შეხვედრა. (თავი 2)
-უკაცრავად?-წარბაწეული გავტრიალი გვერდით. ალბათ საშინელი დასანახი ვიყავი. წვიმა წურწურით ჩამომდიოდა სახეზე და გაწუწულ ქათამს ვგავდი. აშკარად ცუდი იდეა იყო საწვიმარის სახლში დატოვება. -სახლში გაგიყვან.-ღმერთო ალბათ დღეში 40 ყუთ სიგარეტს ეწევა ასეთი ბოხი ხმა რომ აქვს. -არ მინდა, გმადლობთ.-გავუღიმე და ზურგი ვაქციე. -წვიმს და სანამ ტრანსპორტი მოვა გაილუმპები და გაცივდები.-სიცილით მითხრა. მეთამაშება. -მშობლებმა მასწავლეს, რომ უცხოს არ უნდა გამოველაპარაკო და მითუმეტეს მანქანაში არ ჩავუჯდე.- ირონიული ღიმილი ავიკარი სახეზე. -ეჭვი მეპარება არ იცოდე ვინ ვარ.-ეჭვისთვალით გამომხედა და ზედმეტად თავდაჯერებული მზერა მტყორცნა. -წარმოდგენაც კი არ მაქვს ვინ ხართ.-თავი მობეზრებულად გავატრიალე და იმ წამს გაჩერებულ ავტობუსში გავუჩინარდი. დავინახე, როგორ ჩაიცინა და უკან შებრუნდა. იმ ღამით ბატონი ტიტეს სიტყვები გამართლდა და მაღალი სიცხე მომცა. ________________________________________ დილით მამაკაცი ქალის ხმამაღალმა საუბარმა გამოაღვიძა ტელეფონზე დაქალს რომ ესაუბრებოდა და ბოლო ხმაზე იცინოდა. უკმაყოფილოდ ჩამოისვა ხელი სახეზე და საწოლიდან წამოდგა. გვერდით მიყრილი ტანსაცმელი აიღო, ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა. -კარგი ქეთუშ, დაგირეკავ ცოტა ხანში. გაიღვიძა ჩემმა ბიჭმა.-პასუხს აღარ დალოდებია, უცბათ გათიშა ტელეფონი, მამაკაცს კისერზე ჩამოეკიდა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა. -ლენკა, არ იცი ეგეთი ბაზარი რომ არ მევასება?-უკმაყოფილოდ თქვა ტიტემ და ქალი მოიშორა. -რა?-სათქმელს ვერ მიუხვდა ქალი. -რა ჩემი ბიჭი? -სიყვარულს გამოვხატავ მასე.-ცხვირი აიბზუა ლენკამ და მკვირი საჯდომი სამზარეულოს მაგიდაზე შემოდო. -აუ, ტიტ, ძაან ბევრს მუშაობ და ვაფშე არ გაქვს ჩემთვის დრო. -ვითომ და მწუხარებით ამოილაპარაკა და გამომწვევად გადაიდო ფეხი-ფეხზე. თავისი ხალათი ოდნავ შეიხსნა, რომ მკერდი კარგად გამოჩენილიყო. მამაკაცი მოუხვდა ქალს სურვილს, მაგრამ დააიგნორა, ზურგი აქცია და ყავა დაისხა ფინჯანში. -რომ არ ვიმუშაო, ვეღარ იბლატავებ მილიონერი შეყვარებული მყავსო, დაქალებთან. -ირონიულად გაიცინა და წინ დაუჯდა. -ჩვენ ქორწილსაც ძალიან აჭიანურებ. 2 წელია დანიშნულები ვართ. მალე მინდა შენი ... -წუწუნი დაიწყო ლენკამ. ტიტემ თვალები გადაატრიალა. -ტვინს მიტ*ნავ უკვე, ლენკა. -წინადადება აღარ დაასრულებინა კაცმა. -არ მცალია ჯერ ქორწილისთვის. -შენ ჩემთვის არასდროს არ გცალია.-გაღიზიანდა ქალი. -ან სამსახურში ხარ ან სადღაც დადიხარ და არც კი მეუბნები. დავიღალე ძალიან. -გუშინ, საწოლში კვნესის დროს არ გეტყობოდა რაღაც დაღლა. -ირონია არ დააკლო ხმას და აწკრიალებულ ტელეფონს უპასუხა. -ჰო, თედო, ჩამოვდივარ.-ქალისთვის არც კი შეუხედავს ისე დატოვა სახლი და კიბეზე დაეშვა. კორპუსის წინ გაჩერებული მანქანანის კარი გამოაღო და სწრაფად ჩაჯდა. -რა ხდება აბა?- სიცილით გახედა აშკარად ცუდ ხასიათზე მყოფ მეგობარს თედომ. -შემ*ა ამ ლენკამ დილიდან. -გაღიზიანებულმა ამოთქვა და სიგარეტის ღერს მოუკიდა. -ბიჭო და ჰო ორივემ ვიცით, რომ მაგის ცოლად მოყვანას არ აპირებ შენ და რას იტ*ნავ ამ ტვინს?-ნერვები აეშალა თედოსაც. -ბუბას და მაკას პონტში. მაგათი ბიზნესი და ელიტა ჰო იცი? ეგონოთ ცოტა ხანს ისე, როგორც უნდათ.-მხრები აიჩეჩა ტიტემ. -ჰო, მერე გამოჩნდება ვინმე შენკენაც და შეგიცვლის წარმოდგენებს სიყვარულზე...-სიცილით გაკრა მხარი მეგობარს. _________________________________________ სამსახურიდან გამომიშვეს. ჰო აი ასე. ერთ დღეს მივედი სამსახურში და უფროსმა თავის კაბინეტში დამიბარა. ფრთხილად დავაკაკუნე კარზე და შევედი. -შემოდი, თინანო. დაჯექი. -აშკარად ანერვიულებული იყო ლოლა. -რა ხდება?-მეც დავიძაბე და მის წინ მდგარ სავარძელში ჩავეშვი. -ძალიან მიჭირს ამის თქმა. შენგან კარგის მეტი არაფერი მახსოვს. -უკვე მივხვდი საუბარი საით მიყავდა და გამეცინა.-მართლა ძალიან კარგი თანამშრომელი ხარ, მაგრამ სამსახურიდა უნდ გაგიშვა. -გასაგებია, მაგრამ თუ ასეთი კარგი ვარ, რატომ მიშვებთ?-ირონია არ დავაკელი ხმას და ფეხზე წამოვდექი. -გუშინ გვანცა იყო მოსული, მთელი ამბები აწია. შენზე თქვა, თუ არ გაუშვებთ იმდენს ვიზავ კაფეში არავინ აღარ შემოვა და დახურვა მოგიწევსო. დიდი გავლენა აქვს თბილისის ელიტასში. რამდენიმე რესტორანი ეგრე დაახურინა. არც პირველები ვიქნებით და არც უკანასკნელები. მე კიდე მიყვარს ჩემი კაფე, ნახევარი ცხოვრება შევალიე და ნამდვილად ვერ დავკარგავ ჩემო კარგო. -ნაღვლიანად ამოილაპარაკა და მომეხვია. მეც შემოვხვიე ხელები და გავუღიმე. -კარგით, გასაგებია. არაუშავს. სასიამოვნო იყო თქვენთან მუშაობა. -მხოლოდ ეს ვუთხარი და კარი გამოვიხურე. საერთოდ არ მიდარდია სიმართლე რომ გითხრათ. ვიცოდი ძალიან მარტივად შევძლებდი ახალი სამუშაოს პოვნას, რადგან საკმაოდ კარგი გამოცდილება მქონდა პატარა ასაკში და ადვილად მიმირებდნენ, თანაც ჩემს ოჯახს სულაც არ უჭირდა. იმაზე უფრო მეშლებოდა ნერვები, თუ როგორი ამაზრზენნი იყვნენ ეგრედწოდებული ელიტის წევრები. გავლენა აქვთ, რომელსაც ცუდად იყენებენ და ნებისმიერ პატიოსან ადამიანს ისე გაუმწარებენ სიცოცხლეს, წარბსაც არ შეხრიან.გულისამრევი იყო ჩემთვის მსგავსი ქმედებები. მამიკოს ფულით გატუტუცებული შვილები.ადამიანები, რომლებსაც უშრომველად მისდით ყველაფერი, რაც უნდათ და არ აინტერესებთ რა ხდება მათ გარშემო ან რამხელა შრომას დებენ მათი მშობლები. წინა დღის აღებული მქონდა ხელფასი. უამრავი სასუსნავი და რამდენიმე წიგნი ვიყიდე. გაციების გამო ჯერ კიდევ შეუძლოდ ვგრძნობდი თავს, ამიტომ ჭამა და კითხვა ცოტა დროით გვერდით გადავდე და დავიძინე. _________________________________________ ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან ისხდნენ. ქალი გაუჩერებლივ საუბრობდა. მამაკაცი კი გარემოს ათვალიერებდა, მაგრამ თავის ძებნის ობიექტს უკვე 1 კვირა იყო ვეღარ ხედავდა. -ჰოდა ასე გავაგდებინე ის გოგო კაფიდან-ბოლო წინადადებას ყური მოკრა და სწრაფად გაატრიალა თავი. -რა ქენი?-თვალები დაუქაჩა ქალს წარბები შეკრა. -ის გოგო გავაგდებინე სამსახურიდან, წინაზე რომ ბევრი იტლიკინა.-თავისი თავით კმაყოფილმა აათამაშა მაგიდაზე ხელები. მამაკაცს ტვინში სისხლი მიაწვა და ძარღვები დაებერა. ფეხზე წამოდგა, საფულიდან 50 ლარიანი ამოიღო, მაგიდაზე მიაგდო, გვანცას ხელი დაავლო და მანქანისკენ ძალით წაიყვანა. -რას აკეთებ?-გზად ეკითხებოდა ქალო, მაგრამ ტიტე ხმას არ იღებდა და თავის გაკონტროლებას ცდილობდა. მანქანის კარი გამოაღო, გვანცა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შიგნით შეტენა და თვითონაც საჭეს მიუჯდა. -მუშაობ?-თვალი თვალში გაუყარა ქალს და ცივი მზერით მიაშტერდა. -რა? -მუშაობ მეთქი?-იღრიალა ბოლო ხმაზე და შეშინებულ გვანცას გახედა ძმის რეაქციაზე რომ შეეშინდა. -აარა.-ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა. -ფული საიდან გაქვს?-ტიტე ისეთ კითხვემს სვამდა, რაზეც პასუხი თვითონაც იცოდა და ეს საშინლად აბნევდა გვანცას. -მამა მაძლევს. რა კითხვებია?-გამბედაობა მოიკრიბა და გაღიზიანებულმა კითხა. -მერე არ გიტყდება 25 წლის გოგო, კიდევ მამიკოს ფულებით რომ ცხოვრობ?-ზიზღით ამოილაპარაკა და სიგარეტის ღერი ტუჩებს შორის მოიქცია. -რანაირად მელაპარაკები?-გაბრაზდა გვანცა და ხმას აუწია. -მერამდენედ? მერამდენედ უნდა მოიქცე ასე? რამდენი ადამიანი გააშვებინე უკვე სამსახურიდან შენი უაზრო კაპრიზების გამო?შენ რა გგონია ყველას მდიდარი მამიკო ყავს შენსავით და გასართობად მუშაობენ? არავის სიამოვნებს შენი და შენნაირი ადამიანების უაზრო კაპრიზების შესრულება, მაგრამ იმისთვის, რომ სწავლის, ბინის ან წამლის ფული ქონდეთ შრომა უწევთ და შენ, ვიღაც გათამამებული გვანცა ცირკებს უდგავ აქ. გაფრთხილებ! კიდევ ერთხელ რომ გავიგო მსგავსი რამ ყ*ეზე დავიკიდებ ჩემი და რომ ხარ და ნამდვილად არ მოგეწონება, რასაც გავაკეთებ. ახლა გადადი მანქანიდან და წაბრძანდი. -გვანცამ გაბრაზებულმა აათვალიერა ძმა "შენი დედაცო" მიაძახა და მანქანის კარი მაგრად მიაჯახუნა. ტიტემ მანქანის ძრავი ჩართო და სწრაფი სიჩქარით გაუჩინარდა. ნერვები ეშლებოდა თავისი დის თავგასულობაზე. ძალიან ყავდათ ბუბას და მაკას გათამამებული. თვითონ კი 16 წლიდან თავისი შრომით ნაშოვნი ფული ქონდა და უკვე 13 წელი იყო მამამისს კაპიკსაც კი არ ართმევდა. ამიტომაც ეშლებოდა ნერვები თავისი დის საქციელებზე, რადგან იცოდა როგორ წვალობდნენ სხვები პურის ფულის საშოვნელად. თავიდან მამამისი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ბუბა ჩანქსელიანის შვილს ბარმენად მუშაობა არ ეკადრებაო, მაგრამ ტიტე თავიდანვე ჯიუტი და დამოუკიდებელი იყო, ამიტომაც მშობლები ვერაფერს გახდნენ და შეეგუვნენ. მერე საზღვარგარეთ წავიდა, ისწავლა. ბევრად უფრო გაზრდილი და დაჭკვიანებული დაბრუნდა საქართველოში. საკუთარი ბიზნესი ქონდა და ამასთანავე მამამისის კომპანიაშიც მუშაობდა. პირველი მილიონი თავისი შრომით, ბუბასგან დამოუკიდებლად იშოვა და ქართული ბიზნესის ბაზარზე ღრმად მოიკიდა ფეხი. ახლაც ჩანქსელიანების კომპანიაში წავიდა. საკუთარი კანბინეტისკენ მიდიოდა ტელეფონში თავჩარგული მთელი ძალით რომ შეასკდა ვიღაცას. -ფრთხილ... შენ?-გაკვირვებულმა აათვალიერა მის წინ მდგარი გოგონა და ცალყბად ჩაიცინა. -აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ, იმიტომ რომ მზე ვარ მზეე ვაარ. ძალიან მიხარია, რომ მოგწონთ. თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და დააფიქსირეთ კომენტარებში. :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.