შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების ხარჯზე... (18 თავი)


30-10-2019, 13:03
ავტორი naattii
ნანახია 2 318

არც დაფიქრებულა ისე გაყვა აყვირებულ სასწრაფოს, რა მნიშვნელობა ჰქონდა ვინ იყო, ან რა ურთიერთობა ქონდათ, მარტო ასეთ დროს ვერ დატოვებდა. მუცელზე დაწვენილ ბიჭს უყურებდა და წარმოდგენა არ ჰქონდა რას გრნობდა, დაბნეულიც იყო, მისი კარგად ყოფნაც უნდოდა, გულის კუნჭულში ისიც კი გაიფიქრა იმდენი ცოდვა აწევს ზურგზე, ალბათ გამწარებული ხალხის ჯავრმა მოუწიაო. საავადმყოფოში მისულმა ბოლოჯერ გააყოლა თვალი საკაცეე დაწოლილ ბიჭს, ვერ გაარჩევდით ზურგზე სად ტანსაცმელი იყო და სად კანი და ხორცი. შემდეგ ექიმის ხმა მისწვდა მის ყურს
-კიდევ კარგი უგონოდაა, თორემ მისი ბღავილი აქაურობას შეძრავდაო._გული მოეწურა, რაც არუნდა ყოფილიყო მაინც ეცოდებოდა. აქ ვერ დარჩებოდა სახლი ისე იყო არეული ყველაფრისთვის თავად უნდა მიეხედა, ვერც სანდროს დატოვებდა ასე უყურადღებოდ. ტუჩი მოიკვნიტა და ვერ გადაწყვიტა რა გაეკეთებინა, უცნაურად წიწკნიდა გული, მაგრამ არც ისე მისი ტკივილი რომ ტკენოდა. ახსენდებოდა მათი ოჯახური სცენები და ტკივილი მკერდის არეში უძლიერდებოდა. თავი ატკივდა ამდენი განსხვავებული შეგრძნებისგან და წვრილი თითები საფეთქლებზე ისე მიიჭირა, თითქოს არეული ფიქრების გაქრობა სურდა. გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო და მიმღებში გავარდა გოგონებისკენ.
-გამარჯობათ, შეგიძლიათ ინტერნეტში პოლიციის მეორე განყოფილების შიდა ნომერი ან ნებისმიერი იქ მომუშავესი მიპოვოთ?
-დიიახ, ალბათ შევძლებ_თვალებ გაფართოებული შეჰყურებდა თმაგაწეწილ, ლოყებ აღაჟღაჟებულ გოგოს და თითებს კომპიუტერის კლავიატურაზე ათამაშებდა.
-გინდათ პირდაპირ დავრეკავ და ვის სახელს და გვარსაც მეტყვით დაგაკავშირებთ?_შეკითხვით გადმოხედა გოგომ.
-დიდად მადლობელი დაგრჩებით_გულწრფელად გაუღიმა ქერას.
-ალო, გამარჯობათ, შეგიძლიათ გამომძიებელ გაბრიელ ან იოანე ყიფიანთან დამაკავშიროთ თუ ადგილზეა?_ნაკარნახები სახელები გაიმეორა გოგომ
-აი ინებეთ_როგორც სჩანს დადებითი პასუხი მიიღო და ტელეფონი გოგოს გადმოაწოდა.
-გისმენთ_გაბრიელის დაძაბული ხმა ჩაესმა აწითლებულს.
-სოფია ვარ გაბრიელ.
-როგორც იქნა, გული გამისკდა, აფეთქების ამბავი გავიგეთ, გეძებდით და ბინაში არ იყავით, კარგად ხარ? სანდრო?_პასუხის გაცემას არ აცლიდა ბიჭი.
-სწორედ მაგიტომ გირეკავ, ტელეფონი არც კი ვიცი სად მაქვს, შეგიძლია ახალ კლინიკაში მოხვიდე? აქ... აქ ალექსანდრეა.
-სოფია, ცოცხალია?_ჩურჩულში გადაეზარდა ხმა ტყუპს.
-კი, უბრალოდ... ამ.... ძლიერი დამწვრობა მიიღო.
-ანუ მას მოუწყვეს, ჯანდაბა, მეგონა გამოძვრებოდა. ახლავე მოვდივართ, ლილუს მე დავურეკავ._მაშინვე გაუთიშა და მანაც მიმღების გოგონას დაუბრუნა ტელეფონი.
-უღრმესი მადლობა_კიდევ ერთხელ გაუღიმა და ისევ დერეფანში დაბრუნდა, ახალი ჯერ არაფერი იყო, ამიტომ ტყუპების მოსვლამდე ბებიის მონახულება გადაწყვიტა, ნაზის სახის დანახვამ მაშინვე დაამშვიდა და პრობლემების ნახევარი წამსვე დაავიწყა.
ისევ მოსაცდელში იცდიდა და ფეხის თამაშით აკვირდებოდა თითებს დერეფანში ორი ერთნაირი, გამხდარი ფიგურა რომ გამოჩნდა.
-სიახლე არის რამე?_მაშინვე სოფიას მიუჯდნენ გვერდით.
-ექიმი გამოვიდა, თქვა, რომ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, უბრალოდ იმდენად მძიმე დამწვრობები აქვს ზურგზე სანამ არ გაიღვიძებს საბოლოო დასკვნას ვერავინ იტყვის_მხრები აიჩეჩა გოგომ და ფეხზე წამოდგა -მე... მაპატიეთ მაგრამ უნდა დაგტოვოთ, სახლი საშინელ დღეში დავტოვე, კარიც კი ღიაა, სამუშაოცმაქვს, ათ წუთში წესით მოსწავლეები მყავს და ამ ბოლო დროს იმდენს ვუცდენ საერთოდ დავკარგავ ყველას. თუ რაიმე დაგჭირდეთ იცით სადაც მიპოვნით, დროებით_მათი პასუხი რომ არ გაეგო უცებ მიაყარა სიტყვები, თვალებ გაფართოებულ ბიჭებს ზურგი აქცია და დერეფნის ბოლოსკენ წავიდა. გრძნობდა მის რაღაც ნაწილს იქ ტოვებდა, რეანიმაციის კართან და ეს სულ უხუთავდა, გაურკვეველი შეგრძნებები ახრჩობდა, არეული გრძნობები თავგზას უბნევდა და იმდენად ვერ იტანდა იმ მომენტი საკუთარ თავს ;ამის გაგიჟდა. მაშინვე ცარიელ ტაქს ეცა და სწრაფად გაიყვანა იქედან. პირველად ეშინოდა საკუთარი თავის, კიდევ რამდენიმე წუთი რომ გასულიყო არ იცოდა მისი შეშლილი გონება რას მოიფიქრებდა და ჯობდა სასწრაფოდ დაეტოვებინა საავადმყოფოს ტერიტორია.
ბინასთან სრული ქაოსი დახვდა, ძლივს მოახერხა საკუთარ ბინამდე მისვლა და თავე ხელები გადაისვა, სწორედ ფანჯრების შეკეთების ფული აკლდა, პლიუს ბებოს ხარჯები, რამდენიმე დღეში გადასახადები მოვიდოდა. აცრემლებული ჩაიკეცა ბინის დათვალიერებისას, უკვე აშკარა იყო რემონტი გარდაუვალი რომ იქნებოდა, აფეთქებას კედლები გაემურა და მისაღების ერთი მხარე სულ შავი გაეხადა. რამდენიმე წამით მისცა საკუთარ თავს სისუსტის უფლება და შემდეგ ცრემლების მოშორებით წამოდგა. რა დროს ტირილი იყო, ცოცხი უნდა მოეძებნა. სასწრაფოდ გამოგავა, მინის ნატეხები ერთად ჩაყარა ნაგვის ყუთში და გარეთ გადგა, კედლებე ოდნავ სველი ნაჭერი მოუსვა, შავი ნაცრისფერში გადაიყვანა და დაუკაკუნა კიდევაც მოსწავლემ. მთელი საღამო ისე გამწარებულმა ამეცადინა მოსწავლეები უბრალოდ უფლება არ მისცა გონებას სხვა რამეზე ეფიქრა, ბოლო ბავშვიც გაუშვა და ფურცელით და კალამით დივანთან ჩამოჯდა, გვერდით ფულის შესანახი ყუთი დაიდგა და ანგარიში დაიწყო. დარჩენილი თანხა არაფერში ყოფნიდა და გამწარებულმა დაიკივლა. სანდროს ამბავი ჯანდაბაში გადააგავნა, მას აბრალებდა ყველა თავს დამტყდარ უბედურებას და ბოლო მოვლენებს იხსენებდა. მისი გამოჩენა, გიორგის გადაკიდება, სანდროსთან ჩასახლება, გატაცება, ისევ სანდროსთან ცოვრება. ყველგან ბიჭი იყო, სანდრო, სანდრო და ისევ სანდრომ.
-როგორ მძულხარ ამ წუთააააას_ბოლო ხმაზე დაიღმუვლა და დივნის ბალიში მუჭებით მოიშორა, ისევ არ მისცა თავს სისუსტის უფლება და ფეხზე წამოდგა. რაღაც გზა აუცილებლად იარსებებდა, ახლა უნდა დამშვიდებულიყო და დაესვენა. ფანჯრებე დროებით ცელოფნები ააკრა და თბილად ჩაიფუთნა. ცოტა ხნით ტელევიზორი ჩართო, მაგრამ არ უსმენდა, ტელეფონისკენ გაურბოდა მზერა და ფიქრობდა დაერეკა თუ არა, კი თუ არა, კი თუ არა, ისევ კი თუ არა......

ცრემლიანი თვალებით მოდიოდა ლილუ დერეფანში და სწრაფი ნაბიჯები ლამის სირბილში გადაზრდოდა. სკამზე მშვიდად მჯდარი ქმარი რომ დაინახა ცოტა მოეშვა და მიუახლოვდა.
-ხომ კარგადაა?
-ახლა არა ლილუ, მაგრამ მალე იქნება, არ ინერვიულო კარგი? ზურგი დაუზიანდა და მკურნალობენ.
-ახალი ხდება რამე? სამი დღე ვიწექი სამშობიაროში და რამდენი გამოვტოვე? დავითი ხომ დაჭერილია? ხომ მითხარი ყველაფერი დასრულდაო? გაბრიელ დამელაპარაკე_ხმა გაიმკაცრა ბოლო სიტყვებზე.
-ეს ჩვენი საქმეა ძვირფასო რძალო, ახლა შედი შენი ძმა ნახე, დამშვიდდი რომ კარგადაა, შემდეგ წადი და ბავშვებს მიხედე, ტყუპები რომ გყავს დაგავიწყდა? გინდა ამდენი ნერვიულობით რძე გაგიშრეს და შვილებს ვეღარ აჭამო?_ნამუსზე შეაგდო იოანემ.
-მაზლო, იცოდე ამ სიტყვებს გაგახსენებ_თითი დაუქნია ბიჭს და როგორც კი ექიმს მოკრა თვალიუკან აედევნა. მალევე შეუშვეს და გული მოეწურა შეფუთული ძმის დანახვისას.
-კარგად იქნება?_სანდროზე თვალის მოუცილებლად გადაულაპარაკა ექიმს.
-რა თქმა უნდა, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ბოლომდეც გამოჯანმრთელდება, ახლა მთავარია გონს მოვიდეს და მკურნალობაში ხელი შეგვიწყოს. სიმართლე რომ გითხრათ კურსი მტკივნეული იქნება, ისეთი მტკივნეული, რომ შეიძლება ც გააფიქრებინოს. დამწვრობა ყველაზე რთული სამკურნალოა_მოწყენილმა ჩაილაპარაკა თეთრ ხალათიანმა და გოგო პაციენტთან მარტო დატოვა.
კიდევ ერთი საათი გაჩერდა ძმასთან შმდეგ კი ნენემ დაურეკა ბავშვებს მალე მოშივდებათ და ხელოვნურს ვაჭმევ თუ გინდაო, მაგრამ უნდოდა ბავშვებისთვის ყველაფერი საუკეთესო მიეცა.
-აქ იქნებით არა?_ტყუპებს გადახედა და კიდევ ერთი ჩამოვარდნილი ცრემლი მოიწმინდა.
-ღამესაც გავუთევთ_მხიარულებას არ კარგავდა იოანე.
-ცანცარა_წარბები შეუკრა რძალმა და ქმარს მოეხვია, -გთხოვ არ დატოვო რა_აცრემლებული თვალები გაუსწორა გაბრიელს შავებს და მოეხვია.
-ხომ იცი, რომ არასდროს მივატოვებ_თბილი კოცნა დაუტოვა საფეთქელთან და გოგოც დამშვიდებული გაუშვა.


ვერ მოითმინა, მაინც აინტერესებდა ბიჭის ამბავი, ბოლოსდაბოლოს იმ ველური გიორგისგან დაიხსნა და ხომ უნდა მოეკითხა მაინც. თბილ ხალათში გახვეული საკუთარ თავს არწმუნებდა და ბოლოს გაიმარჯვა კიდეც, ის იყო ტელეფონს დასწვდა და გაბრიელს ნომერი მოიძია კარზე რომ დარეკეს ზარი. გაკვირვებულმა ახედა კედლის საათს, რომელიც ღამის ათს აჩვენებდა და ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა კარს.
-სოფია, გააღე ნუ გეშინია_ნაცნობი ხმა მოესმა და ყოველგვარი შიშის გარეშე გადასწია ურდული.
-კონსტანტინე? ხომ მშვიდობაა?_მის უკან მდგომ ბიჭებსაც მოავლო მზერა და თვალები გაუფართოვდა.
-მეცადინეობისას ხელის შეშლა არ მინდოდა, სანდრომ ცხრაზე ამთავრებსო და გვიან მიტო მოვედით. აბა თქვენ იცით ბიჭებო, დიდხანს არ ალოდინოთ, დაღლილია ეძინება_შესასვლელი ოთხ კაცს დაუთმო და სოფიას სიტყვის თქმის უფლებაც არ მისცა. მაშინვე ჩამოხსნეს გოგოს წვალებით გაკრული ცელოფნები და ფანჯრის მინები ერთ საათში აადგინეს.
-კონსტანტინე ეს რას ნიშნავს?_წარბები შეეკრა სოფიას.
-სანდროს ბრძანებაა, მე კი ხომ იცი უბრალო შემსრულებელი_მხრების აჩეჩვით ჩუკრა თვალი გაბრაზებულ გოგოს და წამში აორთქლდა სახლიდან. -ხო მართლა, დღევანდელის არ შეგეშინდეს, არც იმისი თუ ვინმეს გამოყოლას იგრძნობ, ჩვენი ბიჭები გიცავენ._უკან შემობრუნებულმა დაიბარა და ამჯერად საბოლოოდ გაქრა სახლიდან.


-ბიჭებო, ის გოგონა სადაა ქეხან აქ რომ იყო?_ლილუზე იკითხა ექიმმა.
-რა ხდება?_მაშინვე მიუახლოვდა გაბრიელი.
-სოფიას ახსენებს, ეტყობა ნახვა უნდა, უბრალოდ ჯერ წამლიდან არაა გამოსული და ვისაც გონებაში ხედავს მას იმეორებს. არ მოვა რომ ნახოს?
-ის გოგონა ჩემი ცოლი და მისი დაა და სულაც არ არის სოფია_გაეღიმა ტყუპს.
-სოფია შეყვარებულია_საზეიმოდ გამოაცხადა იოანემდა არც კი შეიმჩნია ძმის გადაქნეული თავი.
-მხოლოდ ორი თვით გამოვუში, მან კი რა ამბები დაატრიალა და რამდენი რამ გამომატოვებინა, ძმაკაც კაცს არ ეკადრება_თავის კანტურით მიუახლოვდათ უკნიდან ახალგაზრდა ბიჭი და ყურადღება მიიქცია.
წამიერად შემობრუნდნენ ბიჭები უკან და სუნთქვა შეეკრათ. ავტომატურად გაექცათ ხელი იარაღისკენ.
-ბახალა_მწარედ ჩაესმა იოანეს საკუთარი ხმა.
-აქ როგორც ვაჩე ისე ჩამოვედი, სანდროს არ მივატოვებ ვინც არ უნდა მეძებდეს, მე გამოვუშვი, მე ვაიძულე, ახლა მარტო ვერ დავტოვებდი.
-მარტო არ არის, მასთან ჩვენ ვართ_მაშინვე შეუბღვირა გაბრიელმა.
-მაგრამ ამ ომს თქვენ სამნი ვერ მოიგებთ, თანაც ის სარეცელს მიჯაჭვული გამოგეთიშათ, ტყუპები ყველას წინააღმდეგ?_მხიარულება იგძნობოდა ბიჭის ხმაში.
-ომის დაწყებას აპირებ?_დაკვირვებით შეათვალიერა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ბიჭი იოანემ.
-ომი უკვე დაწყებულია ბატონო გამომძიებელო, მე კი საკონტროლო გასროლა ვიქნები_საზეიმო ხმით და თვალის ჩაკვრით გამოაცხადა ვაჩემ და ძმაკაცის პალატისკენ წავიდა.
-მეჩვენება თუ თავის თავზე ნამეტნავად დიდი წარმოდგენა აქვს_ტუჩები გააწკლაპუნა იოანემ.
-ნუ ღელავ ტყუპო, შურიანობა არ გეკადრება, შენ ჩემთვის მაინც ნომერი პირველი იქნები_მხიარულად ჩაჩურჩულა გაბრიელმა ძმას და ფხუკუნით დაიკავა საკუთარი ადგილი მოსაცდელ დარბაზში. -მაშ თუ ომია, ომი იყოს_რამდენიმე წუთში ტელეფონი მოიმარჯვა და ზარების განხორციელებას შეუდგა.
--------------------
ცოტა არ იყოს წინა თავის კომენტარებმა გული დამწყვიტა... არ მეგონა კომენტარებს დახარბებული თუ ვეგონე ვინმეს რადგან შეფასებებს გთხოვთ. იყო პერიოდი როდესაც ერთი კომენტარიც კი არ მხვდებოდა, მაგრამ წერა არასდროს შემიწყვიტავს, რადგან ჩემთვის ვწერდი ყოველთვის და არა მაგარი ხარს თქმისთვის... მეტად ჩემგან მსგავს ვერაფერს წაიკითხავთ, უღრმესი მადლობა ვინც ჩემი ერთგულები ხართ, მიყვარხართ და იცოდეთ რომ უდიდეს ძალას მაძლევთ მე და ჩემს მუზას <3



№1 სტუმარი ნაინა

ჩემო კარგო ბოღმიან ადამიანებს რა დალევს, ადე რომ წერა გააგრძელე შენთვის და ჩვენთვის ვისაც მოგვწონს,შორს ბოღმიანებო

 


№2  offline მოდერი naattii

ნაინა
ჩემო კარგო ბოღმიან ადამიანებს რა დალევს, ადე რომ წერა გააგრძელე შენთვის და ჩვენთვის ვისაც მოგვწონს,შორს ბოღმიანებო

სანამ იდეები არ დამელევა წერას არაფრის დიდებით შევწყვეტ <3

 


№3 სტუმარი სტუმარი Masho

Rogorc yoveltvis umagresia!!!

 


№4  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

სოფოს ემოციები გასაგებია ჩემთვის... თუმცა გული მწყდება რომ ჯერ ძალიან მცირედს გრძნობს სანდროს მიმართ, იმედია სანდრო ახლა უფრო მეტად შეეცდება გამოსწორდეს. არადა რა რთული იქნება მისგვის აქეთ ლომკას და იქეთ დამწვრობას ერთად გაუმკლავდეს :( ვაჩეს გამოვენამ გამახარა ძალიან რომ არ მიატოვა სანდრო

 


№5  offline წევრი წერო:)

აუ ვაჩეეე არ მოველოდი :) სანდრო მაგარი ბიჭია♡♡ველოდები მომდევნოს ♡♡♡

 


№6 სტუმარი სტუმარი მანანა

მომწონს , თან ძალიან.....

 


№7 სტუმარი Grafi monte cristo

უარყოფითს ნუ მიიტან გულთან, ზოგიერთისთვის ეს საიტი თავისი საცოდავი ცხოვრებისგან ბოღმის გადმოტანის ასპარეზია. ერთი აქაური ავტორი ამ ნიკით მიწერდა ვითომ კრიტიკას მე და სხვა ბევრ ავტორსაც, მერე რომ მივხვდით ვინ იყო ვირთხასავით მიიმალა. მაგრამ ჩვეულება რჯულზე მტკიცესიაო რომ იტყვიან მაინც ვერ ეშვება ვირთხობას და ეხლა იგივეს ხან ნინის სახელით აკეთებს , ხან ნინაა და ა.შ.. :))) ასე რომ ჩემო კარგო წუნკალს წუნკლობას ვერ მოაშლევინებ შენ კი უბრალოდ დაიკიდე ცუდი კომენტარები...

 


№8  offline მოდერი naattii

დიდი მადლობა თქვენ, მიხარია ამდენი მკითხველი რომ მყავს, იმედია ახლა იმას არ იფიქრებს იმიტომ დაწერა ის სიტყვები კიდევ მეტი კომენტარი რომ აეღოო :D :D

 


№9 სტუმარი სტუმარი თათო

ძალიან მომწონს შენი ყველა ისტორია...თან დაძაბული თან სახალისო.მოკლედ შენ წერე და ჩვენ წავიკითხავთ არაა პრობლემა.უფრო მალე თუ დადებ გამიხარდება...

 


№10  offline წევრი ვიპნი

მე უკვე შემდეგ ისტორიაში ვაჩეს ისტორიას ველოდები heart_eyes

 


№11 სტუმარი სტუმარი ანი

ანუ საერთოდ არც არაფერს გრძნობს თურმე სოფია.. ნწაჰ.. მეწყინა.
უფრო მეტ ემოციას ველოდი მისგან :/
ჩემი საყვარელი ალექსანდრე... ღმერთმა იცის რა დღეში იქნება რომ გაიღვიძებს :'( იმედია სამუდამოდ არ დამახინჯდება...
მიხარია ვაჩე რომ ჩამოვიდა და ალექსანდრე არ დატოვა..
ველი ახალ თავს....

 


№12 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან კარგია ჩემო კარგო,ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ და ველოდები მომდევნო თავს.წარმატებები

 


№13 სტუმარი სტუმარი gvantsa

შეყვარებული სოფია თავს როარ უტყდება ეს სულელი ბიჭი რო უყვარს ? :))სანდრო საავადმყოფოდანაც ძაან მზრუნველი როა ,მომწონს ეს ბიჭი რაა :))ბახალას გამოჩენა გამიხარდა ძალიან ,როდის მოუგრეხს კისერს იმ საზიზღარ ვიტალის .

 


№14  offline წევრი რუსკიმარუსია

ვინ ვინ და შენ კომენტარებზე დახამებული მწერალი, რომ არ ხარ ეგ ნამდვილად ვიცი. გადაავლონ შენს ნაწერებს და კომენტარებს თვალი და ეგეთი უაზრობა მერე დაგაბრალონ.
სოფიოსი რაღაც მომენტში მესმის, გრძნობებში ვერ გარკვეულა, მისი დალაგრბული ცხოვრება სანდროს გამოჩენამ ყირამალა დააყენა, მაგრამ მაინც არ მომეწონა, რომ მიატოვა (მართალია გაიგო, რომ კარგადაა და მერე წავიდა, მაგრამ მაინც). სანდრო კიდევ ასეთ მდგომარეობაში მყოფიც სოფიოზე ზრუნავს. ჩემი მაგარი ბიჭი❤ ახლა ყველაზე მეტდ გაუჭირდება, წამლის ლომკას დამატებული დამწვრობის ტკივილი რთული ასატანი იქნება მისთვი. აქაც მჯერა, რომ თავს მოერევა. იმდენი მიზეზი ყავს ამისთვის სხვანაირად არ შეიძლება❤
აი ბახალას ჩამოსვლას ნამდვილად არ ველოდი, არც მეგონა თუ გარისკავდა, მაგრამ როგორც თქვა საკონტროლო გასროლაა ეგ და საჭიროა ამათ საქმეში.
იოანეს კონკურენტი გამოუჩნდა :) ან უარესი და ეგ და ვაჩე გაბრიელს გააგიჟებენ თავიანთი იუმორით :)
მალე დაგვიბრუნდი❤

 


№15 სტუმარი maco maco

სულ ტყუილად ნერვიულობ, მე პირადად ამდენიხანი მოგყვები და სულ მაქვს ანდრენალინის შეგრძნება, სასიამოვნოდ დაძაბული, თან რო მშვიდდები კითხვის დროს და რა მიკვირს იცი ზედმეტად კარგად ერკვევი ამ “გამომძიებლების საქმეებში„ :) დაჩიდან დაწყებული. ხო კიდევ აღფრთოვანებული ვარ სოფიას პერონაჟის სიძლიერით..

 


№16 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან კარგად წერ, ❤️

 


№17  offline მოდერი naattii

უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს <3

 


№18  offline წევრი ეირინ

ვგიჟდები შენზე და შენს ყველა ისტორიაზე????სულაც არ ვფიქრობ რომ კომენტარებზე დახარბებული ხარ პირიქით. კომენტარები სტიმულს გაძლევს და გეხმარება წერის დახვეწაში❤❤ მიყვარხარ და გელოდები❤❤დღეს რაღაც ძალიან საოცრად გამორჩეული და ალბათ დიდი თავი იყო რამაც ძალიან გამახარა❤❤გელოდებიიი❤❤❤

 


№19 სტუმარი Wild

უფრო დიდი თავები გვინდა ????

Wild
უფრო დიდი თავები გვინდა ????

გვინდა!!!!! :))))

 


№20  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ვიცი ყოველ მეორე დღეს დებ, მაგრამ ისე ვარ შეჭრილი ამ ისტორიაში... დღეს ვერ შეძლებ დადებას?

 


№21  offline მოდერი naattii

ablabudaa
ვიცი ყოველ მეორე დღეს დებ, მაგრამ ისე ვარ შეჭრილი ამ ისტორიაში... დღეს ვერ შეძლებ დადებას?

ისე ვარ თქვენით აღფრთოვანებული ვერ მოვისვენე და ღამით დავწერე ნაწილი, მოსწავლეების შემდეგ დავასრულებ და ყველანაირად ვეცდები დღეს იყოს ❤️

 


№22  offline აქტიური მკითხველი La-Na

naattii
ablabudaa
ვიცი ყოველ მეორე დღეს დებ, მაგრამ ისე ვარ შეჭრილი ამ ისტორიაში... დღეს ვერ შეძლებ დადებას?

ისე ვარ თქვენით აღფრთოვანებული ვერ მოვისვენე და ღამით დავწერე ნაწილი, მოსწავლეების შემდეგ დავასრულებ და ყველანაირად ვეცდები დღეს იყოს ❤️

ოქრო ხარ რა დღეს რომ დებ.არა და ისეთ მომენტზეა გაჩერებული რა მოითმენს.ძალიან მაგარი თავი იყო.კონსტანტინე რომ მომწონს ძაან რა ვქნა?ყველას ყველა მოსწონს, მაგრამ ჩემი კოსტია ჩრდილშია.გელი ტკბილო და კიდევ ნურავის მიაქცევ ყურადღებას.ილაპარაკონ რაც უნდათ,შენ ჩვენი ხარ და ძალიან მოგვწონს შენი ნაწერები და ზუსტადაც უნდა მოითხოვო შეფასება.შენ ხომ არ ამბობ მანდამაინც კარგი დამიწერეთო?ამით გინდა გაიგო რა გამოასწორო შენს ნაშრომში და რა არა.ოქრო ხარ და ჩვენ გვიყვარს შენი გიჟური და საინტერესო ისტორიები
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent