შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოძღვარი


23-10-2019, 17:04
ავტორი ki si
ნანახია 885

მამაჩემი ე.წ კანონიერი ქურდი იყო. ციხეში გაიცნო ვიღაც კაცი, მეტსახელად კობრა და მისი მფარველობის ქვეშ კანონიერ ქურდად იქცა. მანმდე ქურდი და მკვლელი ადვილად მიეჩვია ახალ ცხოვრებას და მალე ჩვენი სახლიც, სოფლის მახლობლად, ქალაქის ცენტრში დიდმა, ორსართულიანმა, სახლმა შეცვა თავისი გიგანტური ეზოთი და დედასთვის გაშენებული ყვავილების ბაღით. ჩვენ ვცხოვრობდით აფსოლუტურად უზრუნველად. არ იყო არანაირი დაბრკოლება და პრობლემა ყველაზე განებივრებული ბავში ვიყავი მთელს ქალაქში და არაფერი მაკლდა, ამ ყველაფერმა ძლიან ცოტახანს გასტანა.
ათი წლის ვიყავი მამაჩემი რომ დააკავეს და ციხეში უკრეს თავი. მის გამოყვანას ბევრი ძმაკაცი და ძმობანაფიცი, ხელებგადასერილი ტყავის ქურთუკიანი ადამინი ცდილობდა მაგრამ ჩასვეს თუ არა მეორე კვირაში საკუთარ საკანში ყელგამოღადრული იპოვეს. მეორე დღეს პოლიციის შენობის კარი შავოსანმა დედამ შეაღო და ამაყად განაცხადა.
-დიახ! მე ვიყავი, მოვაკვლევინე, ჩემი შვილის სამოსის გარდა ყველაფერი გავყიდე და ახლა, თუნდაც უსახლკარო, ბედნიერი ვარ, რადგან შვილის მკვლელი გავისტუმრე იმ ქვეყნადო. გვწყევლიდა და იიმედებდა თავს რომ მეც მიწაში გამიშვებდა სანამ თვითონ მოკვდებოდა, ამბობდა მისმა ცოლმა უნდა იწვნიოს რა არის ქმარ-შილის სიკვდილიო.
დედაჩემი ლამის შეიშალა, რამდენიმე დაწყევლილი კვირა გავატარე მამიდაჩემის სახლში, არ ვიცოდი რა ხდებოდა. მახსოვს რომ დედა ვიღაც კაცებმა უცნაური ხალათით წაიყვანეს და მანქანაში ჩაკეტეს. დედა ორ კვირაში დაბრუნდა, შავები ეცვა, სადღაც უკვალოდ გამქრალიყო მისი მშვენიერი ახალგაზრდული სახე და იერი. მაკიაჟის ადგილი ცრემლებმა დაიკავა ზოგიც ნაოჭმა. ფერადი სარაფნები შავმა. მძმე ნაჭერმა ჩაანაცვლა და მოსართავები მამის სურათმა გულზე. დედამ ღირსებად მიიღო ეტარებინა მამას ქვრივის სახელი. ვერავინ ბედავდა დალაპარაკებას, ვერავინ გვეხებოდა, მუდამ ვგრძნობდით ცუდ დამოკიდებულებას ხალხისგან, მაგრამ ჩვენამდე არაფერი მოდიდოდა, მამას ჩვენთვის ძლიერი დამცავი ფარი აეგო სიცოცხლეში, მისი საძმაკაცო ყოველ კვირას გვსტუმრობდა და სანოვაგე მოჰქონდათ. რამდენიმეს დედაც სურდა, მაგრამ ვერ ბედავდნენ დედაჩემი ძალიან იყო შეყვარებული და ტიტულად ჰქონდა აღებული მამაჩემის ქვრივობა. იმ დღიდან, როცა მამას სიკვდილის მთელი სიმძაფრე განიცადა აღარავინ მოიხსენიებდა ლელად. იმ დღეს აკაკის ქვრივი გახდად და მორჩა.
ჩვენ იმ დროში ვცხოვრობდით, როცა ხალხის ერთი ნაწილი საოცრად მდიდარი იყო მეორე კი ლაფში ცურავდა. დედამ ერთ დღეს ჩვენი უბნის მოძღვარი გაიცნო. მამა ზურაბი. ძალიან კარგი და კეთილი კაცი გახლდათ. მოხუცი იყო მაგრამ არც ფეხი ერჩოდა და თვალიც უჭრიდა. ყველაფერი იცოდა, ყველას სცნობდა და ცდილობდა დახმარებოდა. დედაჩემი იმ საღამოს გვიან ბრუნდებოდა ბაზრიდან. ვიღაც ქალი დაედევნა და უშვერი სიტყვებით დაუწყო ლანძღვა. ქვას ესროდა თურმე და უბნის კახპად იხსენიებდა. დედაჩემისთვის განკუთვნილი კენჭები იმ საღამოს მამა ზურაბმა დაბლოკა. მყისვე გადაფარებია, თურმე, ქალს და აუკრძლავს დედაჩემის დევნა. დედამ მადლობა გადაიხადა და წამოვიდა, მაგრამ ალბათ უფალმა ინება უკან მიბრუნებულიყო იმავე ღამეს. მამაოსთან გაატარა მთელი ღაემ და მხოლოდ დილით დაბრუნდა. ვამჩნევდი, თორმეტის ვიყავი და კარგად ვამჩნევდი დედაჩემის თალებში ცვლილებას. ერთ კვირაში ჩვენს სახლში ხატების კუთხე გაჩნდა, კვირას დედა ტაძრში წავიდა, ძაძას შავი თავშალი დაემატა და საუბრები მოძღვართან. დედა ხშირად აბარებდა აღსარებას და ეზიარებოდა. მალე ჩვენი სახლი აკუთხეს და მამას სულისთვის ყოველ სამშბათს ლოცვა დაიწყეს. ერთ თვეში მე და დედა მორწმუნეები გავხდით. დედა არ ვიცი როგორ მივიდა აქამდე მე კი მითხრეს ღმერთი უნდა გიყვარდეს და მეც დავიწყე მისი სიყვარული. მოშიში გავხდი, კრძალვით ვიქცეოდი და ვცდილობდი ყველა მითითება შემესრულებინა რასაც მამა ზურაბი მომცემდა. ამ კაცის შავი ანაფროის ფრიალი და ცისფერი, უძირო თვალები ყველაფერი გახდა ჩემთვის. შემიყვარდა მისი მოსმენა, მისი დარიგებების შესრულება. მე ბედნიერი ვიყავი, დედა მშვიდად იყო ჩვენ ქუჩაში აღარ გვდევნიდნენ.
ზუსტად ნახევარ წელიწადში ჩვენი სახლის ჭიშკარს შიგნიდან მწვანე ჟეშტი შემოეკრა და უფრო დაფარული გახდა, გაქრა ძვირფასი ნახატები და ნივთები, ძვირიანი, უცხოური ავეჯი ჩვეულებრივმა ჩაანაცვლა და მისამართის ქვევით ოქროსფერმა აბრამ დაამშვენა ჭიშკარი.
„დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, საკვები მიუსაფართათვის“
ჩვენი მოქცევიდან ერთი წლის შემდეგ იწყება ჩემი ისტორია. დედას გადაწყვეტილებით მე მოძღვარი გავხდი. გავიარე სემინარია, ვეხმარებოდი მღვდლებს მსახურებისას და საბოლოოდ ოცდაორი წლის ასაკში მამა ზურაბის დაჟინებული თხოვნით მე გამამწესეს სოფელში, სახლიდან სამი საათისა და ორმოცი წუთის სავალზე და მიმაგარეს ახალგაზრდა მოძღვარს მამა იერონიმეს. ჩვენ ორივენი ძალიან ახალგაზრდები და გამოუცდელები ვიყავით ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ ერთად უკეთ გავართმევდით თავს საქმეს. გვიან მივხვდი მამაოს ჩანაფიქრს. მას შემდეგ რაც ჩემი ახალი სახლის ჭიშკარს ნაცნობი სხეული არ მოადგა. ყველაფერი დამავიწყდა და გიჟივით გავექანე. მხარზე ვეამბოდე და პირისახე დავუკოცნე ჩემს სიყრმის მეგობარს.
მე და ალექსანდრე ერთდ ვიყავით გაზრდილები ჩემზე ხუთი წლით იყო უფროსი და საკმაოდ გამოცდილილი. დავპირდით ერთმანეთს რომ ხშირად ვნახავდი, ის ახლოს გვერდით სოფელში მსახურებდა და მარტო მოღვაწეობდა, რამდენიმე დამხმარე ბიჭის ამარა.

ახლაკი გაუგონარს გიამბობთ, მოგიყვებით, როგორ ავმაღლდი და უფსკრულამდე დავეცი ერთდროულად, სულიერად. არ ვიცი რამდენად გამამართლებთ ან გამიგებთ, არც ვითხოვ გამართლებას მე იმის ღირსიც კი აღრა ვარ ახლა, რომ საკუთრი დედის წმინდა კალთას ვემთხვიო არათუ თქვენი შენდობის ან რომელიმე ხატზე მთხვევის, მაგრამ მეც მაქვს უფლება დავუშვა შეცდომები, ამას ახლა ვხვდები, მაშინ ვერ ვხვდებოდი ძალიან პატარა და გამოუცდელი ვიყავი ამისთვის, მაგრამ ახლა ვიცი. ყველა ადანმა უნდა დაუშვას შეცდომა რომ ცხოვრების აუცილებელ ჭეშმარიტებას ჩასწვდეს და უნდა დაეცეს რომ წამოდგეს, სამწუხაროდ, მე ვეღარასოდეს წამოვდგები.

.....
ქარი უბერავდა, სასიამოვნოდ მელამუნებოდა სახეზე და მაიძულებდა უკანასკნელი სულელივით ბუნების ამ მშვენიერი ხედისთვის გამეღიმა, მიყვარდა ქარი, მიყვარდა შებინდების იისფერში გარდამავალი ცა. სიცოცხლე მიყვარდა. მაშინ ჯერ კიდევ მწამდა, იმისათვის რომ იცხოვრო საკმარისია მხოლოდ სურვილი, მწამდა რომ სიტყვას ყველაფერი შეუძლია ახალ კი ვხვდები რაოდენ მწირია სიტყვებიც, როცა ის ხალხს ეჯახება.
ტაძრის ეზოში ბაცი განათების ფონზე ვიჯექი და იმ ცხოვრებაზე ვფიქრობდი, რომელიც არ მქონია, უფალს ვცოდავდი, რა საშნლად ვცოდავდი მაშინ. მე არ მქონია ცხოვრება, დედის კალთას რომ უნდა მოვშრებოდი და თავად გამეცნო ქვეყნიერება მითხრეს რომ უნდა მწამდეს, მითხრეს რომ უნდა მიყვარდეს, მითხრეს რომ უნდა ვემსახურო და თაყვანი ვცე და მეც ბრმად ვაკეთებდი ამას. სიყვარულსა და თავგადასავლებს მხოლოდ წიგნებიდან ვიცნობდი, რომელბსაც ჩუმად ვკითხულობდი ჩემს საცხოვრებელში. არასოდეს გამისინჯავს სიგარეტი ან სასმელის სხვა სახეობა გარდა ზიარების ღვინისა. არასოდეს მყავრებია და მიკოცნია. ვიცოდი მხოლოდ სიყვარულის უზენაესობა, ამას დედაჩემის არსებაში ვხედავდი. დედამ შეძლო ისეთი კაცის ქვრივობა ტიტულად ეტარებინა, როგორიც მამაჩემი იყო. ი.ე სიყვარული დაუძლეველი სენია. სულ ეს იყო ჩემი ცოდნა სიყვარულსა და რეალურ ცხოვრებაზე და ამ ფიქრებსაც მხოლოდ ქარს ვატანდი, არასოდეს დამცდენია. არასოდეს მითქავამს ვინმესთვის, არასოდეს გამიმჟღავნებია, რადგან მეშინოდა, საშინლად მეშინოდა ეს მკრეხელობაში არ ჩამთვლოდა და არ შევძლულებოდი, ადამინებს, რომლებიც მნიშვნელოვნები იყვნენ, რომელთა გარდაც არავინ გამაჩნდა. წიგნებში კოცნის სცენაზე თვალებს ვხუჭავდი და ვახტებოდი, ეს იყო ჩემი ცხოვრება..

მრევლმა ერთ ხმად შესძახა „ამინ“ და მამა იოანესკენ დაიძრნენ რომ ჯვარს მთხვეოდნენ, იქვე ვიდექი და სეფისკვერს ვარიგებდი. ხალხი მიღიმოდა და ძალიან მიხაროდა, რომ ასე კარგად მიმიღეს. იმ დღეს პირველად დავინახე. არ ვიცი მანამდე მომიკრავს თუ არა თვალი მისთვის, მაგრამ რომ დამენახა არ დამავიწყდებოდა, არავითარ შემთხვევაში დამავიწყდებოდა. განა შეიძლება დაივიწყო ყველაზე მშვენიერი პეიზაჟი სამყაროში? ყველაზე ლამაზი ნახატი, მხატვარს სიზმრიდან რომ გადმოუხატავს? ასეთ ადამინს არ შეიძლებოდა ეარსება, ის ვერ იქნებოდა რეალური. შემეშინდა, უკან დავიხიე და სწრაფად გადავეცი სტიქაროსან ბიჭს კალათი. აღსავლის კარში შესვლა ვერ გავბედე და ჩქარი ნაბიჯით გავედი ტაძრიდან. ჰაერი მჭირდებოდა, ცუდად ვიყავი, ანაფორა ყელში მიჭერდა და მახრჩობდა, მუხლებში ძალას ვკარგავდი.
-კარგად ხართ?
-რაღაც ვერ ვარ, პაატა, მიმაცილე ჩემს მოსასვენებლამდე გთხოვ.-მივმართე ბიჭს, რომელიც ყოველ წირვასა და ლოცვას ესწრებოდა და საქმეებში გვეხმარეობოდა.
-წყალს მოგიტან, აქ ჩამოჯექი.
-არა, არ მინდა, ჩემს მოსასვენებელში წამიყვანე, უნდა დავწვე.
პაატამ სიმწრით მიმათრია სენაკამდე, ფეხები უკან მრჩებოდა, თვალები გამიშტერდა ყოველ დახამხამებაზე მახსენდებოდა. როგორ შეიძებოდა მას ასეთი თვალები ჰქონოდა, ტბის სარკესავით მოწმენდილი და სუფთა იყო, მის სულში არ არსებობდა შავი, მაშინვე მივხვდი, რომ გაზაფხულის ყვავილივით უმანკო იყო. ალბათ ასაკითაც ჩემზე პატარა.

არ ვიცი იმ ღამეს როგორ დავიმშვიდე თავი გვაინობამდე დავაბოტებდი ეზოში და ვშფოთავდი, სული ამიფორიაქა, ყველაფერი თავდაყირა დააყენა ჩემს ცხოვრებაში და წავიდა, ერთი შემოხედვით მომკლა და ახლა ალბათ სძინავს თავის საწოლში, როგორც ანგელოზს. როგორი ლამაზია ალბათ მისი დახურული დარაბები, შავ წამწამთა ჯარით დაცული, მისი სიფრიფანა კანი, ალბათ სინათლეზე რომ დავაკვირდე ვენებსაც შევამჩნევ მათ ქვემოთ და მისი დაბუშტული ტუჩები ხომ წარმოგიდგენიათ, ბავშურად რომ ფშვინავს ახლა. გგონიათ არ ვიცოდი, რომ შეიძებოდა პირიქით ყოფილიყო, არ ვიცოდი რომ შესაძლოა მის მკლავებში ვიღაცას ეძინა, მშვიდად, რადგან იცავდნენ მაგრამ ამას ჩემი ტვინი ვერ უშვებდა, აზრები შორს მიჰქონდა. იმ დღეს პირველად ვინატრე, რომ არ ვყოფილიყავი ადამინი და მის ფანჯარაში შეხედვა შემძლებოდა.

დილას დავმშვიდდი, გონება დამიცხრა და თავს დავაჯერე, რომ ეს უბრალოდ გამოცდა იყო ჩემი სულისათვის, რომელშიც ჩავფლავდი. არაუშავს აღარ განმეორდება, მთავრი მიზეზი კი უკუვაგდე, რის გამოც ყველაზე დიდი ცოდვილი ვხდებოდი. მოდი იყოს ისე როგორც უფალს სურს, თუ მას უნდა რომ მე დაცემული ვიყო დაე დავეცე, ეს ჩემი ჯვარია, ვატარებ მას ჯოჯოხეთის კარამდე, მაგრამ თუ სიყვარული ცოდვაა მაშინ მე თქვენ აუცილებლად შეგხვდებით იმ ქვეყნად, დაგელოდებით, რომ თითოეულს გამცნოთ, ხედავთ არ ყოფილა ღმერთი თავად სიყვარული, სიყვარული ცოდვა ყოფილა.
რადგან არ მაქვს დიდი დრო, არ მოგიყვებით როგორ გავატარე მომდევნო ერთი თვე სანამ სკოლის დირექტორი მთხოვდა, მოსწავლეთა ქცევის გაუმჯობესებისთვის სპორტის გაკვეთილს დავსწრებოდი, სპორტი ძალიან მიყვარდა ასე რომ დავთანხმდი.
როგორც კი ზარი დაირეკა, ჩემი ადგილი დავიკავე მასწავლებლის სკამზე, სპორტის მასწავლებელი ახალგაზრდა ბიჭი იყო, ჩემზე ალბათ ასე 5-6 წლით დიდი იქნებოდა და მითხრა მე მათთან ერთდ ვთამაშობ ხოლმეო. მხიარულად ვუყურებდი როგორ ერთობოდნენ ბავშვები სანამ შეგროვდებოდნენ, სკოლას თავისი კალათბურთის გუნდი ჰყავდა და ახლა სწორედ მათ ვარჯიშს ვესწრებოდი. მასწავლებელმა სასტვენს ჩაბერა და კარიც დაიხურა. ბოლოს შემოსული სილუეტი მეცნო, ელდამ დამიარა და თავში ამასკდა, ეს დაცინვა იყო, ბედი ჩემით თმაშობდა, სასტიკ თამაშს მახვევდა თავს და ეს უფბალოდ მტკივნეული იყო.
სწორად მიხვდით, ჩემი ზმანებად შერაცხული ადამინი ნადვილი აღმოჩნდა. იდგა ახლა ბავშვების რიგში ასეთი სრულყოფილი და სასურველი და ერთ წერტილს მისჩერებოდა.
-მიესალმეთ, სტუმარს,-დაიწყო მიმართვა მასწავლებელმა და მანაც მოიხედა, გულში ისეთი შეგრძნება გამიჩნდა თითქოს ვიღაც ხელებს მიჭერდა და მიჭ....ტდა, თითქოს მკერდში კუნთის ნაცვლად შუშა მქონოდა, რომელიც ონავარმა ბავშებმა ჩაამსხვრიეს და ახლა ნამსხვრევები მერჭობა, მაწუხებს, მტკივა, მკაწრავს ვერ ვინძრევი. უნდა წავსულიყავი მაგრამ ერთ ადგილას ვიყავი მილურსმნული. ის მოვიდა, მითხრა რომ დედამისი ჩვენი მრევლი იყო და თავადაც სურდა აღსარება ეთქვა, მისი ხმა სადღაც სხვა პლანეტიდან მესმოდა და დაპროგრამებულივით ვუქნებდი თავს, ეს სრული მარაზმი იყო. შეუძლებელი ხდებოდა. ჩემს თავს და ვერაფერს ვუხერხებდი. გამიღიმა, თავისი ხავერდის ღმა ხმით დამემშვიდობა და გაიქცა, ქერა თმას არხევდა, ყურს უკან იწევდა და მგონი მიწვევდა კიდევაც. ვერ გეტყვით მართლა თუ მე მეჩვენებოდა ასე მაგრამ, მისი ყოველი მოქმედებისგან ვკვდებოდი.

აზრზე სასტვენის ხმამ მომიყვანა, მასწავლებელმა დასრულებამდე ათი წუთით ადრე გვანიშნა, გავხედე, თავი არ მემორჩილებოდა, ყველაფერი ჩემგან დამოუკიდებლად ხდებოდა. მიყურებდა, მიღიმოდა და რაღაცას მანიშნებდა, მგონი მეკითხებოდა როგორ ვთამაშბო. ვერ ვკონცერტრირდებოდი თვალები მის სხეულზე გამირბოდა. ფარისებრის ხრტილი გამოკვეთილი ჰქონდა, ყოველი ნერწყვის გადაყლაპვაზე ქვემოთ იწევდა, ფართო მხრები წვრილ წელში გადადიოდა და მოჭრილი მაისურიდან კუნთები უშიშვლდებოდა, დაკუნთული ფეხებით ჩემგან განსხვავებით მაგრად ეყრდნობოდა იატაკს და სწრაფად, მოქნილად მოძრაობდა. ნეტავ შემძლებოდა გამოსვლა, ვერ შევძელი სანამ თვითონ არ წავიდა მე ვერ ავდექი, სანამ არ ჩავისუნთქე მტვრიანი და ოფლის სუნით გაჯერებული ჰაერი მთლი არსებით, ირგვლივ აღარ ტრიალებდა მისი გამაშტერებელი სურნელი, დავცარიელდი. გონებაში საკუთარ თავს ვურტყამდი, ვანჯღრევდი და აზრზე მოსვლას ვემუდარებოდი, ფიზიკურად კი ვიჯექი ცარიელ სპორტ დარბაზში და ვკანკალებდი.
ეს ბიჭი ჩემი სულიერად დაცემის გარანტი იყო, ამას მთელი არსებით ვგრძნობდი და განვიცდიდი.


...
მდაჰ, საუკუნეა ამ საიტზე აღარაფერი გამომიქვეყნებია. იმედია ყველა არ გაიქეცით და კომენტარს დატოვებს ვინმე გავაგრძელო????



იცი? შენ თუ მოგწოს ისტორია, უნდა განაგრძო, შენ თუ მუზა ფაქვს უნდა დაწერო, ყვეაზე მეტად კი იცი რა უნდა გააკეთო? ის რაც შენ გინდა, მე ვერ გეტყვი რომ დაგელოდები, თუმცა მე რჩევა მოგეცი, ახლა შენი ნებაა როგორ მოიქცევი და არა მკითხველების, ok?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent