კინაღამ იქვე. მისი მძაფრი ოდეკოლონის სუნი ცუდად მხდიდა. უკან გავიწიე,მაგრამ დამიჭირა და პირი ყურთან ძალიან ახლოს მომიტანა.-დაიღუპები, დაიღუპები და სხვებსაც თან ჩაიყოლებ, ნინა. შენს ჭაობში ჩაიყვან სხვებსაც..
შემდეგ ზუსტად არ მახსოვს რა მოხდა. ტკივილი ვიგრძენი მაჯაზე,თითქოს ნემსი გამიკეთეს...მერე იქვე ჩავიკეცე. ბოლოს მხოლოდ იმას ვხედავდი,თუ როგორ მიდიოდნენ ვატო ახვლედიანად წოდებული და თავისი ლაქიები ერთად..
მერე - არაფერი, ან არ ვიცი, იქნებ ყველაფერიც.

როდესაც გავიღვიძე, ჩემზე ბედნიერი ადამიანი ალბათ არავინ იქნებოდა. იოანეს სახის დანახვისას და იმის გაანალიზებისას რომ კარგად ვიყავი სამშვიდობოში, სიხარულის ცრემლები წამომივიდა. უკვე მერამდენედ ვტიროდი მასთან და მერამდენედ სულელურ სიტუაციაში.
მიწაზე ვეგდე. ის ჩემთან ჩამუხლულიყო და გაღვიძებას ცდილობდა. წამოდგომაში დამეხმარა და სანამ ბოლომდე აზრზე მოვიდოდი, მანამდე ორივე ხელი ჩაბღუჯული ჰქონდა და არ მიშვებდა.
-აქ რატომ ხარ?-მალევე ვიკითხე და ჩემი ხელები ფრთხილად გავითავისუფლე. დასვრილი ტანსაცმლის წმენდა დავიწყე.
-შენ რა გინდოდა აქ, ნინა?-გაბრაზებული ხმა ჰქონდა. ვერ მივხვდი რა მეპასუხა, ამიტომ ხმა გავკმინდე. ისევ მას დაველოდე.-ჯანდაბა!-ჩუმად შეიკურთხა.-ხომ გითხარი მარტო არ იარო-მეთქი, რატომ არ გესმის? გაუგებარი იყო რამე? ეს ცნობისმოყვარეობა...რისთვის გჭირდებოდა აქ მოსვლა, ნინა?
-დამირეკა და მოდიო.-მაშინვე მივხვდი ყველაზე სულელური მიზეზი, რომ დავასახელე და შემრცხვა.
-ჰო, აბა რა! მოდიო და შენც როგორ გაუტეხავდი, ხო? ნინა, ნუ მაყ/ლევებ დედას გაფიცებ!-ისეთი გაცოფებული იყო, მამაკაცი რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად დამარტყამდა. ტუჩზე ვიკბინე, თუმცა ცრემლი მაინც გადმომიგორდა თვალებიდან.-არ გიშველის, ნუ ტირი! არ მივაქცევ მაგას ყურადღებას და საერთოდ, ფეხებზე მკი/დია, გაიგე?
-ჩემი ბრალია.
-რა თქმა უნდა, ნინა. შენი ბრალია, შენი წყეული, დედამოტ/ყნული ცნობისმოყვარეობის.
-მაპატიე, - თავი ჩავხარე. არ ვიცი, რისთვის ვიხდიდი ბოდიშს. იოანეს რატომ ვებოდიშებოდი, ერთადერთ საკუთარი თავისთვის უნდა მეპატიებინა ეს შეცდომა.
-ვიღაც ტიპები მე არ უნდა მირეკავდნენ, ნინა შენს გამო მოვიდა და დახმარება სჭირდებაო.-უეცრად წამოიწყო მან.- ჩემს სინდისს ასე არ უნდა ეთამაშებოდნენ. ისედაც გლოვაში ვარ, ისედაც გამოს/ირებული დავდივარ რამდენი ხანია და შენზე ნერვიულობას რატომ მიმატებ? თანაც, ძალით! რატომ ბედავ ამდენს, მითხარი!-გავაანალიზე, რომ ცამდე მართალი იყო. თითოეული სიტყვა, რაც მითხრა, ჩემი დამსახურებით ხდებოდა. ციხიდან ახლად გამოსული ჩემ გამო შარში ვერ გაეხვეოდა და მე უნდაა დამენებებინა თავი იმ საქმისთვის, რომელიც არ მეხებოდა.
-აღარ გავიმეორებ, გეფიცები!-ცრემლები ცერით მოვიწმინდე და დამშვიდებული ტონით მივუგე.
-არ მჯერა.-მისი უნდობლობა ძალიან მეწყინა, ამიტომ ტუჩები ისევ სატირლად დამებრიცა. მწყინდა, ასე რომ მექცეოდნენ.-მამაშენს დაველაპარაკები.
-არა, გეხვეწები!-მასთან ახლოს მივიწიე და ხელები ერთმანეთთან მივატყუპე, ვედრების ნიშნად. თვალებში ჩამხედა, თუმცა ისევ ბრაზობდა.-გთხოვ, იოანე.
-წამოდი, სახლში წაგიყვან.-მკლავზე უხეშად ჩამავლო ხელი და ისე გამიყვანა იმ ტყე-ღრიდან. ჩემი თხოვნისთვის პასუხი არ დაუბრუნებია.
მანქანაში მოვთავსდი მგზავრის ადგილას, იოანეც გვერდით მოუჯდა საჭეს და წარბშეკრულმა დაქოქა.-კიდევ რამე სისულელეს გააკეთებ და ვერ გადამირჩები, იცოდე!
-გასაგებია.-ჩუმად ჩავილაპარაკე და თავი ფანჯარას მივადე. თვალებზე მომდგარი ცრემლი ისევ უკან დავაბრუნე. რთული აღმოჩნდა საკუთარი შეცდომების გაანალიზება. ბავშვივით მოვიქეცი. რაღაც პროვოკაციაზე წამოვეგე და აი, შედეგიც.
ჯერ ამ ტყიდან არ ვიყავით გასულნი, თავსხმა წვიმა რომ წამოვიდა. ფაქტობრივად, გზას ვერ გაარჩევდით.
-ცოტა ხნით გავჩერდეთ და გადაიღებს ალბათ.-მითხრა თუ არა, ძრავა გამორთო. „ცოტა ხანი“ საკმაოდ გაგვიგრძელდა. დრო სიჩუმეში გავატარეთ, თან უკვე ღამდებოდა. მზე ჩადიოდა და მერე დაიწყებდა ჩემი ტელეფონი ჭყავილს, სად ხარ ამდენ ხანსო.
-რამე დაგიშავეს? - მოულოდნელად იკითხა მან. მისკენ არ გამიხედავს, ისე ვუპასუხე.
-რაღაც ნემსი გამიკეთა იმან, იმ დღეს რომ შევხვდით და გავითიშე.
-ვინ შეგხვდა?
-ვიღაც ვატო ახვლედიანი.-დავინახე როგორ შეჭმუხნა წარბები.
-ეგ ნაბ...- სავარძელზე გაწვა და თავსხმა წვიმას დაუწყო ცქერა.
-ნაინა როგორაა?-ჩემს კითხვაზე გამომხედა, შემდეგ ისვე ძველ პოზიციას დაუბრუნდა და მიპასუხა.
-კარგადაა. იცნობ?
-განყოფილებაში ხშირად დადიოდა.-ჩემმა ტელეფონმა რეკვა დაიწყო. მამა რეკავდა. თითი სენსორს ფრთხილად გადავუსვი და მორიგი ტყუილების კორიანტელი დავაფრქვიე.-ქეთისთან ვიქნები ამ საღამოს...ხომ დაგიტოვე საჭმელი? გარეთ ვარ, მაგიტომაა წვიმის ხმა. რაღაცის საყიდლად ჩამიშვა, ხო იცი რანაირია?...მეც.

გავთიშე და დასაწყნარებლად ღრმად ამოვისუნთქე.
-ამდენი როგორ მოატყუე?-გაკვირვებულმა იკითხა იოანემ. შემრცხვა და გავწითლდი.
-მას არასოდეს ვატყუებდი ადრე.-მშვიდად წამოვიწყე.-ახლა არ ვიცი რა მჭირს. სიმართლის გაგება მისთვის და მერე ჩემთვის შედეგები მარტივი არ იქნება, ამიტომ არ ვეუბნები არაფერს. ჯერჯერობით.
-სახლში გამოგკეტავს?-გაიცინა.
-ნდობას დაკარგავს. და არა მარტო თვითონ, ბიძაჩემიც. მე კი მამასთან ერთად საუკეთესო მეგობრის დაკარგვაც არ მინდა.
-არ გაპატიებს?
-არ ვიცი. შეიძლება,-ფანჯრიდან გავიხედე. უკვე ღამდებოდა და წვიმა გადაღებას ნამდვილად არ აპირებდა.
-მგონი, აჯობებს აუხსნა.-ხელები საჭეს შემოულაგა.-მერე უფრო გაუტყდება.
-არ შემიძლია.-ჩუმად ამოვილუღლუღე.-მეშინია რეაქციის.
-მაშინ დედას მაინც მოუყევი.-მისი აზრით, გამოსავალი მოძებნა.
-დედა გარდაცვლილი მყავს.
არაფერი მიპასუხა და საჭეს დაეყრდნო.
მზე ჩავიდა.
გარშემო სიბნელე და თავსხმა წვიმის ხმა სუფევდა. სადღაც გადაკარგულში ვიყავით ჩემი დამსახურებით. იმ დღეს დავიფიცე, რომ ცუდს აღარაფერს ჩავიდენდი და სხვის ცხოვრებაში მეტად აღარ ჩავერეოდი.
რას ფიქრობდა იოანე ჩემზე?! ეს კითხვა ტვინს მიღრღნიდა. ალბათ ერთი გატუტუცებული გოგონა ვგონივარ, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს უწევს ანგარიშს და სხვის გრძნობებსა და მდგომარეობას არაფრად აგდებს. ჭკუიდან გადავყავარ იმ აზრს, რომ არ ვაინტერესებ.
უსაქმოდ ყოფნა როცა მომწყინდა, ტელეფონი ამოვიღე და თამაში დავიწყე. მერე ნერვები მომეშალა სიჩუმისგან. იოანესკენ მივბრუნდი და უაზრო თვალიერება დავუწყე. საჭეზე ჰქონდა თავი ჩამოდებული და თვალები დახუჭული.
-იოანე, გძინავს?-ჩუმად ვკითხე. თავი წამოსწია და სავარძელს მძიმედ მიეყრდნო.
-არა. არ მძინავს.-ისეთი გამტყდარი ხმა ჰქონდა, მთელს ტანზე ჟრუანტელმა დამიარა. ვიგრძენი, როგორ ცუდად იყო.
-რამე მოხდა?-სიტყვებს ვარჩევდი, არ მინდოდა ისევ გაბრაზებულიყო.
-რაც ციხიდან გამოვედი, ყოველდღე ნიას ვაკითხავ. დღეს არ მივსულვარ.-გამომხედა.-შენ გამო.
-შეგეძლო არც მოსულიყავი.-იმდენად მეწყინა მისი ბრალდება, რომ გესლიანად მივუგე და თავი სხვა მხარეს გავატრიალე.
-მგონი, მართლა უკეთესი იქნებოდა.-ჩუმად ჩაილაპარაკა.
-გავიგონე!
-კარგია.-თვითონაც მაღალი ტონით მომიგო. გავბრაზდი და კარი გავაღე. იმ თავსხმა წვიმაში გარეთ გავვარდი და ტელეფონის შუქთან ერთად სადღაც გადაკარგულში, ტალახიან გზაზე დავიწყე სირბილი. იოანეს ხმა არ მესმოდა, მხოლოდ სიგნალის ხმა გავიგე, რომლისთვისაც ყურადღება არ მიმიქცევია.
ატირებული მივრბოდი. არ ვიცი, რამ გამაღიზიანა. იმან, რომ ნია ახსენა თუ მისმა დადანაშაულებამ? მართალიც იყო, ვიცი. მაგრამ მაშინ ისეთი დაბრმავებული, ისეთი არეულ-დარეული ვიყავი, არ შემეძლო რეალობის ობიექტური აღქმა.
წვიმის წვეთები წარმოუდგენელი სიჩქარით მიეხეთქებოდა, მთლიანად დავსველდი და აზრზე მხოლოდ მაშინ მოვედი, როდესაც იოანე შემეხო მკლავზე. თავისკენ მიმატრიალა. ერთხანს მიყურა, შემდეგ თავი გააქნია და მანქანისაკენ სირბილ-სირბილით წამიყვანა. შორიდან ალბათ შეყვარებულ წყვილს ვგავდით, თინეიჯერებს, მაგრამ ასე ნამდვილად არ ყოფილა. ავტომობილში საკუთარი ხელით ჩამსვა და კარიც ხმაურიანად მომიჯახუნა. შემდეგ შემოურა და ადგილი დაიკავა. სველი ქურთუკი გავიხადე, უკანა სავარძელზე მივაგდე და თხელი, გრძელმკლავიანი მაისურის სახელოები ჩამოვწიე. მციოდა, თან სველი ვიყავი და ვკანკალებდი.
-სულელი ხარ, ნინა.-დაბალ ხმაზე წამოიწყო.-შენნაირი ზრდასრული ქალი, ასე არ უნდა იქცეოდეს. - არაფერი ვუპასუხე. მხოლოდ იმიტომ, რომ სათქმელი არ მქონდა. ის ჩემ წინაშე ცამდე მართალი იყო. ჩემი ცნობისმოყვარეობის, საკუთარ თავში გაურკვევლობისა და მარტოობის აუტანელი შეგრძნების გამო ხდებოდა ყველაფერი. საშინლად შერცხვენილი ვიჯექი. თვალსაც ვერ ვუსწორებდი, ისე მერიდებოდა მისი. ბავშვს ვგავდი.. ის კი უფროსს, მშობელს, რომელიც მუდამ სწუხდა ცელქი შვილის გამო. გულიანად ტირილი მსურდა, თუმცა თავი მაქსიმალურად შევიკავე. კიდევ ერთ სადარდებელს არ დავუმატებდი იოს, რომელსაც ისედაც ყელამდე ჰქონდა ჩემი სულელური გამოხტომები.
დავიძინე. ძლივს. როცა გამომეღვიძა, უკვე სადარბაზოსთან ვიდექით.
სველი ტანსაცმელი ტანზე შემშრობოდა. დაახლოებით დილის ცხრა საათი იქნებოდა და ეჭვიც კი შემეპარა იმაში, რომ ახლახან მოვედით. ის უბრალოდ ჩემ გაღვიძებას ელოდებოდა..
-მადლობა.-ჩახლეჩილი ხმით ვუთხარი. გაციებული ვიყავი და ხმა გატეხილი მქონდა. ალბათ ტემპერატურამაც ამიწია. კარის გაღებას ვაპირებდი, სადარბაზოდან მამაჩემი რომ გამოვიდა. როგორც ყოველთვის, მოხდენილად და კოხტად ეცვა. მის დანახვაზე კიდევ ერთხელ შევიგრძენი ჩემი დანაშაული. თავი ჩავხარე, არ უნდა დავენახე ამ დროს და ისიც იოანესთან.
-წავიდა,-იოანემ მისთვის ჩვეული ტონით მითხრა. ამჯერად კი თავისუფლად გავაღე მანქანის კარი, მივხურე და ჩემს გზას გავუყევი. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს, მას მეტჯერ ვეღარ ვიხილავდი. უკან არ მომიხედავს და არც თვითონ დამელოდა. მაშინვე წავიდა.

ერთი კვირა უღიმღამოდ გავატარე. ჩემს ბიძაშვილთან ნიკასთან ერთად დავეხეტებოდი აქა-იქ და დრო გამყავდა. საფიქრალით გავსებულ ტვინს ცოტა ხნით დასვენების უფლება მივეცი. იმდენად გადაღლილი და შეწუხებული ვიყავი, პირველი ორი დღე ყივილისა და წივილის გარდა არაფერი მინდოდა, თუმცა თანდათან მწყობრში ჩავდექი.
-ნიკო, რას შვრები და აბა სკოლაში, მომიყევი.-ვუთხარი ჩემს ბიძაშვილს, რომელიც მამამისის ასლი იყო. მსგავსი ნაცრისფერი თვალები ჰქონდა.
-გოიმობა პონტებია.-მხრები აიჩეჩა მან. ჩვიდმეტი წლისაა და თინეიჯერობის პერიოდს როგორც ჩვევია, აცეტებულია, ზედმეტადაც კი.
-რატომ?
-არ იჩითება ვაბშე არაფერი.-უდარდელად აიქნია ხელი.
-რანაირად საუბრობ,რა არი?-გავიცინე.-რა უნდა იჩითებოდეს?
-მოსაწევი!-სიამაყით განაცხადა მან. მე ცალი წარბი ავწიე. ხარხარი დაიწყო,ჩემთან მოვიდა და ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა.-ხომ იცი,ვხუმრობ.
-მჯერა შენი.-შუბლზე ვაკოცე.-არ დამაღალატო,ნიკო.
-ბებერივით რატო ბაზრობ?-ისევ განაგრძო მან.-მშვენიერი,ახალგაზრდა გოგო ხარ.
-მადლობა.-თმები ავუჩეჩე.
-ნინელიც აქ ყოფილა,-კარიდან გაისმა მამიდაშვილის მომაბეზრებელი ხმა. ერთი წლით უფროსის,რომელსაც ჰგონია,თითქოს ჩემზე ყველანაირ უფლებას ფლობს. უფროსი ძმასავითაა, ყველა ნაბიჯს მიკონტროლებს. მერაბისა და მამაჩემის არ მეშინია ისე,როგორც ამ ველური თორნიკესი.
-ნინელის გაჩვენებ შენ,-დავემუქრე შემოსვლისთანავე.
-რატო ისუსხები, ნინ?-დამდგარმა გადმოიწია, თავზე მაკოცა.-თავი მომანატრე.
-მერე ვერ მინახულე,ხო? ვინმე ბიჭს რომ გავესაუბრო,მაშინვე თავზე დამადგები და ისე არ მოდიხარ ჩემთან.
-არც კი გაიფიქრო ჩემთან შეუთანხმებლად!-თვალები დააბრიალა,მკაცრი მზერა მტყორცნა.
-რა?-გულახდილად ვკითხე.
-ვინმე ბიჭთან გასაუბრება,-უდარდელად ამოილაპარაკა. მე და ნიკომ ერთმანეთს გადავხედეთ. ეს მართლა სერიოზულად თქვა?
-რამდენი წლისაა იცი,ძმა?-ნიკომ სიცილ ნარევი ხმით მიუგო.
-თქვენ ერთად იმოძრავეთ.-თითით გვანიშნა თორნიკემ.-ერთი ჭკუის ხართ მაინც.

...

ჩემი ცხოვრების ერთი თვე ჩვეულებრივ კალაპოტში ჩადგა. მშვიდად გრძელდებოდა, სანამ ისევ შეტყობინება არ მომივიდა. ფოტო იყო. ფოტოზე დასისხლიანებული, სკამზე მიბმული იოანე გამოსახულიყო. თავი ჩახრილი ჰქონდა, ეტყობა გათიშულიყო ამდენი დაღლილობისგან. სისხლის კვალი კისერთან, საფეთქელთან მიმხმარიყო. მის ლამაზ თითებსაც კი ჰქონდა ახლად დაჩნეული წითელი ლაქები.
ავფორიაქდი. თან მისიც მეშინოდა. მორიგი მახე რომ ყოფილიყო და ისევ იოანე დამსდგომოდა თავზე საყვედურებით, ნამდვილად არ მინდოდა. დაახლოებით ათი წუთი ფოტოს ყურადღებას არ ვაქცევდი. ვერ მივხვდი, როგორ მოვქცეულიყავი.
მერე მისამართიც მომივიდა. შენს გმირს დახმარება სჭირდებაო.
„მატყუებთ“ - დავუბრუნე პასუხად. იმის მოლოდინში,რომ შემეშვებოდნენ და დანაშაულზე დასწრებასავით აღიარებდნენ სიმართლეს. თუმცა შევცდი. ამჯერად ვიდეო გადმომიგზავნეს, სადაც უფრო მკაფიოდ ჩანდა იოანე... და თან ტექსტით: „მარტო მოდი, თორემ მოკვდება!“
ის იოანე, ასეთი არასდროს რომ არ მენახა. ეძინა თუ გათიშული იყო, არ ვიცი.
მაშინვე გავვარდი და უკვე გამოძახებულ ტაქსიში, როგორც იქნა, ჩავჯექი. აზრზე არ ვიყავი,რა ადგილას მივდიოდი. მძღოლმა რომ მითხრა,მოვედითო,მხოლოდ მაშინ მოვათვალიერე გარემო.
ხალხმრავალი ადგილი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა არც მიყრუებული. ცენტრალური გზისაგან ოდნავ მოშორებით ერთსართულიანი, გრძელი შენობა იდგა. ფრთხილად მივუახლოვდი, თან ხელში მჭიდროდ მობილური მეჭირა.
უცებ გავჩერდი და დავფიქრდი. რას ვაკეთებ?! ვისთვის ვაკეთებ ამას? ისედაც გაბრაზდება. ისედაც ჩხუბს დამიწყებს მერე, რისთვის მოხვედიო, რა გინდოდაო. ხომ გაგაფრთხილეო, ნინა! სწორედ ასე მეტყვის და არ მინდა გული მეტკინოს. დახმარებისთვის გაწვდენილ ხელს ყურადღება არ მიაქციოს.
მერე ერთადერთი კარი შევაღე. მაინც ვერ გამოვბრუნდი. არ შემეძლო იმის წარმოდგენა, მამაკაცი, ასე რომ მაინტერესებდა, უგონოდ, სისხლიანი იყო და მე უბრალოდ მისთვის ზურგი მექცია. ეგოისტი არ ვყოფილვარ. არც მის გაფრთხილებას შევუშინდებოდი მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ჩემთან არ ეკამათა. მე ის მიღირდა ამად.. თუნდაც უხეშად მოვეშორებინე, თუნდაც ხელი ეკრა და ან არ დაეფასებინა ჩემი საქციელი, - მნიშვნელობა არ ჰქონდა. მე ამას ჩემთვის ვაკეთებდი. ჩემი სიყვარულის გამო და არა მის თვალში დაფასებისთვის.
კარი როდესაც შევაღე, ამოვიოხრე. ექოდ გაისმა ჩემი ხმა იმ ოთახში და კინაღამ შევხტი ისე მეუცნაურა. შემდეგ მეორეც შევაღე, მესამეც და აი, სწორედ მანდ იჯდა. შუა გულში. ისევ თავჩახრილი და ისევ უგონოდ. ძლივს მივუახლოვდი აწყ.ლიანებული თვალებით. კეფაზე ხელის დადებით გავასწორებინე თავი. გარშემო მარტონი ვიყავით. კაცის ჭაჭანება არ ყოფილა შენობაში. ბათქაშაცვენილი ბეტონის კედლები, ბინძური ჭერი და მწერებით სავსე ჭაღი ეკიდა ამ უკანასკნელზე. ცემის გარეშე მოკვდებოდა იქ იოანე, ისეთი მოწესრიგებული, კოხტა ადამიანი იყო.
-იოანე,-ჩუმად ვუჩურჩულე და ფეხის შეხსნა დავუწყე. ძლივს გაახილა თვალები.
-ნია?!-ამოილუღლუღა მან. ერთი წამით თოკს ხელიც გავუშვი, თუმცა გავუხსენი და ამჯერად ზურგს უკან შეკრული ხელებისაკენ გადავინაცვლე.
-ნინა ვარ.-ხმამაღლა ვუთხარი, რათა გაეგო.
-აქ რას აკეთებ?-ჩამწყდარი ხმით მომიგო. როდესაც ხელები გავუთავისუფლე, მის წინ დავდექი. ადგომა დააპირა, თუმცა წაბარბაცდა. ხელი შევაშველე და მივიხუტე უნებურად.
-ამის დრო არაა. წავიდეთ ჩქარა,-მშვიდად ვუპასუხე და გვერდით ამოვიყენე.
-გაგჭყლიტავ ასე,-ძლივს ამოილაპარაკა. უჭირდა საუბარი და საერთოდ მოძრაობაც. მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ისე გადმოვადებინე ხელი ზურგზე და თვითონ წელზე შემოვხვიე. დამყვა. სისხლიანი ხელების მორიდება სცადა ჩემთვის, მაგრამ მაინც გამისვა კისერზე და შეწუხებულმა მანიშნა ბოდიშის მოხდა.
-ნინა, რამეს დაგიშავებენ..
-არავინაა.
-ვიცი.-ამ სიტყვისას მას გავხედე.-გამოგცადეს.
-ეს რას ნიშნავს?
-აინტერესებდათ, მოხვიდოდი თუ არა.-უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა.
-რისთვის სჭირდებოდათ?
-იმის დასადგენად, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ვიყავით ერთმანეთისთვის.-შეწუხებული სახით მომიგო.-გახსოვს, შენც იგივე გაგიკეთეს.- ის იყო უნდა მეპასუხა, პოლიციის სირენის ხმა გავიგეთ. იოანეს გავხედე, არ ვიცოდი რა მექნა.
-უნდა გავიქცეთ,-ხმამაღლა წარმოთქვა და მიბიძგა.-ჯანდაბა, წავიდეთ!-ფეხის თრევით დავიძარით უკან. სირბილით ვერა,მაგრამ ჩქარი ნაბიჯებით ნამდვილად მივდიოდით ერთმანეთზე გადაკიდებულები.
-რატომ გავრბივართ?-ქოშინით ვიკითხე. არაფერი მიპასუხა. უკანა ფანჯარა გამოაღო.
-გადაძვერი, დროზე!-მიყვირა. ძლივს ავბობღდი, მიუხედავად იმისა, რომ დაბალი იყო. ექსტრემალურ სიტუაციებში ყოველთვის მოუქნელი ვიყავი. იოანემ ხელი შემაშველა, თავისი დასისხლიანებული ხელები წელზე მომხვია და გადასვლაში მომეხმარა. შემდეგ თვითონაც ძლივს გადმოვიდა. მივხვდი, დაჭრილი იყო მუცლის არეში და ამიტომაც უჭირდა სიარული.
-კარგად ხარ?-ვკითხე მას შემდეგ, რაც ისევ ძველებურ ფორმას დავუბრუნდით. ერთმანეთზე დაყრდნობილები მივდიოდით სადღაც, შენობიდან შენობაში და წარმოდგენაც კი არ გვქონდა ვის გავურბოდით. ყოველ შემთხვევაში მე.
-მოდი აქ,-ჩუმად მანიშნა და სადღაც ჩამოჯდა. ხელი მუცელზე შემომხვია და საკუთარ სხეულს ამაყრდნო.-ჩუმად!-ყურში მიჩურჩულა.
იქიდან ყველაფერს ვხედავდით. როგორ გადმოვიდნენ პოლიციელები მანქანიდან, როგორ შეათვალიერეს გარემო და როგორ დაიყვეს ჯგუფებად. ეტყობა, ხედვაში ხელს ვუშლიდი, ამიტომ თმის ნაწილი ყურს უკან გადამიწია, დანარჩენი კი ფრთხილად გადააგდო მეორე მხარეს. კეფაზე როდესაც შემეხო, მთელს სხეულზე ტაომ დამიარა, რაც შეამჩნია. თქმით კი არაფერი უთქვამს, როგორც ყოველთვის. მუდამ იგნორს უკეთებდა ჩემს ჟრუანტელს, ცდილობდა არასდროს შეემჩნია. ისევ და ისევ ჩემ გამო.
-კობა ბიძია!-წამოვიყვირე უცებ ნაცნობი სახის დანახვისას. იოანემ პირზე ამაფარა ხელი და საყვედურნარევი თვალებით გამომხედა.-მაპატიე, უბრალოდ მას ვიცნობ.-ჩუმად ავუხსენი. სუსტად ჩაეღიმა. მის ღიმილზე მეც გამეხა პირი. საკმაოდ ახლოს მეჯდა. მიხუტებული ვყავდი. საერთოდ არ ედარდებოდა სისხლდენა. უბრალოდ ისვენებდა. არ შეეძლო დიდხანს სიარული, დაიღალა მალევე.
წამოდგომა დააპირა, თუმცა ქვევით დავქაჩე და მაისური დაუკითხავად ავუწიე. სისხლი ჟონავდა.. დაჭრილი იყო და ჭრილობასაც არც თუ სახარბიელო მდგომარეობა ჰქონდა.
-დაჭრილი ხარ!-ახალი ამბავი ვაცნობე მე. წამოვაყენე და ამჯერად მეორე მხარეს ამოვუდექი გვერდით.-სწრაფად წავიდეთ..
-აქეთ შეუხვიე,-ხელით მანიშნა.-მანდ მიყენია მანქანა.
დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ, იოანეს ავტომობილიც გამოჩნდა. უკვე ნაცნობ „BMW“-ს დანახვაზე, სიხარულისგან არ ვიცოდი რა მექნა.
-ტარება შეგიძლია?-მკითხა მან.
-მითხარი, რომ ავტომატიკაა?-მუდარით შევხედე. შესამჩნევად გაიღიმა და თავი დამიქნია. მგზავრის ადგილას მოვათავსე, დაჯდომაში დავეხმარე, შემდეგ კი როდესაც ღვედიც შევუკარი და კარიც მივუხურე, წინიდან მოვუარე და აქოშინებული დავჯექი საჭესთან. ხელები მიკანკალებდა, თან სისხლში მქონდა ამოსვრილი. გაუცნობიერებლად სახეზე ჩამოვისვი დასაწყნარებლად, თუმცა მთელი სისხლი ჩემზე გადმოვიდა. ამან უფრო გამანერვიულა, არ მომწონდა წითელი ფერების ასე ახლოდან დანახვა. იოანეს მდგომარეობაც ცუდად მხდიდა. დაბნეული, შეშინებული ვიყავი და ასე საჭეს მართვა ნამდვილად არ გამოვიდოდა.
-დამშვიდდი.-იოანემ უჩვეულოდ მშვიდი ტონით მომიგო.-ნინა... - იმდენად ნაზად წარმოთქვა რომ, ძლივს გადავაგორე უშველებელი ლოდი სასულეში. გამამხნევა მისმა ერთმა სიტყვამ.
არაფერი ვუპასუხე. დავქოქე და გზატკეცილზე გავიყვანე.
-საავადმყოფოში წავიდეთ. - ავუხსენი.
-არა!-მკაცრად გამაწყვეტინა.-პოლიცია დამადგება თავზე!
-მერე,რა? დაზარალებული შენ ხარ! რატომ გარბიხარ?-გულახდილად მივუგე და წამით მას გავხედე.
ამოიოხრა და თავი სიცილით გააქნია.-შენი აზრით, იმ პოლიციელებს რატომ გავექეცი?
-არ ვიცი. წარმოდგენაც არ მაქვს, ასე რატომ იქცევი.
-შენ გამო, ნინა.-წარბები შეჭმუხნა. გაბრაზდა, რომ ვერ მივხვდი.-ასე ძალიან გინდა შენებმა გაიგონ, დროის უმეტეს ნაწილს ჩემთან რომ ატარებ?
მის კითხვაზე წარბები ავზიდე. -კარგი. სად წავიდეთ?-ვკითხე, თან მას გავხედე. ჭრილობას უკვე საგანგაშო მდგომარეობა ჰქონდა. სისხლი ჟონავდა და ჩემზე ეს კატასტროფულად მძიმედ მოქმედებდა. ხელს მიშლიდა კონცენტრირებაში. ავტომობილი გადავაყენე და მაისური ავუწიე.
-ნინა,ამის დრო არაა ახლა. წავიდეთ,-უკმაყოფილო ხმითა და გამომეტყველებით მომიგო. ტკივილისგან სახე დამანჭა. ისევ მკაფიო თვალები ჰქონდა. ნაინასნაირი მწვანე.
-რამე უნდა დაიდო,-ავლაპარაკდი. თან ვეძებდი რამეს,რასაც ჭრილობაზე დაიდებდა.-არაფერი გაქვს?
-მაისური გამხადე,-გამოსავალი მოძებნა. მეც აღარ დამიყოვნებია, გახდაში დავეხმარე. ისე ახლოს ვიყავი იმ წამს მასთან.. სისხლის, სუნამოსა და ბუნებრივი სუნი არეულიყო. როდესაც გადავაძრე, მის სხეულზე ტატუებიც გამოჩნდა, მაგრამ ახლა მაგის თვალიერების დრო არ მქონდა, ამიტომ მაისური ოთხად გავკეცე და მუცელზე მთელი ძალით დავუჭირე. ამოიკვნესა.
-ფრთხილად!
-მიდი, ხელი მოკიდე,-მის თითებს შევეხე და ჩემი ხელი გავითავისუფლე. რაღაცნაირად ამომხედა. შემდეგ კი უკვე მეტჯერ აღარ გაგვიჩერებია ისე წავედით. მასთან სახლში. ნაინასთან...

ძლივს-ძლივობით შევიყვანე სადარბაზოში. ცუდად იყო ძალიან. გაფითრებული ხელებს მაგრად მიჭერდა. ლიფტში როგორც კი შევედით, კედელს მიეყრდნო და ცოტახნით გამათავისუფლა. ხელი ავაღებინე და ამჯერად მე მივუჭირე მაისური. მასთან ძალიან ახლოს ვიდექი.
რვიანს მიაჭირა თითი და გამომხედა. -გადავიფიქრე,-ჩუმად წამოიწყო.-ბავშვი აღარ ხარ.
გამეცინა მის სიტყვებზე.
-მიხარია.
-ნინა.. მადლობა.-ამოილუღლუღა.-მადლობა, რომ ასე იბრძოლე. ვიცი, როგორ გაგიჭირდებოდა წამოსვლა და იმასაც ვხვდები, რომ გწყინს ჩემგან უმადურობა.. სხვანაირად არ შეიძლება, ეს ხომ იცი?! ვერ მოვიწონებ იმ საქციელს, რომელიც საფრთხეს გიქმნის. არ მინდა, დაშავდე. არ მინდა, რამე დაგემართოს.-გულწრფელი ტონალობით ჩაამთავრა სათქმელი. სულ ძლივს ითქვამდა და სწრაფად გადააბა სიტყვები ერთმანეთს. ამღვრეული მზერა მომარიდა. უპასუხოდ დავტოვე. მერე პირი გავაღე, რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ ლიფტის კარი გაიღო და ჩვენც გამოვედით. შავ რკინის კარებს ბრახუნი დაუწყო, ზარიც დარეკა და როდესაც კარი გაიღო, იოანემ თვალები დახუჭა, ალბათ დარწმუნებულიც იყო, რაც მოხდებოდა. ნაინამ წამოიკივლა, შემდეგ დაბნეული მზერით შემომხედა და ბოლოს გზა დაგვითმო შესასვლელად.
-რა გჭირს, იო? რა დაგემართა? სასწრაფოს გამოვიძახებ ახლავე,-ტელეფონთან უნდა მირბენილიყო, იოანემ რომ დაუძახა, არაო.
-გთხოვ,-დაამატა ბოლოს და დედამის საწყალი სახით შეხედა.-შენ მომხედე. სასწრაფო რად მინდა,შენ ხომ ისედაც ექიმი ხარ,დე?
-შვილო,დივანზე დააწვინე.-ნაინამ მკლავზე მომითათუნა ხელი,თვითონ კი სწრაფად შევიდა რომელიღაც ოთახში.
-წამო,-ვუთხარი და დივანზე დავაწვინე. ფეხზე გავხადე, ფრთხილად დავადებინე და ზევიდან დავაცქერდი.-კარგად იქნები.
-ვიცი,-ამოილუღლუღა.-არაფერი უთხრა მას.
-კარგი,-ჩავიმუხლე მის სახესთან.
-სანდროს დაურეკე,-ისევ განაგრძო ხრიალი,-ჯიბეში მაქვს მობილური.-ერთხანს ვუყურე როგორ ცოდვილობდა მობილურის ამოღებას, მერე ხელი გავაშვებინე და თვითონ ჩავუცურე თითები. მზერა გამოაყოლა ჩემს მოქმედებას, მოულოდნელად მოხვედრილი თითები მომაშორა და სახე დამანჭა. ნაინა შემოვიდა. მაისური როდესაც ჭრილობიდან მოაშორა, შეჰკივლა.-ეს რა არის, იოანე? - კბილებში გამოსცრა რასაც ჰქვია.
-დედა,რაც უფრო მალე დაამთავრებ,მით უკეთესი.
-შვილო,-მომმართა ნაინამ.-ხელები დაუჭირე.
ღრმად ამოვისუნთქე. მივუახლოვდი ისევ. გამომხედა.
არაფერი მითქვამს, უსიტყვოდ გავუკავე ორივე ხელი და ჩემი თითები მისას დავუკავშირე. გახლართულ თითებს მყარი მზერა დაასო ნაინამ. რამდენიმე წამი თვალიც კი გაუშტერდა. თავი გააქნია, მწვანე თვალები მიანათა შვილს.
-ტკივილგამაყუჩებელი შეგიყვანე, მაგრამ მაინც გეტკინება. ვერ მოვიცდი, როდის დაიძინებ. სისხლისგან დაიცლები.-მკაცრად დაიწყო საუბარი და გაკვირვებულმა გავხედე.-კარგად როცა გახდები, ვერ გადამირჩები, იცოდე! თან გოგოც ჩაგითრევია..-თავი უკმაყოფილოდ გადააქნია.
-ტკივილის არ მეშინია, დედა.-ძლივს წარმოსთქვა.-და ნინასთვის არაფერი დამიშავებია!
-კარგი, ნუ ლაპარაკობ.-გააწყვეტინა.-ნინა, თუ ყვირილი დაიწყო პირზე ხელი ააფარე.

ნიანამ ჭრილობა გაუკერა.
ერთი ხელით მისი ორივე ხელის გრძელი თითები მეკავა, მეორეთი კი მის ხმას ვახშობდი. ცრემლები წამომივიდა, ისეთ დღეში იყო. ნაინას არაფერი უთქვამს. მთლიანად თავის საქმეში ჩართულიყო და აღრიალებულ შვილს გმირულად აიგნორებდა. მასზე გაბრაზებული სჩანდა. ვერ ვიგებდი, როგორ შეეძლო წარბშეუხრელად გაეყარა ნემსი შვილისთვის, რომელიც სისხლისგან იცლებოდა. ან იმაზე ესაუბრა, რას უზამდა, როცა გამოჯანმრთელდებოდა. მას სითბოს მაგვარი მზერაც კი არ გაუმეტებია მისთვის. სხვა დროს.. იმ დროს, როცა ციხეში მიდიოდა სულ სხვა იყო ნაინა. დამნაშავეს სახით რომ ვიცნობდით ყველას, მაშინ ერთი უკმაყოფილო გამომეტყველება არ ჰქონია, არაფერი დაძრახებია შვილისთვის, ახლა კი როცა უდანაშაულოდ, სუფთა იქნა აღიარებული, პირიქით.. ან მე მომეჩვენა, ან იმიტომ გაბრაზდა, რომ ისევ შარში ეხვეოდა.
იოანემ დაიძინა.
დამთავრებისას მე და ნაინამ ერთმანეთს გავხედეთ და ღრმად ამოვისუნთქეთ, როდესაც ჭრილობიდან სისხლდენა შეწყდა და მასაც ჩაეძინა. საყვარლად დახუჭა თვალები. სისხლით მოთხვრილი სახის მიუხედავად ის მაინც ანგელოზს ჰგავდა. ისეთს, დედამიწაზე არაფერი რომ არ ესაქმებოდა. მისთვის ზედმეტად ბინძური იყო ეს ადგილი, ადამიანების საცხოვრებელი გარემო. ის არ ყოფილა ერთ-ერთი ჩვენგანი. ის სხვა პლანეტიდან, სხვა სამყაროდან, კოსმოსიდან გამოგზავნილ ერთადერთ, განსაკუთრებულს ჰგავდა. უვნებელი უნდა დაბრუნებულიყო იქ, საიდანაც მოვიდა.
-ამჯერად ვის გადაეყარა, ვინ იცის.-უკმაყოფილოდ ამოიბურტყუნა დედამ.
-სანდროს უნდა დავურეკო,-უხერხულად შევიშმუშნე.-მაგრამ ჯერ სააბაზანოში შევალ.-ჩემს თითებზე მივუთითე, რომელიც ნახევრად წითელი ფერისა იყო, თან ლოყებზეც შემხმარი ლაქები მემჩნეოდა.
სახლი მდიდრულად მორთულ-მოკაზმული იყო. ოთხოთახიანი დიდი ბინა ჰქონდა, თანამედროვე სტანდარტის. სააბაზანოში შევედი, ხელები დავიბანე და სარკეში საკუთარ ანარეკლს თვალი გავუსწორე. საკუთარ თავს ვაიძულე ყველა დეტალი კარგად დამემახსოვრებინა. იოანეს ტელეფონი ავიღე, საძიებოში სანდრო ჩავაგდე და ყურთან მივიდე.
-ჰო, იო.-უჩვეულოდ მოწყენილი ხმა ჰქონდა.
-ნინა ვარ.
-ნინა?!-დაიბნა.-რა ხდება?
-ვფიქრობ,სახლში უნდა მოხვიდე. იოანესთან ვარ და ის..დაჭრილია. ახლა კარგადაა,ნაინამ გაუკერა უკვე.
-ჯანდაბა!-შეიკურთხა.-მოვდივარ..
ისევ იმ ოთახში შევედი, სადაც იოანეს წვეთოვანი ედგა. ნაინამ შეუსწორა და დაღონებული იქვე ჩამოჯდა. -თავს დაიღუპავს.-საკუთარ შვილს შეხედა,თუმცა ჩემთვის იყო ნათქვამი განკუთვნილი.-სად იპოვე?
უხერხულად შევიშმუშნე. ვერ მივხვდი, როგორ მომეტყუებინა. პირი გავაღე რაღაცის სათქმელად,მაგრამ გამაჩერა: - ტყუილის თქმას თუ აპირებ,ჯობია არაფერი თქვა. შენ დავით კაჭარავას ქალიშვილი ხომ ხარ?-თითქოს გონება გაუნათდაო,ისეთი მზერა ჰქონდა.
-დიახ. მისი შვილი ვარ.-მამაჩემის გახსენებაზე თვალები შუბლზე ამივიდა. ამდენი ხანი რატომ არ მირეკავს,ვინ იცის.
-კარგი კაცია მამაშენი. სხვებივით კი არ მისტუმრებდა.. ადამიანურად მელაპარაკებოდა ხოლმე და ისიც..მეორე, მისი ძმა.
-მერაბი,-შევახსენე სახელი.
-მისი წყალობაა ამ სულელი ბიჭის გამოსვლა. ორი წელი იტანჯა ტყუილ-უბრალოდ. რამეს რომ შველოდა მისი პატიმრობა.. ასე მარტივად რომ ბრუნდებოდნენ გარდაცვლილი ადამიანები, მამამისის დასაბრუნებლად ოცი წელიც ჩავჯდებოდი, ნინა. ჩემი სულელი შვილი,-ხელის ზურგით მიეფერა ლოყაზე. საშინლად დასევდიანდა. თვალებში წყალი ჩაუდგა და შეუმჩნევლად მოიწმინდა. მხოლოდ მაშინ გატყდა, როცა იოანემ დაიძინა და ის ვერ ხედავდა. მის თვალწინ ძლიერი, შეუპოვარი ქალი და სწორედ მისი დამსახურებით გაიზარა უშიშარი ლომი იოანე.
-მაწუხებდა თქვენი ამბავი სულ.-სხვა ვერ მოვიფიქრე რა უნდა მეთქვა. თავი დამიქნია.
-მახსოვს. ხშირად მოდიოდი.
-ვიცი,-თბილად გამიღიმა. ორივემ ერთდროულად გავხედეთ იოანეს. ხელებში დაჭერილი ტოლო თასში დაასველა, გაწურა, შემდეგ კი გამხმარი ლაქების მოშორებას შეუდგა მისი სხეულიდან. ტანზევით გაასუფთავა, თითების ფრთხილად გაუწმინდა, წვეთოვანი რომ არ დაეზიანებინა. სახეც მოუსუფთავა და ადამიანს დაამსგავსა შვილი.
-გულს გამიხეთქავ, იო.-ჩაიჩურჩულა თავისთვის. კიდევ აპირებდა საუბრის გაგრძელებას, თუმცა სანდრო შემოვიდა. განადგურებული მზერა ჰქონდა. ჩამოშლილი ადამიანის. ნაინამ თვალი მოარიდა, სამზარეულოში გავიდა თასთან ერთად და მარტო დაგვტოვა. თითქოს, არ ელაპარაკებოდა სანდროს.
-ცუდადაა?-სანდრო მომიახლოვდა, გადამკოცნა და ბიძაშვილს დაუწყო უაზროდ ყურება.
-ჭრილობა ამოუკერა დედამისმა.-მხარზე ხელი დავადე.-კარგად იქნება,სანდრო.
-სად იპოვე?-ხმადაბლა მკითხა,ისე ნაინას რომ ვერ გაეგო.-მისთვის არაფერი გითქვამს,ხო?
-არა, ნუ ღელავ. როცა გაიღვიძებს, თვითონ მოგიყვება. . ახლა წავალ.-იოანეს ტელეფონი ხელში შევაჩეჩე, ჩემი კი მაგიდიდან ავიღე.-მომწერე მერე, როგორ იქნება.
-რა თქმა უნდა.-ნომრები გავცვალეთ, შემდეგ ნაინას თბილად დავემშვიდობე, მიუხედავად იმისა, რომ დარჩენას მთხოვდა და კართან მისული უნდა გავსულიყავი, სანდრომ მომაბრუნა და თავზე კოცნით დამემშვიდობა.
-მადლობა, ნინა.

სახლში მისულმა შხაპი მივიღე, დავიძინე. მხოლოდ მაშინ გამეღვიძა, როდესაც მამა მოვიდა მშიაო, საწყლად ჩაილაპარაკა. მეც როგორ ვაწყენინებდი, მაშინვე ავდექი და რაც მაცივარში მქონდა, ყველაფერი გამოვუტანე.
-ელარჯი კაი იქნებოდა ახლა,-თავისთვის ჩაილაპარაკა. მე რომ გამეგო ისე.
-აუ,კაი რაა,-ჯუჯღუნი დავიწყე.-მეზარება...
-მიდი ახლა,-სიცილ-სიცილით მომიახლოვდა.-მზიაკომ მომცა ჭყინტი ყველი.
-მოვკლავ მზიაკოს!-დავიბუზღუნე,თუმცა მაინც შევუდექი საქმეს და ნახევარ საათში მამაჩემი ორ მეტრიან ელარჯთან იჯდა მაწვნით ხელში.
მეგრული სამზარეულო თემაა ჩვენს ოჯახში. ორივე ვგიჟდებით ელარჯზე. ის იყო თეფშები ავალაგე, გავრეცხე და სახლიც შეძლებისგვარად მოვასუფთავე, შეტყობინება მომივიდა.
უცხო ნომრიდან: „კარგად ვარ,ნინა.“ ისე გამიხარდა თვითონ რომ მომწერა,მაშინვე ჩავიწერე მისი ნომერი და პასუხიც სწრაფად დავუბრუნე.
„მიხარია.“
„სად ხარ?“-მწერდა ის.
„სახლში. რატომ?“
„ყველაფერი კარგად გაქვს?“
„კი. ყველაფერი რიგზეა.“

მეორე დღეს მისი ნახვა მინდოდა. შუადღემდე სამსახურს ვეძებდი რაღაც საიტებზე, მაგრამ ამაოდ. ყველაფერი დროის ფუჭი კარგვა აღმოჩნდა. ვერაფერი ვიშოვე. მრცხვენოდა უკვე ამხელა გოგო მამაჩემის ხარჯზე ვიყავი.
მიუხედავად იმისა,რომ იოანესთან შეხვედრის სურვილით ვიწვოდი და კითხვებზე პასუხები მჭირდებოდა,სახლში ნამდვილად ვერ მივიდოდი. მრცხვენოდა ნაინასი.
ნაინა ისეთი აღარ იყო. უფრო ძლიერი,უფრო მკაცრი და სხვანაირი მეჩვენა გუშინ. ალბათ იოანეს დამსახურებით..
მთელი დღე სახლში გავატარე. როდესაც მოსაღამოვდა, მამამ დამირეკა დილამდე სამსახურში უნდა ვიყოო. მეც მაშინვე კარი ჩავრაზე და ნიკოს დავურეკე. ცოტა ხნით ვლაპარაკობდით, ძირითადად მერაბს დავცინოდით, შემდეგ ბიცოლასაც ვესაუბრე და ის იყო დასაძინებლად უნდა წავსულიყავი, იოანემ დამირეკა. ერთხანს გაკვირვებული ვუყურებდი.
-ნინა,-მაშინვე წამოიწყო მან.-ჩამოხვალ?-გამტყდარი ხმა ჰქონდა.
-სად?
-შენ სახლთან ვარ. მოდი,-როდესაც არაფერი ვუპასუხე,გამითიშა.
კი მაგრამ,როგორ მოვიდა? ისედაც ცუდად იყო. მოსაცმელი ავიღე და ქვევით ჩავედი. ავტომობილში იჯდა, კარგაღებული. საჭეს სანდრო მისჯდომოდა. ჩემ დანახვაზე გადმოვიდა, მოწიწებით მომესალმა და სადღაც წავიდა. მარტო დაგვტოვა.
-კარგად ხარ?-ვკითხე და მივუახლოვდი. უკანა კარს მივაწექი,იოანეს გვერდით. თვითონ ვერ დგებოდა.
-უკეთ,-მშვიდად მიპასუხა.-შენ?
-რა მე?
-მაპატიე..-ამოიოხრა და გაწითლებული თვალებით შემომხედა. ეტყობოდა სტკიოდა სახლის პირობებში გაკერილი ჭრილობა. თვალებზე სისხლი აწვებოდა და მივხვდი, იტანჯებოდა.-მაპატიე, ასეთი რომ დამინახე.
-არაფერია,-ჩავიდუდუნე.-აწი, რა იქნება? თავს არ დაგვანებებენ, ხო?
-ფრთხილად უნდა იყო,-წარბი ამიწია მან.-იცოდე, წეღანდელივით არაფერი მიქარო. შენც რომ რამე დაგემართოს...
-ჩემგან რა უნდათ? მე ხომ არც კი გიცნობ ნორმალურად.-მისი ბოლო სიტყვები ისე სასიამოვნოდ მომხვდა ყურში, რომ გავწითლდი. კიდევ კარგი ღამე იყო.
-ვინც ჩემ გარშემოა ყველას საფრთხე ემუქრება. ჭაობივით ვითრევ ნებისმიერს და სწორედ ამიტომაც წამართვეს ყველაზე ძვირფასი.-იქვე მიგდებული სიგარეტის კოლოფი აიღო და ერთი ღერი ამოაძვრინა.
-შენთვის შეიძლება მოწევა?-ამჯერად მე ავუწიე წარბი და წინ დავუდექი. საკმაოდ ახლოს. ქვევიდან ამომხედა და გამიღიმა. ასეთი არასოდეს მინახავს. ასეთი გულწრფელი ღიმილით.
-დედაჩემივით არ დაიწყო.-მაინც მოუკიდა და ბოლი სხვა მიმართულებით გაუშვა.-სხვათა შორის, ნაინა გეპატიჟება. მომიყვანეო..
-მართლა?-დაუფარავად გამიხარდა მე.
-ხვალ ვახშამზე. გეცლება?
-კი,როგორ არა. ისედაც არაფერს ვაკეთებ.-უკმაყოფილოდ ამოიბურტყუნა.-მამას რა ვუთხრა..
-ჯერ კიდევ უმალავ,ნინა?-სიგარეტის ნამწვი ცარიელ კოლოფში ჩაჩურთა. მომეწონა,რომ უბრალოდ არ მოისროლა.
-აღარ ვიცი რა ვქნა. ახლა უფრო ღრმად შევტოპე. ბოლოს მომხდარი რომ გაიგოს...
-მამაშენი ეკას იცნობს? იცის,რომ შენი თანამშრომელი იყო?-უეცრად მკითხა.
-არა. ბიძაჩემმა იცის მარტო.
-მაშინ ბიძაშენს უთხარი,რომ ეკა გეპატიჟება.-გამოსავალი მოძებნა მან. პასუხს ვაპირებდი,თუმცა სანდრო მოვიდა და რაღაცნაირი მზერით გადმოგვხედა. თითქოს კმაყოფილი იყო.
-მოხვალ,ხო?-ხელი გადამხვია სანდრომ.
-მოვალ.-ღიმილით ვუპასუხე.
-ძმაო, ბრილიანტია ეს გოგო, ბრილიანტი!-თავზე მაკოცა. დროებითო, დამიბარა და საჭეს მიუჯდა. იოანეს პირი გაეხა ღიმილისაგან. შემდეგ ფეხები შეალაგა ავტომობილში და ტკივილისგან სახე დამანჭა.
-ჭკვიანად!-თვალი ჩამიკრა და კარი მიხურა.
შუაღამისას უაზრო ღიმილი დავიწყე სულელივით. სრულიად მარტომ.
გამოუჯანმრთელებელს, ტკივილისაგან დატანჯულს ჩემი ნახვა მოუნდა. მხოლოდ იმიტომ, რომ მოებოდიშებინა და სახლში დავეპატიჟებინე.

...

მამას ავუხსენი, რომ მეგობრის სახლში მივდიოდი და სანერვიულოც არაფერი იყო, თუმცა სახელი, გვარი, გენეალოგია, - ყველაფერი გამოიკვლია. როდესაც გაიგო რომ ჩემი „მეგობარი“ ეკა გახლდათ, თან გვარად შერვაშიძე, წარბები აზიდა. თუმცა ჩემი ძმაკაცი მერაბიც მანდვე იდგა და უპასუხა, ნუ იბღვირები, ვიცნობ კარგი გოგოა და სანდროზე არაფერი იფიქრო, დარწმუნებული ვარ დასავით უყურებსო. მამა დაიბნა, ამდენი საიდან იცის ჩემმა ძმამო, მაგრამ ბიძიამ მოკლედ აუხსნა, როგორც იყო, დეტალების გამოკლებით და ბატონი დავითიც დავითანხმეთ.
არა, წეღან ვთქვი მგონი, მერაბი ადამიანობის ზენიტია-მეთქი. არ შევმცდარვარ!
როდესაც ძმები სახლიდან გავისტუმრე და მარტო დავრჩი, ქეთი მოვიპატიჟე დასახმარებლად. რა უნდა ჩამეცვა?
-აი,ეს.-ქეთი გარდერობში შეძვრა და რაღაც ნაჭერი გამოიტანა.
-კაი?-გავიცინე მე.-გინდა დათომ ჩემი გაშვება გადაიფიქროს?
-ოო,აბა რას ჩაიცვამ?-უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა. საწოლზე ჩამოჯდა და გამკიცხავი მზერა მტყორცნა.-არ მოეწონები ასეთი იოანეს.
-გეყოფა,ქეთი!
-შეყვარებული ხარ, ნინ. თან უიმედოდ,-სიცილი დაიწყო მან. ერთხანს ვუყურე, მერე კი მეც დავიწყე ისტერიულად ხარხარი და ლოგინზე დავემხე.
-ნამდვილად უიმედოდ.-დავუდასტურე და წეღანდელი ნაჭერი სახეზე ავიფარე.-რა მეშველება?!

საბოლოოდ, რაღაც გამოვნახეთ. შავი, ტანს მომდგარი მოკლე კაბა ჩავიცვი, გვერდზე ჩახსნილი. ფეხზე მაღალქუსლიანები. ქეთი კმაყოფილი იყო. სიხარულისგან არ იცოდა რა ექნა. მაკიაჟიც კი თვითონ გამიკეთა და როდესაც გამაცილა, ისე აცრემლიანდა, როგორც დედა შვილის გათხოვებისას. სახლში რჩებოდა თვითონ, შენ მოსვლამდე არსად წავალო, თან დათო ბიძიას საჭმელს დავახვედრებო. მისი „დათო ბიძია“ და ქეთი ისეთივე ძმაკაცები იყვნენ,როგორც მე და მერაბი.
ქეთის ავტომობილში მოვთავსდი,რომელიც შვილივით ჩამაბარა. დაქოქვისას ჰაერი ჩავისუნთქე და მხოლოდ იოანეს სახლთან მისვლისას ამოვისუნთქე. დაძაბული ვიყავი. მეშინოდა ნაინას საყვედურები არ დაეწყო(არ ვიცი, ასე რატომ ვიფიქრე). ისედაც უკმაყოფილი იყო იმ დღეს, იოანესთან ერთად რომ მივედი.
კარზე როდესაც ზარი დავრეკე, წამით ისიც გავიფიქრე, დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ მაშინვე გაიღო. ზღურბლზე ეკა იდგა. ისევ ისეთი ლამაზი და მოხდენილი.
-ნინა,-პირი გაეხა ჩემ დანახვაზე. გადმოაბიჯა და გულში ჩამიკრა.-რაღა დაგიმალო და, მომენატრე.-ასე დაწყებული საღამოს გამო, დაძაბულობა მომეხსნა და მხიარულად შევაბიჯე ბინაში.
-მეც მომენატრე, ეკა.-თბილად გავუღიმე, ჩანთა საკიდზე ჩამოვკიდე და ტელეფონ მომარჯვებული გავემართე შემოსასვლელში, რომელიც ბოლოს პალატად ქცეულიყო.
სუფრა იყო გაშლილი. იმდენი რაღაც ეწყო და მისვლისას, კიდევ ამატებდა ნაინა რაღაცას. სანდრო შუბლშეკრული იჯდა დივანზე, წამოწოლილ იოანეს მასზე დაედო თავი.
-საღამო მშვიდობისა,-ყველას მივესალმე და მზერა იოანეზე შევაჩერე. უბრალოდ მაინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდა ჩემ დანახვაზე. სანდრომ წარბები გახსნა, იოანე წამოდგა და უემოციო მზერა მესროლა. ქეთის ამდენმა წვალებამ შედეგი ვერ გამოიღო.
-გამარჯობა,შვილო.-ნაინამ გადამკოცნა. სანდრომ ჩვეულებისამებრ თავზე მაკოცა და იოანემ.. აბა გამოიცანით?! ხელი ჩამომართვა.
სერიოზულად? კინაღამ იქვე დავიწყე ტირილი მის ამდაგვარ ქცევაზე. ყურადღება არავის მიუქცევია ამ ფაქტისთვის და ჩემი შეცვლილი სახისთვის, თუმცა თავი მაინც უხერხულად ვიგრძენი. ბიჭები ისევ დივანზე ჩამოსხდნენ, ეკამ კი სავარძლისაკენ მიმითითა და თვითონ ნიანასთან გავიდა, დასახმარებლად.
-სამსახური ვერ იშოვე?-სანდრომ საყვარელი მზერით შემომხედა.
-ვერა და აღარ ვიცი რა ვქნა.
-ეკამ დაიწყო ტელევიზიაში. თუ გინდა, უფროსს დაელაპარაკება?
-არა,-სასწრაფოდ ვიუარე.-ტელევიზია ჩემი საქმე არაა. ინტერვიუს აღებისას ვინმე რომ მისაყვედუროს, პირდაპირ ეთერში ტირილის დავიწყებ.-უეცრად ავჭიკჭიკდი. სანდრომ გადაიხარხარა ჩემს სიტყვებზე, იოანესაც გადაჰკრა ღიმილმა. ღომმომარჯვებული ეკა კი კინაღამ დაიწვა.
-ნუ გეშინია,ისეთ რამეს გამოგიძებნი, ეკრანზე გამოჩენა რომ არ მოგიწიოს.
-კარგი. იმედია რამე კარგი იქნება.
-ჰე, მოდით ახლა. გაცივდა ღომი. ელარჯსაც ვაკეთებ,-ქოთქოთს მოჰყვა ნაინა. მოწიწებით მიმიპატიჟა და ეკას გვერდით დამსვა. პირდაპირ ბიჭები ისხდნენ, თავში კი ნაინა დაჯდა, მას შემდეგ, რაც ელარჯი დაგვირიგა. სუფთა მეგრული სუფრა იყო გაწყობილი და გულს სასიამოვნოდ მომელამუნა.
-სოხუმიდან ვართ,შვილო. არ გაგიკვირდეს.-ნაინამ ხელზე მომითათუნა. აი ახლა ნამდვილად ის ქალი იყო,ყოველდღე რომ ვხედავდი განყოფილებაში.
-ჩვენც აფხაზეთიდან ვართ. გაგრაში გვქონდა სახლი. დედაჩემი გუდაუთიდან იყო.-დედას გახსენებაზე ჩანგალს ნერვიულად დავუწყე წვალება. იოანემ ეს შეამჩნია,თუმცა არაფერი უთქვამს.
-იყო?-სანდრომ დაინტერესებულმა გადმომხედა.
-გარდაიცვალა.-ჩუმად დავილაპარაკე და წყალი მოვსვი. შემდეგ კი ისევ ელარჯს მივუბრუნდი.-უგემრიელესია. თან რამ სიგრძეა,-სიცილით გადავხედე ნაინას.
-ეგეთი უნდა იყოს ელარჯი,აბა რა?-მანაც კვერი დამიკრა.-იო,ჩამოსხი ახლა ღვინო ან არაყი,რომელსაც დალევს სტუმარი.
-მე არ ვსვამ,-შეწუხებულმა გადავხედე იოანეს.
-არაფერი დაგემართება,-არყის ჭიქა გამომართვა მან.-მე წაგიყვან სახლში.
-შენ ვის წაიყვან,ბიჭო?-გაიცინა სანდრომ.-თვითონ ხელით ხარ სატარებელი..
-პასუხი ხო იცი ახლა?-ჩუმად გადაულაპარაკა, თან თვალი ჩამიკრა. მისი ეს უბრალო ქცევა ძალიან გამიხარდა.
-რა გაეწყობა,-უხერხულად გავიღიმე. გარემოს თვალი მოვავლე და ახლა უკეთესად დავაკვირდი კრემისფრად შეღებილ კედლებს. ოთახი სავსე იყო ნახატებით,ფოტოებითა და უამრავი ხელნაკეთი ნივთებით. არაჩვეულებრივი აურა სუფევდა.
-ეკა,შენ არ დალევ?-ვკითხე მას.
-შრატი მაქვს გაკეთებული,-თითი ასწია მან.-კატამ გამჩხაპნა აქ.
-კატას კატა როდიდან ჩხაპნის,ნინა,იცი რამე?-სანდრომ გესლიანად ჩაურთო.
-შენ ხმა!-საჩვენებელი თითი დაუქნია ეკამ. იოანემ გაიღიმა. ნაინას თავი არ აუწევია. ყურადღებას არ აქცევდა სანდროს.
-თამადა შენ ხარ,სანდრო. სტუმარი კარგად გამოათვრე,-ნაინამ თვალებში შეხედა ბიჭს. იოანემ გაკვირვებულმა გადახედა დედას და შემდეგ ეკას შეაცქერდა კითხვისნიშნიანი თვალებით.
-ბიცოლა?-ხმა გაუწყდა სანდროს.-ანუ შემირიგდი?
-იმაზეა დამოკიდებული,როგორ მასპინძლობას გაუწევ ნინას.-თვალი ჩაუკრა. სანდრო ფეხზე წამოიჭრა,ცეკვა-ცეკვით მიუახლოვდა ბიცოლამისს და გულში ხმაურიანად ჩაიკრა.
-მაპატიე,მაპატიე...ხომ შემირიგდი,ბიცოლა? მართლა აღარ შემეძლო მეტი.-კიდევ ბუტბუტებდა რაღაც,თუმცა ის აღარ გამიგია. შუბლზე ხმაურიანად აკოცა და სულ გახარებული დაუბრუნდა საკუთარ ადგილას. სიცილ-ხარხარით დამალევინა ორი ჭიქა არაყი,მაგრამ ჩემი შეჭმუხნული სახის დანახვისას ნაინა წამოენთო ფეხზე,ლიქიორს გავხსნი ახლავეო. შემოსვლისას კი ლიქიორთან ერთად შამპანურიც ხელში ეკავა.
-მეტს ვერ დავლევ,-ამოვთქვი,როდესაც უკვე ვეღარ ვითვლიდი იმდენს ვსვამდი. თან სახლში ნასვამი რომ მივიდოდი,მამაჩემი დაკითხვას დაიწყებდა.
-გეყოფა,-იოანემ სანდროს ბოთლი ხელიდან ააცალა და გვერდით გადაგდა.-ცუდადაა,ვერ ხედავ?
-რა უჭირს,ოქროსავითაა!-გააპროტესტა სანდრომ. მთვრალი იყო ძალიან.
-დაანებე თავი,-მკალვზე ხელი მოკიდა და სკამზე დასვა.-უკვე გალეშილი ხარ.
-ნუ უსმენ,სანდრო. დაასხი!-ჩემს სიტყვებზე ეკამ ჩაიფხუკუნა. დიახ,სწორად მიხვდით,რა თქმა უნდა,იოანეს გასაბრაზებლად ვიქცეოდი ასე.
-ბავშვებო,-ოთახში აჩქარებულად შემოირბინა ნაინამ.-საავადმყოფოდან დამირეკეს,ჩემი პაიენტი ცუდად გამხადარა. უნდა წავიდე,ჭკვიანად იყავით. ნინა,ბოდიში ჩემო კარგო, და იოანე...-შემობრუნდა უცებ.-ნინა უსაფრთხოდ დააბრუნე სახლში!
-დარეკე მერე,-მიაძახა მან. ნაინამ კარი გაიხურა. ეკა წამოდგა და სანდროსთან მივიდა.
-ეე, ლოთო!-სიცილნარევი ხმით შეანჯღრია.-ადექი,აქ ნუ იძინებ.-წამოაყენა. ეკას დააწვა მთელი ძალით. ეკამ დივანზე დააგდო,ბალიში გაუსწორა და სანდრომაც მაშინვე ფშვინვა დაიწყო.
-წამო,-მე იოანე დამადგა თავზე. გამეცინა. ლოთს ვგავდი. მკლავზე ნაზად მომხვია ხელი. სადღაც მივყავდი.-ეკა,აალაგე რა.
-აბა,ასე დავტოვებ?-საიდანღაც მოისმა ეკას ხმა. იოანემ სააბაზანოში შემიყვანა. წყალი მოუშვა და სახე თავისი ხელებით ჩამომბანა.
-მოვკლავ დედაჩემს. შენი დათრობა შეილებოდა?
-ნუ წკმუტუნებ,-გავიღიმე და ჩემი ნასვამი თვალები მისას გავუსწორე. მწვანეები უფრო მკაფიოდ მოუჩანდა და მე გალეშილიც კი ნათლად ვხედავდი მათ.-შენს თვალებზე ჭკუა მეკარგება,-გულახდილად ვუპასუხე.
-ჭკუა ისედაც არ გაქვს.-მშვიდად შემეპასუხა და სახის გამშრალებას შეუდგა.
-ვიცი.-მეც დავუმოწმე.-შენ გამო. შენ მაკარგვინებ.-ვაიმე,ნინა გაჩუმდი! რა გულახდილი საუბარი ამიტყდა ამ სიმთვრალისას! ჯანდაბას შერვაშიძეების არაყი!
-ამას გაგახსენებ.-წარბები აზიდა მან. გამომიყვანა და შემოსასვლელში დამტოვა. მანამდე ეკა მოვიდა ჩემთან, ხელჩანთა და ტელეფონი დამაკავა და თბილად ჩამეხუტა. თუმცა იქიდან სანდრომ დაიძახა მისი სახელი და მასთან გაქანდა. იოანე მოსაცმლით ხელში დაბრუნდა,კარისაკენ გამიძღვა.
ამჯერად წელზე მომხვია ხელი და სადარბაზოში გამიყვანა. ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა, გამომხედა.-მომეცი ესენი აქ,-ხელში რაც მეკავა,ყველაფერი გამომართვა და ტელეფონის ჩადებას სცდილობდა ჩანთაში, თუმცა საკეტი ვერ გახსნა.-რაა არი ეს, როგორ იხსნება?-უკამყოფილოდ ამოიბურტყუნა.
-აი ასე,-გამოვართვი და მთვრალმა მალევე გავხსენი.-დიდი ფილოსოფია არ სჭირდება!
-ვერ ვერკვევი ქალების სისულელეებში,-ლიფტში პირველი მე შემატარა და თვითონაც მომყვა უკან.-შენ კიდევ როდიდან დაიგრძელე ასე ენა?-ზევიდან დამაცქერდა.
-იმედია ხვალ არ მემახსოვრება ჩვენი დიალოგი,-დაუფარავად გავუღიმე.-ზუსტად ვიცი, საკუთარი თავის შემრცხვება.-ქეთის მანქანის გასაღები ხელში დავაკავე.
-მე გაგახსენებ,არ ინერვიულო.-მისი აზრით, დამამშვიდა. ჩემმა ტელეფონმა ზუზუნი დაიწყო და ლიფტიც გაჩერდა, თუმცა კარები არ გაიღო. ჰა?
-იოანე?-მას გავხედე, რომელიც შეწუხებული მზერით მიყურებდა.
-გაიჭედა.-კარებს დაეჯაჯგურა, თუმცა ამაოდ. შემდეგ კი ტელეფონში დაიწყო რაღაცის მოძებნა. მე ჩემი მობილური ამოვიღე ჩანთიდან, სადაც ჩემი და თორნიკეს ჩახუტებული ფოტო გამოიფინა. დავიღუპე! დიდი თორნიკე მირეკავს!
-არ უპასუხებ? ტვინი წაიღო.
-ვერ ვუპასუხებ,- ამოვიკნავლე მე.
-მამაშენია?
-უარესი!-ბუზღუნით გადავუსვი სენსორს თითი.
-ნინა, ვინ მეგობართან ხარ?-მაშინვე ჩვეულ ფორმაში ჩადგა.
-ჭირსაც წაუღიხარ,თორნიკე!-მკაცრად ვუპასუხე. იოანემ შუბლშეკრული მზერა მტყორცნა.
-მთვრალი ხარ?-არც მან დააკლო ტონს.
-კი,მთვრალი ვარ. არაყი დავლიე,მერე ლიქიორი,მერე შამპანურიც ზედ მივაყოლე. გალეშილი ვარ და იცი რა? ფეხებზე მკ/იდია,რასაც მეტყვი. მომბეზრდა ბავშვივით რომ მექცევი და ყოველ ნაბიჯს მიკონტროლებ.-მთელი ემოციით ვსაუბრობდი. იოანე კედელს მიეყრდნო და მთელი გულისყურით აკვირდებოდა ჩემს მონოლოგს.
-სად ხარ? წამოგიყვან,-ხმას დაუწია მან.
-არ მჭირდება,თორნიკე. დიდი ვარ,სახლს როგორმე მივაგნებ.
-ნინა...
-კარგად იყავი!-ტელეფონი დავკიდე,ჩანთაში ჩავუძახე და აფორიაქებული მეც მის პირისპირ კედელს მივაწექი.
-შეყვარებული გყავს?-ხმადაბლა მკითხა.
-არა. მამიდაშვილი,-გამეცინა ჩემს სიტყვებზე.-მანიაკური კონტროლის მოყვარული თორნიკე.
-არ მითხრა,რომ არ გჭირდება კონტროლი?
-რისთვის?რამეს ვაშავებ?-ნაწყენი ტონით ვკითხე.როდემდე უნდა დამაყვედროს ერთი და იგივე?
-საერთოდ აღარ ვიცი რას აკეთებ,ნინა.-მომიახლოვდა. მზერა გავუსწორე. მაღალქუსლიანებით თავისუფლად შემეძლო მისი თვალების დანახვა,ყოველგვარი კისრისმოტეხვის გარეშე. ხელი თმაში შემიცურა და ახლოს მიმიზიდა. ისეთი მომენტი იყო, პახმელიაზეც არ მექნებოდა დავიწყებული,თუმცა მოვლენებს წინ გავუსწარი და მისი ტუჩებისაკენ დავიძარი.ცერით გამაჩერა.-ამის გაკეთება არ შემიძლია.
-გასაგებია.-ჩუმად დავილაპარაკე. გათავისუფლება მინდოდა მისი ხელისგან,თუმცა კიდევ უფრო მიმწია და ამჯერად,შუბლით შუბლზე მიმეყრდნო.
-მიუხედავად იმისა,რომ ცოცხალი არაა,მისი გადაყვარება არ შემიძლია.-ტუჩიდან თითი მომაცალა და ლოყაზე მომეფერა.-და შენ...ვინმეს ყურადღებას თუ მივაქცევდი არც კი მეგონა,ნინა. მაგრამ ისეთებს აკეთებ,შეუძლებელია შენი არ შემჩნევა.
-ვერ ვხვდები,რას მეუბნები. შანსი მაქვს თუ არა შენთან?-ამოვილუღლუღე. ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე პასუხის მოლოდინში. ის მომშორდა. ლიფტის კარისაკენ მიბრუნდა და ცოტა ხანი არაფერი მიპასუხა.
-არ ვიცი.-ჩუმად დაილაპარაკა.-ალბათ უფრო არა.-ჩემკენ არ გამოუხედავს ისე მიპასუხა. თვალები ამიწყლიანდა,ამიტომ თავი დავხარე. ისიც კი ვიფიქრე,თორნიკეს დავურეკავ და ის წამიყვანს-მეთქი,მაგრამ ზედმეტი საუბრები და ჩხუბი ნამდვილად არ იქნებოდა კარგი. ამიტომ გავჩუმდი და არაფერი ვუპასუხე.
ვიღაცამ დაიძახა,აქ ხართო და პასუხის,დაახლოებით ათი-თხუთმეტი წუთის შემდეგ,კარიც გაიღო და იოანემ მკლავზე მომხვია ხელი,თუმცა უხეშად გავაშვებინე და დამოუკიდებლად დავიწყე სიარული. ქეთის მანქანა მალევე ამოვიცანი. კარი თვითონ გამომიღო,მეც გაბრაზებული ჩავჯექი და ღვედი ხმაურიანად, წყევლა-კრულვით შევიკარი. როდესაც გვერდით მომიჯდა პირზე კლიტე ავიკარი და თავი მინას მივადე.
სახლამდე ორი ღერი სიგარეტი ერთმანეთის მიყოლებით მოწია.
-დავიხრჩვი. მორჩი აწი,-გესლიანად ჩავილაპარაკე და მინას ბოლომდე დავუწიე.
-იმ ენას მოგაჭრი შენ დღეს,-არც მან დამაკლო,თუმცა ნამწვი რაღაც კოლოფში ჩააგდო.
-ვერაფერსაც ვერ იზამ.-ჩემთვის ჩავილაპარაკე და მობილურს დავუწყე უაზრო თვალიერება.
-ნინა,-უცებ ტონი შეცვალა მან.-უნდა დამპირდე,რომ შარში აღარ გაყოფ თავს. რა შეტყობინებაც არ მოგივიდეს,ვინც არ უნდა დაგირეკოს,არსად წახვიდე,კარგი?-თავი დავუქნიე მხოლოდ.-მაშინვე დამირეკე.
-კარგი, ბოს. როგორც მიბრძანებ.
-არ გიხდება ეს..
-რა, კაბა?
-არა. ირონია.
-და კაბა?-წარბი ავწიე მე. გაიღიმა.
-სასწაული ხარ.-გზისთვის თვალი არ მოუცილებია ისე მითხრა.-მაგრამ ეს ჩახსნილი საჭირო არ იყო.-მზერით ჩემს მოშიშვლებულ მუხლზე მიუთითა.
-ეს უფრო ლამაზს ხდის ჩემს სხეულს.-გულახდილად ვუპასუხე.
-ისედაც ლამაზია.-თვალი ჩამიკრა მან. ახლა უნდა ვწითლდებოდე,ვიმორცხვებოდე,მაგრამ რა ყოფილა ნაინას არაყი! ჩემში მონსტრი გააღვიძა.
-ამ სიტყვებს იმიტომ მეუბნები, რომ ხვალ აუცილებლად დამავიწყდება?
-შეიძლება,-გაიცინა.-ან იმიტომ, რომ არაფერი დაივიწყო.
-შენზე დამოკიდებული ვარ.-თავი მისკენ მივაბრუნე და საზურგეს მივადე.-შენთან ყოფნას ვერც თორნიკე, ვერც მამაჩემი და ვერც ვერავინ ამიკრძალავს.
-რამდენს ჭიკჭიკებ?-გაკვირვებულმა გამომხედა.-თორნიკე ბევრს გიტ/რაკებს?
-მიტ/რაკებს და მეტი არა?-ეს მე არ ვიყავი. ვინც საუბრობდა ის ნინა კაჭარავა ნამდვილად არ ყოფილა. იოანე ხალისობდა ჩემით.
-მოვედით.-ძრავა გამორთო, გადავიდა და ჩემთან გაჩნდა ორ წამში. ღვედი თავისი ხელით შემიხსნა, გადმოსვლაში მომეხმარა და წელზე ხელმოხვეული სადარბაზოში შემიყვანა.
-ლიფტი არ მუშაობს.-ვახარე მე.
-რომელი სართულია?
-მეხუთე.
-ასე ვერ წაგიყვან.-წამით გადმომხედა და უეცრად მკლავებში მომიქცია.-უკეთესია.
-არ შეგეწინააღმდეგები,-უდარდელად ვუპასუხე და ხელები კისერზე შემოვხვიე.
-იმედია,შენი კაბა არ გაიხევა.
-რას გადაეკიდე ჩემს კაბას, რატომ უნდა გაიხეს?
-ტანზე გაქვს მომდგარი და..უბრალოდ ასეთი აღარ ჩაიცვა.-ამოილაპარაკა. ცოტა ხანი შეისვანა,შემდეგ კი გზა განაგრძო.
-ჩავიცვამ. მხოლოდ იმიტომ,რომ შენ არ გინდა.
-ხელს გაგიშვებ ახლა,-სიცილით მითხრა და იმიტაცია გააკეთა,თითქოს მართლა მაგდებდა. შიშისგან უფრო ავეკარი და თავი მის კისერში ჩავრგე. შემდეგ დამსვა. კარზე ზარი დარეკა და ზღურბლზე გამოჩენილი მამაჩემისა და ქეთის დანახვაზე გამახსენდა,რომ მამა იოანეს იცნობდა. თან საკმაოდ კარგად.
-მამიკო,-ხელები გავშალე და ჩავეხუტე.
-გამარჯობა, ბატონო დავით.-ხელი ჩამოართვა მამას. ქეთისაც და შემდეგ განაგრძო.-დედა და ნინა განყოფილებაში დამეგობრებულან. დედას გაუხარდა მისი ნახვა და ცოტა დაალევინა,თუმცა მალე მოეკიდა. ბოდიშს გიხდით.
-არაუშავს. ამას მერე მივხედავ,-ჩემზე მიუთითა მამამ.-შენ როგორ ხარ?
-კარგად,მადლობა. თქვენ?
-თუ რამე იცი, ან გაიგე, შეგიძლია მომაკითხო,იოანე. მისამართი იცი.-მამამ ოდნავ გაუღიმა,შემდეგ მხარზე ხელი მოუთათუნა და გააცილა. იოანემ ჩემკენ მოაბრუნა თავი, თვალი ჩამიკრა და გაუჩინარდა.
-ხომ გითხარი,ეს კაბა იმოქმედებს-მეთქი!-ქეთიმ მუჯლუგუნი მკრა და სიცილ-სიცილით წამიყვანა საძინებელში.


არაფერი დამვიწყებია. არც თავი მისკდებოდა და არც გულის რევის შეგრძნებას შევუწუხებივარ. ჩვეულებრივად ვიყავი. ისე,როგორც ნებისმიერ დილას. ჩემი თითოეული სიტყვა, მოქმედება მახსოვდა და ვინატრე, რატომ არ დამავიწყდა-მეთქი. ისეთი სამარცხვინო რაღაცები ვკითხე...
მამაჩემი თავზე დამადგა. მოთქმა-გოდებას მოჰყვა, რომ მე ქალი ვარ და უცხო სახლში ასე არ უნდა დავმთვრალიყავი. არაფერი ვუპასუხე. ახლა მისი ქადაგება ნაკლებად მადარდებდა. ჩემი ერთადერთი საზრუნავი იოანეს რეაქციაა. მისი ქმედება ამ ყველაფრის შემდეგ და მისი დამოკიდებულება ჩემ მიმართ? ღმერთო, რა აზრები მქონდა! როგორი წარმოდგენა ჰქონდა ჩემზე და სულ ცოტათი მაინც თუ ვაინტერესებდი. მეცინება, ამას რომ ვწერ.. და ვბრაზდები, ასმაგად, ათასჯერ მეტად , ვიდრე ადრე.
მამა სამსახურში გავისტუმრე და ქეთიც ადგა. ჩემთან დარჩა გუშინ. გვიანიაო და ვეღარ წავიდოდა.
-აუ,ნინ. თორნიკე ძალიან გაბრაზდა?-მკითხა მან,როდესაც მოყოლა დავასრულე.
-არ მაინტერესებს,-მკაცრად დავილაპარაკე.-მომბეზრდა მისი სისულელეები.
-იქნებ,ამის მერე აზრზე მოვიდეს.
-ეგეთებს ყოველთვის ვეუბნები მე, რომ შველიდეს.-ხელი ჩავიქნიე და ყავის ჭიქა მაგიდაზე დავდე. ჩემი ტელეფონი ამღერდა. სწრაფად ვეცი ნაცნობი ნომრის მოლოდინში, თუმცა იმედგაცრუებული არა, მაგრამ გაკვირვებული დავრჩი. თვით სანდრო შერვაშიძე მირეკავდა.
-გისმენ,-სიცილნარევი ხმა მქონდა.
-ცოცხალი ხარ?- ბოხი, დაღლილი ხმა ჰქონდა. ახლად გაღვიძებულის.
-შენ თუ ხარ, შენ?
-ვკვდები,-ჩაიფხუკუნა.-ნაინას არაყმა საიქიოში გადამისროლა.
-ეგრეა,სანდრო,არ უნდა იტრაბახო ბევრი.-კმაყოფილმა ჩავურთე.
-უყურე ამას?-გაუკვირდა მას.-შენ მაცადე. მოდი სახლში და განახებ,იონე კი არა, ვერანაირი ძალა წაგიყვანს.
მის სიტყვებზე ხარხარი ამიტყდა.-ეკამ ძლივს დაგაწვინა დივანზე. გახსოვს?
-მესამე ჭიქის მერე ბუნდოვნად მახსოვს.-ჩაეღიმა.-მიხარია,კარგად რომ ხარ.-გამეღიმა მის სიტყვებზე.
-ვიცი,- უცნაური დამოკიდებულება გვქონდა ჩვენ ორს.რაღაცნაირი კავშირი,რაღაცნაირი მეგობრული,ძმური,სულ სხვანარი და სხვა ფერი.
-სახლში მარტო არასოდეს ხარ?-უეცრად მკითხა.
-იშვიათად,რატომ?
-დასალევად მოვიდოდი.-გაიბუსხა.-არა,მართლა. დღეს მოვალ შენთან,მამაშენს ბოდიშს მოვუხდი.
-კაი,რა. რა ბოდიში,არაფერი დაგიძალებია.
-მერე რა. მაინც. ჭკვიანად ახლა.
დამემშვიდობა. ქეთი საყვარლად ჩამეხუტა. უხაროდა,რომ გახარებული ვიყავი.


სანდრო მართლა მოვიდა. მამაჩემი ერთხანს გაოცებული იყო ამდენი ბოდიშებისგან,მაგრამ შემდეგ ჩვეული სუფრა გამაშლევინა და ამჯერად მე ვერა,მაგრამ მამამ ნამდვილად დაათრო შერვაშიძეების ვაჟკაცი. ისე იცინოდა,ისე საყვარლად ექცეოდა მამას,რომ სურვილი გამიჩნდა ჩავხუტებოდი. ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ,მე სუფრის თავში მომათავსეს და ჩემს დალოცვასა და დღეგრძელობას მოყვნენ.
-ჩვენი გაცნობა ცოტა უცნაურად მოხდა,სანდრო. მაგრამ იცოდე,გენდობი და ჩემს ერთადერთ ქალიშვილსაც განდობ.-უცებ მთვრალი მამაჩემი დასერიოზულდა და სანდროს თვალი თვალში გაუყარა. მას გაეღიმა. იმდენად მკაფიოდ,რომ მეც მივბაძე.
-რა თქმა უნდა,დათო ბიძია.-ჭიქა ასწია მან.-ეკასგან არაფრით გამოვარჩევ.
ეს იყო ის,რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა იმ დღიდან. იმის შეგრძნება,რომ სანდრო ასე ახლობლად მთვლიდა,იმის გაცნობიერება,რომ მას ოჯახის წევრივით ვუყვარდი და მაფასებდა. ჩემზე ასეთი ფაქიზი რაღაცები,აღიარებები და მთელი ამბები მოქმედებდა. მგრძნობიარე ვარ ამდაგვარი საკითხებისადმი და პატარა ბავშივით ვწითლდები.
პატარაობისას,სკოლის პერიოდში ყოველთვის იმის განცდა მქონდა,რომ უსარგებლო ვიყავი. უსაშველოდ ზარმაცი,არაფრის მაქნისი და ასე შემდეგ,როგორც გარდატეხის პერიოდს სჩვევია. შემდეგ კი უბრალოდ ერთ დღეს მივხვდი,რომ ჩემზეა დამოკიდებული თუ როგორი ვიქნები. არ იყო არავის თვალში ამაღლების დრო. ერთდაერთი საკუთარ თავთან უნდა ვყოფილიყავი სწორი,გულახდილი და ცამდე მართალი.
შემდეგ ისეთი პერიოდიც დამიდგა,როდესაც მივხვდი,ადამიანებია საკმარისად არ მაფასებდნენ. რომ მე იმაზე უფრო მეტ სიყვარულს გავცემდი,ვიდრე ისინი და შევცვალე ეს პროცესი. გავათანაბრე, წონასწორობა შევინარჩუნე და ცხოვრებაც უკეთესი გახდა.
ჩემი აზრით, ზედმეტი არ არის საჭირო. ზედმეტი ნდობა,ზედმეტი სიყვარული და საერთოდ,ეს ზედმეტი.
ჩემი აზრით, საკუთარი წილი ბედნიერება და სიყვარული ნელ-ნელა მოდის და მის დაჩქარებას ხელი თვითონ უნდა შევუწყოთ. ასე რომ,ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.
ეს მცირე ჩართვა ალბათ ზოგისთვის მოსაწყენია,თუმცა აუცილებელი. სკოლის პერიოდში ბევრი წყენა ჩავყლაპე,ამიტომ მომიტევეთ,უშუალოდ ჩემს მთავარ ამბავზე და ჩემს წილ ბედნიერებაზე გადავალ.

სანდროს ტაქსი გამოვუძახე. ჩავსვი და ის იყო მძღოლისთვის ფული უნდა გადამეხადა, ყვირილი და ისტერიკები დაიწყო,მთვრალი ვარ,იდიოტი კი არაო. მის რეპლიკაზე მძღოლს ხარხარი აუტყდა და თანხა უკან გამომიწოდა.
სახლში ავბრუნდი და სუფრის ალაგება დავიწყე. მამა დივანზე იჯდა და თავი ჩახრილი ჰქონდა. ვიფიქრე,ეძინა,თუმცა მოულოდნელად საუბარი წამოიწყო და აწყლიანებული თვალები გამისწორა.-ძალიან ვცდილობ,კარგი მამა გამოვდგე. დედაშენი ალბათ ჭკუიდან შეიშალა,შენი თავი ყოფილი ნაციხარის ბიძაშვილს რომ ვანდე.-გაიცინა.-ვიცი,უდანაშაულოა იოანე. ვიცი,ყველაფერი მესმის,მაგრამ როგორ ვერ შევამჩნიე,ნინა?
ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე.-რა?
-ყოველთვის მეგონა,პროცესს მხოლოდ იმიტომ ესწრებოდი,რომ გაინტერესებდა. აზრად არასდროს მომსვლია, სიმპათიები რომ გქონდა იოანესადმი,ნინა.-ხმას ოდნავ აუწია,თუმცა ჩემი სახელი ისევ სინაზითა და სიფრთხილით წარმოსთქვა. არაფერი ვთქვი,რადგან არც მქონდა სათქმელი.-კარგი ბიჭია, უდანაშაულოდ იჯდა ორი წელი. გასაგებია ყველაფერი. მაგრამ,შენ?
-საიდან იცი,მამა?-ხმაჩამწყდარმა მივუგე.
თავი გადააქნია. ხელი ჩაიქნია და დივანს მიეყრდნო, ღონემიხდილი.-მნიშვნელოვანია ამის ცოდნა?
მხრები ავიჩეჩე. მან ისევ განაგრძო: -იმ საღამოს..ქეთისთან რომ დარჩი,ვითომ. მეორე დილით გნახე,მანქანით მოგიყვანა. თვითონაც მნახა,მაგრამ შენთვის არაფერი უთქვამს. რომ არ გენერვიულა,იმიტომ,ალბათ.
-დაგვინახე?-ცრემლი გადმომიგორდა.
-არ გკითხავ შუა ღამისას მასთან რას აკეთებდი, მარტო. შენში ეჭვს არ შევიტან, ნინა. სამარცხვინოს არაფერს ჩაიდენ, ვიცი. არ მივეკუთვნები მშობლების იმ კატეგორიას, შვილებს ერთი მეტრის გავლას რომ უკონტროლებენ, ეს იცი. ბავშვი აღარ ხარ. გაიზარდე, დაქალდი და უკვე დამოუკიდებელი ხარ, ესეც იცი. მე რომ ტირანი, ცხოველი, მეტისმეტად მკაცრი და ცუდი მამა რომ არ ვარ, ეს გასაგებია ყველასთვის, შვილო. შენ არ უნდა გერიდებოდეს, არ უნდა გიწევდეს რამის დამალვა ჩემთვის. შენ დედაშენის როლსაც კისრულობ ჩემთვის, ნინა. შენ შვილი კი არა, რაღაც სხვა დონე ხარ. სხვა სამყარო ჩემთვის. მე გული მტკივა,-ხმა შეუსუსტდა.-რომ ამაზე გვიწევს საუბარი ახლა. მწყინს, რომ შენ მიმალავ. ფარავ. მე კი ვერ ვხედავ, ეს უფრო მტკივნეულია ალბათ. მხოლოდ ერთს გკითხავ,-ფეხზე წამოდგა.-კიდევ რამეა ისეთი, რაც უნდა ვიცოდე?

ჩემი პასუხი სიჩუმე აღმოჩნდა. ამოიოხრა, მომიახლოვდა და მითხრა:-ახლა ხომ იცი, რაც უნდა გააკეთო?
-გთხოვ..
-დაელაპარაკე.-შუბლზე მაკოცა, წყალი დალია და დასაძინებლად გაემართა.
კატეგორიული არ იყო,მაგრამ ერთს იტყოდა და მორჩა.
იოანეს იმ საღამოსვე დავურეკე,ნამტირალევი ხმით ვკითხე,მოსვლას თუ შეძლებდა. მოვდივარო,მიპასუხა მხოლოდ და ოც წუთში ჩემს კორპუსთან იდგა. აივნიდან გადავხედე,მანქანაზე მიყრდნობილს. ცოტა ხანი ერთმანეთს ვუყურებდით და ალბათ, ვერც ერთი გავერკვიეთ თუ რა გვინდოდა. რატომ ვერ ვცილდებოდით ერთმანეთს ამდენი მცდელობის მიუხედავად.
შემდეგ მოსაცმელი ავიღე და ქვევით ჩავედი.
-გისმენ.-მოსვლისთანავე დაიწყო.
-იმ დღეს მამას დავუნახივართ, რატომ არ მითხარი?-ხმას ავუწიე მე.
-რამე სიკეთეს მოგიტანდა ამის ცოდნა?-მშვიდი ხმით მიპასუხა. ჯერჯერობით ჩემს ყვირილს ყურადღებას არ აქცევდა.
-ისედაც ყველაფერი გაიგო,იოანე!
-ჩემი ბრალია?-არც მან დააკლო ტონს. ძარღვები დაეჭიმა.სიგარეტი ნერვებმოშლილმა ნაგვის ურნაში ხმაურიანად გადაისროლა და ისევ მომიბრუნდა.
-არა,მაგრამ რატომ არ მითხარი?
-შენი დედამოტ/ყნული ხასიათის გამო.
-უკაცრავად?-გარშემო მიმოვიხედე,ხომ არავინ გვისმენდა.
-არ გადამრიო ახლა ისე გაჩუმდი,სახლში წადი და ცოტა აზრზე მოდი,ნინა.
-რატომ მიყვირი?-მივუახლოვდი და გავუსწორდი.-ამის უფლება ვინ მოგცა?
-პირდაპირ რომ მითხრა,არ შეგიძლია?-ხმა გაიმკაცრა.-რის სათქმელად მომიყვანე?
ღრმად ჩავისუნთქე. მოსალოდნელი ემოციური აფეთქებისგან ხელები გადავიჯვარედინე და ჩემი გულისცემის შენელება ასე გადავწყვიტე.
-აღარ უნდა შევხვდეთ.-თვალები დავხარე და ფეხსაცმელებს დავუწყე თვალიერება. იოანემ არაფერი თქვა.
-როგორც გინდა,ნინა.-ამოღერღა ბოლოს და უცნაური მზერით დამიწყო ყურება. ხელები მოსაცმლის ჯიბეში ჩაიყო.
-სინამდვილეში...საერთოდ არ მინდა.-ტუჩზე ვიკბინე და თვალები რამდენჯერმე დავახამხამე,რომ წამწამზე ჩამოკიდებული ცრემლი უკან დამებრუნებინა.-უბრალოდ ეს აუცილებელია. მე...
-არ გინდა.-გამაჩერა.-მოდი აქ.-ცალი ხელი კეფაზე შემომხვია,მეორე კი ისევ მოსაცმლის ჯიბეში ჰქონდა. ნიკაპი თავზე დამადო,შემდეგ იქვე მაკოცა და უფრო მჭიდროდ მიმიხუტა. არ ვტიროდი,მაგრამ ისევ ცუდად მხდიდა მისი სიახლოვე. ამ ჩახუტების შემდეგ,როგორ გამეშვა...
-ჩემთან ყოფნა სიკეთეს არ მოგიტანს. გეფიცები,გაგანადგურებს.-აღიარა მან. თუმცა მისი სიტყვები აინუნშიც არ ჩამიგდია. ხმა არ ამომიღია ისე ავეკარი და სიმარტოვისაგან გამოწვეუელ აფორიაქებას მის მკლავებში ვახშობდი.
ცოტა ხნის შემდეგ მოვშორდი. ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე და მზერა გავუსწორე.
-ზევიდან მამაშენი გვიყურებს, უმჯობესია ახვიდე.-მაშინვე ავიხედე და აივანზე სიგარეტ მომარჯვებული მამაჩემი დავინახე, რომელიც უდარდელი მზერით გადმოგვყურებდა და ემოციის ნატამალი არ ემჩნეოდა. თავი დავუქნიე იოანეს, ოდნავ გავუღიმე და ის იყო გაბრუნებას ვაპირებდი, მოულოდნელად შუბლზე მაკოცა, ჭკვიანადო დამაბარა და დამელოდა, სანამ სადარბაზოში შევიდოდი.

...

-ბიძია, რაებს ამბობს, გესმის?-თორნიკემ წამოიყვირა. ხელების ქნევა დაიწყო.-შენ,გოგო, ჭკუა სულ დაკარგე?
-დაბრძანდი შენს ადგილას!-მერაბმა მკაცრად მიუგო აღრიალებულ დისშვილს და მე მომიბრუნდა.-ნინა, რაც მოხდა, მოხდა. მესმის შენი, ემოციების ბრალია. უბრალოდ.. ასე აღარ მოიქცე, კარგი?
-რა თქმა უნდა, ბიძია.-ჩუმად ჩავილაპარაკე და მზერა მამაჩემს გავუსწორე. სავარძელზე იჯდა,კიდეზე ნიკო ჩამომჯდარიყო და უცნაური მზერით გვათვალიერებდა.
მე მათ იმ დღის შესახებ მოვუყევი, როდესაც გამაფრთხილეს მე, ბიძიასა და მამას ნიას საქმეზე თავი დაგვენებებინა. ასევე, გამოფენის დღის ამბავიც დავძინე. სხვა ყველაფერი ისევ დავმალე, რადგან დანარჩენი იოანეს ეხებოდა. მე კიდევ მის დაუკითხავად მოყოლა ვერ გავბედე და საერთოდ, არც მსურდა უბრალოდ მამაჩემმა დამახვედრა ოთხივე: მერაბი, თორნიკე, ნიკო და საკუთარი თავი, დილას. გაღვიძებისთანავე.
ჩემს ცხოვრებაში მათ უმთავრესი როლი ეკავათ. ისინი იყვნენ ჩემთვის ყველაფერი და მათ გამო ნებისმიერი რაღაცის ჩამდენი ვიყავი. თორნიკე და მე ისედაც ერთად გავიზარდეთ, შემდეგ ნიკო გავზარდეთ და მამა და ბიძამ ხომ საერთოდ, ყველა ჩვენგანს უპატრონეს. მამიდა საბერძნეთშია, თოკო კი მარტო ცხოვრობს მამამისთან ერთად. ბატონი ლევანი ლექციებს კითხულობს, ჩემი ლექტორი გახლდათ ესპანურ ენაში.
-რა საფრთხეში მყოლია ქალიშვილი..-მამა პირველად ამოიღო ხმა. დავინახე ნიკომ როგორ მოიკვნიტა ტუჩები და ანერვიულდა. მივხვდი, ჩემ გამო და ახლა ერთი სული ჰქონდა დავემშვიდებინე და ჩამხუტებოდა.
-ბიძია, ახლა ხომ კარგადაა.-ნიკომ მამაჩემს მიმართა.-სამაგიეროდ,დაჭკვიანდა,ჭკუა ისწავლა და აწი ყველაფერი კარგად იქნება. არა,ნინა?-თვალები დამიბრიალა და წარბები დაქაჩა. ცდილობდა გამოსწორებას,მაგრამ მე ხომ ვიცოდი. მათ ჩემდამი ნდობა დაკარგული ჰქონდათ და მომავალი ათი წელი ალბათ ყველა ნაბიჯს გამიკონტროლებდნენ. ჩემს სიმართლეში ყველას ეჭვი შეეპარებოდა ხოლმე.
-ბავშვი,დიდების საუბარში ნუ ერევი!-თორნიკემ გესლიანად მიუგო.
-წადი შ..კაი,მა,ჩუმად ვარ.-პირზე კლიტე დაიდო ნიკომ და მამამის საწყალი თვალებით გადახედა.
-საკმარისია ახლა,-მამა წამოდგა.-შეცდომა დაუშვა,გასაგებია. რატომაც მოიქცა ასე,ისიც. მე ვერ დავუშლი ვერაფერს,ეს იცოდეთ ყველამ!
-რას ვერ დაუშლი,ბიძია!-უკმაყოფილოდ დარჩა თორნიკე.-ის გოგო რომ მკვდარია,ეს იმას არ ნიშნავს,რომ ნინას ბედნიერებისაკენ გზა ხსნილი აქვს. პირიქით,იოანე ყოველთვის ნიას დაინახავს მასში.
-გეყოფა!-ხმას აუწია ნიკომ.-შენი რადიკალიზმი საცოდაობაა! ერთხელ მაინც რომ დაელაპარაკო უფროსი ძმასავით,არ გიფიქრია?-ნიკო წამოდგა და მამიდაშვილს პირისპირ დაუდგა.-საერთოდ,იცი რა აწუხებს? შენ რომ აქ სიტყვებს აფრქვევ, ისე თითქოს მარტივი იყოს,გიფიქრია მისთვის როგორი რთულია გაცნობიერება? ან გგონია თვითონ არ იცის? მერე რა,თორნიკე..დანაშაულია სიყვარული?-ხელები პომპეზურად გაშალა და გარემო მოათვალიერა.- ასეთი რა ცოდვაა იმ ბიჭის შეყვარება,ყველა ერთად რომ დაახტით თავზე და ფეხქვეშ გათელეთ.
-ნიკო,დაჯექი!-მამამისმა წარბები აუწია.
-არა,მამა! ნინას გვერდით ვარ. მე მისი ძმა ვარ და თქვენ გგონიათ გავკიცხავ ამის გამო?-გაიღიმა.-ფეხებზე მკ/იდია რადენი წელი იჯდა ციხეში, ვინ უყვარს და საერთოდ დამნაშავეა თუ არა,მე ნინა მაინტერესებს! ჩემთვის ნინას გრძნობებია მნიშვნელოვანი...
-ცოდვაა...-ხმაჩამწყდარი თორნიკე პირველად ვიხილე იმ დღეს. უჩვეულოდ სევდიანი თვალებით ახედა ნიკოს და შემდეგ მზერა ჩემზე გადმოიტანა. მთელი სხეულით ვიგრძენი,თუ როგორი მნიშვნელოვანი ვიყავი მისთვის.
-ნუ ჩხუბობთ,რა!-წამოვდექი და მათ შორის ჩავდექი. მერაბმა უცნაურად გაიღიმა. ოთხივე მას მივაშტერდით კითხვისნიშნიანი თვალებით. შვილს გაუსწორდა და შუბლზე ძალიან ხმაურიანად აკოცა.
-მიყვარხარ,ნიკო!


ჩემი აღიარების შემდეგი დღეები ნიკოსთან გავატარე. მას ვესაუბრებოდი,თავს ვიმშვიდებდი და ვინტვირთებოდი. სკოლაშიც ვაკითხავდი ზოგჯერ. ამაყად გამოდიოდა,როდესაც მისი კლასები უცნაურად მათვალიერებდნენ და ძირითადად,ამაზე ორივე ვხარხარებდით. ამბობდა,ჩემს ადგილას თორნიკე რომ იყოს,ყველას თავს გაუტეხავდაო.
თორნიკეს ოფიციალურად არ ველაპარაკები. არც დაურეკავს,არც მოუწერია და თვითონ თავი არ შემიწუხავს. ისედაც ვიცოდი როგორ იყო და რას აკეთებდა, - ნიკო მიყვებოდა.
იოანესგან თავის შორს დაჭერის გეგმა ჯერჯერობით კარგად მიდიოდა,თუმცა მისი თავი მისმა ბიძაშვილს,ეკამ მაინც გამახსენა. სამსახურის თაობაზე რომ გესაუბრე წინად,რაღაც გამოჩნდა და მოდი,ნახეო.
მშვიდ,კოხტა კაფეში შევხვდით,სადაც სიწყნარე და სასიამოვნო გარემო სუფევდა. არც ხმაურს,ზედმეტი ხალხსა და ხმამაღალ მუსიკას შევუწუხებივართ. ეკამ ჩვეულებისამებრ, თბილად გადამკოცა,მომიკითხა და შეკვეთის, ორი ცივი ყავისა და ხილის ასორტის შემდეგ,უშუალოდ საქმეზე გადავერთეთ.
-მოკლედ, ტელევიზიის ინტერნეტ გვერდს უნდა უხელმძღანელო,-დაიწყო მან.-არაფერი რთული არაა,უბრალოდ ახალი ამბები უნდა აკრიფო და გამოაქვეყნო, თუ მომეწონება,დირექტორმა თქვა, დავაწინაურებო. თან პლუს ამას, ტექსტების გასწორებაც გევალება. ელექტრონულად გადმოგიგზავნიან გაასწორებ,ან გადათარგმნი. ერთი დიდი კაქტუსი კი გჭირდება ისე, დიდი ხანი მოგიწევს კომპიუტერთან მუშაობა.
-ხელფასიც დამაკმაყოფილებელია. კარგია ნამდვილად,-გამიხარდა მე. მოტანილ შეკვეთას სწრაფად ვეცი და მხიარულად მოვსვი ყავა,ნაყინთან ერთად.-მადლობა,ეკა. არ ვიცი,რა მეშველებოდა.
-მოკლედ,ორშაბათიდან შეგიძლია დაიწყო. ნუ გეშინია,რევაზისნაირი უფროსი ნამდვილად არ გვყავს. ჩვენი დირექტორი ოქროა,ოქრო!
-გადამარჩინე,თორემ მამაჩემის ხარჯზე ცხოვრება უხერხულობას მიქმნის.
-მე კიდევ სანდროს ხარჯზე,-გაიბუსხა უცებ.
-სანდროს დაანებე შენ თავი,-გავიცინე.-მშვენიერი ბიჭია.
-კი,აბა?-ირონიულად გაიცინა.-მშვენიერი კი არა,მოსაკლავია,მოსაკლავი!

.....


პირველი დღე სამსახურში შესანიშნავი გამოვიდა. ამდენი დადებითი ადამიანი,ასეთი მოსიყვარულე და თბილი კოლექტივი მე ჯერ არ მინახავს. დადებითი განწყობით დამხვდნენ, გადამკოცნეს,ზოგი ჩამეხუტა კიდეც და ისე მოახერხეს, გვიანობამდე არ გამიშვეს. უნდა აღვნიშნოთო და სხვათა შორის,ჩვენ ყველას ასე ვხვდებითო. მალევე ამიხსნა ეკამ,რა როგორ უნდა მეკეთებინა და შემდეგ საკუთარ ადგილს დაუბრუნდა. ხან თვალს ჩამიკრავდა,ხან მომაკითხავდა,რამე ხომ არ გჭირდებაო და ასე შემდეგ.
რაც მთავარია,საკუთარი კაბინეტი მაქვს. მყუდრო,ოთახის ყვავილებით გაწყობილი.
პირველი სამუშაო დღის ბოლოს ეკამ მაცნობა,სანდრო მოვა და წაგვიყვანსო. კი ვიუარე,რა საჭიროა,ტაქსის გავაჩერებ-მეთქი,მაგრამ შეიშალა და მეც სხვა გზა აღარ დამიტოვა.
სანდრო არ მოსულა.
იოანემ ერთად რომ დაგვინახა, უცნაური მზერა გვესროლა,ორივე მივხვდით რატომაც. უკვირდა ასე როდის დავმეგობრდით მე და თავისი ბიძაშვილი. ჩასხდომისთანავე მოგვესალმა და ეკას დეტალური გამოკითხვა დაუწყო: - აბა, ისევ უნდა გავუტ/რაკო თქვენს უფროსს,თუ კაი ტიპია?
-ჯიგარია,-ეკამ გაუღიმა და უკან,ჩემკენ გამოიხედა.-ნინა მოეწონა ძალიან.
-ხოო?-იოანემ წარბები აზიდა და ჩემთვის ეს უმნიშვნელო ფაქტიც კი სასიამოვნო გახდა.
-უცოლოა თან. გენახა დღეს,როგორ გიყურებდა,-ეკამ შეუმჩნევლად თვალი ჩამიკრა და ისევ ბიძაშვილისკენ მიბრუნდა.
-გეჩვენებოდა ალბათ.-ჩუმად დავილაპარაკე და ფანჯრიდან გავიხედე. უხერხულობაში მაგდებდა ეკა და ზუსტად ვიცი,რატომ! იოანეს აგდებდა ნამუსზე,უნდოდა მისი ეჭვიანობა დაენახა,თუმცა მისი ცდა კრახითა და იოანეს სუსტი ჩაღიმებით დასრულდა. ის ზედმეტად დიდი იყო ასეთი ბავშვური ხრიკებისთვის და სწორედ ამიტომ არასოდეს ეჭვიანობდა ჩემზე.
-შენ არ დაგადგა თვალი ვინმემ?-მუსიკას საგრძნობლად ჩაუწია, მზის სათვალე მოიხსნა და ოდნავ სიჩქარესაც მოუმატა თავისუფალ ტრასაზე.
-მაგას რომ არ გეტყვი,ხო იცი..
-რატო,ეე?-გაეღიმა მას.
-გადაწვავ ტელევიზიას.-მშვიდად უპასუხა ეკამ.
-სანდრო ხომ არ გგონივარ,გოგო? მე უფრო ცივილური საუბრები და ეგეთები მიზიდავს.
-რევაზსთანაც მაგარი ცივილურობა გამოგიჩენია,გავიგე..-რევაზის ხსნებეაზე ყურები ვცქვიტე და სმენად ვიქეცი. მაინტერესებდა რა უთხრეს,როგორ დაელაპარაკნენ, კონკრეტულად რა მიზეზით მივიდნენ. თუმცა კი,ისედაც ვიცოდი,რომ ჩემ გამო. იმ დღის ცრემლები ვერ აპატიეს და იმიტომ.
-რა გაუკეთეთ?-პირველად ამოვიღე ხმა მე.
-არ უცემიათ,მაგრამ ეს ვაჟბატონი რომ ყოფილიყო მარტო, მაშინ არ ვიცი რას უზამდა.-გაბრაზებული ტონით ამოილაპარაკა ეკამ.
-სანდრომ გითხრა ეს სისულელე?-გაეცინა იოანეს.-იმ ხნის კაცს მე ხელს არ დავარტყამდი,უბრალოდ გავბრაზდი ნინა რომ აწყენინა..და სავარაუდოდ,რაღაც საზიზღრობები ესაუბრა. შენ მაინც ხო იცი,ეკ,როგორ ვერ ვიტან ეგეთ საუბრებს.
სანამ ეკას სახლამდე მიიყვანდა,არაფერი გამიგია. ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი,იყო:“გავბრაზდი,ნინა რომ აწყენინა.“ ანუ მაშინ,როდესაც პირველად მნახა, ჩემი სახელი პირველად მოისმინა და ჩემგამო,ვიმეორებ,ჩემგამო რევაზს პასუხი აგებინა.
აღარ მახსოვს ეკას როგორ დავემშვიდობე და როგორ დავიძარით სახლისაკენ ჩვენ ორნი. სრულიად მარტო, შავი „ბე-ემ-ვეთი“ თბილისის ქუჩებში.
მხოლოდ საკუთარი გაასმაგებული გულისცემა და გაწვალებული მუსიკის ხმა მესმოდა. რას არ გავიღებდი,უბრალოდ რომ მცოდნოდა რაზე,ვისზე ფიქრობდა. საერთოდ თუ ამჩენვდა,რომ უკან ვიჯექი და რა დღეში ვიყავი,უბრალოდ თუ იცოდა.
-საჩუქარი მაქვს შენთვის.-უეცრად ამოილაპარაკა. შევხტი და ვერც კი გავაანალიზე რა თქვა,მაშინვე ჩავთვალე ალბათ საკუთარ თავს უთხრა-მეთქი.-ნინა?!
-ჰო?-უდარდელად მივუგე.
-საჩუქარი მაქვს-მეთქი შენთვის.-გამიმეორე მან.
-სერიოზულად ამბობ?-ღიმილისაგან პირი გამეხა და მისკენ გადავიწიე,რომ კარგად დამენახა.
-შენთან ვხუმრობ ხოლმე?
-ჰო,არა..რას მაჩუქებ?
-იმ ნახატს.
-რომელს?
-„სისხლიან თვალებს“. მეგობართან ერთად რომ იყავი გამოფენაზე, იმ დღეს შევიძინე ჩემთვის,თუმცა ვნახე როგორც უყურებდი და მაშინვე გავიფიქრე,რომ შენ უფრო მოუხდებოდი პატრონად.
-ვერ გცნობ,-სიხარულისგან გულახდილად შევეპასუხე და თითებზე დავიხედე,სიწითლის გადასაფარვად.
-ჭკვიანად როცა ხარ,ასეთიც შემიძლია ვიყო.
-ჰო,მაშინ სულ ჭკვიანად ვიქნები.
-სახლში მაქვს, ხვალ სამსახურში მოგიტან და იმ შენს დირექტორსაც ვინახულებ.
-რისთვის? ეჭვიანობ?-გავიკრიჭე. თან საზურგეზე გადავწექი,კმაყოფილი. ასე არაფერი არასდროს გამხარებია.
-რაღაც მაგდაგვარი.
არაფერი ვუპასუხე და ალბათ იმიტომ,რომ სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. აქ შეიქმნა ჩანასახი იმის,რაც უკვე შემდგომში მოხდა და მას პირველად გაუჩნდა ჩემდამი სიმპათიები. მისთვის ეს სიყვარული არ ყოფილა,არც ნიას შემცვლელი ვიყავი,უბრალოდ ერთი დღის ყველა დაივიწყა და საკუთარ თავთან მარტო ყოფნისას აღმოაჩინა,რომ მე იქვე,გვერდით ვიყავი. მაშინ შემამჩნია,მაშინ აღმიქვა ქალად და არა ბავშვად,რომელიც ყოველთვის ხიფათისგან უნდა გადაერჩინა.
მილიონჯერ მითქვამს,რომ მე ასეთი ნინა,ასეთი გულჩვილი და მიამიტი არასოდეს ვყოფილვარ. იოანემ არა,მაგრამ მისმა სიყვარულმა მეტამორფოზა მოახდინა ჩემში. შემცვალა, მაგრამ - უარესობისკენ. სიყვარულისგან დაბრმავებული სისულელეეებს ვაკეთებდი და შედეგებზე არასდროს ვფიქრობდი ხოლმე.
და ამ დღეს..
სწორედ ამ დღეს მივხვდი,რომ იოანეს ჩემი შეცვლილი სახე კი არა,ის ძველი ნინა უფრო მოუხდებოდა,ამიტომ გადავწყვიტე,ნიღაბი ჩამომეხსნა და მასთან ნამდვილი ვყოფილიყავი. მესაუბრა ისეთ რაღაცებზე,რაც საშინლად მაინტერესებდა,მეკითხა ყველაფერი,რაც მასზე არ ვიცოდი და დარწმუნებულიც კი ვიყავი,რომ ის მიპასუხებდა. მხოლოდ იმიტომ,რომ გულახდილი ვიქნებოდი.

კორპუსთან შეაყენა,თუმცა გადასვლის უფლება არ მომცა და არც ხმას იღებდა. მცირეხნიანი სიჩუმის შემდეგ ისევ მან ამოიღო ხმა და ჩემთვის ყველაზე იდუმალ და უცნაურ ამბავზე დამიწყო მოყოლა:
-ნიას არასოდეს მოსწონდა,როცა ვეწეოდი.-ეს პირველი შემთხვევა იყო,როდესაც მასზე ჩემთან საუბრობდა.-ვერ იტანდა. როდესაც მნახავდა,ყველა ღერს ნაგვის ურნაში ისვრიდა და მაფიცებდა,რომ მიმეტოვებინა.
-რატომ?
-თვითონაც მწეველი იყო და იმიტომ.-სანთებელა ხელში შეათამაშა.-არავისთან ეწეოდა. მარტო მაშინ,როდესაც ჩემთან იყო ან მარტო ყოფნისას. არავინ იცოდა,არავის უყვებოდა საკუთარ თავზე. დაქალიც კი არ ჰყავდა,წარმოგიდგენია? მოვიდოდა,დაჯდებოდა ჩემთან და სანდროსთან, გვიყვებოდა,გვიყვებოდა,პირს არ აჩერებდა და მაშინ ვხვდებოდი,რომ რაღაცას მიმალავდა. მერე გამოტყდა.. ,-ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა იოანემ.-კოკაინი, ყველა სახის მოსაწევი,რაც კი არსებობდა. და ნარკოტიკი. დასალევი და ა.შ. ვალები დაუგროვდა, დედამისი იტალიიდან კი უგზავნიდა,მაგრამ არ ჰყოფნიდა. იზა მაშინ მანდ იყო,მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ჩამოვიდა. გაშორებულია ქმარს. მამამისი, ბესო, არასდროს ჰყვარებია. ერთი სიტყვით ფეხებზე ეკ/იდა. ეს იყო ის ნია,რომელზედაც სანდრო საუბრობდა, ეგეთი ნაზი მე არავინ მინახავსო. არა და პირიქით, პირიქით,ნინა..
-იოანე..
-არა, ბოლომდე გეტყვი. მჭირდება ამის გაზიარება ვინმესთვის და ვერც კი წარმოიდგენ,როგორ მაბედნიერებს,ამას შენ რომ გიყვები.
-გისმენ.
-ნიღაბს ატარებდა. წესიერი,პატიოსანი ქალის. მე ის ისეთი გავიცანი,როგორიც სანდროს ჰგონია ახლა. თუმცა მერე მშობლების განქორწინებამ,ბესოს მიმართ სიცივემ,გაანადგურა. შეცვალა ნია და შველას იმ ყ/ლეობებში პოულობდა. ვევედრებოდი,არ გაეკეთებინა,ვეხვეწებოდი,მაგრამ არ აინტერესებდა. მპირდებოდა, იმედს მაძლევდა,მაგრამ სულ ტყუილად და მეც გამოს/ირებული, ვმალავდი და არავის ვუყვებოდი. ვალები როცა დაუგროვდა,ვერ იხდიდა. მე ვაძლევდი, რამდენჯერმე მივეცი,მაგრამ მერე არ მართმევდა. ამბობდა,გავისტუმრეო და მაშინ ნახევარიც არ ჰქონდა გადახდილი. ახალს ყიდულობდა და იმიტომ. მახსოვს, სანდროს დაბადების დღეზე ვეჩხუბე. ნახევრად კაიფში იყო,ისეთი მოვიდა. სააბაზანოში შევიყვანე,დავბანე და ეკას რომელიღაცა კაბა ჩავაცვი მერე.
-არავისთვის გითქვამს?
-იზა და ბესოს ვუთხარი. თავისუფლების მეორე დღესვე მივედი და მოვუყევი. თავი დაიდანაშაულეს, ერთმანეთს გადააბრალეს და ნია მაინც... ნია მაინც ვერ შეცვალეს საკუთარ წარმოდგენებში.
-ის ჯოჯოხეთური ორი წელი ტრანსიდან ვერ გამოვედი. მელანდებოდა,მეხვეწებოდა გადარჩენას და მეგონა,ისევ ცოცხალი იყო. გამოსვლისთანავე ისეთი ცხოველური სურვილი გამიჩნდა რამე გამეკეთებინა მეც,რომ მერე ნიასავით,აღარაფერი მეგრძნო. მოვწიე, გავიჩხირე,მაგრამ ვერაფერი. ვერ მიშველა,ნინა.
-რა ქენი?-თვალებგაფართოებული მივუბრუნდი და უკანა სავარძლიდან,წინისაკენ გადავბობღდი. ამჯერად მას პირისპირ გავუსწორდი. ლოყაზე მარჯვენა ხელის თითები ჩამოვუსვი.-შენ იმაზე უფრო საოცარი ხარ,ვიდრე მეგონე.
-მე ასეთი ქალი მიყვარდა.-ხელისგულზე ფრთხილად მაკოცა.-ქალი,რომელიც ფულის გამო დაასახიჩრეს. ვერ გადახდილი ვალის გამო,ნია მომიკლეს..
-და...მისი მკვლელები?
-მისი მკვლელები ისედაც დაკავებულები არიან და სხისი მკვლელობისთვის სამუდამო აქვთ მისჯილი.
-ის ახვლედიანი?
-ვატო?-გაიცინა იოანემ.-გელას ძმაა. ვატოსაც ეძებენ და დაიჭერენ ალბათ მალე. გელაა ნიას მკველი, ეგ ახ... გელას ციხეში მოხვედრას შევუწყვე ხელი. მისი სამუდამოც ჩემ კისერზეა. სხვათა შორის, მერაბი დამეხმარა.
-რაა?-გაკვირვებისგან შევკივლე.
-ჰო,მართლა. იცის რომ ნიას მკვლელია,მაგრამ არაფერს იტყვის. თუ ასე გინდა,დაე ასეც იყოსო.
-ბიძაჩემი მართლა ზე ადამიანია.
-თან ისეთ კამერაში მოვახვედრეთ,სადაც ყველაზე ამორალური კაცები ზიან. ასე რომ, მას გიჟური ციხის დღეები ელოდება,ან არ ვიცი,იქნებ საერთოდ ვერც კი გაძლოს მანამდე.-გაეღიმა და არ ვიცი,რატომ,მეც გადამკრა ღიმილმა.
-ორი წელი იჯექი..
-დამიჯერებ, რომ გითხრა,მხოლოდ იმიტომ,სანდროს გული არ სტკენოდა-მეთქი?
-ასე ძალიან უყვარდა ნია?
-ნია ვის არ უყვარდა..სანდროსთვის ეკას დონეზე იდგა. ჩემზე ადრე იცნობდა,ჩემზე უკეთაც კი,მაგრამ ვერც კი დაუშვებდა, ასეთ რამეს თუ გაიკეთებდა. ამიტომ არ მინდა იცოდეს. არ მინდა ტყუილი ეგონოს ყველაფერი და ნია გადაუყვარდეს.
ღრმად ამოვისუნთქე და სავარძელზე გადავწექი. გავიაზრე,რაც ხდებოდა. გავაანალიზე და გული იმდენად მეტკინა,ღრიალს დავიწყებდი იქვე. ისე შემეცოდა ყველა,ნიას მშობლებიც,თვითონ ნია,იოანეც,მაგრამ აი,სანდრო ყველაზე მეტად. ასე ბრმად რომ ენდობოდა ნიას,ასე რომ წამდა მისი და ის რას აკეთებდა. თავს ინადგურებდა,თავს იკლავდა. სანდროსთვის ისედაც საკმარისი იყო, ასე სადისტური სიკვიდლი რომ ხვდა წილად მეგობარს,მაგრა იოანე..მაშინაც სხვაზე იფიქრა,მაშინაც საკუთარ თავზე წინ სანდრო და სხვა დანარჩენები დააყენა და თავი ჯოჯოხეთური ციხისთვის გაიმეტა.
-ადამიანი ხარ თუ რამე სხვა არსება,იოანე?-სიჩუმეში ჩემი ხმა უცნაურად გაისმა. მას გაეღიმა, თითებზე ხელი მომიჭირა და იქვე მაკოცა.
-მხატვარი რომ ვარ,იცი?
-კაი ახლა.
-გეფიცები.-ღიმილით გადმომხედა.-ნუ მიყურებ ეგრე. მართლა..
-არასოდეს გითქვამს.
-არ მახსენდება,ჩემს თავზე მესაუბროს შენთან.-ცალი წარბი ამიწია. მე გამეცინა და თავი დავუქნიე,დასტურის ნიშნად.
-მაჩვენებ შენს ნახატებს?
-სახლში ხომ იყავი. რაც კედლებზე კიდია,ყველა ჩემია.
-უფრო კარგად დავაკვირდები,ხოლმე.-გავუღიმე და ტელეფონს დავხედე,დროის შესამოწმებლად. საღამოს რვა საათი გამხდარიყო. მამაჩემი არ იქნება ჯერ სახლში,დამიბარა გვიან მოვალო.
-თორნიკესთან როგორ გაქვს საქმეები?
-ნაჩხუბრები ვართ,მაგრამ ამსაღამოს სახლში დავპატიჟებ.
-იმ ღამით მისი დავალებით მითხარი,აღარ შევხვდეთო?-წარბები აზიდა. სავარძელზე კომფორტულად მოკალათდა და სანთებელას წვალებას თავი ანება.
-მამაჩემის..
-და რატომ?
-იცის,ცალმხრივად რომ ვარ შეყვარებული და იმიტომ.-დაუფარავად ვაღიარე. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო,მე ყოველთვის გულწრფელი ვიყავი.
წამიერად გაიცინა,შემდეგ კი სერიოზული მზერით მკითხა:-შენ როგორ ფიქრობ?
-მე ვერაფერს ვფიქრობ. ისედაც მითხარი,რომ შენთან შანსი არ მაქვს.
-მე გითხარი,არ ვიცი,ალბათ უფრო არა-მეთქი.
-რა მნიშვნელობა აქვს მაგას?-ღიმილი შემერია ხმაში. თვითონაც გადაკრა ღიმილმა და ისევ გააგრძელა კამათი.
-შენი აზრით, ახლა აქ რას აკეთებ?-პასუხს ვაპირებდი,მაგრამ ხელის აწევით გამაჩერა.-ჩემთვის უმნიშვნელო რომ იყო, არც კი შემოგხედავდი,ნინა. ვიცი, კვდები ინტერესით. ჭკუიდან იშლები,როდესაც უხეშად გექცევი,მაგრამ ხანდახან ისე ბავშვივით ხარ, თავს ვაიძულებ ზედმეტი არაფერი გითხრა. ყველაფერი ვიცი და მესმის..ამ ეტაპზე უბრალოდ მინდა იცოდე,რომ თავი სისულელეებით არ გამოიტენო. დასკვნები კიდევ შენით არ გამოიტანო ხოლმე.
-იოანე..
-გისმენ?-ამჯერად მაჯაზე მაკოცა და ისე ამომხედა. ჟრუანტელი დასეირნობდა ჩემს სხეულზე ყოველი შეხებისას.
-მოკლე კაბების ჩაცმას ქეთი მაიძულებს ხოლმე.
ჩემს გულუბრყვილობაზე მას გაეცინა. ხელისგულზე რგოლების მოხაზვა დაიწყო,ღიმილი არ მოუშორებია სახიდან. -რატომ? ეგრე გააგიჟებო იოანეს?
-ჰო...-ამოვიკნავილე.
-გადაეცი,რომ გამოუვიდა.-საბოლოო კოცნა ყურის ქვეშ,კისერთან დამიტოვა. გადმოიწია,კარი გამოაღო და მითხრა.-დედას ენატრები. ხვალ სამსახურიდან პირდაპირ მასთან წაგიყვან. მამაშენი წინასწარ გააფრთხილე,მერე რომ არ დამადგეს თავზე სპეცრაზმი.



იმ საღამოს თორნიკე და ბატონი ნიკოლოზი სახლში დავპატიჟე. ისე მეზარებოდა საჭმლის გაკეთება, თვითონ მოიტანეთ-მეთქი გადავეცი და ფეხებგადაჯვარედინებული დაველოდე. როდესაც ვეღარ მოაღწიეს და მათ მოსვლას საშველი არ დაადგა,აბაზანაში შევედი,მოვასწრებ დაბანვას-მეთქი,მაგრამ შუა სიმღერისას ახმაურდა ჩემი კარი. ნახევარი საათი კართან დგომა მოუწიათ,მაგრამ ჩემი ბრალი არაფერი ყოფილა.
როდესაც ხალათიანი შევეგებე,თორნიკემ წყევლა-გოდებას მოჰყვა, საზიზღარი ხარო.
-ძალიან მომენატრეთ.-ვაღიარე და ორივეს გადავეხვიე.
-აღვნიშნოთ ახალი სამსახური, ნინუ!-ნიკომ ხმაურიანად მაკოცა,შემდეგ თორნიკეს მუჯლუგყნი გაჰკრა და სამზარეულოში გაუჩინარდა.
-ნინ..-ყოყმანობდა და მივხვდი,ბოდიში უნდა მოეხადა.
-საჭირო არ არის, არაფერი მწყენია.
-ჩემი გულის ერთი ნაწილი შენ, მეორე კი იმ სკოლის მოსწავლეს უკავია,ეს ხომ იცი? და-ძმა არასოდეს არც ერთს გვყოლია,მაგრამ სამივე ერთმანეთს ვავსებდით და ეს საკმარისი იყო ყოველთვის, ნინა. თქვენზე ძვირფასი..ჯანდაბა, მე უბრალოდ ჭკუიდან გადავდივარ,როდესაც ვაანალიზებ,რომ შეყვარებული ხარ!
-მეც მიყვარხარ,თორნიიი.-თავი გამოყო სამზარეულოდან ნიკომ. სამივეს გაგვეცინა და ერთმანეთს კიდევ ერთხელ ჩავეხუტეთ.-ქეთისაც დაურეკე,ნინუ.
-აუ,დაურეკე რა. უნდა ჩავკოცნო მაგრად.
ერთი საათის მერე გაშანშალებულ მაგიდასთან ვისხედით ოთხნივე და მთვრალ ქეთისა და თორნიკეზე მე და ნიკო ვკვდებოდით სიცილისგან. ერთი სიტყვით,ორივეს გავუჩალიჩეთ. ჩვენ სუფთად გამოვედით, ერთი ჭიქაც კი არ დაგვილევია.
-მეც მინდა სიყვარული,-ქეთიმ ამოილუღლუღა. თორნიკემ წარბები აზიდა გაბრაზებისგან. ოხ,სიმთვრალეშიც არ ავიწყდება ამას არაფერი!
-რა სიყვარული,ბავშვი ხარ ჯერ!-უთხრა ოცდასამი წლის ქეთის.
-ვაიმე,გაიყვანეთ ეს!
-ქეთუ,რა დროს შენი სიყვარულია,რა..
მარტონი დავტოვეთ ორი გალეშილი მეგობარი და მე და ნიკო აივანზე გამოვედით,სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად.
-მომიყევი..-მოაჯირს იდაყვებით დაეყრდნო. მეც მას მივბაძე. ნიკო შვიდმეტი წლისაა,მაგრამ დიდი კაცივით რჩევას იძლევა. მასთან საუბარი ყოველთვის სასიამოვნო იყო.
-სახლში მან მომიყვანა.-დავიწყე და ღიმილიც შემერია.-მითხრა, სისულელეებით თავი არ გამოიტენეო. ჩემთვის უმნიშვნელო არ ხარო.
-კიდევ?! როგორ გექცევა?
-თბილად. მხოლოდ მაშინ მეჩხუბა,როდესაც იმ ახვლედიანთან მივედი შეხვედრაზე. განახა,როგორ მიყვიროდა.
-ისევ შენ გამო..
-ვიცი. ისედაც გლოვაში ვარ და შენზე ნერვიულობას რატომ მიმატებო.
-ანუ ნიას მისტიროდა,თუმცა შენზე ნერვიულობდა.
-ეკამ უთხრა,მგონი ჩვენს დირექტორს მოეწონაო ნინა.
-იეჭვიანა?-თვალებში ჭინკები აუთამაშდა ნიკოს.
-მეც ასე ვკითხე და რაღაც მაგდაგვარიო.-გამეცინა და პირველად გავაანალიზე,რა დონის შეყვარებული ვიყავი.
-ანუ პროცესს გადის.
-რა?
-უყვარდები და მაგიტომ გიპასუხა ეგრე.
-ასე გგონია?
-ნინა, მე კი არ მგონია, ასეა.
-ხვალ სახლში მივყავარ.
-რისთვის?-წარბები შეჭმუხნა მან. იმ წამს თორნიკესგან არაფრით განსხვავდებოდა და ოდნავ ჩამეღიმა.
-ნახატი უნდა მაჩუქოს და დედამისიც უნდა მოვინახულო.
-მაშინ საუბრისთვის მოემზადე.-წარბები აათამაშა,ხელი გადამხვია და თორნიკეს სიმღერის მოსმენისას გაეცინა.-შეყვარების პროცესშია და დედასთან მიჰყავხარ. აუცილებლად უნდა გესაუბროს..
-საიდან იცი ამდენი?
-ბევრ რამეს ვაკვირდები და იქიდან.-შუბლზე მაკოცა.-მამამ თქვა, არაჩვეულებრივი ბიჭიაო. ცოტა ძან აღფრთოვანებული იყო სასიძოთი.
-ეგრე ნუ ამბობ!-გვერდზე ვუჩქმიტე.-ვიცი,მერაბთან ყოფილა.
-ჰო,მაგრამ სამსახურეობრივ საიდუმლოობას არ ამხელს ბიძაშენი!
-დიახაც!
-შენ უეჭველი რაღაც იცი,თორე ტვინს გაბურღავდი,რაზე მივიდაო და.
-აუ,რატომ მიცნობ ასე ძალიან?
-ბევრ რამეს ვაკვირდები-მეთქი,მილიონჯერ გითხრა?

...
ერთ-ერთ სტატიას ესპანური ენიდან ვთარგმნიდი,როდესაც ჩემი ტელეფონი ამღერდა. სახელის დანახვისასასვე გადამკრა ბედნიერმა ღიმილმა და არც კი დამიყოვნებია,მაშინვე ვუპასუხე.-ძალიან მომენატრე,სანდრო.
-უნამუსო ხარ!-წამშივე გამაკრიტიკა მან.-ერთხელ არ უნდა დამირეკო,ხო?
-მაპატიე..-ვაღიარე. ყოველთვის თვითონ მირეკავდა,ამიტომ მართალი იყო.
-ძვირად დაგიჯდება,-ღიმილი შეერია მის იძულებით დაყენებულ მკაცრ ტონს.-დღეს მოდიხარ ბიცოლასთან?
-ჰო. იოანემ უნდა გამომიაროს.
-ვაიმე, სად შეგვიძლია!-ხმა სასაცილოდ გაწელა.-ვერ ვცნობ ჩემს ბიძაშვილს,რა უქენი?
-სიმართლე გითხრა,ვერც მე.
-იცი..-მაშინვე დავიძაბე,როგორც კი ასეთი ფორმით წამოიწყო.-ადრე ქალის გაგონებაც კი არ უნდოდა, შენ ძალიან მოქმედებ მასზე.
არაფერი ვუპასუხე. არ ვიცოდი რა მეთქვა მისთვის.
-იოანე ბევრად უფრო ღრმაა,ვიდრე გარედან სჩანს. მას ისეთი ღირებულებები,ისეთი პრინციპები გააჩნია,როგორიც არავის. როდესაც გაიცნობ,ამას დაინახავ,ნინა. და კიდევ,-ღრმად ამოისუნთქა მან.-არ იფიქრო,რომ ვინმეს გადარებ. დასავით მიყვარხარ, ეკასგან არ გამოგარჩევ და ეს იცი. მხოლოდ ის იცოდე,რომ თუ გამოგიტყდა, სამუდამოდ..გესმის, ნინ, სამუდამოდ ასე იქნება.
-მადლობა,-ჩუმად დავილაპარაკე და კომპიუტერის ეკრანს თვალი უაზროდ გავუშტერე.
-დროებით. და მეც მომენატრე.

.
-ამდენი ხანი რატომ მალოდინე?-წარბები უკმაყოფილოდ აზიდა,თუმცა,ჩემდა გასაკვირვად,ხელები ფართოდ გაშალა და მიმიხუტა. კინაღამ იქვე ჩავიკეცე მისი სუნამოს შესუნთქვისას და ცოტა ხანი სპეციალურად არ მოვცილდი.
-სანდროს ვესაუბრე და დრო გამიხარჯა,-მაშინვე თავი ვიმართლე და სრულიად უდანაშაულო სანდრიკას გადავაბრალე.
-რაო?-მხიარულად იკითხა, მანქანის კარი გამომიღო და გვერდით მომიჯდა.
-არაფერი. მეჩხუბა,ერთხელ არ მირეკავო.
-ჰო, მოვა დღეს. თუ სამსახურიდან გამოუშვეს. თუმცა, არა მგონია.
-სად მუშაობს?-დავინტერესდი.
-რომელიღაც რესტორნის მენეჯერია. რაღაც ჩინური სახელი ჰქვია,სანდროსაც ავიწყდება ზოგჯერ.-გამიცინა და შუქნიშანთან გაჩერდა.
-იო..
-არა!-გამაწყვეტინა.-ვიცი,რაც უნდა მკითხო.
-საიდან?
-გიცნობ და იქიდან. ჯერ დედას ესაუბრე,გადაწყვეტილება კი მერე!
-ჩემი პასუხი ისედაც იცი!
-მერე არ მომწონს,რომ ვიცი. რატომ მენდობი ასე ძალიან?-უკამყოფილოდ იკითხა მან.
-ვცდები?
ამის მოსმენისას ღრმად ამოისუნთქა და არაფერი მიპასუხა. ერთი სული მქონდა,რას მეტყოდა ნაინა.
ოცწუთიანი მგზავრობის შემდეგ უკვე იმ შავ კარებთან ვიდექი ადრე დაჭრილი იოანე რომ მივიყვანე. და ასევე ქეთის შერჩეული მოკლე კაბით რომ ვიდექი. სასიამოვნოდ დამიარა გახსენებამ..
ნაინამ ჩემ დანახვაზე გაიღიმა,სახლში შემიპატიჟა და რამდნეიმე წუთის შემდეგ ყავასთან და ნამცხვრებთან ერთად გამოვიდა სამზარეულოდან. იოანემ ლანგარი გამოართვა და თვითონ დადო ჟურნალის მაგიდაზე. მისი ჟესტი სასწაულებრივად მოელამუნა გულს.
-დავიწყო?-სავარძელში,ჩემ პირისპირ მჯდარმა ნაინამ შვილს გადახედა და როდესაც მან თავი მსუბუქად დაუქნია,მაშინვე დაიწყო.-ნინა...
-გისმენთ.-ანერვიულებულმა ძლივს ამოვილაპარაკე. იოანე გვერდით მომიჯდა დივანზე.
-წარმოდგენაც კი არ გექნება,აქ რისთვის მოგიყვანა.-მსუბუქად გაიღიმა.-ეშინია და იმიტომ. ეშინია თქვენი ურთიერთობის. შეცდომის დაშვების, შენი გულის ტკენის და ცრემლების, ნინა.
-დედა..
-ნუ მაწყვეტინებ! შენც ეს არ გინდოდა? ჰოდა, მაცადე ახლა.-იოანეს პროტესტი გააწყვეტინა და ისევ მე მომიბრუნდა.-როდესაც იოანეზე ორსულად ვიყავი, მეშვიდე თვეში, მეუღლე მაშინ გარდამეცვალა. მამა თვალით არასოდეს უნახავს, თუმცა კი მისი ასლია, ყველანაირად.-ნაღვლიანი თვალები შვილისას გაუსწორა და ვიგრძენი,შორიდან როგორ მოეფერა უმოქმედოდ. მიღებული ახალი ინფორმაციისგან ოდნავ გაკვირვებული ვიყავი და იოანეს მდგომარეობა წამით გავიაზრე,თუმცა მე მამას გარეშე...არც კი მინდა გავიფიქრო.
იოანეს თავი დახრილი ჰქონდა და არაფერს ამბობდა. ალბათ,ზედმეტად მძიმე იყო მისთვის.
-ბიძამისი, სანდროს მამა, უწევდა ყოველთვის მამის მაგივრობას. მე ვმუშაობდი, ვასწავლიდი,ვაჭმევდი და მას ერთხელაც არ წამოუყვედრებია,რომ უმამობა ედარდებოდა. ყოველთვის აცნობიერებდა,რომ რაც მოხდა,ასეც უნდა ყოფილიყო. ორმოცდათექვსმეტი წლის ქალი ვარ და ამ დროში ერთხელაც არ აუწევია ხმა ჩემთან. რთულ დღეებში ყველას ეჩხუბებოდა, ყველას ეუხეშებოდა,მაგრამ მე - არასოდეს.
თინეიჯერობის პერიოდი ისეთივე ჰქონდა,როგორც ნებისმიერს. დასამალი არასდროს არაფერი ჰქონია, სიმართლეს თამამად აღიარებდა. გაკვეთილს გააცდენდა მეტყოდა,რომ ასეც მოიქცა,მაგრამ მიზეზს არ ამბობდა. თავის გამართლება არასდროს უყვარდა და იმიტომ.
ნინა, მე არ გეუბნები,რომ იოანე იდეალურია შენთვის. პირიქით, მას უამრავი ნაკლი აქვს,რომელიც კატეგორიულად მძულს, მაგრამ რას ვიზამ, ჩემი გაზრდილია.
იცი, თუ აქედან გასული გადაწყვეტილებას მალევე მიიღებ,მერე ინანებ,ამიტომ მომისმინე, გააანალიზე და დასკვნები მერე..-ღრმად ჩაისუნთქა და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს რაღაც სერიოზული, რაღაც გადამწყვეტი უნდა ეთქვა.-იოანე არასდროს ყოფილა ჩვეულებრივი. ორი რამ, რაც კატეგორიულად სძულს ეს ტყუილი და ღალატია. არასდროს მოატყუო, თორემ არ გაპატიებს. და ღალატი...ღმერთო, ვერ იტანს ამ სიტყვას. მისი გაბრაზება ადვილი არაა, ამიტომ თუ მოახერხე, გილოცავ. ესე იგი, შენ მისთვის მნიშვნელოვანი ხარ. თუ შეუყვარდა, ეყვარება უანგაროდ და სამუდამოდ. იცი, ყოველთვის მეგონა,რომ ნია მისთვის აკვიატება იყო და მეტი არაფერი. ვხედავდი, ვგრძნობდი,რომ არასდროს უყვარდა. უბრალოდ ზრუნვის ფორმა იყო ერთგვარი. მათი ერთად ყოფნისას არასდროს მოდიოდა ის მუხტი, რაც უნდა ყოფილიყო და რასაც დედა იგრძნობდა. ვიცი, მასთან ბედნიერი არასდროს ყოფილა და ხმა!-საჩვენებელი თითი აუწია საკუთარ შვილს და ისევ მე შემომხედა.-მე ასე ვფიქრობ და გულახდილი ვარ, ეს იცი,ამიტომ ნუ მაწყვეტინებ. თუ არ გსიამოვნებს ამის მოსმენა, შეგიძლია გაბრძანდე!
-საჭირო არაა ნიას ხსენება ყოველწამ.-გამოკვეთილად წარმოსთქვა და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო. ჩემი ყავა თავისკენ მისწია და ნახევრად სავსეს გემო გაუსინჯა.
-უნდა იცოდეს..უნდა იცოდეს,როგორი დამოკიდებულბა მქონდა.-დაბალ ხმაზე თქვა ნაინამ.-ნინა, ბევრი ლაქლაქი არ მიყვარს,ამიტომ პირდაპირ გეტყვი: ერთადერთი ხარ ვინც ჩემთან გასაცნობად მოიყვანა. თავის დროზე ნიაც შემთხვევით გავიცანი, ისიც ეკას წყალობით. შენ სულ სხვანაირი ხარ.. იმ დღეს დაჭრილი რომ მოათრიე, გეფიცები.. ისეთი იოანე მე ჯერ არ მინახავს. ან მისი ხელები რომ გეკავა, უბრალოდ თქვენ ერთმანეთს ისე უყურებდით, არაფერი მსგავსი აქამდე...-ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე. მეგონა მიწა გასკდა და სადღაც ჯურღმულში მივექანებოდი, ისე ამერია ყველაფერი. სუნთქვაც კი გამიჭირდა ერთ წამს და როდესაც იოანეს დაბნეულ მზერას გადავაწყდი მომღიმარ ნაინას გავხედე.
-უთხარი!-ნაინამ დაბალ ხმაზე დაილაპარაკა. ორივე ყავის ფინჯანი სამზარეულოში გაიტანა, მერე გამოვიდა, უთქმელად აიღო მოსაცმელი და სახლიდან გავიდა.
იოანეს წამითაც არ მოუშორებია ჩემთვის მზერა. გავწითლდი, გავყვითლდი, ცისარტყელას ყველა ფერი მივიღე და ბოლოს,როდესაც მოთმინება გადამეწურა და ადგომას ვაპირებდი, ხმა ამოიღო და ადგილზე გამაშეშა.
-ჩემთან ხო იქნები?-ისე საყვარლად წარმოსთქვა, ღიმილისაგან პირი გამეხა. ვერ შევიკავე უბრალოდ და გულახდილად გამეღიმა. მასაც გადაჰკრა ოდნავ და ჩემ პირისპირ, მაგიდაზე ჩამოჯდა. ჩემი ფეხები თავისაში მოიქცია, თითებზე მომხვია თავისი ხელები.-მითხარი რამე..
-ჯერ უნდა დავფიქრდე,-ჩემივე სიტყვებზე გამეცინა.
-ლამის მანქანაშივე დამთანხმდი.-გამაჯავრა და თავი ჩემს კისერში ჩარგო. ჟრუანტელი მომგვრა მისმა ჟესტმა. ვერ მივხვდი ხელები სად წამეღო,თუმცა ორივე თავისაში მოიქცია და ქვევიდან ამომხედა:-თუ რამე, დედა არასდროს მიატოვო, კარგი?

მისი სიტყვები სერიოზულად ვერ აღვიქვი. ვერ მივხვდი რატომ მითხრა ასე, რამ მისცა ამის საბაბი.
-რას ნიშნავს ეს?-შევიშმუშნე, ვაიძულე გაწეულიყო და ჩემთვის შემოეხედა. უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა, ხელი მომხვია და ამჯერად თვითონ მიმიხუტა.
-არაფერს.-გამიღიმა.-უბრალოდ გითხარი.
-რამეს მიმალავ?
-ძალიან ბევრს, ნინა.
მისი სიტყვები იმდენად მეწყინა, თვალებზე ცრემლიც კი მომადგა. შემრცხვა საკუთარი თავის,ასე ადრე რომ დავიჯერე, თითქოს მისთვის ნდობის ეტალონი ვიყავი.
-გასაგებია,-ჩავიდუდღუნე.-არ მენდობი.
-თუ ადამიანს არ ვენდობი, მასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. ერთი სიტყვით, ფეხებზე მკ/იდია. შენ კიდევ ჩემთან ხარ. ჩემს სახლში, დედასთან.. რატომ მიწევს ყოველთვის ერთიდაიგივეს ახსნა?
-კარგი.-ჩუმად ვუპასუხე, მიუხედავად იმისა,რომ არ ვეთანმხებოდი. წამომაყენა და ერთ-ერთ ოთახში შემიყვანა.
-ჩემი ოთახია.-შუქი აანთო და იქაურობა გაანათა. ნახატებითა და წიგნებით გადაჭედილ სივრცეს ღიმილიანი შევცქეროდი. ხელით შექმნილ ნახატებთან ერთად, შავ-თეთრი ფოტოების კოლექციაც იყო. სხვადასხვა ადამიანების.
-შენი ფოტოც მაქვს.-მიმითითა ერთ-ერთზე,რომელიც განცალკევებით ეკიდან მისი სამუშაო მაგიდის თავზე. ტელეფონზე ვსაუბრობდი და გაღიმებული სახე მქონდა. გაკვირვებულმა ავხედე.
-როდინდელია?
-სანამ გამოფენაზე შეხვიდოდი მანამდე გადაგიღე.
-იმ დღეს შემთხვევით არ შევხვედრილვართ?
-სულაც არა..
-არა!
-კი, ნინა, კი!
შემდეგ სხვების დათვალიერება დავიწყე. თავისი ნამუშევრები განცალკევებით ეკიდა, სულ რამოდენიმე იყო.-მეტი არ გაქვს?-ვკითხე და ერთ-ერთს ძალიან მივუახლოვდი.
-არ ვიცი სადაა. განადგურება მინდოდა და სათითაოდ ყველას დავდევდი დანით, მაგრამ დედამ გადამალა.-არ ვკითხე რატომ სურდა ნახატების გაქრობა, რადგან პასუხი ისედაც ვიცოდი. ნიას სიკვდილის შემდეგ ის ხომ ცოცხალ-მკვდარი იყო.
ძირითადად, ლურჯსა და შავ ფერს იყენებდა. მხოლოდ ერთთან ჰქონდა გამოყენებული მწვანე და თეთრი. ლამაზი ნახატი იყო. ზღვა მწვანე ფერისა, მზე ლურჯი, ხოლო გოგონა, რომელიც ცურავდა თეთრი. ისე მომეწონა მისი ხედვა, ასეთი ფორმით დანახვა სივრცის, გამეღიმა და მას მივაშტერდი.-ასეთი სტილით რატომ?
-ხასიათის მიხედვით ვიყენებ ფერებს. თეთრი სინათლესთან ასოცირდება, მწვანე შენთან.-ოდნავ გამიღიმა, მკლავზე თითები შემომხვია და მიბიძგა, გავწეულიყავი.-აი, აქ იმდენი შავი ფერებია..
-ქაოსია?-ვკითხე და ნახატს მივუახლოვდი.-ალბათ, არ იცოდი რა გინდოდა. ხმაური, ნაღველი და ყველაფერი ერთად.. თავისუფლების პირველი დღეა ეს ნახატი, ხო?
-მე ყოველთვის თავისუფალი ვარ.-მკაფიოდ გაიცინა და თვალი ჩამიკრა.-თუმცა კი, იმ დროისაა.
-და მწვანესთან რატომ მაკავშირებ?
-არც ზედმეტად მხიარული ხარ და არც სევდიანი. სადღაც შუაში ხარ გაჭედილი, ადრე ალბათ თავქარიანი, გიჟი და მოუსვენარი იქნებოდი. წარმოდგენებს მივცემ უფლებას გონებაში გაგაცოცხლოს.. - ჩაეღიმა. ცუდად ვხდებოდი და სუნთქვა მიჭირდა, ერთბაშად წამოსული სითბო ჭკუას მაკარგვინებდა.
-ჰო, ეგრეა.-ხელები გადავიჯვარედინე და ამჯერად, ცნობილი მხატვრების შემოქმედებისკენ გადავინაცვლე. მიქელანჯელო, რაფაელი, და ვინჩი... პატარ-პატარა ჩარჩოებში. ვან-გოგიც და მისი გემოვნებით აღფრთოვანებული წიგნის ლამაზი თაროებისკენ მივტრიალდი.
-კითხვა გიყვარს..-ჩემთვის ჩავილაპარაკე. თაროებზე როგორც კლასიკა, ასევე თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედებაც ელაგა. წიგნით ხელში მისი დანახვა.. ალბათ არასდროს მეღისება-მეთქი, ვფიქრობდი.
-ქართველებს მაგრად ვაკვირდები,- ხელი გადამხვია და ლოყაზე მაკოცა.-შენც გეყვარება, დარწმუნებული ვარ.
-როცა დრო მაქვს, გადავხედავ ხოლმე. ძირითადად, მაინც წინა საუკუნისას ვაწვები.
-ჟოანსა და რავიკს? თუ ელიზაბეტს და დარსის?-ცინიზმით სავსე ხმა ჰქონდა. იფიქრა, რომ სტანდარტული გოგონა ვიყავი, ვინც ამ პერსონაჟებზე აფანატებდა.
-მე კორლეონეების ოჯახს ვეტრფი, იო.-გამეცინა. და მას გაკვირვებისგან წარბები გაეხსნა.
-ვაღვიარებ, მიკვირს.
-გეტყობა.. სახეზე.-ენა გამოვუყავი დაჯღანულმა. ლოყაზე მიჩქმიტა და უკნიდან ჩამეხუტა. ჟრუანტელი.. ისევ.
-ნინა... შენ გარეშე.. ნინა..
ხელები კისერზე შემოვხვიე, თვითონ წელზე და რამდენიმე წუთი ერთმანეთის სუნთქვას ვუგდებდით ყურს. შემდეგ ოდნავ მომშორდა, ტუჩებზე ზედაპირულად მაკოცა და შემომხედა.
-ეს კოცნა არაა.-გავაპროტესტე მე. მას გაეცინა, გულახდილად გაოცდა და სურვილი ამისრულა.
-აბა ეს ნახე,-დაბალ ხმაზე მითხრა და პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი, ისე დამაგდო საკუთარ ლოგინზე.
. . . .


-ჩემი საჩუქარი სადაა?
-აქაა.-მოშიშვლებულ მხარზე მაკოცა და თითებით კისერზე მომეფერა.-დღეს არ წახვიდე,რა...
-იოანე, - მისკენ გადავბრუნდი და აბურდულ თმაზე ხელი შევუცურე.-მიყვარხარ.
-ადექი,-მშვიდად მითხრა, თვითონ მალევე ამოიცვა შარვალი და მე საკუთარი ხალათი გამომიწოდა,-მიდი,მიდი, მოიცვი.-ძალით წამომაყენა, შიშველ სხეულზე ჩამაცვა, შემიკრა და სკამზე დამსვა, მოლბერტის წინ.
-დაჯექი,-მითხრა, თვითონ კი მოლბერტთან მივიდა.
-მხატავ?
-ჯერ არა. უბრალოდ მონახაზს გავაკეთებ, ისედაც ზეპირად მახსოვხარ.


* * *

-დედაშენი ძლიერია. ვისურვებდი, მისნაირი ვყოფილიყავი, - ვუთხარი, როცა ჩემთან სახლში ამოვიდა. დივანზე იჯდა, მე ვიწექი და ფეხები მის კალთაში მელაგა. ნელა მეფერებოდა მუხლზე, მზერას არ მაცილებდა. სუფთა თვალებით მიყურებდა.
-რატომ გგონია საკუთარი თავი უსუსური?! - ჩუმი ბგერები ამოუშვა.
-იმიტომ, რომ ასეა და ამის დამალვას აზრი არ აქვს.
-ერთ დღესაც მიხვდები რამდენად მყარია შენი ნერვები, როცა ისეთ რამეს გადაგატანინებს უფალი, რის წარმოდგენასაც კი ერიდები, ნინა. არ გიყვარს შენ შენი თავი,-სხვაგან გაიხედა. უკმაყოფილო იყო ჩემი პასუხებით.-არ აფასებ, პატივს არ სცემ.
-გწყინს შენ? - გამეცინა. მას საერთოდ არა.
-მიყვარხარ,-ამოიჩურჩულა გაუაზრებლად.-და.. არ მინდა იფიქრო რაღაცები არასწორად. არ მინდა გეგონოს, თითქოს, ნია არ მიყვარდა. იცი, როგორ მიყვარდა?! დედამ რაც თქვა.. შეიძლება მისთვის არა, მაგრამ ჩემთვის ნია სიყვარული იყო და სხვა არაფერი. არ შეგადარებ, და არც არის საჭირო შედარება. მე შენ მიყვარხარ. მორჩა.. მაგრამ ნიაც მიყვარს. მერე რა რომ მკვდარია, მე ის მიყვარს და არ გაქვს უფლება მომთხოვო მისი დავიწყება. როგორ შეიძლება? არ გამოვა. მე არასდროს გაგრძნობინებ..
-ვიცი. - გავაწყვეტინე. - მე მჯერა შენი და სხვა არაფერი მაინტერესებს, იო.
-დავრჩები, რა.. - წამოიწია და მიმიხუტა.
-მერე მამაჩემი?
-გთხოვ..
-ვერა, ხო იცი, არ უყვარს ასეთი რაღაცები..
-მაშინ ჩემთან წამოდი. გეხვეწები, ნინა. - მისი თითოეული ნაკვთის ჩაკოცნა მომინდა, ისეთი სახით მიყურებდა, ისეთი ანთებული თვალები ჰქონდა და საყვარლად მექცეოდა. მიყვარდა..სიგიჟემდე. არ ვიცი, კიდევ უფრო შორს. კიდევ უფრო ძლიერად ვიდრე ვინმეს წარმოედგინა ეს. მე ის მჭირდებოდა. ჰაერივით, ჟანგბადივით, საკვებივით.
-ცუდად ვხდები, როცა ვატყუებ, ამიტომ ძალიან გთხოვ..
-არც მოატყუო. ვეტყვი, რომ ჩემთან იქნები და სანერვიულო არაფერია. ის მიცნობს. და იცის, რომ ხელს არ გახლებ.
-კარგი, ხო, რა გიყო, - ფეხით მუჯლუგუნი ვკარი. დამიჭირა და გამასწორებინა.
-გაგიჭირდება ხოლმე ჩემ გარეშე.. ? - ამოიჩურჩულა ცოტაოდენი სიჩუმის შემდეგ. ჩემმა გულმა მუცელში გადაინაცვლა. საზარელი წინადადება იყო, საშინელი კითხვითი ტონალობით, ან ალბათობის რაღაც დოზის გამო მეწყინა ასე ძალიან.
-შენ სულ აქ იქნები, ასე არაა?-დაეჭვებით შევხედე. მხრები აიჩეჩა.
-რაღაც მაწუხებს, ნი.-ისევ გააგრძელა. თვითონ კი არ ამბობდა, თითქოს ვიღაც კარნახობდა არსაიდან.
-მითხარი, გეხვეწები. საშინელი წინათგრძნობები გაქვს, ასეთ რაღაცებს ჩემ შესაშინებლად ამბობ?! ისედაც ვნერვიულობ, ხომ იცი..
-მინდება ხოლმე ასე საუბარი, - ღიმილმა გაუნათა სახე.
-გეფიცები, კიდევ მსგავს რამეს იტყვი და მუშტი არ აგცდება.
-რას მეჩხუბები, წამოდი სახლში, -სიცილით ამათრია დივნიდან. დერეფანში გამიყვანა და ქურთუკი შემომაცვა. გამეცინა.. მთელი გზა დუდღუნებდა, პატარა ბავშვივით მილაწუნებო. მიყვარს..

ის ასეთი იყო.
მშვიდი, გულწრფელი და გამოუცნობი.
ანგელოზი არასდროს ყოფილა, თუმცა ჩემთან ყოველთვის მართალი იყო. არასდროს ეშლებოდა როგორ მომქცეოდა, როგორ დამლაპარაკებოდა, რა ეთქვა და რა არა, ამიტომ უყვარდა ყველას ასე ძალიან. თავიდან ვერ ვხვდებოდი, რატომ არ სჯეროდათ ნიას მშობლებს იოანეს დამნაშავეობა, ახლა კი დავრწმუნდი.
ისე მიჭირს თხრობის გაგრძელება...
არც კი ვიცი, როგორ უნდა მოვყვე, რა მოხდა ამ დღის შემდეგ.
დილით დამემშვიდობა, შუბლზე მაკოცა და მითხრა, რომ საღამოს მომაკითხავდა.
ასეც მოხდა..
მართლა მოვიდა.
-ქალბატონო,-მითხრა მაშინვე, როგორც კი ტელეფონს ვუპასუხე.-ჩამობრძანდი!
ჩამოსვლისთანავე დავინახე სიბნელეში მისი ხასხასა თვალები. მოვეხვიე და კისერზე უამრავჯერ ვაკოცე. ეცინებოდა ჩემს ქცევაზე.
-იოანე!-უცებ არსაიდან ჩემთვის ავადსახსენებელი ვატო ახვლედიანი გამოვარდა. ის კაცი, ნიას მკვლელის ძმა რომაა. გაშმაგებული გამოიქცა ჩვენკენ და პირისპირ დაგვიდგა. იოანემ ხელის ერთი მოძრაობით გამათრია და უკან დამიყენა. სახლში წადიო, თვალები დამიბრიალა, მაგრამ დანა მომარჯვებული ვატოს დანახვაზე თავი გავაქნიე და აცრემლებული მივაშტერდი მათ.
-ჩემი ძმა ციხეში გაუშვი, ახლა მეც მაგას მიმიზნებ, არა?-ირონიულად გაიცინა.
-არ მითხრა, რომ არ იმსახურებ, - მშვიდად შეეპასუხა. აქაც მშვიდი იყო. აქაც წყნარი, გაწონასწორებული.
-შეიძლება კი. არა, მართალი ხარ. ახალგაზრდა გოგოს სიკვდილი მე დავგეგმე და ძმას ავასრულებინე...რა სილაჩრეა, არა?
-ნაბო/ზარი ხარ!
-კი ბატონო, ვარ.-გაეცინა.-მაგრამ სიტყვას ყოველთვის ვასრულებ. არა, ნინა?
-რას გულისხმობ?-იოანეს გვერდით ამოვუდექი და ისე ვკითხე.
-გახსოვს, გითხარი. ჭაობი ხარ და ყველას თან ჩაითრევ-მეთქი.-მოგვიახლოვდა და ორივეს რიგ-რიგობით თვალებში ჩაგვხედა.-აი, შენი ჭაობი, ნინა.-დაიყვირა და დანა პირდაპირ იოანეს მოუქნია გულში.
ისე სწრაფად მოხდა...
ისე დაარტყა ორჯერ, ერთხელ გულში, მეორედ კი მუცელში გაუყარა. შემდეგ ისევ უკან გამოუყარა და გაიქცა...
იოანე მთელი სხეულით დამაწვა, ამოიგმინა, ამოიკვნესა ხმამაღლა და მუხლებზე დაეცა. მასთან ერთად მეც ჩავიკეცე და გაუაზრებლად დავიწყე ყვირილი, სასწრაფოსთან დასარეკად. ვერ გავიგე, რა ხდებოდა, სად ვიყავი, ხელებში ვინ მეწვინა. ან სისხლი რატომ იყო, ან რატომ კვნესოდა იო ასე სასწაულად. რატომ ვტიროდი, გაუგებარი იყო ჩემთვის. პირი დააღო.. სისხლი გადმოეღვენთა, ასფალტზე დაახველა თითქოს, მაგრამ ხრიალს მოჰყვა. მტკივაო, სასწაული ხმა ჰქონდა...
-იო? - ვიკითხე მე და სახეზე მოვეფერე. ჩამოშლილი თმა გადავუწიე, ტუჩები შუბლზე მივადე, თუმცა რეაქცია არ ჰქონია. ვიღაცები გამოცვივდნენ, სადღაც დარეკეს, მაგრამ გვიან... მისთვის, ჩემთვის, დანარჩენი კაცობრიობისთვის.. დაიგვიანეს და დაკარგეს კიდეც.
ხელებში მიკვდებოდა.
-იოანე,-ჩუმად ამოვისლუკუნე და სახეზე ჩამოვუსვი ორივე ხელი.
-...ნინა.. მიყვარხარ. გეფიცები, მიყვარხარ.-ძლივს ამოილუღლუღა და ორივე თვალიდან ცრემლი გადმოუგორდა. ასეთი ცრემლი.. ასეთი აღიარება არაფერში მჭირდებოდა. არ ეთქვა... საერთოდ არასდროს ეთქვა, ოღონდ დარჩენილიყო..
ნიკაპით მხარზე დამეყრდნო და ჩურჩულს მოჰყვა, იქამდე სანამ შეეძლო და საბოლოოდ არ გაუჩერდა გულის ცემა.-გეფიცები.. ნინ...ყოველთვის დაგიცავ...სადაც არ.. უნდა ვიყო....ყველგან მეყვარები, ჩემო საყვარელო. - გაეღიმა ასეთი მომართვის რომ უწევდა რამის თქმა ჩემთვის. მეც გამეღიმა უნებლიედ. უჩვეულო მისთვის, ჩემთვის, ყველასთვის.
-არ წახვიდე... - ძლივს აღმომხდა. წამით დავუშვი, რომ მიდიოდა.
-არც მივდივარ. შენთან, სულ, ნინა.
თავი გავასწორებინე. სუსტად გამიღიმა ისევ. უკანასკნელად გამომხედა თავისი სევდიანი, ლამაზი თვალებით და ცივ ასფალტზე უგონოდ გაწვა. მოკვდა?!

. . .

დაკრძალვაზე ნაინა ცუდად გახდა და შვილის დამარხვას სასწრაფოს მანქანიდან უყურებდა. იქიდან ყვიროდა, წიოდა,როგორც პირველი განაჩენისას.
სანდრო მიწას აყრიდა წაბლისფერ კუბოს და სამარეში აცილებდა საკუთარ ძმას, რომელიც მას ასე ძალიან უყვარდა. ქეთი გვერდიდან არ მცილდებოდა, ეკა კი იდგა და თვალცრემლიანი უყურებდა სამარეს, სადაც იოანეს ლამაზი სხეული უნდა დასახლებულიყო.
მამა, მერაბი...ნიას დედ-მამა, ადამიანები,რომლებიც ასე უყვარდა იოანეს, ყველა აქ იყო. ისეთი ამბავი იყო, თორნიკე და ნიკოც იცრემლებოდნენ. ვერ ჩერდებოდნენ და მე ეს უფრო ცუდად მხდიდა, ისედაც გამტყდარს და ცარიელს.
სანდრომ ბოლოჯერ მიაყარა მიწა. მუჭით აიღო და მაგრად მოუჭირა. გაიღიმა, მერე გაიცინა და მე გამომხედა.
წამოდგა და მივხვდი,ჩემთან უნდა მოსულიყო,ამიტომ სათვალე მოვიხსენი, მას თვითონ მივუახლოვდი და ხელებგაშვერილი მაგრად ჩავეხუტე.
-არ ვიცი, რა გითხრა...-ამოილუღლუღა. თმაზე მაგრად მაკოცა და ცრემლები მომწმინდა.-რა მეშველება, ნინა? მეტისმეტია...საკმარისია ამდენი სიკვდილი.
არაფერი ვუთხარი. ლოყაზე მოვეფერე და თორნიკესა და ნიკოსთან ერთად დავუწყე ყურება,როგორ ემშვიდობებოდნენ.
არც ერთი ყალბი ცრემლი არ ყოფილა. ასეთი იყო იოანე.. ნამდვილი. და ნამდვილად დაიტირეს.
-ჩვენც შევხვდით მას, ნინ.-ჩუმად მითხრა თორნიკემ.-მე და ნიკომ ვინახულეთ.-ქეთიმ გაკვირვებულად შეხედა თორნიკეს, შემდეგ კი ხელი მაგრად მომიჭირა.
-და?-ჩუმად ვიკითხე.
-გიმსახურებდა...-ნიკომ ამოილუღლუღა.
-კარგი კაცია, იოანე.-ხმადაბლა ამოისლუკუნა თორნიკემ.-მაშინვე მივხვდი,რომ უყვარდი. ეტყობოდა...არ თქვა, მაგრამ ეტყობოდა. შენთვის უნდოდა რომ პირველად ეთქვა.
-მითხრა კიდეც.-სიმწრისგან გავიღიმე.
-მეც ვიცნობდი.-ეს ქეთი იყო. სამივემ მზერა მას მივანათეთ.-ჩემი ნომერი არ ვიცი საიდან გაიგო, მაგრამ დამირეკა და მთხოვა, შევხვედროდი.
-რისთვის?-ნიკომ დასაწყნარებლად მიიხუტა ქეთი და თავზე აკოცა.
-ნინას არ უთხრაო...მკითხა, თავის დირექტორზე რამეს ხომ არ გიყვებაო?-გულწრფელად გამეღიმა ქეთის სიტყვებზე. საფლავის ქვას თვალი გავუსწორე.-ვინმე ჰყავსო? ხვდებაო? თავისუფალიაო? ისედაც იცოდა,რომ კი,მაგრამ მაინც გადაამოწმა ჩემთან. თუ რამე დაგჭირდა, შენ გვერდით მიგულეო.
-ასეთი რაღაცები მაშინ ხდებოდა, როდესაც ფიქრობდი, რომ არ აინტერესებდი, ნინა.-ნიკომ მეორე მხარეს მე მიმიხუტა.-აი შენ კითხვებზე პასუხიც...

....

-დროზე გამოდი აწი!-გავიგე სანდროს ყვირილი, რომელიც ვერ ისვენებდა.
-მოიცადე ჯერ!-შევეპასუხე და ცქმუტუნი დავუწყე. ცოტა ხნის შემდეგ კი კარი ფრთხილად გამოვაღე და აწ უკვე ჩემს სახლში მოკალათებულ რამდენიმე ადამიანს თვალი გავუსწორე.
-ჰაა? თქვი ახლა!-თორნიკე წამოდგა.
-ნინა?-ეკამ ეჭვნარევი მზერა მტყორცნა.
-კი!-შევყვირე უცებ.
-რა კი?-ქეთიმ გაუგებრად შემომხედა.
-ორსულად ვარ!-გაგიჟებით ხტუნვა დავიწყე და წყვილი გაბედნიერებული თვალების დანახვისას ყველას ერთად ჩავეხუტე.
-აუუუუუ,-ყვირილი დაიწყო სანდრომ.-პატარა შერვაშიძე გაჩნდება!
-ბრწყინვალე საჩუქარი დაგიტოვა, ნინ.-ეკამ ფართოდ გამიღიმა. თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა და ისევ გააგრძელა.-ხვალ სასამართლოა, ხომ იცი?
-ვიცი. თქვენ წამოხვალთ?
-აბა, მარტო გაგიშვებთ?-ნიკომ, თორნიკემ და სანდრომ ერთდროულად წამოიყვირეს. გამეღიმა მათ ქცევაზე.
-ნაინა ღამე მუშაობს და ჩემთან რომელი დარჩებით?
-მე დავრჩები.-ქეთი მომიახლოვდა და მუცელზე წამეთამაშა.
-მაშინ მეც.-ჩუმად ამოილუღლუღა სანდრომ.

. . . .

ერთ წრეზე ვიტრიალე.
ყველაფერი სასამართლოდან დაიწყო და ბოლოს სწორედ მანდ აღმოვჩნდი.
ყველაფერი მკვლელობიდან დაიწყო და აი ისიც...
მე ხან მამასთან, ხანაც ნაინასთან ვრჩებოდი. არ შეეძლო მარტო ყოფნა, ამიტომ, როდესაც ეკას არ ეცალა გვერდით მე ვედექი. ასე ვძლებო, მეუბნებოდა.
მამა ბედნიერი იყო, ბაბუა რომ ხდებოდა. ბიძაჩემი, გადაირია, ჭკუაზე არ იყო. არაფერს მაკეთებინებდა, ავტობუსებითა და ტაქსებით სიარულს მიკრძალავდა და თვითონ დავყავდი ყველგან კუს ნაბიჯებით. სახლში მოსული ხილ-ბოსტნეულით დახუნძლული მოდიოდა და მათამამებდა.
ბიჭები ერთმანეთს დაუახლოვდნენ. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ სანდროს იოანეს მაგივრობას თორნიკე და ნიკო უწევდა და ეს დადებითად მოქმედებდა ჩემზე.
-ნინა.-მითხრა ნაინამ,როდესაც უკვე მეექვსე თვეში ვიყავი და მუცელიც საგრძნობლად გამეზარდა.-ალბათ, ასეთი ბედი გვქონია შერვაშიძეებს. იოანე მუცელში მყავდა,როდესაც მამა გარდაეცვალა.-ცრემლი ცხვირსახოცით მოიწმინდა.-იმედია, ჩვენი პატარა მამას დაემსგავსება...მასავით ვერ იგრძნობს უმამობას,თუმცა..წარმოგიდგენია, რა დიდი ცოდვაა...იოანე არასდროს რომ არ მოენატრება.


. . . .

-გეფიცები,ნინა,იოანეს ასლია!
-მართლა ძალიან ჰგავს, სანდრო.

. . . .

ვაშლი რომ გაგეჭრა, ისე იყო. თვალის ფერი რომ მემკვიდრეობით ერგებოდა ეს ისედაც ვიცოდი, თუმცა ყველა ნაკვთი თუ მისი ექნებოდა ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. სიარულის მანერაც მისი ჰქონდა. ხმის ტონალობაც, სიტყვები, - მისი ამოძახილი იყო ყველანაირად. მეთვრამეტე დაბადების დღეს აღვნიშნავდით. სანთელი როგორც კი ჩააქრო, ისიც მეგობრების დაჟინებული მოთხოვნით, თორემ თვითონ „უტყდებოდა“, უკვე თვრამეტის იყო ბიჭი. მეცინებოდა რომ ვუყურებდი, როგორ იფერებდა დაკაცებას. წვერზე ხელი ჩამოისვა, სანდროს თვალი ჩაუკრა შორიდან და ელენე მიიხუტა გვერდით. სანდროს ელენე მისი საფიცარი იყო. დის მაგივრობას უწევდა, როგორც მამისას - ეკა. ქეთისა და სანდროს ცქრიალა პრინცესა სულ გვერდით ჰყავდა.
როგორც კი ქეიფი დაიწყეს, დალოცეს და ყველაფერი მოიტოვეს, ის მოსაწევად გამოვიდა. აივანზე მარტო იდგა და რიკულს მიყრდნობილი მინიდან უცქერდა ხალხს, რომელშიც მამა არ ყოფილა. არ ეტყობოდა და არც იმჩნევდა, თუმცა ძალიან, ძალიან უნდოდა იოანეს ყოფნა საყვარელ ადამიანებს შორის. მას ის უყვარდა. ასე ზერელედ, ზეპირად, რომ არ გაუცნია ისე, დაუსწრებლად. მითქმა-მოთქმებით, კომპიუტერში ჩაწერილი ფოტოებითა და ვიდეოებით, ნახატებითა და გაგონილი ამბებით, ის მას აღმერთებდა. მის იდეალებს იაზრებდა, გებულობდა, ნახატებთან საათობით იჯდა და ამოხსნას ცდილობდა.
თორმეტის იყო, როცა მამასავით მოუნდა ხატვა. არ გამოუვიდა.. იტირა. თორმეტი წლის ასაკში წარმოუდგენელი მეგონა, რომ მას ტირილი შეეძლო, მაგრამ ვერ გაუძლო და თქვა, მინდა მამა ვიყოო. მას ვგავდეო, ვხატავდეო.. დაემსგავსა, თუმცა ხატვაში ვერ. ზუსტად ვიცი რატომ. იოანემ ამის უფლება მისცა. იმის უფლება, რომ ყოფილიყო საკუთარი თავი და არა მისი შემცვლელი, ქსეროქსი.. მას სითავისუფლე მისცა. ხატვის ნიჭი დაიმარხა, თუმცა მე ვიცი, მჯერა, რომ ის სხვისთვისაა შემონახული. შვილიშვილისთვის.
ნაინამ პირველად მოიხსნა შავი თავშალი, შავი სამოსი და ისე მიუჯდა სუფრას. გლოვა მორჩა. შვილიშვილის 18-ე დაბადების დღეზე შეწყვიტა და იქეიფა.
აივნის კარი გამოვაღე. მეორე ღერის მოწევას იწყებდა, თუმცა დამინახა თუ არა ნაგავში მოისროლა და მხრებში გასწორდა. მისი პატივისცემა ჩემდამი ამაშიც კი იგრძნობოდა. მივუახლოვდებოდი თუ არა, ფეხზე დგებოდა. მორჩილად მიყურებდა. ჩემს სიტყვას ითვალისწინებდა, ყველანაირად მიგებდა და ზოგჯერ უმიზეზოდ გაბრაზებულზე, აღრენილზე თუ დამინახავდა, კი არ მერიდებოდა, ითმენდა. ის უფრო იყო მშობელი ჩემთვის..
-საშინლად მინდა აქ იყოს. - ამოვიოხრე. არ შემეძლო იოანეს არ ხსენება იმ დღეს.
-ვიცი. - ხმადაბლა წარმოთქვა.-გეხვეწები, არ იტირო, გთხოვ!
-არ ვაპირებ,-სიმწრით გავიცინე და შევტრიალდი. შეუმჩნევლად მოვიწმინდე ცრემლი, თუმცა უკნიდან ამეკრო, თმა გადამიწია და კეფაზე მაკოცა.
-ერთადერთი ხარ ჩემთვის,-ჩურჩული წამოიწყო. საკმაოდ მთვრალიც იყო, მაგრამ არ ეკიდებოდა საერთოდ.-უსაზღვროა ჩემი სიყვარული შენდამი, დედა. ვიცი, რომ გენატრება. ისიც ვიცი, რომ მის გარეშე შენ თავს არ იცოცხლებდი, რომ არა მე და ამისთვის უდიდესი მადლობა. შენ გმირი ხარ, როგორც ბებია, თავის დროზე. მან ორი ადამიანის სიკვდილი იხილა და გაძლო. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ, მაგრამ გაუძლო ამას და შენ..გპირდები, რომ ჩემს შვილს კი არა, იმის შვილსაც მოესწრები. მე დავარღვევ ამ საშინელ, მანკიერ ტრადიციას, რომ აუცილებლად ქვრივი დედა უნდა იყოს შერვაშიძეების ქალი.
-რატომ ხარ ამდენად დიდი, დე...-ამოვიბურტყუნე და მოვეხვიე. სურნელი ჰქონდა არაამქვეყნიური, სუფთა და მართალი.
-თვრამეტის ვარ უკვე, - გაიხუმრა.
-და..? არ არის ვინმე.. - ელენეს წამოყრანტალებული რამ გამახსენდა. დასცინოდა წინად, ვიღაც კლასელიო, ესაო ისაო და გადავწყვიტე მეკითხა. თან ვიცი, რომ მელოდებოდა, როდის შევეხებოდი ამას.
-არის ერთი..-ჩაეღიმა სუსტად.
-როგორია?!
-დედა. - ისე თქვა, ზუსტად ვიცოდი, ჩემი რეაქციის ეშინოდა.
-თქვი,-გამეცინა.
-ცოლად მოვიყვან, რა...

.








რედაქტირებულია, მაგრამ ძირფესვიანად არა. ზოგიერთი ისე დავტოვე, ზოგიერთში ჩავამატე და ასე. შემდეგში ისევ დავუბრუნდები. იმედია მოგეწონათ, გამიხარდება თუ კომენტარებს დამიწერთ ისევ. :* გკოცნით.












№1 სტუმარი სტუმარი მანანა

საოცარი იყო, ცრემლებით დავამთავრე.....

 


№2 სტუმარი აუფ

ღმერთო როგორ ვინანე... როგორ ვინანე რომ წავიკითხე....
არ უნდა მომკვდარიყოოოო.. არ უნდა მომკვდარიყო...
არ შემიძლიაა ასეთი დასასრული არა რაა აი ვერაა...
ჯანდაბა ჩემ თავსსს...

 


№3 სტუმარი ანუუ

eseti kargi araperi wamikitxavs

 


№4  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

ანუუ
eseti kargi araperi wamikitxavs

ძალიან მიხარია. :*

აუფ
ღმერთო როგორ ვინანე... როგორ ვინანე რომ წავიკითხე....
არ უნდა მომკვდარიყოოოო.. არ უნდა მომკვდარიყო...
არ შემიძლიაა ასეთი დასასრული არა რაა აი ვერაა...
ჯანდაბა ჩემ თავსსს...

:*

 


№5 სტუმარი სტუმარი Xatuna

საოცარი იყო, მაგრამ რატომ მატირე დილიდან... (

 


№6  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

სტუმარი Xatuna
საოცარი იყო, მაგრამ რატომ მატირე დილიდან... (

ჰაჰა, არაუშავს. მადლობა, რომ წაიკითხე. :*

 


№7 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან კარგად წერ და ეს ისტორიაც ძალიან კარგი იყო,თუმცა დასასრულმა გული დამწყვიტა

 


№8  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

სტუმარი მარი
ძალიან კარგად წერ და ეს ისტორიაც ძალიან კარგი იყო,თუმცა დასასრულმა გული დამწყვიტა

რას ვიზამთ :*

 


№9 სტუმარი kati

Auu.kargi ra.ras merchodi? ramdeni vitire...

 


№10  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

kati
Auu.kargi ra.ras merchodi? ramdeni vitire...

მე მაპატიე :დ :*

 


№11  offline წევრი Marriammi

ბოლო ნაწილი სულ ცრემლებით ჩავიკითხე
ძალიან კარგი იყო
იმედია შემდეგიც ასეთი და ამაზე უკეთესი იქნება

 


№12  offline წევრი წერო:)

არა არა და არააა აი კარგით რა როგორ?რატომ?რანაირად?როგორ მომწონდა იცი ეს ისტორია უკვე და თავად იოანეც?ერთერთი მთავარი პერსონაჟი თუ ასე მოულოდნელად მოკალი ბოლოში მიფუჩეჩებას აღარ ნიშნავს?

 


№13  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

Marriammi
ბოლო ნაწილი სულ ცრემლებით ჩავიკითხე
ძალიან კარგი იყო
იმედია შემდეგიც ასეთი და ამაზე უკეთესი იქნება

თენქს. :*

მარიამ კახიძე
არა არა და არააა აი კარგით რა როგორ?რატომ?რანაირად?როგორ მომწონდა იცი ეს ისტორია უკვე და თავად იოანეც?ერთერთი მთავარი პერსონაჟი თუ ასე მოულოდნელად მოკალი ბოლოში მიფუჩეჩებას აღარ ნიშნავს?

მიფუჩეჩება არ ვიცი, მაგრამ შენი აზრი მისაღებია.
იოანე მიც მიყვარს, აი ვჭედავ. :დ
მიხარია, რომ წაიკითხე. :**

 


№14 სტუმარი სტუმარი რებეკა

მიფუჩეჩება არ იყო. იყო აზრიანი, გაწონასწორებული, სწორი და მართალი ისტორია, იოანესავფით ;დ
იოანეა კაცი,ადამიანი,პიროვნება და ყველა ის დადებითი,რაც უნდა ჰქონდეს მამაკაცს და არა მხოლოდ მას!
კარგია,ასეთი აზრები რომ გიტრიალებს და კარგია, ასეთი მამაკაცი რომ დაგვიხატე.
აი, მგონია,რომ იოანეს სიკვდილის ყველაზე ნაკლება იმსახურებდა,რადგან ცხოვრებაში იმდენჯერ მოკვდა, საკმარისიც კი იყო მისთვის,თუმცა უფრო დამამახსოვრდება ალბათ.
შენი ისტორიაა,შენი გადაწყვეტილება და მე ვცემ ამას პატივს.
ნინა...
ოხ ნინა, როგორ მესმის შენი და არც ერთი წუთით არ გაგამტყუნებ!!!!!!!!!
სანდრო,ჩემო სანდრიკა,შენ იმდენი რამის გადაყლაპვა მოგიწია,ცუდად ვხდები იმის წარმოდგენისას,როგორ ხარ ახლა და წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნება, პატარა იოანეს გაზრდის პროცესში.
მამობას გაუწევს,თავისი ძმის შვილს...
ეკა...
შემეცოდა ის მომენტი,როდესაც სამარეს დაჰყურება უჩუმრად და გული ძალიან მწარედ ჩამსწყდა სადღაც.
მართლა ძალიან კარგი იყო და მადლობა ამისთვის შენ!!!

 


№15  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

სტუმარი რებეკა
მიფუჩეჩება არ იყო. იყო აზრიანი, გაწონასწორებული, სწორი და მართალი ისტორია, იოანესავფით ;დ
იოანეა კაცი,ადამიანი,პიროვნება და ყველა ის დადებითი,რაც უნდა ჰქონდეს მამაკაცს და არა მხოლოდ მას!
კარგია,ასეთი აზრები რომ გიტრიალებს და კარგია, ასეთი მამაკაცი რომ დაგვიხატე.
აი, მგონია,რომ იოანეს სიკვდილის ყველაზე ნაკლება იმსახურებდა,რადგან ცხოვრებაში იმდენჯერ მოკვდა, საკმარისიც კი იყო მისთვის,თუმცა უფრო დამამახსოვრდება ალბათ.
შენი ისტორიაა,შენი გადაწყვეტილება და მე ვცემ ამას პატივს.
ნინა...
ოხ ნინა, როგორ მესმის შენი და არც ერთი წუთით არ გაგამტყუნებ!!!!!!!!!
სანდრო,ჩემო სანდრიკა,შენ იმდენი რამის გადაყლაპვა მოგიწია,ცუდად ვხდები იმის წარმოდგენისას,როგორ ხარ ახლა და წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნება, პატარა იოანეს გაზრდის პროცესში.
მამობას გაუწევს,თავისი ძმის შვილს...
ეკა...
შემეცოდა ის მომენტი,როდესაც სამარეს დაჰყურება უჩუმრად და გული ძალიან მწარედ ჩამსწყდა სადღაც.
მართლა ძალიან კარგი იყო და მადლობა ამისთვის შენ!!!

მადლობა, ასეთი სწორი შეფასებისთვს, მიხარია, რომ მოგეწონა და დაინახე ის, რაც მე ჩავიფიქრე. :))))

 


№16 სტუმარი სტუმარი თაკო

იოანესთან ერთად მეც მოვკვდი, ეს იყო ისტორია რომელიც ნამდვილად სასწაული იყო, ჩემი ფავორიტი ისტორიაა, ახლაც რომ ვწერ ამ კომენტარს ცრემლები მომდის და იოანეს გამო გული მტკივა, აი ესაა ნამდვილი ისტორია რომელმა თAვი მაგრძნობინა თითქოს მათთან ერთAდ მეც ვიყავი და ვუყურებდი ყველაფერს.. ძალიან მაგარია და წარმატებები <3 <3

 


№17  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

სტუმარი თაკო
იოანესთან ერთად მეც მოვკვდი, ეს იყო ისტორია რომელიც ნამდვილად სასწაული იყო, ჩემი ფავორიტი ისტორიაა, ახლაც რომ ვწერ ამ კომენტარს ცრემლები მომდის და იოანეს გამო გული მტკივა, აი ესაა ნამდვილი ისტორია რომელმა თAვი მაგრძნობინა თითქოს მათთან ერთAდ მეც ვიყავი და ვუყურებდი ყველაფერს.. ძალიან მაგარია და წარმატებები <3 <3

დიდი მადლობააა. :*

 


№18 სტუმარი სტუმარი მარიამი

ხშირად ვკითხულობ ამ საიტზე ისტორიებს,, კარგებს და გამორჩეულებს, ეს ისტორია არვიცი მართლა სასწაული იყო, ცრემლი მომერია...:((
სწორად და გამართულად წერ, ყოჩაღ :)
ასე გააგრძელე????????????

[quote=სტუმარი მარიამი]ხშირად ვკითხულობ ამ საიტზე ისტორიებს,, კარგებს და გამორჩეულებს, ეს ისტორია არვიცი მართლა სასწაული იყო, ცრემლი მომერია...:((
სწორად და გამართულად წერ, ყოჩაღ :)
ასე გააგრძელე

 


№19  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

[quote=სტუმარი მარიამი]ხშირად ვკითხულობ ამ საიტზე ისტორიებს,, კარგებს და გამორჩეულებს, ეს ისტორია არვიცი მართლა სასწაული იყო, ცრემლი მომერია...:((
სწორად და გამართულად წერ, ყოჩაღ :)
ასე გააგრძელე????????????

[quote=სტუმარი მარიამი]ხშირად ვკითხულობ ამ საიტზე ისტორიებს,, კარგებს და გამორჩეულებს, ეს ისტორია არვიცი მართლა სასწაული იყო, ცრემლი მომერია...:((
სწორად და გამართულად წერ, ყოჩაღ :)
ასე გააგრძელე[/quote]
მადლობა. :*

 


№20 სტუმარი სტუმარი მარიამი

სასწაული იყო❤️???? თუმცა ასეთ დასასრულს არ ველოდი შეიყვარე იოანე და გული მეტკინა????

 


№21  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

სტუმარი მარიამი
სასწაული იყო❤️???? თუმცა ასეთ დასასრულს არ ველოდი შეიყვარე იოანე და გული მეტკინა????

:*

 


№22 სტუმარი .........

გამიგრძელე რაა გთხოვ????და იოანე გამიცოცხლე????????პ.ს ხოიცი ავადმყოფს თხოვნას უსრულებენ????

 


№23  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

.........
გამიგრძელე რაა გთხოვ????და იოანე გამიცოცხლე????????პ.ს ხოიცი ავადმყოფს თხოვნას უსრულებენ????

ვერ გავაცოცხლებ და გაგრძელებაზე კი ვფიქრობ ისე. :)))

 


№24  offline წევრი Barbare ❤

ყველაფერი მომეწონა მაგრამ რას ერჩოდი რომ მოკალი შეგერგო ერთად ცხოვრება ამ მშვენიალური წყვილისთვის.. დამთავრდებოდა ტკბილად და ბედნიერად.<3

წარმატებებიკარგად წერ ნამდვილად <3 <3

 


№25  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

Barbare ❤
ყველაფერი მომეწონა მაგრამ რას ერჩოდი რომ მოკალი შეგერგო ერთად ცხოვრება ამ მშვენიალური წყვილისთვის.. დამთავრდებოდა ტკბილად და ბედნიერად.<3

წარმატებებიკარგად წერ ნამდვილად <3 <3

ბოროტი ვარ, რა ვიცი. არ გავახარე. :დ
მადლლობაა..

 


№26  offline წევრი TamoTi

აუუ ძალიან კარგი იყოო♥♥♥და გაგრძელება ისე მოუხდებოდააა

 


№27  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

Tamuna Gogaladze
აუუ ძალიან კარგი იყოო♥♥♥და გაგრძელება ისე მოუხდებოდააა

მადლობა. :*

 


№28  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

არც კი ვიცი საიდან დავიწყო.. მართლა არ ვიცი რა იყო ეს !
ახლაც ცუდათ ვარ ან ძალიან კარგად რადგან ეს მოთხრობა წავიკითხე ♥️
ემოციები იყო ზღვა! ყველაზე მთავარი რაც კი შეიძლება ისტორიას გააჩნდეს ემოციებია და შემდეგ სხვა დანარჩენი და ხო ეს შენ გამოგივიდა! შენს თითოეულ პერსონაჟს გამოუვიდა ასეთები რომ იყვნენ...
ალბათ ვერ მოვრჩები კარგხანი იმის გადმოცემას რაც ამ ისტორიამ აღძრა ჩემში ... ამ ცალმხრივმა სიყვარულმა რომელმაც თავისი ქნა და მართლა გაიმარჯვა ! ნინა ... რანაირი იყო? რანაირი გყავს? ალბათ სიტყვებით ვერ გადმოვცემ რადგან გული სითბოთი მევსებოდა ყოველ მის ქცევაზე ... ნინა და სანდრო ამ ორ ადამიანზე არ ვიცი რაუნდა ვთქვა მართლა მომაჯადოვეს მათმა მეგობრობამ.. მათი ეს შექმნილი გარემო იმდენ სითბოს მოიცავდა მთელი კითხვის პროცესში მართლა ვტკბებოდი... მინდა ყველა პერსონაჟზე ცალკე მოგიყვე გელაპარაკო რამდენი გრძნობა და ემოცია დამიტოვეს მაგრამ არ შემიძლია ვერ ვპოულობ სიტყვებს .. ან იქნებ მაგას შენითაც უნდა ხვდებოდე რადგან ისინი შენ გააციცხლე ისინი შენ წარმოაჩინე ასეთებად... იოანე
ჯანდაბა იოანე არარსერბობს .. იოანე ცოცხლობდა ერთადერთი ისიც შენს მოთხრობაში და მანდაც მოკვდა სხვა იაონე აღარ არსებობს არც მისი შვილი იაონე იყო ერთი და განუმეორებელი... მისნაირი ვერავინ ვერიქნება და არც იქნებიან.. ის მართლა სხვაიყო ისეთი როგორსაც ვერასდროს ვიპოვით ცხოვრებაში... იოანე იმსახურებდა ისეთ ადამიანებს როგორიც გყავდა აქ სხვა უბრალოდ ზედმეტიიქნებოდა ...
მთელი კითხვის პროცესში ინტრიგაში ვიყავი აი ყველაფერი რომ იდეალურია მაგრამ იცირომ რაღაც მაინც მოხდება და მოხდა კიდეც ველოდი მაგრამ ვერაფერს ვიტყვი ვერც გაგამტყუნებ.. ალბათ რა კარგი იქნებოდა რომ ეცოცხლა ხომ? მაგრამ ყველაფერი ხდება და ეს ყველაფერი იონესთანაც მოხდა ...
არვიცი რა არვიცი უბრალოდ ეს იყო ყველაფერი რამაც მართლა შემძრა ან დამანახა ის ღირებულებები რაც უნდა გააჩნდეს ადამიანს იოანეს სახით... ერთადერთი რასაც სწორად მივიჩნევ ნია არ იმსაუხრებდა იოსნაირს და ამიტომაც დაიმსახურა და მიიღო კიდეც ...
მოკლედ ვერასდროს შევაჯამებ ამ ისტორიას ვერასდროს წავიკიტხავ ამ ისტორიას ათჯერ არ შემიძლია... რადგან ეს ემოციებიერთხელ მოვიდა და სულ დარჩება ჩემში !
ყოჩაღ ვაფასებ ასეთ ნაშრომს ! მადლობა რომ ასე გააცოცხლე თითოეული პერსონაჟი და თითოეულის ემოციები ასე კარგად მოიტანე იმის მიუხედავად რომ არ ჩამდა ...
წარმატებები და დარწმუნებული ვარ მომავალში კიდევ უფრო მეტ ემოციებს გააღვივებ სხვადასხვა ისტორიებით რომელიც აუცილებლად უნდა შექმნა გამოგდის და თან არაჩვეულერივად ! ♥️♥️♥️

 


№29  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

ტკბილიწიწაკა
არც კი ვიცი საიდან დავიწყო.. მართლა არ ვიცი რა იყო ეს !
ახლაც ცუდათ ვარ ან ძალიან კარგად რადგან ეს მოთხრობა წავიკითხე ♥️
ემოციები იყო ზღვა! ყველაზე მთავარი რაც კი შეიძლება ისტორიას გააჩნდეს ემოციებია და შემდეგ სხვა დანარჩენი და ხო ეს შენ გამოგივიდა! შენს თითოეულ პერსონაჟს გამოუვიდა ასეთები რომ იყვნენ...
ალბათ ვერ მოვრჩები კარგხანი იმის გადმოცემას რაც ამ ისტორიამ აღძრა ჩემში ... ამ ცალმხრივმა სიყვარულმა რომელმაც თავისი ქნა და მართლა გაიმარჯვა ! ნინა ... რანაირი იყო? რანაირი გყავს? ალბათ სიტყვებით ვერ გადმოვცემ რადგან გული სითბოთი მევსებოდა ყოველ მის ქცევაზე ... ნინა და სანდრო ამ ორ ადამიანზე არ ვიცი რაუნდა ვთქვა მართლა მომაჯადოვეს მათმა მეგობრობამ.. მათი ეს შექმნილი გარემო იმდენ სითბოს მოიცავდა მთელი კითხვის პროცესში მართლა ვტკბებოდი... მინდა ყველა პერსონაჟზე ცალკე მოგიყვე გელაპარაკო რამდენი გრძნობა და ემოცია დამიტოვეს მაგრამ არ შემიძლია ვერ ვპოულობ სიტყვებს .. ან იქნებ მაგას შენითაც უნდა ხვდებოდე რადგან ისინი შენ გააციცხლე ისინი შენ წარმოაჩინე ასეთებად... იოანე
ჯანდაბა იოანე არარსერბობს .. იოანე ცოცხლობდა ერთადერთი ისიც შენს მოთხრობაში და მანდაც მოკვდა სხვა იაონე აღარ არსებობს არც მისი შვილი იაონე იყო ერთი და განუმეორებელი... მისნაირი ვერავინ ვერიქნება და არც იქნებიან.. ის მართლა სხვაიყო ისეთი როგორსაც ვერასდროს ვიპოვით ცხოვრებაში... იოანე იმსახურებდა ისეთ ადამიანებს როგორიც გყავდა აქ სხვა უბრალოდ ზედმეტიიქნებოდა ...
მთელი კითხვის პროცესში ინტრიგაში ვიყავი აი ყველაფერი რომ იდეალურია მაგრამ იცირომ რაღაც მაინც მოხდება და მოხდა კიდეც ველოდი მაგრამ ვერაფერს ვიტყვი ვერც გაგამტყუნებ.. ალბათ რა კარგი იქნებოდა რომ ეცოცხლა ხომ? მაგრამ ყველაფერი ხდება და ეს ყველაფერი იონესთანაც მოხდა ...
არვიცი რა არვიცი უბრალოდ ეს იყო ყველაფერი რამაც მართლა შემძრა ან დამანახა ის ღირებულებები რაც უნდა გააჩნდეს ადამიანს იოანეს სახით... ერთადერთი რასაც სწორად მივიჩნევ ნია არ იმსაუხრებდა იოსნაირს და ამიტომაც დაიმსახურა და მიიღო კიდეც ...
მოკლედ ვერასდროს შევაჯამებ ამ ისტორიას ვერასდროს წავიკიტხავ ამ ისტორიას ათჯერ არ შემიძლია... რადგან ეს ემოციებიერთხელ მოვიდა და სულ დარჩება ჩემში !
ყოჩაღ ვაფასებ ასეთ ნაშრომს ! მადლობა რომ ასე გააცოცხლე თითოეული პერსონაჟი და თითოეულის ემოციები ასე კარგად მოიტანე იმის მიუხედავად რომ არ ჩამდა ...
წარმატებები და დარწმუნებული ვარ მომავალში კიდევ უფრო მეტ ემოციებს გააღვივებ სხვადასხვა ისტორიებით რომელიც აუცილებლად უნდა შექმნა გამოგდის და თან არაჩვეულერივად ! ♥️♥️♥️

აუუუ, როგორ გამიხარდა...
მადლობა, ასეთი შეფასებისთვის და პერსონაჟების სწორი დანახვისთვის.
მართალია, იოანე არ არსებობს და არც კი ვიცი, ვინმე თუ დაიმსახურებს...
სანდრო და ნინა მართლაც სულ სხვაა და მადლობა, მადლობა, მადლობა...:*

 


№30 სტუმარი სტუმარი ნანიკო

აღფრთოვანებული ვარ.
ყოჩაღ და წარმატებები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent