შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი ფანჯრიდან (5 თავი)


31-10-2019, 16:20
ავტორი gabi du
ნანახია 2 580

- დამშვიდდი. უკვე წავიდა... ვინ იყო ან რას გერჩოდა? - კატომ მოუყვა რაც მოხდა და სთხოვა სადმე წაეყვანა, რომ სწრაფად გასცლოდა იქაურობას.
- ისედაც შენთან მოვდიოდი. ..
-ჩემთან? რა ხდება?
- იმ ნაგიჟართან უნდა წაგიყვანოთ თორემ დაგვაწყვიტა ნერვები დილიდან. წვეთოვანი ვერ გავუჩერეთ ხელში.
- რა წვეთოვანი... - გადაფითრდა გოგო. - სად არის? რა დაემართა? იოსკა, გემუდარები მითხარი, რომ კარგად არის ტატო და ახლავე წამიყვანე მასთან. - სასწრაფოდ ჩახტა მანქანაში და თვალი ინტერესით მიაშტერა ბიჭს.
- საშიში არაფერია. კარგად არის არ ინერვიულო. პატარა ავარია მოუხდა უკანა გზაზე და ნეტა ვისთან მუეჩქარებოდა ასე?! - თვალი ჩაუკრა ბიჭმა.
პალატაში სირბილით შეიჭრა.
- საზიზღარო... უნამუსო ბიჭო... ეს რა ჩაიდინე? - ეჩხუბებოდა, უყვიროდა, თან ეხუტებოდა. გულდასმით ათვალუერებდა ხომ ნამდვილად მთელი და უვნებელი იყო.
- კარგად ვარ, კარგად ნუ გადაირიე. - იღიმოდა და მხურვალედ ხვევდა მკლავებს მასზე დამხობილ გოგოს.
- დროზე უნდა დადგე ფეხზე ძმაო. თორემ შენს " შავ მარგალიტს" (კატოს ეძახდა ასე ტატო) ვეღარ დაიცავ. - თავს წამოადგათ იოსკა. კატომ საყვედურით შეხედა ბიჭს მაგრამ უკვე გვიან იყო. ტატოსთვის ყველაფრის მოყოლა მოუწევდა. შეეცადა ისე შეელამაზებინა სიტუაცია, რომ ბიჭს წვეთოვანი არ აეგლიჯა და გიგას მისახრჩობად არ გაქცეულიყო.
- დედას მოვუ***ავ. - იღრიალა ტატომ.
- ვერა. - ჩაფიქრებულმა უპასუხა კატომ. - არ ჰყავს. სიცილით დაამატა ბოლოს და ბიჭებიც აიყოლია.
იმ დღემ ყველაფერი შეცვალა კატოს ცხოვრებაში. . სამსახურიდან წამოსვლა მოუხდა. ძლივს ჩაამთავრა კვარტალი და განცხადებაც შეუტანა კოტეს.
- ასე ვერ წახვალ... ხელს არ მოვაწერ. - აწრიალდა კოტე.
- ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. მე აღარ მოვალ. - სანამ კაცი რამეს იტყოდა უკანმოუხედავად დატოვა კაბინეტი და შენობაც. თანამშრომლებს არ დამშვიდობებია. იცოდა თავს ვერ შეიკავებდა და ამდენი ადამიანის წინაშე ტირილიც არ უნდოდა.
სახლში ლეილას ქოთქოთი არ აყენებდა. მანიაკალურად იყო შეპყრობილი გიგას სიძეობის იდეით და ცოცხალი თავით არ აპირებდა დანებებას. და აი, 3 თვე გავიდა იმ დღიდან კოტემ რძლობა რომ შესთავაზა. ლეილას სხვა ყველანაირი იმედი და იდეა რომ ამოეწურა მისი მოტაცება შესთავაზა გიგას. ისევ ტატომ იხსნა და ახლა მის მანქანაში მჯდომს, ვერ გადაეწყვიტა როგორ მოქცეულიყო.
- მოვედით კატი. - ბიჭის ხმამ გამოაფხიზლა.
- სად ვართ?
- ბათუმში. წამო მაკლერთან და ბინა მოვძებნოთ. სასტუმროში დარჩენა არ მინდა. - თქვა და მანქანიდან გადავიდა. მეორე მხარეს შემოუარა, კარი გაუღო, გადმოსვლაში მიეხმარა და მხარზე ხელი მოხვია. მსუბუქად უბიძგა და მისკენ გასახრილმა უჩურჩულა
- კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს ცხოვრებაში ცოლო. - კატომ თავი მკერდზე მიადო და ამოხედა ერთი თავით მაღალს. თვალებში შეხედა.
- სწორად ვიქცევით? ჩემს გამო არ მინდა...
- ჩუმად. - საჩვენებელი თითი ტუჩზე მიადო ბიჭმა. - არ ვიცი სწორია თუ არა, მაგრამ ასე უკვე მოვიქეცით. ახლა მშვიდად ვარ. ჩემთან ხარ და ვერავინ და ვერაფერი დამირღვევს ამ სიმშვიდეს. გთხოვ ნუ წკმუტუნებ. - ხელი ჩაკიდა და გზა გადაჭრეს.
- კი მაგრამ... შენს პირად ცხოვრებას რა ეშველება ტატო...
- კატო 27 წლის ვარ. დიდი ხანია იმპულსების კარნახით აღარ ვმოქმედებ. ყველაფერი რასაც ვაკეთებ ან გავაკეთებ კარგად ნაფიქრი და გაანალიზებული მაქვს. თუ შენშია პრობლემა პირობას გაძლევ მაშინვე გაგეყრები, როცა კი იგრძნობ, რომ ჩემგან დაიღალე... ან...
- ან?
- ან... თუკი სხვა შეგიყვარდება. - დაამატა ბოლოს და დარცხვენილმა გვერდზე გაიხედა.
- დამცინი? - ფერი გაუვიდა ტასოს. - კარგად იცი, რომ მე ასეთი არ ვარ.
- ასეთი როგორი? - გაეღიმა ბიჭს.
- შენი ცოლი მერქვას და სხვებისკენ ვიხედებოდე. მაგრამ ჩვენ მეგობრები ვართ და მეშინია რაიმე არასწორი ქცევით ეს ურთიერთობა არ გავაფუჭოთ.
- ნებისმიერ ურთიერთობაში მთავარია მეგობრობა, გაგება და ნდობა. . . ასე რომ არაფერს გავაფუჭებთ. რაც შეეხება ნინოს. ვიცი რომ გაწუხებს ეს კითხვა და მინდა აქედანვე იცოდე პასუხი. ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი ნინოა და მე მათტან მხოლოდ ვწევარ. ამ კონკრეტულ ნინოს კი ზედმეტი ამბიციები ჩემს დასთან მეგობრობამ გაუჩინა. კატო... მე ვიცი რა მინდა... ვიცი ჩემს გულს რაც უნდა და გთხოვ დავხუროთ ეს თემა. ხომ მენდობი? - კატომ პასუხის ნიშნად ხელზე მოუჭირა ხელი. ამასობაში კი მაკლერის ოფისის კარებსაც მიადგნენ.



№1  offline წევრი n.k.

sainteresoa gaagrdzelee

 


№2 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Auuu, ar meyo kide☺️ iqneb exla mainc moisvenos mamidamisma tu orives ertdroulad gamwareba ar mounda.

 


№3  offline წევრი Marikagogolqdze

Aრაჩვეულებდივია.ნეტა რეალურადაც არსებობდნენ ასეთი ბიჭები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent