შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულ შენ მიყვარდი (თავი 1)


29-10-2019, 00:06
ავტორი duchi_duchi
ნანახია 13 965

დილით მაღვიძარას ხმამ გამაღვიძა.ტელეფონს დავხედე 8 საათი იყო,მაღვიძარა გავთიშე და ძილი შევიბრუნე...ისევ ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ისე ვუპასუხე არც დამიხედავს...
-გისმენთ!
-გვანცა როგორ ხარ?
-აკოო?დილამშვიდობის შენ როგორ ხარ?
-სად ხარ?
-სახლში მეძინა
-რა დროს ძილია გოგო,დღეს უნივერსიტეტის პირველი დღეა,არ მიდიხარ?ჰაჰ, დაგავიწყდა ხო?
-ვაიმე აკოო!დამავიწყდა კიიი...ფეხზე ისე წამოვფრინდი,ძირს დავეცი.
-მოიცა გოგო ნელაა, არაფერი იტკინოო.
-ხო კარგი,კარგი ,წავედი ახლა და გნახავ ცოტახანში,
-გვაანც?!მე წაგიყვან დღეს რაა
-კარგი აკოო ნახევარ საათში მოვემზადები და ეზოში დამხვდი...
აკოს დავემშვიდობე და მომზადება დავიწყე.ჯინსის შარვალი,თეთრი მაისური, ტყავის ქურთუკი და კედები ჩავიცვი.ჩემი შავი გრძელი თმა მაღლა ავიწიე,
მსუბუქი მაკიაჟიც და უკვე მზად ვიყავი აკომ რომ დამირეკა კიდევ.
-ხო აკო
-ჩამოდი გელოდები
-მოვდივარ ხო...
აკო ჩემი მეზობელი და ბავშვობის მეგობარია, ჩემზე 6 წლით უფროსი.ბიჭი რომელიც ძალიან თბილია, ბიჭი რომელიც,სულ ჩემს გვერდით არის და რთულ მომენტებში მამხნევებს, მეხმარება...აკო ყველაფერია ,ყველა ფერი...ვგიჟდები მის სიცილზეე,მის ხელის თითებზეე ,მის შავ, ღამისფერ თვალებზეე. იმდენად ახლოს ვართ ერთმანეთთან, რომ რაღაც განსაკუთრებული გრძნობა მაქვს მის მიმართ .მიყვარს?არა! როგორც ბიჭი არ მიყვარს,უბრალოდ ძალიან მიზიდავს...მე კიდე ძაან გრუზინი კაცივით ვაზროვნებ და სულაც არ მინდაა ჩემი საუკეთესო მეგობარი მიზიდავდეს...სიმშვიდეს ვგრძნობ როცა ჩემთან არის და ცუდად ვარ როცა ვერ ვხედავ. სასტიკად ვეჭვიანობ მის სხვა მეგობრებზე...გვყავს საერთო მეგობრები მარიამი ნინი და გიგა...სულ ერთად ვართ..დადგა დღე როცა წავალ მშობლიური ქალაქიდან და ხშირად აღარ ვიქნები აქ ,ვიცი ძალიან გამიჭირდება მაგრამ, სწავლა მიხმობს...გაგეცნობით!მე გვანცა შარაშენიძე ვარ საშუალო ტანის გოგო არც ძაან გამხდარი და არც ძაან მსუქანი...თაფლისფერი თვალებით, ლამაზი პატარა ცხვირით და სავსე ტუჩებით...ხასიათით ძაან გიჟი ვარ და ძაან ბიჭური .ალბათ ეს იმის დამსახურებაა რომ ჩემს გარშემო,
უფრო მეტი ბიჭია ,ვიდრე გოგო ,უფრო მეტი ძმაკაცი მყავს ,ვიდრე დაქალი...ხო რათქმაუნდა ,სულ ორი დაქალი მყავს ,მარიამი და ნინი...
ეზოში ჩავედი.
-გვანც რა არის ეს?გამიღიმა ჩვეული ღიმილით (ტანსაცმელზე მიმითითა)
-ო კაი რა ვითომ პირველად მხედავდე ჯინსებში და კეტებში
-ხოდა პირველად რომ არ გხედავ გოგო რა ჩაგიცვამს ეს უნივერსიტეტში მიდიხარ ცოტა ქალურობა ხო შეიძლება?
-აუ აკო რა გინდაა?ხო იცი არ მიყვარს ეს გადაპრანჭვები!გავბრაზდი და გავიბუსხე
გამიცინა ხელი მომხვია და მითხრა კაი რა გვანც ვხუმრობ..
-კაი წავედით თორემ ისედაც დააგვიანე...
მთელი გზა ხმა არ ამომიღია ,ვფიქრობდი როგორი კურსელები მეყოლებოდნენ, როგორი ურთიერთობა გვექნებოდა.ლექტორები როგორები იქნებოდნენ და ასე შემდეგ...ფიქრებიდად აკოს ხმამ გამომაფხიზლა.
-გვანც მოვედით
-ა ხო აკო გადავალ
-მისმინე ჭკუით იყავი,ნუ გააგიჟებ პირველივე დღეს ხალხს ცოტა სერიოზულად
-კარგი კარგი აკო რა პატარა ბავშვივით მარიგებ
-მოდი ჩაგეხუტო,დიდი გოგო ხარ უკვეე.
ერთმანეთს ჩავეხუტეთ, ლოყაზე ვაკოცე და მანქანიდან გადმოვედი
-გვაანც!
-ხო
-ხომ იცი რო ეს სიშორე არაფერია, თუ რამე დამირეკე და იმ წამსვე შენთან გავჩნდები
-გადავიხარხარე და მივუბრუნდი კარგი რა აკოო რა უნდა მოხდეს შემიძლია თავის დაცვა წადი ეხლა და საღამოს დაგირეკავ..ხელი დავუქნიე და როგორც იცის ხოლმე ადგილიდან მოწყვიტა მანქანა ისე რომ ყველა მას უყურებდაა...გიჟია!უნიში შევედი 302 აუდიტორია ვიკითხე მიმასწავლეს.როგორც იქნა მივაგენი კარი შევაღე და უკვე დაწყილიყო გაცნობის საათები...
დიდი ოთახი იყო ლექტორი ახალგაზრდა ზედმეტად სექსუალური ქალი შავ მოტკეცილ ერთიან კაბაში და მაღალ ქუსლიან შავ ფეხსაცმელებში.შავი თმით და წითელი პომადით...ვაუ გულში გავიფიქრე და კურსელებს მომავლე თვალი...
-შეიძლება?
-მობრძანდით
-უკაცრავად დაგვიანებისთვის
-არაუშავს ეცადე შემდეგში არ დაიგვიანო
-კარგით ვეცდები გავუღიმე და ბოლოში წავედი დასაჯდომად
მე ელენე ვარ გვითხრა ლექტორმა თქვენი ინგლისურის ლექტორი
ხო დამავიწყდა მეთქვა ეკონომიურზე ჩავაბარე.მე და ეკონომისტი ცოტა დაუჯერებელია მაგრამ მაინც ასე მოხდა...ცოტახანში ისევ გაიღო აუდიტორიის კარი, ბიჭი შემოვიდა გაღიმებული,რომ დავინახე გული შემიქანდა, ისეთი კარგი იყო მისი ღიმილი ,ყბა ჩამოგდებული ვუყურებდი.პატარა ცხვირი ,დიდი ტუჩები და მწვანე თვალები ქონდა...ბოდიში მოიხადა მანაც და მეორე რიგში დაჯდა ჩემს წინ.მთელი ერთი საათი მას ვუყურებდი და თვალს ვერ ვაშორებდი.ფიქრებიდან ლექტორის ხმამ გამომიყვანა ნახვამდის და შევხვდებით...მე კიდევ იმ ბიჭს დავუწყე ცქერა.. ერთერთი კურსელი მივიდა მასთან
-სად იყავი რატომ დაიგვიანე?
-საქმე მქონდა რომა რაიყო?
-არაფერი ირაკლი
ვახ ესეიგი ირაკლი ქვია, ძალიან კარგი გავიფიქრე მე.გვერდზე მივბრუნდი და ვიღაც დამადგა თავზე
-გამარჯობა მე რომა ვარ ,
ის ბიჭი წეხან იმ ლამაზ ღიმილიან ირაკლისთან რომ იყო...
-გამარჯობა მე გვანცა ვარ სასიამოვნოა.
-იმედია ვიმეგობრებთ
-კი რათქმაუნდა ვუთხარი მე,
დავინახე როგორ წამოვიდა ჩვენსკენ ის სიმპათიური არსება, თვალები დავქაჩე, გამეღიმა ,გამოვშტერდი ,ამ სიშტერიდან კი მისმა ხმამ გამომაფხიზლა
-რომა არ გავიდეთ?
-კი გავიდეთ, ჯერ გაიცანი,
გვანცა ჩვენი კურსელი
-გამარჯობა გვანცა მითხრა მან
-გამარჯობა ირაკლი სასიამოვნოა
-არ წავიდეთ სადმე დღეს?იკითხა ირაკლიმ,
სანამ პასუხს გავცემდი მეორე მერხიდან გოგო შემოტრიალდა
-მე არ წამიყვანთ?მე ქეთი ვარ თქვენ?მე გვანცა რომა და ირაკლი ვუპასუხე ბიჭების მაგივრად მერე შემოგვიერთდნენ დათო ,ბადუ, თემო და ზურაა...
პირველი დღე გაცნობის იყო.
გავიცანი ქეთი რომა დათო,ირაკლი,ბადუ,ზურა და თემო..კარგი დღე იყო ,მთელი კურსი ვერა მაგრამ, ყველა ვინც ჩამოვთვალე ერთად წავედით ბარში ერთმანეთის უკეთ გასაცნობად... ძალიან კარგი დრო ვატარეთ...ათი საათი იქნებოდა ტელეფონმა რომ დამირეკა ,აკო იყო.
გარეთ გავედი და ვუპასუხე
-ხო აკო
-გვანც რაშვები?როგორი იყო პირველი დღე?
-ძალიან კარგი აკო კარგი კურსელები მყავს,ქეთი,რომა,დათო.ირაკლი,ბადუ,ზურა და თემო გავიცანი ,ხოდა ეხლა ვქეიფობთ ,ჩამოვურაკრაკე სულ ამოუთქმელად და ამოვისუნთქე
-კარგი კარგი ანუ ქეთი და დანარჩენი ბიჭები სხვას არც ველოდი მითხრა და გადაიხარხარა...
-ხო რაიყო?
-არაფერი მე მარიამი და ნინი ვართ ჩემთან ,ხოდა დაგირეკეთ მოგიკითხეთ შენ არ გაგახსენდით დღეს..
-კარგით ეხლა ეჭვიანობთ?ხომ იცი მე სულ თქვენი ვარ და ყველაზე მეტად თქვენ მიყვარხართ...
-ვიცით და სახლში როდის მიდიხარ?
-აი ცოტახანში წავალთ რა
-გვანც გვიანია უკვე და წადი სახლში მე მანდ არ ვარ და ვნერვიულობ
-კარგი აკო რა გჭირს ეხლა სულ ეგეთი დაძაბული უნდა იყო?
-უნდა ვიყო იმიტომ რომ მე მანდ არ ვარ...გვენატრები უკვეე
-მეც მენატრებით და ყოველ შაბათ კვირას მანდ ვარ...მიყვარხართ ძალიან .წავედი ეხლაა მპუა ჩავძახე ტელეფონში და გავუთიშე...
რომ შევედი რომამ მკითხა
-რაო გვანც შეყვარებულმა დაგირეკა?
-გამეცინა,არ მყავს შეყვარებული მაგისთვის არ მცხელა.მაგ საკითხში ცოტა რთულად ვარ მოდი ვთქვათ ცუდი გოგო ვარ რაა...რომ გავიგებ ბიჭს მოვწონვარ თავს ვაყვარებ და მერე ვიკიდებ როგორც თქვენ ისე მეც მომწონს მიუწვდომელი ბიჭები.თვალი ჩავუკარი გულიანად გავიცინე და ირაკლის გვერდით დაცჯექი..
-კარგი რა ტო შენ რა გულქვა ვინმე ყოფილხარ...
-არც ისე რომა ზატო ძმაკაცობა ვიცი მაგარი...
ყველა ძალიან კარგები იყვნენ ,ყველა სხვადასხვანაირი,ყველა ხუმარა და გულღია იყო ამ ერთი ნახვით ძალიან შემიყვარდნენ...ირაკლი მთელი საღამო თვალს არ მაშორებდა...
პირველად გავგიჟდი ასე ერთი ნახვით ბიჭზე, არვიცი რა მჭირდაა, მგონი შემიყვარდა ვფიქრობდი გულში...კარგი დავიშალოთ ეხლა,ვთქვი მე ,ქეთიც ამყვა .გარეთ გავედით ,ერთმანეთს დავემშვიდობეთ ,ტაქსი გავაჩერე და გავუდექი სახლის გზას...

-------------
ძალიან დიდი ხნის წინ დავწერე...ვკითხულობდი ამ საიტზე ატვირთულ ისტორიებს და მომინდა ჩემიც ამეტვირთა..თქვენ ვერ შეგედრებით ამ საიტის მწერლებო მაგრამ მაინც იდოს აქ...



№1  offline წევრი Yavisfertvala

Dzalian sainteresoa. Gaagrdzele aucileblad ????????

 


№2 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Sainteresoa, gaagrdzele ☺️

 


№3  offline წევრი liilu

მოქმედება სად მიმდინარეობს?
ჯერ ჯერობით შემიძლია გითხრა, რომ საინტერესო დასაწყისია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent