შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

BUTTERFLY (3)


26-02-2018, 21:05
ავტორი Yoong
ნანახია 1 103

თვალებს დაბნეული ახელს, თავიდან ყველაფერს ამჟღრეულს ხედავს, თუმცა გამოსახულება თანდათან სუფთავდება და მხედველობის არეში ღია ცისფერი კედლები და საკნის გისოსებიღა მოჩანს. ოთახს ათვალიერებს და მხოლოდ პატარა დაწოლს ხედავს ოთახის კუთხეში და დაბალ, მართკუთხა დაწვენილ კარს მის პირდაპირ, აი ისეთს სახლებს რომ უკეთებენ ძაღლების შესასვლელად, თუმცა უფრო მოზრდილს. ყურს კარგად ესმის როგორ იღება სავარაუდოდ რკინის კარი რომელსაც ფეხის ნაბიჯიც ახლავს თან. ქალს სპეციალური მოსასხამი ჩაუცვამს და ისე მოაბიჯებს ჯეფისკენ.
- არ გინდა ამიხსნა რა ხდება? - ყვირის ჯეფი რაც კი ხმამაღლა შეუძლია
ქალი წყლით სავსე ბოთლს უდგამს და უსიტყვოდ ბრუნდება უკან.
- ჯანდაბა! - ხელს ძლიერად ურტყამს კედელს,იმდენად რომ დამწვარი ადგილიდან ტყავები ძრება,ჯეფი სიმწრისაგან წყალთან მიდის და ხელზე სასწრაფოდ ისხამს შემდეგ კი ტანსაცმლიდან ნაჭერს ხევს და ხელზე იხვევს. პირველი ათი წუთი საკმაოდ მწარეა მაგრამ შემდგომ ტკივილი რომელიც ხშირად მოსვენებას არ აძლევს ჯეფს უჩინარდება.
იცით?! ჯეფს არასდროს არავისთვის უთქვამს თუ როგორ დაიწვა სხეული,თუმცა ისტორიის სრული ნაწილი ჯერ თვითონაც არ გაუგია,მხოლოდ დედამისის ჩანაწერებიდან ძლივს-ძლივობით ამოკითხული სიტყვებია რომელთა შემდგომ წინადადებებად დაწყობაც საკმაოდ რთული გახლდათ.
იცით?! ჯეფს არასდროს დაუმალავს თავისი ნაკლოვანებები და სიმართლე რომ გითხრათ არც თვლიდა დამწვარ სხეულს რაიმე სახის ნაკლოვანებად, მანამ, სანამ....
* * *
წითელ ოთახში ცეცხლის გარდა არაფერი ჩანდა ახალგაზრდა მამაკაცი რომელსაც სახე არ უჩანს ბავშვისკენ გარბის რომელსაც აკვანში მშვიდად ჩასძინებია და ბავშვს ხელში იყვანს.
წითელი გამოსახულება ნაცრისფრით იცვლება თუმცა ამჯერად არც ცეცხლია და არც ბავშვი, იქ მალევე სარკეები ჩნდება მამაკაცი სარკეში იხედება და უსასრულო სიბნელე ისადგურებს.
* * *
ჯეფი გაოფლიანებული და შეშინებული საზარელი კივილით დგება ლოგინიდან და იგივე პორტრეტი( გისოსები და კედლები) სამოთხედ ეჩვენება.
- ისევ იგივე? - თავზე ხელს ისვამს და მაშინ როცა დგება უკვე მოშიებულია. ის ვიდეოკამერას ხედავს და საჭმელს ითხოვს ქალი ისევ შემოდის ოთახში და საჭმლის ფინჯანს დგამს, ფინჯანზე დამწვარი ხორცია მაგრამ ჯეფს არასდროს ყვარებია ხორცი სწორედ ამიტომ გაბრაზებული ვიდეოთვალს შუა თითებს უჩვენებს თუმცა სხვა გზას რომ ვეღარ ხედავს ხორცსაც გემრიელად შეექცევა.
სადღაც შორიდან პიანინოზე დაკრული ულამაზესი მელოდიის ხმა უფანტავს ყურადღებას, ერთადერთი სილამაზე რაც მას შემდეგ ნახა როცა "ადამიანობა" დაკარგა. ფეხებს შლის და ლოგინზე ისე კალათდება. თვალებს ნელა ხუჭავს და მუსიკით ტკბება.
მხოლოდ ახლაღა აანალიზებს რომ ყველაზე ცუდი დღე მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელ დღედ გადაიქცა რაღა თქმა უნდა კარგის მხრივ.
ახლაღა ხვდება რომ აქ ფიქრისათვის უამრავი თავისუფალი დრო აქვს და მადლობასაც კი უხდის დედოფალს "შეწყალებისთვის"
--------
იმედია მოგეწონათ მესამე ნაწილი ნუ ვიცი დავაგვიანე ამ თავის დადება მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ცუდად გავხდი და ვერ მოვახერხე ასე რომ დიდი ბოდიშით და მადლობა ყურადღებისთვის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent