დღიურიდან 2
ცხოვრებაში პირველად მივეცი თავს იმის უფლება რომ ვინმე შემეყვარა,თან იმდენიც მოვახერხე რომ თავიც მოვაბეზრე. არ ვიცნობდი,გესმით?! ადამიანს არც კი ვიცნობდი და შემიყვარდა.ასე უცებ. მიყვარდა და მორჩა. ყოველდღე ფანჯრიდან ვუყურებდი. ყოველ წამს. ერთ დღეს,დაახლოებით დილის 10 საათზე გარეთ გავედი,ვიცოდი რომ მნახავდა,შორიდან მაინც.ასეც მოხდა,თან ისე აღმმოჩნდა რომ მამაჩემთან ერთად იდგა.ამ შანს ხელიდან არ გავუშვედი,რა თქმა უნდა. “მამიკოსთან” მივედი. -გამარჯობათ. ყველა ერთ ხმად მომესალმა,მაგრამ მე მხოლოდ მისი ხმა გავიგე.ოდნავ ბოხი,ამავდროულად ზედმეტას სათუთი და საყვარელი. ნიკა ერქვა. იმწამს მინდოდა უბრალოდ მივსულიყავი და ჩავხუტებოდი მაგრამ...ამიტომ,გადავწყვიტე ჯერ გამეცნო. სახლში წავიდა თუ არა მეც ამოვედი,აბა იქ რაღა ჯანდაბა მინდოდა. შევედი ჩემს ოთახში,ჩავუჯექი ლეპტოპს,მოვიკრიბე გამბედაობა და ვწერ: -რას შვები? - ყველაზე უტაქტო,სასაცილო,სულელური და იდიოტური კითხვაა ვიცი,მაგრამ საუბრის დასაწყებად მგონი ცუდი არ უნდა იყოს. -ამ წამს ამოვედი სახლში,შენ რას შვები? -ხო მეც...ხშირად გხედავ ხოლმე. -მეც და სხვათაშორის მაინტერესებდა შენი გაცნობა. ამ პასუხს მართლა არ ველოდი. ამ დღის მერე დავახლოვდით,მეგობრები არ ვყოფილვართ არც რაიმე სხვა,უბრალოდ ვწერდით, ვურეკავდით და ვნახულობდით ერთმანეთს. შეყვარებაზე საუბარი არ იყო,ჯერ მხოლოდ იმიტომ,რომ ის დიდია,მე -პატარა. ზაფხულიც მოვიდა.სოფელში წასვლა მიწევდა,ცხოვრებაში პირველად მინდოდა თბილისში დარჩენა,ყველაფერს დავთმობდი,ოღონდ არ წავსულიყავი. ამის შემდეგ უფრო ხშირად ვურეკავდით ერთმანეთს და ვწერდით. საღამო იყო,გოგოები გარეთ ვსეირნობდით,ვცადე ნიკასთვის დარეკვა მაგრამ ყურმილს ვიღაც გოგო იღებს.აზრზე არ ვარ ვინ იყო. ტელეფონი გავთიშე და ვცდილობდი არაფერი შემემჩნია,მაგრამ აშკარა იყო რომ სასტიკად დავიგრუზე.სეირნობის თავი აღარ მქონდა,სახლში შევედი და უბრალოდ ვიწექი,არაფერზე ვფიქრობდი. მიიუხედავად იმისა,რომ არ ვიცოდი ის გოგო ვინ იყო,თან გამორიცხული არაა რომ მისი და ყოფილიყო მაინც ვიეჭვიანე. არა არ მიეჭვიანია,შემშურდა?! მოკლედ რაღაც აუღწერელი გრძნობა იყო. მეორე დილით ვნახე რომ ღამის 3საათზე რეკავდა,მხოლოდ ერთხელ,ალბათ დაეჭირა და დაერეკა. მას შემდეგ ქუჩაში გამარჯობასაც ძლივს ვეუბნებით ერთმანეთს. თან ასეთი გაუცხოების მიზეზი დღემდე არ ვიცი. ჩვენში დარჩეს და დღემდე მიყვარს. გუშინაც ვნახე. სეირნობდა. ამჯერად გამარჯობის გარეშე ჩავუარეთ გვერდი ერთმანეთს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.