შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

7 წლის შემდეგ.(თავი 3)


11-11-2019, 01:20
ავტორი duchi_duchi
ნანახია 11 138

-შეიძლება კარი მე გავაღო?-ნანუკა იქნება.
-შეგიძლია..
კარი როგორც კი გავაღე,ნანუკა ეგრევე დამეტაკა და ჩამეხუტა..
-ვაიმე ნუკა! არ მჯერა რომ გხედავ, ჩემო გოგო როგორ მომენატრე..ვისი სახლია ეს?რახდება?დროზე მომიყევი..
-მოდი დაჯექი...-გახსოვს იმ ღამეზე რომ გითხარი?
-კი.
-ხოდა მან მიპოვა და გუშინ დავქორწინდით.
-ვაიმე არ არსებობს,სადაა სიძე მანახე..-ეგრე ჯობს.-კარგი ბიჭი ყოფილა, ზოგი დაგიკიდებდა..
-გამარჯობა.-მე დუდა ვარ.
-გამარჯობა-მე ნანუკა.
-სასიამოვნოა ნანუკა.-მე დაგტოვებთ გოგონებს სალაპარაკო გექნებათ.-ნუკა თუ რამე დაგჭირდეს კაბინეტში ვიქნები...
-კარგი.
-ვაიმე არ არსებობს რა ბიჭია.
-არც ეგეთი გადასარევი.
-რას უწუნებ?შენს დემეტრეს მილიონად ჯობია..
-ნანუკა დემეტრე მიყვარს.-რატომ ვერ შეიგნე ეს?
-რატომ წაყევი მაშინ ამ ბიჭს?-მე გეტყვი.იმიტომ რომ დემეტრე ამას არასდროს გაპატიებდა.
-ნანუკა ცოტახნით გაჩუმდი რა..-დემეტრე როგორ არის?
-როგორ იქნება? 2დღეა გეძებს.სახლში მომივარდა სადააო.-ხოდა არ ვიცოდი და როგორ მეთქვა?
-ყავას დალევ?
-კი.
დუდა.
კაბინეტში ავედი,ნუკაზე ფიქრები თავს არ მანებებდნენ.იმდენად მიზიდავდა სულ მასთან მინდოდა ყოფნა.თავს ვეღარ მოვერიე და ბიჭებს დავურეკე..
-ოთო სად ხართ?
-ბარში ვართ.-დუდა დღეს საღამოს 8 საათზე წვეულებაა და შენი ფირმაც არის მიწვეული, სულ დაგვავიწყდა რომ გვეთქვა.-რას იზამ წახვალ?
-ახლა მეუბნებით მერე ტო?-დემეტრე იქნება?
-კი იქნება.
-ხოდა საუკეთესო დღე ელოდება დღეს..-კაი წავედი ნუკას ვეტყვი.
კიბეებზე ჩავირბინე და სამზარეულოში შევედი, გოგოები ყავას სვავდნენ..
-ნუკა ჩაიცვი და გარეთ გავიდეთ.
-სად მივდივართ?
-დღეს წვეულებაა და კაბა ვიყიდოთ შენთვის..
-აუცილებელია წამოვიდე?
-კი ძალიან აუცილებელია...
-კარგი.-სახლში გავიაროთ ჩემთან,ბარგს წამოვიღებ.
დუდამ ტუჩის კუთხე ჩატეხა ამის გაგონებაზე.მივიდა, წელზე ხელი მოხვია, თავისკენ მიიზიდა,ოდნავ შეეხო ტუჩებზე და ამოიჩურჩულა.
-კარგი პატარავ.-ავალ ჩავიცვამ..-ნანუ შენთან ბოდიში ჩვენ გაგიყვანთ, ან შენც წამოდი კაბის საყიდლად რომ წავალთ..
-აუ კიი!- საქმე მაინც არაფერი მაქვს და წამოვალ.
-კარგი ავალ ზემოთ..
დუდა ოთახიდან როგორც კი გავიდა, ნუკამ ტუჩებზე ხელი გადაისვა, ესიამოვნა მისი კოცნა.ნანუკამ ხელი აუქნია სახესთან გამოსაფხიზლებლად...
-ჰეი გოგონი.-რომ გკოცნის სულ ასე შტერდები?-რომ გკითხოს კაცმა დემეტრე გიყვარს,არადა ამ ბიჭის მოახლოებისას დნები..-სუპერ სიმპათიური კაცი გყავს..-არც ის არის გულგრილი შენს მიმართ,მის თვალებში ვხედავ ამას.
-კარგი რა ნანუკა.-დემეტრე მიყვარს,სულ მასზე ვფიქრობ.თანაც ისე არაა ყველაფერი როგორც გგონია.-დუდას დემეტრეზე შურის საძიებლად ვჭირდები.ჯერ არვიცი რა მოხდა მათ შორის,მაგრამ აუცილებლად გავარკვევ.გავარკვევ და გავშორდები,თუნდაც დემეტრემ არ მაპატიოს.
დემეტრე ამას ვეღარ გადაიტანს, მეორედ იმავეს ვერ გადაიტანს..ამ უხეშს კი არ შევიყვარებ და არც ის შემიყვარებს.
-რას ამბობ ნუკა?
-რაც გაიგე..
-იცი რა მითხრა?არ მიზიდავ,არვიცი იმ ღამით რა დამემართაო.
-შენ რა დაიჯერე?-მე როგორც შენი საუკეთესო დაქალი,გეუბნები რომ ამ ბიჭს აგიჟებ..-რომ იცოდე შენც გიჟდები მასზე.-ამიტომ დემეტრესთან გაარკვიე ყველაფერი და ბედნიერად იცხოვრე...
-არასოდეს,არასოდეს დავივიწყებ დემეტრეს.
თქვა და ცრემლები გადმოცვივდა.დუდა ამ დროს კარებთან იდგა და ამ ყველაფერს ისმენდა..ძარღვები დაეჭიმა ბრაზისგან, რა ექნა არ იცოდა..
-ესეიგი არ შემიყვარებ?
ნანუკაც და ნუკაც შეცბა, დუდას ხმა რომ გაიგონეს..
-ნანუკა ბოდიში შენთან,უკვე ყველაფერი იცი და თვალთმაქცობა არ დაგვჭირდება...-არ შემიყვარებ არა?-მე მკითხე აბა ისეთი ქალი თუ შემიყვარდება რომელსაც ნაბი*ვარი დემეტრე კიკნაძე უყვარს.-ზუსტადაც მის გასამწარებლად ხარ დღეს ჩემს გვერდით.-აწი მიყურე როგორ ვიცხოვრებთ.-ახლა კი ჩაიცვი და ბარგის მოსატანად წავიდეთ..
ნუკა ოთახში ავიდა ნანუკაც აყვა.
-სამი დღეა ნანუკა სისხლს მიშრობს,მაგრამ ასეთი გაბრაზებული ჯერ არ მინახავს.
-მეტის ღირსი ხარ.-სულ რაღაც ერთი საათია ვიცნობ დუდას და უკვე შემიყვარდა,როგორც ჩემი სიძე.-დარწმუნებული ვარ აქვს მიზეზი დემეტრეზე.-ვიცნობ იმ ბედოვლათს და ვხვდები რა ჩიტიც არის,ეს შენ დაგაბრმავა თორე მე არა..
-იცი რა მითხრა?დემეტრეს ჩემი ვალი აქვსო..-მე ვუთხარი დაგიბრუნებსთქო.-მან მიპასუხა ვერ დამიბრუნებს რადგან მკვდრები არ ცოცხლდებიანო.-ნუთუ ჩემმა დემეტრემ ვინმე მოკლა?
-არაა გამორიცხული..-ჩაიცვი დროზე ახლა და წავიდეთ ნუ ალოდინებ ამდენხანს.
-ხო ახლავე,მისი ღრიალის თავი აღარ მაქვს..
ნუკამ ჩაიცვა და მისაღებში ჩავიდნენ,მანქანაში ჩაჯდნენ.
მთელი გზა ხმა არცერთს არ გაუღია, დუდა ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა.ნუკა ბინაში ავიდა ბარგი ჩამოიტანა...
-ნუკა მე აქ დავრჩები.-თვქენ წადით საქმე მაქვს აქვე.
-კარგი რა ნანუკა წამო შენც.
-არა საქმე მაქვს,ხვალ გამოვალ თუ მიმიღებთ.
-კი ნანუკა რა ლაპარაკია,- როცა გინდა მაშინ გვესტუმრე,თან ჩემს ძმაკაცებსაც გაიცნობ.
-კარგი დუდა.-დაგემშვიდობები მაშინ.-კარგი ბიჭი ხარ შენ.
-კარგი დროებით.
ნანუკა წავიდა.მანქანაში ისე ჩაჯდნენ ხმა არცერთს არ გაუღია.ნუკამ ვეღარ მოითბინა და კითხა.
-სად მივდივართ?
-კაბა უნდა ვიყიდოთ.ისე უთხრა არც შეუხედავს.
-კარგი.
სავაჭრო ცენტრში დადიოდა ნუკა და არაფრის ხალისი არ ქონდა.ფიქრობდა რა საჭირო იყო წვეულებაზე მისი წაყვანა.ფიქრებიდან დუდას ხმამ გამოაფხიზლა..
-აარჩევ ახლა კაბას თუ მე ავარჩიო?
-არ მაქვს ხალისი.-რაც გინდა ის ქენი.
დუდამ კონულტანტს თხოვა კაბა რომელიც მანეკენს ეცვა შეეფუთათ.შავი ბეჭებზე გადასული კაბა იყო გრძელი ბარძაყამდე შეხსნილი...
37 ზომა ვერცხლისფერი ფეხსაცმელი და მისივე შესაფერისი ვერცხლისფერი კლაჩი.მერე საიუველირო მაღაზიაში შევიდნენ, აქაც არ მოუკლია ნუკას თავი რჩევით..დუდამ ბრილიანტის თვლებით გაწყობილი ყელსაბამი,სამაჯური,საყურეები და ორი ნიშნობის ბეჭედი იყიდა.
-წავედით.
-ასე მალე?
-ხო!-ვიყიდე უკვე რაც გჭირდებოდა..
-ზომა რა იცოდი?
-ვიცოდი.
სახლში მივიდნენ.ნუკამ კაბა რომ ამოიღო ძალიან მოეწონა,ფეხსაცმელი რომ მისი სარგო იყო ამაზე სულ გაგიჟდა.ჩაიცვა,თმა მაღლა აიწია,მაკიაჟი გაიკეთა და დუდაც შევიდა ოთახში.
ღმერთო რა ლამაზია.
-რამე მითხარი?
-არა არაფერი.-ეს მინდა გაიკეთო.
სამკაულები მიცა.
-ეს ძალიან ძვირფასია.-ამას ვერ გავიკეთებ.
-გაიკეთებ.დუდა ფანგანის ცოლი ყველაზე ლამაზი უნდა იყოს დღეს..-ამას ჩემთვის ვაკეთებ და არა შენთვის..
-ვინ ხარ დუდა ფანგანო?
-ერთი ჩვეულებრივი ბიჭი როგორც შენ ამბობ.-ხო კიდევ ერთი! დღეს მოსიყვარულე ცოლქმარი უნდა ვიყოთ.-დილის ინციდენტი არ დამვიწყებია ჯერ.-მაგისთვის მერე მოგთხოვ,ხოდა ნუღარ დაამატებ კიდევ.
-კარგი!ვეცდები შენთვის შესაფერისი ცოლი ვიყო.
-ძალიან კარგი.-წავედით ახლა.
მანქანაში ჩასხდნენ და რესტორანში მივიდნენ, კართან ჟურნალისტები იდგნენ.დუდა ჩამოვიდა, ნუკას კარი გაუღო,ხელკავი გამოდო და რესტორანში შედიოდნენ ჟურნალისტები რომ დაესივნენ.
-ბატონო დუდა როდის დაბრუნდით?
-ორი თვეა აქ ვარ..
-რატომ არ ჩანდით ეს ორი თვე?-ან ეს ლამაზი ქალბატონი ვინ არის?
-ეს ულამაზესი ქალბატონი ჩემი ცოლია.-ზუსტად მაგიტომ არ ვჩანდი, არ გვეცალა.
ამის გაგონებაზე ნუკა გაწითლდა.
.-კარგით დაგტოვებთ ახლა..
დარბაზში შევიდნენ ოთო და თემოც იქ იყნენ.
-ვა კრასოტკა მოსულა.
-ფერიავ როგორ ხარ?
-მადლობა ბიჭებო კარგად ვარ..
საუბრობდნენ დემეტრეს ხმა რომ გაიგეს ზურგსუკან.
-ნუკა?დუდა?-თქვენ ერთად რას აკეთებთ?-ნუკა სამი დღეა გეძებ, შენს კვალს ვერსად მივაკვლიე.-რა ჯანდაბა ხდება ამიხსენი.
ხელო მოკიდა და ისე ეუბნებოდა.ნუკას ცრემლები ქონდა თვალებში, დუდას კი ძარღვები დაეჭიმა, დემეტრეს ხელი მოკიდა და კბილებში გამოსცრა.
-ჩემს ცოლს ხელი გაუშვი თორემ, ხელებს დაგამტვრევ.
დემეტრე გაოცებული იყო.ოთომ და თემომ დუდას იქეთ აქედან ამოუდგნენ და გარეთ გაიყვანეს..დემეტრემ ამით ისარგებლა, ნუკას ხელი მოკიდა და საპირფარეშოში წაიყვანა.დუდამ ეს რომ დაინახა,ბიჭებს ხელი გააშვებინა და უკან გაყვა მათ.
-ეს როგორ გამიკეთე ნუკა?
-დემეტრე ისე არაა როგორც ფიქრობ.
-აბა როგორაა?იცი მაინც ვინ არის დუდა ფანგანი?-ჩემი საცოლე გახსოვს?-აი ზუსტად მაგიტომ მოიკლა თავი..-შენი თავიც წამართვა..
-არ იტირო რა! მე მიყვარხარ!- წამოდი მისგან, ყველაფერს გაპატიებ, ოღონდ მისგან წამოდი..
უთხრა და ტუჩებზე აკოცა..ნუკა გათიშული იყო.ვერ გაიგო რა ხდებოდა.
დუდა კარებთან იდგა და ამ ყველაფერს ისმენდა,რომ დაინახა ნუკას კოცნიდა სისხლმა აასხა,კარი შეგლიჯა და დემეტრეს დაეტაკა.
-შე ახ*არო როგორ ბედავ,რომ ჩემს ცოლს ეკარები..-.ესეიგი შენმა საცოლემ ჩემს გამო მოიკლა თავი?-ნიამ ჩემს გამო მოიკლა თავი?
უყვიროდა და მუშტებს ურტყამდა.
დემეტრე ისე იყო ნაცემი,არაფრის თავი არ ქონდა,ენასაც ვერ იტრიალებდა პირში.
-დუდაა გთხოვ დაანებე თავი, მოკლავ ეგრე.
- გემუდარები დაანებე თავი და ყველაფერს გავაკეთებ,ოღონდ შეეშვი..
დუდა ნუკას სიტყვებზე გამოფხიზლდა,დემეტრეს მოშორდა..
-ადექი ფეხზე,ადექი და ერთხელ მაინც გეყოს კაცობა სიმართლე თქვა.-თქვი რატომ მოიკლა ნიამ თავი.-მაგით აცოდებდი ნუკას თავს?-მე გეტყვი ნუკა რა არაკაციც გიყვარს..-ახლა სახლში წავიდეთ და ყველაფერს გეტყვი, ხომ გაინტერესებდა ხოდა მოგიყვები..
-შენ კი არასდროს გაბედო ჩვენთან მოახლოება თორემ მოგკლავ.
ნუკას ხელი მოკიდა და ისე მიარბენინებდა, მანქანაში ჩასვა და სახლში წავიდნენ...
-არ მინდა წამოსვლა..
-წამოდი.ყველაფერს გეტყვი და როგორც გადაწყვიტავ ისე მოიქეცი.
ნუკასაც ხმა არ ამოუღია,სახლში შევიდნენ, დივანზე დაჯდნენ.დუდამ მოყოლა დაიწყო.
-ნია ჩემი საცოლე იყო და იმ ნაგვის საუკეთესო მეგობარი. აი იმ არაკაცის დაბადებისდღეზე ისე დაათრო რომ მასთან იწვა..-ნუ მიყურებ ეგრე ნუკა, არვიცოდი თორემ ჩემთვის მაგას მნიშვნელობა არ ქონდა. ის ძალიან მიყვარდა.-უბრალოდ მან ვერ აპატია თავის თავს.თვითონ დამშორდა.მითხრა რომ მე მიყენებდა და სულ დემეტრე უყვარდა, ასე მეგონებოდა ცხოვრების ბოლომდე,სიკვდილამდე რამოდენიმე საათით,მისი დაწერილი წერილი რომ არ მიმეღო..-მე რომ წავედი იმ დღეს მოუკლავს თავი.მე კი 7 წლის მერე დავბრუნდი და ახლა ვნახე ის წერილი..-შენს მოძებნას ვაპირებდი მეორე დღესვე,მაგრამ მაშინ გავიგე ამ წერილზეც, მერე გავიგე რომ ვიღაც უყვარდა დემეტრეს, ხოდა ასე გამოვიდა რა.დემეტრეს შეყვარებული და ის გოგო,ვისაც წინა ღამიდან ვეძებდი,ერთიდაიგივე იყავით.მაშინ დავსახე ეს გეგმაც რომ ნიას გამო შური მეძია..აი აქაა წერილი,წაიკითხე.-უბრალოდ იცოდე როგორიც გგონია დემეტრე ისეთი არაა.მე კი მის გასამწარებლად მჭირდები და ჯერ არ ვაპირებ შენს გაშვებას.
ადგა ქურთუკი მოიცვა და გარეთ გავიდა, მანქანის საბურავების ხმამ გამოაფხიზლა ნუკა. ფანჯარაში გაიხედა და დაინახა რომ დუდა წავიდა..ნუკამ წერილი აიღო, ოთახში ავიდა, საწოლზე დაჯდა და კითხვა დაიწყო..
კითხულობდა და ცრემლებს ვერ იკავებდა..მიხვდა რაც მოხდა და დემეტრემ რაც გააკეთა..ისე გაბრაზდა დემეტრეზე,იქ რომ ყოლოდა ალბათ მოკლავდა..არადა პირიქით იცოდა მან ყველაფერი..ჯეროდა დუდასი და ინანა დილის ინციდენტი...მთელი ღამე ელოდა დუდას,მაგრამ ის არ მოვიდა..დილით ვეღარ მოითბინა და ტელეფონზე დაურეკა..
-ალო გისმენთ.
ქალის ხმა რომ გაიგონა დუდას ტელეფონზე, გულმა რამოდენიმეჯრ გამოტოვა დარტყმა..
-დუდა მინდოდა.-სად არის?
-აბაზანაშია.-თქვენ ვინ ხართ?
-მეგობარი.-კარგით მერე დავურეკავ..
გაუთიშა და ტირილი დაიწყო. ეტკინა, ძალიან ეტკინა, ოღონდ არ იცოდა რატომ.
-დუდა!ვიღაცამ დარეკა შენს ტელეფონზე.
-ვინ იყო?
-არვიცი მეგობარი ვარო.
-მანახე.
დუდამ ნომერი ნახა და წამოიძახა, ნუკა!
-ვინაა ნუკა?
-ჩემი ცოლი.
-შენ რა ცოლი გყავს?
-კი მყავს.
-წადი აქედან.
-რომ გეთხოვა ხომ დავრჩებოდი რა..
-თავხედო.
დუდამ მანქანის გასაღები აიღო და სახლში წავიდა...
მთელი გზა ფიქრობდა რა ეთქვა ნუკასთვის.
არა რატომ უნდა ვუთხრა რამე?მას ხომ დემეტრე უყვარს.მეც მაქვს უფლება ვისთანაც მინდა იმასთან ვიყო,ხოდა არაფერსაც არ ავუხსნი...სახლში შევიდა,ოთახში ავიდა და ნუკა დაინახა საწოლში, თვალები ქონდა დასიებული,ეტყობოდა რომ ტირილის ბრალი იყო.
-შენ რა იტირე?-არ მითხრა ახლა შენზე ვჯავრობდი, ან ვიეჭვიანეო..
თან იხდიდა და თან საუბრობდა..
-რას აკეთებ?
-უნდა ვიბანავო.
-სადაც იყავი იქ ვერ იბანავე?
-ეჭვიანობ?
-მე?არა რატომ უნდა ვიეჭვიანო.-დემეტრე მიყვარს და შენზე რატომ უნდა ვიეჭვიანო?.
დუდას ძარღვები დაეჭიმა, ნუკასთან მივიდა, ლოგინზე გადააწვინა და ზემოდან მოექცა,სახე ერთი ხელით დაუკავა, მეორეთი კი ორივე ხელები.მის ტუჩებს მიუახლოვდა და კვილებში გამოსცრა.
-დემეტრეს სახელი მეორედ აღარ ახსენო,თორემ ძალიან გატკენ იცოდე...
უთხრა და ტუჩებზე ველურივით დააცხრა, ნუკა გაუძალიანდა,მაგრამ ბოლოს ისიც აყვა კოცნაში..ცოტახანში ტვინმა განგაშის სიგნალი ჩართო,ნუკამ ხელები გაინთავისუფლა, ხელი კრა და გვერდზე გადააგდო.
ტირილით უთხრა.
-არასდროს გაბედო,სხვა ქალიდან მოსულმა რომ მე შემეხო.-მეზიზღები დუდა ფანგანო! არ მოგცემ უფლებას ვიღაც რიგითი ქალივით მომექცე..
დუდაც აზრზე მოვიდა,მიუახლოვდა და უთხრა.
-მაპატიე.-გეფიცები აღარასოდეს შეგეხები..
პირსახოცს ხელი მოკიდა და აბაზანაში შევიდა..
ნუკას მის სიტყვებზე გული ეტკინა...მიხვდა რომ ეს სულაც არ უნდოდა, უბრალოდ არ უნდოდა სხვა ქალებთან ევლო დუდას...მიხვდა და აღიარა რომ სულ რაღაც ერთ კვირაში ეს გადარეული ბიჭი შეუყვარდა.მაგრამ ამ საქციელით სამუდამოდ დაკარგა..მიხვდა და გაიცნო ,დუდა როგორიც იყო.თუ იტყოდა შეასრულებდა კიდეც.
ნუკა
სისულელეა მას მე არასდროს შევუყვარდები,არც კი ვიზიდავ თურმე.ღმერთო რატომ მტანჯავ?ნუთუ არ მაქვს უფლება ბედნიერი ვიყო?არ უნდა გაიგოს რომ მიყვარს, თორემ უფრო გამიჭირდება მასთან ყოფნა.
დუდა
ესეიგი დემეტრე უყვარს ისევ და ამას ისე მეუბნება,ვითომ არაფერი ხდებოდეს...როგორ დაგტანჯავ შენ ხომ არ იცი ნუკა.იბანავა, პირსახოცი მოიხვია და აბანოდან გამოვიდა..
-ნუკა!-ნუკა სად ხარ?
-ქვემოთ ვარ..
-რას აკეთებ?
-საუზმეს.
-იმედია მოკვლას არ მიპირებ და არ მომწამლავ..
-თუ გინდა ნუ შეჭამ.
-კარებს გააღებ?-წუხელ ძალიან დავიღალე, ძაან ვნებიანი სე*სი მქონდა..
ნუკას თვალები აუწყლიანდა,სულ არ გამოპარვია ეს დუდას...
-პატივს დამდებ,შენს სექსულაურ ცხოვრებას სახლში თუ არ განიხილავ..-გავაღებ!
კარის გასაღებად წავიდა და ცრემლები ხელის თითებით ამოიშრო.
-ვა კრასოტკა როგორ ხარ?
-ოთო მადლობა კარგად.
-ფერია როგორახარ?-ამ გიჟს არ უსმინო სულ ასეა.
-ე რძალს ცუდ წარმოდგენას ნუ უქმნი ჩემზე ტო.-ტყული რძალო, ყველაზე პოზიტივი მე ვარ ამათთან.-ეს ჯმუხია, შენი ქმარი ამაზე მეტი ჯმუხი,ჰოდა მე ვანეიტრალებ რაა..
ნუკამ გაიცინა და ოთოს ჩაეხუტა.
-შენ ძალიან კარგი ხარ ოთო..
-ე ფერიავ მე?
-შენც თემო,კარგები ხართ და ძალიან შემიყვარდით..
-მე არ შეგიყვარდი?
გაისმა დუდას ხმა..
-შენ რომ შემიყვარდე უნდა იმსახურებდე.
მკვახედ უთხრა და ოთახში ავიდა..



№1 სტუმარი lll

აუ კარგი რა დავიტაჯე,სასწაულად მომწონს ვგიჟდები

 


№2 სტუმარი ნათია41

პირველი თავი შედარებით დიდი იყო. აი მერე კი მოუკელი არადა კარგია და მალე შემომეკითხა.დდ

 


№3  offline წევრი ნაამა

აშკარად კარგად შეიძლია ნანუკას ადამიანების ამოცნობა რასაც ვერ ვიტყვი ნუკაზე, მაგრამ ნუკაც ძან საყავრელია. ველიშემდეგს

 


№4 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Es duda magari vigacaa☺️

Demetre kide magari lachari da bedovlati, tavis fanashauli da codva dudas daabrala.

 


№5 სტუმარი M

Gmertoooooo gamagijdaa am motxrobamm chkuidanshemshalaaa unagresiaa malmaledade tavebi❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent