მოულოდნელობით სავსე დღეები
ისმის ხმა: -ნიტა,ადექი. -რა? -ადექი მეთქი,სკოლაში არ მიდიხარ? -სულ ხუთი წუთი დეე. -ადექი,ადექი,დაგაგვიანდება. ნიტა წავიდა სკოლაში,მხიარული ღიმილი მას თან ახლდა სახეზე. -ნიტა,რატომ დაიგვიანე? -მაპატიეთ,მაპატიეთ მასწავლებელო,აღარ განმეორდება. დამთვარდა გაკვეთილები ნიტა და სალომე ჩამოჯდნენ გარეთ. -სალომე... და უცებ ღიმილი გაუქრა სახეზე ნიტას. -გისმენ,ნიტა. -ისეთი შეგრძნება მაქვს რომ სადღაც შორს უნდა წავიდე. სალომემ ჩაიცინა. -შენ რა,წინასწარმეტყველი ხარ?ისე,კი მეგონა რაღაც ძალას რომ ფლობდი. -კარგი რა,სიცილის დროა? სიცილითვე უპასუხა ნიტამ. -ნიტა,სკოლის ავტობუსი მოდის,წავედი. -კარგი. გადაკოცნა სალომემ ნიტა და წავიდა სახლში,ნიტაც წავიდა მაგრამ ფეხით,იმიტომ რომ ძალიან ახლოს ცხოვრობდა. -რალამაზია სოფელი,აქედან წასვლა არავის ენდომებოდა. ჩაიბუტბუტა ნიტამ. ნიტა შევიდა სახლში და უცნაური ხმები მოესმა. -დროა უკვე რომ ვუთხრათ. თქვა ნიტას მამამ. -რა?ის ხომ ჯერ 14 წლისაა. ასევე უპასუხა ნიტას დედამ. -მერე რა რომ... -რა რომ...რა რომ...? -იმის გარდა კიდევ ოთხი შვილი გვყავს. ნიტას დედამ დანაღვლიანებულმა უთხრა: -ნუთუ ამ თოთხმეტი წლის განმავლობაში არც კი შეგყვარებია?ყოველთვის ცუდად ექცეოდი,ცემდი.საშინელი მამა ხარ. -მამა?რა მამა?კარგად ხარ?ჩვენ ის შემოგვაჩეჩეს.მას მე შვილად არ ვაღიარებ. ნიტამ ყველაფერი მოისმინა და ყველაფერს მიხვდა. ნიტა დაეცა,დაცემის ხმაზე ქალი და კაცი გარეთ გამოვარდნენ. -ნიტა,კარგად ხარ? ხელი გამოუწოდა დედამ. -შვილო ადექი. -რატომ მატყუებდით? -რა? -მე თურმე... -ჰოდა ძაან კარგი.თქვა კაცმა.ჩვენ შენი მშობლები არ ვართ. -და მე რას მიპირებთ? ტირილით თქვა ნიტამ. კაცმა უთხრა: -გზა ხსნილია,შეგიძლია წახვიდე ქალაქში,ან სადაც გაგიხარდება. -ანუ,მაგდებთ? -ასე გამოდის. -მე კი მეგონა გიყვარდით.როგორ შეგეძლოთ ასე მოქცევა. ნიტამ ჩაალაგა ტანსაცმელი,კაცმა მეზობლის მანქანით მამიდის სახლში წაიყვანა,თბილისში. ნიტა მოწყენილი იყო რადგან თავის საუკეთესო მეგობარს,სალომეს ვერ დაემშვიდობა,არადა დღეს ხომ იგრძნო რომ წასასვლელი ჰქონდა. -მობრძანდით,შემოიპატიჟა მამიდამ. -ეს არის,ნიტა ჰქვია,ამუშავე და საჭმლის ფულს თვითონ გამოიმუშავებს. -რას ამბობ?ჯერ სწავლას უნდა მიხედოს. კეთილი აღმოჩნდა მამიდა. -კარგი მე წავედი,რაც გინდა ის გიქნია. ნიტა შევიდა სახლში,ტახტზე ჩამოჯდა და მთელი ძალით იტირა. -რა გატირებს?არ იტირო,არ იტირო შვილო. -როგორ არ ვიტირო?ყველამ მიღალატა. მამიდა მივიდა ნიტასთან და გულში ჩაიკრა. -არაუშავს,აქ კარგი ადამიანები ცხოვრობენ,მეგობრებს გაიჩენ და დარდი დაგავიწყდება გპირდები.ახლა კი წადი შენი ოთახი ზემოთაა კარადაზე ტელეფონი დევს,შეგიძლია გამოიყენო,შენ გიყიდე. ნიტა ზემოთ ავიდა,ტელეფონი დაინახა თუ არა მაშინე სალომესთან სცადა დარეკვა,მაგრამ ვერ დარეკა.დაღლილი ნიტა წამოწვა საწოლზე და მაშინათვე ჩაეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.