გარდაცვლილი ბედნიერება
მშვიდი დილა იყო, მოწმენდილი ცა. ზღვა ოდნავ ტორტმანობდა. სანაპიროზე ვიჯექი. მთელი გონებით მასზე ვიყავი გადართული. მზის ამოსვლა, თოლიების გუნდი და მე. ულამაზესი ხედი იყო, უკეთესს ვერც ისურვებდი. და მაინც, თავს მარტოსულად ვგრძნობდი, მენატრებოდა... ზღვას ვუყურებდი და მისი თვალები მახსენდებოდა. ვფიქრობდი რა იქნებოდა, ახლა ჩემს გვერდით, რომ ყოფილიყო... მგონი ვგიჟდები. ყველგან მას ვხედავ. თავს არ მანებებს, ყველგან თან დამყვება. მისი ცისფერი, უკიდეგანო თვალები, თხელი ვარდისფერი ტუჩები უბრალოდ მაგიჟებდა. პატარა ნატიფი თითები, რომლის შეხებას ახლაც ვგრძნობ სახეზე. მისი ხშირი რითმული სუნთქვა, რომელიც მელოდიასავით ჩამესმის ყურში. თოვლივით თეთრი კანი, ულამაზესი გამოყვანილი სხეული და მისი სურნელი... ღმერთო ახლა ჭკუიდან შევიშლები. ფიქრებიდან ქალის ხმამ გამომიყვანა. მას ავხედე და ისე გავოცდი თვალები გამიფართოვდა. ალბათ ამიტომაც შეეშინდა, მაგრამ მაშინვე გონს მოეგო და ალერსით მკითხა - "ხომ კარგად ხართ?" მე კი ისევ ისეთი გაოგნებული ვუყურებდი. ის იყო.. ნამდვილად ის იყო, მაგრამ როგორ?! არმესმის... მან კითხვა გამიმეორა, მხარზე შემეხო და ბოლოს და ბოლოს გამოვფხიზლდი, ფეხზე ავდექი და გავიქეცი, ერთი კი მოვიხედე უკან, ის კი გაუნძრევლად იდგა და მიყურებდა. ის თეთრი კაბა ეცვა... რომელსაც ნიავი ლამაზად უფრიალებდა. შეუძლებელია, ის ვერ იქნება, ის ხომ მოკვდა?! მე კი სულების არმჯერა... როგორც იქნა სახლში მივაღწიე. საწოლზე დავემხე, თვალები მაგრად დავხუჭე და იმის იმედად დავიძინე, რომ გაღვიძებისთანავე ეს სიზმარიც დამთავრდებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.