შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქორწილო კაბა (7თავი)


21-10-2019, 11:00
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 072

ველოდი, ველოდი მოთმინებით ლუკას გონს მოსვლას, ერთი წამითაც არ დამიშვია ის რომ შეიძლება გონს აღარასდროს მოსულიყო, ვერც დავუშვებდი, ფიქრშიც კი არ შემეძლო ამის დაშვება, რომ ლუკა, ჩემი ლუკა შეიძლება ვეღარასდროს ჩამეხუტებინა, ვეღარასდროს შემეგრძნო მისი სურნელი, ვეღარასოდეს ამეჩეჩა მისთვის თმა და გამებრაზებინა, ცრემლები მომეძალა და ძალა წართმეული კედელს მივეყრდენი დავცურდი და იატაკზე დავჯექი.
-მარიამ-ლიკუნას ხმამ გონს მომიყვანა და რომ შევხედე უფრო ამეტირა -ნუ ტირი გთხოვ -ჩამეხუტა ლიკუნა, მე ძლიერად მოვხვიე ხელები და მივხვდი რომ ასეთ მძიმე მომენტებში ვიღაცის მხარდაჭერა, სულ უბრალო ჩახუტებაც სიცოცხლის ძალას გმატებს.
-ლიკინა-ამოვისლუკუნე და კიდევ ავტირდი
-მარიამ ასეთი რამ როგორ დამიმალე?-მომაყარა საყვედურები -განა შეიძლება ასეთ მძიმე დროს ადამიანი აქ მარტო იჯდეს და ელოდოს ძმის გადარჩენას? გგონია ასეთი ძლიერი ხარ? გგონია ასე მარტივია? -ლიკუნას საყვედურებმა ყურადღება გადამატანინა და ტირილი შევწყვიტე, მას ვუყურებდი თვალებში და ვხედავდი როგორ უჭირდა ახლა აქ ჩემს გვერდით ყოფნა და ამ ყველაფრის გადატანა ჩემთან ერთად
-არმინდოდა ისევ გადაგეტანა ის რაც გადაიტანე, ისევ გაგახსნოდა ძველი იარა
-ერთად ყველაფერს გავუძლებთ-ჩამეხუტა და იატაკზე მჯდომი ამაყენა, სკამზე დავსხედით აცრემლებული თვალებით რადგან ლიკუნასაც ძველი იარა გაეხსნა უნებურად და ვერ შეძლო გამკლავებოდა მოწოლილ ტკივილს.
-ლიკუნა საიდან გაიგე? -ვკითხე უსიამო ფიქრების გასაფანტად
-მეე? -ჩამეკითხა ფიქრებში წასული
-ხოო შენ! აქ სადმე სხვა ლიკუნას ხედავ? მან გითხრა არა?
-ხოო სანდრომ დამირეკა და მითხრა მარიამთან წადი მარტო არ დატოვოო
-რა მზრუნველია-დავბრიცე ტუჩები უკმაყოფილოთ
-გინდა წავიდე? -ლიკუნა ფეხზე წამოხტა
-სად უნდა წახვიდე-დავებღაუჭე და დავსვი
მას სიცილი აუტყდა -რაა აქ სასაცილო? -
ვითომ გავბრაზდი
-სანდროს ხსენებაზე მოკლეთ ელეთმელეთი გემართება -გააგრძელა სიცილი
-ზედმეტად თავდაჯერებული და ამპარტავანია
-სრულებითაც არა, მისი დანაშაული ის არის რომ უგონოდ უყვარხარ
-მაგას გონებაც აქვს? -ვკითხე სრული სერიოზულობით, მას გაეცინა ჩემ სიფათზე,
-მარიამ, მარიამ, ჭკვიდან გადამიყვანე ბიძაშვილი, ამერიკაშივე შეუყვარდი მგონი მაგ შეშლის-წარბი აწია და მომაჩერდა -
ჩვენს სურათს დავდებდი თუარა სოც ქსელში მაშინვე მირეკავდა შენზე მეკითხებოდა, ყველაფერი აინტერესებდა ვაბშე,
-შენც მაშინვე მოახსენებდი არა სად რატომ და როგორ გადავიღეთ ფოტო, მე რატომ ვარ ყველა სურათში დამრუშკული და და სე შემდეგ
-ჩემი ჭკვიანი-ლოყაზე მომჩქმიტა-აბა რა, ის კიარა იმასაც ვეუბნებოდი რა საშინელი კულინარი ხარ და რეებს მაჭმევდი, იმ სულელსაც დაევასე და ერთი სული ქონდა ჩამოსულიყო რომ გაეცნე
-მადლობა ლიკუნა, კაი შარს გადამკიდე
-მარიამ მართლა არ მეგონა ასე თუ გაგიჟდებოდა-ლიკუნა მოიღუშა -სურათებით ყველა მოწონდა მაგას და სულ რაღაცას ძიობდა, მაგრამ შენ ძაან დაგადგა თვალი მაგრამ მაინც ვერ ვიფიქრებდი ასე თუ მოხდებოდა
-არაუშავს გავუმკლავდები როგორმე, მთავარი მამაისია, ის ურჩხული
-მარიამ ის კაცი მართლა საშიშია, მამაჩემი გააგიჟოს ლამის, თავის ჭკვაზე გვატარებს ყველას, თუ რამე არ მოეწონება ისე გვექცევა თითქოს მისი დაუძინებელი მტრები ვიყოთ
-მძულს ეგ კაცი
-ბიძაჩემი კია მაგრამ მეც -საუბარი შევწყვიტეთ რადგან იმ საშინელი კაცის გახსენებამ უფრო ამიმღვრია სული. ლიკუნას დავადე მხარზე თავი და დერეფანს გავხედე ინსტიქტურად რადგან ფეხის ხმა მომესმა, სანდროს დანახვამ უარესად გამაღიზიანა და ზედაც არ შევხედე მამაისის გახსენებით სულამღვრეულმა
-მარიამ როგორ ხარ? -გადაკოცნა ლიკუნა და მე მომაჩერდა, მე ავხედე და სახეზე დაძაბულობა და მღელვარება ამოვიკითხე
-შენი აზრით როგორ უნდა ვიყო? -ვკითხე ბრაზ მორეულმა, და ვაგრძნობინე სისულელე რომ მკითხა
-რამე შეიცვალა?-შემომხედა აფორიაქებულმა
-არა-ვუთხარი დაღვრემილმა
-მარიამ ვიცი რომ ცუდად ხარ მაგრამ უნდა გითხრა -მითხრა ყოყმანით
-რახდება? -მე დავიძაბე, მივხვდი ეომ რაღაც ცუდის თქმას აპირებდა ისე ღელავდა
-მამაშენია ცუდათ-შემომხედა და უცბათ მითხრა
-რა დაემართა მამაჩემს? რახდება? შენ საიდან იცი? ხმა ამოიღე-წამოვვარდი სკმიდან და სანდროს მივვარდაი
-შენთან სახლში ვიყავი და მაშინ გახდა ცუდად -ჩაიდუდუნა
-ჩემთან სახლში? ჩემთან სახლში?-ვყვიროდი გიჟივით -რაგინდათ ჩვენგან რას გადაგვეკიდეთ? -სანდროს წინ დავდექი ბოლო ხმაზე ვყვიროდი, ცრემლები მომეძალა და მოწოლილ ცრემლებს ვერ შევეწინააღმდეგე და გადმომცვივდა, სანდროს თვალებში ვუყურებდი და თავი დავხარე, არ მონდოდა ასეთი საცოდავი ვმდგარიყავი მის წინ , ცრემლები შევიშრე მაგრამ ისევ გადმომცვივდა
-მარიამ წადი, მე აქ დავრჩები თუ რამე შეიცვალა დაგირეკავ - ლიკუნამ ხელსახოცით ცრემლები შემიშრო
-არაფერი დამიმალო რაცგინდა მოხდეს-ამოვისლუკუნე და ისევ ცრემლები რომ მომაწვა გავჩუმდი და კიბისკენ წავედი, სწრაფი ნაბიჯით ჩავიარე
-რატომ მომყვები-ვიყვირე როცა სანდრო გვერდით ამომიდგა
-მე წავიყვან
-შემეშვი-ვუთხარი მაქსიმალურად მშვიდათ და ეზო გადავჭერი
-შენ არიცი სადა უნდა წახვიდე-მიას სიტყვებზე მისკენ მივბრუნდი
-ხოდა მითხარი
-მე წაგიყვან გასაგებია? მარტოს არ გაგიშვებ -სანდრომ თვალი თვალში გამიყარა
-არ გაბედო და არ მომიახლოვდე -ხელი ავიქნიე როცა ხელი გამოწია ჩემს დასაჭერთ
-მარიამ გეყოფა
-მე მეყოფა მაგრამ თქვენ რატომ არ გეყოფათ ჩვენი წამება? რა გინდათ ჩვენგან? იცოდე მამაჩემს რომ რამე მოუვიდეს არასოდეს გაპატიებ -დავუყვირე და გაჩერებისკენ წავედი ტაქსი გავაჩერე და შიგ რომ ჩავჯექი მაშინ ვიგრძენი რა ცუდად ვიყავი, ტელეფონი ვთხოვე და დედას დავურეკე მეორე ზარის მერე მიპასუხა
-დედა მარიამი ვარ სად ხართ?
-გაგახსენდა მშობლებიც რომ გყავს?
-დედა სად მოვიდე
-ღუდუშაურში
-მამა ძალიან ცუდადაა? -ამოვისლუკუნე და ცრემლები წამსკდა
-ძალიან-მითხრა ატირებულმა და გამითიშა,
გულინძალიან მატკინა მისმა სიტყვებმა იმდენად ეომ ვიგრძენი როგორ ძლიერად შემეკუმშა და ვეღარ ამოვოსუნთქე, მძღოლმა ტაქსი გააჩერა გადმოვიდა და გადასვლაში მომეხმარა, მე ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე მაგრამ მაინც არ მყოფნიდა, ვგრძნობდი რომ სუნთქვა მეკვროდა, ვგრძნობდი როგორ მეცლებოდა ნელნელა ძალა და სავარძელში დავჯექი
-უკეთ ხართ?-მძღოლის კითხვამ ცოტა გამომაფხიზლა
-ბოდიშს გიხდით-ჩავიდუდუნე თავდახრილმა
-რას ბრძანებთ-მეავხედე როცა წყლის ბითლი გამომიწოდა -დალიეთ უკეთ იგრძნობთ თავს -წყალმა ცოტა გამომაფხიზლა და ვუთხარი წავიდეთ მეთქი
მთელი გზა მამაზე ფიქრში გავლიე, ორი სტენტი ედგა და ერთხელ ინსულტი ქონდა გადატანილი იოლ ფორმებში, გული მუდამ აწუხებდა, ვინიცის ახლა რა დაემართა და რა მდგომარეობაშია, ამ ფიქრებში გართული ვერც მივცვდი როგორ მოვედით საავადმყოფომდე.
მიმღებში შწვვარდი და ვიკითხე სად იყო მამაჩემი, მეორე სარაათულზე ავვარდი და დედას ძებნა დავიწყე რომ დავინახე მისკენ გავიქეცი და ჩავეხუტე, დედაც ჩამეხუტა და ერთად ვტიროდით კარგახანს, იქამდე სანამ პირველმა ემოციებმა არ გადაიარა
-რა დაემართა მამას
-ის საბუთები მოგვიტანეს-დედას ხმა ჩაუწყდა-და დავარდა მამაშენი გონწასული
-სანდროს რა უნდოდა იქ
-მამაშენს უთხრა გადადექიო-ამოისლუკუნა და ატირდა -ეტყობა მამამისმა მოაგზავნა იმის სანახავდ მოაწერდა თუ ვერა მამაშენი იმწყეულ საბუთებს ხელს, თან ცდიდა გადადგებოდა თუ არა მინისტრობიდან მამაშენი
-დედა ჩემსგამო მოხდა ყველაფერი ისევ-ამოვიტირე და გარეთ გამვარდი აივანზე, მოაჯირწბს დავეყრდენი და ძლიერად მოვიჭირე ხელები, ალბათ ვცდილობდი ბრაზივდა ზიზღი საკუთარი თავისადმი ასე ჩამეხშო, უცებ ვიგრძენი რომ ვიღაცის ხელები შემეხო გაყინულ ხელებზე და მოაჯირისგან ამაღებინა,მე ვერ გავიაზრე ვინ მედგა ზურგიდან და უმალ მივტრიალდი მაგრამ იმ წამებში ვე დავინახე ვინ იდგა ჩემ წინ,თვალთ დამიბნელდა თითქოს, როცა სანდროს სახეს გადავაწყდი ვიგრძწნი როგორ ამასხა სისზლამ თავში
-აქ რას აკეთებ გაეთრიე აქედან!-ვუყვირე და ხედები მივბჯინე გულზე -წადი ჩემი ცხოვრებიდან, თავი დამანებე კიდვ ვისი სოცოცლე გინდა შემოგწირო? არ გეყოთ რაც გაგვიკეთეთ? კიდევ რა გინდა? არ კმარა? არ გეყოთ ჩვენი უბედურება? ყველაფრი ჩემსგამო მოხდა, შენ დაახლოვე მამაშენი ჩვენ ოჯახს და ცხოვრება ჯოჯოხეთად გვიქციეთ!
-მე შენთვის და შენი ოჯახისთვის არაფერი დამიშავებია იმიტომ რომ მიყვარხარ მარიამ -დამიყვირა გაღიზიანებულმა მე კი სახეში გავარტყი, რამდენიმე წამს ვიდექით ისე რომ არცერთი არ გავტოკებულვართ და თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს, მის ცისფერ თვალებს ბრაზისა და მრიახანებისგან სიწითლე შეეპარა , ხალები მომუშტა და ქვედა ყბა აუთრთოლდა, მეკი ვიდექი გარინდული და მის თვითოეულ მოძრაობას დაძაბული ვადევნებდი თვალს, ჩვენი მდგომარეობა მისი ტელეფონის ზარის ხმამ განმუხტა რომელიც ჯიუტად და გაბმულად რაკდა, მან ამოიღო და ნომერს რომ დახედა უპასუხა
-ჯანდაბა ლიკუნა რა გინდა-ჩაყვირა ტელეფონში -რა ლუკა ვინ ლუკა-დაიღრინა გაღიზიანებულმა და უცებ მიხვდა და მე მომაშტერდა
-რახდება-ხმა ამიკანკალდა და მას მივაჩერდი
-ლუკას გული გაუჩერდა და ისევ რეანიმაციაში გადაიყვანეს-გაიმეორა ლიკუნას სიტყვები ავტომატურად, როგორც ჩან რადგან ძლიან დაბნეული იყო
-მარიამ-დედაჩემის ყვირილზე შევხტი ადგილზე -ეს ბიჭი რას ამბობს?-დამიყვირა ისევ და მხრებში დამებღაუჭა და შემაჯანჯღარა, მე გაავავებული ვიდექი და ხმას ვერ ვიღებდი -მიპასუხე? -იკივლა დედამ
-ლუკამ სცადა, მაგრმ გადარჩა-სანდრო ჩაერია ლაპარაკში დედამ სახეში ისე ძლიერ გამარტყა სახეში რომ შევტორტმანდი
-ჩემი შვილი სიკვდილს ებრძვის და შენ არაფერი მითხარი-იკივლა ისევ და მე დამაჯანჯღარა -როგორ გაბედე! ვინ ხარ! რა უფლებით? ის მე გავაჩინე! ის ჩემი შვილი, შენ გიყვარს და მე არა? როგორ გაბედე ამის დამალვა! -ხელი გამიშვა -გავგიჟდები გავგიჟდები გესმის? ახლა გავგიჟდები-ტიროდა და აქეთიქით დადიოდა
-წაგიყვანთ თუ გნებავთ-სანდროს ხმამ გამოაფხიზლა თითქოს და მას მიაჩერდა, თვი დაუქნია მხოლოდ, ლაპარაკის ძალა არ შერჩენოდა. მეც გავყევი მათ, დედა ძალიან ცუდად იყო, ერთ საათში თითქოს დაბერდა გატყდა, გაილია, გაიცრიცა, ამაყი და მოხდდნილი თათიასგან არაფერი დარჩენილა.
საავადმყოფოში რომ მივედით დედამ ერთი ამბავი ატეხა და ლუკას სანახავად შეუშვეს. ლიკუნა მე მომაჩერდა დამფრთხალი მერე სანდროს და თვალით რაღაც მანიშნა, მე ვერ მივხვდი და აივნიდან შემოსული თორნიკე რომ დავინახე თითქოს გონება სამიბინდდა, წამიერად სუნთქვა შწმეკრა და ვიგრძენი სისხლიბროგორ გამეყინა ძარღვებში
-აქ რას აკეთებ-სანდრო რომელიც ჩემ უკან იდგა მისკენ წავიდა
-შენთვითონ რას აკეთებ აქ-ლიკუნას უკან მდგარი თორნიკე კი ჩვენსკე წამოვიდა
-არ გაბედოთ-ვიყვირე ისტერიულათ და ორივე გაჩერდა, ართმანეთს მიაჩერდნენ და თვალებით ბურღავდნენ -წადით ორივე თავი დამანებეთ საკმარისია, მოვიტირე და კედელს მოვეყრდენი, ლიკუნა მომიახლოვდა და თმაზე მომეფერა
-მარიამ-თორნიკემ ჩემსკენ გასმოდგა ნაბიჯი და სნდეომ გზა გადაუღობა
-არც იფიქრო-დაუბღვირა თორნიკეს რომელმაც ბრაზისგან კბილები გაახრჭიალა ხელები მომუშტა და მოულოდნელად დაარტყა სანდროს სახეში და ისე ძლიერად რომ ის შეტორტმანდა, სანამ სანდრო პასუხს დაუბრუნებდა შუაში ჩავდექი
-არ გაბედოთ!-ვიყვირე და სანდროს მივუბრუნდი -წადი აქედან , ის მე დამაცქერდა და მერე თორნიკეს გახედა
-სანამ მე ვსუნთქავ უფლებას არ მივცემ ახლოს გაგეკაროს და მე რომ აღარ ვიქნები არც შენ იქნები
-რას ბოდავ გგონია რახან ჩემი თავი აცემინე და ჩემი და გაატაცებინე ვიღაც ნაბიჭ... ამით დამაშინებ და უარს ვიტყვის აყვარელ ქალზე?
-რას ბოდავ?-წაიწია მისკენ სანდრომ-ვიღაც ბიჭები არ მჭირდება შენს საცემად, ისედაც დაგილეწავ ცხვიმპირს
-თორნიკე გთხოვ-ლიკინა მას გადაუდგა-საავადმყოფოში ვართ თავი შეიკავე მარიამისგამო
-შენ-ისეთი იყვირა სანდრომ რომ სამივე შევხტით მოულოდნელობისაგან, და ლიკუნას მაჯაში ხელი წაავლო და თავისკენ გაქაჩა -შენ დაირეკე არა? შენ მოიყვანე აქ! როგორ გაბედე!-ლიკუნა უხეშად დააჯანჯღარა, მე გავოგნდი მისი უხეშობით
-შე ნაბიჭ..იღრიალა თორნიკემ ლიკუნა გამოგლიჯა და მუშტი მოუქნია სანდრომ აიცილა და თავად დარტყა, თორნიკეს სისხლი წასკდა მე ვიკივლე და დედაჩემი რომ გამოჩნდა ერთმანეთს ჩაფრენილები თორნიკე და სანდრო გაეცალნენ ერთმანეთს
-ამას არასოდეს გაპატიებ მარიამ ჯავახიშვილო-დედამ მავიდა მითხრა და გარეთ გავიდა, ბიჭები კი სანამ ერთმანეთს ეცემოდნენ დაცვა მოვატდა და ოთხივე გარეთ გაგვიყვანეს
-ძალიან კარგი-თორნიკემ ქირთუკი გაიხადა და ძირს დააგდო, სანდრომ პოჯაკი გაიხადა და ხელში მაიძულა დაჭერა რის გამოც თორნიკემ დაარტყა მუშტი და ტუჩი გაუხეთქა
-დროა ანგარიში გავასწოროთ-თორნიკე და სნდრო ერთმანეთ ეცნენ



№1  offline წევრი khatia khatia

Vაიმე მგონი ამათმა გაუბერეს ხოო გოგოს ძმა უკვდება და ესენი დაკადაკას თამაშობენ joy ვერ არიან ვერცერთნი
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

Რომელიმემ იცის საერთოდ რა ხდება???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent