Du gehörst nur mir(შენ მხოლოდ ჩემი ხარ)(3)
Du gehörst nur mir(3) (შენ მხოლოდ ჩემი ხარ) -ვაიმე არ მჯერა თორნიკე.-სიხარულით ფეხზე წამოვხტი და გადავეხვიე. -გაგიხარდა ჩემი დანახვა ჩემო გოგო? -არა საერთოდ.-უკვე სკამზე მოთავსებულმა კატომ გადაიკისკისა. -ხო მჯერა.-თორნიკეც აყვა. -შენ თავს ვფიცავარ.-ახლა მართლა მჯერა.-ერთმანეთს სიხარულით უყურებდნენ. -აბა არ მოვდივარო, რატო მომატყუე?ჩემთან ერთად რატო არ წამოხვედი?სხვაში გამცვალე ხო? სხვა დაკერე და მეტი რა გინდოდა შენ, მე ვიღას ვახსოვარ.-ყველაფერი დააყარა კატომ, არც კი ამოუსუნთქავს. -კაწერინა დამშვიდი ამოისუნთქე მოდი ჯერ და მერე გაგცემ პასუხებს ყველა კითხვაზე. -ხო კაი კაი მიდი.-გაეცინა ორივეს. -ჩემო კაწერინა ესეიგი რა ხდება, არ ვაპირებდი ჩამოსვლას მაგრამ შენ გარეშე ვერ გავჩერდი იქ, დამაკლდი გოგო დამაკლდი.-ბოლოს მაინც გაეცინა თორნიკეს. -ოხ თორნიკე ღერა-ღერა დაგაწიწკინი თმას, სერიოზულად გეკითხები ახლა. -შენ და სერიოზულობა რაღაცა სხვა თემაა.-სიცილი აუტყდა ორივეს. -ხო კაი მართლა ვეღარ გავჩერდი შენ გარეშე, მომენატრა დილაუთენია რომ მაღვიძებდი ხოლმე. -ოპა მად ახლა შეცდომაა, მე შენ კი არ გაღვიძებდი არამედ იმ შენს ნაშებს,მაგრამ ბოლო დროს კი ნაშები აღარ იყო და მიკვირდა მაგრამ სულ მავიწყდებოდა ხოლმე რომ მეკითხა. -უიმე დედა როგორი მზრუნველი მყავხარ.-ლოყაზე უბრწკინა თორნიკემ. -არა რა, რა ვარ ასეთი.-გადაიკისკისა კატერინამ. -ჩემი ნარცისი გოგო ხარ.-თბილად ჩაეხუტა. -შენ კი ჩემი ბაბნიკი.-კატოც თბილად ჩაეხუტა. -როგორ მიყვარს რომ მაქებენ. -შენ შეგაქებ ახლა კარგად თუ გაგცხე.-ვითომ დასეროზულდა კატო. -უკაცრავად გოგონი. -კაი რა იყი გეხუმრე, შენ როგორ უნდა დაგარტყა, ასეთი სიმპაწიური ბიჭი მყავხარ და როგორ გაგიმეტებ.-სიცილით ჩაეხუტა ამ დროს კი ლუკა შემოვიდა ბარში, კატოს არც კი შეუმჩნევია ისე იყო თორნიკესთან ლაპარაკში გართული. -ოჰ კაწიუშა აქ ხარ?-ვითო მანამდე არც კი შეენიშნოს ისე შეხედა. -ბატონო ლუკა უკვე მოხვედი, რა ქენი გამირკვიე?-ვითომ არაფერი ისე გადახედა. -არა შეგიძლია შენ თვითონ მიხვიდე და გაარკვიო, მე არ მცალია.-თან ერთი ჭიქა ვისკი შეუკვეთა. -ხო გეტყობა როგორ არ გცალია.-კატომ ირონიულად გაუღიმა. თორნიკე მიხვდა რომ დაძაბული ურთიერთობა ქონდათ. -კარგი მე ხელს აღარ შეგიშლით.- ლუკა სხვა მხარეს გადაჯდა და მალევე ვიღაც გოგოც შეუერთდა. -რა იყო კაწერინა ვინმე გაბრაზებს? -მე ვინ უნდა გამაბრაზოს. -ხო რავიცი ისე ლაპარაკობდით ასე მეგონა წუთი-წუთზე მესამე მსოფლიო ომი დაიწყებათქო. -დაიკიდე პროსტა ნერვებს მიშლის, ძაან იდიოტი ტიპია. -მე მასე არ მგონია ძალიან ჭკვიანი ჩანს. -კი კი აბა რა არსად დაგეკარგოს.-გაბარზებულმა შეხედა. -ჩემი გოგო გამიბრაზეს.-გულში ჩაიხუტა თორნიკემ, ამ დროს კი ლუკა კატერინას მიმართულებით წავიდა,ხელი მაჯაში ჩაავლო და გარეთ გაათრია. -რას აკეთებ სულ გაგიჟდი? გამიშვი ხელი?-ტკივილისაგამ სახე დამანჭა. -კიდე მე გავგიჟდი ხო, ყველა მეორე ბიჭს მასე ეტმასნები?-გაცოფებულმა ლუკამ დაუღრიალა ბოლო ხმაზე. -წესიერად მელაპარაკე და თორნიკე ყოველი მეორე ბიჭი არაა ის იმაზე მეტად მნიშვნელოვანია ვიდრე შენ გონია და არავინ გეკითხება მე ვის ჩავეხუტები, შენ შენს ნაშებს მიხედე რა.-არც კატომ დააკლო და ყველაფერი უთხრა პირში. -ჩემთან მასეთი ტონით საუბარი მეორედ აღარ გაბედო ახლა კი მანქანაში ჩაჯექი დროზე და სახლში წავედით, მერე ისწავლი შენ ჭკუას. -შენ არავინ არ გეკითხება მე რას ვიზავ და ჯერ არ ვაპირებ არსად წასვლას. -ან შენი ნებით დაჯექი ან მე ჩაგსვავ ძალით. -შემეში შენ რა ქართული არ გესმის? -დროზე დაჯექი მოთმინების ფიალა მევსება ეკატერინე.-თვალები დაუბრიალა ლუკამ, ამ შუა ჩხუბის დროს კი თორნიკე გამოვიდა ბარიდან. -ეკატერინე მოხდა რამე? -ძმაო მოდი ჩვენს საუბარში ნუ ერევი. -მოიცა ახლა შენ რას უღრიალებ შუა ქუჩაში, ჯერ ქუჩაში მოქცევის მანერა ისწავლე და მერე ვილაპაკოთ. -უკვე გითხარი ჩვენს საუბარში ნუ ერევითქო და გირჩევნია წახვიდე.-უკვე ლუკას მოთმინების ფიალა ევსებოდა. -არ წავალ, კატერინასთან ასეთი ლაპარაკის უფლებას არ მოგცემ, გირჩევნია შენ თვითონ წახვიდე სანამ რამე შარს გადაყრილხარ. ლუკამ ვეღარ მოითმინა და თორნიკე ერთ წამში ძირს აღმოჩნდა. -რას აკეთებ სულ გაგიჟდი.-კატომ თორნიკე წამოაყენა და გაციფებული მიუბრუნდა ლუკას. -კაი დაწყნარდი კარგად ვარ, ამას კი კარგი დღე არ დაადგება.- დასარტყმელად გაწევას აპირებდა როცა კატერინამ შეაჩერა და დაწყმარება სცადა, ლუკას კი ხელი მოკიდა და მანქანაში ჩასვა. ნახევარი გზა ჩუმად იჯდნენ. -სად მიდიხარ ჩემი სახლი ამ მხარეს არ არის.-გაბრაზებულმა შეხედა. -მალე ნახავ სადაც მივალთ.-მშვიდად უპასუხა. -მომბეზრდა უკვე შენი გამოხტომები, სახლში წამიყვანე ახლავე, საერთოდ არ მაინტერესებს თუ რითი ამიხსნი ამ ქცევას. -დამიჯერე დაგაინტერსებს და ცოტა ხანს მოითბინე.-ისევ ჩვეული სიმშვიდე. -ლუკა მანქანა გააჩერე, უკვე ძალიან მომაბეზრე თავი.-კბილებში გამოსცრა კატომ. -უკვე გითხარი რომ უნდა მომისმინო და ესეიგი მომისმენ, სულ ფეხებზე ყველა.-ლუკამ სიმშვიდე ვეღარ შეინარჩუნა და დაუღრიალა კატერინას. -ნუ ღრიალებ,ჩემთან ნორმალურად ილაპარაკე უკვე დავიღალე შენი ბრძანებლური ტონით.-არც ეკატერინემ დააკლო. -როგორც გეკუთვნის ისე გელაპარაკები.- ისევ დაუღრიალა. -იდიოტი ხარ იდიოტი, ვერ გიტან, მძულხარ, შენაირ ადამიანთან გაჩერება მირჩევნია მოვკვდე,ცხოველი ხარ ცხოველი, დროზე გააჩერე თორემ გადავხტები.-კარების გაღება დაიწყო კატერინამ. -მაგ სიტყვებს ინანებ ეკატერინე,მოვა დრო და გაგახსენებ ამ ყველაფერს.-მოულოდნელად კი მანქანა გაჩერდა და ლაგვილავა მანქანიდან გადაფრინდა,კატერინას კარები გამოაღო და გადაიყვანა. -აჰა ხომ გავაჩერე მიდი რაც გინდა მიქენი მაგრამ მაგ სიტყვებით იმდენი რამ მიქენი მაგაზე უარეს მეტს ვერაფერს იზავ, შენ წინ ვდაგავრ მიდი რაღას ელოდები თუ იარაღი გინდა,თუ გინდა მოგცემ და მესროლე. -მოულოდნელად მანქანიდან იარაღი გადმოიღო და ხელში მომაწოდა იმ დროს კი მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა,არ ვიცოდი რა უნდა მექნა, ვერ ვაზროვნებდი, არ მეგონა თუ ასეთ რამეს ვინმე დამმაეთებდა,ყოველთვის ყველაზე ძლიერი მეგონა თავი,მაგრამ ახლა მივხვდი თუ რა სუსტი ვიყავი, იარაღი ხელიდან გავაგდე და ძირს დავეცი, ცრემლები თავისით მოდიოდა, არ შემეძლო მათი გაჩერება, ხელ_ფეხი მიცახცახებდა, მთლიანად გაყინყული ვიყავი, ვერაფერს ვერ ვგრძნობდი. -ეკატერინე.-ერთი ეს სიტყვა გავიგე ბოლოს იმის შემდეგ კი არაფერი აღარ მახსოვს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.