შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო'სული {4}


17-11-2019, 14:38
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 5 243

შუაღამე იყო , მშვიდად ეძინა კარზე კაკუნის ხმამ რომ გააღვიძა. იმდენად ინტენსიური და ძლიერი იყო დარტყმები რომ აშკარად სასწრაფოდ სჭირდებოდათ მისი დახმარება. სანამ კართან მივიდა უკვე მზად იყო , ჩვევაში ჰქონდა გადაზრდილი მძინარეც კი იცვამდა და მიდიოდა. მართალიც იყო, კართან სრულიად უცხო მამაკაცი იდგა და შეშლილი მზერით უყურებდა
-ანო ხომ?
-ვინ ხართ და პაციენტი როდის მიიყვანეთ კლინიკაში
-კლინიკაში არ არის ... უნდა გამომყვეთ - აშკარად ეჩქარებოდა და თან ძალის გამოყენებას ვერ ბედავდა - ნუ მაიძულებ რამე დაგიშაო რა , უბრალოდ გამომყევით , დამეხმარეთ და მერე თავისუფალი იქნებით
-ნუ მაცინებთ რა , ძალიან გთხოვთ მე ყაჩაღების პირადი ექიმი არ ვარ. საავადმყოფოში გადაიყვანეთ და მივხედავ ნებისმიერს ... გკითხეთ ვინ ხართ-თქო და საერთოდ როგორ მპოულობთ მაინტერესებს
-მამათქვენს ვიცნობთ ... ვერ გეტყვით ვინ არის პაციენტი სანამ არ მიგიყვანთ . დრო არ იცდის , ბოზ.ს შვილი ვიყო მაგრად ვიწვებით - ცდილობდა თავი ეკონტროლებინა ,მაგრამ არ გამოსდიოდა და ძალიან სასაცილო იყო.
ვერ იტანდა ფრაზას „ მამათქვენს ვიცნობთ“ მთელი გვარი საგიჟეთის პაციენტები იყვნენ ანოსთვის , მაგრამ ვერაფერს ახერხებდა. სხვა გზა არ ჰქონდა , არ შეეძლო , სინდისი ვერ მოასვენებდა კარი რომ მიეხურა და სასიკვდილოდ გაემეტებინა . მკვლელი უნდა გადაერჩინა, ყაჩაღი, მოძალადე , ვიღაც ვინც შესაძლოა მართლა იმსახურებდა სიკვდილს , სხვები ასე განსჯდიდნენ ანოსთვის კი სიკვდილს არავინ იმსახურებდა და არც ვინმეს ჰქონდა ამის განსაზღვრის უფლება .
მანქანაში თავად ჩაჯდა და მაშინვე უთხრა ყველაფერი რაც შეიძლება დასჭირვებოდა. ისიც დააყოლა სად იშოვნი ჩემი საქმე არ არისო და გზას დააკვირდა. თვალები არ ავუხვიოთო რომ გაიგო სიცილი დაიწყო და სულ გააგიჟა უცნობი სტუმრები. სამ უცნობ კაცთან ერთად იჯდა მანქანაში, სამივე უკონტროლო იყო, ჩხუბის კვალი მათაც ეტყობოდათ , მაგრამ ადრენალინის მოჭარბების გამო ვერაფერს გრძნობდნენ. მიდიოდნენ სადღაც გაუგებარ ადგილას იმდენად დიდი სიჩქარით რომ თავის შემაგრება უხდებოდა . მერე გამოჩნდა აგარაკი , უზარმაზარი სახლი ეზო სავსე ბიჭებით რომლებიც ექიმის გამოჩენისთანავე მისკენ შებრუნდნენ. ის კი ისევ უდარდელად მიაბიჯებდა შესასვლელი კარი გაუღეს და პირველი შევიდა. მისაღებიდან ვიღაცის გინების ხმა ისმოდა, ბოხი, ხრინწიანი ხმა რომელიც თანდათან სუსტდდებოდა ,მაგრამ თავს მაინც აიძულებდა საუბარს
-სად წავიდნენ... მომიტანონ ის დედამოტყნ.. დანა და ამოვიღებ. ისინი რას შეკრებილან ეზოში დაურეკონ შაკოს და მოძებნონ ის ნაბოზ.რი
-მოვედით ბატონო ლაზარე
-გხედავ იცი?- ირონიულად ჩაიცინა უცნობმა და ოთახში შესულებს მოავლო მზერა. ექიმი როგორც კი დაინახა მაშინვე მასზე გადაიტანა მთელი ყურადღება და თვალი აღარ მოუშორებია- რაც საჭიროა მოიტანეთ და გადით
-ზედმეტი კითხვები და საუბარი არ გვინდა ხომ? თუ არ დამაცდი გატკენ - ხელთათმანები როგორც კი მოირგო მაშინვე მიუახლოვდა. არც უყურებდა ისე აკეთებდა ყველაფერს , სამაგიეროდ მის მზერას გრძნობდა. ყურთან ახლოს ესმოდა კაცის გახშირებული სუნთქვა და მისგან წამოსული სურნელიც მძაფრად აღიქმებოდა რეცეპტორების მიერ- ამ მარტივი ჭრილობის გამო ჩემი შეწუხება არ ღირდა...შენი ბიჭები ძალიან ღელავენ
-მეღადავები ანო?
-მიცნობთ კიდეც?- ხელთათმანები მოიშორა და ფურცელი იპოვნა - ამიტომ გამაღვიძეს ნაკაწრის დასამუშავებლად თითქოს შენი კარის ექიმი ვიყო და მომიშხამეს ხასიათი?
-შენ მართლა არ ხარ ნორმალური - კბილებს ერთმანეთზე აჭერდა, ტკივილისგან ცივი ოფლი ასხავდა . უფრო ცემისგან იყო დაზიანებული ვიდრე იმ კონკრეტული ჭრილობის გამო
-წარმოდგენა არ გაქვს ვინ ვარ ხომ? - გადაფითრებული იყო, ტუჩები გაუშრა და სიტყვის თქმასაც ძლივს ახერხებდა
-არ დატვირთოთ მხარი, გადაიხვიეთ, მოუარეთ და ყველაფერი კარგად იქნება... მგონი თქვენს მტერს უყვარხართ ისეთ კარგ ადგილას გესროლათ ტყვია -ნემსი გაამზადა და ისე გაუკეთა არც გაუფრთხილებია - იმედია უკან დროულად დამაბრუნებენ- ისევ წერა განაგრძო და ბოლოს ბიჭს გახედა- ახლა დაიძინებ , რომ გაიღვიძებ უკეთ იქნები - თვალი ჩაუკრა და უკან გადადგა ნაბიჯი.
-შენ ... ანო
-მე , მე ანო... ვალში ხარ ხო? ვიცი, ვიცი ეგ საუბრები და ყელშია უკვე - ხელი აიქნია და ბიჭმა თვალები როგორც კი დახუჭა მაშინვე გავიდა ოთახიდან.
-აბაა რომელი დამაბრუნებთ სახლში?- ჭირისუფლებივით იდგნენ სიგარეტით ხელში და უმსიამართოდ დააბიჯებდნენ- რა ? თქვენი ბატონი კარგადაა, ჭრილობას მიხედავს და მორჩა
-ვნახავ და წაგიყვანთ
-სძინავს ... რამდენიმე საათში თავად გაიღვიძებს . იქ დავწერე რაც დასჭირდება და წაიკითხეთ
დაღლილი იყო და აღარ შეეძლო ათასჯერ ნათქვამის განმეორება, ყოველ ჯერზე ერთი და იგივე ხდებოდა. რომ დაეთვალა რამდენი მადლიერი პაციენტი ჰყავდა ალბათ სათვალავიც აერეოდა. ექიმი ალბათ ერთადერთია ყველას თანაბრად რომ სჭირდება და ყველა უძლური რომ არის მის წინაშე. შეგიძლია დაემუქრო, აიძულო, დააშინო , მაგრამ მაინც მასზე ხარ დამოკიდებული . არ აინტერესებდა მათი ვინაობა, არ უნდოდა გაეგო ვინ იყო, იქნებ მერე სინანული გასჩენოდა, ეშინოდა შეგრძნების რომელიც შესაძლოა დამნაშავის გადარჩენისას გასჩენოდა ამიტომ ცდილობდა კითხვების გარეშე დაბრუნებულიყო უკან.
სახლში მიიყვანეს, მოწიწებით მიაცილეს სადარბაზომდე და უამრავი მადლობის შემდეგ წავიდნენ. მეორე დღეს სამსახურში ყვავილების რამდენიმე თაიგული მიართვეს, კაბინეტი გაივსო და ადგილი აღარ იყო. ბარათი ვერ იპოვნა, არც უცდია და დიდად არც დაინტერესებულა. ყვავილები ექთნებს გაუნაწილა, ჰყავდა სტუდენტი გოგონები რომლებსაც ძალიან მოსწონდათ ვარდები და ისინიც გაახარა. რამდენიმე ცალი ჩააწყო პატარა ლარნაკში და მაგიდაზე დატოვა. კაბინეტში შესვლა ვერც მოახერხა, იმდენად დატვირთული დღე ჰქონდა. მთელი კვირის განმავლობაში მიჰქონდათ თაიგულები და სულ სხვადასხვა ყვავილებით. ბოლოს ყველამ იცოდა ყვავილების ამბავი და საჭორაო თემაც გაუჩნდათ. წესით უნდა გაბრაზებულიყო , ან შეეფერებინა და გახარებოდა, მაგრამ იმდენად არ ადარდებდა ეს ამბავი რეაქციაც არ ჰქონია.
-მეგონა არ გიყვარდა თაიგულები - უნდოდა ერთ-ერთი ხანშიშესული პაციენტისთვის ეჩუქებინა ყვავილები გიგა რომ გამოჩნდა
-არ მიყვარს, მაგრამ შენსავით ყველა არ ფლობს ამ ინფორმაციას
-გასაგებია ... მორიგი მადლიერი პაციენტი ?
-მიყვარს მიხვედრილი რომ ხარ- გაუღიმა და ინსტიქტურად აკოცა ლოყაზე. შეჩვეული იყო და პრობლემადაც არ მიუღია- წარმატებულ დღეს გისურვებ გიგა ექიმო
..........
ბიჭებთან ერთად ატარებდა საღამოს. ისინი იყვნენ ერთადერთი დამაკავშირებელი რგოლი მის ორ ცხოვრებას შორის. მათ ესმოდათ როგორი იყო გარემოსთან შეჩვევა, იმ გარემოსთან რომელიც სულ სხვაგვარი დატოვეს . მობილურებიც კი სხვანაირი ჰქონდათ, ინტერნეტ სივრცე მეფობდა უკვე , ხალხიც შეიცვალა თითქოს. ყველაფერი სხვანაირი იყო, ყველა სფეროში , ყველა ნაბიჯზე სხვა სამყარო ხვდებოდათ . არ იყო მარტივი პატარა ბავშვივით სამყაროს თავიდან შეცნობა. კოკო იყო ყველაზე ცოტა ხნით იქ და მას ისედაც საოცრად შეეძლო ადაპტაცია . ახლაც არხეინად იყო გაწოლილი დივანზე , ვიღაცას წერდა , იცინოდა , ეწეოდა და სასმელსაც მიირთმევდა
-ადრე გოგოს საყვარელი ყვავილი რო გამეგო მთელ მის სადაქალოს ვკერავდი ტო და ახლა ინსტაგრამის გადაქექვაც საკმარისია ... გამარტივდა ცხოვრება ძმაო - კოკოს დასცინოდა ნიკუშა - აი კოკოც ამიტო აბრიყვებს გოგოებს ასე მარტივად თორე წლების წინ ამას ვინ შემოხედავდა
-დავაი რაა ... განვითარდა სამყარო ძმაოო . გამარტივდა დიახ
-შეეშვი შე ჩემა ამ მობილურს ან ხმა მაინც გაუთიშე ტვინი მომეტყნ. ან ვინ გწერს ამდენს წკაპ-წკუპ რო ისმის შეუჩერებლად
-რა დღეში გაქვთ ნერვები ...- წამოჯდა და მობილურიც გადადო-კიტაა შეგიძლია გვითხრა ასე მდუმარედ რას ელოდები?
-აჰ ახალგაზრდავ გვეკონტაქტები უკვე? მე კიდე უკვე ვფიქრობდი ინსტაგრამი გამეკეთებინა და მომეწერა
-შეენც კიტა? არ ველოდი ძმაო
-მაღიარეთ მსოფლიოში საუკეთესო ადვოკატად - კარი გაიღო და გამოჩნდა კლასიკურ ფორმაში გამოწყობილი ყურებამდე გაღიმებული ახალგაზრდა ბიჭი
-თქვი რომ მახო გამოდის
-მე თუ მოვინდომებ ციხეს ცარიელს დავტოვებ...ერთ კვირაში ჩვენთან იქნება. ჯერ არ მინახავს და არც ვაპირბ ... ზუსტად გამოსვლის დროს მივალ და დავხვდებით - ჭიქა გაავსო და მაღლა ასწია
-მოსეს, მსოფლიოში საუკეთესო ადვოკატს გაუმარჯოს. უდანაშაულო დამნაშავეებისა და გამოსწორებული დამნაშავეების მაშველ რგოლს
რამდენიმე წუთს მახოზე საუბრობდნენ. მოსე საუბრობდა საქმესთან დაკავშირებით და თან რამდენიმე ჭიქაც დალიეს. უკვე შეზარხოშებულები იყვნენ კესარია რომ შეუერთდდათ. მოსეს გვერდით დაჯდა
-რას აღნიშნავთ ბიჭებო?
-კესოო მახო ძია გამოგვყავს ...
-მოსეე - მაშინვე ბიჭისკენ შებრუნდა და მხარზე ხელი მოხვია- ყოჩაღ , გაღიარებ კიდევ ერთხელ
-გმადლობ მშვენიერო ...
-მეც დავლევ ხო? ხვალიდან შვებულებაში გავდივარ და ქვეყნიდანაც მივდივარ. ოღონდ სად ჩემს ნაცარქექია ძმას არ ვეუბნები . ხომ გამაცილებთ აეროპორტში?
-რაა? შენ ხო არ გაგიჟდი გოგო სად მიდიხარ... ვის უტოვებ საქმეებს? მე მიკეთებ ამას?
-ისტერია ...ოჰ ეს მშვენიერი ისტერია - გაიცინა და გაგიჟებულ ბიჭს თვალი ჩაუკრა-დედიკო კესარიას დასვენების დროა . ხომ ვიმსახურებ ბიჭებო?- წამით თითქოს დასევდიანდა,მოსეს მხარზე თავი ჩამოსდო და კიტას მზერა გაუსწორა - ყველა ვიმსახურებთ დასვენებას , სულიერს თუ არა ფიზიკურს მაინც
-დაისვენე ... მე მივხედავ შენს ონავარ ძმას- თავზე აკოცა მოსემ და მხარზე მოხვია ხელი- გაგაცილებთ კიდეც და რომ ჩამოფრინდები დაგხვდებით კიდეც
-ხო აიი დიდი ბუთებით, ვარდებით და მუსიკოსებით დაგხვდებით -კოკო ისევ ვერ ისვენებდა -დამისხით რა
გვიანამდე მათთან ერთად იყო , შემდეგ სახლში დაბრუნდა და დილით ნანა წაიყვანა სოფლის სახლში. შემდეგ დაბრუნდა და მოსეს მოულოდნელად ესტუმრა . კაბინეტში იჯდა ბიჭი და ფურცლებში თავჩარგული საერთოდ სხვაგან იყო ფიქრებით.
-მოსევ ბატონო დაუბუნდით დედამიწას...გიძახებთ კიტა მენაბდე, აუცილებელი, გადაუდებელი საჭიროებისთვის - მაგიდაზე დააკაკუნა და გაიცინა
-ვაა კიტა? აბა სოფელში მივდივარო?
-ნანა დავტოვე და დავბრუნდი
-ხოო? რა ხდება ?- როგორც კი დააკვირდა მაშინვე სერიოზული გახდა- კიტა მშვიდობაა?
-დრო მოვიდა მოსე ...ზუსტად ვიცი მალე ყველაფერი დასრულდება ჩემო ძმაო
-დასრულდება ... რა თქმა უნდა დასრულდება , მაგრამ როგორია ეგ დასასრული კიტა
-არ ვიცი , მხოლოდ ის ვიცი რომ შენ მზად უნდა იყო
-რისთვის , შენი ადვოკატი უნდა გავხდე ისევ?
-ნანას უნდა მიმიხედო მოსე , შენს გარდა მას ვერავინ დაამშვიდებს ... მე თუ მოთმინება ამომეწურება მივალ იმ ნაბიჭვართან და ყელს გამოვჭრი- თავი დახარა და ხელებს დახედა- ამ ხელებს წლებია სისხლში ამოსვრას აბრალებენ ... არაფერი შეიცვლება
-ასე ნუ ლაპარაკობ კიტა ... შენ ჭკვიანი კაცი ხარ . ხომ იცი არა? ხომ იცი არ ღირს , ცოტაც უნდა გაუძლო
-გავუძლებ ... კიდევ ცოტას და შემდეგ დასასრულიც მოვა ჩემო მოსე
-მიდიხარ?
-დაიმახსოვრე რაც გიითხარი და მზად იყავი
უყურებდა მიმავალ მენაბდეს და სიტყვებიც არ ჰქონდა. ყველაზე განსხვავებული კაცი იყო კიტა მენაბდე , არ ჰგავდა არცერთ დამნაშავეს ვინც კი ოდესმე უნახავს, არც რომელიმე უდანაშაულოს ჰგავდა . სხვანაირი იყო , ვერ ახდენდა მასზე გავლენას უბრალოდ მის გვერდით იდგა და მას შემდეგ რაც გაიცნო ზურგი არასდროს უქცევია. ახლაც დაელოდებოდა მოვლენების განვითარებას იმ იმედით რომ ყველაფერი მათ სასარგებლოდ დასრულდებოდა.
........
დილით ადრე გავიდა საავადმყოფოდან, ტაქსის მოლოდინში მობილურის ეკრანს დაჰყურებდა და უღიმღამოდ სქროლავდა სიახლე არ იყო, გოგონებსაც არ ეცალათ და ისე უბრალოდ ჭორაობდნენ ჩათში. საღამოსთვის ჰქონდათ გეგმები და მანამდე გამოძინებასაც მოახერხებდა. მანქანა რომ გაჩერდა მის წინ ინსტიქტურად დაიძრა , კარიც გააღო და მძღოლი რომ დაინახა წარბები შეკრა
-უკაცრავად ... - დაბნეული უყურებდა მომღიმარ კაცს ,რომელიც მანქანიდან გადავიდა და მალევე აღმოჩნდა მის გვერდით - თქვენ
-დილამშვიდობისა ანო
-როგორც სჩანს მალე გამოჯანმრთელდით
-თქვენი დამსახურებით... სახლში მიდიხართ ალბათ ხომ?
-გამაკვირვეთ და ნუ შემომთავაზებთ წაყვანას , გთხოვ - ჩაიცინა და ბიჭის თაფლისფერებს გაუსწორა მზერა- შეძლებთ?
-მინდა ვისაუბროთ , ახლა ალბათ დაღლილი ხარ და იქნებ მითხრა როდის დამითმობ დროს
-არასდროს - ძალიან მშვიდად განუცხადა და იმ წამს გაჩერებული ტაქსისკენ დაიძრა- ხო მართლა, ყვავილებზე ალერგია მაქვს
-მატყუებ !
-მიხვდი და შეწყვიტე ეს ბანალური ქცევა ... ტეხავს, გეფიცები - მანქანის კარი გააღო და ჩაჯდომამდე ერთხელ კიდევ გაუღიმა . მძღოლს მისამართი უკარნახა და მანქანასთან აყუდებული კაცისკენ აღარც გაუხედავს. საერთოდ დაივიწყებდა რომ არა უცნობის აქტიურობა . სახლში მივიდა, გამოიძინა, საღამომდე მოწესრიგდა , დაღლილობა გააქრო და მეგობრებთან ერთად წავიდა კლუბში. ტრადიციისამებრ ორ-სამ თვეში ერთხელ მაინც იკრიბებოდნენ და სასმელთან ერთად აყოლებდნენ ქარს ბოლო დროს მომხდარ ამბებს
-მე წვენს დავლევ - როგორც კი დაჯდა მაშინვე თქვა და გამობერილ მუცელზე დაიწყო ხელები- რა კარგია რომ აღარ ეწევიან თორემ ხომ ვერ მოვიდოდი ახლა აქ?
-მე ვიწყებ- სალომემ ჭიქა გაავსო და მაღლა ასწია- ჩემი ბოსი ტირანია ... სწერვა , სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ქალი რომელმაც საყვარელი ვე რიპოვნა, ორგაზმი დაავიწყდა რა არის და ჩვენზე იყრის ჯავრს - დაცალა და ისევ დაისხა- სამსახურიდან გამოვიქცევი ...არაა , მოვკლავ და ციხეში წავალ , ან დავასახიჩრებ, ენას ამოვაცლი
-კიდევ ერთიც დალიე თორემ აგრესიის ზღვარს გადააჭარბე- ანომ გაიცინა და თავისი ჭიქაც აავსო არყით- ჯერ კიტა გამოუშვეს და ტკივილი განმიახლდა, სხვანაირად დავმძიმდი . ბევრი რომ ვიფიქრო შევიშლები და შესაძლოა მეც მკვლელი გავხდე , მაგრამ არ ვიცი კიტას მოვკლავ თუ ვინმე სხვას -ერთი ჭიქა დაცალა და სახედამანჭულმა დაისხა მეორე- მეცოდება და მერე ჩემი თავი მძულს რომ მეცოდება
-მეც მეცოდება ... იმიტომ რომ მგონია მიშო არ მოუკლავს
-აბა ვინ მოკლა ... სხვამ მოკლა ვიღაც ნაცნობმა რომელსაც ვხვდები, ვესალმები, ვისთან ერთადაც მივდივარ მიშოს საფლავზე ?- ისევ დალია და ტუჩები მოკუმა- ამას მირჩევნია რომ ის იყოს მკვლელი და მოვკლა! არ მინდა დავუშვა რომ ამდენი წელი მკვლელი თავისუფალი იყო, ჩვენ ყველამ უდანაშაულო დავადანაშაულეთ ... არ მინდა კიტა ისეთი აღმოჩნდეს როგორსაც მაშინ ვხედავდი . არ მინდა მოღალატე ვიყო - პირველად წარმოთქვა ხმამაღლა საკუთარი დამალული ფიქრები და იმ წამს გაიაზრა კიდეც -მეშინია , დანაშაულის შეგრძნების და იმ მოსალოდნელი სიძულვილის რომელიც ნამდვილი მკვლელის მიმართ მექნება ... მეშინია - თავი დახარა, ისევ დალია და მერე სახეზე ჩამოისვა აკანკალებული თითები. გოგონები ჩუმად უყურებდნენ და ვერაფერს ამბობდნენ
-კიტას უნდა დაველაპარაკოთ ... დაელაპარაკო - ჭიქა მიაწოდა სალომემ და მზერა გაუსწორა- ხომ იცი , ვერ გაექცევი ამ გზას . სჯობს დროულად დაადგე გზას და მოიკრიბო ძალა ყველა დეტალის გონებაში დასაწყობად
-უნდა მოემზადო კიტას სიმართლისთვის ... იფიქრო იმაზე თუ რას გააკეთებ მისი უდანაშაულობის შემთხვევაში
-ამაზე ფიქრი არ შემიძლია, უაზროა ... მაინც ისე მოხდება როგორც იმ წამს მიკარნახებს სული - შეჭერდა და სავარძელს მიეყრდნო- გააგრძელე - ლინდას შეხედა წვენის ჭიქაში საწრუპ ჯოხს რომ ათამაშებდა
-რაღა გავაგრძელო , გავსუქდი, გავგიჟდი და ათას საშინელებაზე ვფიქრობ . არასდროს რომ არ მიფიქრია ისეთებზე ვფიქრობ და ზოგჯერ საკუთარ ქმარსაც კი ვერ ვიტან . კიდევ მეშინია რომ დამტოვებს, მეშინია რომ მიღალატებს, რომ მშობიარობის შემდეგ ვერ გავუმკლავდები ყველაფერს და გადავუყვარდები ... ზოგჯერ მგონია რომ ცუდი დედა ვიქნები და ვიჩქარეთ
-ახლა იტირებს და მეც ავყვები გეფიცები
-არ ვიტირებ...ბოლო დროს აღარ ვტირი მგონი საერთოდ უგრძნობი გავხდი- იმდენად სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა სალომემ და ანომ ერთ ხმაში დაიწყეს სიცილი . დაიწყეს და ვეღარ გაჩერდნენ , სულს ძლივს ითქვამდნენ თევდორაძემ მაღალ სკამზე მჯდომი უცნობი- ნაცნობი დაინახა
-კიდევ ერთი ჭიქა მჭირდება ... აი იმათთვის მადლიერების სინდრომი რომ აქვთ
-ვინ გადაარჩინე ამჯერად ?
-არ ვიცი და არც მაინტერესებს, მაგრამ ვატყობ სწერვობის პიკზე ასვლა მომიხდება
-როგორი ხარ...ზოგი ექიმი იმასაც არ მკურნალობს ვინც კლინიკაში მიდის ან ბოლომდე ყვლეფს და შენ ნებისმიერს მიჰყვები, ნებისმიერ ადგილას და თან შეიძლება კანონის წინაშე შეგიქმნას პრობლემები ამ შენმა კეთილმა საქმეებმა
-კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ მირჩევნია გადავარჩინო ვიდრე მოვკლა. რისი გაკეთებაც შეგიძლია უნდა გააკეთო
კიდევ ბევრი დალიეს, შემდეგ სალომე ცეკვავდა ანო ლინდასთან იჯდა , მის მხარზე ედო თავი და იქვე მაგიდასთან მოცეკვავე გოგოს უყურებდა. იღიმოდა, უმისამართოდ, უმიზეზოდ და ბოლოს უსიტყვოდ სვამდა ,მარტო’სულობის ერთ ჭიქას.
ლინდას ქმარს გადააბარა გოგონები და თავად გაყოლაზე უარი განუცხადა. ჩვეულებისამებრ მარტო გაუყვა ცარიელ ქუჩას. ციოდა,გრძელი მოსაცმელის ქამარი უფრო მჭიდროდ შემოიხვია წვრილ წელზე და ქარისგან არეულ თმაში შეიცურა თითები . მიდიოდა და იცოდა უკან მიჰყვებოდა უცნობი -ნაცნობი თავისი დამქაშებითურთ. თავიდან აიგნორებდა , შემდეგ შებრუნდა და მზერა გაუსწორა
-გგონია რომ საფრთხე მემუქრება და ელოდები როდის გააბათილებ ვალს, რომელიც რეალურად არ გაქვს?
-გაკვირდები და ვერ ვხვდები როგორი ხარ , ანო
-საიდან მიცნობ უცნობო?
-გიორგის ვიცნობ , მამაც იცნობს
-ანუ მამიკოს ძმაკაცის შვილი ხარ არა? - ჩაიცინა და ისევ მოიშორა სახეზე ჩამოყრილი თმა - დავიჯერო გიცნობდი და დამავიწყდი?
-არ მიცნობდი ...
-და ვინ ხარ ?
-ლაზარე გასვიანი
-გასვიანიი... თენგოს ძე - წამით დაფიქრდა და შემდეგ გაახსენდა- და აქ რა გინდა ლაზარე? მე გეტყვი რომ არაფერი , სულ არაფერი და შენ როგორც ჭკვიანი კაცი ნაცნობად დარჩები, თავს არ მომაბეზრებ მოიქცევი ისე როგორც ნამდვილ კაცს შეეფერება
-მადლიერების გრძნობა რომ მაქვს ასეთი არაბუნებრივია?
-გქონდეს, შენთან დარჩეს, ნუ დაივიწყებ მიხარია რომ გაქვს ... ყვავილებიც მოგვეწონა გოგონებს , მაგრამ მე მამაჩემის მეგობრების შვილებთან არ ვმეგობრობ , არც ს.ქსი მაქვს და არც ფლირტი - გაჩერდა , ქვემოდან ახედა და შემდეგ მანტოს საყელზე ჩამოუსვა თითები- გასაგებია ხომ? შენს ესკორტს მადლობა გადაეცი დაცულად რომ გავისეირნე ღამის თბილისში
-მომავალ შეხვედრამდე , ანო- მონუსხული უყურებდა და იღიმოდა, შემდეგ ხელზე აკოცა და წავიდა .
ანო ცოტა ხნით ჩამოჯდა შემდეგ ტაქსი გააჩერა და წავიდა იქ სადაც მეორე მარტოსული იყო. მასთან ვისაც ყველაზე მეტად უჭირდა სიმარტოვე . ბოლო დროს ხშირად სტუმრობდა , ადრე ასე არ იქცეოდა ახლა კი ისევ უჩვეულო დროს მიდიოდა, სრულიად შეუსაბამო ფორმით, შეუფერებელ მდგომარეობაში , მაგრამ მაინც იქ დაჯდა მიშოსთან მივიდა და რამდენიმე წუთიანი მდუმარე მზერის შემდეგ დარეკა
-გისმენთ- ზარი სრულდებოდა კაცის ბოხი , ნამძინარევი ხმა რომ გაიგო და თვალები დახუჭა
-მიშოსთან ვარ , გელოდები - უთხრა და საუბარიც დაასრულა. სახე ცივ ქარს შეუშვირა და ასე რამდენიმე წუთს გაჩერდა. დროის აღქმა უჭირდა, სავსე მთვარე დაჰყურებდა თავზე, უშვეულოდ მშვიდი ამინდი იყო მარტის შუა რიცხვებს რომ არ შეეფერებოდა ისეთი. გაზაფხულის სურნელი იქ არ ტრიალებდა, იქ მხოლოდ მარტოობა მეფობდა, სიცივე და სევდა სხვა ვერაფერს აღიქვამდი , არაფერი იყო ნათელი და ფერადი. მიშოს ღიმილიც კი უჩვეულოდ ცივი ჩანდა ...
ნაბიჯების ხმა ესმოდა, ვიღაც მირბოდა , სწრაფად, იმდენად ჩქარა რომ მისი აჩქარებული გულისცემა და სუნთქვაც შორიდანვე შეიმჩნეოდა. ანო ხედავდა, უკან არ მიუხედავს , მაგრამ მისი თითოეული ამოსუნთქვა დაინახა. გაჩერებულმა ღრმად რომ ჩაისუნთქა და გადაპარსულ თავზე ხელი გადაისვა ესეც დაინახა, ადრეც ასე აკეთებდა როდესაც დამშვიდებას ცდილობდა. ერთი ნაბიჯი , ორი , სამი და უკვე მის გვერდით იყო . სახეზე გრძNობდა მის მზერას და თვალებიც გაახილა
-ახლა , ამ წამს და აქ იარაღი რომ დაგიმიზნო რას გააკეთებ , კიტა? - მის არეულ მზერას თავისი მშვიდი მწვანეები გაუსწორა
-ჯერ ვერ მოვკვდები , მიშოს გამო შური უნდა ვიძიო ... ჩემი მკვლელობის გამოც 15 წლის წინ სასამართლოში რომ მოხდა , ჩემი მშობლების გამო და შემდეგ სიამოვნებით მოვკვდები თუ შენ დაგინახავ ბოლოს - სუნთქვა ისევ აჩქარებული ჰქონდა, მაგრამ თვალი წამითაც არ მოუშორებია . სახე დაუმშვიდდა, წამით გაეღიმა კიდეც
-რამდენი თვე გავიდა რაც თავისუფალი ხარ, რას ელოდები ...რატომ არ სჯი დამნაშავეს . შენ ხომ 15 წელი წაგართვეს, მეგობარი მოგიკლეს, ცხოვრება გაგინადგურეს, რატომ ენდობი სასამართლოს რომელმაც შენ ციხეში ამოგაყუდა, რატომ თავად არ აღასრულებ სამართალს
-მკვლელობა ყველაზე სულელური შურისძიებაა, ცოცხლად დატოვებაა ნამდვილი სასჯელი. მკვლელი გავხდები და მიშოს მკვლელს სიმშვიდეს მივანიჭებ . ის აქ იტანჯება, მისი სული ცოცხალ სხეულში ლპება რომ მოვკლავ მერე არ ვიცი რა იქნება, იქნებ ჯოჯოხეთი არც არსებობს . აქ უნდა ვუყურო მის ტანჯვას- კბილები ერთმანეთს დააჭირა, თავს იკავებდა, ცდილობდა , მაგრამ ანოს ვერ უმალავდა გრძნობებს. მის წინ იდგა სრულიად შიშველი ემოციებით და ეს იმდენად ნათელი იყო ქალი მთელი სხეულით თრთოდა
-ვინ არის - თავი დახარა, საკუთარ თითებს დაჰყურებდა და თავს აიძლებდა არ ეფიქრა - ვინ არის - მეთქი , მითხარი ვინ არის - უცებ წამოდგა , მის წინ აღმოჩნდა, წონასწორობა დაკარგა. სასმელის ჭარბი დოზა, ემოციები და სიმართლე რომელიც ერთდროულად აწვებოდა მის დასუსტებულ სულსა და სხეულს - ვინ არის - ისევ გაიმეორა . კაცის მკლავები წელზე შემოხვეოდნენ, სქელი მატერიის ქვეშაც ატანდა მათი სიმხურვალე . იმდენად ახლოს იყო , მის თვალებში სულის დანახვაც კი შეეძლო ანოს . ინსტიქტურად შეახო თითები ლოყაზე და იგრძნო როგორ დაენამა სახე მლაშე სითხით- რა გაგიკეთეთ , კიტა ?
-ანო , გთხოვ არ გინდა- გაყინული ჰქონდა თითები , ცრემლები შეუმშრალა და თავადაც აემღვრა თვალები- შენ არაფერი გაგიკეთებია, შენ არაფერი ... გეფიცები - მისი სახე ხელებში მოიქცია , თმაზეც შეეხო , მაგრამ ანოს არ ესმოდა. არაფერი ესმოდა და ვერაფერს გრძნობდა სულის ტკივილის გარდა. სინდისის ქენჯნა, დანაშაულის შეგრძნება და ტკივილი რომელიც ერთდროულად გაყენებს უამრავ ჭრილობას, სულს გიმახინჯებს
-ცხოვრება წაგართვით ... მიშოს ვუღალატე , ვერაფერი გავაკეთე . დავიჯერე რომ შენ იყავი და შეგიძულე , დაგივიწყე კიტა მე ორივეს გიღალატეთ ... მოვტყუვდი, ვერ დაგინახე , ვერ ვიგრძენი, ვერ მივხვდი - არ მოძრაობდა, ჩურჩულით ამბობდა სიტყვებს ისე თითქოს საკუთარ თავთან საუბრობდა . სივრცეში დაიკარგა, წამი დასჭირდა სამყაროს ერთ წერტილში მოქცევას ყველაფერი შავმა ფერმა მოიცვა . გონდაკარგული მიესვენა კიტას მკლავებში . თავი მის მკერდზე ჰქონდა მიყრდნობილი ,ისეთი ლამაზი იყო , ისეთი სუსტი და დაუცველი ეგოისტურად დიდხანს მოგინდებოდათ მისი ამ მდგომარეობაში ხილვა. მდგომარეობაში რომელიც არასდროს განუცდია, ანო თევდორაძისთვის წარმოუდგენელი იყო .
იქ სიცოცხლე და სიკვდილი ერთმანეთს ებრძოდნენ. იმ სამყაროში სიყვარული და სიძულვილი მუდმივ ჭიდილში იყვნენ . ბოროტება და სიკეთე ყველა ადამიანში ცოცხლობდა, ხან ერთი იმარჯვებდა ხანაც მეორე. კიტა მენაბდეს ხელში ჰყავდა აყვანილი უგონოდ მყოფი ანო თევდორაძე და შორდებოდა მდუმარე სასაფლაოს. უყურებდა ქალის სახეს და სიცივეს, ბოროტებას, სიძულვილს ყველაფერს უკან იტოვებდა .
თუ შენი გული ისევ გაორმაგებულად ძგერს მისი დანახვისას, თუ ისევ შეგიძლია გიყვარდეს , გიყვარდეს გამეტებით მაშინ წარსულსაც აქცევ ზურგს , დახურავ სიბნელის კარს და შექმნი ფერებს მომავლისთვის, მისთვის და შენთვის...


არ ვიცი რა უნდა ვთქვა
ძალიან მინდა ეს თავი მოგეწონოთ
მომდევნო იქნება გადამწყვეტი ეტაპის დასასრული და მინდა მოვისმინო თქვენი აზრი მოვლენების განვითარების შესახებ
მადლობა ყველას ვინც კითხულობთ



№1 სტუმარი Xatu

Gmerto saswaulia shokshi var dzlaian magari da gansxvavebulia ❤❤❤❤

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

Xatu
Gmerto saswaulia shokshi var dzlaian magari da gansxvavebulia ❤❤❤❤

heart_eyes
ძალიან დიდი მადლობა
heart_eyes

 


№3  offline წევრი Gemini mood

Damburdzgla roca bolo xazebs vkitxulobdi..saswauli xar mariam da shens istoriebs mudam sulmoutqmelad veli da amdenxniani pauzis shemdeg es istoria ro davinaxe uzomod gamexarda vgijdebi shens istoriebze da momaval tavsac isev sulmoutqmelad velodebi ❤❤

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

Gemini mood
Damburdzgla roca bolo xazebs vkitxulobdi..saswauli xar mariam da shens istoriebs mudam sulmoutqmelad veli da amdenxniani pauzis shemdeg es istoria ro davinaxe uzomod gamexarda vgijdebi shens istoriebze da momaval tavsac isev sulmoutqmelad velodebi ❤❤

heart_eyes heart_eyes მადლობა პირველ რიგში
ჩეთვისაც ემოციური იყო ეს თავი და მიხარია თუ მოგწონთ
ვეცდები მალე დავდო შემდეგიც

 


№5 სტუმარი სტუმარი მაიკო

ისე გელოდები ხოლმე...ძალიან კარგი ისტორიაა...განსხვავებული...კიტა ძალიან მომწომს ...ანო და კიტა❤ლაზარე არ გვინდაა????

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მაიკო
ისე გელოდები ხოლმე...ძალიან კარგი ისტორიაა...განსხვავებული...კიტა ძალიან მომწომს ...ანო და კიტა❤ლაზარე არ გვინდაა????

smile smile ნუ რა ვიცი ვნახოთ
მიხარია რომ მოგწონთ
და წყვილებზე არაფერს ვიტყვი

 


№7 სტუმარი სტუმარი მერიკო

მარიამ ზე გოგო ხარ!! ჩვენს გაოცებას და წინსვლას არ წყვეტ

 


№8  offline წევრი elka popova

Момцонс далиан-- мадлоба

 


№9  offline წევრი აბაშიძე

მარიამ.

პირველ რიგში მინდა ჩემი გუშინდელი კომენტარი გავიხსენო და გითხრა რომ ანოს მიმართ დიდ "ანტიპათიით" არ ვარ განწყობილი.
ანუ არც განსაკუთრებული სიმპატიით.
ხო მგონი ასეა.
ანუ მომწონს.
რაღაცნაირად მომწონს.
მაგრამ არა საკმარისად.
მგონი მიხვდები რისი თქმაც მინდა.

დღეს სხვანაირი ანო დავინახე იცი?
აქამდეც მესმოდა მისი.
მისი სიცივის.
უბრალოდ არ მინდოდა საუბარი.

რამხელა ტკივილია მასში.
ძალიან ემოციური მომენტი იყო.
კიტას და ანოს მომენტი.
ბოლო სიტყვების დამსახურებით დავრწმუნდი რომ კიტას სიყვარული ანოა.
ანოსი?
იქნება მჯერა.
კიტა იქნება.

მაგრამ ლაზარე.
საეჭვოდ გამოჩნდა.
ძალიან საეჭვოდ.
არ ვიცი.
რა ვიფიქრო აღარ ვიცი.
მაბნევ მარიამ.

იქეთ კესო.
ჯანდაბა.
კესო.

კიტა და კესო.
ლაზარე და ანო.

არ მინდა ასე.
და მაინც მღრღნის ეჭვი.

ამ ბოლო მონაკვეთის მიუხედავად მაინც.

საბოლოო ჯამში მინდა გითხრა რომ ძაალიან კარგი თავი იყო.
ემოციურიც.

და.
შემდეგამდე მარიამ.

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მერიკო
მარიამ ზე გოგო ხარ!! ჩვენს გაოცებას და წინსვლას არ წყვეტ

heart_eyes heart_eyes flushed flushed
მიხარია ასე რომ ვფიქრობთ
მადლობა heart_eyes heart_eyes

elka popova
Момцонс далиан-- мадлоба

heart_eyes heart_eyes

აბაშიძე
მარიამ.

პირველ რიგში მინდა ჩემი გუშინდელი კომენტარი გავიხსენო და გითხრა რომ ანოს მიმართ დიდ "ანტიპათიით" არ ვარ განწყობილი.
ანუ არც განსაკუთრებული სიმპატიით.
ხო მგონი ასეა.
ანუ მომწონს.
რაღაცნაირად მომწონს.
მაგრამ არა საკმარისად.
მგონი მიხვდები რისი თქმაც მინდა.

დღეს სხვანაირი ანო დავინახე იცი?
აქამდეც მესმოდა მისი.
მისი სიცივის.
უბრალოდ არ მინდოდა საუბარი.

რამხელა ტკივილია მასში.
ძალიან ემოციური მომენტი იყო.
კიტას და ანოს მომენტი.
ბოლო სიტყვების დამსახურებით დავრწმუნდი რომ კიტას სიყვარული ანოა.
ანოსი?
იქნება მჯერა.
კიტა იქნება.

მაგრამ ლაზარე.
საეჭვოდ გამოჩნდა.
ძალიან საეჭვოდ.
არ ვიცი.
რა ვიფიქრო აღარ ვიცი.
მაბნევ მარიამ.

იქეთ კესო.
ჯანდაბა.
კესო.

კიტა და კესო.
ლაზარე და ანო.

არ მინდა ასე.
და მაინც მღრღნის ეჭვი.

ამ ბოლო მონაკვეთის მიუხედავად მაინც.

საბოლოო ჯამში მინდა გითხრა რომ ძაალიან კარგი თავი იყო.
ემოციურიც.

და.
შემდეგამდე მარიამ.


მივხვდი როგორც "მოგწონდა" ანო მეტი მინდოდა და მგონი ამ ნაწილით გარკვეულწილად შევძელით მე და ანომ
რაში დავრწმნდი ამ ისტორიით იცი? იმდენად ვართ მიჩვეულები ყველანი რომ ისტორიაში აუცილებლად უნდა იყოს რაღაც ზესასიყვარულო ისტორია ვეძებთ სულ წყვილებს და თუ ვინმე გამოჩნდეა მთავარი გმირის სიახლოევეს მაშინვე ვფიქრობთ ეს არის ის ავტორი რომელსაც შეაყავრებს თუ არა... ჩვენს ირგვლივ ცხოვრებაში იმდენი ადამიანი ტრიალებს , ვიღაც მოგვწონს ვიღაცას მოვწონვართ მაგრა იმას ხომ არ ნიშნავს რომ შეგვიყვარდება და რომანს გავაჩაღებთ
მოკლედ რისი თქმა მინდოდა ნუ იფიქრებ უეცრად გამოჩენილ გმირებზე ამდენს ისინი უბრალოდ ადამიანები არიან რომელბიც ქმნიან მთავარი გმირების ერთ ან რამდენიმე ჩვეულებრივ დღეს
heart_eyes

 


№11  offline მოდერი abezara98

სიმართლე რომ გითხრა, წარმოდგენაც კი არ მაქვს, რა შეიძლება მოხდეს შემდეგ თავში, მაგრამ გული კარგს რომ არაფერს მიგრძნობს, ცხადია cold_sweat იმედია, ამჯერადაც შევცდები და ისე არ მოხდება, როგორც უკვე დაიწყო ჩემმა გონებამ ერთი მეორეზე უარესი სცენარების წარმოდგენა. კიტა ნამდვილი მკვლელის გამოაშკარავებას აპირებს, ვიცი, მაგრამ ეს რის ფასად დაუჯდება, არც კი მინნდა წარმოვიდგინო. და საერთოდ რატომ უთხრა მოსეს დედაჩემს მიმიხედეო? ეს რა სიმართლის გამორკვევას საკუთარი სიცოცხლის ფასად აპირებს? scream არა, რაა გთხოვ, არ დაუშვა რომ მასე მოხდეს cold_sweat ისედაც ამდენი გადაიტანა, ცოდოა disappointed_relieved
ახლა ყველაზე მეტად იცი რა მაინტერესებს? ვინაა ლაზარე და რა უნდა ანოსგან? ვხვდები, რომ ისე უბრალოდ არ გამოაჩენდი ამ პერსონაჟს და მაინტერესებს, რა ამოძრავებს, რა მიზნები აქვს? დავიჯერო მხოლოდ მადლიერების გრზნობა და მამამისის ძმაკაცისშვილობა ამოძრავებდა? confused
და რატომღაც ისიც მგონია, რომ ანო საკუთარ თავს დიდხანს ვერაპატიებს, როცა ნამდვილი მკვლელის ვინაობას გაიგებს. ამ ყველაფერს კიტას რამე რომ დაემართოს, ეგეც რომ დაემატოს, ალბათ მართლა ვერ გადაიტანს. გრძნობს, იცის, რომ კიტა უდანაშაულოა და ამიტომაც ტიროდა სასაფლაოზე და არ მინდა, ისედაც მარტო'სული კიდევ უფრო მეტად დამძიმდეს, ჩაიკეტოს და არსებობა განაგრძოს cold_sweat
არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ მე მოუთმენლად გელოდები heart_eyes მართლა, აქვე კითხვა, ანო იყო ის ქალი რომელიც კიტას უყვარდა? sweat_smile

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

abezara98
სიმართლე რომ გითხრა, წარმოდგენაც კი არ მაქვს, რა შეიძლება მოხდეს შემდეგ თავში, მაგრამ გული კარგს რომ არაფერს მიგრძნობს, ცხადია cold_sweat იმედია, ამჯერადაც შევცდები და ისე არ მოხდება, როგორც უკვე დაიწყო ჩემმა გონებამ ერთი მეორეზე უარესი სცენარების წარმოდგენა. კიტა ნამდვილი მკვლელის გამოაშკარავებას აპირებს, ვიცი, მაგრამ ეს რის ფასად დაუჯდება, არც კი მინნდა წარმოვიდგინო. და საერთოდ რატომ უთხრა მოსეს დედაჩემს მიმიხედეო? ეს რა სიმართლის გამორკვევას საკუთარი სიცოცხლის ფასად აპირებს? scream არა, რაა გთხოვ, არ დაუშვა რომ მასე მოხდეს cold_sweat ისედაც ამდენი გადაიტანა, ცოდოა disappointed_relieved
ახლა ყველაზე მეტად იცი რა მაინტერესებს? ვინაა ლაზარე და რა უნდა ანოსგან? ვხვდები, რომ ისე უბრალოდ არ გამოაჩენდი ამ პერსონაჟს და მაინტერესებს, რა ამოძრავებს, რა მიზნები აქვს? დავიჯერო მხოლოდ მადლიერების გრზნობა და მამამისის ძმაკაცისშვილობა ამოძრავებდა? confused
და რატომღაც ისიც მგონია, რომ ანო საკუთარ თავს დიდხანს ვერაპატიებს, როცა ნამდვილი მკვლელის ვინაობას გაიგებს. ამ ყველაფერს კიტას რამე რომ დაემართოს, ეგეც რომ დაემატოს, ალბათ მართლა ვერ გადაიტანს. გრძნობს, იცის, რომ კიტა უდანაშაულოა და ამიტომაც ტიროდა სასაფლაოზე და არ მინდა, ისედაც მარტო'სული კიდევ უფრო მეტად დამძიმდეს, ჩაიკეტოს და არსებობა განაგრძოს cold_sweat
არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ მე მოუთმენლად გელოდები heart_eyes მართლა, აქვე კითხვა, ანო იყო ის ქალი რომელიც კიტას უყვარდა? sweat_smile


კი სევდიანი ისტორიაა და თითქოს არ გავს ჩეს სხვა ისტორიებს , მაგრამ ხალხოოო მე ვწერ მეეე მსოფლიოში ყველაზე ბანალური ისტორიების ბანალური მწერალი რომელსაც ეზიზღება ცუდი განვითარებები და გგონიატ ახლა რომ მე კიტას რამეს დავუშავებ? იმდენი ხანია არ დამიწერია ისტორია მგონი სხვა ისტორიებში მიეჩვიეთ რტულ განვითარებებს და ახლა მე რომ ერთი შეხედვით მარტივად მოვაგვარებ ყველაფერს არც მოგეწონოთ იქნებოდეს იქნება .
მომდევნო იქნება ისტორიის პირველი ნაწილის განვითარების დასასრული , დამაგვირგვინებელი თავი და შემდეგი თავები უკვე სხვა განწყობით გაგრძელდება სრულიად
მეტს არაფერს ვიტყვი ისედაც ზედმეტი ვთქვი
შენი გამოჩენა რო სულ მიხარია და სულ რომ გელი ხომ იცი?
იცი ხოდა მადლობა რომ ხარ
heart_eyes

 


№13  offline წევრი რუსკიმარუსია

კიტას და ანოს მომენტზე რომ ვიტირე ნორმალურია? cry
კესო, ლაზარე, პეტრე თუ პავლე რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება მათ ცხოვრებაში მაშინ, როცა ერთმანეთს 15 წლის წინაც ამჩნევდნენ? განა ანომ ზურგს უკან, კიტას დანახვის გარეშე არ იგრძნო კიტას მოქმედებები?
"ცხოვრება წაგართვით ... მიშოს ვუღალატე , ვერაფერი გავაკეთე . დავიჯერე რომ შენ იყავი და შეგიძულე , დაგივიწყე კიტა მე ორივეს გიღალატეთ ... მოვტყუვდი, ვერ დაგინახე , ვერ ვიგრძენი, ვერ მივხვდი" heart_eyes
ხოდა მე ამ სიტყვების და კიტას გაორმაგებული გულისცემის იმედად ვარ, რომელმაც ტკივილი უკან, წარსულში დატოვა heart_eyes
ხოდა ამ სიტყვების და ქმედების იმედიად ვიქნები, რომ მოსეს არ მოუწევს ნინა დეიდას მიხედვა და გურამს ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს განაცდევინებს, იმაზე უარესს ვიდერე მან განვლო 15 წლის წინ.
ახლა ემოციური ფონი მაქვს და თუ სათქმელი ბოლომდე ვერ ვთქვი შემდეგში ავანაზღაურებ laughing

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია
კიტას და ანოს მომენტზე რომ ვიტირე ნორმალურია? cry
კესო, ლაზარე, პეტრე თუ პავლე რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება მათ ცხოვრებაში მაშინ, როცა ერთმანეთს 15 წლის წინაც ამჩნევდნენ? განა ანომ ზურგს უკან, კიტას დანახვის გარეშე არ იგრძნო კიტას მოქმედებები?
"ცხოვრება წაგართვით ... მიშოს ვუღალატე , ვერაფერი გავაკეთე . დავიჯერე რომ შენ იყავი და შეგიძულე , დაგივიწყე კიტა მე ორივეს გიღალატეთ ... მოვტყუვდი, ვერ დაგინახე , ვერ ვიგრძენი, ვერ მივხვდი" heart_eyes
ხოდა მე ამ სიტყვების და კიტას გაორმაგებული გულისცემის იმედად ვარ, რომელმაც ტკივილი უკან, წარსულში დატოვა heart_eyes
ხოდა ამ სიტყვების და ქმედების იმედიად ვიქნები, რომ მოსეს არ მოუწევს ნინა დეიდას მიხედვა და გურამს ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს განაცდევინებს, იმაზე უარესს ვიდერე მან განვლო 15 წლის წინ.
ახლა ემოციური ფონი მაქვს და თუ სათქმელი ბოლომდე ვერ ვთქვი შემდეგში ავანაზღაურებ laughing

აი ზუსტად რა smile heart_eyes
მადლობა ჩემო კარგოოო ყოველთვის ვგრNძობ და ვხვდები მე შესნს აზრს
ხოდა მიხარიხარ
და მაინც ვერაფერს ვიტყვი იმაზე მეტს რასაც შემდეგი თავი იტყვის
ყველა სიტყვა რაც იქ იქნება ყველა მომენტი იტყვის სათქმელს და იმედი მაქვს ისე დავწერე როგორც ვგრძNობდი და ვხედავდი
პ.ს მე ვტიროდი , რომ ვწერდი საერთოდ გავითიშე და რომ გამოვფხიზლდი აღარც ვსუნთქავდი

 


№15 სტუმარი anuka

vaime vaimeee gavgijdiii ra saswauli iyoo❤️❤️❤️ vicodii anos da kitas wyvili ukbe moyvars❤️❤️❤️ orive itanjeba gansakutrebit kita, ertmanets moutanen simshvides, cxovrebis azrs micemen ertmanets da cxovrebas gauferadeben mjeraa❤️❤️ au ra magari tavi uyo ar minoda damtavrebuliyo. gtxov xvalve dade ra rac sheidzleba male, moutmenlad gelodebi❤️❤️❤️
p.s. vici lazares tyuilad ar gamoachendi da imedia anos da kitas urtiertobashi cudad ar chaekvexeba???? dzalian magari gogo xar da gelodebi

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

anuka
vaime vaimeee gavgijdiii ra saswauli iyoo❤️❤️❤️ vicodii anos da kitas wyvili ukbe moyvars❤️❤️❤️ orive itanjeba gansakutrebit kita, ertmanets moutanen simshvides, cxovrebis azrs micemen ertmanets da cxovrebas gauferadeben mjeraa❤️❤️ au ra magari tavi uyo ar minoda damtavrebuliyo. gtxov xvalve dade ra rac sheidzleba male, moutmenlad gelodebi❤️❤️❤️
p.s. vici lazares tyuilad ar gamoachendi da imedia anos da kitas urtiertobashi cudad ar chaekvexeba???? dzalian magari gogo xar da gelodebi

იქნებ ტყუილად გამოვაჩინე და არც არაფერს აპირებს ბატონი ლაზარე
რა ვიცი ვიცი?
ვეცდები მალე დავდო შემდეგი თუმცა დაზუსტებით ვერ ვიტყვი

 


№17 სტუმარი ნილდა

აი ეს ანო იყო ის ვისაც 4 თავია ვეძებ.
ეს კიტა იყო ის ვისაც 4 თავია ვეძებ და ეს თავი იყო ის რაც მაკლდა .
არ ვიცი შენ იმდენად მაგრად გადმოსცემ გრძნობებს რომ სულ ესეთ დიად სიყვარულებზე უნდა წერდე რაააა.
კესო უსაყვარლესი ადამიანია და ანოზე მეტად მომწონს .
მაგრამ ანო ზუსტად იმიტოა "ასეთი რაღაცნაირი" რომ მის სულს აკლია თავისუფლება .
ჰოდა იქნებ კიტამ ის თავისუფლება აჩუქოს ზუსტად და დაგვანახოს გრძნობებიანი, მოსიყვარულე, ვნებიანი ანო რომელსაც ეს ყველაფერი გადანახული და დავიწყებული აქვს .
უმაგრესი თავი იყოოო და არ ვიცი მინდა გითხრა რომ მიყვარხარ

 


№18  offline მოდერი sameone crazy girl

ნილდა
აი ეს ანო იყო ის ვისაც 4 თავია ვეძებ.
ეს კიტა იყო ის ვისაც 4 თავია ვეძებ და ეს თავი იყო ის რაც მაკლდა .
არ ვიცი შენ იმდენად მაგრად გადმოსცემ გრძნობებს რომ სულ ესეთ დიად სიყვარულებზე უნდა წერდე რაააა.
კესო უსაყვარლესი ადამიანია და ანოზე მეტად მომწონს .
მაგრამ ანო ზუსტად იმიტოა "ასეთი რაღაცნაირი" რომ მის სულს აკლია თავისუფლება .
ჰოდა იქნებ კიტამ ის თავისუფლება აჩუქოს ზუსტად და დაგვანახოს გრძნობებიანი, მოსიყვარულე, ვნებიანი ანო რომელსაც ეს ყველაფერი გადანახული და დავიწყებული აქვს .
უმაგრესი თავი იყოოო და არ ვიცი მინდა გითხრა რომ მიყვარხარ

ჯერ კიდევ წინაა ყველაფერი
თავიდანვე ასეთი ხომ ვერ იქნებოდა
მოკლედ ანოს მსგავსო ქალები არასდროსაა მოწონების პიკზე და კესარიების მსგავსები უფრო აქტუალურები არიან მუდამ მაგრამ ეგ ბერვს არაფერს ნიშნავს
ძალიან მინდა რომ მოგეწონოთ და საბოლოოდ დაგამახსოვრდეთ ეს ისტორია
❣❣❤❤❤❤

 


№19 სტუმარი სტუმარი ლიკა

ბოლო აბზაცი იყო ემოციების ზღვა.
ანუუ))) არ მიკვირს , შენ ხომ ჩვენი საოცარი მარიამი ხარ :* :*

 


№20  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ლიკა
ბოლო აბზაცი იყო ემოციების ზღვა.
ანუუ))) არ მიკვირს , შენ ხომ ჩვენი საოცარი მარიამი ხარ :* :*

ხო ჩემთვისაც ძალიან ემოციური იყო და მიხარია თქვენამდე რომ მოვიდა ეს გრძნობა
❤❣❤❤❤❤

 


№21  offline აქტიური მკითხველი La-Na

მარიააამ მე ყველაზე მეტად მოსესთან საუბარმა დამაფიქრა ამ თავში იცი? როგორ მეშინია იცი რომ ბოლოს და ბოლოს კიტას მოთმინების ფიალა არ აევსოს.ვიცი ისეთ გამოსავალს იპოვი ყველას რომ გაგვიხარდება.გელოდები
--------------------
ლანა

 


№22  offline მოდერი sameone crazy girl

La-Na
მარიააამ მე ყველაზე მეტად მოსესთან საუბარმა დამაფიქრა ამ თავში იცი? როგორ მეშინია იცი რომ ბოლოს და ბოლოს კიტას მოთმინების ფიალა არ აევსოს.ვიცი ისეთ გამოსავალს იპოვი ყველას რომ გაგვიხარდება.გელოდები

მშვიდად იყავით ცუდს არაფერს დავმართებ მე კიტას
ისიც შეიკავებს თავს ვიცი მე , ჩემი ჭკვიანი ბიჭია ეგ
heart_eyes heart_eyes

 


№23  offline წევრი იზუკა

დილით დავიწყე კითხვა და ეს თავიც ახლა ჩავამთავრე..სასწაულად კარგი და ემოციურია,კიტას ვგრძნობ მთელი არსებით,მისი ტკივილი მტკივა და მისი დარდი მადარდებს. ძალიან მაგრა წერ,ბევრი წამიკითხავს შენი ნაწერები და ყოველ ჯერზე გაოცებული ვრჩები. ველოდები შემდეგ თავს ისე როგორც არასდროს არაფერს დავლოდებივარ... ძალიან მაგარი ხარ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ????

 


№24  offline მოდერი sameone crazy girl

იზუკა
დილით დავიწყე კითხვა და ეს თავიც ახლა ჩავამთავრე..სასწაულად კარგი და ემოციურია,კიტას ვგრძნობ მთელი არსებით,მისი ტკივილი მტკივა და მისი დარდი მადარდებს. ძალიან მაგრა წერ,ბევრი წამიკითხავს შენი ნაწერები და ყოველ ჯერზე გაოცებული ვრჩები. ველოდები შემდეგ თავს ისე როგორც არასდროს არაფერს დავლოდებივარ... ძალიან მაგარი ხარ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ????

უღრმესი მადლობა
ძალიან მახარებს რომ მოგწონთ
ვევდები ხვალ დავდო და ვფიქრობ მოგეწონებათ მეცუთე თავი თუ ისე გადმოვეცი როგორც მინდოდა
❤❤❤❤❤❤

 


№25  offline წევრი whidout name

ჩემი უხასიათობის გამო აქამდე ვერ მოვახერხე წაკითხვა მაგრამ ძალიან ვნანობ არაჩვეულებრი ვი ისტორიაა არაჩვეულებრივი გმირებით ძალიან მიხარია რომ ანომ როგორ იქნა სიმართლე აღიარა რომლის დაჯერებაც ნამდვილად არ უნდოდა დანაშაულის გრძნობის გამო ღალატის გამო რომელიც კიტასაც და მიშოსაც ერთნაირად ეხებოდა ტყუილი დადანაშაულების გამო მაგრამ ნაინც ძალიან სასიამოვნოა რომ ანომ სიმართლეს დაინახა და შეძლო თვალი გაესწორებინა მისთვის.
კიტა მენაბდე ადამიანი ჩემთვის ამოუცნობი გრძნობებით და ამოუცნობი პიროვნებით,ადამიანია რომელიც სამყაროს სულ სხვანაირად ხედავს და გაიძულებს შენც სულ სხვანაირად დაინახო ყველაფერი კიტასეული თვალით.მგონი ყველაზე განსხვავებული ისტორიაა თქვენს ისტორიებს შორის მაგრამ რაღაც აქვს ძველ ისტორიებთან კავშირი,ნუ ეს ჩემი აზრია შესაძლოა.საბოლოო ჯამში არაჩვეულებრივი ისტორიაა მუქი ფერებით სავსე წყვილებით რომლებსაც დიდი იმედი მაქვს გააფერადებენ❤❤

 


№26  offline მოდერი sameone crazy girl

whidout name
ჩემი უხასიათობის გამო აქამდე ვერ მოვახერხე წაკითხვა მაგრამ ძალიან ვნანობ არაჩვეულებრი ვი ისტორიაა არაჩვეულებრივი გმირებით ძალიან მიხარია რომ ანომ როგორ იქნა სიმართლე აღიარა რომლის დაჯერებაც ნამდვილად არ უნდოდა დანაშაულის გრძნობის გამო ღალატის გამო რომელიც კიტასაც და მიშოსაც ერთნაირად ეხებოდა ტყუილი დადანაშაულების გამო მაგრამ ნაინც ძალიან სასიამოვნოა რომ ანომ სიმართლეს დაინახა და შეძლო თვალი გაესწორებინა მისთვის.
კიტა მენაბდე ადამიანი ჩემთვის ამოუცნობი გრძნობებით და ამოუცნობი პიროვნებით,ადამიანია რომელიც სამყაროს სულ სხვანაირად ხედავს და გაიძულებს შენც სულ სხვანაირად დაინახო ყველაფერი კიტასეული თვალით.მგონი ყველაზე განსხვავებული ისტორიაა თქვენს ისტორიებს შორის მაგრამ რაღაც აქვს ძველ ისტორიებთან კავშირი,ნუ ეს ჩემი აზრია შესაძლოა.საბოლოო ჯამში არაჩვეულებრივი ისტორიაა მუქი ფერებით სავსე წყვილებით რომლებსაც დიდი იმედი მაქვს გააფერადებენ❤❤

მიხარია რომ წაიკითხეთ მეხუთეც დავდე უკვე და იმედი მაქვს მასაც წაიკითხავთ და მოგეწონებათ
heart_eyes heart_eyes

 


№27  offline აქტიური მკითხველი terooo

თუ შენი გული ისევ გაორმაგებულად ძგერს მისი დანახვისას, თუ ისევ შეგიძლია გიყვარდეს , გიყვარდეს გამეტებით მაშინ წარსულსაც აქცევ ზურგს , დახურავ სიბნელის კარს და შექმნი ფერებს მომავლისთვის, მისთვის და შენთვის...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent