შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალისფერი თოვლი -2-


7-11-2019, 01:12
ავტორი Hilalli
ნანახია 1 375

ალისფერი თოვლი

#თავი 2

სახლში დაბნეული შემოვიდა თვალებს აქეთ იქით აცეცებდა ძალიან საყვარელი იყო. თვალები მიბრწყინდებოდა როცა მიყურებდა.
⁃ ლამაზი სახლი გაქვს - მითხრა
⁃ მადლობა... ჩაის დალევ?
⁃ კი
შემოვბრუნდი და მდუღარა გაზზე შემოვადგი. პატარა ანგელოზი სახლის თვალიერებას შეუდგა. კედელზე ჩამოკიდებულ სურათებს აკვირდებოდა და იღიმოდა
⁃ შენი ნახატებია? - მკითხა
⁃ არა.. - გამეცინა - ეს სალვადორ დალია... უფრო სწორად მისი ასლი
⁃ ლამაზია... შენი მეგობარია?
⁃ არა არა - გამეცინა - ცნობილი თანამედროვე მხატვარია
⁃ მომწონს სალვადორი - გამიღიმა
ძალიან უცნაური იყო თან ლამაზი... მომწონდა მაგრამ ამის ბოლომდე აღიარებაც არ მინდოდა ჩაი გავამზადე და დავუძახე... ფრთხილად წამოჯდა და შიშველი ფეხები სკამზე უჩვეულპდ შემოიკეცა ამაზეც გამეცინა თითქოს სხვა პლანეტიდან იყო... ყოველ შემთხვევაში ამ სამყაროს ნამდვილად არ ეკუთვნოდა... ალისფერი დალალები ყურს უკან გადაიწია და თავისი გრძელი წვრილი თითებით ნაზად შეეხო თბილ ფინჯანს. სახე ისე გაუბრწყინდა თითქოს წლებია ასეთ თბილს არაფერს შეხებია. მშვენიერი სანახავი იყო... ღიმილის დროს მხოლოდ ლამაზად ჩამწკრივებული ზედა კბილები უჩანდა... რამდენიმე წუთს ხმის ამოუღებლად შევცქეროდი. ვუყურებდი როგორ სვავდა ჩაის იმდენად გამხდარი და ფერმკრთალი იყო თითოეულ ყლუპს ვგრძნობდი როგორ გადადიოდა ყელში. ბოლოს სიჩუმე მისმა აშკარად მშიერმა მუცელმა დაარღვია. მივხვდი, რომ ცხელი წვნიანი ენდომებოდა და წამოვდექი გაზქურაზე შემოვადგი პატარა ალუმინის ფიალა და ისევ მის პირისპირ ჩამოვჯექი...
შემდეგ ჩემი მზერა მისმა ჩალურჯებულმა თვალმა მიიპყრო ამის ყურება ძალიან მიჭირდა
⁃ კარგი მალამო მაქვს მალე მოგირჩენს მაგ იარებს
⁃ მადლობა - ნაზად მითხრა
წამოვდექი და მალამო მოვიტანე... მის ფეხებთან დავიხარე და წამლიანი თითი ნაზად დავადე თვალზე. გული ამიჩქარდა სუნთქვა შემეკვრა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს თავად ანგელოზს ვმკურნალობდი ნატკენ ფრთაზე... როცა დავამთავრე თავისი დიდი მწვანე თვალებით ამომხედა და მადლიერების ნიშნად გამიღიმა
⁃ რა დაგემართა? ვინმემ გცემა?
⁃ უნდოდა ჩემზე ძალა ეხმარა , ვეწინააღმდეგებოდი ის კი მირტყავდა, შემდეგ ოთახში მისი ცოლი შემოვიდა და თმებში მწვდა არვიცი მე რა შუაში ვიყავი... მეგონა დამიცავდა... გამოვიქეცი...
⁃ ვინ? - დაბნეული ვუსმენდი
⁃ იმ ქალის ქმარი ვისთანაც ვმუშაობდი... სახლს ვულაგებდი ხოლმე ის კი მაჭმევდა და დასაძინებელ ადგილს მაძლევდა... ბევრ ადგილას ვმუშაობდი მაგრამ რაც უფრო ვიზდები მით უფრო მიჭირს ზოგ...
⁃ ლამაზდები - წავილაპარაკე
ამ სიტყვამ თითქოს დააფრთხო და უკან გაიწია. არც მიკვირს ალბათ ამ სიტყვას მხოლოდ იმ მამაკაცებისაგან იგებდა ვისაც მისი დაუფლება უნდოდა
⁃ რამდენი წლის ხარ ალი? - ვკითხე
⁃ 15 შენ?
⁃ 20
⁃ აქ მარტო ცხოვრობ?
⁃ კი - გავიღიმე
⁃ დიდი სახლია ერთი ადამიანისთვის.... ღარიბულ უბნებში ამხელა სახლში 15 - 20 ადამიანამდე ცხროვრობს
⁃ ეს არ ვიცოდი - გამეცინა - ხედავ შენგანაც ვასწავლობ რაღაცას
⁃ რას ნიშნავს განათლება?
⁃ ჭკვიან, ნასწავლ, ნაკითხ ადამიანზე ამბობენ ხოლმე განათლებულიო
⁃ შენ განათლებული ხარ? - ამ სიტყვის თქმის დროს წაიბორძიკა
⁃ მთლად ასე ვერ შევაქებდი ჩემს თავს მაგრამ მთლად გაუნათლებელიც არ უნდა ვიყო
გულიანად გადაიკისკისა აშკარად გაამხიარულა ჩემმა პასუხმა თუმცა დარწმუნებული ვარ ბოლომდე ვერ მიხვდა რა ვიგულისხმე... მაინც საყვარლად გამოუვიდა... მისი სხეული თაფლის სურნელს აფრქვევდა... ეტყობოდა ძალიან სციოდა პლედი მოვახურე და წვნიანი დავუსხი
ისე გემრიელად შექცეოდა ცხელ კერძს გეგონებოდათ საუკუნეა არაფერი უჭამიაო თუმცა მაინც ძალიან ლამაზად გამოსდიოდა. არვიცი ამას როგორ ახერხებდა მაგრამ რომ იცინოდა თავბრუ მეხვეოდა.
ვახშამს რომ მორჩა წამოდა და ხელი ფიალასაკენ გაიწოდა
⁃ მე მივხედავ - ვუთხარი და ფიალა გამოვართვი.
⁃ მადლობა ძალიან გემრიელი იყო
⁃ არაფრის - გავუღიმე და “ინგლისური თამბაქოს” შეკეთება დავიწყე. ტუმბოდან ასანთი ღიმილით მომაწოდა
ცოტახანს კიდევ ვისხედით ჩაის ვსვავდით და ვსაუბრობდით... ანთებული “პაპიროსი “ რომ გავუწოდე თავი ისე გაიქნია მივხვდი, რომ მეორეთ აღარ უნდა შემეთავაზებინა... საუბარში ისე გავერთეთ ძალიან დაგვიანდა. ცოტახანში თვალების ბავშვივით ფავნეტას რომ შეუდგა მივხვდი ძალიან ეძინებოდა... მისთვის განკუთვნილ საწოლს ზეწრები გამოვუცვალე და საძინებელში შვეიყვანე. მის პაწაწინა შიშველ ფეხებს დავაკვირდი და მივხვდი სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ფეხსაცმელი:
⁃ მადლობა ყველაფრისთვის - მითხრა როცა ოთახიდან გავდიოდი
⁃ არაფერია მართლა... ტკბილი ძილი. ღამის პერანგი აშკარად არ გჭირდება - გავეხუმრე
გულიანად გაიცინა და დამემშვიდობა... ის ღამე თეთრად გავათენე... ვერაფრით ვიძინებდი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent