შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიქეცი! (თავი 9)


18-11-2019, 00:43
ავტორი n-strovet
ნანახია 9 746

სახეზე მზის სხივები ნაზად მეთამაშება, მეც ნაზად ვიღიმი და თავს მარჯვნივ ვწერ მთელს სახეზე, რომ ვიგრძნო ოქროსფერი დისკოს, ნაზი,პატარა სხივები. თვალების გახელა უკანასკნელია, რაც ახლა მინდა, მაგრამ ოთახის მომსახურეობა მოვიდა. მეც თეთრი გადასაფარებელი მოვიცილე. წამოვდექი და შავი პენუარის სამარა გავაღე კარები. ახალგაზრდა ბიჭი იყო ერთი ამათვალიერა. შემდეგ თავი გააქნია და მისაღებში შევიდა, საჭმელი დატოვა, მეც კულტურულად გავუღიმე და მადლობა მოვუხარე “merci” და კარებიცხვირწინ მივუჯახუნე.
თეთრი შიფონის ფარდა გადავწია და აივანზე გავედი, რომლიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა. ეიფელის კოშკის ზუსტად წვეროსთან მზე კაშკაშებდა და მთალ პარის გადაჰყურებდა თავს. “Oh mon Dieu, quelle beauté” ღრმად შევისუნთქე ჰაერი და იქვე მობრწნილ კალათაში ჩავჯექი. რამდენიმე წუთი ვიყავი ასე, მანამ ჩემს წინ იოანე არ გაჩნდა. იოანე ჩემ “უფროსია”, ის მაწვდის საქმეებს და მიშვებს სათანადო ადგილას, ხშირ შემთხვევაში პარტნიორობასც მიწევს. მატყობინებს თუ რა მჭირდება და ა.შ
-გაემზადე-მხოლოდ ეს მითხრა ზურგი შემაქცია. მეც ავდექი, სააბაზანოში სწყალი გადავივლე, თმები გავიშრე, დაახლოებით ორმოც წუთში მზად ვიყავი. იოანე კიდევ ისევ ისე იდგა თითქოს დეკორატიული ნივთი იყო. თმები მაღლა ავიწიე და გვერდით ამოვუდექი.-ლამაზია არა?
-ზღაპარი-განაბულმა წამოვთქვი და მის შავ თვალებს, რომელიც საშინლად ცივი იყო დავაჩერდი-რატომ მოხვედი, მე ხომ უნდა დამესვენა საღამომდე?
-ასეც ხდება….საქმე გვაქვს თუ გაემზადე წავიდეთ-სადილი ვინღას ახსოვდა უკან გავყევი სასტუმროდან გამოვედით და პარიზის წუჩის გზას ნელა გავუყევით. არც ერთი მათგანი არ ვსაუბრობთ, ისე ვიქცევით თითქოს უცხოები ვართ, არადა თითქმის ორი წელია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ. იმასაც ვხვდებოდი, რომ რაღც ისეთი ჰქონდა სათქმელი, რომელიც დიდი ალბათობით არ მესიამოვნებოდა და ამის გამო დროს წელავდა. არ ვიცი მეც რატომ არაფერს არ ვეუბნებოდი, იქნებ მეც არ მინდოდა რაიმეს მოსმენა ახალი მისია სხვის გონებაში დაძვრომა და ტკივილის ხელთავიდან განცდა იმის მიუხედავად, რომ მილიონჯერ მაქვს ეს გაკეთებული, ტკივილი მაინც მიუჩვეველია მეტიც უფრო მწვდავდება თანდათან.
საკმაოდ დიდი ხანი გავიდა, რაც სასტუმროდან წამოვედი, მაგრამ იოანე კვლავ დუმს და დროს აჭიანურებს. უკვე ნერვი მიტოკავს და ყველაფერს ცუდს ვფიქრობ, ისიც ამჩნევს ჩემს აღელვებას და სვლა შეანელა.
-საქართველოში უნდა დაბრუნდე...დავბრუნდეთ...არჩევნები მოდის ახალი პარტია გამოჩნდა “სულისკვეთება” მათ ისეთი მიზნები აქვს, რომელიც ხალხში ინტერეს იწვევს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან საშიში ხალხია და მათი დაპირება თუ მიზნები სრული სიყალბეა. მათ ერთი მთავარი პირი აფინასებს და იცავს უნდა გაარკვიო ვინ არის ის ადამიანი და სათანადო ზომები მივიღოთ. უფრო დაზუსტებით კომპანიაში ვისაუბროთ თათბირზე მოწვეული ხარ.
-დრო გავიდა...თითქმის ორი წელი და ახლა გინდათ საქართველოში დავბრუნდე-აღვშფოთდი.
-სხვა გზა არ გაქვს…
მართალი იყო, იოანე იმის გამმო, რომ გალიაში არ ჩამკეტონ დიდი საფასურის გადახდა მიწევს. მე რა მინდოდა მათვის სხვა ხარისხოვანი იყო. მთავარია მათ რა სურთ როდესაც წინააღმდეგობის გაწევა მინდოდა ყოველთვის იოანე მაკავებდა და მარემუნებდა, რომ ეს მხოლოდ ჩემთვის იქნებოდა საზიანო. გარეთ მივირთვით საჭმელი იოანემ მაღაზიებში სიარული და შოპინგი შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი და საღამოს ვახშამი მოვიმიზეზე.
საღამოს მართლაც მივდიოდით წვეულებაზე, ესეც მომდევნო დავალება იყო, რომელიც უნდა შეგვესრულებინა. დაახლოებით შვიდი იყო დაწყებული მომზადება, რომ დავიწყე. ამჯერად ჩემით ვაპირებდი თმისა და მაკიაჟის გაკეთებას. თმის უთო ავიღე და კულილები გავიკეთე, მარცხენა მხარეს ჩამოვიყარე. მაკიაჟის კეთებას შევუდექი დინჯად და აუჩქარებლად ვისმევდი ტონალურს. სახეში ჩემი თავი შევათვალიერე და შემდეგ თვალის ჩრდილების კეთება დავიწყე. გადავწყვიტე მკვეთრი მაკიაჟი გამაკეთებინა, წამწამები დავიწეპე ,შემდეგ კი ტუჩებს მივადექი სისყლისფერი მატე პომადა წავისვი , ჰაილაითერიც დავუმატე, შემდეგ დავიფიქსირე ჩემი მაკიაჟი და შევათვალიერე ჩემი თავი. “ჰმ...ნამდვილად ნიჭიერი მოსწავლე ვარ!” გავიფიქრე და ტელეფონში ინსტაგრამის გვერდი ჩავკეცე. კაბა გადმოვიღე და ჩავიცვი. წიტელი მომდგარი კაბა იყო მუხლს ზემოთ, ჩახსნილი უკან ამოღბული და მხოლოთ ობბობას ქსელებივით გამბული თასმები ფარავდა ჩემს ზურგს. კუდი კი თითქმის ორი მეტრი იყო. მაღლები ჩავიცვი ხელში ტკლაჩი დავიჭირე და უკვე ერთიანად შევათვალიერე საკუთარი თავი. ამასობაში იოანეც მოვიდა, როგორც ყოველთვის დაუკითხავად შემოვიდა ჩემს ნომერში და ოთახშიც შემოიჭვრიტა.
საკმაოდ სიმპატიურად გამოიყურებოდა, შვ სმოკინგში გამოწყოფილი უტეხად მიყურებდა ბოლოს თვი გააქნია და მითხრა:
-არაჩვეულებრივად გამოიყურები!
-მადლობა, შენც კარგად გამოიყურები-გავუცინე ტელეფონს დავავლე ხელი და წინ გავიჭრი.
-გასაოცრად-გვერდით ამომიდგა
-გავიგე..ხომ მითხარი უკვე-კვლავ, გავუცინე
-მე გითხარი არაჩვეულებრივად-მეთქი, ახლა გეუბნები, რომ გასაოცრად გამოიყურები-მის სიტყვებზე გამეცინა. სასტუმროდან გამოვედით და ჩემს წინ წითელი ფერარი ეყენა-შენ კაბის ფერ მოუხდება-ყურთან ახლოს ჩამჩურჩულა
-საიდან იცოდი?-გაოგნებული შევხედე.
-ვიცოდი-მოკლედ მომიჭრა და კარები გამიღო-გთხოვთ-მეც, რა თქმა უნდა, თავაწეული წავედი და მისი ხელის დახმარებით, ამ ზღაპრულ მანქანაში მოვთავსდი.
რესტორანში მივედით და უზარმაზარ დარბაზში შეგვიყვანეს, საკმაოდ თბილი გარემოს შთაბეჭდილებას დაგიტოვებდათ. მთელი დარბაზი მუქ წითელ და ოქროსფერ ფერებში იყო გაწყობილი. უამრავი ადამიანს მოეყარა თავი ,მთავარი კი შეიხები იყო, რომელიც სამეფო სუფრაზე ისხდნენ და თვალს ადევნებდნენ მათ წინ გამართულ საღამოს.
-შუაში, რომ მამაკაცი ზის ხომ ხედავ გრძელი წვერითა და ხელში ჯოხით-უსიტყვოთ დავუქნიე თავი-ეგ არის ჩვენი სამიზნე.
ცოტახა ხანი შამპანიურის ჭიქით დავსეირნობდი დარბაზში და ყველას ვათვალიერებდი ჩემი ყურადღება არა, მაგრამ მე მივიქციე ერთ-ერთი შეიხის შვილის, როგორც ისინი იტყოდნენ “უფლისწულის” ყურადღება. იმდროიდან, რაც დარვაზში შემოვედი თვალს არ მწყვეტდა. აივანზე გავედი და ოქროსფრად ანთებულ პარიზს გადავხედე.
-მიკვირს, როგორ იტევს ან უძლებს პარიზი ასეთ მშვენიერ ქალბატონებს?-ფრანდულად მომმართა და გვერდით დამიდგა-გამარჯობათ...დიდი ხანია თვალს გადევნებთ..მე მუჰაჯირი ვარ-ხელი გამომიწოდა მეც ზრდილობის მიზნით ხელი ჩამოვართვი და გავუღიმე.
-თქვენ თვლით, რომ პარიზში უამრავი ლამააზი ქალბატონი დადის?
-დიახ...ნამდვილად არ მეგონა ასეთ სიმშვენიერეს თუ ვნახავდი..ლამაზო ქალბატონო თქვენ სახელს არ მაჩუქებთ?
-”ლამაზი ქალბატონი” მომწონს...ჩემს სახელზე მეტად
-გასაგებია-ჩაიცინა-სიმართლე გითხრათ არ მეგონა, ფრანგებს ასეთი ქალბატონები თუ ჰყავდათ..მე პირიქით მეგონა, რადგან ვიცოდი, რომ ფრანგები სილამაზით არ გამოირჩევნიან….შევცდი მომიტევეთ
-მოსატევებელი არაფერია...არ ვარ ფრანგი-გავიღიმე ჩემზე დაახლოებით სამი წლით უფროს ბიჭს და შამპანიური მოვწრუპე-ქართვეველი ვარ!
-არ მსმენია...მაგრამ თქვენი ქვეყნის მამაკაცებმა ნამდვილად უნდა იამაყოს თქვენნაირი ქალბატონები თუ ჰყავთ.
-გასაოცარია...ამდენი კოპლიმენტი ხუთ წუთში არავის უთქვამს ჩემთვის
-ალბათ, ხუმრობთ თქვენ, რომ გიყურებთ უბრალოდ სხვა რაზე უნდა ისაუბროს კაცმა თუ არა თქვენს სილამაზეზე?
რამდენიმე წუთი გავჩერდი და ვესაუბრე, შემდეგ ვუთხარი, რომ ჩემს მეგობართან უნდა დავბრუნებულიყავი და გამოვეცალე.
იოანესთან მივედი მანაც მანიშნა, რომ გეგმის განხორციელების დრო იყო ,ამიტომ უჩინრად გავეცცალე დარბაზში მყოფ ხალხს. იომ შეამოწმა ვინმე თუ იყო მამაკცების საპირფარეშოშ, როდესაც დაწმუნდა, რომ ცარიელი იყო საპირფარეშო ეგრევე შემიყვანა და ერთ-ერთ კაბინაში ჩავიკეთეთ. ამას კი ჩემი გაოგნება მოყვა. “მათთან მარტოს ვერ დაგტოვებ” ჩამიჩურჩულა და კაბინის კედელზეამაკრო “მოდიან!..იცოდე, თუ რამე ისე არ იყო….თქვი გასაგებია?” უხმოდ დავუქნიე თავი. საპირფარეშოში შემოვიდა ორი მამაკაცი მეც მთელი ძალით დავძაბე გონება და ბატონი შეიხის გონებაში შევძვერი, იოანემ კალამი და წიგნაკი ხელებში შემომაჩეჩა და მეც დავიწყე გონებაში ხელების ფათური და თან დაწერა. ვხდებოდი, რომ ჩემი სხეული ნელ-ნელა სუსტდებოდა. მინდოდა, რომ ეს უბრალოდ დამესრულებინა, ახლავე, მაგრამ იმდენად დიდი ინფორმაციას ფლობდა ეს კაცი და ასე უცებ შეუძლებელი იყო. იმდენად ჩქარა ვწერდი ყველაფერს დაახლოებით ერთ წუთში ორი ფურცელი გავავსე...უბრალოდ ვგრძნობდი ამ ყველაფერს, ხედვით კი ვერაფერს ვხედავდბდი. თავი მაღლა მქონდა აწეული, როდესაც ვიგრძენი ცხვირიდან, როგორ გადმოვიდა თხელი სითხე, ტუჩებისაკენ წავიდა და შემდეგ კისერზე გაიკვალა გზა. იოანეს ხელის მოჭერასსაც ვგრძნობდი, მაგრამ მმის სიტყვებს ვერა. საბოლოოთ დავასრულე, როგორც იქნა და გაფითრებულ იოანეს შევხედე. უნდა ეკითხ კარგად ხარო, როდესაც ისევ გამექცა ჩემი ფიქრები. ამჯერად მეორე ამოუცნობ “ელემენტზე”.
იქ, რაც ამოვიკითხე უბრლოთ შოკისმომგვრელი იყო, კიდევ, მოვიძიებდი ინფორმაციას, რომ არ წასულიყვნენ, მაშინ კი იოანემ იმოქმედა კაბინა გააღო და ონკანთან მიმიყვანა თავისი ხელით ჩამომბანა სახეზე არსებული სისხლი და დამფრთხალი მზერით შემეკითხა.
-კარგად ხარ?
-ტერაქტი….აფეთქება..აქ იო ახლა-გამოვერკვიე და ტირილით ვცდილობდი მისთვის რაიმე ამეხსნა.
-გამაგებინე...რაზე საუბრობ?
-იმ კაცმა…
-შეიხმა?
-არა!-თავი გავაქნიე-მეორემ..მისი ფიქრები წავიკითხე, მუჰაჯირის მოკვლა სურთ... ტახტის ერთადერთი მემკვიდრის.
-აქ დამელოდე-მკაცრად გამაფრთხილა და სწრაფად გავიდა. მე კიდევ აზრზე მოსვლას ვცდილობდი, აქ დაახლოებით სამასი კაცი მაინც არის, ისეც სტუმრები დაცვასა და მომსახურეპერსონალს აღარ ვთვლივ და მათი სიცოცხლე ჩემზეა დამოკიდებული...მე ვარ მათი იმედი. დაახლოებით თხუთმეტ წუთში დაბრუნდა უკან იოანე და დამაკვირდა.
-სიარული შეგიძლია?
-უკვე ეკეთ ვარ, ბევრად!. სად იყავი?
-პატარა საქმე მოვაგვარე...შეგვიძია წავიდეთ-ხელი ჩამკიდა და საპირფარეშოდან გამიყვანა.
-სად მივდივართ?
-ჩემს სახლში-მოკლედ მომიჭრა
-კი მაგრამ...მე ხომ გითხარი, რაც მოხდება აქ?...აქ რამდენი უდანაშულო ადამიანი წარმოდგენა გაქვს?-ძლივს გავრბოდი მაღლებზე და თან ვექაჩემოდი, რომ გაჩერებულიყო. რესტორნის გარეთ გავედით და დავინახე გელენვაგენში მჯდარი მუჰაჯირი, რომელიც უამრავი დაცვით მიდიოდა-რა ხდება?
-ყველაფერი გაიგო და გადამალეს.
-ანუ მშვიდად ჩაივლის ყველაფერი-ამოვისუნთქე და ორივე ხელი თავზე გადავისევი.
-უნდა ვიჩქაროთ
-რატომ? აქ ხო სშიში არაფერია…
-რამდენიმე წუთში ეს შენობა ჰაერში აიწევა და თუ არ გინდა მათ შორის შენც მოხვდე უბრალოდ გაინძერი, ცოტა ილაპარაკე და წამომყევი-გამწარებული ნელ-ნელა მიახლოვდებოდა-ხომ ხედავ, რომ კონტროლს ვკარგავ.
-რას ნიშნავს ჰაერში აიწევა...შენ რა….როგორ შეგიძია, იქ ხო იმდენი უდანაშაულო ხალია? არა! უნდა გავაფრთხილო ყველა-თავი გავაქნიე და რესტორნისაკენ გავიქეცი, მაგრამ იოანემ დამაკავა.
-შეწყვიტე...შენ მათ ვერ უშველი
-არ გააკეთო ეგ...ნუ მაკავებ ..გთხოვ!-უკვე ხმასაც ვერ ვიმორჩილებდი-ნუ დამედებინებ ამდენი ადამიანის ცოდვას...იოანე!
-მშვიდად...შენ მათ ვერ უშველი-თავზე ხელი გადამისვა და მანქანისაკენ წამიყვანა
-არა! არა! არა!-კვლავ გავუძლიანდი და დარბაზში შესვლას ვლამობდი, თუმცა იოანე ჩემზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. მანქანაში, როგორ ჩამტენა და კარები დამიკეტა აზზედაც ვერ მოვედი. ვყვიროდი, საქარე მინას ხელს ვურტყამდი, მაგრამ უშედეგოდ. ათასჯერ მაინც შევეხვეწე, რომ გაეჩრებინა, დრო კიდევ გვქონდა, თუმცა ურეაქციოდ მიშტერებოდა გზას და სიტყვაც არ დაუძრავს. იმის მიუხედავად, რომ ქალაქს გამოვცდით აფეთების ხმა ჩამამდე მოაღწია და გული შემეკუმშა..სუნთქვა აღარ შემეძლო ყველაფერი დაიბურა და გაშავდა თითქოს ვიღაც მგუდავდა, რომ მოვეკალი. იოანემ შეამჩნია ეს, სწრაფად გააჩერდა მანქანა, კარების საკეთი გააღო და დაფეთეფული შემომხედა. არ მივაქციე მას ყურადღბა სასწრაფოდ გადავედი მანქანიდან რამდენიმე ნაბიჯი გავირბინე და ძირს დავეცი. ბალახს ხელი მოვუჭირე და თავი დავხარე ღრმად სუნთქვა დავიწყე..არ მშველოდა, ჩემმა გულმა შვება ვერ მოიპოვა, კვლავ, საშინლად მტკიოდა. იიოანე წყლით ხელში მომიახლოვდა ფოთლი ტუჩებზე დამადო და მითხრა დალიეო. მეც სწრაფად დავლიე წყალი თითქმის ნახევარი ბოთლი დავცალე, ცოტა შვება ვიგრძენი, გამოვერკვიე და ტირილი ამივარდა.
-დაწყნარდი-მთელი ძლით მომხვია ხელები-ჩვენ უძლურნი ვიყავით!
-მე ისინი მოვკალი...იო მათ ჩემი იმედი ჰქონდათ-ხმამაღლა ავტირდი და იოანეს ჩავეკარი თითქოს მასში ვეძებდი შველას, თუმცა უშედეგოდ…
-უდანაშაულო ხარ...ნისა შენ ვერაფერს შეცვლიდი.
-მტკივა...ჩემს ხელებზე მათი სისხლია...რამდენი ადამიანი გამწარდა…
თითქმის ერთი საათი ვტიროდი სანამ გონება არ დავკარგე. როდესაც თვალები გავახილე საწოლში ვიწექი. ნელა წამოვიწიე და გამახსენდა ყველაფერი, რაც გუშინ საღამოს ჩემს თავს დაატყდა. საწოლიდან წამოვდექი და ფეხშიშველი გავუყევი გზას. მისაღებში გავედი იოანე ტელევიზორში ახალ ამბებს უყურებდა..შოკში მყოფი ჟურნალისტი აშუქებდა ნანგრევებად ქცეულ შენობას, ზუსტად არ იცოდნენ რამდენი ადამიანი იყო გარდაცვლილი და დაშავებული...ერთ-ერთ მოქალაქეს ინტერვიუ ჩამოართვეს და აღმოჩნდა, რომ იქ მისი ფეხმძიმე შვილი მუშაობდა და დაიმედებული ელოდა, როდის ეტყოდა დამხმარე ეკიპაჟი, რომ მისი შვილი კარგად იყო.
იანემ ტელევიზორი გამორთო და ჩემსკენ შემობრუნდა.
-დიდი ხანია აქ ხარ?
-ფეხმძიმეო….-ხმაწართმეული ამოვიპუტპუტე-მე უმანკო არსება მოვკალი-ამოვიტირე და იქვე ჩავიკეცე.
-ამის დედაც… მეხუმრები? უკვე მერამდენედ უნდა გითხრა, რომ შენი ბრალი არ არის?
-აბა ვისი ბრალია? ვინ იცოდა ამის შესახებ და არ გააკეთა არაფერი?-ფეხზე ჭამოვიჭრი და მუშტები დავსცხე მკედზე
-კარგი…-მომიხილა-შენი ბრალია...ხო, მართალი ხარ, შენი ბრალია! რადგან ისინი არ გადაარჩინე...მერე რა, რომ ამით შენ მოკვდებოდი, მთავარი იმ მომენტში ის უდანაშაულო ხალხი იყო და დიახ, შენს ხელებს მათი სისხლი არასდროს მოგცილდება...ამის მოსმენა გინდოდა? რა შეიცვალა ამით! უფრი დაწყნარდი, გულზე მოგეშვა, თუ რა შეიცვალა. შენ თუ თავს დაიდანაშაულებ ამათ სიკვდილში ეგრე თუ არის მეც მიმიძღვის წვლილი, რომ არაფერუ გავაკეთ...რა გავაკეთე, ნისა? შეიხი და მისი ძმისშვილი გადავარჩინე სიკვდილს და შენ გგონია ამით დავიმშვიდე სინდისი? ცდები! დაუკვირდი რა მოხდებოდა, თუ შენ შეხვიდოდი და გამოაცხადებდი, რომ იქაურობა ჰაერში აიწეოდა...ხალხი დაპანიკდებოდა, ერთანეც გადათელავდნენ და ყველაფერს იზამდნენ, რომ მხოლოდ ის გადარჩენილიყო. ასობით ადამიანში...ყველას თვითგადარჩენის ინსტიქტი ჩერთვებოდა, შენ საუბარს ვინ მოუსმენდა? ნუთუ ვერ ხვდები, როგორც კი ამას საჯაროდ გამოაცხადებდი წამშივე აიწეოდა იქაურობა ჰაერში. ასე თუ არ მოხდებოდა დაპანიკებული ხალხი მაინც იმ დრომდე ვერ გავიდოდა გარეთ, რომ ბომბი არ გააქტიურებულიყო….რა შეიცვალა ნისა იმის გარდა, რომ, თუ შენ ამას გამოაცხდებდი, შენც მათთან ერთად მოკვდებოდი? ამიტომ მორჩი საკუთარი თავის დადანაშაულებას. არის ისეთი სიტუაციები, რომლებსაც ვერ შევცვლით ეს არის ცხოვრებ, ნისა რაღცაზე უარის თქმა გიწევს, ვიღცაზე გულის ტკენა, ტირი იტანჯები, იწვი, მაგრამ საბოლოოთ მაინც იცინი.
-ამით, როგორ უნდა ვიცხოვრო?
-ყველაფერი გაივლის-სამზარეულოდან ჭიქით წყალი მომიტანა და მომაწოდა. მეც სულმოუთქმელად დავლიე და დივანზე დავჯექი. რამოდენიმე დღე ასე ვიყავი წესიერად ვერ ვჭამდი და ძილიც არ მეკარებოდა. იოანე ჩემთან იყო ხოლმე და ვსაუბრობდით უამრავ თემაზე. როდესაც მის გვერდით ვიყავი, რატომღც არაფრიდან გამახსენდა სებე….ორი წელი გავიდა, რაც ის აღარ მინახავს და ამ ორიწლის განმავლობაში პირველად გამიჩნდა სურვილი, რომ ახლოს მყოლოდა….რაცარუნდა მეუარა ფექტი ფატი იყო….სარას მონათხრობმამ სებეს მექალთანეობის შესახებ სრულიად გამანადგურა...მან ჩაკლა ყველანაირი სხივი და დამიტოვა, შავი და ცივი, დაცარიელებული გული...ისევე, როგორც მას აქვს. იოანეს ვთხოვე, რომ ჩამხუტებოდა მთელი ძალით მანაც უარი არ მითხრა და რაც ძალა ქონდა მიმიკრა მკერძე.
თითქმის ორი კვირა გავიდა იმ ამბიდან უფროსობასაც შევხვდი ჩემი პროტესტი განვაცხადე და დავემუქრე, რომ შემდეგ ჯერზე ისე ვიმოქმედებდი, როგორც თავად გადავწყვეტდი. მათ ხოლოდ ის მითხრეს, რომ მათვის არ უნდა მომეთხოვა პასუხი, ისინი შეიხებისა და ჩვენი სიცოცხლის უსაფრთხოებაზე ზრუნდავდნენ, მხოლოდ.
ჩემი მთავარი საზრუნავი საქართველო გახდა...უკან უნდა დავბრუნებულიყავი და იმის შიშით უნდა გავჩერებულიყავი რამოდენიმე კვირა, რომ არავინ შემხვედროდა, ისეთი ვისაც ვიცნობდი.
როდესაც ქართულ მიწას შევეხე მაშინ მივხვდი თუ რამდენად მაკლდა ჩემი ქვეყანა. ის არასრულფასოვანი სუნთქვა და შეგრძნება წამში შემივსო მან. ყველაფერი იმაზე ლამაზად მეჩვენებოდა, ვიდრე დავტოვე. გამიჩნდა გრძნობა, რომ სახლში ვარ ყველაზე დაცულად ახლა ვიგრძენი თავი.
სამი დღის შემდეგ გადავწყვიტე გარეთ გასვლა, სპორტულებბი ამოვიცვი, კეპი დავიხურე და გზას გავუყევი. ვერც კი მივხვდი, ისე ავღმოჩნდი სამშობიარო კლინიკის წინ. გამეცინა, ჩემი ჩაფიქრებული სიარულის გამო რამდენად შორს და რამდენად სულელურ ადგილას წამოვესულვარ. გზის გადაჭრა მინდოდა, რომ მეორე მხრიდან უკან დავბრუნებულიყავი. ველოდებოდი შუქნიშანი როდის გაამწვანედბდა წვეითთა გადასასვლელს.
სრულიად შემთხვევით კლინიკის შესასვლელისაკენ გავიხედე და ჩემი თვალები ანასას წააწყდა. ნელ-ნელა ქვემოთ ჩავედი და დავინახე გამობერილი მუცელი, თვალები გამიფართოვდა და ამიცრემლიანდა. ანამ კანკალით ხელი მუცლისაკენ წაიღო, ჩემდა ბედად ქეწითთა გადასასვლელი მწვანეთ აინთო, მანქანები გაჩრდნენ ჩემს წინ დიდი ავტობუსი გაჩერდა ამიტომ დრო ვიხელთე და დავიმალე იქვე კორპურს მოვეფარე. შევხედე, როგორ გაფაციცებით მეძებდა, როდესაც მანქანებმა მოძრაობა დაიწყეს, მის უკან კი ვიღც ბიჭი დადგა ნაზად შეეხო და ანიშნა, რომ წასულიყვენ. ისიც გამოერკვა და მას გაყვა. სახლში დავბრუნდი კარები დავკეტე და იქვე ჩვიკეცე. გულში ტკივილი ვიგრძენი, ეს მონატრება იყო გავაცნობიერე, რომ ანა საშინლად მენატრებოდა, ის იმაზე ბევრს ნიშნავდა ვიდრე წარმომედგინა.
.............
ღმერთო ჩემო!!! ძლივს...მოვახერხე დავწერე და თან დავდე...მთელი გულით გთხოვთ პატიებას მეგობრებო, უბრალოდ არანომანული გრაფიქი მქონდა ეს რამოდენიმე კვირა და ვეღარ მოვახერხე დაწერაც და დადებაც...იმედია ისიამოვნებთ და ველი შეფასებებს heart_eyes



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

შემდეგს როდის დადებ?

 


№2  offline წევრი n-strovet

ანი ანი
შემდეგს როდის დადებ?

ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, სამწუხაროდ...ვეცდები მალე დავდო heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

კარგი საკითხავია, მომეწონა ძალიან

 


№4  offline წევრი n-strovet

სტუმარი ქეთი
კარგი საკითხავია, მომეწონა ძალიან

მადლობა heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent