გიჟის გიჟური სიყვარული - V +18
შენობაში შესვლისთანავე ნიტა ისე უყურებს გარემოს თითქოს დროში სამოგზაუროდ წამოვიყვანე, მაგრამ აქ დრო მართლა გაჩრებულია. -რას იტყვი?- ვეკითხები როდესაც მის სახეს ვაკვირდები -სერიოზულად?- ჩურჩულებს ნიტა- აქ გაჩერება როგორ შეიძლება ადამიანების, ესენი გაგიჟდნენ მგონი. -კარგი. -არავინ არის აქ? -აღარ, ყველამ დასვენება მოიწყო და ჩვენ მოგვანდეს, ხვალამდე იმედია გავქაჩავთ და მერე რამეს მოვიფიქრებ. -საშინელი სიცივეა. -კიდევ კარგი, საჭმელიც ჩვენი მოსამზადებელი არ არის. ცისფერთვალება მხატვრის ოთახისკენ მივდივართ და კარს ვაღებ თუ არა ეგრევე ნიტას უყურებს თვალებგაფართოვებული და მერე თავს აქნევს. -რა მოხდა?- ვეკითხები -ეს ვინ არის? -ექიმია ესეც, ერთი დღით იქნება ჩვენთან. -ჩემ სანახავად იყვნენ მოსულები, გამომკითხეს რა ვნახე და ამაში ექიმებმა ფულიც აიღეს- ზიზღით აცეცებს თვალებს და ისევ ნიტას აკვირდება. -სადილის დროა- გავუღიმე და ნიტამაც უკან გადადგა ნაბიჯი -თქვენი აზრით რატომ ხართ აქ?- კითხა მოულოდნელად ნიტამ გოგოს და ცისფერი თვალებიც ახალა უფრო გააფართოვა. -მე გიჟი არ ვარ. -მითხრეს რომ ხატავთ- გაუღიმა ნიტან -კი- ჩაიბურტყუნა გოგომ -შეიძლება თქვენი ნახატები ვნახო? -კი- უქნევს თავს და საწოლიდან შეშინებული დგება- აქ ისეთი ადამიანები არიან, ვინც არ უნდა იყოს -რას გულისხმობთ? -ისინი წავიდნენ და შემიძლია ამის ლაპარაკი, სოფლებიდან მოჰყავთ მარტოხელები და გიჟებად ასაღებენ სახელმწიფოს, ეშინიათ რომ დაიკეტება და სამუშაოს ინარჩუნებენ, სახელმწიფო კი დიდ ფულს ურიცხავს იმისთვის რომ ამდენი პაციენტი ჰყავთ. -ეს სერიოზული ბრალდებაა- ვამბობ ჩურჩულით -ვიცი, მაგრამ უნდა უშველოთ ამ ხალხს და მეც, თქვენც ნახეთ ექიმო იმ ღამეს რაც მოხდა, მე არაფერი მემუქრება, რადგან დამპირდა რომ მომაკითხავს და ჩემთან მოვა. -ვინ?- ეკითხება გაოცებული ნიტა -იც ვინც, აქედან უპრობლემოდ გამიყვანს.- ლების ქვემოდან ნახატებს აცურებს, მის ბოლო ნამუშევარს რომ ვხედავ თვალებს ვხუჭავ რადგან საშინლად შემზარავია, ნიტა წარბშეუხრელად ადევნებს თვალს ნახატებს, მერე კი ფურცლავს და თვალს ვაპარებ. -კოშკები, ეს ხევსურეთია?- იკითხა გაოცებულმა ნიტამ -დიახ, ხევსურეთია, ვგიჟდები, მინდა რომ იქ წავიდე და აქ აღარ დავბრუნდე. ნიტა ნახატს იღებს და ისევ ახალი ჩნდება, წყალში დაწოლილი წითელთმიანი ქალი -სიმური?- ეღიმება ნიტას -დიახ- თვალები უნათდება გოგოს- თქვენ საიდან იცით? -ვიცი, წაკითხული მაქვს ერთი ისტორია ამ მხარეზე. -მართლა, გჯერათ? -ვერ ვიტყვი რომ მჯერა, მაგრამ ეს მითოლოგიაა. -არა, ის რეალურია. -ვნახოთ? ისევ ახალი ნახატი და ახლა უკვე ჯიხვებთან მდგარი ქალი ჩნდება -ეს დალია- გვერდით გვიდგება გოგო -ლამაზია, ნიჭი გაქვთ. -მადლობა- გაუღიმა გოგომ- ამის შემდეგ ჩემი საყვარელი ნახატია ნიტა ფურცელს იღებს და ხევსურ შავთვალა ბიჭს ვხედავ -შთამბეჭდავია, როგორი მამაკაცრურია -კი ასეა, მე ის მიყვარს, ის ჩემი კაცია. -საოცარი ფანტაზია გაქვთ. -ეს ფანტაზია კი არა რეალობაა, მათ გამომიგზავნეს ხილვები, ხევსურეთიდან რომ დავბრუნდი გამომყვა, ახლა ვიცი რომ წამლების ბრალიცაა რასაც ვამბობ, მაგრამ ვიცი რა არის რეალობა და რა არა. -სახელი რა გქვიათ? -ნინი- გვიქნევს თავს ლურჯთვალა გოგო -ნინი, ეს კაცი მოვა თქვენთან? -კი. -როგორ შემოვა? -ის გაგაშეშებთ, მერე კი ჩემთან უპრობლემოდ მოვა და წამიყვანს. -ეს ხომ არარეალურია.- ნაზად გაიღიმა ნიტან -თქვენ შეყვარებულს კითხეთ- ანიშნა ჩემზე, ნიტას ღიმილი სახეზე შეახმა -ჩვენ გავალთ- გაუღიმა ნიტამ- სადილისთვის მოემზადეთ -თუ გინდათ ნახატებს გაჩუქებთ, მე მხოლოდ ამას დავიტოვებ, თავად მას უნდა ვაჩუქო- ხელისკანკალით იღებს ბიჭის ნახატს და გულში იხუტებს -დიდი პატივია. -სარფიანადაც გაიყიდება -გმადლობთ. ნიტა და მე ოთახიდან გავდივართ -გჯერა? -ის რასაც ის ხედავს,- დავიბენი- მე ვიცი რომ რაღაც რეალობაა, რაღაც დაუჯერებელი, მაგრამ რატომღაც მისი მჯერა. -რას ამბობ თომა? -არ ვიცი, ვერ დავიჯერებ, მაგრამ მჯერა. -მოდი, საქმეს მივხედოთ და ისიც განვიხილოთ რაც თქვა, პაციენტებზე, დოკუმენტები იცი სად ინახება? -კი. მთელი დღე დოკუმენტების ქექვაში და მედიკამენტების დარიგებაში გავატარეთ, დაღამდა, ქარი ამოვარდა და დახუთული ჰაერიდან სუთა ჰაერზე გადავინაცვლე, შუაღამე ახლოვდება, ხეებს ვუყურებ და ვიზაბები, მოულოდნელად კი შავი ცხენი გამორბის, მე მიყურებს და მერე ხეებს შორის უჩინარდება, უცნაური შეგრძნება მეუფლება, თითქოს ვშეშდები და ჰაერში ვიწევ, ნიტას კივილიც მესმის და მერე ზემოთ ვიყურები, ჰაერში ვერაფერს ვხედავ, ვიღაც მოდის, მიახლოვდება და სუნთქავს, ხელს მადებს და ნახატიდან გაცოცლებულ ბიჭს ვხედავ. -სად არის ჩემი ლურჯთვალა?- მეკითხება მკაცრად- ხმა ამოიღე ვაჟკაცო. ვერ ვლაპარაკობ -სად არის ჩემი ლურჯთვალა, აქ რად გყავთ გამომწვდეული, რად გინდათ რომ დაგვაშოროთ, ჭკუა შეცდენილ არ არის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.