Du gehörst nur mir(შენ მხოლოდ ჩემი ხარ)(7)
შენ მხოლოდ ჩემი ხარ(7) დილაუთენია ფეხზე წამოვხტი, სააბაზანოში შევედი, წყალი უცებ გადავივლე, ოთახში კარადა გამოვაღე, თბილი ჰუდი,კონფორტული ჯინსი და ფეხზე ბოტასები ჩავიცვი, ჩანთა ავიღე და გარეთ გავარდი. -გოგო ამ დილა უთენია სად მიდიხარ სულ გაგიჟდი?-აივნიდან მიღრიალებდა სანდრო. -სიყვარული უნდა დავიბრუნო, ლუკა რომელზე მიფრინავს? -8-ზე.-მოკლედ მითხრა. -მადლობააააა.-შვიდის ნახევარი იყო, ტაქსი გავაჩარე და ლუკას სახლის მისამართი ვუთხარი. როგორც ყოველთვის მოუყმენელი ვიყავი, ტაქსის მძღოლი შევჭამე ჩემი კითხვებით, ყოველ მეორე წუთში ან ვეკითხებოდი მალე მივალთქო ან ვაჩქარებდი. -უკაცრავად მალე ქენით უფრო რა. -შვილო საცობებია რა ვქნა. -ამ დილაუთენია რა საცობები აუტყდათ. -ასეა შვილო, ასე ადრე მიდიან სამუშაოებზე. მოულოდნელად ერთმა აზრმა დამკრა ტვინში, მძღოლს ფული გადავუხადე და მანქანებს შორის დავიწყე სიარული, ყველა გაოცებული მომჩერებოდა,როგორც იქნა საცობის თავში გავედი, ჩემდა უნებურად სირბილი დავიწყე, ეს სიყვარული რას არ გააკეთებინებს ადამიანს, ჩემთვის ვფიქრობდი და მეცინებოდა, ნახევარ საათში მივაღწიე ლუკას სახლამდე, კარებზე მთელი ძალით ვაბრახუნებდი მაგრამ არავინ არ მიღებდა, მერე ვიღაც ქალმა მითხრა, რომ უკვე წასული იყო. -დიდი მადლობა და დიდი ხნის წასულია? -ესე 10წუთი იქნება რაც გავიდა. -კარგით კიდევ დიდი მადლობა.-ბოლოს ეს ვუთხარი და წამში გავუჩინარდი. -რა უცნაურები არიან ეს ახალგაზრდები.-ჩაიცინა და სახლში შებრუნდა. გარეთ გავარდი და თან ტაქს ვეძებდი, საათს რომ დავხედე უკვე 10წუთი იყო, ისევ სირბილი დავიწყე თავიდან, მაგრამ მალევე უკან ვიღაცის მანქნამ დამიწყო სიგნალი, რომ მივბრუნდი,თორნიკე დამხვდა. -თორნიკეე.-ასე მისი დანახვა არასდროს არ გამხარებია. -მოდი გოგო ჩქარა დაჯექი გვაგვიანდება.-ბოლო ხმაზე მიკიოდა, უკნიდან კი მანქანები უსიგნალებდნენ. მანქანაში ჩავფრინდი, მაშინვე გაზს მიაწვა, კი არ მივდიოდით მივფრინავდით. -თორნიკე ჩემი გმირი ხარ,შენ რომ არ მყოლოდი არ ვიცი რა მეშველებოდა.-სიხარულით შევხედე ძმას -მოდი ჯერ ყველაფერი მოვაგვაროთ და მერე ვნახავთ როგორი გმირი ვარ.-გაკრეჭილმა შემომხედა და უფრო მიაწვა გაზს. ნახევარ საათში უკვე იქ ვიყავით, ათი წუთი მქონდა , ლუკას სანახავდ. გამწარებული მივრბოდი, ყველას ვეჯახებოდი და თან ბოდიშს ვუხდიდი, მოულოდნელად ლუკა მომხვდა თვალში, მისკენ სწარაფდ ავიღე გეზი, როცა ვიღაც გოგო მივიდა და ყელში აკოცა აი ამ დროს ამენთო თვალებში, გამწარებული მივარდი და გვერძე გამოვიყვანე. -ლუკა გვერძე გამოდი სალაპარაკო გვაქვს.-გაცოფებული არ ვიცი რას ვამბობდი. -შენ აქ რა გინდა? -რა იყო გაკივირდა შენს ნაშასთან რომ წაგასწარი, ახლა მივხვდი თუ რასაც მეუბნებოდი, ჩემი სიყვარული ყოველთვის გულში გექნება ხო, ახლა ვხედავ როგორც გაქვს გულში, შენს შესაჩერებლად დილიდან დაგსდევ, როგორც იქნა მოგაგენი და რას ვხედაბ ვიღაც გოგოსთან ერთად მიბრძანდები, გუშინ ვითომ გულწრფელი იყავი ჩემთან, როგორი აუტანელი ხარ , უკვე ზიზღს იწვევ ჩემში.-რასაც ვფიქრობდი ყველაფერი ერთდროულად მივაყარე ის გოგო კი განცვიფრებული მიყურებდა. -ეკატერინე მომისმინე, ჯერ გაერკვიე ყველაფერში და მერე ილაპარაკე.-ჩემთან შედარებით მშვიდად საუბრობდა. -შენ რა ჩემი დამშვიდების მეტი არაფერი იცი? -გოგო ტონს დაუწიე და მომისინე წინასწარ ნუ იღებ გადაწყვეტლებებს თორემ ერთხელ და სამუდამოდ დაგღუპავს მასეთი საქციელი. -ეგ შენ არ მიდარდო...-სიტყვის დამთავრება არ მაცადა. -მომისმინე ახლა, ეს ჩემი და არის ევა ახლა კი მეორე გუშინ არაფერი არ მომიტყუებია და წინასწარ ნუ აკეთებ სულელურ დასკვნებს.-ამ პასუხს მისგან არ ველოდი, ახლა მივხვდი მაშინ რატომ იეჭვიანა თორნიკეზე. -უპს აუ ბოდიში რა ევა, ცუდად გამომივიდა, შენ კიდე ვაჟბატონო დამელოდე სალაპარაკო მაქვს.-ორივეს გაეცინა, ევაც გავიცანი ახლა კი ლუკას მივუტრიალდი. -შენი რეისი რვაზე ხომ მიფრინავდა? -არა ცხრიანს მივყვებით ახლა კი იტყვი რა გინდა?-უხეში ტონით მომართა და თვალებში ჩამხედა. -რომ გითხრა არ წახვიდეთქო მაინც წახვა? -თვალები ძირს დავხარე დატუქსული ბავშვივით. -მეღადავები ხო? ჩემი დანახვა არ გინდოდა ახლა კი დარჩენას მთხოვ უკვე დაგაგვიანდა, წასვლა მაქვს გადაწყვეტილი არ მინდა კიდევ რამე პრობლემა შეგიქმნა სჯობს ჩემგან შორს იყო.-ეს სიტყვები როგორც ისარი ისე მხვდებოდა გულში. -ლუკა ამას რატომ აკეთებ, რატო მოხვედი გუშინ ჩემთან, რატო მატკინე გული,ხომ შეგეძლო ისე წასულიყავი, რომ არ გამეგო, მეუბნები მიყვარხარო, ამასთანავე გულს მტკენ, რატომ აკეთებ ამას, ჩემგან რა გინდა, გინდა თავი მოვიკლა, ასე გონია უშენოდ კარგად ვიქნები? მაშინ ძალიან ცდები, თუ ჩემ გვერდით არ იყავი, მაშინ სიყვარულს ნუღა მეფიცები, მალევე დაგავიწყდები, მერე ცოლ-შვილი გეყოლება და არც კი გაგახსენდები,ტყუილად ნუ მაძლევ იმის პირობას რასაც ვერ შეასრულებ, თუ გინდა რომ წახვიდე მაშინ წადი, არასდროს აღარ მნახო, თუ დღესწახვალ ჩათვალე ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ ამოგშლი, მხოლოდ ცუდ მოგონებად დარჩები ჩემს ცხოვრებაში, მშვიდობით.-მტკიცედ წარმოვთვქვი რასაც ვგრძნობდი, ნელ-ნელა ნიკაპი ამიკანკალდა, ცრემლებმაც თავისით გაიკვალეს გზა, ლუკა ჩემკენ მოტრიალდა, გულში ჩამიკრო, თითქოსდა ბოლოჯერ მეხუტებოდა, მისი სურნელი შევიგრძენი მივხვდი თუ როგორ გამიჭირდება უიმისოდ მაგრამ სხვა რა გზა მქონდა, ჩემივე ნებით უთხარი უარი საკუთარ ბედს, მთელი გულით მძულდა საკუთარი თავი, მოულოდნელად ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მითხრა: -რომ დავბრუნდები აუცილებლად ჩემი გახდები, ახლა კი ასეა საჭირო უნდა წავიდე, მაგრამ მარტო არ გტოვებ, ჩემი ბიჭები ყურადღებას მოგაცევენ ვერავინ მოგეკარება ზედმეტად, ახლა კი მინდა ეს ბეჭედი გქონდეს ჩემგან, როცა დავბრუნდები, სამუდამოდ ჩემი გახდები, სხვა ვერავინ ვერ შეძლებს შენთან ყოფნას, ეს განშორება კი უფრო დაგვაახლოვებს, პირობას გაძლევ მალე დავბრუნდები და აღარასდროს დაგტოვებ.-ეს მითხრა და გულში ჩამიკრო, მე ვქვითინებდი და ვქვითინებდი, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, ბოლოს კი შევამჩნიე, ყველა ჩვენ გვიყურებდა, მაგრამ საერთოდ არ მაინტერესებდა თუ რას ფიქრობდენ, მხოლოდ ლუკა მაინტერესებდა იმ დროს. -კარგი ახლა ჩემი წასვლის დროა, კავშირზე ვიქნები, მიყვარხარ ეკატერინე ამილახვარო.-ყურში ჩამჩურჩულა და ცრემლები მომწმინდა. -მეც მიყვარხარ ლუკა ლაგვილავა.-მთელი ჩემი გული ჩავდე ამ ერთ სიტყვაში “მიყვარხარ”, ლუკა კი ნელ-ნელა თვალს მიეფარა, ცრემლები თითქოს გამომლეოდა, არცერთი წვეყი აღარ გადმომვარდნია თვალიდან, ლუკას ნაჩუქარი ბეჭედი გავიკეთე უცებ კი აფეთქების ხმა გაისმა, ყურებში აღარეფერი აღარ მესმოდა, ყველა ძირს იწვა, ვერაფერს ვერ ვაანალიზებდი, მხოლოდ თორნიკეს განწირული ხმა მესმოდა, ჩემს სახელს გაიძახოდა, ყველა ერთმანეთში ირეოდა როცა ვიღაცამ თქვა გერმანიისკენ მიმავალი თვითფრინავი ააფეთქესო, ამის გაგონება იყო, ლუკას სახემ თვალწინ გადამიარა, ყველაფერი გაშეშდა, უკნიდან ვიღაცის შეხება ვიგრძენი, ვნატრობდი ნეტა ლუკა იყოსთქო მაგრამ თორნიკე არმოჩნდა. -ეკატერინე რა მოხდა ხმა გამეცი. -ლუკა, ლუკას თვითფრინავი აფეთქდა.-ყბის კანკალით ძლივს გადავაბი სიტყვები ერთმანეთს როცა გავაანალიზე თუ რა თქვი,თორნიკეს ხელიდან დავუსხლტდი და აფეთქებული თვითფრინავისკენ გავიქეცი, რაც ძალა მქონდა დარჩენილი მივრბოდი, უკან თორნიკე მომსდევდა, უკვე პოლიცია და სამაშველო ჯგუფი იქ იყო, ყველა ერთმანეთში ირეოდა და გზას ძლივს ვიკვალავდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.