შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების ხარჯზე... (13 თავი)


21-10-2019, 13:14
ავტორი naattii
ნანახია 1 790

უკვე ორი საათი იყო გასული რაც გაბრიელი საავადმყოფოს მოსაცდელში დატოვა ლილუს ექიმმა. რამდენიმე წუთში სანდროც გამოჩნდა, აღარ იცოდა უკვე ყველაფერზე აღელვებულს გონების რა ნაწილი რომელი პრობლემისთვის დაეთმო, თუმცა ლილუს ამბავი რომ გაიგო მეტი აღარაფერი გახსენებია. ხვდებოდა ეს ყველაფერი მის გამო რომ ხდებოდა, ერთი თვით ადრე არ დაეწყებოდა ლილუს მშობიარობა მის გამო რომ არ ენერვიულა. კარგად აცნობიერებდა მის დანაშაულს და გაბრიელის გვერდით დგომა ერიდებოდა. ღირსი იქნება კინწისკვრით გამოაგდოს იქედან, მაგრამ დის ამბავი რომ არ გაიგოს მართლა მოკვდება, ლილუ ერთადერთია ვინც ნორმალურ ცხოვრებასთან შემორჩა და ალბათ მასშიც გაქრება ის ნორმალური მე, რაც ჯერ კიდევ არსებობს.
თავდახრილი მიუახლოვდა გაბრიელს და უსიტყვოდ მიუჯდა გვერდით, სიძის სახეზე მიხვდა ჯერ არაფერი რომ არ იცოდა და კითხვის დასმით ეცადა უარესად არ გაეღიზიანებინა. ჩუმად მოუახლოვდა კონსტანტინე და ყავის ჭიქა გამოუწოდა, მორიდებით მისწია ერთი გამომძიებლისკენ და მისი სახის დანახვაზე რატომღაც შეეცოდა.
-მასე ნუ მიყურებ_მწარე ღიმილით გადააქნია გაბრიელმა თავი.
-მაპატიე, ყველაფერი ჩემი ბრალია_ძლივს ამოისუნთქა სანდრომ და ლამის იატაკამდე დახარა თავი.
-თავსაც ნუ იდანაშაულებ, შენი ბრალი არაა ვიღაც ნაბი*ვარს შენი გასტუმრება რომ მოუნდა, არც ისაა შენი ბრალი შენ დას რომ უყვარხარ, ხომ იცი როგორი ტიპია, ქუჩაში მკვდარი კატა რომ დაენახა იმაზეც ინერვიულებდა და მაინც აქ ამოყოფდა თავს_გაეღიმა გაბრიელს მოგონებებიდან ტუჩებ დაბრეცილი ცოლი რომ გაიხსენა, სანდროსაც გაეღიმა და თავი გადააქნია.
-ბავშვობიდან მასეთი არანორმალური იყო.
-ოღონდ წარსულში არ მოიხსენიო, ოღონდ არ გაიფიქრო რომ წავა, მე უკვე მესამე წელია არც კი გამივლია გონებაში რომ მის გარეშე მომიწევდა დარჩენა, წარმოდგენა არ მაქვს მის გარეშე რა უნდა გავაკეთო_ცრემლები მოადგა ბიჭშ თვალზე და პირველად დაინახა სანდრომ დაპატარავებული გამომძიებელი. მაშინ როდესაც ყოველთვის წელში გამართული, საკუთარ თავში დარწმუნებული დადიოდა, ახლა ცოლის დაკარგვის შიშით ერთიანად დაბეჩავებულიყო, ამ წუთას ბოლომდე გაიაზრა როგორ უყვარდა ტყუპს მისი და და ერთიანად გაბედნიერდა. მიხვდა რამხელა ძალა აქვს სიყვარულს და რატომღაც სოფია გაახსენდა.
-როგორ არის? ხომ მშვიდობაა შვილო ჩვენ თავს? ასე უსიტყვოდ რატომ წამომიყვანეთ?_აცრემლებული თამარი მოაბიჯებდა აჩქარებული და უკან იტოვებდა ქმარს და მეორე შვილს. იოანე ძმას ეძებდა თვალებით და მაშინვე გვერდით ამოუდგა.
-ახალი არის რამე?
-არაფერი_თავი გადააქნია ბიჭმაც და რატომღაც საშინლად მოუნდა დედის მკლავებში ჩაკარგულიყო, მაშინვე მიხვდა თამარიც და აცრემლებულმა ჩაიკრა შვილი გულში.
-ყველაფერი კარგად იქნება შვილო, აი ნახავ, მაშინ არ მიგატოვებს როცა ყველაზე მეტად გჭირდებათ, აი ნახავ, ჩვენი გოგო ყველაფერს გაუძლებს_მონოტონურად უსმევდა შვილს ზურგზე ხელს და წყნარად აგრძელებდა დამამშვიდებელი სიტყვების ჩურჩულს.
-რამდენი გამომიტოვებია, შვილს როდის მერე ეძახის?_გაკვირვებულმა ჩაჩურჩულა სანდრომ იოანეს.
-ოჰ, ერთ წელზე მეტია ლილუ ჩვენზე მეტად უყვარს, ჩვენ ნაცვლად ნენეს და ლილუს ურეკავს და კითხულობს თქვენ მაინც არასდროს გცალიათო_მხრები აიჩეჩა და ზუსტად გახედა დერეფანში შემოვარდნილ აცრემლებულ ნენეს. წელზე მოხვეულ ბავშვს ძლივს რომ მორბენინებდა და დამხვდრების სახის დანახვაზე უარესად რომ იმატა ცრემლებმა.
კიდევ ერთი საათი გავიდა და ექიმიც გამოჩნდა დერეფანში. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა გაბრიელი და როცა დაინახა კაცი არ უღიმოდა სიმწრით დაეღარა სახე.
-თუ ცუდი უნდა მითხრა რამე უბრალოდ გაბრუნდი და არაფერი თქვა.
-ბავშვები ჯამრთელები არიან, უბრალოდ რამდენიმე საათი ინკუბატორში იქნებიან რადგან ნაადრევად დაიბადნენ.
-ბავშვები?_პირზე ხელები აიფარა თამარმა.
-ტყუპები, გოგონა და ბიჭი, რადგან სქესის გაგება არ გინდოდათ არც ეს გითხარით, მინდოდა ესეც სიურპრიზად დამეტოვებინა, ორი შვილის მამა ხარ, გილოცავ_ღიმილით დაარტყა ხელი ექიმმა ახალგამომცხვარ ჯერ კიდევ გათიშულ მამას.
-ჯანდაბააა, ორი ნამცეცას ბიძიები ვართ_ერთდროულად დაიძახეს იოანემ და სანდრომ და ერთმანეთს გადაეხვივნენ, წამით ყველას სახეზე უდიდესმა ბედნიერებამ გადაირბინა.
-ლილუ?_ხმა ჩავარდნილმა დასვა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა გაბრიელმა.
-სამწუხაროდ, გონება დაკარგა და საკეისრო კვეთის ჩატარება დაგვჭირდა, პლაცენტის დაზიანების გამო კი ისეთი სისხლდენა განვითარდა საშვილოსნოს ამოჭრაც დაგვჭირდა, ახლა მდგომარეობა სტაბილურია ....
-თუმცა? დააბოლოვე ექიმო
-გონზე არ მოსულა, ნარკოზმა გაიარა, მაგრამ გონზე მაინც არ მოსულა.
-ეს რას ნიშნავს?_ხმა გაყინვოდა ბიჭს.
-არ იცის_აკანკალებული ხმა ამოუშვა თამარმა, -ამ დროს არავინ იცის შვილო ორგანიზმი ძილს როდის დააღწევს თავს_ტირილნარევი ხმით გასცა პასუხი და ექიმიც მოწყენილი სახით დაუბრუნდა სამუშაოს.
-მათი ნახვა მინდა_ბოლომდე ოთახში შესვლა არ აცადა გაბრიელმა და უკან აედევნა. უკან დატოვებულ ხალხში ბედნიერების წამები უკვალოდ გამქრალიყო, ვერავის წარმოედგინა ცხოვრება მხიარული გოგოს გარეშე. ლილუ ნემსიწვერიძეს წარუშლელი კვალი დაეტოვებინა თითოეული მათგანის გულში.
-უფროსო, სახლში გავიდეთ, გამოიცვლით, წყალს გადაივლებთ და დავბრუნდეთ, სამი დღე ისედაც განყოფილებაში იყავით_გვერდით ამოუდგა ბიჭს კონსტანტინე. გათიშული სანდრო ჯერ კიდევ იმ კარს უყურებდა სადაც რამდენიმე წუთის წინ გაბრიელი გაქრა, უცებ მიაპყრო ყურადღება ბიჭს და თავი დაუქნია. ნელი ნაბიჯებით აედევნა ბიჭს და გარეთ გასულს უკან გაყვა.

-დილა მშვიდობის საყვარელო_32 კბილი გადმოყარა გიორგიმ დილით სოფიას დანახვაზე. -როგორ გეძინა?
-გმადლობ კარგად_მანაც გაუღიმა საპასუხოდ და მოწოდებული ყავის ჭიქა გამოართვა.
-შენთვის კარგი ამბავი მაქვს, სანდროს და საავადმყოფოშია, აი ის გოგო ვისთანაც გადაგმალა, ამიტომ ჩვენთვის აღარ ეცლება და შეგვიძლია საზღვარი ძალიან მშვიდად გადავკვეთოთ.
-ლილუ? რატომ? რა დაემართა?ან შენ საიდან იცი, შენ გაუკეთე რამე?_მაშინვე ფეხზე წამოდგა და ბიჭს მიუახლოვდა.
-მგონი რთული მშობიარობა ჰქონდა, მე მასთან რა მინდოდა, ნაადრევად დაეწყო მგონი და ახლა ცუდადაა, ბავშვები კი გაუჩენია მშვიდობით, როცა ფული გაქვს ყველაფერი შეგიძლია იცოდე_მხრები აიჩეჩ ბიჭმა და გაკვირვებულმა გადახედა განადგურებულ გოგოს.
-ღმერთო ჩემო_პირზე აიფარა სოფიამ ხელი და წამოსულ ცრემლებს ყურადღება არ მიაქცია, მხოლოდ მხიარულ ლილუზე ფიქრობდა, რომელიც იქ გატარებულ დღეებში მართლა გულით შეიყვარა. შემდეგ დის ამბით განადგურებული სანდრო წარმოიდგინა და ვერც კი შეამჩნია ისე მოემატა ცრემლების რაოდენობა.
-მათთან წამიყვანე_ცრემლების ყრით მიეჭრა გიორგის.
-გაგიჟდი? გამორიცხულია, სანამ დას გლოვობს მანამდე გავასწრებთ და ვეღარ გვიპოვის, ბედნიერები ვიქნებით როგორც კი აქედან წავალთ_ხელების მოხვევა სცადა გოგოზე.
-შენ სულ გააფრინე_ანერვიულებულს სულ დაავიწყდა როგორ უნდა მოქცეოდა ბიჭს, -შენთან ერთად რა ბედნიერება უნდა მქონდეს, თავი დამანებე_გამოცლა და თავის ოთახში შეკეტვა უნდოდა, მაგრამ ვერ მოასწრო, კეფაში წაუჭირა ხელი გიორგიმ და ჩაწითლებული თვალებით დააკვირდა გოგოს. თავისკენ შემოაბრუნა და ხელისგულით ისეთი ძალით დაარტყა ძირს დააცემა.
-რაღაც ძალიან გახვედი თავს, რომ ვთქვი საქართველოს ვტოვებთთქო ესეიგი ვტოვებთ_ხელის კვრით შეაგდო ოთახში და კარები ჩაუკეტა. გოგოს ტირილს ყურადღება არ მიაქცია ისე დაუკეტა კარი და პასპორტებზე დარეკა ზუსტი დრო რომ დაედგინა.

-გვითვალთვალებენ_რამდენიმე წუთიანი დაკვირვების შემდეგ ჩუმად ამოილაპარაკა კონსტანტინემ და ფიქრებში ჩაძირული უფროსი გამოაფხიზლა.
-დავითს ახლა მაგისი ტრა*ი არ ექნება, ვიტალია ვითომ?_სარკეებს დაუწყო ყურება გამოფხიზლებულმა სანდრომ.
-შეიძლება, შეიძლება ის იდიოტიც იყო_სანდროსთვის სასურველი ვარაუდიც გამოთქვა და უფროსის ბოროტულმა ღიმილმა რატომ ღაც შეაშინა
-ქარხანაში შეიტყუე.

გაჩერებული მანქანიდან გადავიდა სანდრო, უკან არც მიუხედავს ისე შევიდა დანგრეულ შენობაში და სწრაფი, ჩუმი ნაბიჯებით წავიდა უკანა კარისკენ. კონსტანტინე მეორე მხარეს გადავიდა და ადევნებულ იდიოტებს ჩაუსაფრდნენ, როგორც კი ორივე შენობაში დაიგულეს საკმაოდ იოლად დაიჭირეს და ხელები შეუკრეს. მუცელში დარტყმით წააქცია სანდრომ ორივე და ზემოდან დააჩედა.
-აბა? ვის უნდა ენა პირში დარჩეს და მეტყვის ვინ დაგიქირავათ.
-არ ვიცით_ორივემ ერთდროულად წამოიყვირა და ახარხარებულ სანდროზე შიშის ნაპერწკლები გაუჩნდათ თვალებში.
-კაარგი, მაშინ შენი ენით დავიწყოთ_ერთ-ერთისკენ დაიხარა და პირი გააღებინა, მის ზმუილს ყურადღებასაც კი არ აქცევდა.
-გიორგიი, ვიღაც გიორგიმ დაგვიქირავა_როგორც კი შეუშვა წამით სანდრომ ხელი მაშინვე ამოილუღლუღა.
-აი ასე არ ჯობია?_ხელები გაშალა ბიჭმაც და მეორესაც გადახედა, -თავად სად ბრძანდება?
-ეგ არ ვიცით, მხოლოდ ტელეფონით ვკონტაქტობთ_შეშინებულები ერთმანეთს არ აცდიდნენ ლაპარაკს.
-არაუშავს, ეგეც გამოდგება_ღიმილით ამოაძვრინა ბიჭების ჯიბიდან ტელეფონები და იოლად მიაგნო სასურველ ნომერს და ღიმილით დაურეკა ნაცნობ პროგრამისტს.
-ბაჩო, აბა გამიგე ეს ნომერი სად ქვესკნელში იმყოფება, ოღონდ ორი წუთი გაქ.
-მთავარია ტელეფონი ჩართული იყოს და ეგ ორი წუთი უკან გაირ*ე, წამებში გეტყვი_გაეცინა ბიჭს და ოცი წამიც არ იქნებოდა გასული ერთ-ერთი სოფლის სახელი რომ უთხრა. წამიერად გათიშა ბოროტული ჩაცინებით და დაჭერილი ბიჭების წინ ჩაიმუხლა
-ბედი თქვენი, რომ სასწრაფოდ მჭირდება თქვენი უფროსი, ამიტომ იმას ვიკმარებ, რომ ასე გაკოჭილებს დაგტოვებთ აქ, აი თქვენი უფროსი კი ასე იოლად ვერ გამოძვრებაა_ღიღინით გადაიქნია თავი და მანქანაში ჩამჯდარი მაღალი სიჩქარით მოწყდა ადგილს.


-სამსახურში რა ხდება?_ცოლ-შვილის ნახვით ოდნავ დამშვიდებული გაბრიელი საქმეზე გადაერთო. იოანე მიხვდა ახლა ძმას სულ სხვა რამეზე ფიქრი უნდოდა და გვერდით გაიყვანა.
-ვიტალი გაუშვეს, ყველა ობიექტზე მინდობილობა ქონდა გაფორმებული იმ იდიოტთან, გადაფორმება არ უნდოდა შემოსავლების სამსახურის ეშინოდაო, ამიტომ ჩემს სახელზე დატოვა მაგრამ ყველაფერი მისიაო. ასე თავისუფლად გამოძვრა და ძალიან მშვიდად წავიდა სახლში.
-არაუშავს, სანდრომ ის იდიოტი დავითი ისე შეაშინა იოლად დავკერავთ. თუ რამე ცვლილება იქნება, სულ პატარაც კი დამირეკეთ_ექიმს და მშობლებს დაუბარა და საავადმყოფო დატოვა.
დაკითხვის ოთახში ჯერ კიდევ თვალებ გაფართოებული იჯდა დავითი და ძლივს შესამჩნევი რეაქცია ჰქონდა გამომძიებლის დანახვაზე.
-კიდევ ერთხელ გამარჯობათ ბატონო დავით_ცბიერად გაუღიმა გაბრიელმა კაცს და წამებში მოთავსდა მაგიდის მეორე მხარეს. დარწმუნებული იყო კაცის დაყოლიებას სულ რამდენიმე წუთში შელებდა, ამიტომ ხელში მომზადებული ფურცელი და კალამი პირდაპირ დაპატიმრებულს დაუდო წინ და გადმოსაბირებელი სიტყვების გადმოსაფრქვევად მოემზადა.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ლილუს კომაში ჩავარდნა არ არის კარგი ამბავი, იმედია ამლე გამოძვრება. ძალიან მაგარია გიორგის ადგილმდებარეობა რომ დაადგინა სანდრომ, მოკლედ ძალიან კარგი გოგო ხარ ასე სწრაფად რომდ ებ თავებს

 


№2  offline მოდერი naattii

ablabudaa
ლილუს კომაში ჩავარდნა არ არის კარგი ამბავი, იმედია ამლე გამოძვრება. ძალიან მაგარია გიორგის ადგილმდებარეობა რომ დაადგინა სანდრომ, მოკლედ ძალიან კარგი გოგო ხარ ასე სწრაფად რომდ ებ თავებს

ვცდილობ ძალიან არ გამეწელოს ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი gvantsa

აუუ ლილუს ცუდი მშობიარობა და კომაში ჩავარდნა ძალიან ცუდია,იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება და გონზე მალე მოვა.მხიარული ტყუპები მიყვარს მე :)) გიორგის გაალამაზებს იმედია სანდრო და ასწავლის ჭკუას,მაგ იდიოტს :))

 


№4 სტუმარი სტუმარი ანი

უუუფ უფრო მეტი სანდრო მინდა რააა... არ მყოფნის მისი პატარ-პატარა ეპიზოდები :(

 


ლილუს ამბავი მეწყინა :( ჩემი გოგო ისეთი მებრძოლია ასე იოლად არ დანებდება და მალე თავის ტყუპებთან და გაბრიელთან ერთად იქნება ❤
სანდროს კიდევ ციხის და ლილუს ამბის გამო 3 დღეა წამალი არ მიუღია, ნუ არც გახსენებია პრინციპში, ხოდა იმედია არც გაახსენდება. ვიღაცას კიდევ ლამაზ მაკიაჟს გაუკეთებს ეს გიჟი ბიჭი და მერე ჩვენ ვიცინებთ :)
ახლა ველოდები ბატონი დავითი როდის აჭიკჭიკდება, მერე ვიტალიკოსაც წითელი აენთება :)

 


№6  offline მოდერი naattii

სტუმარი gvantsa
აუუ ლილუს ცუდი მშობიარობა და კომაში ჩავარდნა ძალიან ცუდია,იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება და გონზე მალე მოვა.მხიარული ტყუპები მიყვარს მე :)) გიორგის გაალამაზებს იმედია სანდრო და ასწავლის ჭკუას,მაგ იდიოტს :))

მალე იქნებიან ისევ მხიარულები ❤️

სტუმარი ანი
უუუფ უფრო მეტი სანდრო მინდა რააა... არ მყოფნის მისი პატარ-პატარა ეპიზოდები :(

გავითვალისწინებ ❤️

რუსკიმარუსია
ლილუს ამბავი მეწყინა :( ჩემი გოგო ისეთი მებრძოლია ასე იოლად არ დანებდება და მალე თავის ტყუპებთან და გაბრიელთან ერთად იქნება ❤
სანდროს კიდევ ციხის და ლილუს ამბის გამო 3 დღეა წამალი არ მიუღია, ნუ არც გახსენებია პრინციპში, ხოდა იმედია არც გაახსენდება. ვიღაცას კიდევ ლამაზ მაკიაჟს გაუკეთებს ეს გიჟი ბიჭი და მერე ჩვენ ვიცინებთ :)
ახლა ველოდები ბატონი დავითი როდის აჭიკჭიკდება, მერე ვიტალიკოსაც წითელი აენთება :)

ეგრე მარტივად რომ შეიძლებოდეს დავიწყება :(

 


№7  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ძალიანნ მაგსრიიაა ველოდებიი ახალ თავვს

 


№8 სტუმარი Vcf

Rodis dadeb

 


№9  offline მოდერი naattii

არ ვიცი რომელ დღეს მოვახერხებ, მარტო ვარ ბავშვებთან პლიუს სამსახური და ეს რამდენიმე დღე ცოტა გამიჭირდა :(

ხვალ დავდებ მეგობრებო, მოვახერხე ძირითადი ნაწილის დაწერა, ცოტას ხვალ მივამატებ და მაშინვე ავტვირთავ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent