შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება ( 4 თავი)


21-10-2019, 00:20
ავტორი Gimilis gogo
ნანახია 10 246

დილით თვალები ზანტად გავახილე, თუ კი ოდესმე ემოციურად დაღლილი და დაცარელებული ყოფილხართ მარტივად მიხვდებით ჩემს მდგომარეობას, რამდენიმეწუთის განმავლობაში გაუნძრევლად, ფანჯარაში ერთ წერტილს ვუყურებდი, საერთოდ არაფერზე ვფიქრობდი და ეს იყო ჩემთვის ყველაზე მშვიდი მდგომარეობა.
გვერდით მწოლიარე ანდროს ფრთხილად მოვეფერე და გულში ჩავიკარი, მძინარეს ვუყურებ და ვფიქრობ, ახლა, რომ აქ არ ყოფილიყო ჩემს გვერდით და საერთოდ არ ყოფილიყო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. მე ამდენ სირთულეს ვერ გადავლახავდი და ამდენ წარმატებას ვერ მივაღწევდი, მაგრამ ყველაზე მთავარი ჩემი შვილი არ იქნებოდა ჩემს გვერდით.

ავარიამაც რაღაც მასწავლა და ახლა სწორეედ ამაზე ვმუშაობდი, სწორედ ამიტომ, რამდენიმე დღე სახლში ვაპირებდი ყოფნას და დასვენებას, მხოლოდ გადაუდებელ საქმეებს მოვაგვარებდი სახლიდან. რაც შეეხება ავარიას, ჩემს გარდა არავინ დაშავებულა, როგორც თორნიკემ მითხრა საჭესთან ნასვამი ადამიანი იჯდა და ამიტომაც, მოხდა ასეთი ამბავი, არ მიჩივლია, უბრალოდ რაღაც ჯარიმა დააკისრეს, ვიცოდი, რომ ეს ადამინიც ძალიან შეშინებული იქნებოდა, ამიტომ პრობლემის შექმნას და ცხოვრების დანგრევას არ ვუპირებდი, ისედაც გაანალიზებდა და დარწმუნებული ვარ, თავის ქცევას გამოასწორებდა. დილიდანვე თორნიკე ჩვენთან ერთად იყო, ჩემმა გემრიელმა საუზმემ ყველას ხასიათზე კარგად იმოქმედა, საუზმის შემდეგ, დედაჩემიც შემოგვიერთა ფილმის საყურებლად და ჩემი საყვარელი ადამიანების გარშემო თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი, უკეთესად ვხვდებოდი, რომ ვერანაირი რაოდენობის ფული ამ ტკბილ წუთებს ვერ ჩაანაცვლებს. დღის დასასრულს კი, სანამ დავიძინებდი რამდენიმე დოკუმენტი გადავამოწმე, ხელმოწერილი დოკუმენტები ჩემს მდივანს გავუგზავნე, გადაღლილი ჩემს საწოლში ჩავწექი, ზუსტად ისეთ საწოლში როგორზეც ყოველთვის ვფიქრობდი: ეს იყო მაღალი, ფუმფულა, თეთრი თეთრეულით და ფანჯარასთან მიდგმული, ზედმეტად მყუდრო გარემო, რომელიც ძალიან ძალიან მიყვარდა. დაძინებას ვაპირებდი, მაგრამ ტელეფონის ზარმა ხელი შემიშალა, ვიფიქრე, რომ ჩემი მდივანი რეკავდა, რადგან გავაფრთხილე, რომ თუ აუცილებელი საქმე ექნებოდა ნებისმიერ დროს დაერეკა, ამიტომ თითქმის თვალებ დახუჭულმა, ისე ვუპასუხე, რომ არც კი დამიხედავს ეკრანისთვის
-გისმენთ - ვამბობ, თან ერთ ხელს თავზე ვიდებ, ისე მეძინება, რომ ლაპარაკის უნარიც კი წართმეული მაქვს
-ანნა, გამარჯობა - ბოხი ხმის გაგებისას, ჯერ გულის სწრაფ ცემას ვგრძნობ და შემდეგ აანალიზებს ჩემი ტვინი ადრესატის ვინაობას
-გამარჯობა, ლუკა - ვამბობ და არაფერს ვგრძნობ, ამდენი ემოციისგან იმდენად დავიღალე, რომ სრულიად ‘’გამომშრალი’’ ვიყავუ
-ანნა, როგორ ხარ?
-კარგად ვარ, შენ?
-არამიშავს, ხომ არ გეძინა? ძალიან გვიან ხომ არ გირეკავ?
-სიმართლე გითხრა დაძინებას ვაპირებდი - საწოლის ზურგს მივეყუდე.
-ბოდიში, რომ ხელი შეგიშალე
-არაუშავს
სიჩუმე იყო, არცერთი ხმას არ ვიღებდით, მისი გახშირებული სუნთქვა გარკვევით მესმოდა.
-ანნა, მხოლოდ ერთ რაღაცას გეტყვი, მე ვიცი, რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც შენ ფიქრობ - ეს თქვა და ტელეფონი გათიშა, ვერ მივხვდი რას ნიშნავდა მისი ეს სიტყვები, მაგრამ არ მანაღვლებდა, რადგან ის თავის დანაშაულს მაინც ვერასდროს გამოისყიდდა,მიუხედავად იმისა, რომ ეს მე ძალიან მინდოდა, მაგრამ მხოლოდ ახლა მივხვდი ამას.
მეორე დღეს დილით, უკვე სამსახურში ვიყავი ,საქმეში იმდენად ჩაფლული ვიყავი,რომ მდივანის ხმაც კი ვერ გავიგე, რომელიც აშკარად, უკვე დიდი ხანი იდგა კარებში.
-ქალბატონო ანნა
-გისმენ ლიკა
-ახალი პარტნიორისაგან ახალი შემოთავაზება მივიღეთ, შეგიძლიათ იხილოთ - ფურცელს მაგიდაზე მიდებს - და თქვენთან სტუმარი
-ვინ არის? - ვეკითხები ისე, რომ თავს ქაღალდს არ ვაშორებ
-ლუკა აბაშიძე
-ხო რა თქმა უნდა, ასეც ვიცოდი - ჩემთვის ჩავილპარაკე
-უკაცრავად, რამე მითხარით?
-არა ლიკა, შეგიძლია შემოუშვა
ლიკა გავიდა და მალევე, ლუკა შემოვიდა, თითქოს ვიცოდი კიდევაც, რომ იმ შეხვედრის შემდეგ, ლუკა ისევ, თავისი ნებით გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში და ასეც მოხდა
-გამარჯობა ლუკა
-ანნა, როგორ ხარ? - მხიარული მომეჩვენა
-ზედმეტად დაკავებული, შეგიძლია დაჯდე - მე ჩემს ადგილს დავუბრუნდი და ვეცადე კონცტრირება ისევ საბუთებზე გადამეტანა
-როგორც ჩანს ძალიან დაკავებული ხარ
-კი, ავარიის გამო ბევრი საქმე დაგროვდა.
-შენ მიაღწიე იმას, რაც ჩაიფიქრე და მე ვამაყობ იმით, რომ ოდესღაც შენს გვერდით ვიყავი-მითხრა და ცოტახანს უთქმელად ვუყურებდი თვალებში, მისი ნათქვამი გავიაზრე, მაგრამ ვერაფერი ვერ ვუთხარი,თვალი ავარიდე, მაგრამ ფიქრებით ისევ მასთან ვიყავი, ვცდილობდი ცრემლებს მოვრეოდი შეუმჩნევლად
-ქალბატონო ანნა - კაბინეტში ლიკა შემოვარდა -მამათქვენი ის.. ის ავარიაში მოყვა და... ვწუხვარ
ვერ ვაანალიზებდი მის ნათქვამს, მხოლოდ ერთ წერტილს ვიყავი მიშტერებული და ვფიქრობდი,რომ ის აღარ იყო, ცრემლებმა და ჩემმა კივილმა ერთროულად მოიცვა კაბინეტი,მხოლოდ ლუკას ხელებს ვგრძნობდი სახეზე და უაზრო ლაპარაკს, ჯერ კიდევ გონზე არ ვიყავი,როდესაც სავაადმყოფოშიმივედით,დედაჩემი ჩამქრალი თვალებით დერეფანში იდგა და არც კი ვიცი რა ძალით იკავებდა თავს, რომ არ ეყვირა ბოლო ხმაზე, მერე უბრალოდ გონება დავკარგე...
ძილბურანში რაღაც ხმები მესმოდა, მაგრამ ვერ ვარჩევდი სიტყვებს, თვალები ძლივს გავახილე, ჩემი ოთახი ვიცანი და ამ ოთახში შავებში ჩაცმული დედაჩემი და ლუკა, დედაჩემს ლუკას მხარზე ედო თავი და ტიროდა
-დედა - ჩემი ხმა ძლივს ვიცანი, ყველაფერი გამახსენდა და ავტირდი
-ანნა - ლუკა ჩემს გვერდით ჩამოჯდა
-მამაჩემი...
-ანნა, შემომხედე, საყვარელო, გთხოვ, მშვიდად - ლუკამ ჩამიხუტა, მის მხარზე დავდე თავი და ხელს ისე ვუჭერდი თითქოს მისი ბრალი ყოფილიყოს -ჩშშ, ჩემო პატარაა გთხოოვ
-მასთან წამიყვანეთ - ვთქვი და საწოლიდან ადგომისთანავე ვიგრძენი თავბრუსხვევა, ლუკას ხელი წელზე ვიგრძენი, თუმცა შეწინააღმდეგების თავი არ მქონდა, კიბეზე მასზე დაყრდნობილი ჩავედი, არ ვიცოდი რა დრო იყო, მაგრამ საკმაოდ ბევრი ხალხი ირეოდა მისაღებში, დამინახეს თუ არა ყველამ თანაგრძნობით სავსე თვალებით შემომხედა
-ყველამ მარტო დამტოვეთ - ძლივს ვთქვი და მამაჩემს მივუახლოვდი,ყველა გავიდა,მაგრამ ლუკა იქვე იდგა -ლუკა -მივუბრუნდი,მაგრამ სანამ რამეს ვეტყოდი უარის ნიშნად თავი გააქნია
-ერთხელ მაინც ნუ მოგერიდება ვინმესი და შენი ტკივილი თუ დარდი სხვისი თანდასწრებით სხვას გაუზიარე - თქვა და თავი ისევ მამაჩემისკენ მივაბრუნე, იატაკზე დავჯექი და ცოტახნით ჩავფიქრდი, ერთი ხმის ამოღება მინდოდა, რომ ბოლომდე დავცლილიყავი
-კარგი მამა არასდროს ყოფილხარ -ვთქვი პირველი სიტყვები და ლუკასიც დამამაჩემისაც კი შემრცხვა, რადგან ჩემს ემოციებს და ტკივილს ვყვებოდი -ეს შენც ძალიან კარგად იცოდი, შენ როცა გაგიხსენებ, ჩემს თავში ყოველთვის ცუდი მომენტები ამოტივტივდება, მაგრამ ვეცდები,რომ კარგი მომენტები შევაგროვო და მასზე ვიფიქრო,იმიტომ რომ შენი შვილი ვარ - გავჩუმდი,ცრემლები ყელში მიჭერდა და ლაპარაკის საშუალებას აღარ მაძლევდა, მაგრამ უნდა მეთქვა, უნდა დამესრულებინა - პატარა, რომ ვიყავი,მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი რას ნიშნავდა დედას თითოეული მტკინვეული ამოძახილი, როდესაც შენ მას ხელს ურტყავდი, დროთა განმავლობაში, როცა გავიზარდე მივხვდი, რომ ძალიან მეზიზღებოდი და როდესაც, უბრალოდ რაღაც კარგი გრძნობა გაიღვივებდა, მაშინვე ვაჩუმებდი და ვკლავდი, მაგრამ იქნებ შენ სწორედ ეს გჭირდებოდა? იქნებ ჩემი ერთი ჩახუტება მაინც ყველაფრის გამოსწორების მიზეზი გამხდარიყო? მაგრამ არა, ეს ვერ შევძელი, რადგან ჯერ კიდევ ბავშვურად ჩარჩენილი მქონდა, რომ მეც რამეს დამიშავებდი, არასოდეს მედექი გვერდში,იმის მიუხედავად, რომ მშიერი და შიშველი არ დავდიოდი ქუჩაში, ჩემი არც ერთი წარმატება არ გიხაროდა, მაგრამ იქნებ შენც ჩემსავით გიჭირდა შენი სიხარულის გადმოცემა, მაგრამ ამდენჯერ ვერ შეძელი ერთი სიტყვის თქმა? როდესაც ლუკამ მიმატოვა - თავი დავხარე და თითოეული ჩემი გრძნობა მახსენებდა თავს - მახსოვს, როგორ ცუდადაც ვიყავი, სახლში,რომ მოვედი იმ საღამოს ცინიკურად მითხარი გახსოვს? ლუკას ხომარ დაშორდიო? მაგრამ შენ ვერ ხვდებოდი, რომ გული საშინლად მტკიოდა -ავტირდი, რადგან ეს პერიოდი, რომელსაც ახლა ვიხსენებდი, ჩემთვის ყველაზე მტკინვეული იყო, იმ ორმა ადამიანმა, რომელმაც ყველაზე მეტად მატკინა გული ახლა ორივე აქ იყო, მივხვდი, რომ ლუკა სკამზე ჩამოჯდა - ერთხელ არ გიკითხავს რა მოხდა? რამე მაწუხებდა თუ არა, როდესაც გაიგე, რომ ორსულად ვიყავი, მახსოვს, როგორ დამარტყი, მაგრამ ეგ არ მტკიოდა, მაშინ კი საშინლად მეტკინა გული, როდესაც ბავშვის მოშორებას მაიძულებდი და როგორ ცდილობდი ჩემს კიბიდან დაგორებას და მუცელში წიხლების რტყმას, მაგრამ ვერაფერი ვერ შეძელი, ვერ დამაშორე ჩემს პატარასთან, მითხარი რატომ არ დამეხმარე? მაშინ,როდესაც მარტოს მტოვებდი ბედის ანაბარას, რატომ არ დამტოვე და რატომ არ დამეხმარე? და დედა? დედა, რომელიც ჩემზე ადრე გაუშვი და ისიც ასე დატოვე, თან ისე, რომ მასთან შეხვედრასაც ვერ ვახერხებდი, მითხარი რა ადამიანი იყავი? არც შვილი და არც შენი ცოლი არ გეცოდებოდა? მიხარია, რომ დედამ სხვა ადამიანი იპოვა ვისთან ერთადაც ბედნიერია, მაგრამ იცი რა? ახლა ის აქაა და მაინც გლოვობს შენს გარდაცვალებას, რადგან მაინც უყვარხარ, რადგან მაინც ყველაფერი გაპატია, მეც გაპატიე, რადგან შენნაირ ისედაც არარაობებს საპატიებელი ვერაფერი ვეერ ექნებათ. - ვტიროდი და თან ველაპარაკებოდი, ვმშვიდდებოდი, მაგრამ ბოლომდე არ ვიყავი განთავისუფლებული - ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემს შვილს შენნაირი მამა არ ეყოლებოდა, მაგრამ ჩემს შვილს მამა არც არასდროს ყოლია - თვალი ლუკასკენ გავაპარე და ვხვდებოდი,რომ მასაც ძალიან სტკიოდა, ჩაწითლებული და დამნაშავეს თვალებით მიყურებდა, მაგრამ ის ვერაფერს შეცვლიდა,საერთოდ ვერაფერს - მამა, იქნებ მართლა შემეძლო შენი გამოსწორება, მაგრამ ეს არ ან ვერ გავაკეთე? იქნებ, ჩემი სიყვარული, რომ დამენახებინა იქნებ შემეცვალა რამე? მაგრამ მე ეს ვერ შევძელი, შენ კი შეცვლა, ახლა ვხვდები, როგორ ვგავართ ერთმანეთს. მომიტევებია მამა შენთვის ყველაფერი, დაე უფალმა მოგიტევოს იმ ცოდვებისთვის, რომელიც ჩადენილი გაქვს -ფეხზე ავდექი და შუბლზე ვაკოცე, ჩემი რამდენიმე ცრემლი მის ცივ და გაფითრებულ სახეს დაეცა
-ანნა, გთხოვ ოდესმე მაპატიე რა -ლუკას სიტყვები კართან მაჩერებს, მის ჩახლეჩილ ხმას ვგრძნობ და გული მიკვდება, მის ასეთ მდგომარეობაზე, რომ ვფიქრობ,იქნებ მასაც როგორ უჭირდა, იქნებ მააც როგორ სტკიოდა, იქნებ რაიმეს გამო იძულებული იყო? ამას ოდესმე გავიგებდი, თუმცა ახლა არა
ხმა არ მომიღია, გარეთ ამაყად გავედი და ოთახში ავედი, კარი მივხურე, უაზროდ მივაშტერდი ერთ წერტილს
-გაპატიე ლუკა, ჯერ კიდევ მაშინ გაპატიე, როდესაც იმ საღამოს კედელთან ჩაკეცილს ზურგი მაქციე და წახვედი
ჩემმა შეკავებულმა ტკივილმა ცრემლებთან ერთად იფეთქა...

მოგესალმებით, ესეც მეოთხე თავი, იმედი მაქვს მოგწონებათ, წინა მესამე თავზე თქვენი კომენტარები, რომ ვნახე ძალიან გამიხარდა, რადგან მკითხველის აზრი ავტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს ახლაც დამიტოვებთ თქვენს შთაბეჭდილებებს.



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან კარგად წერ და მინდა გითხრა გრძნობიერებით აღსავსე იყო ეს თავი, მხოლოდ ერთს გთხოვ, თავები გაზარდე, რადგან არ მყოფნის. იმედია უფრო ხშირადაც დადებ. წარმატებები!!!!

 


№2  offline წევრი Gimilis gogo

სტუმარი ნინი
ძალიან კარგად წერ და მინდა გითხრა გრძნობიერებით აღსავსე იყო ეს თავი, მხოლოდ ერთს გთხოვ, თავები გაზარდე, რადგან არ მყოფნის. იმედია უფრო ხშირადაც დადებ. წარმატებები!!!!

ძალიან დიდი მადლობაა ♥ აუცილებლადდ გავზრდი, უბრალოდ მინდოდა ეს თავი ასე დამესრულებინა.

 


№3  offline წევრი Soposofi

dzalian kargad wer kargi gadasvlebiii gaqvs ,iseti ar aris zogs rom ver gaigeb tavs da bolos .Aseve dzaan kargad aris emocebi gadmocemuli erti is minda rom tavebi gazardoo tore arc me ar myopnis:)) <3 da ar daagviano tveobitra :))

 


№4  offline წევრი Gimilis gogo

Soposofi
dzalian kargad wer kargi gadasvlebiii gaqvs ,iseti ar aris zogs rom ver gaigeb tavs da bolos .Aseve dzaan kargad aris emocebi gadmocemuli erti is minda rom tavebi gazardoo tore arc me ar myopnis:)) <3 da ar daagviano tveobitra :))

როგორ მახარებთ ხოლმე, თავებს აუცილებლად გავზრდი და თვეობით არ გავწელავ გპირდები, აქამდე მაქსიმუმ 1კვირა თუ იქნება შუალედიი და ისეთ მოტივაციას მაძლევთ რომ მალე დავდებ აუცილებლად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent