შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების ხარჯზე... (22 თავი)


5-11-2019, 17:50
ავტორი naattii
ნანახია 1 838

უაზროდ მიაბიჯებდა ქუჩებში ალექსანდრე, უარყოფილი, ხელ ნაკრავი, გამოგდებული, სრულიად დაკარგული და ყველანაირ გზას აცდენილი მიაბიჯებდა და წარმოდგენა არ ჰქონდა მისი გზა საით მიდიოდა. სოფიას პირველივე დანახვიდანვე დაიწყო გეგმების დაწყობა, მართალია დიდი ხანი საკუთარ თავთანაც კი არ ამხელდა, მაგრამ ფაქტი იყო გოგო პირველივე დანახვისთანავე ჩუვარდა გულში და იმხელა ადგილი დაიკავა, ვერასდროს ვერავინ რომ ვერ ამოშლიდა. ახლა? ახლა რა იქნბოდა? სად უნდა წასულიყო? რა გაეკეთებინა? ყოველგვარი სტიმული, მონდომება და უკეთესი ცხოვრების იმედი იმ სამ სიტყვას გაჰყვა, მაინც როგორ იფიქრა რომ მასზე ხელს აწევდა? ნუთუ ეს რამდენიმე თვე საკმარისი არ აღმოჩნდა შესასწავლად? ალბათ არა, თუმცა რა შესწავლაზეა საუბარი არც კი გაუმხელია, ომ საქმესაც და ნარკოტიკსაც შეეშვა, უჭირდა მაგრამ ხომ შეეშვა? არა, არასწორია, ცდილობს რომ შეეშვას, ეს კი ბევრს არ ნიშნავს, იქნებ იცოდა, რომ სურვილი კლავდა და მიტო შეეშინდა? მას ხომ მისნაირი ადამიანები და მათი ფსიქიკა შესწავლილი აქვს? იქნებ და მართლაც ვერ შეეკავებინა სურვილის დროს თავი? რომ გაბრაზებულიყო და ერთ-ერთი ლომკის დროს ქალი შეპასუხებოდა, მართლაც შეეძლო რამე დაეშავებინა. ჯანდაბა, სანდრო რაზე ფიქრობდი? თან როგორი შეშინებული დავტოვე და გამოვიქეცი_თავზე ხელები შემოიწყო სანდრომ და ტროტუარზევე დატრიალდა. -მკვლელი რომ უწოდა? და არც ეგ ყოფილა ტყუილი. არ მოკლა მაღლაფერიძე? რა მნიშვნელობა აქვს ვინ და როგორ მოკლა, ნემსის და აქლემის ქურდი, ოქივე ქურდია, მან კაცი მოკლა, წამალს იკეთებდა, ხალხს აწამებდა, ფულს სძალავდა, ემუქრებოდა, აშანტაჟებდა, წამალს ახალგაზრდებზე ყიდდა და ასეთ ადამიანს სოფიას შიშზე აქვს მკაცრი რაქცია?
-იდიოტი ვარ_ხარხარით დაიძახა შუა ქუჩაში და მხოლოდ მაშინ მიხვდა რომ გაწვიმებულიყო, თვალები რომ წვეთებით ამოევსო და ხედვა გაუძნელდა.
ქალმა, რომელმაც ყველაფრის მიუხედავად შეიყვარა, სახლში შეუშვა, დახმარება სთხოვა, ენდობოდა და ურთიერთობაზეც დათანხმდა, ქალს, რომელიც თვალდახუჭული ენდო და ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი ადამიანი ჩააბარა, მასწავლებელი, რომელიც მომავალ თაობას ცხოვრებაზე ესაუბრება, მის დადებით და უარყოფით თვისებებს აჩვენებს, დაგეგმაში ეხმარება და ცდილობს მათთვის ყველაფერი გააკეთოს, პარალელურად თანხმდება ნარკომანსა და მკვლელს ურთიერთობაზე, იღებს მისგან სიყვარულს და გეგმავს მომავალს, რომელიც არავინ იცის რას მოუტანს უბრაზდება იმიტომ, რომ სიმართლე უთხრა? რომ ძალადობის შეეშინდა? და ვინ გამორიცხავს რომ მომავალში ასე არ მოხდება?
-ჯანდაბაააა_კიდევ ერთხელ დაიყვირა უკვე ჩაჩოქილმა და ორივე ხელის გული საფეთქელზე მიიჭირა, იქნებ ასე აზრები გაექრო? იქნებ ასე სხვა ფიქრები გადმოსულიყო წინ? იქნებ ახლა ისე ფიქრობდა როგორც შეყვარებული კაცი და სოფიას გამარლებას ცდილობდა? იქნებ საერთოდ ვერ აზროვნებდა ობიექტურად?
არა, ასე არ გამოვა, მესამე პირი სჭირდება, ვინც მოუსმენს, ვისთან მოყოლაც არ შერცხვება, ვინც ბოლომდე იცნობს და სწორ რჩევას მისცემს. მაშინვე გაუნათდა გონება და ნაცნობი სახლისკენ გადაუხვია, 15 წუთი კიდევ იარა ფეხით, სულ გაილუმპა და ნანატრ სახლსაც მიადგა. მხოლოდ შემდეგ გაახსენდა ღამის 4 საათი რომ იყო, თუმცა ფანჯარაში შუქი ჩანდა, ან ბავშვებს არ ძინავდათ ან ლილუ ქმარს უცდიდა. სწრაფად აკრიბა ციფრები მობილურზე და რამდენიმე წუთში უკვე მასპინძლის წინ იდგა.
-მოდი, გაბრიელის მშრალ ტანსაცმელს მოგიტან და ჩაის გავაკეთებ_უსიტყვოდ გაუგო სახე წაშლილ ძმას და პირსახოცი მიაწოდა.
-არ მინდა იოანე და ნენე გავაღვიძო.
-ვინც სახლში არ არის ვერ გააღვიძებ. არც ერთი ტყუპი მოსულა, გონიათ ვერ ვხვდები რაღაც რომ ხდება და მიცავენ მათი ჭკუით, დაავიწყდათ მე და ნენეც ამბის ნაწილი რომ ვიყავით ორი წლის წინ.
-გგონია რამეს მალავენ?_წარბები შეკრა სანდრომ, ახალი ინფორმაცია არც მისთვის იყო ცნობილი.
-რა თქმა უნდა, მეორე დღეა არ მოსულან, გონიათ ვიტალიზე არაფერი ვიცი, ან იმას გამომაპარებენ რამხელა საფრთხეც გვემუქრება, დაცვაც სულ ტყუილად დაგვიყენეს ვითომ უჩინარი, ერთ საათში მივხვდით ყველაფერს_ხელი აიქნია ლილუმ და ცხელი ჩაის ფინჯანი დაუდგა ძმას. -სოფია როგორაა?_ფრთხილად შეაპარა და სანდროს სახეზე მაშინვე მიხვდა, რომ მისი ფიქრები ზუსტი იყო.
-არ ვიცი რა ვქნა ლილუ_სახეზე ხელები ჩამოისვა ბიჭმა და ამბის თხრობა დაიწყო. არც ერთი დეტალი არ გამოუტოვებია, მთელი გულის ნადები ამოიღო და პირდაპირ ლანგრით დაუდო დას.
-რთული სიტუაციაა სანდრო_თვალები მოისრისა გოგომაც. -იცი, ძალიან რთულია ობიექტურად შეფასება, თუმცა ფაქტია, დამნაშავე ორივე ხართ და ორივესი მესმის. უნდა გეთქვა, რომ დანებებას ცდილობდი, სოფიას გვერდით დგომითა და დახმარებით უფრო იოლად გამოგივიდოდა, როცა ადამიანთან ურთიერთობას იწყებ, მითუმეტეს სოფიასნაირთან, გარკვეული უნდა გქონდეს მისგან რას ელი, თუ თავიდანვე შვილების დედად აღიქვამდი ამდენი რამ რატომ დაუმალე? იცი რომ ნარკოტიკზე დამოკიდებულ ადამიანებს ჯამრთელი შვილები არ ყავთ? 80% დაბადებისთანავე კვდება. იცი, რომ ნარკოტიკზე დამოკიდებული ქმრების გვერდით ქალების 90% ძალადობაში ცხოვრობს? იცი, რომ წამლის გამო ადამიანს შეუძლია საოჯახო ნივთი კიარა სულიც გაყიდოს? მან ეს და სხვა უამრავი რამ იცის სანდრო, ის ამ წესების დაცვით გაიზარდა, თუმცა წარმოიდგინე როგორ უნდა შეყვარებოდი, რომ ამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა. იცი, საერთოდ ვერ ვამტყუნებ, სიყვარული ამოუცნობია, დღემდე ვერ ვხვდები გაბრიელმა ჩემი წარსული, ნარკოტიკები, კურიოერობა, მისი ჩაშვება და საერთოდ ყველანაირი ნაგაზთან დაკავშირებული წარსული როგორ მაპატია და დაივიწყა, მაგრამ ყოველი გამოხედვისას ვხვდები, რომ არც კი ცდილობს გაიხსენოს. აი, მათი სიყვარულია ნამდვილი და არა ჩვენი. კი ჩვენც გვიყვარს, მაგრამ რის ხარჯზე? შენ რომ ნარკოტიკს შეეშვა? განა ეს შენი თავისთვისაც არ უნდა გაგეკეთებინა? მე რომ ბინძურ ცხოვრებას შევეშვი გაბრიელის გარეშედაც არ უნდა მემყოფინებინა ჩემი სამსახური? მათ ყველაფერი გვაპატიეს და ჩვენ? რას ვაკეთებთ ამ დროს? პრეტენზიებს ვაცხადებთ. ასე არ ხდება სანდრო, ჩვენც უნდა შეგვეძლოს საყვარელი ადამიანისთვის რაიმე კარგის გაკეთება. მეორე მხრივ კი სოფიას რეაქცია ცოტა გადამეტებულად მეჩვენება, შეიძლებოდა დამჯდარიყავით და ამ ყველაფერზე მშვიდად გესაუბრათ, თუმცა როგორც გითხარი ვერც ვამტყუნებ. შენი გადასაწყვეტია, დაბრუნდები უკან და აიძულებ ბოლომდე გენდოს, თუ ხელს ჩაიქნევ, მიატოვებ და ისე იცხოვრებ როგორც შენ მოგესურვება_ხელი ბეჭზე მოუთათუნა ლილუმ ძმას და დივანზე გაშეშებული დატოვა.

უამრავი ადამიანი ირეოდა უნივერსიტეტთან, სტუდენტები, ლექტორები, უბრალო გამვლელები, სტუდენტთა მეგობრები. ყველა ფენის, რასისა და სქესის წარმომადგენელს შეხვდებოდით აქ. ჯგუფებად დაეკავებინათ წერეთლის ეზო და გართობაც ჯგუფებად მიმდინარეობდა. გიტარის ხმა გაიგონა ერთ-ერთი კუთხიდან კონსტანტინემ და სწორედ იქეთ წავიდა, თითქოს ჯერი ადევნებოდეს ყველის ნაჭერს ისე მიზდევდა ისიც მოსმენილ ბგერებს და დავიწყებოდა რისთვის იყო აქ მოსული. სტადიონზე იჯდა ახალგაზრდა გოგო, გიტარა ფეხებზე მოეკალათებინა, გრძელი თმა გვერდით გადაეყარა და სულ ვერ აღიქვამდა ირგვლივ მოკრებილ ხალხს ისე გულიანად მღეროდა ელვის სპრესლის უკვდავ „can’t help falling in love”-ს. მონუსხული უსმენდა გაგონილ ბგერებს და გოგონას თვალს ვერ აშორებდა, ორმაგად გაუფართოვდა თვალები სიმღერის დასრულებისას გოგომ პუბლიკას რომ გაუცინა და მასში მისი მომავალი ობიექტი ამოიცნო. რამდენიმე წამიც და ლამის ყბა დაუვარდა კონსტანტინეს, სიმღრის შემდეგ სრულიად განსხვავებული გოგო წამოხტა ფეხზე, ხითხითით გაუკეთა შეკრებილებს რევერანსი, გიტარის რამდენჯერმ აყირავებით დაემშვიდობა და რამდენიმე დარჩენილთან დაჯდა ბიჭივით წვივ გადადებული მუხლზე. ირგვლივ მიმოიხედა კონსტანტინემ საქმე ორიულთან, ან რაიმე არამიწიერთან ხომ არ ჰქონდა, თუმცა არა, ეტყობა მსმენელი შეჩვეული იყო მის ასეთ ქცევებს, სრულიად მშვიდად ისევ ჯგუფებად დაყოფილები აგრძელებდნენ გართობას. ბოლოჯერ შეავლო გოგოს თვალი, რომელიც გიტარას ნაზად ეფერებოდა და აყვანილი ბიჭისკენ დაიძრა.
-ვასო, უნივერსიტეტში მე შეგენაცვლები ხოლმე.
-თქვეენ?_გაკვირვებულმა გადახედა დაცვის ბიჭმა დამქირავებელს.
-ხო, რა მოხდა? აქ ყოფნა მე მირჩევნია, შენ დღის მეორე ნახევარი ჩაიბარე_მხრები აიჩეჩა და გაკვირვებული ბიჭი სახლში გაუშვა. ახლა უკვე ინტერესით გადახედა ორ პიროვნებიან ლილეს და შორიდან დაემუქრა, რომ ბოლომდე გაიცნობდა მის პიროვნებას.


დიდხანს იჯდა გაშეშებული დივანზე და წარმოდგენა არ ქონდა რა უნდა გაეკეთებინა, დანებებოდა? თუ უნდა ებრძოლა იმ მომავლისთვის, რომელიც თავად წარმოედგინა? იქნებოდა კი ეს გადაწყვეტილება მისი საოცნებო მომავალის გარანტი? არაფერზე გააჩნდა პასუხები და ასე მაშინაც კი არ უჭირდა მშობლები ცივ მიწას რომ მიაბარა. რა ქვეტექსტი ქონდა მის ამ ქცევას? თავდაცვა ცუდი მომავლისგან თუ პირიქით, საკუთარი ხელით ანგრევდა მას? შეძლებდნენ? შეძლებდნენ.
მტკიცე გადაწყვეტილებით მიუახლოვდა კარადას და ამოღამებული თვალებით დაიწყო ტანსაცმლის შერჩევა. იცოდა სადაც უნდა მისულიყო და პირდაპირ ნაცნობი მისამართისკენ აიღო გეზი. უკვე აღარ უჭირდა, იცოდა რაზეც მიდიოდა და მის გადაწყვეტილებაშიც ბოლომდე იყო დარწმუნებული. ძლიერად დააკაკუნა შესასვლელ კარზე და მაშინვე შევიდა როგორც კი გაუღეს.
-აქ არის?_მოკითხვის გარეშე დასვა მთავარი კითხვა და ქალის თავის დაქნევაზე შიგნით შევიდა.
მისაღებშივე იჯდა სანდრო დივანზე და ჩაის მორიგი ჭიქით ხელში თვალი კედლისთვის გაეშტერებინა. თითქოს ნაბიჯების ხმაზე იცნოო, მაშინვე მოუბრუნდა სოფიას და განადგურებული გოგოს დანახვაზე მაშინვე ფეხზე წამოდგა.
-შეიძლება ვისაუბროთ?_მორიდებით გადახედა ლილუს, რომელიც უკვე მიდიოდა სამზარეულოსკენ.
-მე აქ არ ვარ, _მაშინვე გაუღიმა წყვილს და მიიმალა.
-ხომ კარგად ხარ?_ნერწყვი გადაყლაპა სანდრომ და თვალებ ამოღამებულ სოფიას ძლივს გაუსწორა მზერა.
-მაპატიე ალექსანდრე, ცუდად მოვიქეცი, მე....
-არა რა სოფია, აღარ გააგრძელო. საპატიებელი არაფერი გაქვს, მოდი დავსხდეთ_მის წინ მდგომ დივანზე მიუთითა და თავადაც ჩამოჯდა. -ბოდიში არ უნდა მომიხადო, შენ ყოველთვის ასეთი იყავი, გულახდილი ადამიანი, რომელიც არასდროს ზურგს უკან არ გაკიცხავს არავის, თავიდანვე უნდა მეთქვა რას და როგორ ვფიქრობდი და ვაპირებდი. შევცდი. ჩავთვალე, რომ ყველაფერი ის ცუდი რაც ცხოვრებაში ჩამიდენია, ასე ხახვივით შემრჩებოდა, წიგნის ის მაგარი ცუდი ბიჭი ვიქნებოდი ბედნიერება რომ ეწვევა, ჰოპ უცებ ხელს სტაცებს და ღირსი ვარო იძახის. ასე ვერ იქნება, წარმოდგენა არ გაქვს რას ვაკეთებდი, როგორ ვცხოვრობდი, ვის ვაწამებდი და ვის ვართმევდი, ამითი ბედნიერი ვცხოვრობდი, სრულ განცხრომაში და არც ვუშვებდი, რომ ერთ დღეს ყველაფერი უკან მომიბრუნდებოდა. შენ ამის ღირსი არ ხარ. მადლობას უნდა გიხდიდე, რომ ცხოვრებისკენ მომაბრუნე, დამანახე სინამდვილეში რაა მნიშვნელოვანი და სანამ არ მივხვდები, რომ შენთვის უსაფრთხო ვარ და გიმსახურებ არ მოვალ.
-მაგრამ ალექსანდრე.....
-მე შენ მიყვარხარ სოფია, მთელი გულით მიყვარხარ, სწორედ ამიტომ არ შემიძლია შენთან ვიეგოისტო. ჩემზე წინ დაგაყენებ ყოველთვის და უფლებას ვერ მოგცემ ცხოვრება დაინგრიო.
-ეს რას ნიშნავს ალექსანდრე? ჩემს მიტოვებას აპირებ? მე აღარ მეკითხები?_ცრემლები გადაყლაპა სოფიამ.
-ვერ გეკითხები, ახლა დაბნეული ხარ, მაგრამ მოვა დრო და მიხვდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე._ძლივს გაუღიმა აცრემლებულ ქალს.
-უფროსოო, აი გასაღები მოგიტანე, მანქანა მზადაა_შემოსასვლელიდან გაისმა კონსტანტინეს ხმა და ოთახში შემოსულმა უცებ დაატორმუზა. -ბოდიშით გავდივარ_ხელებ აწეული წავიდა ისიც სამზარეულოსკენ და წყვილი დატოვა.
-მიდიხარ?_ხმა ჩაუწყდა სოფიას.
-მივდივარ_ნელა დაუქნია ბიჭმაც თავი, მიუახლოვდა და სათუთი სახე საკუთარ ხელებში მოიქცია, -უნდა წავიდე, სხვაგვარად ვრ შევძლებთ, დამიჯერე ასე ჯობია. აუცილებლად დავბრუნდები, როგორც კი მოვინანიებ, სულის სიმშვიდეს ვიგრძნობ და მივხვდები, რომ შენთვის იმ მომავლის მოცემა შემიძლია რაც ოცნებაში მაქვს დავბრუნდები.
-მონასტერში მიდიხარ_მკრთალად გაეღიმა ქალს და ამოისუნთქა, თვალები დახუჭა და შუბლი სანდროს შუბლს მიადო, -მეც მიყვარხარ ალექსანდრე, ეს არ დაივიწყო კარგი?_ხელით წვერიან ლოყაზე მოეფერა და კაცის ამოხვნეშაზე მწარედ გაეღიმა.
ტყუპების გარდა ყველამ გააცილა სანდრო, ტყუპებს ბევრი კოცნა, ლილუ გულში ჩაიკრა, კონსტანტინეს მთელი თავისი ბანკის ანგარიში გადააბარა სხვადასხვა დავალებასთან ერთად და სოფიაზე მიშტერებულმა დატოვა სახლი. მხოლოდ კარის მიხურვამდე ითმინა გოგომაც და როგორც კი სანდროს სახე თვალთახედვის არედან გაქრა ცრემლები ვღარ შეაკავა. იცოდა, იცოდა, რომ დაბრუნდებოდა, მაგრამ მონატრება უკვე კისერში უჭერდა ხელებს და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. ყველა მოწყენილები იჯდნენ, ბავშვებიც ზუსტად ახლა გაყურსულიყვნენ და უფროსებს აჩერდებოდნენ. ალბათ კიდევდიდხანს ისხდებოდნენ ასე ტყუპებს რომ არ შემოეღოთ კარი.
-ოჯახო მოვედით_მაშინვე დაიყვირა იოანემ.
-ახალი არის რამე?_გამოცოცხლება დაეტყო ლილუს და მონატრებულ ქმარს მოეხვია.
-კარგი არაფერი_დივანზე ცოლებიანად ჩამოსხდნენ და სოფიას და კონსტანტინეს გადახედეს. -ვიტალის დაჭერის ბრძანება გვაქვს, მაგრამ ვერ ვიპოვეთ.
-მიიმალა?_სიმწრით გამოსცრა კონსტანტინემ და თავი გადააქნია.
-თავისი ხალხი ყველგან ეყოლებოდა, მაინც დავიჭერთ_მხრები აიჩეჩა გაბრიელმა და ტყუპები მიიხუტა. -მათნაირი სურნელი არავის აქვს_ორივეთი შეივსო ფილტვები და წამომდგარ სოფიას გახედა.
-მე ამ საქმესთან არანაირი კავშირი აღარ მაქვს, თქვენის ნებართვით დაგტოვებთ_ტყუპების წინააღმდეგობის მიუხედავად მალევე დატოვა სახლი და აცრემლებული წავიდა ბებოსთან სითბოს საპოვნელად.
-შენ_გაბრიელმა კონსტანტინეს მიუშვირა თითი, -ლილეს გაბარებ, ხომ იცი შენი იმედი მაქვს_მის დაქნეულ თავზე ახლა ოჯახს მიუბრუნდა -ჩვენ კი განსაკუთრებულ თავდაცვაზე გადავდივართ, დროა სარდაფი განახოთ_ცოლს მოეფერა და მალევე წამოდგა ფეხზე.
----------------
არ ვიცი რა დავწერე, რამდენი როგორ დავწერე საერთოდ, უბრალოდ იმდენად დიდ სტიმულს ვღებულობ ამდენი შეფასებებით ვერ გალოდინეთ <3



როგორ მაინტერესებს რა ხდება სარდაფში :დ ასე მგონია ფილმებში, რომ აქვთ სრული შეიარაღებით მოწყობილი საიდუმლო ოთახი ეგეთი იქნება-თქო :დ
კოსწიკ დაგერხა :დ ეს ორი იქნება "თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო" :)
რატომღაც ვფიქრობდი, რომ სანდრო გადადგავდა სოფიოსკენ ნაბიჯს და სულაც შუა გზიდან დაბრუნდებოდა. მიხარია რომ შევცდი. რაც მთავარია ორივე მათგანმა გაიაზრა სიყვარული ერთმანეთის მიმართა ❤ ახლა მთავარია სანდრომ სულიერი სიმშვიდე მოიპოვოს, საბოლოოდ დამშვიდდეს და მერე იქნება მისი ოცნების ცხოვრებაც ❤
ის გველაძუა ვიტალი რომელ სოროში იმალება ნეტავ გამაგებინა, გველგესლა ეგ :დ
ნათი, ტომი და ჯერი დაგვიწყებია და სასწრაფოდ უყურე :) ყველის ნაჭერს ტომი კი არა ჯერი დასდევს :)

 


№2  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
როგორ მაინტერესებს რა ხდება სარდაფში :დ ასე მგონია ფილმებში, რომ აქვთ სრული შეიარაღებით მოწყობილი საიდუმლო ოთახი ეგეთი იქნება-თქო :დ
კოსწიკ დაგერხა :დ ეს ორი იქნება "თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო" :)
რატომღაც ვფიქრობდი, რომ სანდრო გადადგავდა სოფიოსკენ ნაბიჯს და სულაც შუა გზიდან დაბრუნდებოდა. მიხარია რომ შევცდი. რაც მთავარია ორივე მათგანმა გაიაზრა სიყვარული ერთმანეთის მიმართა ❤ ახლა მთავარია სანდრომ სულიერი სიმშვიდე მოიპოვოს, საბოლოოდ დამშვიდდეს და მერე იქნება მისი ოცნების ცხოვრებაც ❤
ის გველაძუა ვიტალი რომელ სოროში იმალება ნეტავ გამაგებინა, გველგესლა ეგ :დ
ნათი, ტომი და ჯერი დაგვიწყებია და სასწრაფოდ უყურე :) ყველის ნაჭერს ტომი კი არა ჯერი დასდევს :)

კი დავფიქრდი მაგაზე მაგრამ კატაა და მეთქი ამაზეც წავათქო :D არა ისე სწორია ტომი სულ რძეს სვამდა :D

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

რა მაგარია რო დადე ახალი თავი, კოსწიას უკვე გაება მახეში მგონი :დდ სხვას რომ დაცინის ვნახოთ ერთი თვითონ რას იზამს, სანდროს გადაწყვეტილება მომეწონა, ისიც ძალიან მომეწონა სოფია რომ მივიდა სანდროსთან, მაგრამ რაღაც ვიტალი მგონია სასწაულ დ ამოულოდნელ სურპრიზს გვიმზადებს, ველი მოკლედ მოუთმენლად გაგრძელებას როგორც ყოველთვის ❤️❤️❤️

 


№4  offline მოდერი naattii

ablabudaa
რა მაგარია რო დადე ახალი თავი, კოსწიას უკვე გაება მახეში მგონი :დდ სხვას რომ დაცინის ვნახოთ ერთი თვითონ რას იზამს, სანდროს გადაწყვეტილება მომეწონა, ისიც ძალიან მომეწონა სოფია რომ მივიდა სანდროსთან, მაგრამ რაღაც ვიტალი მგონია სასწაულ დ ამოულოდნელ სურპრიზს გვიმზადებს, ველი მოკლედ მოუთმენლად გაგრძელებას როგორც ყოველთვის ❤️❤️❤️

ვნახოოთ ვეცდები რამე ცოტა პომპეზური მოვიფიქრო :D

 


№5 სტუმარი სტუმარი gvantsa

გადავიდა ოჯახი თავდაცვის რეჟიმზე სასახლიდან სარდაფში :)) მიყვარს ეს ტყუპები ძალიან. აიი ვიცოდი ,ვიცოდი რომ კონსტანტინეს ლილე მოეწონებოდა ,თან რა კაი ტიპი ჩანს ლილე :)) ველოდები ამათი გაცნობის და ურთიერთობის ამბებს :))

 


№6  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

აუ ძალიან იაიამივნეეე კარგი იყოო

 


№7  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუუუუ... კარგიი იყოო... არა უფრო სწორედ ძალიან მაგარი თავი იყოოოოო...
ვისიამოვნე თან ძალიან...
დარწმუნებული ვარ მოინანიებს ჩემი ალექსანდრე...
დაიჭირონ რა ეს ვიტალი რა გააწყალა გული..
ველი ახალ თავს

 


№8  offline მოდერი naattii

სტუმარი gvantsa
გადავიდა ოჯახი თავდაცვის რეჟიმზე სასახლიდან სარდაფში :)) მიყვარს ეს ტყუპები ძალიან. აიი ვიცოდი ,ვიცოდი რომ კონსტანტინეს ლილე მოეწონებოდა ,თან რა კაი ტიპი ჩანს ლილე :)) ველოდები ამათი გაცნობის და ურთიერთობის ამბებს :))

ვნახოთ როგორ გაგრძელდებაა

ნარჩიტა
აუ ძალიან იაიამივნეეე კარგი იყოო

დიდი მადლობა ❤️

ანი ანი
აუუუუ... კარგიი იყოო... არა უფრო სწორედ ძალიან მაგარი თავი იყოოოოო...
ვისიამოვნე თან ძალიან...
დარწმუნებული ვარ მოინანიებს ჩემი ალექსანდრე...
დაიჭირონ რა ეს ვიტალი რა გააწყალა გული..
ველი ახალ თავს

დაიჭერენ ალბათ :D დიდი მადლობა ❤️

 


№9  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

დღეს იქნება ახალი თავი?

 


№10  offline წევრი naniko mindia

Istoriebis dedofalo ❤️erti amosunqviw waviktxe suyvela tavi, saocreba xar kargad wer guls uxaria roca vxedav axal istorias, ❤️❤️❤️❤️❤️warmatebebi moutmelnal veli axal tavs
--------------------
lomidze

 


№11  offline წევრი haddes

ძაან მაგარი გოგო ხარ მაგრამ ამ სანდროს რა უნდა მონასტერში რომ მიდის დაეგდოს სოფიასთან... ამან აქეთ უნდა იტანჯოს და იმან იქეთ? ველოდები ახალ თავს იმედია დღეს დადებ <3

 


№12  offline მოდერი naattii

მადლობა ყველას ძალიან დიდი, ვეცდები დღეს იყოს, თუ არადა ხვალ შუადღემდე ყოველ მიზეზ გარეშე

 


№13 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგი იყო,მაგრამ სოფიას საფრთხე არ ემუქრება ყველა თავიან თებზეძე არიან გადართული დავდო ბავშვი მარტო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent