შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

203-ე ოთახის ისტორიები (თავი 2)


21-10-2019, 13:36
ავტორი Mélancolie
ნანახია 934

ლიკუნამ მთელი ღამე ფანჯარასთან გაატარა ,დილის ექვსი საათი იყო, ძვლივს ჩაეძინა.კარზე კაკუნია.ნახევრად მძინარე აღებს კარს და ხვდება სანდრო.
-ლიკუნა გათენდა ,უკვე 3საათია არ აპირებ ჩამოსვლას?
-რააა?
-შენ რა შუადღის მერცხალი ყოფილხარ ????
-კარგი,ჩამოვალ .რას შვები შენ?
-გელოდები ,გავისეირნოთ არ გინდა?ცოტა უკეთ გავიცნობთ ერთმანეთსაც.
-კარგი.
სიხარულისგან თვალები შუბლზე აუვიდა,არ ელოდა ამ შეხვედრის ასეთ განვითარებას.ლიკუნა უცნაური გოგო იყო,თუ ვინმეს შეიყვარებდა შეუძლებელი იყო ეს გრძნობა შეცვლოდა.ზედმეტად მელანქოლიური და გულჩვილი იყო.შეხედავდით და გეგონებოდათ რა მხიარულიაო,მაგრამ
მის გულში უზომოდ დიდ სევდას დაედო ბინა.
ვერ გაეგო რა ჩაეცვა,უნდოდა თან სადად და თან განსაკუთრებულად გამოსულიყო.მაშინვე გახსნა mesenger და კატოს დაურეკა.კატო ლიკუნას უახლოესი მეგობარი იყო.
-კატო მიშველე ,რა ჩავიცვა?
-რა რა ჩაიცვა,ხვალ ჩამოვდივარ იცი?
-WHAT?სიხარულისგან გაგიჟდა ლიკა.
-ის თეთრი კაბა მანდ თუ გაქვს ეგ ჩაიცვი.
-კაი
-რა ხდება არ მეტყვი?
-ხვალ გნახავ,გკოცნი.
არ დააყოვნა სანდროს მესიჯმაც ,
“ლიკუნა ქორწილში მიდიხარ თუ სასეირნოდ,1საათია გელოდები”.
სარკეში იყურებოდა,ვერ ცნობდა თავის თავს იმდენად ლამაზი იყო.
-ვაუ ლიკ ,ეს შენ ხარ?
კმაყოფილი ღიმილით უპასუხა ლიკუნამ.
ზღვის ნაპირზე ხმაურია,თან ძალიან ცხელა და წამო სადმე მყუდრო ადგილას ვისაუზმოთ ????
-კარგი.
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.
გაბედა და ჰკითხა სანდრომ.
-გყავს “შენი ადამიანი”?
-არა.
-არც არასდროს გყოლია?
-არა.ვფიქრობ ადამიანი,რომელზეც შენ საუბრობ ერთხელ ჩნდება შენს ცხოვრებაში, ან სამუდამოდ რჩება ან ერთი ნახვით ამოგივსებს გულის "ცარიელ ნაწილებს",გაგრძნობინებს,რომ არის სამყაროში რაღაც კარგი.
-ყველაფერთან ერთად რა საინტერესო ადამიანიც ყოფილხარ.
-მადლობა,სან
-შენ გყავს შენი “ადამიანი”?
-მე ერთი გოგო მიყვარს წლებია,მიყვარს რა შენი გამოჩენით ბევრი,რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში.თითქოს შენი გამოჩენით ჩემს ცხოვრებას აზრი მიეცა.ბედნიერი ვარ ,რომ შეგხვდი.
-აბუქებ ,სანდრო.ჯერ მხოლოდ ორი დღეა,რაც ვიცნობთ ერთმანეთს.
-ორი დღე ცოტაა?ეს ორი დღე ჩემთვის საუკუნეს უდრის.
-რა საყვარელი ხარ ????
-ძალიან.
გაიცინა სანდრომ.
-შენ როდემდე ხარ აქ?ხვალ ჩემი მეგობარი-კატო ჩამოდის და გაგაცნობდი ,ერთად გავერთობოდით.
-მე უკვე თბილისში უნდა ვიყო,მაგრამ მზეს ვერ დავტოვებ მარტო,მეც მივწერ ჩემ მეგობარს იქნებ ჩამოვიდეს.აბა მარტო ხო არ იქნება კატო.
ერთმანეთს გადახედეს და გაიცინეს
ორივეს სიყვარულით სავსე მზერა ჰქონდა.მათი « Eye contact »ით გათბებოდით .
-წავიდეთ რა ,დავიღალე.
-6საათი ისე მოვიდა,ვერც ვიგრძენი.შენთან ,რა მალე გადის დრო
ლოგინზე წამოწოლა და დაძინება ერთი იყო.
ორი საათის შემდეგ,ლიკუნა მესიჯმა გამოაფხიზლა .
“ლიკუ ,ბოდიში დაუმშვიდობებლად წავედი,გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა.გეძინა და აღარ გაგაღვიძე.მაგიდაზე,რაღაც დაგიტოვე ნახე!იმედია მოგეწონება.დამირეკე”.

----------
მოულოდნელად ,ტირილი დაიწყო ლიკუნამ.არ უნდოდა მისი გაშვება. :(
პ.ს გამარჯობა <3 ეს ჩემი პირველი ისტორიის მეორე თავია,გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი აზრი ,თითოეულ სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

ჰო, ისევ მე :))) როგორცკი დავნახე, რომ დაიდო სიხარულისაგან ცქმუტვა დავიწყე, მაგრამ არ მეყო, ცოტა გაზარდ გთხოვ. კარგად წერ და მინდა ბევრი წერო, რომ ყველას დაანახო შენი განსაკუთრებულობა <3

 


№2  offline წევრი Mélancolie

სტუმარი ნინა
ჰო, ისევ მე :))) როგორცკი დავნახე, რომ დაიდო სიხარულისაგან ცქმუტვა დავიწყე, მაგრამ არ მეყო, ცოტა გაზარდ გთხოვ. კარგად წერ და მინდა ბევრი წერო, რომ ყველას დაანახო შენი განსაკუთრებულობა <3

ვეცდები ნინა <3 მახარებს თქვენი სიტყვები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent