შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრებავ, ირონია დამალე... (თავი 7) +18


6-11-2019, 20:34
ავტორი FENIX
ნანახია 1 682

მანქანიდან გადმოსვლისთანავე ჩემმა თვალებმა იოანეს დაუწყეს ძებნა, ყველა მიმართულებით ვიხედებოდი, მაგრამ ვერსად შევნიშნე, რატომღაც მეგონა რომ გარეთ დამხვდებოდა. ვიფიქრე რომ უკვე შენობაში იქნებოდა და მეც შიგნით შესვლა გადავწყვიტე, როგორცკი ჩემი ქუსლიანი ფეხსაცმლით ზღურბლს გადავაბიჯე მღელვარებამ იმატა ჩემში. წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა გავაკეთო და როგორ უნდა მოვიქცე მათ სივრცეში, აქაურობა ხომ ჩემთვის სრულიად უცხო გარემოა. თავს ძალა დავატანე, თავი ზემოთ ავწიე და თავდაჯერებული ნაბიჯებით გავაგრძელე გზა, შევნიშნე რომ თითქმის ყველა იქ მყოფი ადამიანის მზერა ჩემსკენ იყო მომართული, წამით ვიფიქრე რომ უკან გავბრუნდებოდი, მაგრამ უკვე გვიანი იყო, შავებში გამოწყობილი, სასწაულად სიმპათიური იოანე ჩემსკენ მოემართებოდა. მომიახლოვდა და ხელი ჩამკიდა
-მიხარია რომ აქ ხარ, მოეშვი და არ
დაიძაბო
-შევეცდები
-ცოტახანში მიეჩვევი
-ვითომ?
-კი... საოცრად ლამაზი რო ხარ იცი ხო?
-მადლობა
-წამოდი ხალხს შევუერთდეთ, მაგრამ მანამდე მინდა რომ მამაჩემი გაგაცნო
-კარგი რა იოანე, ისედაც ვღელავ
-უკვე გვიანია, აი ისიც
-საღამო მშვიდობისა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
-საღამომშვიდობისა
-მამა გაიცანი, ეს ემილია, გოგო რომელზეც რამდენიმე დღის წინ გესაუბრე და დაგპირდი რომ გაგაცნობდი
-ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ლამაზი იქნებოდა, მაგრამ ასეთ სილამაზესაც არ ველოდი, ნამდვილად ძალიან მიხარია იმ ადამიანის გაცნობა ვინც იოანე დღეს აქ მოიყვანა, რომ არა შენ იოანე დღეს აქ არ იქნებოდა
-ჩენთვისაც დიდი პატივია თქვენი გაცნობა, მაგრამ მე არაფერი გამიკეთებია
-ცდები, იმაზე მეტი გააკეთე ვიდრე შენ გგონია, მასზე აშკარად დადებითად მოქმედებ
-მგონია რომ აჭარბებთ
-კიი მამა ვეთანხმები ნამდვილად გადააჭარბე... ჩვენ წავალთ, გველოდებიან
-კიდევერთხელ, სასიამოვნო იყო ბატონო დავით თქვენი გაცნობა
-რაღაც მინდა გითხრა
-გისმენთ
-მე ვხედავ რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები და ეცადეთ რომ ერთმანეთი არ დაკარგოთ
-იმედია არ დავკარგავთ ერთმანეთს, კიდევერთხელ მადლობა
-გაერთეთ...

იოანემ პატარა ჟესტით მიმითითა მიმართულება იმ მაგიდისკენ, რომელთანაც ალექსანდრე და ვიღაც უცნობი გოგო იდგნენ. ცოტაარიყოს ჩემთვის უსიამოვნოა მათთან მისვლა, პირველი ის ფაქტი, რომ ალექსანდრეს უნდა შევხვდე, რომელიც მას შემდეგ არ მინახავს და უხერხულობას იწვევს ჩემში და მეორეც ის გოგო, რომელიც უცნაურად მიყურებს, თითქოს ცივი თვალებით და საერთოდაც არ მომწონს მისი აურა...

-ემი გაიცანი, ეს ჩვენი ამჟამინდელი პროექტის მმართველი და ასევე ჩემი და ალექდანდრეს კლასელი სოფიაა
-სასიამოვნოა და საინტერესოც
-ჩემთვისაც სასიამოვნოა და საინტერესოც, ასე საჯაროდ გასაკვირია იოანეს გვერდით ვინმეს ყოფნა
-ცვლილებები ხდება
-რასაკვირველია...

უჩვეულო დაძაბულობა წარიმართა ჩვენს შორის, თითქოს ეს გოგო მებრძვის, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ მებრძვის
-ემი ალექსანდრეს უკვე იცნობ
-კი უკვე ვიცნობთ ერთმანეთს, როგორ ხარ ალექს?
-კარგად ემი მადლობა, საოცრად გამოიყურები
-შევეცადე, თქვენც როგორი სხვანაირები ხართ საქმიან გარემოში, პიჯაკებით და ასე შემდეგ
-არ დაიწყო ახლა თორე იოანე ისედაც იხრჩობა ამ ტანსაცმელში
-ალექს როგორ შეიძლება ეს რაღაც კომფორტული იყოს, მაგრამ ელეგანტური ნამდვილად არის...
-იოანე ხომარ გვეცეკვა? გამიწევ პარტნიორობას?
-რასაკვირველია სოფია...
საერთოდ არ გვაწყობს მისი განაწყენება, საქმესთან მიმართებაში, თან ცოტა ბევრი მოუვიდა და საკმაოდ ნასვამი ჩანს.
-ძალიან ლამაზი გოგოა ემი
-გეთანხმები
-ის შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია?
-კი სოფია მნიშვნელოვანია...

-ემი ჩვენც ხომარ ვიცეკვოთ?
-არა იყოს, აქ უკეთესად ვართ
-კარგი რა ემი, მე და იოანემ უკვე ვისაუბრეთ და გავარკვიეთ ყველაფერი, ასერომ არ გაბრაზდება დამიჯერე
-კარგი წავიდეთ...
საშინლად გამაღიზიანა, იოანეს გვერდით სხვა ქალის ყოფნამ, თან ისე იყო აკრული მასზე თითქოს დრო იხელთაო, რატომაც არა მეც მშვენივრად ვიცეკვებ ალექსთანერთად, ვიგრძენი როგორ დამატრიალა და წელზე ხელის მოკიდებით გამაჩერა და მისკენ მიმიზიდა, თავი უხედხულად ვიგრძენი მაგრამ, როდესაც მათკენ გავიხედე, იოანეს აშკარად ბრაზისგან გაფართოვებულმა თვალებმა ღიმილი მომგვარა
-ემი რაღაც მინდა გკითხო
-გისმენ
-დარწმუნებული ხარ?
-რაში?
-მისდამი შენს სიყვარულში
-კი ალექს დარწმუნებული ვარ
-და მის სიყვარულში შენდამი?
-დარწმუნებული ვარ კი, მე მას ვენდობი
-იოანეს უკვე ვესაუბრე ამ თემაზე მაგრამ მინდოდა, რომ შენგანაც იგივე მომესმინა.
-რა შეიცვლება მაგით?
-უბრალოდ დავრწმუნდი რომ თქვენ ორივენი ერთად კარგები ხართ. მე და იოანეს ურთიერთობა დაგვილაგდა და ზალიან გამიხარდება თუ ჩვენც კარგი მეგობრები ვიქნებით
-ჩემთვისაც სასიხარულო იქნება ეგ ამბავი
-ძალიან კარგი... წამოდი ახლა წყვილეები შევცვალოთ და მოვაშოროთ იოანეს სოფიკო
-სოფიკოო?
-კი სკოლის ასაკში ასე ვეძახდით, მუდმივად იოანეზე იყო შეყვარებული და მეც მუდმივად იოანეს მხსნელი ვიყავი, ასერომ ახლაც უნდა ვუშველო
-არამგონია საშველად ჰქონდეს საქმე
-შენ რა ეჭვიანობ?
-არა რასამბობ...
მივუახლოვდით იოანეს და სოფიკოს და რაცარუნდა გასაკვირი იყოს, იოანემ დაგვასწრო
-წყვილები ხომარ გაგვეცვალა?
-მეც იგივე შემოთავაზება მქონდა...

-ალექსის ხელი შენს წელზე რა იყო?
-და სოფიას ხელები შენს მხრებზე რა იყო?
-კაი ჩუმად ვარ
-მეც ჩუმად ვარ
-ტანგო იცი?
-კი ვიცი ასეთუისე
-ხოდა მედაშენ ერთად ვიცეკვებთ
-ეს მუსიკა ისედაც დასრულდა უკვე კაი ხანია
-ახლავე ჩართავენ თანგოს
-ასე ამიტომაც გამოვეწყვეთ?
-მე ჩემი გათვლები მაქვს, თან აღიარე რომ კარგები ვართ
-ტანგო ნამდვილად შეეფერება ჩვენს ურთიერთობას
-გეთანხმები...

გაიჟღერა თუ არა ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობმა ტანგოს მუსიკამ, ჩვენ ორნი ამ მუსიკაში გადავედით, მთელმა სხეულმა შეიგრძნო რიტმი და უმალვე დავიწყეთ მოძრაობა, ჩვენი სხეულები ერთმანეთს სინქრონულად ერწყმოდა, ცეცხლოვანი ტანგო კიდევუფრო ცეცხლოვანად გადაიქცა. ცეკვია დასრულებისას ჩვენი თვალები ისევ ერთმანეთს შეეჩეხნენ, თითქოს შორიდან ისმოდა აპლოდისმენტები, სწორედ ამ მქუხარე აპლოდისმენტებმა მოგვიყვანა გონს ორივე, მსუბუქი თავის დაკვრით დავტოვეთ ტერიტორია და შევუერთდით სოფიას და ალექსს
-ეს რა იყო?
-არაფერი უბრალოდ ვიცეკვეთ
-კარგი რა იო, ეს უბრალოდ ცეკვა არიყო, შეუდარებლები იყავით
-მადლობა...
-სოფია მგონი ცოტა ზედმეტი მოგივიდა, კარგად ხარ?
-კი კარგად ვარ ალექსს, უბრალოდ ჩემი წასვლის დროა
-კარგი მე წაგიყვან
-არაა შენ არაა, იოანემ წამიყვანოს
-კარგი მე წავიყვან ალექს, შენ ემისთან დარჩი და მალე დავბრუნდები
-ნახევარი საათი გაქვს იოანე.!
-რა მკაცრი მყავხარ
-ნუ ცანცარებ
-კარგი მივიყვან და მალე დავბრუნდები ემი, ქალურ ეჭვიანობას ნუ აყვები
-წადი ახლა მალე თორე ქალური მუშტი მოგხვდება...

მანქანაში ჩაჯდომაში დავეხმარე სოფიას და ადგილიდან დავიძარით
-აბა საით მივდივართ სოფია?
-შენთან ხომარ წავიდეთ
-ჩემთან ვერ წავალთ, შენი მისამართი მითხარი
-არ ვიცი
-გონება დაძაბე და გაიხსენებ
-ნახე როგორ ვძაბავ, შეხედე
-სოფია არ დაიძინო, სოფიაა
წარმოდგენა არ მქონდა სად უნდა წამეყვანა და გადავქყვიტე მართლა ჩემთან წამეყვანა, სანამ გონს მოვიდოდა.

-ალექს ნახევარი საათი უკვე გავიდა და მოდი მე მძღოლს ვეტყვი, ის წამიყვანს
-ცოტაც მოგეცადა მალე მოვა
-არა მე წავალ და გადაეცი, რომ სახლში წავედი
-კარგი მაგრამ იქნებ მე წაგიყვანო
-არა ალექს საჭირო არარის მეთვითონ გავიგნებ გზას, დროებით
-კარგი ემი თავს მიხედე...

იოანეს სახლის კართან მივედი, მინდოდა მისთვის სიურპრიზი გამეკეთებინა და რაცარუნდა გასაკვირი იყოს კარი ოდნავ ღია დამხვდა, პირველი რაც აზრად მომივიდა ისიყო რომ შესაძლოა შიგნით მძარცველები ყოფილიყვნენ. მაქსიმალური სიფრთხილით ოდნავ შევაღე კარი და პირველი რაც თვალში მომხვდა შესასვლელში დაყრილი ქალის ფეხსაცმელი იყო, ცოტა მოშორებით პატარა ჩანთა ეგდო, ზუსტად ისეთივე როგორიც სოფიას ჰქონდა...
ფეხის თითიდან თმის ღერამდე, მთელი სხეული გამიშეშდა, ხმასაც კი ვერ ვიღებ, ყველაფერი მომენტალურად დატრიალდა, თითქოს ჰიპნოზში ვიყავი და მოწყვეტით დავენარცხე იატაკზე...

ხელში აყვანილმა ავიყვანე სოფია სახლში, კარის გაღებაც ვძლივს მოვახერხე და სოფიაც გამოძრავდა
-იოანე შენ ხარ?
-კი სოფია მე ვარ
-დამსვი
ფეხსაცმელები გაიხადა და ფეხშიშველმა ბარბაცით გააგრძელა გზა, მოწყვეტით დაეშვა სავარძელში და ძილი გააგრძელა
-სოფიაა, გესმის?
-........
ისევ ავიყვანე ხელში და საძინებლისკენ გადავინაცვლე, საწოლზე დავაწვინე, პლედიც გადავაფარე და ოთახი დავტოვე.
ტელეფონს და სიგარეტს დავავლე ხელი, აივანზე გავედი, სიგარეტს მოვუკიდე და ალექსანდრეს დავურეკე
-ხო იო
-ალექს სოფია მანქანაში გაითიშა, გონს ვერ მომყავს, იძულებული გავხდი რომ ჩემთან მომეყვანა
-კარგად არის?
-კი კარგადაა, ახლა ძინავს და მარტო ვერ დავტოვებ
-ხო მესმის
-შეგიძლია ემი სახლში წაიყვანო?
-ემი უკვე წავიდა
-რასნიშნავს წავიდა? სად წავიდა?
-დაიჟინა უნდა წავიდეო და მძღოლმა წაიყვანა, იოანეს გადაეცი რომ სახლში წავედიო
-კარგი დავურეკავ ახლავე
-კარგი დროებით
სახლში შევედი და ემის დავურეკე, ტელეფონის ზარის ხმა ისმის მთელ სახლში რომელიც შემოსასვლელიდან მოდის, ხმას გავყევი და იატაკზე მწოლიარე ემი დავინახე, წამის მეასედში უკვე მასთან ვიყავი და მისი სახე ხელებში მოვიქციე
-ემიიი
-.......
მღელვარებისგან არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ხელში ავიყვანე და დივანზე დავაწვინე, ნიშადურის სპირტის არქონის გამო გადავწყვიტე მძაფრი სუნის მქონე ალკოჰოლი გამომეყენებინა, რომ გონზე მომეყვანა
-ემიი, გესმის ჩემი?
წარბები ოდნაავ გაამოძრავა და მეც ამოვისუნთქე
-ემიი
-სად ვარ?
-ჩემთანერთად ხარ ემი ჩემ სახლში
-აქ რას ვაკეთებ
-არ ვიცი ემი, შემოსასვლელში გიპოვე გონება გქონდა დაკარგული
-წვეულებიდან წამოვედი სიურპრიზი მინდოდა გამეკეთებინა და როცა შემოვედი ძირს დავეცი მაგრამ რატომ?
-კარგი მოდი ჩემთან ჩაგეხუტო, ახლა ხო კარგად ხად?
-გამახსენდა
მომენტალურად წამოვხტი ფეხზე, ისევ ამიკანკალდა სხეული და შემოსასვლელისკენ წავედი
-ეს ფეხსაცმელები ვისია? ან ეს ჩანთა ვისია?
-სოფიასი
-აქ რასაკეთებენ ეს ნივთები?
-მოდი დაჯექი და აგიხსნი ყველაფერს
-არსად დაჯდომას არ ვაპირებ და არანაირი ახსნის მოსმენასაც არ ვაპირებ
-ემი ნუ სულელობ, მოდი აქ დაჯექი
-მეჩვენება თუ იღიმი?
-არ ვიღიმი
-კი იღიმი
-კარგი მოდი დაჯექი
-მე მივდივარ იოანე და არ გაბედო გამოყოლა
-ნუ სულელობ ემი, კარგი რა
-არ გამომყვე, საერთოდ გათიშული მაქვს ტვინი და მარტო ყოფნა მჭირდება
-კარგი არ გამოგყვები მაგრამ ძალიან გთხოვ სისულელეებით არ გამოიჭედო ტვინი, დამშვიდდი და მერე აგიხსნი ყველაფერს
-კარგი მაგრამ ახლა არ მინდა გხედავდე...
ჩემი წითელი კაბით გამოვედი ქუჩაში, მთელი სხეული მიკანკალებს ნერვებისგან და სიცივისგან...
ტაქსში ჩავჯექი და სახლისკენ წავედი. მანქანის ფანჯრიდან ვუყურებ მოძრავ შენობებს და თვალებიდან უწყვეტად მომდის ცრემლები, ყველაფერზე ერთდროულად ვფიქრობ... ერთადერთი რაც პანიკის საშვალებას არ მაძლევს იმედია, იმედია იმის რომ იოანე ამას არ გააკეთებდა, ჩვენ და ჩვენს ურთიერთობას ამას არ გაუკეთებდა...
სახლის კარი შევაღე და ისიც ისეთივე ცარიელი იყო ამ წუთას როგორც ჩემი სული, ნეტა დედა მაინც იყოს სახლში, რომ ჩამეხუტოს და ჩემი ცარიელი სული შემივსოს, მაგრა არც ის არარის...
ყავა გავიკეთე, პლედში გავეხვიე და ჩემი სიგარეტით ხელში აივანზე გავედი, სიგარეტს მოვუკიდე თავი უკან გადავწიე, ფილტვებიდან ამოსული კვამლი გამოვუშვი და ზეცის უსასრულობაში ავიხედე. ჩემს თავს კითხვებს ვუსვამ, რატომ მე? რატომ ხდება ყველაფერი ასე? ნუთუ ჩემი ბრალია, მე ვარ დამნაშავე? რატომ ცხოვრებავ, რატომ არ მალავ ირონიას?
შეტყობინების ხმა მაბრუნებს რეალობაში
-შეიძლება მოვიდე?
-სად უნდა მოხვიდე
-შენთან
-მოდი
-მაშინ გამიღე კარი
-აქ ხარ?
-კი აქ ვარ, გეგონა მართლა არ გამოგყვებოდი?
-კარგი მოვდივარ
კარისკენ გავიქეცი და როგორცკი კარი გავაღე, იოანეს მკლავები შემომეხვია სხეულზე
-შენ როგორ იფიქრე რომ შენს გარდა ვინმე შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში?
ბრაზისგან გაბერილი ბუშტივით ჩავიფუშე მის მკლავებში
-მე, მე არაფერი ვიცი
-ყველაფერს მოგიყვები
-კარგი შემოდი
-შენ რა ტირი?
-გეჩვენება
-ემი ძალიან გთხოვ დამშვიდი, შენს თვალებზე ცრემლი არასდროს არ მინდა რომ დავინახო, სოფია უბრალოდ მანქანაში გაითიშა, ზედმეტად ნასვამი იყო
-მერე?
-მერე ის რომ მისამართი არ ვიცოდი და იძულებული გავხდი ჩემთან წამეყვანა, უბრალოდ ეძინა ემი, ქუჩაში ხომ არ დავტოვებდი
-ახლა სად არის?
-გამოფხიზლდა და სახლში წავიყვანე
-არ მომწონს ეგ გოგო
-რატომ?
-უბრალოდ არ მომწონს, აშკარად ეტყობა რომ მოსწონხარ
-კარგი რა ემი ნუ აზვიადებ, ეგ ბავშვობაში იყო, ახლა მსგავსი არაფერია
-არ მინდა რომ შენს გვერდით იყოს
-დამშვიდდი?
-კი კარგად ვარ
-ადექი მიდი გამოიცვალე და მერე მოდი ჩემთან
-კარგი მოვალ ახლავე
-თბილად ჩაიცვი სულ გაყინული ხარ...
-რა სულელი მყავხარ
-შენ რომ ყოფილიყავი ჩემს ადგილას რას იფიქრებდი?
-წარმოდგენაც არ მინდა რას ვიფიქრებდი
-მოდი თავი დადე ჩემს მუხლებზე და წამოწექი
-მომეფერები თმებზე?
-აბა რას ვიზავ
-თავს ცუდათ ვგრძნობ იო და თითქოს გულიც მერევა...



№1  offline წევრი ნაამა

ვაიმე სოფია თუ ვინცარის ამათ შროს რო ჩადგეს არ ვაცოცხლებ ჩემი ფავორიტი წყვილი არიან. ❤️ როდის დადებ შემდეგს?

 


№2  offline წევრი FENIX

არჩვაძე
ვაიმე სოფია თუ ვინცარის ამათ შროს რო ჩადგეს არ ვაცოცხლებ ჩემი ფავორიტი წყვილი არიან. ❤️ როდის დადებ შემდეგს?

დღეს დავწერ და ხვალ დავდებ, მადლობა შენ

 


№3 სტუმარი qeti

axali tavi faido da ver vpoulob tu jer ar dadebula?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent