შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი ფანჯრიდან ( 4 თავი)


29-10-2019, 16:35
ავტორი gabi du
ნანახია 2 586

***
ერთი თვე მიილია ტატოს წასვლიდან. კატო თავის კაბინეტში იჯდა და ცქმუკავდა. იმდენი რამ დაუგროვდა მისთვის სათქმელი...
- კატო შეიძლება? - კარი შემოაღო შუახნის, ლამაზი პირისახის მაგრამ ჩაპუტკუნებულმა ბუღალტერმა.
- მობრძანდი ირა. ხომ ყველაფერი რიგზეა? - თბილად შეხვდა კატო ქალს. სკამისკენ მიუთითა და თავადაც ჩაესვენა სავარძელში.
- სანერვიულოდ ნამდვილად გაქვს საქმე... წლიური ბალანსი დავსვით. მას შემდეგ, რაც მენეჯერის თანამდებობა დაიკავე, წლიური მოგება მილიონნახევრით გაიზარდა. დღეს 5 საათზე, სააქტო დარბაზში კოტე მიღებას მართავს - პრეზიდენტის სავარძელს გთავაზობენ საყვარელო. - დაასრულა ირამ და გაოცებულ კატოს ხელზე ხელი დაადო. - გილოცავ ჩემო გოგო.
- ხუმრობ?
- 5 საათზე თავად დაიჯერებ. - თვალი ჩაუკრა ბუღალტერმა და კარისკენ გაემართა.
- კი მაგრამ... რა საჭიროა... მეშინია... თან რაღა დღეს. - ბურტყუნს მოყვა კატო.
- კატო ნუ ნერვიულობ. კოტემ იცის რასაც აკეთებს. მას სჯერა შენი და ნუ დააღალატებ.
- ჰო მაგრამ... მხოლოდ 21- ის ვარ...
- აქ რომ მოხვედი 17- ის იყავი და მაშინ ბევრად თამამი იყავი ჩემო ლამაზო. ხომ გამოგივიდა? ახლაც გამოგივა. ახლა კი დროის კარგვას გიჩევნია შინ წახვიდე და საღამოსთვის მოემზადო. ჯერ მხოლოდ ორია. თუ ახლავე წახვალ მოასწრებ. - სავარძლიდან ძალით წამოაყენა, ხელში ჩანთა დააჭირა კაბინეტიდან თითქმის გააძევა გოგო.
უხალისოდ ჩაიარა დერეფანი. ერთიანად აეტანა ღელვას... " შევიშლები... რა პრეხიდენტობა აუტყდათ... შევძლებ?" მიდიოდა და ბურტყუნებდა თავისთვის.
6 ის 15 იყო კომპანიაში რომ დაბრუნდა. განგებ დააგვიანა გულისგამაწვრილებელი ხვევნა-კოცნა-მოკითხვებისთვის რომ აერიდებინა თავი. თუმცა დარბაზში მის გამოჩენას ჟრიამული მაინც მოყვა.
- მოხვედი ჩემო გოგო? - ღიმილით მიიხმო თავისთან კოტემ. კატო თავდახრილი მიუახლოვდა. მამაკაცმა ხელკავი გამოსდო, ტრიბუნასთან მიიყვანა და დამსწრე საზოგადოებას ყურადღებისკენ მოუწოდა.
- თავის დროზე, როცა კატო ავიყვანე სამსახურში, ბევრი თქვენთაგანის საყვედური დავიმსახურე. მესმის - მისმა ასაკმა დაგაბნიათ. მხოლოდ 17- ის იყო. მაშინ ჩვენი წლიური მოგება 2 მილიონ ლარს შეადგენდა. სიამაყით მინდა გაცნობოთ, რომ დღეს 4 წლის შემდეგ ეს ციფრი 5 მილიონ ლარამდე გაიზარდა და ეს სწორედ კატოს მიზანდასახულობის, გამჭრიახი გონებისა და დაუღალავი შრომის შედეგია. დღეს, მას პრეზიდენტის თანამდებობას ვთავაზობ და უარს არ მივიღებ. მაგრამ ამავდროულად მინდა ვთხოვო დამდოს პატივი და ჩემი გიგა გააბედნიერის. რას იტყვი კატო გინდა ჩემნაირი მამამთილი? - კატოს ლამის გული წაუვიდა. მის სახეზე ერთდროულად იკითხებოდა გაოცება, გაბრაზება, შიში, ზიზღი... ყველაფერი გარდა სიხარულისა. სამაგიეროდ ლეილა ვერ მალავდა სიხარულს და უკვე მილოცვებსაც იღებდა.
- მე, პრეზიდენტის თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ჩემი საქმე ვაკეთო და კომპანიას სარგებელი მოვუტანო. მგონი ეს დავამტკიცე კიდეც. ამიტომ მინდა გთხოვოთ დამტოვოთ იმ თანამდებობაზე რომელსაც ახლა ვიკავებ. რაც შეეხება მეორე წინადადებას ეს დიდი პატივი იქნებოდა ჩემთვის მაგრამ უნდა გაგაწბილოთ. უახლოესი 10 წლის მანძილზე ვერავის ვხედავ ჩემს გვერდით... და ამასთან ერთად ბუნებით რომანტიკოსი ვარ და ჩემს ნეორე ნახევრად ის ადამიანი წარმომიდგენია ვიზეც უგონოდ ვიქნები შეყვარებული. გთხოვთ მაპატიოთ. ძალუან მეტკინება თუ გაწყენინეთ. - კოტე გახევებული უსმენდა. ძნელი იყო მის სახეზე გამოხატული ემოციების გაშიფვრა. გიგას ღიმილი სახეზე შეყინვოდა. თვალებით ჭამდა გოგოს და გაჭირვებით ახერხებდა ბრქზის დამალვას. აი, ლეილა კი ცოფებს ყრიდა. ბრაზისგან აალებულ სახეზე მალიმალ ისმევდა ხელებს და დახშული ხმით სისინებდა რაღაცას. . . კოტემ კატო გვერდით ოთახში გაიყვანა.
- კატო არ ვიცი რა ვთქვა... რას წარმოვიდგენდი ამდენ ხალხში თავს თუ მომჭრიდი.
- ბატონო კოტე...
- ვის არ უჩხუბია, მაგრამ შეყვარებულები დიდხანს ვერ ძლებენ უერთმანეთოდ... ვიფიქრე ასე მარტივად შეგარიგებდით.
- რას გულისხმობთ?
- გთხოვ არ გინდა. უკვე ყველაფერი ვივი შენზე და გიგაზე.
- რა ყველაფერი ბატონო კოტე ნუ გადამრიეთ. - აენთო კატო. - მე და გიგას წესიერი სალამიც კი არ გვაქვს ერთმანეთთან. არ ვიცი ვინ რა გითხრათ, მაგრამ მოგატყუეს. მე არ მიყვარს გიგა. მეტიც - არც კი ვიცნობ. სულ ათჯერ მეყოლება ნანახი. ისიც თქვენთან ერთად. .. უზომოდ დიდ პატივს გცემთ მაგრამ კონტრაქტით ვერ გავთხოვდები. ნეტავ ჩემთვის გეკითხათ... მაპატიეთ. ძალუან ვწუხვარ ჩემს გამო, რომ შერცხვით მსგრამ...
- კატო გაჩუმდი.!- წამოიძახა კოტემ. - ვიცი, გიგა იდეალური არ არის. ამ ბოლო დროს მითუმეტეს შეცდომას შეცდომაზე უშვებს. მაგრამ მას დიდი ტრავმა აქვს გადატანილი. ერთხელაც ალბათ, მოგიყვები... რომ მითხრა მიყვარსო. ცას ვეწიე სიხარულით.იმედი გამიჩნდა, რომ შენი ხელშეწყობით ჩემი შვილი სწორ გზას დაადგებოდა. ლეილამაც მირჩია ...
- ესეიგი ლეილა არა? დღევანდელი კარნავალი მან დაგეგმა არა? რატომ არ მიკვირს. ფაქტის წინაშე დამაყენა. იფიქრა, რომ ამდენ ხალხში არ შეგეწინააღმდეგებოდით მერე კი უბრალოდ სხვა გზა არ მექნებოდა... ბატონო კოტე. მამად მიმაჩნუხართ. ვკვდები, რომ ვიაზრებ რა დღეშიც ჩაგაგდეთ მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა და ლეილა ვერ გადამიწყვეტს. რაც შეეხება გიგა ჩემთვის უნდა ეთქვა... უნდა ეკითხა... იქნებ მეფიქრა კიდეც მაგრამ... მაგრამ აწი ყველაფწრი სულერთია- ცრემლები წამოუვიდა. კოტეს წამუერად ჩაეხუტა. კიდევ ერთხელ უჩურჩულა მაპატიეო და უკანმოუხედავად დატოვა შენობა. ეზო გადაჭრა და ქუჩაში გავიდა. სევდიანად გახედა ტატოს ფანჯრებს, ჩამოშვებულმა ფარდებმა უფრო აუჩუყა გული. გული ტკიოდა კოტეს რომ აწყენინა. ლეილაზე კი ისე გამწარდა სახლიდან წასვლაც კი გადაწყვიტა. ტირილით მიიწევდა წინ. ჯერ კიდევ დილით ძალიან ბედნიერი ახლა, განადგურებული მიუყვებოდა შარაგზას.
- კატო! - მოესმა ზურგს უკან ყინულივით ცივი ხმა.
- გიგა? - ადგილს მიეყინა.
- ცუდი გოგო ხარ. - წინ დაუგა მამაკაცი - ძალუან ცუდი გოგო და ამისთვის დაისჯები კიდეც.
- დავისჯები? მე? რატომ? იქნებ იმიტომ, რომ შენი ზრახვები არ დამესიზმრა? ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა მაგრამ ეს ასე არ მოხდებოდა ჩემთვის რომ გეკითხა და არა ლეილასთვის.
- ეს არ მოხდებოდა უტვინო და ქარაფშუტა რომ არ ყოფილიყავი. - გაღიზიანებულად აიქნია ხელი ბიჭმა. - სარფიანი ქორწინება. რაღა გინდა მეტი?
- კაცი, რომელიც მეყვარება. შენი ფული კი უკან გაიკეთე - გამწარდა კატო.
-რას მიწუნებ რომ? - ცინიკურად მოჭუტა მარცხენა თვალი ბიჭმა.
- საქმეც ის არის, რომ არ მომეცი საშუალება ან მომწონებოდი ან არა. არ დაგაინტერესა ჩემმა აზრმა... მე ასე არ შემიძლია. - თქვა და გატრიალდა.
- ვერსადაც ვერ წახვალ. - მკლავში ხელი ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა. კატო უძალიანდებოდა. ტირილიდან კივილზე გადავიდა... უკვე იმედიც გადაეწურა რომ თავს დააღწევდა პატრულის მანქანა ამოუდგათ გვერდით.
- აქ რა ხდება?- მკაცრი ინტონაციით იკითხა მანქანიდან გადმოსულმა ინსპექტორმა.
- მიშველეთ გთხოვთ. - შეევედრა გოგო.
- არაფერია. უბრალოდ მე და ჩემმა გოგომ ცოტა ვიკამათეთ და ახლა თავპატიჟს იდებს. - უშნოდ გაიკრიჭა გიგა.
- ახლავე გაუშვით ხელი და აქაურობას გაეცალეთ, თორემ ადამიანის გატაცების მცდელობისთვის დაგაკავებთ და დიდხანს მოგიწევთ ციხის უნიტაზების ხეხვა. - თქვა და თან ხელი იარაღისკენ წაიღო პოლიციელმა.
- რა გატაცება ტოო! -თქვა ხელი ინსტიქტურად უშვა გიგამ კატოს და უკან დაიხია. - სხვა დროს ვოლაპარაკებთ ლამახო. ჩასჩურჩულა კატოს, მანქანაში ჩაჯდა და დიდი სისწრაფით მოსწყდა ადგილს.
- კატო კარგად ხარ? - საკუთარი სახელი რომ გაიგონა მერეღა შეხედა შიშისგან მობუზულმა კატომ პოლიცუელს.
- იოსკა? - ამოიჩურჩულა და ჩაეკრა ბიჭს. მადლიბა... მადლობა... მადლობა - გაუჩერებლად ჩურჩულებდა უკვე ისტერიკაში მყოფი.



არ მითხრათ, რომ ესეც პატარაა. :)
-



№1  offline წევრი anamaria♡

საშუალოა რა. რაც შეეხება ისტორიას მომწონს თანაც ძალიან უბრალოდ ცოტამალედადე რა ახალითავი. და წარმატებები.

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთი

კარგი რაა, ესაა დიდი? ალბათ ორი გვერდია. აი ეშხში შევდივარ და მთავრდება. ოდნავადაც არ მყოფნის რააა

 


№3  offline წევრი Marikagogolqdze

*ძალიან მაგარია. როგორც ყველა. თითქმის ყველაფერი წავიკითხე თქვენი????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent