სიყვარული რეალობის წინააღმდეგ (2 თავი)
ჩემო სიცოცხლე მე დაგიბრუნდი, ძალიან მომენატრე, ნახე ჩვენი საყვარელი ყვავილი გვირილები მოგიტანე შეხედე რა ლამაზია... ლილიეს თავის სიტყვებზე აეტირაა იცოდა რო თომა მას ვერ დაინახავდა, მაგრამ მის თვალიდან ცრემლი იმან გააქრო, რომ მას ეს ყველაფერი ესმოდა. ცრემლები მოიწმინდა და მის სიცოცხლეს მიუწვა მოეფერა, მოეალერსა, შემდეგ კი განაგრძო მათი სიყვარულის ისტორიია მოყოლა... ჩემო ცხოვრების აზრო, გახსოვს ერთხე ველოსიპედის ტარებას, რომ მასწავლიდი? გახსოვს რამდენჯერ წავიქეცი? გახაოვს ჩემი გადატყავებული მუხლები? შენ კი დამცინოდი ჩემო ჭორფლიანო მგონი დღეს რამდენჯერაც წაიქეცი, ბავშობაში იმდენჯერ არ დაცემულხარო... გახსოვს ნაყინში რო ამოგსვარე? შენ კი, როგორი სერიოზული მიყურებდი გულში ვიფიქრე აი ლილე დღეს დადგა შენი აღსასრულის დღე თქო, მაგრამ ჩემდა გასაკვირად შენ სიბრაზეს ჩემი საყვარელი ღიმილი მოაყოლე ხელში ამიტაცე და წყალში ჩამაგდე... ცხოვრებ გახსოვს რომ მითხარი დროა ჩვენს მშობლებს ერთმანეთზე ვუამბოთ და ერთმანეთი გავაცნოთო? დროა, მაგრამ შენ შენ ხომ არ იღვიძებ ჩემო ერთადერთო. გაიღვიძე გთხოვვ იცი ქურდივით ვიპარები შენს პალატაში, რომ შენნმა მშობლებმა არ შემამჩნიონ, ისინი ხომ არ მიცნობებ არ მინდა ასეთ სიტუაციაში გამიცნონ, მინდა შენ გააცნო მათ ჩემი თავი შენს გარეშე ხომ იცი შენი ჭორფლიანი დაიმორცხვება და გაწითლდება... ლაპარაკის მომენტში თომას აპარატი რომლითაც თომას ჟანგბადი მიეწოდებოდა მოულოდნელად აწრიალდა. ლილემ ეგრევე ექიმს დაუძახა, პალატაში ქაოსი ატყდა, ექთანმა ლილე გარეთ გაიყვანა ის კი აზრზე არ იყო იქ რა ხდებოდა, რამდენიმე ხნის მერე ექიმი გამოვიდა და გოგონას უთხრა: -იცით არ ვიცი, როგორ მოხდა ეს ჩემთვისაც წარმოუდგენელიას მაგრამ... -მაგრამ რა ექიმო მითხარით თომას რა დაემართა. -მას არაფერი დამართნია, როდესაც მისმა აპარატმა ნიშანიი მოგცა ეს იმას ნიშნავდა რომ მან გული გააჩერა, მაგრამ რამდენიმე წამში ისე, რომ არც კი შევხებივართ მან სუნთქვა აღადგინა და გამოიღვიძა -ჩემს თომას ახლა იქ ღვიძავს? -კი შეგიძლიათ შებრძანდეთ. ლილე თომას პალატაში შევარდა და მის წინ გაოცებული და გაკვირვებული იდგა თვალებს ვერ უჯერებდა, თომა რომელიც სულ მძინარე ხვდებოდა ახლა მას თვალები აქვს გახელილი და ერთმანეთს შესციცინებენ, მაგრამ ექიმებმა დალაპარაკებაც არ აცადეს და უთქმელად გამოუშვეს პალატიდანრადგან მას დასვენება სჭირდებოდა... გარკვეული პერიოდის შემდეგ, თვით ჭორფლიანმა დაურეკა მის მშობლებს და სასიხარულო ამბავი შეატყობინა. მაშინვე მოვარდნენ და სულ, რამდენიმე ხანში თომას მშობლებმაც გაიგეს ვინ იყო ლილე, მაგრამ იმ დღეს თომასთან არავინ არ შეუშვიათ ექიმები ეუბნებოდნენ რო მას სიმშვიდე სჭირდებოდა ამიტომ ხვალისთვის გადაიდო მისი ნახვა, მაგრამ ლილე მაინც ვერ ისვენებდა ფიქრობდა რო ექიმი რაღაცას უმალავდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.