შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუცუბიძის ქუჩა (თავი 2)


16-11-2019, 00:40
ავტორი Yagam
ნანახია 10 127

სხეულში ისე მძაფრად გააჟრჟოლა, რომ ეგონა შემამჩნიაო. შეუძლებელი იყო... ცხოვრებაში ასეთი უაზრო დამთხვევები არასოდეს იყოშესაძლებელი, ყოველ შემთხვევაში ლიზას ასე ეგონა... სკოლის ერთ-ერთი ყველაზე
პოპულარული ტიპი... მეცხრე კლასში იყო, როდესაც ოჯახთან ერთად ქუთაისიდან თბილისში გადმოცხოვრდა, მამამისის წარმატებული პოლიციელობის გამო დაწინაურდა და უკვე საგრძნობლად გაზრდილი ხელფასით უკეთესად დაიწყო ცხოვრება.
ლიზას განათლებაზე ყველაზე მეტად ზრუნავდა, ვიდრე სხვა დანარჩენზე.
თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მაღალფასიან სკოლაში მიიყვანა, სწორედ მისი სკოლაში მისვლის დღიდან დაიწყო მისი აფორიაქება, ბაჩი იმდენად სიმპატიური და მაგარი ტიპი იყო, ყველა გოგო მასზე ნადირობდა და გიჟდებოდა, თვითონ სერიოზულად არ იღებდა იმ ფაქტს, რომ
ბაჩი ოდესმე შეამჩნევდა, არც ჰქონია არასდროს ამის იმედი.
ყველაზე მეტად მაშინ ეტკინა გული, როდესაც სკოლის ყველაზე პოპულარულმა ნეკა გავაშელმა მისი მზერა შენიშნა და უთხრა
- დორბლი ნუ გდის, აზრი არაქვს შენნაირ მაჯინხს მაინც არ შეხედავს.- ლოყაზე ხელი მოუსვა და სწრაფად დატოვა საკლასო ოთახი.
ლიზას ხმა არ ამოუღია, ნეკას მხრიდან ყოველთვის ამტანად აიგნორებდა დაცინვასა და ბულინგს.
- შენ შენი თავი ლამაზი გგონია?- ერთ დღეს როდესაც ნეკა მორიგ სკანდალს აწყობდა, კლასში მაღალი წაბლისფერთმიანი გოგონა შემოვიდა და პირდაპირ ნეკას მიმართა, აქამდე თიკას არ იცნობდა, მხოლოდ შორიდან "გამარჯობათი" შემოიფარგლებოდნენ და მისგან უბრალოდ უკვირდა.
- ბატონოო?
- მოიცა მართლაა?- ხმით გაეცინა თიკას.- ანუ მართალი ვარ? თავი მართლა ლამაზი გგონია?- ახლა კი მისი გაცინება ხარხარში გადაიზარდა იმდენ ხანს იცინა რომ კლასის ნახევარი თიკას აჰყვა.
- ნეკა, ძვირფასო- ნაბიჯი გადადგა და გაფითრებულს მიუახლოვდა- როდესაც ადამიანმა საკუთარი თავის რეალური ფასი არ იცის, დაგიკონკრეტებ და გეტყვი, ან ამეტებს ან პირიქით აკნინებს, ვინმე გონიერმა აუცილებლად უნდა აუხილოს თვალი და შენს შემთხვევაში ეს ადამიანი მე ვიქნები.- თითი მისკენ გაიშვირა და შემდეგ ლიზას დააკვირდა.
- ერთი იაფფასიანი ხარ, რომელიც მამიკოს ფულებით გაზულუქებული ვერც კი ხვდება რა დონემდე დაეშვა, შენზე სუსტების დაცინვით ირთობ თაავს? და ამის შემდეგ ფიქრობ, რომ შენს საკეთილდღეოდ ქულები გეწერება? მითხარი ამ კლასიდან რამდენთან გქონდა სექსი? - კლასის უმრავლესობას გადახედა და ბიჭების ხარხარი დააიგნორა.- ალბათ ყველასთან, აი ეგ ხარ.- ირონიულად გაუღიმა და ხელები თეატრალურად გაშალა- მხოლოდ საკუთარი ვნებების ჩასაცხრომად გიყენებენ რადგან ერთი თითის შეხება და ყველას ფეხებს უშლი. ამის შემდეგ გაითვალისწინე, რომ რაც არ ხარ იმას ნუ ეპოტინები.- მონოლოგი დაასრულად და კლასი სწრაფად დატოვა, ამ დღის შემდეგ თიკასგან ყურადღებას გრძნობდა თვითობაც ძალიან უნდოდა მასთან, თუმცა შორიდან ისეთი ამპარტავანი და სწერვა ჩანდა ფიქრობდა რომ არ ღირდა.
შემდეგ კი მიხვდა რომ შეცდა ეს მუდამ სერიოზული სახით მოძრავი თუმცა ასევე ძალიან მხიარული გოგო მალევე დაიმეგობრა, გვანცასა და კატოსთან ერთად, კატო რომ გაიცნო, ლაშა ხარძიანიც მან გააცნო, ბევრი ტანჯვისა და სირთულეების მოუხედავად ლაშამ მაინც შემოატრიალა კატო თავისკენ, როგორც აღმოჩნდა კატოს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბაჩისთან ლაშასგან.
გვანცა ახლოს არავის იკარებდა, თიკა კონტაქტური თუმცა სხვა მენტალობით არჩევდა სამრგობრო წრეს. ამ მეამბოხეთა სასტავს კი ყოველთვის უუნარო და უცოდინარი ბრბოს სექციას ეძახდა და ურთიერთობა არ ჰქონდა.
ასე გაერია თბილისის ყველაზე გამორჩეულ სასტავში და აბიტურიენტობის წლებიც დაიწყო, ბაჩიმ სკოლა კარგა ხნის დამთავრებული ჰქონდა და ბიზნეს ადმინისტრირებას სწავლობდა ჯავახიშვილში.
ნუ სწავლობდა რაა, არ სწავლობდა, შეტენილ საგნებს მამამისი ბადრი უხდიდა, მთელი სტუდენტობის წლები, რაზბორკებზე სირბილს, დროს ტარებას გართობას მოსაწევს და მეამბოხეობაში გაატარა ძმაკაცებთან ერთად.
არც ლიზა არ ყოფილა არაპერსპექტიული გოგო ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავდა ზოგი მანიაკი ფსიქოპატი იყო, ზოგი და გამგებიანი დაერთგული.
სახლის სადარბაზოს მიადგა, როდესაც ნიკოლოზ დადვანი გადაუდგა წინ და გული კინაღამ გაუსკდა...
- ნიკაა, შემაშინე.
- მართლა?- ირონიუკად გაუღიმა- ტელეფონზე რატომ არ მპასუხობ?
- არ მცალია ნიკა.- წასვლას აპირებდაროდესაც წინ გადაუდგა და მხრებში ხელი ისე ძლიერად ჩაავლო ეგონა მოსტეხდა, მთელი ძაით მიახეთქა ცივ კედელს და თვალი თვალში გაუყარა.
- გიჟი ხარ ხოო? თავი დამანებე.- გაიბრძოლა მაგრამ უშედეგოდ ნიკა ირონიუკად უყურებდა თვალებში, შემდეგ ისე სწაფად სახე დაუკავა და პირდაპირ ტუჩებზე დაეტაკა, სუნთქვა შეეკრა, თავის დაძვრენას ცდილობდს მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, უკვე პანიკის შეტევა ეწყებოდა და სადაცაა ტირილს დაიწყებდა, როდესაც არსაიდან გაჩენილმა მენაბდემ მასზე მოწებებული სხეული ააგლიჯა და პირდაპირ ყბაში გაუქანა მუშტი.
- მეზიზღებიან მოძალადე ნაბიჭვრები!- ზედ დააჩერდა და შემდეგ აკანკალებულ ლიზას მიუბრუნდა.
- მიაგნებ შესასვლელ კარს თუ დაგეხმარო?- სადარბაზოს კარზე მიუთითა და ლიზამ უხმოდ შევარდა ლიფტში...

თვალწინ ჩაურბინა ამ რამოდენიმე წელმა და შემდეგ, ეს ყველაფერი მის თავლწინ ხდებოდა, ბაჩანა იღიმოდა...
ლიზა კი თითქოს გიპნოზში მყოფი თვალს არ აშორებდა ღიმილმორეულს და ცდილობდა დაედგინდა ის გამოსახულება მართლა რეალური იყო თუ ეჩვენებოდა.
ბაჩანა მისკენ წამოვიდა და სკამი მასთან ახლოს საწოლის გვერდით დაიდგა.
- აბა როგორ ხარ?
- უკაცრავად?
- როგორ ხარ მეთქი?- ვითომ ვერ გაიგო რაც იგულისხმა, სიცილით გაუმეორა კითხვა.
- კინაღამ მომკალი და ახლა კითხულობ როგორ ვარ? გეტყვი რომ თავი საშინლად მტკივა და ცუდადვარ.
- ეგ ბუნებრივია, თავო დაარტყი.
- და ვისი დამსახურებით?
- ბორბლებში მე არ შემოგვარდნივარ, როგორც მახსოვს, თუ ვცდები?- სახე დაუსერიოზულდა.
- ამიტომ უნდა მოგეკალიი?- უაზროდ აკივკდა ლიზა და ბაჩანას რეაქციასაც არ დაუყოვნებია.
- ლიიზ! ძალიან გთხოვ ნუ წიკვინებ, თავი აგტკივდება და გევასება ამდენ წამლება რომ გიკეთებენ ტოო? - ლიზას თავბრუ დაეხვა და ღრმად სუნთქვა დაიწყო, პულსი აუჩქარდა ჟანგბადიზ მიწოდება კი შემცირდა.
- ექიმს დავუძახო?- მისი სახე ხელებში მოიქცია და ლიზაც წამში მიკნუტდა.
- არაა- ღმად ამოისუნთქა- კარგად ვარ, შენ რომ აქ ხარ კარგად ვარ.- გაუაზრებლად წამოსცდა და აზრევში საკუთარ თავს ერთი კარგად აგინდა, ბაჩანას გაეცინა და გაყინულ ცხვირზე გემრიელად აკოცა.

* * *

- მიხვედი უკვე?
- კიი უკვე კლინიკაში ვარ.- ღრმად სუნთქვდა თიკა სირბილისგან და პარალელურად გვანცას ელაპარაკებოდა ტელეფონზე ლიზას ამბის დასადგენად.- ირმამ დამირეკა და ვითხარი ვმეცდინეობდითქო.
- რა მდიდარი ფანტაზიით დაგაჯილდოვა ღმერთმა.
- აბა რა მექნა?
- სიმართლე.
- მაგას მერე გადავწყვეტ მდომარეობას რომ გავიგებ.
- კარგი მიდი და შეგვატყობინე.
- კარგი.- გაითიშა და მეოთხე სართულზე ასულმა უკან შებრუნება ინატრა, როდესაც ტიტე ლორთქიფანიძეს მოჰკრა თვალი, იმდენად მიიზიდა, რომ კინაღამ გონება დაკარგა, მაგრამ თავს გამხნევებისკენ შეუძახა და პირდაპირ პალატის კარისკენ დაიძრა იმ იმედით რომ ტიტე ვერ იცნობდა.
"ვაჟბატობიც მობრძანებულა" გაიფიქრა ბაჩიზე და მუხლები აუკანკალდა ტიტეს სურნელი ისე აორიდან რომ იგრძნო და პალატია კარის შეღბას აპირებდა, როდესაც გულში რაღაც ცხელი მასა ჩაეღვარა და ამოწვა.
- ვიღაც აშკარად ვერ მიცნო, ან განგენ ვერ მცნობს.- მოესმა სიცილნარევი ტონი და ტიტესკენ შებრუნდა.
- ვაა ლორთქიფანიძე როდის ჩამოხვედი?- ღიმილით გადაკოცნა და ტიტეს წელზე მოხვეული ხელი არაფრად ჩააგდო.
- ბაჩისთან ერთად, შენს ძვლებში დალეწილ დაქალს მოვაკითხეთ.- მის ღიმილზე ისევ მუხლები ეკვეთებოდა და ამან საოცრად გააღიზიანა.
- ჩემი ძვლებში დალეწილი დაქალის აქ ყოფნა შენი ძმაკაცია დამსახურებაა სხვათაშორის.
- ისევ ისეთი გესლიანი ხარ?- გაეღიმა ტიტეს- წონაში დაიკელი?- ისეთივე უტაქტო იყო, ვირს რა შეცვლიდა ისე ურცხვად აათვალიერა თითქოს თვალებით ხდისო, თან მკერდზე და საჯდომზე აკვირდებოდა გამალებით, თიკა სიმწრისგან კიმაღამ გასკდა.
- თავხედო, ისევ ისეთი თავკერძა იდიოტი ხარ. - თიკას სიწითლეზე ტიტე უკვე კარგად ხალისობდა, ისე მოსწონდა გააფთრებული თიკას ყურება, თავიდანვე ასე იყო და ასეც შემორჩა.
- აშკარად ნევროზი გჭირს და დახმარებას საჭიროებ.- ხელი წელზე შეუცურა და მისკენ მიიზიდა.
- შეიშალეე? კლინიკაში ვართ.
- ხოო შევიშალეე- გაეცინა - არაფერია, უბრალოდ გამშვიდებ თიკუნა.
- ხელები მომაშორე.- დაბნეულმა მთელი ძალით მიახეთქა კედელს და ახარხარებულზ ზურგი აქცია, საპირფარეშოსკენ დაიძრა, რატომ ეგონა რომ დაივიწყდა? ყურადღებას არასოდეს აქცეცდა მის რეპლიკებს რადგან ხვდებოდა მის გულში დაუკითხავად გაჩენილი ნაპერწკალი შესაძლოა გაღვივებულიყო, რაც თიკასთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა...



№1  offline წევრი Kathara

მოუთმენლად ველი ახალ თავს:)

 


№2 სტუმარი ana

male dade ra axali tavi❤️

 


№3  offline წევრი Yagam

ana
male dade ra axali tavi❤️
ცოტა გვია დავდებ დღეს <3

 


№4 სტუმარი სტუმარი ლინდა

კარგია გააგრძელე??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent