შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა გოგო ვიღაცის დედოფალია.-ყველაფერი იცვლება. (8)


30-01-2017, 22:08
ავტორი DevilGirl
ნანახია 3 357

"when i kissed him, that"s when it all changed"
თავი 8 1 საათი გავიდა ჯერ კიდევ იქ ვართ. ისევ ისე ვზივართ ჩემ ყელში აქვს ცხვირი ჩარგული და ღრმად ისუნთქავს ჩემ სურნელს თან თმებზე მეთამაშება. მე მის ყელში თავჩარგული სულგანაბული ვარ და ამ სიმშვიდეში მისი გულის ცემას ვისმენ. იცით ჩემთვის ყველაზე კარგი მუსიკა მისი გულის ცემის ხმა იყო თურმე აქამდე ამას ვერ ვიაზრებდი. სანამ მარიამს გავიცნობდი არავინ მყავდა. ყველაფერი უფერული იყო მერე მარიამი გავიცანი და უფერულობა ცისარტყელის ფერებმა შეცვალეს, შემდეგ კი ყველაზე მთავარი და ყველაზე მოულოდნელი შემთხვევა მე და სანდროს ქორწილი...ალბათ ყველაზე ბედნიერი დღე მთელი 22 წლის განმავლობაში. არ უნდოდა , რომ ავმდგარიყავი, ალბათ ხვდებოდა როგორც ყოველთვის ჩემ ფიქრებს და იცოდა , რომ არც მე მსურდა ახლა მისი კალთიდან ადგომა. ხელში ამიტაცა სხეულზე მიმიკრა და ისე ჩავიარეთ კიბეები. მანქანამდე მივედით. ყველაფერი დუმილმა მოიცვა. უხმოდ ჩამსვა მანქანაში , ღვედი შემიკრა და თავისი ადგილი დაიკავა. არცერთს არ გვინდოდა სახლში და ამ სურვილს ის უწყობდა ხელს, რომ გზა რესტორნიდან ჩვენს სახლამდე ძალიან, ძალიან შორს იყო. ცარიელი ქუჩები, მუსიკა, რომელიც ახლა ორივეს გვჭირდებოდა და ყველაზე მთავარი და ტკბილი მოგონება რაც იმ საღამოდან სამარადისოდ ჩამებეჭდა გონებაში სანდროს თბილი მზერა იყო. არა, ეს არ იყო უბრალოდ თბილი მზერა. ეს რატომღაც სიყვარულით აღსავსე მზერა იყო მაშინ... დუმილი იყო მაშინ, სწორედ ამ დუმილზე ამბობენ ყველაფრის მთქმელიაო. და ამ დუმილში გაისმა სიტყვები რომლის მერეც ყველაფერმა, სრულიად ყველაფერმა ცუდმა აზრი დაკარგა და შემმატა მხნეობა, მხნეობა რომელიც ალბათ ყველაზე მეტად მჭირდებოდა ამ წამს , ამ წამს მივხვდი და გავიგე, რომ მე მარტო არ ვიყავი და მე წლების შემდეგ ისევ ვენდე ადამიანს...ბიჭს ვენდე. სიტყვები რომლებმაც ჩემი ნდობა დაიმსახურეს:
-მე სულ შენთან ვიქნები.-დუმილში განაჩენივით გაისმა ეს სიტყვები...ჩემი განაჩენი სანდროს სამუდამო ჩემს გვერდით ყოფნა იყო..უნდა ყოფილიყო სხვაგვარად არ შეიძლებოდა. ასე სიჩუმეში მივედით სახლში...იმ ადგილას რომელიც ახლა ორივეს მთელი არსებით გვძულდა... ან პირიქით...ადგილას რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა განსამარტოებლად და ერთმანეთით დასატკბობად და ამას არ გულისხმობს ვნება... დასაძინებლად დავწექით მე და სანდრო... უღიმღამო ღამე იყო მახსოვს ყველაფერი უფერული იყო თითქოს....მენატრებოდა ადამიანი რომელიც გვერდით მეწვა. უსასრულო ზღვაში ან მინდოდა გადაშვება ან არა ... ან კი. წვიმა დაიწყო აი ასე ბანალურად დაიწყო წვიმა...ძალიან მოვდუნდი. ყველაფერი დავივიწყე , მაგრამ თან ყველა მოგონება აღმიდგა თვალწინ:
მოგონება:
ოთახში ვზივარ და ვტირი . მთელი გულით ვტირი.
-ნიინიიიი-მაკას ხმა აყრუებს ოთახს.
ცრემლებს სასწრაფოდ ვიწმენდ გუგასთან დაშორების გამო არავის არ ვანახებ , რომ ცრემლები მომდის მითუმეტეს მაკას ადამიანს რომელიც ბავშვობიდან ამას მინერგავდა თავში.
-რა გინდა მაკა?-გავუღიმე და ისე ვკითხე მაშინ როდესაც ყველაზე მეტად მინდოდა ტირილი, ყველაზე მეტად მინდოდა მეღრიალა ბოლო ხმაზე თუ რა ცუდი დედა იყო მაკა და რა არაკაცი იყო გუგა, თუმცა დავდუმდი მაშინ და ალბათ ყველა არასწორად მოვიქეცი იმ ღამით..ან პირიქით...ყველაზე სწორედ.
ახლანდელი დრო
წვიმის ხმა მამშვიდებს, კარგია...ბანალურად წვიმს როგორც ვთქვი, ბანალურ დროს, მაგრამ ახლა ეს ბანალურობა როგორც ჩანს ყველაზე მეტად მჭირდებოდა. არვიცი როგორ, ან საერთოდ გაიგო თუ არა მან...არვიცი რამ წამოუარა, მაგრამ ჩემსკენ გადმობრუნდა და მის მკლავებში მომაქცია. მთელი ძალით ჩამიკრა გულში. მართლა მაგრად მეკიდა ეს "ფიქტიური ქორწინება" აი მართლა. ყველაფერი დავივიწყე და ცრემლებს გასაქანი მივეცი. ვიტირე ისე როგორც ამდენი ხანი მინდოდა...ამდენი ხანი თუ ტირილის ნაცვლად ვიღიმოდი, ვიცინოდი ახლა ვწევარ და მწარედ მოვთქვამ ჩემს წარსულს...თუმცა მე წინ აწმყო მელოდება რაც არ უნდა იყოს მე ვიცი , რომ მთელი 6 წელი ბედნიერი ვიქნები და დანარჩენი მოგვარდება. მაკოცა...ტუჩებში მაკოცა და მეც ჟრუანტელმა დამიარა მთელ ტანში..თითქოს ეს კოცნა პირველი ან უკანასკენლი ყოფილიყოს ჩვენთვის...როდესაც მან მაკოცა მე, მაშინ შეიცვალა ყველაფერი....when i kissed him, that"s when it all changed....

იმედია მოგწონთ არვიცი რა გამოდის...არვიცი იქნებ ზედმეტად ვტვირთავ ემოციებით? არვიცი , არვიცი...ბოლო სიტყვები ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ძალიან ბევრს ნიშნავს....when i kissed him, that"s when it all changed...მე ვფიქრობ ძალიან მაგარი სიტყვებია თუ დაუფიქრდები...ეს სიტყვები იყო ჩემს საყვარელ სერიალში და აქაც გამომადგა <3 ჩემთვის ეს ისტორია ძალიან ძვირფასია ისევე როგორც ეს სიტყვები...ამას ჯერ კიდევ არ დავამთავრებ .... ჯერ კიდევ მინდა, რომ ბევრი რამ იყოს წინ ამიტომ ელოდეთ განსაკუთრებულ თავებს ჩემო საყვარლებო <3



№1 სტუმარი A

Velodebit gansakutrebul tabebs aba shen ici warmatebebi..... emociebit ki zedmetad datvirtuli nagdad araa....

 


№2  offline წევრი DevilGirl

A
Velodebit gansakutrebul tabebs aba shen ici warmatebebi..... emociebit ki zedmetad datvirtuli nagdad araa....

მადლობა ჩემო საყვარელო <3 განსაკუთრებული , ემოციური და მხიარული თავების დადებას ვაპირებ <3

 


№3 სტუმარი kusa13

lamis mec avtirdi :'( dzalian kargad wer magram tavebi gazarde raa :D danarcheni yvelaferi kaia <3

 


№4 სტუმარი Guest ფილოსოფოსიცისარტყელა

არ ვიცი რა დავწერო როგორ გამოვხატო და ამიტომ ვუამე

 


№5  offline წევრი DevilGirl

kusa13
lamis mec avtirdi :'( dzalian kargad wer magram tavebi gazarde raa :D danarcheni yvelaferi kaia <3

მადლობაა

 


№6  offline წევრი tatiko.1995

Kargia gaagrdzele ese

 


№7  offline წევრი LSD

Pirikit bevri emocia ufro kargia vidre banaluroba ubralo dialogebi da ase shemdeg...❤️❤️ Es istoriaa dzaan mikvars ❤️❤️ Istorias koveltvis uxdeba meti emocia sitboo da sikvaruliii ❤️❤️ Sworedac room asetia es istoriaa kvelaze kargi tbili da tkbili ❤️❤️ ert rchevas mogcem sandros grdznobebic gaamxilee am gogosmimartt ufroo sainteresoo iknebaa ❤️❤️ (Exlac sainteresoa magarma mainc) aba shenici chemo shokoladoo veli shemdeg tavss ❤️❤️❤️ Warmatebebii❤️❤️

 


№8  offline წევრი DevilGirl

LSD
Pirikit bevri emocia ufro kargia vidre banaluroba ubralo dialogebi da ase shemdeg...❤️❤️ Es istoriaa dzaan mikvars ❤️❤️ Istorias koveltvis uxdeba meti emocia sitboo da sikvaruliii ❤️❤️ Sworedac room asetia es istoriaa kvelaze kargi tbili da tkbili ❤️❤️ ert rchevas mogcem sandros grdznobebic gaamxilee am gogosmimartt ufroo sainteresoo iknebaa ❤️❤️ (Exlac sainteresoa magarma mainc) aba shenici chemo shokoladoo veli shemdeg tavss ❤️❤️❤️ Warmatebebii❤️❤️

შემდეგ თავში სანდრო მოგვითხრობს ყველაფერს. თუმცა გრძნობებს კარგად მაინც არ გაგიმხელთ აბა ასე ხომ არ გეტყვით უყვართ თუ არა ერთმანეთი :D მაგას არ გეტყვით, მაგრამ სანდროს თვალით დანახულ ნინის და მის ისტორიას დავწერ! <3

 


№9  offline წევრი HappyForever

rodis dadeb shemdeg tavs ?

 


№10  offline წევრი mamisimedi

როდის დადებ შემდეგ თავს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent