შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავქარიანი


1-11-2019, 19:07
ავტორი tsira1808
ნანახია 2 294

თავქარიანი

-არ გაეკარო თეთრს, არ გაბედო და არ მოტყუვდე!
გოგონა შეშინებული ახელს თვალებს, ერთიანად გაოფლილა. თვალებს ძლიერად ხუჭავს და ცდილობს აჩქარებული პულსის დამშვიდებას. საწოლიდან იხრება, წყლით სავსე ჭიქას სწვდება და სწრაფად, თითქმის შეუსვენებლად სვამს. ძლივს სულს ითქვამს
-რა უცნაური სიზმარი იყო, ქაოსური და შემზარავი. . ჯერ იყო და ბნელი ღამე, ნისლი, შემდეგ წვიმა და ის კუპრივით შავი, ყალყზე შემდგარი ცხენი, შემდეგ... შემდეგ კი... ის ულამაზესი საქორწილო კაბა... თან ის გამყინავი ხმა! როგორ ამბობდა?! არ მოტყუვდე, თეთრს არ გაეკაროო? ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?!ნუთუ ეს მინიშნებაა, რომელიც ჩვენს ოჯახში ვინმეს ქორწინებას მოასწავებს?! ნუთუ იოანე? ან იქნებ ანა? რა აზრებია ამ შუა ღამეს?! ოჰ... -საკუთარ თავს გაუბრაზდა.- თითქოს სხვა ყველაფერი რიგზე იყოს ჩემს ცხოვრებაში და ახლა კიდევ ეს უაზრო სიზმარი... რამხელა ცნობისმოყვარეობაა ამ შუაღამეს! ალბათ სტრესის ბრალია. რა ქორწილი, საიდან მოვიტანე... დაიძინე ტასო, ეს უბრალოდ კოშმარი იყო. -გოგონა ბალიშს ასწორებს, საწოლზე კომფორტულად თავსდება და მალევე ეშვება სიზმრების სამყაროში.
-გამარჯობა! მე დადიანების ოჯახში დავიბადე, ამ დიდ და გალავნებით შემორტყმულ სახლში, რომელიც 4 სართულისა და 15 ოთახისგან შედგება. შეიძლება ვიღაც ფიქრობს, რომ აქაურობა სამოთხეა, მაგრამ ჩემთვის ციხეა, რომელიც არასდროს ყოფილა თბილი კერა. ვერც ბაბუაჩემის ღირსეული შვილიშვილი გავხდი და ვერც ამ ოჯახის შვილი; ვერ შევძელი მათი გულის მოგება. ამ ციხესიმაგრეში მუდამ ის ბავშვი ვიყავი, რომელსაც მუდამ ეჩხუბებოდნენ, სცემდნენ და ტუქსავდნენ, თუმცა ახლაც იგივე გრძელდება.
-ქარიშხალო, მოვედი, გინდა ისევ გავიქცეთ ამ ციხესიმაგრიდან?-გოგონა თავის შავ ბედაურს ეფერება და ფაფარზე ხელს ნაზად უსვამს. - ფრთხილად... ფრთხილად... ვიცი, რომ შენც გინდა აქედან გასვლა, მაგრამ უნდა ვიფრთხილოთ, ასე თუ იხმაურებ, ვერ გავიპარებით.
ტასო კარს აღებს და ცხენი ეზოში გაჰყავს.
-ქარიშხალო, მომყევი! როგორმე შეუმჩნევლად უნდა გავიდეთ ციხე-კოშკიდან და ჩუმადვე დავბრუნდეთ. არავინ უნდა დაგვინახოს... ხომ გახსოვს, წინა გაპარვაზე თავს რა ამბავიც დაგვატყდა არა?! არ იხმაურო!
დილის რიჟრაჟზე ციხესიმაგრის უშველებელ ეზოს ფრთხილად და შეუმჩნევლად კვეთენ კუპრივით შავი, ღონიერ მუხლებიანი ცხენი და მასზე ამხედრებული, შავსავე მოსასხამში გახვეული გოგონა.
თენდება... მზის პირველი სხივები ეგებება ცვრიან ბალახზე აქაიქა ამოსულ მინდვრის ფერად ყვავილებს, რომელთაც მნახველთა გულის ასაღელვებლად მიწიდან ამაყად ამოუწევიათ თავები და კეკლუცად ცდილობენ ირგვლივ მყოფი სულიერი არსებების მონუსხვას. ლურჯად მობიბინე მინდვრებს მზის ვარდისფერი დისკოდან ამომავალი თითო-ოროლა სხივი ეფინება და მყისვე იკვეთება მოძრავი სილუეტი.
მინდვრებს შორის ცხენი მოფრინავს, მას კი გოგონა ჩაჰფრენია ფაფარზე. ისე მოაგელვებს ოთხფეხა ცხოველს, რომ არად დაგიდევთ დილის სუსხსა და სიცივეს. მხედარს თავზე მოსასხამის კაპიუშონი გადახდია, რის გამოც, მზის მოლიცლიცე სხივებზე კარგად მოსჩანს მისი კუპრივით შავი, გრძელი, ტალღოვანი თმა, რომელიც ჭენების სიჩქარესა და დილის სიოს ერთიანად აუწეწავს.
თუ დააკვირდებით, დილის მგზავრების გამომეტყველებასა და ქმედებაში იმ უზომო ბედნიერებასა და სიხარულს აღმოაჩენთ, რომელიც თავისუფლების უპირობო შეგრძნებითაა გამოწვეული. გოგონას ხშირი შავი ტალღებიც კი თავისუფლების სიყვარულს ასხივებენ; მისი კუნაპეტ ღამესავით შავი, წყლიანი და სიცოცხლის ჟინით სავსე თვალები კი სიხარულის ნაპერწკლებისგან ელავს. ამ ორ უძირო შავ ტბაში ისეთი ცეცხლი ჩამდგარა როგორც სიცოცხლის ჭეშმარიტ მოყვარულს შეეფერება. მისი შუაზე გაპობილი ვარდისფერი ბაგეები და თეთრი კბილები კი სხვა არაფერია, თუ არა სილაღის, მშვენიერებისა და ბედნიერების დასტური. ეს გოგონა ანასტასია დადიანი გახლავთ, ცხენი კი მისი ოთხფეხა მეგობარი - ქარიშხალი.
მხედარი საკმაო ხნის სიარულის შემდეგ ნაცნობ გორაკს თავზე ექცევა და პეიზაჟს თვალდაუხამხამებლად შესცქერის. მის წინ ულამაზესი ხედი იშლება. ამომავალი მზის სხივები მინდვრებზე ალაგ-ალაგ ეფინება, გორაკები ხეებითა და ყვავილებით მოჩითულა, ხოლო უშუალოდ ტასოს მოპირდაპირედ, უშველებელი კლდიდან წყლის ნაკადი ერთბაშად ეცემა და დაახლოებით 100 მეტრის შემდეგ ხმაურით უერთდება მდინარეს. გოგონა აღფრთოვანებით გასცქერის წინ გადაშლილ სანახაობას და ბედნიერებისგან ხელებს შლის, თითქოს ასე სურს მთელი ეს სილამაზე თავის სხეულში მოიქციოს და სამუდამოდ დაიტოვოს.
-ქარიშხალო, წლები მალე მიფრინავს... იცი, მე უკვე პატარა გოგო აღარ ვარ. ერთ დღეს აქედან გავიპარები და ბედნიერ ოჯახს შევქმნი. აქაურობას თავს აუცილებლად დავაღწევ და შენც თან წაგიყვან. ჩემი არავის სჯერა... მაგრამ რწმნას მაინც არ დაკარგავ, რომ ერთ დღეს სასწაული ჩემთანაც მოვა, ამისთვის ყოველ დღე ვლოცულობ. სხვას თუ არა, ვიცი, ღმერთს მაინც ვუყვარვარ. ოცნება ხომ არავის გვეკრძალება! -ანასტასიამ მზის ოქროსფერ სხივებს გახედა, თითქოს სასურველი ზმანება დაინახა მზის დისკოში, რომელიც მთის ფერდობზე ნელ-ნელა იწვერებოდა. გოგონამ გაბადრულმა განაგრძო -ამომავალი მზესავით გაიბრწყინებს ჩემს ცხოვრებაში სასწაული. მოვა და მიპოვის, რადგან მე მისი სასწაული ვიქნები.
ტასო თვალებს ხუჭავს და ისე შეჰყურებს მზეს. ნიავი ურცხვად დათარეშობს მის თმასა და ლურჯ ყვავილებიან კაბაზე, მაგრამ ბუნების ამ წიაღში გოგონასთვის ყველაფერი სულერთია, მათ შორის ქარის მაიმუნობაც. ხარბად ისრუტავს ჰაერს, რომელიც სიმშვიდისა და სიყვარულის სურნელითაა გაჟღენთილი. ცოტა ხანში მისი სახე იღრუბლება. თვალებს ახელს და აცნობიერებს, რომ მზე უკვე კარგად ამოსცდენია მთის ფერდობებს და სახლში დაბრუნების დრო დამდგარა.
-ქარიშხალო, დღეისთვის საკმარისია, მზე ამოვიდა. დროა შინ დავბრუნდეთ.
ცხენი თითქოს მიხვდაო ნათქვამს, ტასოსთან მივიდა და მდუმარედ ელოდა როდის ამხედრდებოდა გოგონა მასზე. ტასომ გაუღიმა, მიეფერა და ცხენზე დაჯდა.
-გასწი, მაჩვენე რა შეგიძლია...
ცხენს თითქოს წაქეზება სჭირდებოდა, ჩორთიდან ჭენებაზე გადავიდა და მალე ისე მიფრინავდა თითქოს ღრუბლებში აჭრილიყოს.
-მიდი.. უფრო ჩქარა წადი! უფრო ჩქარა, ქარიშხალო! - ანასტასია ისეა შეპყრობილი ცხენის სიჩქარით, რომ ვერც კი ამჩნევს მისკენ მომავალ მანქანას, რასაც შედეგად მანქანის ძლიერად დამუხრუჭების ხმა და ცხენის ჭიხვინი მოსდევს. ქარიშხალი ყალყზე დგება... შეშინებული ანასტასია ცდილობს ხელი არ გაუშვას ცხენს, თუმცა როგორც ჩანს, დაბნეულობა და შიში თავისას აკეთებს და გოგონა ცხენიდან ვარდება. ანასტასია გონებას კარგავს.
შავი „პორშე კაიენიდან“ ამ სანახაობას თავზარდაცემული შეჰყურებს ახალგაზრდა მამაკაცი. რა მოხდა ახლა მის თავს?! უბრალოდ ორი წამით დაიხარა დაბლა დავარდნილი მობილურის ასაღებად, და უცებ ეს ყველაფერი... ყალყზე შემდგარი შავი ცხენი... მხედარი... მოსასხამის ფრიალი და დამუხრუჭების ხმა...
-მირიან, გონს მოეგე! გოგონა დაბლა გდია... ნუთუ მოვკალი?! არა.. არა...
დაცემა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ანასტასია გონზე მაშინაც კი ვერ მოდის, როცა მანქანიდან მის მოსასულიერებლად მამაკაცი გადმოდის, და მის გამოფხიზლებას ცდილობს.
-კარგად ხართ? გესმით ჩემი? როგორც ჩანს გონება დაკარგე... - მირიანი ანასტასიას შუბლიდან თმას უწევს და სახე უქვავდება. - ანასტასია... არა ღემერთო... ოღონდ ასე ნუ გამომცდი... ანასტასია, ძალიან გთხოვ, გაახილე თვალები!.. მე არ მინდოდა... სულ ერთი წამით დავიხარე.... ანასტასია, გთხოვ, გონს მოდი.
რადგან ტასო ჯიუტად არ მოდის გონს, მირიანი მისკენ იხრება და ხელში აჰყავს, მანქანის უკანა სავარძელზე ფრთხილად აწვენს და ფეხს ბოლომდე ადგამს გაზის პედალს.



№1  offline წევრი izabella

ძალიან კარგი დასაწყისია და ქარიშხალი ულამაზესია ❤

 


№2  offline წევრი Takk.22

ნუ ნამდვილად თავქარიანია გადმოცემული უბრალოდ პერსონაჟის სახელენი შეცვლილი

 


№3  offline წევრი anamaria♡

ვაიმე რაკარგიიყო პატარა მაგრამ კარგი იმედიაახალთავს მალედადებ

 


№4  offline წევრი ქეთათო4

Hercaiს აბსოლიტური ასლია. რეიანის პერსონაჟიც იგივეა და საერთოდ ყველაფერი. შეიძლება ინსპირაციად იქცა მაგრამ არაა კარგი როცა პლაგიატობ. (ჩემი აზრით)

პს. წარმატებები

 


№5 სტუმარი ვბ

ქეთათო4
Hercaiს აბსოლიტური ასლია. რეიანის პერსონაჟიც იგივეა და საერთოდ ყველაფერი. შეიძლება ინსპირაციად იქცა მაგრამ არაა კარგი როცა პლაგიატობ. (ჩემი აზრით)

პს. წარმატებები

გეთანხმები... პირველივე აბზაციდან ეტყობა სერიალის ასლი რომ არის...

 


№6 სტუმარი მარიაი

როდის დადებ ახალს

 


№7 სტუმარი სტუმარი ქეთი

ცირა რა კარგი მხატვრული თხრობა გაქვს. ძალიან სასიამოვნო საკითხავია. მეცნო სიუჟეტი: დდ ერთ დროს მეც ვუყურებდი. ქართული სახელები კი როგორ მოუხდა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent