შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟის გიჟური სიყვარული - VI +18


12-11-2019, 15:37
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 3 755

ტკივილს ვგრძნობ, მაგრამ რა მტივა არ ვიცი, უზადო სახე დამყურებს, მიუხედავად იმისა რომ კაცია, ლაპარაკიც რომ შემეძლოს ალბათ ვერ ვილაპარაკებდი, მოწყვეტით ვეცემი იატაკზე და ფეხს ისე მაბიჯებს რომ ვერაფერს ვხვდები, სად მიდის? ნიტას კივილი ისევ მესმის, რა ჯანდაბა ხდება ან რა მოუვიდა მას. ქარი ამოვარდა, არა ეს ყველაფერი არარეალურია და ეს დაუჯერებელია, კარებების მტვრევის ხმა და ცისფერთვალა მხატვარიც კივის.
-ხახბო- სულის გამყინავ ყვირილს ღრიალი მოჰყვა და ყველაფერი მიწყნარდა, მერე ისევ ხარივით დაიბღავლა ბიჭმა და ქალის სლუკუნის ხმებს დაერთო, ნიტა გამორბის და დამყურებს, მიყურებს, მაგრამ რას ლაპარაკობს არ მესმის, უცხო სხეულები გვიახლოვდება, ბიჭი ნიტას ყელში ხელს უჭერს და ნინიც ყვირის.
-გაუშვი, ესენი უბრალო მკურნალები არიან.
-რაი?- წარბები შეკრა ბიჭმა და ნიტას ჰაერში მოქანავე ფეხები რომ დავინახე სუნთქვაც შემეკრა
-არაფერი დაუშავებიათ, ესენი კარგი ადამიანები არიან, გაანებე თავი, ბიჭი მეხმარებოდა.
-რათა?
-არ ვიცი, კეთილია.
ნიტა მოწვეტით ეცემა იატაკზე ჩემ გვერდით და გასასვლელისკენ მიღოღავს, მერე მიყურებს და კივის.
-არაფერი დაუშავო, გემუდარები არ გინდა.
ბიჭი თავზე დამყურებს და მეკითხება
-რად დაუამე ჩემ ქალსა გული?
ხმას ვერ ვიღებ
-გულს ჩაგივარდა?
-ხახბო რას ამბობ?- კივის ნინი და ხელზე ებღაუჭება
-გულში გყავს ჩემი ქალია?- ღრიალით მიმეორებს კითხვას ბიჭი
-ხახბო, რას ამბობ?- ვხედავ როგორ ევსება ცისფერი თვალები ცრემლებით
-შენ რაღას იცავ ამ მკურნალს?
-ის ცუდი არ არის?
-მაშ რატომ ჰყავდი ჩაკეტილ?
-გემუდარები გაუშვი ხელი- კივილს არ წყვეტს ნინი და გონება მებინდება, ყურთან ტუჩები მოაქვს და ჩურჩულებს
-თუ ჩემ ქალ ისევ გულში გყავს, მაგ გულს ჩემ ხელით ამოგგლეჯ.
ხელს გულზე მადებს და რამდენჯერმე მირტყამს მერე კი ყურებში ხმაური მესმის და ჩვეულ მდგომარეობას ვუბრუნდები.
-რა ჯანდაბა ხდება?- ვხრიალებ
-ცხენს ადი- მკაცრად უთხრა ნინის ვაჟმა
-შენ რას აკეთებ, გითხარი კარგები არიან მეთქი.
-მაშ თუ აგრეა- დაიმორცხვა ბიჭმა
-ეს მისი შეყვარებულია და მას არ ვყავარ გულში.
ვაჟი შედგა და შავი თვალები ორივეს მოგვაპყრო
-არ სტყუი?- ჰკითხა ნინის
-არა- ჩაიბურტყუნა გოგომ
-მაშ თუ აგრეა- ხელს მიწვდის ჩამოსართმევად ვაჟი და წვერებში შეუმჩნეველი ღიმილი უკრთება
ხმაურით ნერწყვს ვყლაპავ და ხელს ვართმევ
-ძმად მიგულე ჩემ ქალ შველისთვის, ამაგს გადაგიხდ ჩემთან ჩამოდი.
-რომ არა ის მე ექიმები მომკლავდნენ- თქვა ქალმა თუ არა ბიჭმა ხელი ისე ძლიერად მომიჭირა რომ ავტომატურად გავაღე პირი.
-მაშ შენ იხსენი?
-აგრეა- თავი დაუქნია ნინიმ და მხარზე ნიტას ხელის შეხება ვიგრძენი
ბიჭი ხანჯალს იღებს და ცოტა ვიძაბები, ხელს ისერავს და წითელი სისხლიც წვეთებად ეცემა შემოსასვლელში
-დაიჭი- ამბობს და ხმალს მიწვდის
-რათ მინდა?- ძვლივს შევძელი კითხვის დასმა
-ძმობა შემფიცე.
-რა?
-რა უნდა?- ეკითხება ბიჭი ნინის
-გაიჭერი ხელი და ჩამოართვი- ტრიალდება ჩემკენ ნინი
-რა?- დაიბნა ბიჭი
-მან შენი წესები არ იცის- თავი გაუქნია ნინიმ ხახბოს
-ვაჟკაც ყოფილხარ რის გეშინ, ხელზე ეგ ხმალი გაივსი.
ჯანდაბას, ხელს ვისერავ და მისკენ ვიწვდი, ბიჭი ხარხარებს და ნინის შუბლზე კოცნის
-ხელ როგორ ჩამოგართვა მეორე უნდა გაგეჭრა, ხელს ერთურთს არ ართმევთ?
მეორე ხელსაც გაუაზრებლად ვიჭრი და ბიჭი ხელს მართმევს თუ არა მის უკან მდგარ ქალს ვხედავ, რომელიც მალევე ქრება
-შენ ჩემი ძმაი, მე შენი ძმაი, ჩემ ცოლი შენი დაი, შენ ცოლი ჩემი დაი, ჩემი კერა შენია, შენი კერა კი ჩემია, შენი მტერი ჩემია და ჩემი მტერი შენია. სიხივ დააბრუნე ცხოვრებას, ეს ამაგ გადამეხადოს.
მხოლოდ თავს ვუქნევ, ხელს მიშვებს და უკან დგამს ნაბიჯს
-ვალს ყოველთვის ვიხდი, ცხენ რომ გამოჩნდება გამაოყევ.
-ასე ვერ წახვალთ- მესმის ნიტას ხმა- ასე ვერ გაგატანთ ამ ქალს
-ჩემ ძმის ქალი ხარ, მაგრამა ხომ იცი ეგ არ მოხდების.
-ხელი მაინც მოაწეროს რომ გაქცევაში არ ჩაეთვალოს.
ნინი ნეწყვს ყლაპავს
ორივე ხელს ვუყურებ და სისხლიანი მაქვს, ვერ ვხდები რა საბუთი უნდა გავამზადო, მაგრამ ნიტა უჩინარდება და ფორმა მოაქვს.
-ხელი მოაწერე- ეუბნება ნინის
ნინიც თავს უქნევს და ხელს აწერს, ბიჭი თავს გვიკრავს და ნინი თავის ნახატებთან და ბიჭთან ერთად ცხენისკენ მიდიან.
გაშტერებული დავყურებ ჩემ შეხვეულ ხელებს და ნიტას გაუჩერებელ თითების კაკუნს ვუსმენ.
-გტკივა?
-არა, უბრალოდ ვერ ვხვდები ახლა ამ ხელებით რა უნდა გავაკეთო.
-გასული რომ იყავი, უამრავი პაციენტის ისტორია ვნახე, უნდა გავწეროთ და აქედან რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავხიდე, ამის ასლებს გადავგზავნი და იცოდე რომ ახლა აქ ერთი დღეც აღარ დავრჩები.
-ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს ამბავი- ვოხრავ
-ის რაც ნახე კიდევ ამას როგორ ამბობ.
-მითხარი მაშინ რა გავაკეთო?
-ყველაფერი შეისწავლე, სამქმე ბოლომდე მიიყვანე, შენი როგორც ექიმის ვალი მოხდილია და მეტი რა გინდა გამაგებინე, კიდევ ერთ პაციენტს გავწერთ რომ საქმე ასე ჰაერში არ იყოს, ახლავე, სანამ დაბრუნდებიან და მერე ნინის გაქრობაც არავის გაუჭირდება.
-იმ გოგოს აკითხავდნენ ასე მარტივად ვერ დათმობენ.
-ხო და შენ ექიმი ხარ.
-მითხრეს რომ მასზე განსაკუთრებულად მეზრუნდა.
-მაშინ პირდაპირ ჯანდაცვის სამინისტროს გადაუგზავნე შეტყობინება და ეგ იქნება, ყველაფერს მე მიხვედავ, ხელები მიკანკალებს შეხედე, როგორ შეიძლება კიდევ ამაზე იფიქრო. ხვალვე ექიმები რომ დაბრუნდებიან შენ აქედან წამოხვალ, შენ ნივთებს მე ჩავალაგებ.

უდიდესს სკანდალს გავექეცი, უამრავი ჟურნალისტი, მინისტრიც კი ამ სოფელში ჩავიდა, ჩემი ხელფასი ჩამირიცხეს, თან ორმაგი, პრემიის სახითაც, მინისტრმა ჩემთან შეხვედრა მოინდომა, მაგრამ უარი ვთქვი, კლინიკიდან შეტყობინებები მომივიდა, მაგრამ მივწერე რომ ერთი კვირა მინდოდა დასვენება და ასეც მოიქნენ, არ ვიცი რას მოიმოქმედებენ, მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ სახლში დაბრუნება ყველაზე მეტად მჭირდება, ნიტა საჭესთან ზის, ისევ წვიმს და გზა ატალახებულია, ყვითელი ფოთლები უმოწტალოდ ეცემიან მიწაზე, მშვიდი მუსიკა და ფიქრებიდან მანქანის ნათებას გამოვყავარ, მერე ძრავის ხმა მესმის, ნიტა მანქანას გზიდან აყენებს.
-რაღაც მოხდა- მეუბნება
-რა?
-არ ვიცი, შენ უფრო ერკვევი, შეგიძლია ნახო?
-კი, მაგრამ რა?
-ქვრება არ ვიცი.
მაქნანიდან გადავდივარ, მაგრამ ხეებიდან მოსულ ხმებს ვაქცევ ყურადღებას და სიბნელიდან შეკაზმული ცხენი გამოდის.
-არა- ვაქნევ თავს და ცხენი ჩემკენ მოიწევს
ნიტაც გადმოდის
-რას უყურებ?- მეკითხება და ცხენს რომ ხედავს იღიმის
-ცხენი- ვოხრავ
-რა არ გინდახავს?
-იმან გამოგვიგზავნა- ჭრილობა მეწვის.
-საკმარისია.
-ცხენს გამოყევიო მან გვითხრა
-თომა, მანქანას მიხედევ, სოფელში ხარ, გამიექცათ ალბათ, დიდი ამბავი.
ცხენს ვუყურებ და ისიც მაშტერდება
-რა?- ვეკითხები და ისიც უცნაურად ფრუტუნებს
-შენ რა გგონია აქედან ხევსურეთამდე ორ წუთში გადავალთ ცხენით?
-გთხოვ, მომეცი ფიქრის დრო.
-რისთვის?
ხელი წარმოუდგენლად მტივა და ვიკეცები, ცხენი მოდის და ტკივილიც ქრება.
-ჩაიცვი- ვეუბნები ნიტას
-რა?
-ჩაიცვი მეთქი
-მართლა მივდივართ?
-კი.





№1 სტუმარი სტუმარი თეკო

გვეღადავები ხო??:((( ესაა დიდი თავი.??

 


№2 სტუმარი სტუმარი ელა

მგონი მართლა გვეკაიფება ავტორი ეს ორი სიტყვა სასაცილოც აღარაა გავიგეთ რომ დრო არ გაქვს მაგრამ დადე კვირაში ერთხელ ვთქვათ და სრულყოფილი თავი. მკითხველის დაცინვაა და მეტი არაფერი, სხვისი არ ვიცი და პირადად მე ვწყვეტ კითხვას

 


№3 სტუმარი სტუმარი Laliko

საიდან მოხვდა იქ ნინი? საერთოდ რა მოხდა ? მალე დადე რაა ახალი თავი თუ არ გინდა რომ სული განვუტევო :(:(:(

 


№4  offline წევრი Tkemali

შენ იცი ჩემი შენდამი დამოკიდებულება! kissing_heart მაგრამ თავები მართლა ძალიან პატარა და არაინფორმატიულია.

 


№5 სტუმარი ლილი

გადასარევი თავი იყო როგორც ყოველთვის, ისე წერ და ავითარებ მოვლენებს, ყოველი თავის კითხვისას გული ამოვარდნაზე მაქვს, ვისაც არ მოსწონს კი ნუ წაიკითხავს:*:*

 


№6 სტუმარი sali

გეგი, გელი როგორც მგელი. ნუ წაიღეთ ტვინი, გავიგეთ პატარაა მაგრამ ჯობს პატარა იყოს ვიდრე წელიწადში ერთხელ იდებოდეს.

 


№7 სტუმარი სტუმარი ელისო

ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ შენს ნაწერებს...ესეც არაჩვეულებრივია:)

 


№8  offline მოდერი GEGI გეგი

სტუმარი ელისო
ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ შენს ნაწერებს...ესეც არაჩვეულებრივია:)

heart_eyes heart_eyes

Tkemali
შენ იცი ჩემი შენდამი დამოკიდებულება! kissing_heart მაგრამ თავები მართლა ძალიან პატარა და არაინფორმატიულია.

დაიდო ახალი თავი კიდევ heart_eyes

 


№9 სტუმარი სტუმარი lika

სუპერ დუპერ ბიჭი ხარ , მაგრამ სიზარმაცე უნდა გამოასწორო ???

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

ოჰოოო... აუ ახლა რა იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent