შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი ფანჯრიდან (1 თავი)


24-10-2019, 14:49
ავტორი gabi du
ნანახია 11 793

-გინდა ჭკუიდან შემშალო და შემდეგ შენს მოკლე ჭკუაზე იპარპაშო ხო? ან იქნებ, ინფარქტი გინდა დამმართო და სამუდამოდ მომიშორო. გამაგებინე რა ჯანდაბა გიტრიალებს მაგ უტვინო თავში და რას მერჩი? - გაჰკიოდა დილაუთენია ემხვარის ქალი, რომელიც, როგორც ყოველთვის ცდილობდა საკუთარი სურვილები თავს მოეხვია წრთადერთი ძმისშვილისთვის.
- ეს შენ ცდილობ თავიდან მომიშორო, გაუბედურებულ ნარკომანს გამაყოლო და კიდევ მე გერჩი? - არც კატო თმობდა პოზიციებს.
ენა გააჩუმე! - ცხვირწინ თითს უტრიალებდა ლეილა ემხვარი კატოს. - გიგა ნარკომანი არ არის. ერთხელ შეცდა და ამას უნდა გადააყოლო მზეჭაბუკივით ბიჭი? სამაგიეროდ კარგი გვარიშვილია... მდიდარი. დადიანების რძლობას ეხუმრები?!
- აი, თურმე რა გჭრის თვალს. თავი მომაბეზრე შენი გვარიშვილობით. ნეტავ ღურწკაიად ან წურწუმიად გავჩენილიყავი. - აკივლდა კატო. - არასოდეს, გესმის არასოდეს მერქმევა გიგას ცოლი სულ რომ უკანასკნელი კაცი იყოს დედამიწაზე. ჯანდაბაშიც წასულხართ შენც და შენი თავად-აზნაურობაც. - კარი გაიჯახუნა და სირბილით ჩაირბინა სადარბაზო.
7 წლის იყო კატო მამა, რომ დაკარგა. დედა კი აღარც ახსოვდა. დაჰკრა ფეხი და გადაიხვეწა სადღაც ჯერ კიდევ მაშინ, როცა მეძუძური იყო კატო. მას შემდეგ ლეილა ზრდიდა ძმისშვილს. მისთვის არაფერი დაუკლია, მაგრამ მისი ამპარტავანი ხასიათით გამოწვეული ქმედებები ხშირად გაუსაძლისი ხდებოდა. ადამიანებს გვარიშვილობით განასხვავებდა 21 საუკუნეში და ეამაყებოდა კიდეც ეს. აი, ახლაც ვერაფრით გაეგო, რატომ ეწინააღმდეგებოდა კატო.
- ამ ტუტუც გოგოს უფლებას არ მივცემ თავისი გაიტანოს. - საკუთარ თავს დაჰპირდა სარკეში და ტელეფონს დასწვდა.
- გიგა შვილო! ახლა გავიდა სახლიდან... ცოტა ვიკამათეთ მაგრამ შენ არ იდარდო. ნუ ეკითხები რამეს. ჩასვი მანქანაში და წაიყვანე დანარჩენს მე მოვაგვარებ. - კმაყოფოლმა გათიშა ტელეფონი. სარკეში კიდევ ერთხელ შეათვალიერი თავისი ანარეკლი და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა საკუთარ თავს.
***
ქუჩაში გაჭრილ კატოს ბრაზისგან ტუჩები ისე მწარედ მოეკუმა, რომ უკვე გალურჯებოდა. ანგარიშმიუცემლად მიაბიჯებდა ნაწვიმარ ასფალტზე და მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი ამჯერად არაფერი დაეთმო მამიდამსისთვის. ან ფიქრებში გართულს ფეხებთან მანქანამ დაუმუხრუჭა. შეკრთა და ის იყო გზის მეორე ნაპირზე გადასვლა გადაწყვიტა საკუთარი სახელი მოესმა.
- კატო საით? - ლურჯი მერსედესიდან გაკრეჭილი გადმოვიდა გიგა.
-შენი საქმე არ არის. - ცივად უპასუხა გოგომ და ფეხს უფრო აუჩქარა.
- წესიერად მელაპარაკე და ნუ იტყლარწები. - უღრიალა გიგამ და ხელით მსნქანისკენ უბიძგა. კატო არ დაიბნა. იქვე დაგდებულ საკმაოდ დიდ ქვას ხელი დაავლო და ბიჭს დაუმიზნა.
- შენთვის აჯობებს მომცილდე თორემ...
- თორემ რა?
- თავს გაგიტეხავ.
- გულის გატეხვას თავის გატეხვა ჯობია. მიდი მესროლე. - თვალში გამომცდელად ჩააშტერდა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ. კუდწვ წრთიც და წამის მეათედში კატოსთან გაჩნდა ქვა გააგდებინა და ხელგადაგრეხილი წაათრია მანქანისკენ.
- გამიშვიი. - განწირულმა იკივლა ჯატომ და გაიბრძოლა.
- ნუ მეჯაჯგურები კნუტო. ლეილამ შენი თავი მე მაჩუქა და გიჟი ხომ არა ვარ ასეთ საჩუქარზე უარი ვთქვა? !
- მოგიწევს! მჭახედ დაიყვირა ვიღაცამ და ძლიერი მუშტი უთავაზა სახეში. სანამ გიგა გონს მიეგო ტირილისგან დაოსებულუ კატო ხელში აიყვანა და იქვე გაჩერებულ კია სპორტიჯში ჩასვა.



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Saintereso ragac chans, magram cota iyo, saintereso momentze gawyvite????

 


№2  offline წევრი gabi du

ინტრიგა დავტოვე :) ხვალ დავდებ გაგძელებას. ეს ისტორია რეალურ ფაქტებზეა აგებული და მერწმუნეთ წინ დიდი სიამოვნება გელით.

 


№3 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Saintetresoa, sainteresoa☺️

 


№4  offline წევრი Maia G.

ოჰოო,რა კარგიაა,ყოჩაღ.აბა ხვალამდე და არ დაგვაღალატო :D:D ❣❣❣

 


№5  offline წევრი gabi du

პირობას არასდროს ვარღვევ :)

 


№6 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან კარგად წერ,საინტერესოდ,მომეწონა.

 


№7  offline წევრი gabi du

დიდი მადლობა. ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent