შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი ფანჯრიდან (2 თავი)


25-10-2019, 10:03
ავტორი gabi du
ნანახია 2 350

- ტატო? - ამოიჩურჩულა კატომ. - აქ როგორ აღმოჩნდი?
- შენმა მეზობელმა მომწერა, ნანომ მესენჯერზე ლეიას ხმა სადარბაზოს აზანზარებსო. შენთან მოვდიოდი.
- ღმერთო... შენ რომ არა... - ისევ ატირდა კატო. - დამღალა მისმა გამოხტომებმა. ცხოვრება მომაბეზრა...
- კატო ასე როდემდე? ახლა გადარჩი. იმ დღესაც... გგონია სულ შეძლებ თავის დაღწევას?
- არ ვიცი ტატო...
- სამაგიეროდ მე ვიცი. შენ ამ მანქანიდან მხოლოდ ჩემი ცოლის სტატუსით გადახვალ. - უთხრა და მზერა აარიდა გაფითრებულ გოგოს.
- შენც დამცინი ხო? ყოჩაღ. ახლა სწორედ ამის დროა.
- არ დაგცინი კატო. სიტუაცია ძალიან ჩახლართულია, მხოლოდ ასე თუ გადაგარჩენ იმ ყვე*ისგანაც და ალქაჯი მამიდაშენისგანაც.
- ვერ მივხვდი...
- ღმერთო სულ დაგაშტერა ამ ხალხმა. ახლა მე და შენ სადმე წავალთ ერთი, ორი კვირით. თუნდაც თვით. დავრეკავთ ჩვენებთან და ვეტყვით, რომ დავქორწინდით. ასე გეგაც შეგეშვება და ლეილაც იძულებული იქნება თავი დაგანებოს, რადგანაც ამიერიდან შენზე უფლებები მხოლოდ მე მექნება.
- არ მომწონს ეს აზრი. მე კი გადამარჩენ მაგრამ შენ? მერე ნინო?
- სამაგიეროდ მე მომწონს და ასეც იქნება.
- არა. უფლებას ვერ მოგცემ ჩემს გამო საკუთარ ცხოვრებას ზიანი მიაყენო. არც იფიქრო ამაზე.
- კატო! ჩემი ცხოვრება მარტო მე მეხება. ვიცი რასაც ვაკეთებ. რახან ვამბობ ესეიგი ნაფიქრი მაქვს. ხომ მიცნობ არა? მხოლოდ მაშინ ვიქნები ბედნიერი, როცა შენ უსაფრთხოდ დაგიგულებ. მოვკვდი ამდენი ნერვიულობით. ..
- და ნინო? - ჩუმად გააწყვეტინა კატომ და ხელი მუხლზე დაადო.
- ნინო რა შუაში?
- შუაში კი არა თავშია. თქვენ ხომ ერთად ხრთ. გული დაწყდება. - ნინო ისედაც ვერ იტანდა კატოს ამასწინათ უშვერი დიტყვებით გსმოლანძღა. სულ კა*პა და ქუჩის ქალი უძახა. რა გახდი ასეთი ტატოს რომ ესამყაროებიო. კატომ დაუმალა ეს ინციდენტი ტატოს. ახლა კი სწორედ ეს ფაქტორი აბრკოლებდა.
- ერთხელ მაინც იფიქრე საკუთარ თავზე გოგო. - გაღიზიანდა ბიჭი. - სულ სხვები როგორ უნდა გადარდებდეს. ამაზე ფიქრს გირჩევნია იმახე იფიქრო თუ რადენად დამაჯერებლად ითამაშებ ჩემზე თავდავიწყებით შეყვარებული ქალის როლს. - გაიცინა ბიჭმა და ლოყაზე მიეფერა. - დანარჩენს მე მოვაგვარებ გპირდები. - თვალი ჩაუკრა გოგოს და გაზის პედალს დააწვა.
***
კატო 17 წლის იყო ერთ-ერთ სოლიდურ კომპანიაში პროექტი რომ მოიგო და მენეჯერი გახდა. ასაკის მიუხედავად ძალიან შრომისმოყვარე და კრეატიული გახლდათ. სულ ცოტა 128 ადამიანი იყო მის დაქვემდებარებაში დ თითოეული მათგანი მოწიწებითა და პატივისცემით ეპყრობოდა ახალგაზრდა ხელმძღვანელს, როელიც საკნაოდ წარატებულად ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო ტატოც. ყოველ დილით სამსახურში მიმავალს ზუსტად ერთიდაიგივე დრს ერთიდაიგივე ადგილას - მისი ქუჩის თავთან ხვდებოდა დისტრიბუციის მანქანა. მძღოლის დაშტერებულ მზერასაც ამჩნევდა, მაგრამ არად დაგიდევდა. შემდეგიგივე ბიჭი მისი სამსახურის წინ მდგარი კორპუსის ფანჯარაში დალანდა წელს ზევით შიშველი ყავის ჭიქით ხელში. ,, აჰა, ესეიგი ასეთია სექსუალური კაცი". შეუმჩნევლად ჩაეღიმა კატოს და წინა საღამოს მეგობრებთან კამათი გაახსენდა, რომლებიც ვერაფრით შეთანხმებულიყვნენ თუ როგორ განისაზღვრებოდა მამაკაცის სექსუალობა. გაიფქრა გაიფიქრა, მაგრამ კარამდე არ მიჰყოლია ნაფიქრი. ბიჭების ყურადღებით განებივრებულს საერთოდ დაჰკარგვოდა საპირსპრო სქესის მიმართ ინტერესი . საოცრად ეშხიანი და მიმზიდველი იყო კატო. ხორბლისფერი კანი ზაფხულობით რძიანი შოკოლადისფერი უხდებოდა. გრძელი, შოლტებად დაყრილი ხშირი თმა, სწორი ფეხები, გამოყვანილი თეძოები, მკვრივი, ულამაზესი ფორმის სავსე მკერდი, სქელი უკოცნელი ტუჩები და შვლის ნუკრის თვალები ჭკუას აკარგვინებდა მამაკაცებს. უაზროდ მიმზიდველი და შარმიანი ზედ არ უყურებდა არავის. აღიზიანებდა საპირისპირო სქესის დამშეული მზერა. თვლიდა, რომ წრფელი სიყვარული საწყის ეტაპზე მოკლებული უნდა ყოფილიყო ყოველგვარ ხორციელ ვნებებს. სასაცილოდ არ ყოფნიდა კომპლიმენტები. ერთ დღესაც სამსახურისკენ მინავალს ზურგს უკან უცხო ხმა მოესმა.
- ქალიშვილო! ერთი წუთით... - კატო შეტრიალდა და... ჰოი საოცრებავ მის წინ ,,ბიჭი ფანჯრიდან" იდგა და უღიმოდა.



უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. მიხარიხართ!
-



№1 სტუმარი სტუმარი Nata

კარგი ისტორიაა, მომწობს სიუჟეტი, წარმატებები ავტორო

 


№2  offline წევრი gabi du

უღრმესი მადლობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent