შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრებავ, ირონია დამალე... (თავი 6) +18


2-11-2019, 23:07
ავტორი FENIX
ნანახია 1 769

თვალი გავაყოლე იოანეს და მის სახეზე ბრაზი ამოვიკითხე, გავიაზრე რომ იმ მანქანაში შესაძლოა ალექსანდრე ყოფილიყო. ნამდვილად არ მინდა მათ შორის რაიმე კონფლიქტი განვითარდეს და მითუმეტეს ამ ყველაფრის მიზეზი მე ვიყო...
-ემი კარგად ხად?
-კი სალი კარგად ვარ, მაგრამ მგონი იმ მანქანაში ალექსანდრეა და ცოტაარიყოს ვღელავ
-ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება
-ემი იოანე ცივილური ადამიანია და ისეთ რამეს არ გააკეთებს რაც მას არ შეეფერება, თანაც ისინი ბავშვობიდან ერთად გაიზარდნენ, სკოლაშიც კი ერთად სწავლობდნენ და მიუხედავათ მათი წარსულის უთანხმოებისა, უყვართ ერთმანეთი, ასერომ ნუ ღელავ მშვიდობიანად დასრულდება ყველაფერი
-ღმერთმა ქნას გიგი მართალი იყო.

კაფიდან გავედი, გზა გადავჭერი და მანქანას მივუახლოვდი. დაბურული მინების გამო ვერ ვხედავდი მანქანაში ვინ იჯდა და საჩვენებელი თითით მინაზე მივუკაკუნე, მანქანის კარი გაიღო და ალექსანდრე გადმოვიდა
-გამარჯობა იოანე
-გაგიმარჯოს ალექს, აქ რასაკეთებ?
-აქვე ვიყავი და გადავწყვიტე ემი მენახა
-სავარაუდოდ ახლა ფანჯრიდან გვიყურებენ და ამიტომ ჯობია სადმე გავიდეთ, ცოტა ვისაუბროთ
-მართალი ხარ, მანქანაში ჩაჯექი და გავიდეთ, აქვე ერთი ბარია
-კარგი.

-ერთი ჭიქა ვისკი თუ შეიძლება ორი ყინულით. შენ ისევ ბურბონი?
-კი ბურბონს დავლევ.
-და ერთიც ბურბონი
-აბა მითხარი ალექს რა გინდა და რას ელი ემისგან?
-ემი განსხვავებული და არაჩვეულებრივი გოგოა
-ეგ უკვე ვიცი. მერე?
-მერე ის, რომ მე მას სერიოზული თვალით ვუყურებ
-და შენ ხომ იცი, რომ ემი ჩემი შეყვარებულია
-ვიცი, მაგრამ ჩვენ ორივემ ისიც კარგად ვიცით, რომ ის შენთვის ერთი ჩვეულებრივი გასართობია, ძალიან მალე მოგბეზრდება და გულს ატკენ, ის კი ამას არ იმსახურებს
-არა ალექს ცდები, ემი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმაზე მეტად მნიშვნელოვანი ვიდრე შენ წარმოგიდგენია. ჩემი ცხოვრების სტილი რომლითაც შენ მიცნობ მან შეცვლა, ამოატრიალა ჩემი ტვინი. თუკი რამე ხდება ჩემს ირგვლივ ყველაფერი მას უკავშირდება, ყველგან ის არის, მისით თენდება და ღამდება დღე
-მართლა ასე ფიქრობ?
-კი ასე ვფიქრობ და არაფრის ფასად არ ვაპირებ მის დათმობას!
-თუ ნამდვილად გიყვართ ერთმანეთი და სერიოზული განზრახვები გაქვს, მე არ ვაპირებ თქვენ ორს შორის ჩადგომას. თუ შანსი არანაირი არ მაქვს გამიხარდება თუ ორივეს ბედნიერებს დაგინახავთ
-ეს თემა ასე დავხუროთ, თუ არ დავხურავთ ეს ყველაფერი ომში გადაიზრდება და ეს არც შენთვის იქნება კარგი, არც ჩემთვის და არც ემისთვის. ჩვენი უთანხმოებაც და წყენაც დიდხანს გაიწელა და მგონი დროა დავასრულოთ
-გეთანხმები ზედმეთად დიდხანს გაიწელა, მოდი ჭიქა აიღე ხელში "ჩვენი შერიგებისა იყოს".
-შერიგების იყოს, მოდი გადაგეხვიო, მენატრებოდი
-მხრები გაგზრდია ხო იცი, ვარჯიშის მეტს არაფერს აკეთებ?
-ხო ვცდილობ შეძლებისდაგვარად,
მგონი დროა წავიდეთ, თორემ უკვე დიდი ხანია მელოდებიან
-კარგი გავიდეთ მე გაგიყვან
-კარგი

კაფეში შესვლისთანავე ფეხზე წამოდგა ემი, აშკარად ეტყობოდა აღელვება სახეზე, მოუთმენლად მელოდებოდა, მიმიკით ვანიშნე რომ ყველაფერი კარგად არის და ისიც თითქოს დამშვიდდა და სახეც დაუმშვიდდა
-აბა რახდება ხოარ მოიწყინეთ?
- რაუნდა ხდებოდეს ვზივართ და გელოდებით, მშვიდობაა?
-კი გიგი მშვიდობაა და მგონი ყველანაირი უთანხმოებაც წარსულში დარჩა
-ეგრეც უნდა ყოფილიყო.
-შენ რაშვები ჩემო ლამაზო? ხოარ ინერვიულე?
-ცოტა
-ცოტას არაუშავს გამოვისყიდი, მოწიე ყური რაღაც უნდა გითხრა
-რახდება?
-შენთვის სიურპრიზი მაქვს მანქანაში
-რა არის? ჩუმათ მითხარი ყურში
-მოწიე ყური, არაააა!
-მასხარა ხარ
-რა ვქნა სიურპრიზს ხომ არ გავაფუჭებ
-აბა მათხოვე მანქანის გასაღები, მაინტერესებს როგორი გასაღები აქვს შენ მანქანას
-აი სად იჩინა თავი მეგრულმა გენმა, პატარა აფირისტი
-კაი წავიდეთ მაშინ და თან გაჩვენებ
-კაიი... გიგი, სალიი ჩვენ წავედით
-საით? რახდება სად გარბიხართ?
-მერე მოგიყვები სალი... დროებით
-კაი კაი წადით, დროებით

მანქანისკენ გავიქეცი, საშინლად მაინტერესებდა იქ რა იყო. პატარა ბავშვივით დავდექი მანქანის კართან და ველოდებოდი როდის გადმოისეირნებდა გზაზე იოანე
-აუუ მგონი მანქანის გასაღები დამრჩა მაგიდაზე
-აუუუ კაი რაააა
-კარგი ხო ვხუმრობ, აჰა გავაღე და ჩაჯექი შენ ადგილას
-ჩავჯექი და მერე? სადარის?
- გახსენი უჯრა და ნახავ.
უჯრა გადმოვწიე და ორი სასაჩუქრე ყუთი დავინახე, არც მიკითხავს ორივე ჩემი იყო თუ არა ავტომატურად მივითვისე და პატარა ზომის ყუთის გახსნით დავიწყე. წარმოუდგენლად გამიხარდა ის რაც შიგნით დამხვდა, ყოველთვის ვნანობდი სიბრაზის გამო ცხელ გულზე, იოანეს პირველი საჩუქარი რომ გადავაგდე აივნიდან, ახლა კი ისევ მაქვს და ძალიან მაბედნიერებს ეს ფაქტი. ისე ძლიერად ჩავეხუტე იოანეს ლამის მოვახრჩე
-ასე ძალიან გაგიხარდა?
-კი ძალიან გამიხარდა, გული მწყდებოდა შენი ნაჩუქარი ერთადერთი ნივთი რომ დაუფიქრებლად მოვისროლე და მადლობა რომ დამიბრუნე. ძალიან მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ ჩემო ლამაზო თან ძალიან
-ახლა მეორეს გავხსნი
-გახსენი, ეგ ბონუსია იმისთვის რომ გაგაბრაზე
- ძალიან ლამაზი ყელსაბამია იო, მადლობა კიდევერთხელ. დამეხმარები გაკეთებაში?
-რათქმაუნდა. თმები აიწიე.
ყელსაბამის შეკვრისას ისე მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა მისი კისერი ცდუნებას ვერ გავუძელი და ავთომატურად ჩემი ტუჩებიც მის კისერზე აღმოჩნდა. საოცრად ნაზი კანი და საოცარი სურნელი, ნამდვილად ჭკუიდან გადამიყვანს
-ცოტა შეუფერებელი ადგილი ხოარაა მაგისთვის ჩემო სიცოცხლე?
-კი ნამდვილად
-მართლა?
ხელის ჩაცურებას ვგრძნობ პენ*სთან, მსუბუქად უჭერს ხელს და ენას მისვამს ყურზე. სულ ცოტაც და საერთოდ დავივიწყებ სად ვიმყოფები
-ემი გაჩერდი!
-რატო?
-უბრალოდ გაჩერდი!
-როგორ მაშინებ ხოლმე ხანდახან, სულ ვკანკალებ, არ შეიძლება ადამიანის ასე შეშინება
-აი მაგ ირონიას მოგაძრობ სახიდან როცა მაგის დრო და აგილი იქნება, ძალიან მკაცრად დაისჯები
-ნახე როგორ მაშინებს სულ მიკანკალებს კიდურები
-აი მაგასაც ვნახავთ რისგან აგიკანკალდება სხეული
-კაი ეგ მერე იყოს, ახლა წამიყვანე სახლში ძალიან ბევრი სამეცადინო მაქვს
-კარგი წავიდეთ, ხელი შევუწყოთ ემილის განათლებას
-მოიცადე ტელეფონი რეკავს, სად არის ჩემი ჩანთა?
-მგონი უკანა სავარძელზე, აი აიღე
-ხო დე, როგორ ხარ?
-კარგად ემი შენ? სად ხარ?
-მეც კარგად ვარ დე, იოანესთან ერთად ვარ და მოვდივარ სახლში
-ჩვენთან მოგყავს სახლში?
-არა დედა, უბრალოდ სახლამდე მომაცილებს
-რატომაც არა ამოიყვანე, ძალიან მინდა მისი გაცნობა, უთხარი რომ თუ დრო აქვს ვეპატიჟები, ცხელი საჭმელიც მზად მაქვს
-კარგი დე 15 წუთში მანდ ვართ...
-რაა? რასნიშნავს ვარ-თ?
-დედაჩემი სახლში გეპატიჟება შენი გაცნობა უნდა, იმედია არ აწყენინებ, თან ცხელი საჭმელია მზად, ვიცი რომ გშია
-კარგი რა ემი ასე მოულოდნელად და მოუმზადებლად როგორ წამოვიდე
-მშვენივრად გამოიყურები ჩემო სიცოცხლე
-კარგი ტკბილეულს და ყვავილებს მაინც ვიყიდი
-ტკბილეული ვიყიდოთ, ყვავილები არ უყვარს, მამას დაკრძალვის მერე ყვავილებს ვერ იტანს
-ალბათ როგორი რთული იყო მისთვის
-ძალიან რთული იყო მისთვისაც და ჩემთვისაც... ყველაფერი ერთიანად წამართვა ცხოვრებამ, ყველაფერი რაც მიყვარდა ერთიანად გაქრა, ჩემი ბავშვობის ჩათვლით... ყოველ დილით მამას მივყავდი სკოლაში, ყოველ დილით კოცნით, ჩახუტებით და ღიმილიანი სახით მაღვიძებდა, ადექი ჩემო პრინცესა დავიგვიანებთო... მისმა წასვლამ ამ ქვეყნიდან ჩემიც და დედას კოშკებიც დაანგრია... დავრჩით ჩვენ ორნი ამ ცხოვრების წინააღმდეგ, მე და დედა
-ძალიან ვწუხვარ ემი, მე მამის დანაკლისს ვერასდროს ვერ შეგივსებ და მის ადგილს ვერ დავიკავებ, მაგრამ მე ყოველთვის შენთან ვარ და ვიქნები რაცარუნდა მოხდეს, ეს კარგად დაიმახსოვრე
-შენ საოცრება ხარ, ჩემს ცხოვრებას ფაქტიურად ომს ვუცხადებ შენი არსებობით ჩემს ცხოვრებაში...
-შენ ჩემი ყველაზე დიდი ნათელი წერტილი ხარ, რომელმაც ჯურღმულიდან ამომიყვანა
-ნუ აზვიადებ, მე არაფერი გამიკეთებია ისეთი
-ყველაფერს აკეთებ იმით, რომ ჩემს გვერდით ხარ...
-ამ ლაპარაკში ჩვენ უკვე მოვედით
-ძალიან ვღელავ ემი, რომ არ მოვეწონო და გამომაგდოს სახლიდან?
-ნუ სულელობ, არავინ არსად არ გამოგაგდებს
-დარწმუნებული ხარ?
-კიი დარწმუნებული ვარ და თან მე უკვე მომწონხარ და მასაც აუცილებლად მოეწონები
-მოიცა, ტკბილეული?
-ხო არ დაგავიწყდეს, თორე არ მიგიღებს
-ნუ იცინიი
-არ ვიცინი, სტრესისგან გეჩვენება
-ისეთს გაკოცებ ახლა ყოველ ღამე მოგეჩვენები
-კარგი წადი იყიდე, თხილიანი შოკოლადები უყვარს
-ეგ დედაშენს უყვარს თუ შენ?
-ნუუუ, დედაჩემსაც
-პატარა მაიმუნი ხარ შენ
-წადი წადი გაიქეცი

სახლის კართან ვდგავართ და მაინც აღელვებას ვერ ვმალავ, ასე მოულოდნელად არ ვგეგმავდი ემისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის გაცნობას. კარის გაღებისთანავე ვიგრძენი მის მომღიმარ სახეზე კეთილგანწყობა, ავტომატურად მომეხსნა დაძაბულობა. სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, სახლში იგრძნობოდა თბილი ოჯახური განწყობა, რაც მე ყოველთვის მაკლდა
- შემოდით ბავშვებო
-გამარჯობა ლელა დეიდა, კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს ოჯახში
-სასიამოვნოა შენი გაცნობა, ყველაფერი რაც მოულოდნელად ხდება კარგად სრულდება ხოლმე
-გეთანხმებით ნამდვილად ასეა.
-როგორ ხარ დე?
-გადასარევად, სხვანაირად როგორუნდა ვიყო, ჩემი ერთადერთი შვილის შეყვარებულია ჩემს გასაცნობად მოსული
-მაბედნიერებ, რომ ასეთი კარგი ხარ დეე
-შენზე უკეთესი არავინ მყავს ამ ცხოვრებაში. წამოდით ახლა სუფრა გავშალე ვივახშმოთ
-რატომ წუხდებოდით ლელა დეიდა
-არანაირად არ ვწუხდები პირიქით, ძალიან მახარებს აქ რომ ხარ. თავი იგრძენი რიგორც საკუთარ სახლში.

სუფრას მივუსხედით ყველანი, თავს მართლაც ისე ვგრძნობდი თითქოს საკუთარ სახლში მივედი, სადაც მთელი ოჯახი მელოდებოდა. თბილ სახლში სადაც გემრიელ ვახშამს გახვედრებენ
-შეუდარებლად გემრიელია ყველაფერი, ძალიან დიდი მადლობა ასეთი დახვედრისთვის
-რასამბობ შვილო, ღმერთმა შეგარგოს
-კარგით მე აღარ შეგაწუხებთ. ჩემი წასვლის დროა
-კარგი შვილო როგორც შენ მოისურვებ, ყოველთვის გამიხარდება შენი სტუმრობა
-კიდევერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის
-მე გავაცილებ დე შენ იყავი
-როდის უნდა გნახო კიდევ?
-ალბათ ხვალ
-ხვალამდე ბევრი დროა
-მოითმენ როგორმე, ახლა წადი სახლში და ჭკვიანად იყავი
-წამო რა შენც
-კაი წამო დედას ვუთხრათ
-კაი ხო კაი, ხვალ გნახავ
-მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ ჩემო ლამაზო.

წამოსვლისთანავე საშინელი სიცარიელე ვიგრძენი, არ მინდოდა ჩემს ცარიელ სახლში წასვლა და მარტო ყოფნა, მაგრამ რეალობა ასეთია, იქ სადაც ემი არ არის ყველაფერი ცარიელია. როგორცკი კარი გავაღე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ემი დამხვდებოდა ჩემს მაისურში და წინდებში გამოწყობილი, თავისი პოპკორნით ხელში. აივანზე გავედი სიგარეტით ხელში, ემის ადგილზე დავჯექი, ფეხები შემოვაწყვე მოაჯირზე და გავუკიდე სიგარეტს. როგორ შეიძლება ადამიანი როგორცკი თვალს მოშორდება მაშინვე გენატრებოდეს და უკიდეგანო სიცარიელეს გრძნობდე.

მეცადინეობა დავასრულე და ნანატრი ჰორიზონტალური მდგომარეობა მივიღე ჩემს საწოლში, დამღლელი დღის შემდეგ ნამდვილად შვებაა. სამაჯურს გადავუსვი ხელი, როდესაც მას ვხედავ მგონია რომ იოანეც ჩემს გვერდითაა, შეტყობინების ხმას მოვყავარ გონზე
-ჩემს ლოგინს შენი სურნელი ასდის
-უკვე საშინლად მენატრები
-მეც მენატრები და მინდა აქ იყო ჩემს გვერდით
-შესაძლებლობა რომ მქონდეს ვიქნებოდი კიდეც
-ჩემი საოცრება ხარ შენ. დაიძინე ახლა და სიზმრებში არ იმაიმუნო
-ჩემზე არარის დამოკიდებული. ტკბილი ძილი

დილის რვა საათზე ტელეფონის ზარი მაღვიძებს და დიდი ხნის ძებნის შემდეგ როგორციქნა აღმოვაჩინე
-ხო მამაა რა ხდება? დილის რვა საათზე რამ შეგაწუხა?
-პირველრიგში დილამშვიდობისა და მერე მეორეც, შენ ხომ თქვი საქმეში უნდა ჩავებაო
-კი ვთქვი მაგრამ საქმეში ჩაბმა რვა საათზე გაღვიძებას ითვალისწინებს?
-არა მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა
-რაშია საქმე?
-ჩვენ ახალ პარტნიორებთან გავაფორმეთ ხელშეკრულება და დღეს ამ ყველაფრის აღსაღნიშნავი წვეულება იმართება, იქ იქნებიან ახალი და ძველი პარტნიორები, ბიზნესანალიტიკოსები და ბევრი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი, მათ შორის ჩემი ძმისშვილი და შენი ბიძაშვილი ალექსანდრეც, აუცილებლად მინდა რომ შენც იქ იყო
-რათქმაუნდა მეც მოვალ აუცილებლად
-ძალიან კარგი, საღამოს 7 საათზე გელოდები, მისამართს გამოგიგზავნი
-კარგი მამა დროებით

სასწრაფოდ გავეშურე აბაზანისკენ, წყალი გადავივლე მოვწესრიგდი და ჩავედი ქვედა სართულზე. ტრადიციულად ორმაგი ესპრესო და სიგარეტი გავიტანე აივანზე, მოვკალათდი, სიგარეტს მოვუკიდე და ემის დავურეკე
-დილამშვიდობისა ჩემო ლამაზო
-შენც ასევე ჩემო სიმპაწიურო, რა ხდება რატომ გაიღვიძე ასე ადრე?
-მაგას მერე მოგიყვები, შენ რასაკეთებ?
-ამჟამად ყავას ვსვავ სიგარეტთან ერთად
-ეგრეც ვიფიქრე, მეც დავასრულებ ახლა ყავის დალევას და გამოგივლი, არ წახვიდე უჩემოდ რაღაც უნდა გითხრა
-კარგი გელოდები, მოვემზადები მანამდე

სასწრაფოდ გავემართე აბაზანისკენ, წყალი გადავივლე, ტანსაცმელიც ჩავიცვი და ტელეფონის ზარია
-ემი მოვედი
-კარგი მზად ვარ თმას ავიწევ და ჩამოვალ
-არ აიწიო რა გქონდეს გაშლილი, აქ აიწიე მერე
-კარგი კარგი მოვდივარ

სწრაფად ჩავირბინე კიბეებზე და დავინახე მოლოდინის რეჟიმში მყოფი, მანქანაზე მიყუდებული იოანე. როგორცკი შემნიშნა, წმოიწია და ხელები გაშალა, თითქოს უნდოდა რომ სწრაფად ჩავხუტებოდი, მეც ავტომატურად მოვუსწრაფე ნაბიჯებს და ხელები შემოვხვიე
-საოცარი სურნელი გაქვს, როგორ მენატრება ხოლმე, ყოველი წუთი საუკუნედ მეჩვენება უშენოდ
-ნუ აზვიადებ ჩემო სიცოცხლევ
-არაფერსაც არ ვაზვიადებ, ჩაჯექი მანქანაში, გარეთ ცივა და გზაში მოგიყვები
-კარგი აბა რა ხდება რა უნდა მოგეყოლა?
-საღამოს ჩემი კომპანია წვეულებას მართავს, ერთერთ კომპანიასთან პარტნიორობას აღნიშნავენ და მინდა რომ შენც ჩემს გვერდით იყო
-კარგი რა იოანე ჩემი ადგილი იქ არარის
-ერთ რამეს გეტყვი, არასდროს არ ჩათვალო შენი თავი ვინმეზე ნაკლებად და რაც შეეხება წვეულებას იქ არავინ არ არის შენი ფასი, მინდა რომ ჩემთანერთად იყო და სადაც მე ვარ იქ ყოველთვის არის და იქნება შენი ადგილი, თან მამაჩემსაც გაიცნობ
-კარგი წამოვალ
-შვიდ საათზეა წვეულება, კომპანიის მძღილი გამოგივლის და მოგიყვანს მისამართზე
-კარგი მოვემზადები მაგ დროისთვის, ახლა გავიქცევი ლექციაზე მაგვიანდება
-კარგი ჩემო ლამაზო, ჭკვიანად
-მიყვარხარ
-მეც

სანამ უნივერსიტეტში შევიდოდი სალის დავურეკე
-ხო ემი
-სალი უნდა მიშველო
-რატო რა მოხდა? მშვიდობაა?
-კი მშვიდობაა მაგრამ საღამოს მნიშვნელოვან წვეულებაზე მივდივარ იოანესთანერთად და წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ჩავიცვა, ნამდვილად მჭირდება შენი დახმარება
-ზუსტად იქ დარეკე სადაც უნდა დაგერეკა
-ჩემი პირადი დიზაინერი ხარ შენ
-მეც მიყვარხარ
-კარგი ლექციაზე შევდივარ და შენ ჩემთან გელოდები ხუთ საათზე, არ დაიგვიანო იცოდე
-არის სერ
- კაი ნუ ცანცარებ
-კარგი კარგი გავიგე

ლექციების შემდეგ პირდაპირ სახლში გავექანე და ჩემდაგასაკვირად სალი უკვე იქ დამხვდა თავისი აღჭურვილობით
-როგორ შემოხვედი გოგო
-ლელა დეიდა იყო სახლში და წავიდა, დაგიბარა რომ დღეს ვმუშაობო და ჭკვიანად იყავიო
-კაი და შენ რა მომიტანე?
-კაბები, მაკიაჟის რაღაცეები და მოკლედ ყველაფერი რაც დღეს დაგჭირდება
-კაი მე შევალ ვიბანავებ და მანამდე ამოალაგე შენი აღჭურვილობა
-კაი მიდიი
ელვისებური სისწრაფით გადავივლე წყალი და გამოვედი აბაზანიდან
-მორჩი?
-ხო მოვრჩი და დავიწყოთ
-ოპერაცია "ემის ტრანსფორმაცია" დაწყებულია
-ვაიმე რა გაუძლებს ახლა შენ ცანცარს
-კაი ვსო, ამ მწვანე კაბით დაიწყე
-კარგია მაგრამ რაღაც ისეთი არარის, როგორიც მინდა
-კარგი მაშინ ეს
-არც ეს
-ეს?
-არც ეგ
მინიმუმ ათი კაბა გავისინჯე და არცერთი არ არის ის რაც მინდა რომ იყოს, გადავწყვიტე რომ წავსულიყავი და რამე მეყიდა... კარზე ზარია
-მიდი რა სალი გააღე, ნახე ვინ არის
-გამარჯობა, ემილი საჯაია თქვენ ბრძანდებით?
-ერთი წუთით
-ემი შენთან არიან
-გისმენთ
-თქვენს სახელზე ამანათია, აი აქ მომიწერეთ ხელი
-მადლობა.
-აუ გახსენი რა, რაარის?
-მოიცა წარწერა აქვს "იმედია არ გამიბრაზდები და ძალიან გამახარებ თუ ჩაიცვამ"
-იოანესგანაა
-აუუ მალე ნახე რა

ყუთი გავხსენი და ამოვიღე ულამაზესი სისხლისფერი წითელი კაბა, გრძელი წინ ჩახსნილი და უკან ზურგიც ამოღებული
-აუ ემი მგონი ზუსტად ის არის რაც გინდოდა
-ნამდვილად
-მიდი მალე ჩაიცვი
-ახლავე...
კაბა ჩავიცვი, მაკიაჟი და ვარჩხნილობა სალის მივანდე და მგონი მზად ვარ... ამასობაში მძღოლიც მოვიდა...

შესასვლელში ალექსანდრე შემხვდა
-საღამომშვიდობისა იო
-გამარჯობა ალექს, როგორ ხარ?
-ნორმალურად და შენ რაღაც უჩვეულოდ სიმპათიურად გამოიყურები შავებში
-ხო ვეცადე ამჯერად კლასიკური სტილი მომერგო
-ნამდვილად გაამართლა, წამო შევიდეთ გველოდებიან.

-აი ისინიც მოვიდნენ
-გამარჯობა
-ეს იოანეა ჩემი ვაჟი, ამ პროექტში ისიც მიიღებს მონაწილეობას,
ესკი ჩემი ძმიშვილია ალექსანდრე, ფინანსური განყოფილების მენეჯერი იქნება ამ საქმეში.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ბატონო იოანე და ბატონო ალექსანდრე
-ჩვენთვისაც სასიამოვნოა და იმედია ჩვენი პარტნიორობაც კარგად განვითარდება
-ჩვენც ამის იმედი გვაქვს და მინდა რომ ჩემი ქალიშვილი გაგაცნოთ, მაგრამ წესით თქვენ უკვე უნდა იცნობდეთ ერთმანეთს.

ხელით ანიშნა გოგონას მოსულიყო და ისიც ჩვენსკენ დაიძრა
-იო ეს გოგო ვინარის პრადას კაბაში? თან წესით ჩვენც რომ უნდა ვიცნობდეთ?
-წარმოდგენა არ მაქვს მაგრამ ძაანაც ნუ შეიმჩნევ რო აზრზე არ ვართ
-გამარჯობა
-ეს ჩემი ქალიშვილი სოფიაა, ის იქნება ამ პროექტის მმართველი
-სასიამოვნოა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გავიხსენეთ საიდან ვიცნობთ ჩვენ სამნი ერთმანეთს
- უკაცრავად, მე წაგართმევთ ამ ბიჭებს და თქვენ გააგრძელეთ საუბარი
-კარგით თქვენს მაგიდასთან გადაინაცვლეთ...

-ალექს გაიხსენე რამე?
-ვერა, ოდნავადაც ვერ მოვდივარ აზრზე
-აბა ბიჭებო ვერ გამიხსენეთ?
-სამწუხაროდ ვერა
-მე თქვენი კლასელი სოფია ვარ
-რომელი სოფია?
-არ არსებობს იო... პუტკუნა და ბრეკეტებიანი სოფიკო შენზე რომ იყო შეყვარებული
-არარსებობს
-უკაცრავად ცოტა უტაქტოდ გამომივიდა, ბოდიშს გიხდი
-არაუშავს ეგ არაფერი
-აშკარად ძალიან შეცვლილი და გალამაზებული ხარ
-გეთანხმები სერიოზული ტრანსფორმაციაა
-დიდი მადლობა, კომპლიმენტად მივიღებ...

ავტომატურად შემოსასვლელისკენ გამექცა თვალი საიდანაც ჩემთვის ენითაღუწერელი სილამაზე მოდიოდა
-ბოდიშს გიხდით ცოტახნით უნდა დაგტოვოთ
-საით იო?
-ახლავე მოვალ...
-ალექსანდრე ეს გოგო ვინარის წითელ კაბაში?
-ემი
-ემი ვინარის?
-ლამაზია არა?
-კი ძალიან და აშკარად ჩემზე ძვირიანი კაბაც აცვია...



№1  offline წევრი S.მეგი

კარგიაა❤ველოდები შემდეგს❤
იმედია ემის წარსულს მალე დავუბრუნდებით❤

 


№2 სტუმარი Qeti

Rodistvis velodot axal tavs,sulmoutmenlad veli

 


№3  offline წევრი FENIX

Qeti
Rodistvis velodot axal tavs,sulmoutmenlad veli

დღეს დავდებ, მაგრამ ადმინი ატვირთავს თუ არა დღეს ვერ გეტყვით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent