შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულ შენ მიყვარდი (თავი 3)


31-10-2019, 00:01
ავტორი duchi_duchi
ნანახია 11 615

-ბავშვებო იცით როგორ მენატრებოდით?იცით რო თქვენზე კარგები არავინ მყავს და ვაფშე ვაფშე ყველაზე მეტად თქვენ რო მიყვარხართ?
-გვანცუ რა გჭირს?მკითხა აკომ
-იცი?შენს გვანცუს მაგრად დაადეს.ვუთხარი მიყვარხართქო და მან მითხრა მე არ მიყვარხარო..ცოდვებისთვის და ბიჭების გამწარებისთვის ვისჯები,გავიცინე და კიდევ დავცალე ერთი ბოკალი ლუდი...
ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს, მერე მე შემომხედეს დაიძაბნენ ,ვერ გაიგეს რაზე ვსაუბრობდი და ეხლა რომ ამაზე ლაპარაკს აზრი არ ქონდა კარგად იცოდნენ.რადგან გათხლეშილი მთვრალი ვიყავი..
-გვანც ადექი დაიძინე
-ხო აი მოვდივარ ამაყენე
-ე შენ რა დამჯერი გოგო გამხდარხარ?მითხრა სიცილით.
-აკო იცი?შენ მეძახი მარტო გოგოს.მე ხომ გოგო ვარ?ხომ ვარ კარგი გოგო?რა ვქნა თუ ცოტა, სულ ცოტა,ბიჭივით ვაზროვნებ,ძმაკაცობა შემიძლია და გვერდით დგომა,ამის გამო ბიჭი უნდა მეძახონ და არავინ შემიყვაროს, როგორც გოგო?სიყვარული მინდა,აკო მინდა ვინმეს ვუყვარდე.
-გვანც რეებს ამბობ გოგო ნუ გამაგიჟებ მე ხომ მიყვარხარ?ხომ იცი რომ სიგიჟემდე მიყვარხარ?
-მაგ სიყვარულზე არ ვლაპარაკობ მე.ვუთხარი და ტუჩები გავბუსხე.მე ველაპარაკებოდი და თან უკვე საწოლში მაწვენდა...
-კარგი დაიძინე ეხლა და ხვალ ვილაპარაკოთ...
მესმოდა როგორ შემოვიდნენ გოგოები და აკოს ეკითხებოდნენ ხომ კარგად არისო, ხომ დაიძინაო,აკოც ამშვიდებდა რომ კარგად ვიყავი და ასე ძაან მთვრალი სიცოცხლისთვის საშიში არ იყო...
აკო..
გვანცა რომ დავაწვინე,დავიშალეთ და სახლში გადავედი.ჩემი პატარა გოგო შეყვარებულია და იტანჯება,ახია შენზე აკო ,მეტის ღირსი ხარ ვეუბნებოდი ჩემს თავს,ერთადერთი გოგო ვინც სიგიჟემდე მიყვარდა გვანცა იყო, მე მიყვარდა ის,ისეთი როგორიც იყო თავისი ბიჭური და გიჟური ხასიათით...ყველა შეცდომით მიყვარდა, რაც ჩაუდენია და რასაც აწი ჩაიდენს ალბათ .არ შემეძლო მასთან კამათი, მე ვიყავი ის ვინც გვანცას მიიღებდა ყველაფრით.მისი ყველაფერი მიყვარდა და ჩემი ტკივილივით განვიცდიდი,ჩემი სიხარულივით მიხაროდა.ვერ ვბედავდი რომ მეთქვა ჩემი გრძნობების შესახებ,რადგან კარგად ვიცოდი რამდენი ვითომ ძმაკაცი დაკარგა მაგის გამო,რომ შეუყვარდათ და გაუმხილეს,ყველას შორდებოდა,მერე ჩემთან მოდიოდა და მეუბნებოდა,აკო დავიღალე, ბიჭი ძმაკაცი აღარ დამრჩა შენს გარდა სიყვარული რომ არ აეხსნათო,ესენი რანაირი ძმაკაცები არიანო...ხოდა ზუსტად ამიტომ ამდენი წელი ვმალავდი ჩემს გრძნობებს პატარა ბიჭივით.მასზე 6 წლით უფროსი ვიყავი, თან მამამისთანაც ვძმაკაცობდი და ყველაფერი ხელს მიშლიდა.ყველაზე მეტად მე გავაბედნიერებდი,მაგრამ იმითაც ბედნიერი ვიქნებოდი ჩემს გარეშეც თუ იქნებოდა ბედნიერი...მაგრამ ვგრძნობ უკვე რომ ვკარგავ, გული რომ ატკინონ?არა ვერ გადავიტან, მოვკლავ მას ვინც იქნება და მერე ჩემი გვანცა მარტო დარჩება,ჩემს გარეშეც და იმ სი*ის გარეშეც...მაგრამ ტკივა ,უკვე ვატყობ რომ ტკივა...გათენდება, ავალ ვეტყვი ყველაფერს და რაც იქნება იქნება...მეტი მეც არ შემიძლია, ჯერ ვგიჟდები რომ ვერ ვხედავ. ყველაფერზე თანახმა ვარ ოღონდ ჩემთანს იყოს და ვინც უნდა ის უყვარდეს, ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფა...დღეს რომ ჩამეხუტა, ვიგრძენი როგორ შეკრთა ჩემს შეხებაზე, სულ ასე ემართება, წლებია ამას ვაკვირდები ,იქნებ, იქნებ მასაც აქვს რამე გრძნობა ჩემს მიმართ?არა,გრძნობა რომ ქონოდა,იმას ხომ არ იტყოდა რაც დღეს თქვა?არვიცი,ფიქრით თავი მეტკინა,ხვალ მოვიფიქრებ როგორ ვუთხრა...
გვანცა
მეორე დღეს კარზე ბრახუნმა გამაღვიძა, თავი ძლივს ავწიე ზემოთ,ზლაზვნით ავდექი ფეხზე, ხალათი მოვიცვი და კარი გავაღე,სახე დავმანჭე კარზე აყუდებული აკო რომ დავინახე კიტრის პიკულით ხელში,გამეღიმა...
-დილამშვიდობისა ლოთო,გამიღიმა და თავისი ღამისფერი თვალებით მომაშტერდა, ყელიდან ქვემოთ მკერდამდე...
-ჟრუანტელმა დამიარა,შევკრთი. აკო შემოდი,ლაპარაკის თავი არ მაქვს.
-მიდი,წყალი გადაივლე ჩაიცვი და გამოდი მე აქ დაგელოდები,საქმე მაქვს...
-ყავა გაიკეთე,მეც გამიკეთე და გამოვალ ეხლავე...
აბანოში შევედი, წყალი გადავივლე. ჩავიცვი და სამზარეულოს მივაშურე,რომ შევედი ყავას აკეთებდა...
-რა სახე გაქვს ტო ,ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თავზე მაკოცა...
-თავი მტკივა აკო ძალიან
-მიდი ,მჟავე ჭამე გამოხვალ, ან მაგარი ყავა გავაკეთე აგერ და ეს დალიე.
მჟავეც ვჭამე ყავაც დავლიე და მისაღებში გავედით...
-გვანცუ
-ხო აკო რახდება?
-შენთან რახდება ეგ მითხარი, რას ამბობდი გუშინ?რა მიყვარხარო და იმან არ მიყვარხარო?
-მე ვთქვი? გავიოცე
-როდიდან მიმალავ ამბებს?
-აუ აკო არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი
-გვანცა რაღაც მინდა გითხრა, არვიცი ამას რა მოყვება,როგორი რეაქცია გექნება აქამდე რომ არ გითხარი, მაგრამ უნდა გითხრა...
-არ მითხრა ეხლა რომ ცოლი მოგყავს, ვუთხარი და გადავიკისკისე,ჯერ კიდევ ვიცინოდი რომ დამეთანხმა.
-კი მომყავს!
ამის გაგონებაზე რაღაც ძალიან ჩამწყდა მკერდში,დავიძაბე და სახეზე წამოვწითლდი.მეწყინა,ოღონდ რატო ვერ ვხვდებოდი,არასდროს ვუშვებდი რომ აკო ცოლს მოიყვანდა, რატომ მქონდა ასეთი რეაქცია არ ვიცოდი...მიყვარდა?არა, აკო თუ მიყვარდა ,ირაკლი როგორ მიყვარდა მაშინ?ფიქრებიდან აკოს ხმამ გამომაფხიზლა...
-გვანც არაფერს მეტყვი?
-მართლა?გილოცავ და აქამდე რატომ არ ვიცოდი?ან რატომ არ გამაცანი?ვინაა როგორია?ვიცნობ?დავაყარე კითხვები...
-მოიცა მოიცა ამოისუნთქე
-იქეთა უბნელია ელენე
-ვინ ელენე?ლუკას კლასელი ელენე?შენ რა პედოფილი ხარ?16 წლის გოგო მოგყავს ცოლად?თან ხო ეგ სკოლის მოსწავლეა, არა არარსებობს,მაგას ვერ იზამ, ფეხზე წამოვფრინდი და ისტერიკა დამეწყო, იქეთ აქეთ დავდიოდი და ვლაპარაკობდი, ამას ვერ იზამთქო.ხელების მოხვევა ვიგრძენი, აკო მეხუტებოდა და მაწყნარებდა, კარგი რა რეაქციაა ეს,ნუთუ ჩემი ბედნიერება არ გიხარია?ხდება რამე და არვიცი?
-იცი?აკო ბავშვია ის...
-ბავშვი შენც ხარ მაშინ,ორი წლით უფროსი ხარ მასზე.
-მე?მე რა შუაში ვარ საერთოდ?
-აი გუშინ რომ ამბობდი,მან რომ გითხრას გამომყევიო ხო გაყვები?
-არ მეტყვის მას არ ვუყვარვარ
-ანუ გიყვარს და გაყვები
-ეგ არ მითქვამს
-კი მითხარი უკვე ყველაფერი, არადა წეხან მითხარი არ მინდა საუბარიო...
-ხოდა აი ასე,მეც მიყვარს და მოვიყვან.
ვერ ვიტანდი ასე რომ ლაპარაკობდა, მეგონა მის თავს ვინმე წამართმევდა, ძალიან ვეგოისტობდი .მივედი და ჩავეხუტე, ცოტახანს იყავი ჩემთან ასე.ჩახუტებულები ვიყავით და ხმას არცერთი არ ვიღებდით, ვგრძნობდი როგორ უცემდა გული, პირველად ვგრძნობდი, რომ რაღაც სხვანაირად ცემდაა.ან ეხლა გავამახვილე ყურა
დღება,ხელზე ხელს ვუსვამდი და უფრო გამალებით უცემდა გული, სულ სხვანაირად.მოვშორდი,გვერდით დავჯექი და ხმას არცერთი ვიღებდით.მუხლებზე ხელებს ნერვულად ათამაშებდა.ვუყურებდი და ვფიქრობდი,რომ მასავით ლამაზი თითები და ხელები არავის ქონდა, ყოველშემთხვევაში მე არასდროს მენახა...ხმა არ ამომიღია, ადგა და წავიდა...კიდევ აკოზე და ელენეზე ვფიქრობდი ტელეფონის ხმამ რომ გამომაფხიზლა.ფეხზე ავდექი ,ტელეფონს დავხედე და თვალები გამიფართოვდა, ტელეფონის ეკრანზე ირაკლის და ჩემი ფოტო რომ დავინახე, აი ის ფოტო მაშინ რომ გადავიღეთ.
-გისმენთ!
-გვანცა გამარჯობა
-გამარჯობა ირაკლი
-გვანც შენი ნახვა მინდა როდის მოახერხებ რომ გნახო?
-ორ დღეში ჩამოვალ და გნახავ ირაკლი.
-კარგი გვანცა შეხვედრამდე
ირაკლის დავემშვიდობე და საწოლში შევწექი ისევ ,მაგრამ არ დამცალდა ,თავზე მარიამი და ნინი რომ დამადგნენ...
-გოგო რა დროს ძილია ადექი,სალაპარაკო გვაქვს,ერთი ერთ მხარეს დამიჯდა ,მეორე კი მეორე მხარეს
-აუ მაცადეთ რა თავი მისკდება
-ადექი სალაპარაკო გვაქვს,
ფეხზე წამომაგდეს და სამზარეულოში გავედით..
ნიჟარაში ორი ყავის ჭიქა ნახეს
-ვინ გყავდა ასე ადრე?
-აკო იყო წეხან პიკული მომიტანა ჭამე და კარგად იქნებიო.იცოდით ცოლი რომ მოყავდა?
-ცოლი?იკითხა ნინიმ.რა ცოლი?აყვა მარიამიც.
-ხო ელენე მოყავს ცოლად,ლუკას კლასელი, ჩვენი მეზობელი ლუკასი...
-კაი გოგო რას ამბობ,ისე მაგ ბავშვს სიგიჟემდე უყვარს ჩვენი აკო
-და მე რატომ არ ვიცოდი ეგ სიყვარულის ამბავი?
-არვიცი ჩვენც ეზოში გავიგეთ მარინა და ირმა ამბობდნენ...(ჭორიკანა მეზობლები)
-არ მომწონს მე ეგ ამბავი, ის ბავშვია, აკოს კიდევ უკეთესი შეეფერება.
-რა ეჭვიანი ქალივით ლაპარაკობ გოგო რა გჭირს?
-არაფერი
-შენ ის თქვი გუშინ რას ამბობდი ვინ მიყვარსო?
-ერთია რა ,ჩემი კურსელი. ირაკლი ახალაძე.ერთი დანახვით შემიყვარდა, მაგრამ იმან არ მიყვარხარო.ამდენიხნის მანძილზე, პირველად დამირეკა დღეს და შეხვედრა მთხოვა..
-მერე რას აპირებ?კარგი ტიპია?
-კი ძალიან კარგია ,ისეთი ღიმილი აქვს რომ შეხედავ დაგშოკავს,მწვანე თვალები, პატარა ცხვირი და ძაან ლამაზი ვნებიანი ტუჩები, მმმ ისეთი კარგი რო ვერ მოწყდები თუ აკოცებ.
-მოიცა რა შენ აკოცე?
-მე არა მან მაკოცა,მე რომ არ გამეფუჭებინა ჩემი სიყვარულის ახსნით,ვფიქრობ კიდევ გაგრძელდებოდა...
-ვერაფერი ვერ გავიგეთ
-ანუ ვუთხარი მიყვარხართქო და მან სულ ჩვეულებრივად მიპასუხა მე არაო.დამირეკა, ორშაბათს ვნახავთ ერთმანეთს და გავიგებ რა უნდა...მიდით ეხლა აკოს დაურეკეთ მოვიდეს მომენატრა
-დილით არ ნახე?
-კი მაგრამ მაინც მომენატრა
-მე დავურეკავ თქვა მარიამმა.
-აკო სად ხარ?ჩვენ გვანცასთან ვართ, ამოდი აქ...ვისთან?ელენესთან?დაგაგვიანდება?კარგი ხო კარგი ,მიდი და ისე ჩვენ როდის უნდა გაგვაცნო?კარგი წადი ჩვენო შავთვალება ბიჭო და ეხლა შეყვარებული მყავსო მეგობრებს ნუ დაგვივიწყებ...
-რაო?
-ელენესთან ერთად ვარ და დამაგვიანდებაო.
-დამპალი!ორ დღეში მივდივარ და მერე ვერ ნახავს ელენეს?საერთოდ არ მოვიდეს
-რა გჭირს გოგო შენ?
-არაფერი ,რა უნდა მჭირდეს ,იშვიათად ჩამოვდივარ და მინდა ჩემთან იყოთ, ბევრს ვითხოვ?
-აუ ნინი წავედით რა ,ძაან ცუდ ხასიათზეა ქალბატონი და ჯობია გავეცალოთ..
წავიდნენ და დავრჩი ისევ მარტო....ხან ირაკლიზე ვფიქრობდი. ხან აკოზე. ორივეზე ვეჭვიანობდი და მივხვდი რომ ძალიან არეული ვიყავი.ვერ ვერკვეოდი საკუთარ თავში და ყველაზე მეტად ეს მაგიჟებდა...ყველგან ფარდები ჩამოვაფარე, ტელევიზორი ჩავრთე და სერიალებს ჩავუჯექი, დრო ისე გავიდა ვერ შევნიშნე.ტელეფონმა დამირეკა, უკვე 12 საათი მოსულა გავიფიქრე.ტელეფონს დავხედე და აკო იყო...



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Kargia, momwons, ogond cota gaadide tavebi ar myofnis☺️ akostan minda dagrches gvanca, satauric ise zhgers albat bolos ertad darchebian☺️

 


№2 სტუმარი სტუმარი იაკო

ძალიან მომწონს და იმედია გაგრძელებას მალე დადებ

 


№3 სტუმარი სტუმარი Lika

MarTla kargia me simarTle ro vTqva Xalian momewona imedia gagrXelebT❤❤❤

სტუმარი Lika
MarTla kargia me simarTle ro vTqva Xalian momewona imedia gagrXelebT❤❤❤

 


№4 სტუმარი სტუმარი სოფო

ძალიან ძალიან მაგარია შემდეგი თავი როდისსიქნება ? ^^

 


№5  offline წევრი duchi_duchi

სტუმარი სოფო
ძალიან ძალიან მაგარია შემდეგი თავი როდისსიქნება ? ^^

ყოველ დღე ავტვირთავ ახალ თავს...

 


№6  offline წევრი Nin_ia

gelodebiit ))

 


№7 სტუმარი სტუმარი სოფა

როდისს დადებთთ ^^

 


№8  offline წევრი duchi_duchi

სტუმარი სოფა
როდისს დადებთთ ^^

დავდე უკვე და ველოდები დადასტურებას

 


№9  offline წევრი liilu

მოკლეედ მეც ავირიე გვანცას გრძნობებშიი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent