შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

7 წლის შემდეგ! (თავი 5)


13-11-2019, 13:46
ავტორი duchi_duchi
ნანახია 2 579

დილით ოთომ დაურეკა..
-დუდა კომპანიაში არ მოდიხარ დღეს?-გეყოს სახლში ყოფნა..
-ხო აი ავდგები და წამოვალ რა..
ტელეფონი გაუთიშა,ფეხზე ადგა, აბაზანა მიიღო და ტანსაცმელი ჩაიცვა..ამასობაში ნუკამაც გაიღვიძაა..
-დილამშვიდობისა.
-დილამშვიდობის.-სად მიდიხარ?
-სამსახურში..-გავალ თორემ რაც ჩამოვედი არ მივსულვარ,ბიჭებს შევატოვე.
-კარგი..
-არ მოიწყინო,ვეცდები მალე მოვიდე.
.თვალი ჩაუკრა, გაუღიმა და ოთახიდან გავიდა..
ნუკა ადგა, ჩაიცვა და სამზარეულოში ჩავიდა..ყავას აკეთებდა, ტელეფონმა რომ დარეკა.
-გისმენთ.
-ნუკა უნდა გნახო.
-რა გინდა დემეტრე?
-გთხოვ ამ ერთხელ მნახე და აღარასდროს შეგაწუხებ..
-კარგი.-კაფეში შეგხვდები.
ერთ საათში ნუკა კაფეში იყო, დუდასთვის არც უთქვამს ისე წავიდა..
დემეტრემ ნუკა როგორც კი დაინახა,ჩაეხუტა და ტუჩებზე გიჟივით დაეტაკა.
ნუკამ სასწრაფოდ მოიშორა,სილა გააწნა და უთხრა.
-დემეტრე კიკნაძე, შენ ჩემთვის მკვდარი ხარ და მეორედ აღარ გაბედო რომ შემეხო,ან დამირეკო.
ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა.
დუდა კომპანიაში იყო, ამანათი რომ მიიღო.არ ეწერა ვისგან იყო და ეგრევე გახსნა.ფოტოები იყო სადაც დემეტრე ნუკას კოცნიდა.სისხლმა აასხა, ძარღვები დაეჭიმა,კაბინეტში ყველაფერი დალეწა..
-ოთო!-თემო!ცხოველივით ღრიალემდბა.
-რახდება მშვიდობაა?შემოცვივდნენ ბიჭები..
-ახლავე მიპოვეთ დემეტრე კიკნაძე და ძველ საწყობში წაიყვანეთ..
-კარგი ვიპოვით.-მაგრამ რა ხდება?
-ნუკა და ეგ ხდება..
ბიჭებს ფერი გადაუვიდათ სახეზე,იცოდა დუდა ამას არ აპატიებდა არცერთს..დემეტრე იპოვეს,მანქანაში ჩაკუჭეს და საწყობში წაათრიეს.
-საწყობში გვყავს ძმაო.
დუდა ეგრევე წავიდა.
-შე ახ*ვარო ხომ გითხარი ნუკას არ გაეკაროთქო?
-ნუკა ჩემია,-ცხრა შვილი რომ გაგიჩნდეთ, ადრე თუ გვიან მაინც ჩემთან იქნება..
დუდამ ვეღარ მოითბინა და გონის დაკარგვამდე ცემა,ბიჭებმა მოაშორეს მოკვდება ეგრეო..
-სასწრაფოს დაურეკეთ.-წაათრიონ.
-დაგიჭრენ დუდა.
-ფეხებივ ვერ რა.-არც ეგეთი დებილია მიჩივლოს.
-სასწრაფოს დაურეკეს და თვითონ ბარში წავიდნენ.
ძალიან ბევრი დალიეს.დუდა ძალიან ნასვამი იყო.ბიჭებს დაემშვიდობა და სახლში მივიდა.ოთახში ავიდა ნუკას არ ეძინა..
-ვა ცოლი დაბრუნებულა სახლში.-სად იყავი დღეს?ირონიულად გაუღიმა და ისე კითხა.
ნუკას ფერი გადაუვიდა სახეზე.
-არსად.
-ნუკა ნუ მატყუებ.იღრიალა.
-დემეტრე ვნახე.
-რაო მერე დემეტრემ?-ჩემზე მეტად გასიამოვნა?-გადაწყვიტე ასე გეძია შური?-ასე ძალიან თუ გინდოდა მასთან ყოფნა გეთქვა და გაგიშვებდი..
დუდას სილა გააწნა სახეში.
-შენ მე ვინ გგონივარ?-ისე ძალიან გინდივარ, უკვე ჩემს შეურაცხყოფაზე გადახვედი?-აი მოდი აქ ვარ,ხალათი გაიხადა და შიშველი დადგა მის წინ.დუდამ ვეღარ მოითბინა და ცხოველურად დაეტაკა ნუკას,უკოცნიდა ტუჩებს, ყელს,მკერდს,თან კბენდა.საწოლზე დაგდო და ზემოდან მოექცა.გაცხოველებული იყო და ვერ აცნობიერებდა თუ რა უხეშად ექცეოდა ნუკას.ძლიერი ბიძგებით შევიდა მასში.ნუკამ თვალზე ცრემლი ვერ შეიკავა,არ იყო ეს ტკივილის ცრემლი,ეს ცრემლი მისი და დუდას დაშორების იყო.იცოდა რომ ამ ღამის მერე მასთან აღარ დარჩებოდა.განა იმიტომ რომ არ უყვარდა?უყვარდა, სიგიჟემდე უყვარდა, მაგრამ მის უნდობლობას ვერ იტანდა.სიამოვნების კულმინაციას რომ მიახწიეს,დუდა აზრზე მოვიდა,განადგურებული ნუკა რომ ნახა,თავის თავი შეზიღდა.ამის დედაც!არაკაცი ხარ დუდა ფანგანო,იმეორებდა გულში...ნუკას სახეზე დაუწყო ფერება და თან ბუტბუტებდა.
-მაპატიე გთხოვ.-ცხოველი ვარ.არ მინდოდა.-ჭკუიდან გადავედი როცა ფოტოები ვნახე...-ნუკა გაიღე ხმა გთხოვ, გამლანძღე,დამარტყი ოღონდ რამე მითხარი..
ნუკა ხმას არ იღებდა გაქვავებული იწვა.დუდა რომ აღარ გაჩუმდა უთხრა.
-დავიძინოთ დუდა.
-ნუკა არაკაცურად მოვიქეცი და შენ მხოლოდ იმას მეუბნები რომ დავიძინოთ?
-აბა რა გითხრა?
-არვიცი!-რამე მითხარი, ოღონდ დავიძინოთ არა...
-მე მეძინება...
-ამის დედაც...
დუდა ფეხზე წამოხტა, ჩაიცვა და სახლიდან გიჟივით გავარდა..
მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ნუკამ ზლუქუნი...
-წავიდა!- იმის მაგივრად რომ დარჩენილიყო წავიდა...ნუკა ფეხზე ადგა,ბარგი ჩაალაგა, ტაქსი გამოიძახა და თავის ბინაში დაბრუნდა...
როგორ იყო დუდა?განადგურებული...ასე ცხოვრებაში არ მოქცეულა, მაგრამ გააგიჟა ფოტოებმა. უყვარდა ნუკა, სიგიჟემდე უყვარდა და ვერ აიტანა...დუდა ნიას საფლავზე ავიდა.
-ნია ჩემო ფერია მოვედი.-იცი რა არაკაცი ვარ?შენ ვერ გაგიფრთხილდი,ვერც მას გავუფრთხილდი.მისი გაცნობის დღემდეე მიყვარდი,ვერ გავაქრე შენი სიყვარული.არც ახლა დამიკარგავს, ჩემი გულის რაღაც ნაწილს სულ ეყვარები, მაგრამ ვცოცხლობ და მიყვარს. ეს თავისთვის შემომეპარა, რა გავაკეთო?
-ძალიან მიყვარს..როგორ დავავიწყო ეს ღამე?შენ ხომ ჩემი მეგობარიც იყავი?დამეხმარე რა გავაკეთო?ნია რატომ მოხდა ასე?მან რომც მაპატიოს, მე ვერ ვაპატიებ ჩემს თავს, მე დუდა ფანგანს ეს არ უნდა დამმართნოდა.ვერასდროს ვაპატიებ ჩემს თავს..დუდა ცივ ქვას მოეფერა, ერთი ამოიოხრა და სახლში დაბრუნდა..ნუკა რომ იქ არ დახვდა ჭკუიდან გადავიდა.მანქანა დაქოქა და ნუკას სახლისკენ წავიდა..კიბეები აირბინა და კარზე ზარისთვის ხელი არ აუშვი..
-რომელი ხართ?
მოესმა დუდას საყვარელი ქალის ხმა..
-ნუკა გამიღე გთხოვ კარი..
ნუკამ დუდას ხმა რომ გაიგონა ცრემლები გადმოცვივდა,მაგრამ მაინც მტკიცედ გაძახა..
-დუდა წადი აქედან.-მეც გთოხვ..
-ნუკა მაპატიე გთხოვ.-კარი გამიღე და წავალ მერე..
-დუდა ახლა არა რა.-ახლა არა გთხოვ..
-ნუკა გამიღე კარები.
ნუკამაც ვეღარ მოითბინა და კარები გაუღო..
დუდამ მისი საყვარელი ქალი რომ დაინახა, თავი ვეღარ შეიკავა და მოეხვია..
-შენ ვერც კი წარმოიდგენ რა დამემართა სახლში რომ არ დამხვდი..
-მაპატიე ნუკა.- რა გავაკეთო რომ მაპატიო?მითხარი..
-რა მნიშვნელობა აქვს დუდა ჩემს პატიებას?-რა მნიშვნელობა აქვს ერთხელ გვექნებოდა ურთიერთობა თუ ორჯერ.რა მნიშვნელობა აქვს მაგას?- მე ხომ ისედაც არ ვარ პატიოსანი. ქალი რომელიც დუდა ფანგანს არ შეეფერება.-მე ხომ დუდა ფანგანს ყოფილთან ვღალატობ?ლაპარაკობდა ნუკა და თან ხმას უწევდა..
-მიყვარხარ ნუკა..
-ჰაჰ.-იცი რომ დიდი ვარ უკვე ზღაპრებისთვის ფანგანო?
-არ გჯერა?
-არასდროს დავიჯერებ..
-მაშინ აზრიც არ აქვს ჩემს აქ ყოფნას..-ახლა ამ კარიდან როგორც კი გავალ,აქ დავმთავრდებით მე და შენ,ჩვენ, დუდა და ნუკა..-უბრალოდ იცოდე რომ სამყაროზე მეტად მიყვარხარ,ყველაზე და ყველაფერზე მეტად,მაგრამ არ ვაპირებ უკან გზდიო, თავისუფლება შეგიზღუდო და ჩემი შენდამი სიყვარულით თავი მოგაბეზრო..-ერთი ის რომ ამ კარიდან თავისუფალი კაცი გავალ და შენც თავისუფალი იქნები და მერე პრეტენზიები აღარ გვექნება..მიუხედავად იმისა რომ გამიჭირდება უშენოდ დაძინება ჩვენს ოთახში,ან დილით უშენოდ გაღვიძება...-არაფერს ვითხოვ შენგან, უბრალოდ მაპატიე...-თუ ოდესმე მაპატიებ იცი სადაც უნდა მიპოვო..-არ ველი შენგან სიყვარულს,მხოლოდ პატიება მინდა...მშვიდობით ნუკა.
უკან მოუხედავად გავიდა კარიდან, კიბეები ჩაირბინა,მანქანაში ჩაჯდა და გიჟივით მოსწყდა ადგილს.
ნუკა განადგურებული იყო.ამ წამს მოისმინა საყვარელი კაცისგან,ის სიტყვები რასაც აქამდე არ ელოდა და ვერც კი იოცნებებდა,თუ მართლა გაიგონებდა ოდესმე ამ სიტყვებს...
-ნუთუ მართლა ვუყვარვარ?თვალები,თვალები არ მომატყუებდნენ..-ხვალ წავალ,აუცილებლად წავალ და ვეტყვი თუ როგორ მიყვარს..
ნუკა ისეთი ბედნიერი იყო დუდას აღიარებით, სახე გაბადრული შევიდა ოთახში და მშვიდად დაიძინა..
მეორე დილით ადრე გაიღვიძა ნუკამ,ჯინსის შარვალი,თეთრი მაისური და თეთრი სპორტული ფეხსაცმელები მოირგო ფეხზე, თმა გაიშალა, ჩანთა გადაიკიდა და დუდას სახლში წავიდა..კარი ღია დახვდა. სირბილით აირბინა კიბეები, კარს რომ მიუახლოვდა დაიძახა..
-დუდა მოვედი..
კარი შეაღო და გაშეშდა.საწოლში შიშველი თეკლა და დუდა რომ დაინახა..დუდამ ნუკას დაძახებაზე ეგრევე გაიღვიძა..
-ბოდიში.თქვა ნუკამ და კარი გამოიხურა.
-ნუკა მოიცადეე.
.დუდა მისდევდა უკან და თან შარვალს იცმევდა..
ნუკა ხმას არ ცემდა. სანამ დუდამ მაჯაში არ ჩაავლო ხელი.
-მოიცადე რომ გეძახი..-გთხოვ.
-არაა ისე როგორვ დაინახე.
ნუკას სიმწრისგან ჩაეცინა..
-დუდა რატომ მიხსნი?მე არავინ ვარ.
-შენ ჩემი ყველაფერი ხარ.-მიყვარხარ ნუკა..
-შენი აზრით ნორმალურია
ეს ყველაფერი?-ადი ზემოთ გელოდებიან.
-ნუკა მომისმინე..-ამის დედაც მომისმინე..
-დუდა აქ მოსასმენი არაფერია..მე იმისთვის მოვედი რომ მეთქვა გაპატიე.-ხო დუდა გაპატიე ამის წინა ღამე..-შეგიძლია სინდისი დაიმშვიდო მე გაპატიე..აი აქ დამთავრდა დუდა და ნუკა..-.განქორწინების საბუთებს ადვოკატს გამოვატან..
-ნუკა ასე ვერ წახვალ..
-როგორვ მოვედი,ისე წავალ და ამაში ხელს ვერაფერი შემიშლის.
-ვერ წახვალ.უღრიალა და ტუჩებზე გიჟივით დააცხრა..-მიყვარხარ ნუკა მთელი არსებით..
-მე არ მიყვარხარ დუდა..-მშვიდობით..
ნუკა ეზოდან გამოვიდა და გზას გაუდგა.
.დუდა განადგურებული დატოვა.
ნუკაც განადგურებული მიდიოდა, არადა გზაში გეგმებს აწყობდა როგორ ეტყოდა დუდას,თუ რა ძალიან უყვარდა ის...კიდევ ორი კვირა გავიდა მათი ბოლო შეხვედრიდან, სიგიჟემდე ენატრებოდათ ერთმანეთი...დუდამ განქორწინების საბუთები მიიღო.ხელს აწერდა ოთო რომ შევიდა კაბინეტში..
-რაშვები ტო!
-განქორწინების საბუთებზე ხელს ვაწერ.
უთხრა და მწარედ ჩაიცინა..
-გაგიჟდი ტო?რა განქორწინება ძმაო,
მიდი და გოგო დაიბრუნე,გიყვარს და უყვარხარ..
-არა ოთო აზრი არ აქვს.-ვერ მაპატიებს. მას კი უფლება აქვს ბედნიერი იყოს.-ძალით რომ წამოვიყვანე და დავისვი სახლში არ ეყო?-ეყო ჰოდა იყოს ბედნიერი.
-შენ რას აპირებ?
-ახლა ამ საბუთებს ხელს მოვაწერ და ხვალ ამერიკაში გავფრინდები..
-გადაწყვიტე?
-კი
-ანუ აზრი არ აქვს საუბრის გაგრძელებას..
-გეთანხმები ოთო.
-როდის ჩამოხვალ?
-არვიცი.-ერთი თხოვნა მაქვს ნუკას ყურადღება მიაქციეთ..-დემეტრე არ გაეკაროს თორემ გავანადგურებ...ვისთანაც უნდა იმასთან იყოს ოღონდ მასთან არა ეს სიტყვები გადაეცით..
დუდამ განქორწინების საბუთებს ხელი მოაწერე,ბიჭებს დაემშვიდობა და აეროპორტში წავიდა, არ ისურვა გაცილება,ამიტომ მარტო წავიდა..
ოთომ ნუკას საბუთები მიუტანა..
-მოაწერა?
-კი.
-რა გჭირს?
-წავიდა.
-სად წავიდა?
-ამერიკაში და არვიცით როდის დაბრუნდება.
-კარგია ოთო.-მინდა ბედნიერი იყოს..
-უშენოდ ბედნიერი ვერ იქნება.
-იქნება ოთო იქნება.-წინა ღამით სიყვარულს მეფიცებოდა და დილით თეკლასთან დავინახე და თან როგორ სიტუაციაში დავინახე..-ამას ვერ ვაპატიებდი..-არ ვუყვარვარ უბრალოდ ეს არის სიმართლე..-აი ახლაც ადგა და წავიდა რა მალე დამთმო დაინახე?
-ნუთუ ვერ გაიცანი?ხომ იცი რომ არ შეგაწუხებდა.გითხრა ერთხელ?ესეიგი სიმართლეა და უნდა დაუჯერო.-დუდა ასეთია იტყვის ერთხელ და მორჩა. უკვე შენი გადასაწყვეტია დაუჯერებ თუ არა..თუ დაუჯერებ ისე იქნება მთელი ცხოვრება და თუ არა ასე გაგრძელდება..
-არვიცი ოთო.-მაგრამ ის კი ვიცი რომ მოვკვდები მის გარეშე.უკვე ორი კვირაა ვკვდები,მაგრამ ვიცოდი რომ აქ იყო.-ახლა აქ არაა და არვიცი ოდესმე ვნახავ თუ არაა..ეს კი მომკლავს..
-კარგი ნუკა დამშვიდდი..-ნანუკა სადაა?
-მოვა მალეე..-აი კარის ხმაა მოვიდოდა..
-მოვედიი..
-ჩემი გოგო მოსულა..
-ოთო სად ხარ ორი დღეა?
-აუ საქმეები მქონდა შენთავს ვფიცავარ..
-რა სახეები ჩამოგტირით?
-დუდა წავიდა..
-არ არსებობს.-მოვკლავ.
-კარგი ნანუკა დამშვიდდი.მე იმითაც ბედნიერი ვარ რომ შენ და ოთო ხართ ერთად..მიყვარხართ მე თქვენ.
ნუკამ ხელი მოხვია ნანუკას და ოთოს..-ხო მართლა გადარეული თაკო და თემო სად არიან?
-დღეს ბრუნდებიან თაფლობის თვიდან..
-კარგი მაშინ მოვიდნენ აქ და ავღნიშნოთ..-ბედნიერი ვარ რომ გაგიცანით..
-ნუკა როგორ შეგიძლია ასეთი იყო?
-ასეთი როგორი?
-სევდიდანი და თან მხიარული.
-ოთო სევდა ჩემია და აი აქ გულში მაქვს.-ღამით განვმარტოვდებით მე და სევდა.-თქვენ კი მაბედნიერებთ და სულაც არ ვაპირებ ჩემი სევდით თქვე დაგთრგუნოთ..-მინდა რომ თქვენ ოთხნი მაინც იყოთ ბედნიერები.
-და შენ ნუკა?
-ყველაფერი კარგად იქნება ოთო,მე ამის მჯერა..-ახლა წავალ დავიძინებ,დღეს ძალიან დავიღალე.დარჩით აქ დღეს..
-კარგი ტო დამტოვებს ეს შენი დაქალი რო?
-სახლი ჩემია და შეგიძლია დარჩე ოთო..-კარიც დაკეტილია ვერსად წავა..
-შენ ჩემი დაქალი ხარ თუ ამის?წამოენთო ნანუკა..
-შენი დაქალი.- მაგრამ მომავალი სიძის მხარეს ვარ..გაიცინა ნუკამ..
-აი რძალო მიტომ მიყვარხარ.წამოიყვირა ოთომ..
ნუკას რძალოს გაგონებაზე ცრემლები ჩაუდგა თვალებში..
-კარგით შევალ.-ღამემშვიდობის ბავშვებო,ბევრი არ იცელქოთ..
დაუბარა ნუკამ და ოთახში გაუჩინარდა..



№1  offline წევრი ნაამა

აუ არა რა ნუკა და დუდა ამას არ იმსახურებენ. ორივე ძან შემიყავრდა❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Duda isev ise gaeqca problemaa arc gaarkvie wesierad rama da arc ibrdzvis am etapze, imedia male movlen azrze da dagelaparakebi an ertmanetis wesierad. Warmayebebi

 


№3 სტუმარი სტუმარი ლოლა

აიიიი...სულმოუთქმელად ველიიი.... მალე დადეე რაა.. აიი ძანნ მაგარი გოგო ხაარ დ აძაან მიყვარხარ.

 


№4  offline წევრი duchi_duchi

სტუმარი ლოლა
აიიიი...სულმოუთქმელად ველიიი.... მალე დადეე რაა.. აიი ძანნ მაგარი გოგო ხაარ დ აძაან მიყვარხარ.

ძაან დიდი მადლობა.თითოეული კომენტარი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent