შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განქორწინებულის დღიური (თავი 8)


24-10-2019, 23:56
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 932

ყოველი ფიქრი გამისაპყარე,
თანაც განცდათა განდეგილად მცნე.

მეორე მხრივ, მსიამოვნებს დანიელის ამგვარი დამოკიდებულება; მახსენდება დიდი ხნის წინ დავიწყებული, გიყურებდეს მამაკაცი, როგორც თანასწორ ადამიანს და არა რამენაირად დასაპყრობ საგანს.

-ჰო, რა მნიშვნელობა აქვს - ვამბობ საკმაო ხნის პაუზის შემდეგ, დანიელი კი მაშტერდება, შემდეგ იღიმის;
-გუშინ საოცარი და თან საშინელი სიზმარი ვნახე..
-მომიყევი.
-წყალში ვიყავი, ჩემს გარშემო უამრავი თევზი იყო; ერთ-ერთი, ოქროსფერი და ყველაზე ლამაზი ჩემსკენ მოდიოდა, შემდეგ კი ვიღაც 200 კილოიანმა ღორმა დაიჭირა და პირდაპირ ჩაყლაპა.. სრომ გავიღვიძე, ოფლში ვიხრჩობოდი, ვკვდებოდი სასოსგან დაცლილი ფიქრებისაგან - მე შემეძლო მეშველა. შველა შემეძლო, მაგრამ ამაოდ !
-დამშვიდდი. ეს სიზმარი იყო.
-კიდევ უნდა მივიღო დოზა.
-რამდენ ხანს აპირებ ?
-არ ვიცი... უბრალოდ ბოლო დროს ჩემი ყველაზე ახლო რამ ეს განცდა, მხოლოდ მას შეუძლია ბაბისთან მიმიყვანოს. მასთან მისასვლელად კი ნებისმიერ გზაზე ვარ თანახმა...

ვრწმუნები რაოდენ ძლიერად უყვარს ბაბი, ქალი, რომელმაც მას სხვა არჩია. ვხვდები, რომ მიუხედავად იმისა გულით მუდამ მისი ერთგული იქნება. არც მწყინს. ან რატომ უნდა მწყინდეს ? ის წამიერი ფიქრები, რომლებმაც მე და დანიელი ერთად წარმოგვიდგენა მხოლოდ ხავსმოჭიდებულ „მეს“ ეკუთვნოდა.
გულში რაღაც მწყდება..
„ნეტავ მეც ვყვარებოდი ვინმეს ასე ძლიერად... ხომა რ გავუშვებდი და სამუდამოდ ჩავჭიდებდი გულს, ხელს ... საერთოდ ყველაფერს !“
ფიქრები შორეულ მორევში მითრევს, განცდათა და ფიქრთა წიაღში, საიდანაც თავის დაღწევა ხშირად შეუძლებელიც კია.

***
„ყოველი ფიქრი გამისაპყარე, თანაც განცდათა განდეგილად მცნე “ - ვეუბნები საკუთარ თავს, კისრიდან დალექილი, მწველი განცდები მაწვება და მუცლისკენ მიდის. თითქოს ბევრი რამ მოხდა, მაგრამ მაინც არაფერი ყოფილა.
არდაბადებული დავფალი, სისხლში, შემდეგ კი ამოუხნელი სამყაროსკენ წაიღო გეზი.
არც მახსოვს, რა მოხდა. მხოლოდ ის ვიცი, რომ ქუჩაში გული წამივიდა, შემდეგ კი მხოლოდ დაბურული სიცარიელე მედგა თვალწინ.
ზოგჯერ მგონია, არ უნდა დავბადებულიყავი.
უბრალოდ გავდგომოდი ჩემი გოგონას (თუ ბიჭის გზას).
ვგრძნობ, რომ არარაობა ვარ. ასე მარტოდ არასდროს მიგრძვნია თავი; თითქოს ყოველგვარი საყრდენი გამომაცალეს და სადრაც შორს უსულოდ მიმაგდეს.
ლიკა ტელეფონს არ იღებს. სხვა არავინ მყავს აქ..
მერე მახსენდება დანიელი.
ვურეკავ და დარწმუნებული ვარ, რომ მიპასუხებს; თუმცა ვიღაც გოგოს ხმა ჩამესმის.

-What fuck u want ?
-Daniel ?
-Daniel is busy, bitch.
შემდეგ ხმა წყდება, ცოტა ხანში კი წყვეტილად ისმის ;
-Fuck me anyway you want.

ტელეფონს ვთიშავ. როგორც ჩანს, დანიელსაც არ სცალია.
ასეე ხდება ხოლმე. სრულიად მარტო ვართ, როცა ერთმანეთი გვჭირდება. ადამიანზე ეგოისტი რამ ალბათ ჯერ არ დაბადებულა.
ბალიშში თავს ვრგავ, ტირილი მინდა, მაგრამ ამის ძალაც არ მაქვს.

-R u ok ? -ცოტა ხანში ექიმი შემოდის.
-I want to die.

***
დილას დანიელის ზარი მაღვიძებს.
უკვე სასტუმროში ვარ, სრულიად გაბრუებული, თავიდან ფეხებამდე, გრძნობიდან გრძნობამდე.
საერთოდ არ მინდა მასთან საუბარი. გულის სიღრმეში მწყინს კიდეც, როცა მჭირდებოდა, გვერდში არ დამიდგა.
რა მნიშვნელობა აქვს მიზეზს ? საერთოდ არ მინდა გავამართლო. ის ხომ მაგრძნობინებდა, მეგობრები ვართო.
ცოტა ხანში ლიკა მოდის. ცდილობს გამამხიარულოს, საშოპინგოდ მივყავარ, მაგრამ ესეც ისე აღარ მიზიდავს, როგორც ადრე..
როგორც ჩანს, დროსთან ერთად ყველაფერი უფერულდება.... ერთხელაც კი ცხოვრება საბოლოოდ დაკარგავს ფერს..
სიმართლე გითხრათ, ამის აღარ მეშინია მას მერე, რაც შვილი დავკარგე... ისეთი შეგრძნება დამუფლებია, თითქოს საკუთარი ნაწილი მომაჭრეს, გულის დიდი ნაწილი ამომაჭრეს და სრულიად შემცვალეს.


***
-რა დაგემართა ? - საღამოს დანიელი სტუმრობს.
არ ვპასუხობ.
-ჩუმად ნუ ხარ.
-მუცელი მომეშალა.
- ?
-რამდენჯერ ? - ვეკითხები ვითომდა ინტერესით ?
-რა რამდენჯერ ?
-რამდენად ტემპერამენტიანი იყო ?
-ის გოგო ? რა დროს ეგაა ?
-როცა მჭირდებოდი, აქ არ იყავი..
-მე ხომ არ ვიცოდი, ლილი...
-თავი დამანებე. უკვე უკეთ ვარ და არავის გვერდში დგომა არ მჭირდება.
დანიელი მიდის, მიდის ისე, რომ უკან არც იხედება, ან რცხვენია ამ ყველაფრის, ან უბრალოდ არ აინტერესებს.
ასე იქცევიან ხოლმე კაცები. პირველივე სირთულე აშინებთ და კუდამოძუებულებს მიარბენინებთ თბილი ბუნაგისაკენ.
ქურთუკს ვიცვამ და გარეთ გავდივარ. სიბნელეა, ამიტომ ვერავინ მამჩნევს დიდად. ხალხს ვეხმარები და შორეული ფიქრებისკენ მივდივარ.
მახარებს მოხუცი ქალის თავის ქნევა, რომელიც მადლობის გამომხატველია. თურმე რა საოცარი გრძნობა ყოფილა, როცა სხვისი სიხარული გახარებს...
ალბათ ამ ხაზს თუ გაყვება ადამიანი, სამყაროს ცენტრადაც გაიხდის სხვის ბედნიერებას და საკუთარი ბედნიერებაც გაუორმაგდება..
მთელი ღამე დავდივარ და ვფიქრობ...
გარშემო სიჩუმეა..
დანიელი მახსენდება და გაუცნობიერებლად მეღიმება...

***
საკუთარ განცდებთან ბრძოლაში საკმაოდ დროს ვატარებ. მართო საკუთარი თავი, ყველაზე რთული რამაა..
ვცდილობ საკუთარი „მეები“ არ დავუპირისპირო ერთმანეთს, სულიერი ჰარმონიისკენ ვილტვი იმის იმედით, რომ ოდესღაც ოდნავ მაინც მივუახლოვდები ამ მდგომარეობას.
არ ვიცი როგორ დავხარჯო დაგროვილი განცდებით გამოწვეული ენერგია, სანამ ძველმანების მაღაზიაში არ ვაწყდები სანტა მარიას ორდერს.. ვიღებ, დიდ ხანს ვაკვირდები, ბოლოს საფასურს ვიხდი და სასტუმროსკენ მივდივარ.
ვიცი, რომ ამ წამმა რაღაც შეცვალა. ვიცი, რომ სხვანაირი მოქმედების დროა, თითქოს მკვდარ არსებას ვაღვიძებ ჩემში, რომელიც დიდი ხნია დაჯაბნილი იყო.

***
საკუთარ თავს ვუმეორებ, რომ ყველაფერი გამოვა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და რუანდაში გამგზავრებას ვგეგმავ.
აკეთო ის, რაც სხვას აბედნიერებს, ყველაზე დიდი ბედნიერების მომტანად მესახება. დანიელის სიტყვებიც მახსენდება ამ თემასთან დაკავშირებით, მეღიმება, თვალებს ვხუჭავ და მალევე მეძინება.
მწამს, რომ სამყაროს ნაწილის შეცვლას მაინც შევძლებ, საკუთარი ნაწილის შეცვლას და ამით შევასრულებ საკუთარ მცირე როლს სამყაროს წინაშე.

-რას დალევთ ? -მეკითხება სტიუარტესა.
-წითელ ღვინოს - ვუღიმი და ცნობარის კითხვას ვაგრძელებ. სინათლესავით მედება თვალებზე მოცეკვავე სიტყვები და ახლ ინფორმაციას გონება გაუმაძღრად ეწაფება;
„რუანდის სამეფო დაარსდა XI საუკუნეში ტუტსის ტომის ერთობლიობის მიერ. მას ეკავა დაახლოებით იგივე ტერიტორია, რაც უკავია თანამედროვე რუანდას. რუანდა დიდი ხნის განმავლობაში იყო დაკეტილი ევროპელებისათვის. პირველი ევროპელი, რომელმაც ფეხი დაადგა რუანდის მიწას იყო ავსტრიელი ოსკარ ბაუმანი 1892 წელს, რომლის ექსპედიციის თანხაც გადაიხადა „გერმანიის აღმოსავლეთაფრიკული კოლონიზაციის საზოგადოებამ.”
1897 წელს გერმანელი კოლონიზატორები და მისიონერები ჩავიდნენ რუანდაში. რუანდელები დაყოფილები იყვნენ — სამეფო ოჯახის ნაწილი შეშფოთებული იყო ევროპელების ვიზიტებისაგან, სხვები თვლიდნენ, რომ გერმანელებს შეეძლოთ გამხდარიყვნენ დომინირებული ბუგანდის ან ბელგიის კარგი ალტერნატივა. საბოლოოდ იმარჯვა მეორე აზრმა, რამაც ხელი შეუწყო გერმანელებს დამკვიდრებულიყვნენ ქვეყანაში. ჯამში რუანდამ ევროპელ კოლონიზატორებს გაუწია მნიშვნელოვნად ნაკლები წინააღმდეგობა, ვიდრე, მაგალითად ბურუნდიმ.“


***
ნომერში შევდივარ თუ არა საწოლზე ვწვები, თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ, უახლოესი მომავალი წარმოვიდგინო.
მალევე დანიელის სმს მომდის:
„ლილი, როგორ იმგზავრე ?“



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

მომდევნო თავი მომდევნო თვეში იქნება? ))

არადა ისედაც მოკლე თავებია

 


№2 სტუმარი დენიელ

ძალიან მაგარია , ყოჩაღ <3

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

სტუმარი ნინი
მომდევნო თავი მომდევნო თვეში იქნება? ))

არადა ისედაც მოკლე თავებია

თვეში არა, მალე..
უბრალოდ ვერ ვდებ სისტემატიურად, ყოველ დღე ან ყოველ კვირა, მომიტევე <3
შევეცდები, მალე დავდო.
დენიელ
ძალიან მაგარია , ყოჩაღ <3

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent